შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილის თამაშები (4)


13-09-2016, 19:10
ავტორი annye
ნანახია 1 684

დემონები ეთაყვანებიან სიკვდილს...მერე და როგორ!
888
გათენდა.
მზის სხივებმა არე-მარე გაანათეს და სანდროს კარვამდეც იპოვეს გზა.
ბიჭის სახეს ოქროსფერი მოეფინა და ძილისაგან აწითლებულ ბაგეებზე ალმური მოუკიდა.მისი სახე გაქვავებულიყო,თუმცა მორფეოსის სამყაროში ემოციების ზღვა ავიწროებდა მას. დაფარული კედელი და ლანდი,რომელიც არ ასვენებდა.მერე უძირო გზა,კოცონი და ის მწვანე თვალები,რომლებმაც უკვე დიდი ხანია დაიკავეს ადგილი გულში. გამოეღვიძა.
სახეზე ჩრდილი გადაფარებოდა და ის ოქროსფერი სხივი გამქრალიყო.სრწრაფად მიიხედა და მწვანე თვალებს წააწყდა.გული შეეკუმშა და წამსვე აარიდა თვალი.
-ბარბარე...-დაიჩურჩულა და წამსვე უკვე ნაცნობი ხმა მოესმა.
-მაპატიე თუ გაგაღვიძე.მე ბარბარე მქვია.ვიცი ეს სიგიჟეა,რადგან ერთმანეთს არ ვიცნობთ,მაგრამ მინდა ის მოგიყვე რაც დავინახე და გავიგონა. მჯერა რომ გამიგებ,იმაზე მეტად ვიდრე სხვა.-ეს თქვა ბარბარემ და მიუახლოვდა.
სანდრო კარგა ხანს ჩუმად უყურებდა, შემდეგ კი უთხრა:
-კარგი, გისმენ ბარბარე.
-გუშინ,ბილიკზე ლანდი დავინახე.შავი მოსასხამი ესხა.კოცონთან ტყეში იგივე ლანდი ვნახე, შემდეგ კი შემთხვევით ლილისა და ნინის საუბარი გავიგე.ლილი ამბობდა ხეზე ჩამოკიდებული გვამი ვნახეო.ალბათ ეს სისულელე გგონია მაგრამ..
-მეც ვნახე იგივე ლანდი!-წამოიძახა უცებ სანდრომ და ინანა ნათქვამი,რადგან წინა ღამით ნანახი უბრალო ზმანება ეგონა. ან იქნებ სულაც არ მოეჩვენა ეს ყველაფერი? ვინ იცის...
-რა?-გაოცდა გოგო.
-გუშინ ვნახე და უკან გავყევი რაღაც დაფარულ კედელთან მივიდა და უცებ გაქრა.მერე წამოვედი.
-გზა გახსოვს?
-რათქმაუნდა.
-კარგი, სანდრო. არავის არაფერი უთხრა.დღეს წავიდეთ იმ ადგილას.უნდა გავარკვიოთ აქ რახდება,თან ლილი და ნინი გავიყოლოთ,სხვა არავინ. არ გვინდა სხვების შეშინება.დღეს,შუა ღამისას ტყის დასაწყისსთან მოდი.
-კარგი, კარგი.-ფიქრობდა დაუსრულებლად.ორივე ფიქრობდა,არ იცოდნენ რას მოუტანდა ორივეს ეს ღამე,მაგრამ უნდა გაეგოთ რა ხდებოდა აქ,უნდა გაეგოთ.
888
მოსაღამოვდა.დამღლელი ლაშქრობის დასასრულს ბანაკში ბრუნდებოდნენ. ლილი,ნინი,სანდრო და ბარბარე ერთად მიდიოდნენ და გეგემებს აწყობდნენ.
-დაფარულ კედელთან უნდა მივიდეთ.-ტქვა სანდრომ.
-კარგი,ღამით ორივე ტყის დასაწყისთან მოვალთ.-თქვა ლილიმ და უცებ გველნაკბენივით შეხტა. ყველამ გაოცებით შეხედა მას და შემდეგ შეამჩნიეს. ერთ-ერთი წევრი ეგდო ძირს.სულ დასისხლიანებულიყო და სახეზე მკვდრის ფერი ედო.ალბათ მხოლოდ მათ შეამჩნიეს ბანაკის წევრი გოგონა.
-ღმერთო ჩემო.-აღმოხდა ბარბარეს და სწრაფად მივარდა გოგონას.-რა დაგემართა?
-მან...ის იქ არის.-ძლივს ამოღქვა გოგომ.ხელი მარჯვნივ გაიშვირა შემდეგ კი უსულოდ დაეცა ბარბარეს კალთაში და..ის მოკვდა.
განადგურებული ბარბარე ძლივს მოაშორეს გვამს.მან კიდევ ერთი სიკვდილი ნახა.კიდევ ერთი გვამი და ისევ სიცარიელე.სიცარიელე და ტკივილი.
შუაღამეს ოთხი სილუეტი მიაბიჯებდა ტყეში. მათი სხეულები მთვარის შუქზე განათებულიყო და ვერცხლისფერი მოჰფენოდათ სახეზე.დაფარული კედელი გამოჩნდა.რაც უფრო უახლოვდებოდნენ მით სწრაფად ძგერდა გულები.ათიოდე ნაბიჯიღა აკლდათ და უცებ შეჩერდენ სწრაფად მიიმალნენ და კედელთან უკვე შემჩნეულ ლანდს გაუსწორეს თვალი.ის კედლისაკენ შეტრიალებულიყო და ხელით რაღაცას ეძებდა. შემდეგ თითქოს იპოვაო.შეჩერდა, რაღაც გამოსწია და უცებ გაქრა.
-ახლა რა უნდა ვქნათ?-დაიჩურჩულა ბარბარემ.
-უნდა ჩავიდეთ!-ღამის წყვდიადში გაიფანტა სანდროს უდრეკი ხმა და თეთრი მთვარე გახდა მოწმე იმისა, თუ როგორ მიუახლოვდა ოთხი სხეული კედელს და შემდეგ როგორ გაქრნენ ისინი.


ვიცი ძალიან დავაგვიანე და...გთხოვთ მომიტევეთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent