შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილის თამაშები (3)


22-08-2016, 10:07
ავტორი annye
ნანახია 1 462

ყველა დემონი ერთად შეიყარა და...სიკვდილმაც იპოვა თავისი გზა.
888
ისევ იჯდა ავტობუსში. ისევ ისე მის სამყაროში ჩაკეტილიყო და მოგონებები თავს არ ანებებდნენ. არც სანდრო აპირებდა თავის დანებებას,არც ის.სანდრო ახლა უკვე მის გვერდზე იჯდა და უყურებდა მის უემოციო თვალებს,მის ნატანჯ სახეს და ის გრძნობა თავს არ ანებებდა,სულს უფორიაქებდა და გულს უტანჯავდა. თვალი არ მოუშორებია,არც მაშინ როცა გოგოს ჩაეძინა და არც მაშინ გამოღვიძებული გაოცებული რომ შესცქეროდა. მივიდნენ თუ არა დანიშნულების ადგილას,ემილი სწრაფად ჩავიდა და იქაურობას თვალი მოავლო. პირდაპირ ვიწრო ბილიკი მიდიოდა,ხეებს შორის.უდაბური ადგილი იყო,რაღაცნაირად უცხო და შემზარავი. როცა იქაურობა შეისწავლა სწრაფად დაბრუნდა ავტობუსში და თავისი ზურგჩანთა და პატარა ჩემოდანი ჩაათრია,შემდეგ კი ელენეს ამოუდგა მხარში და ერთად გაუყვნენ ბილიკს.ისინი წინ მიდიოდნენ და სხვა ბავშვებისთვის კარგა ხანია გაესწროთ.
ემილი ტყეს ათვალიერებდა რომ უცებ რაღაც შავ სხეულს მოკრა თვალი, რომელიც სწრაფად მიეფარა თვალს.ეგონა მომეჩვენაო და ყურადღება არ მიუქცევია. ის იყო ფიქრს თავი მიანება, რომ უკნიდან შემზარავი კივილის ხმა მოესმა და ადგილზე შეხტა. ელენესთვის არც შეუხედავს ისე შებრუნდა და იქით გაიქცა საიდანაც ხმა მოდიოდა.
888
ისევ ის გოგო იყო,ლილი. ბილიკზე ფეხმორთხმით იჯდა და ტიროდა.ქერა გოგო სახელად ნინი კი მის დამშვიდებას ცდილობდა და მასაც შესამჩნევად უთრთოდა მთელი სხეული.
-რა მოხდა?-იკითდა ემილიმ და ახლახანს მოსულ ელენეს გადახედა შემდეგ კი მზერა ისევ ლილისა და ნინის გაუსწორა.ლილი უცებ წამოდგა,კუპრივით შავი თვალები ემილის გაუსწორა და მიუახლოვდა. სხეული ისევ უჩვეულოდ უთრთოდა და მის სახეზე ცრემლის ნიაღვარი არ წყდებოდა. უცებ სახე ახლოს მიუტანა და ჩასჩურჩულა.
-იქ,ტყეში გვამი ვნახეთ.-ემილი გაქვავდა,ხელები აუკანკალდა და თვალები აემღვრა. ჯერ ვერ გაეაზრებინა მოსმენილი და ელენეს ხელს მთელი ძალით ჩაბღაუჭებოდა.ლილი კი ტიროდა და არაფერს პასუხობდა როცა სხვები ეკითხებოდნენ თუ რა დაემართა.
888
უემოციოდ დასჩერებოდა ბილიკს და გონებაში ცოტა ხნის წინ მოსმენილი უტრიალებდა.
თვითონაც არ იცოდა ეს სიზმარი იყო თუ რეალობა,მწარე რეალობა.ავტომატურად მიაბიჯებდა და ყურადღებას არ აქცევდა დაჟინებულ მზერას,სულს რომ უწვავდა.
ფიქრობდა და აზრები ერეოდა,ყველაფერი ირეოდა მის გონებაში და ყველა აზრს ენაცვლებოდა სიტყვა ,,გვამი’’. სიკვდილი თავს არ ანებებდა. ყველგან დასდევდა და სულ თავს ახსენებდა. მუდამ უნამუსოდ ეთამაშებოდა და ასპარეზს არაფრის დიდებით არ თმობდა.სულში ირეოდა და იქაც ავრცელებდა მის სიბინძურეს. ყოველ მოგებაზე საზარლად დასცინოდა და ახალ წინაღობას უმზადებდა.ყოველ ხელზე თელავდა და მთლიანად ანადგურებდა.სულს უწამლავდა და სიძულვილის მეტასტაზებით ავსებდა მის არსებას.
შინაგანად განადგურებული ემილი მუდამ მარცხდებოდა და ემოციებისგან იცლებოდა.
გამოფხიზლებულს მწარედ გაეღიმა და უნებართვოდ წამოსული ცრემლი ხელის გულით სწრაფად მოიშორა.
888
ბანაკს მიუახლოვდნენ თუ არა უმალვე გაშალეს კარვები და საღამოს დანთებულ კოცონს შემოუსხდნენ. გაშლილ მინდორზე,რომელიც ტყით იყო შემოსაზღვრული ოცი კარავი იყო გაშლილი. მინდორის შუაგულში კი დიდი კოცონი დანთებულიყო და მის ირგვლივ შემომსხდარ სილუეტებში დუმილი ჩაღვრილიყო.ალბათ არცერთი აპირებდა ხმის ამოღებას რომ არა ახლად მოსული ბანაკის ხელმძღვანელი.იგი ლამაზი და მშვიდი ქალი იყო.მისალმების შემდეგ ბავშვებს გეგმები გააცნო და კოცონთან ახლოს ჩამოჯდა.
ემილი არავის აქცევდა ყურადღებას.მხოლოდ უყურებოდა ტყის სიღრმისაკენ და თითქოს რაღაცას ხედავდა,წამით ისიც კი მოეჩვენა რომ ის ლანდი ბილიკთან ახლოს დანახულ შავ არსებას გავდა.მოელვარე რაღაც მის ხელში კი ემილის შიშს აღუძრავდა. თავი გააქნია ფიქრების მოსაშორებლად და თვალი კოცონს გაუსწორა.
888
მას შემდეგ რაც ბილიკზე მოხდა სანდოს თვალწინ სულ ემილის სახე ედგა და მოსვენებას არ აძლევდა.ახლაც კოცონთან თვალს არ აშორებს გოგონას და მის ყოველნაკვთს,ყოველ წერტილს იბეჭდავს გონებაში.შემდეგ თვალი ტყის სიღრმისაკენ გაექცა და რაღაც ლანდი შენიშნა,არც უფიქრია მომეჩვენაო ისე წამოდგა და სწრაფად შევიდა ტყეში. ვერაფერს ხედავდა, მაგრამ არ ჩერდებოდა,უბრალოდ არ შეეძლო გაჩერება. მერე შეამჩნია და უკან გაჰყვა.ცდილობდა,რომ არ შეემჩნია და ფრთილად მიჰყვებოდა ლანდს უკან მანამ,სანამ ის ერთ დიდ დამალულ კედელთან არ გაჩერდა. სილუეტი ირგვლივ იხედებოდა შესამოწმებლად შემდეგ კი ხელით რაღაც მოძებნა კედელზე,გამოწია და უცებ სადღაც გაქრა.
სანდრო გაოცებული უყურებდა დაფარულ კედელს და ჯერ ვერ გაეგო მომხდარის აზრი.
კედელთან მივიდა და კარგად დააკვირდა,შემდეგ როცა ხმაური მოესმა სწრაფად გაიქცა და ბანაკში დაბრუნდა.
888
როცა ყვეელა მოშორდა კოცონს ემილი არ ამდგარა,რადგან არაფერი ესმოდა.ისევ თავის სამყაროში იყო ჩაკეტილი მოგონებებთან ერთად.ხმაურზე გამოერკვა და ტყის სიღრმისაკენ გაიხედა.როცა მომავალი სანდრო შენიშნა დამშვიდდა და წამოდგა.ბილიკზე მომხდარის შემდეგ იცოდა მისი სახელი.ახლა კი უყურებდა და ვერ ხვდებოდა რა უნდოდა მას ტყეში.
სანდრო კი ვერ ამჩნევდა.უემოციოდ მიაბიჯებდა კარავისკენ და დროგამოშვებით მძიმედ სუნთქავდა.თვალს მიეფარა თუ არა ემილიმ თავი გააქნია და თავისი კარავისაკენ დაიძრა.
უნდა შესულიყო როცა ხმა მოესმა და ლილის კარავისაკენ გაუაზრებლად წავიდა.წამით შედგა,არ უნდოდა სხვისი საუბარის მოსმენა,მაგრამ ინტერესმა თავისი გააკეთა.
-ლილი შენ მაშინ, ავტობუსში მკვდარი კატა არ დაგინახავს,ხომ ასეა?-ეკითხებოდა ნინი და ალბათ პასუხი უკვე იცოდა.
-იცი..
-მითხარი ლილი!-ხმა უჩვეულოდ მკაცრი გაუხდა გოგოს.
-ასეა.კატა არ იყო.-შიშით ძლივს წარმოთქვა.
-აბა?
-ადამიანი...ნინი ადამიანი იყო ხეზე ჩამოკიდებული.მთლიანად სისხლში იყო მოსვრილი და იღიმოდა,იღიმოდა გესმის?-სლუკუნს ამოაყოლა ლილიმ და ემილი ხვდებოდა ახლა ლილი რას გრძნობდა. თუმცა ნათქვამით შეძრწუნებულმა იქვე ჩაიკეცა და კარგა ხანს აზრზე მოსვლა ვერ შეძლო.
ისევ ის ღამე,გვამები,სისხლი და ტკივილი გაუსაძლისი ტკივილი.
სიკვდილი ეთამაშებოდა,მწარედ ეთამაშებოდა.

აი მესამე თავიც. იმედია მოგეწონებათ.
პ.ს:დიდი მადლობა მათ, ვინც მხარში მიდგახართ და სტიმულს მაძლევთ...უღრმესი მადლობა!



№1  offline წევრი Anna-mariaa

განსხვვებული და საინტერესოა, გააგრძელე აუცილებლად..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent