შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

''ორმაგი ცხოვრება'' (მეთორმეტე თავი)


15-09-2016, 00:07
ავტორი lisebeth
ნანახია 3 786

მზია კომპიუტერთან იჯდა და ქალიშვილს ელაპარაკებოდა.
-დედა რა ვქნა? დამირეკა წამოსვლა მინდაო. იცის, რომ მისი წაყვანა შემიძლია და უარი როგორ ვუთხრა? ადგება მერე და მეც ამომშლის თავის ცხოვრებიდან. საელჩოში მაინც არ ვმუშაობდე
-რამე გზა როგორ ვერ იარსებებს შვილო. ლილიზე იფიქრე. გადაირევა საწყალი ბავშვი. მიხვდება, რომ დედამისი მის გამო მიდის
-დედა რა ვქნა? მითხარი როგორ მოვიქცე? ახლა იმას მთხოვ რაც ჩემს ძალებს აღემატება. მე წავიდე სამსახურიდან?
-მაპატიე შვილო, მაგრამ მგონი ამ სიტუაციაში ეგ უფრო მაწყობს ვიდრე ანას წასვლა ამერიკაში.
-დედა... ჩემზე საერთოდ არ ფიქრობ?
-ვიფიქრე როგორღაც რამე გამოსწორდება-თქო. ლილისთან ურთიერთობას დაალაგებს-თქო. სად? შენც არ მომიკვდე... ახლა დაუჟინია ჩემს ცხოვრებაზე უარი მათქმევინეს და ახლა დროა თავიდან ავიწყოო. მგონი სერიოზული მენტალური პრობლემები აქვს. ყოველ დღე ახალ ახალ ამოჩემებებს იწყებს.
-კარგი რა დედა. დაანებე თავი. შენც ხომ იცი რაღაც დოზით ანაც მართალია. გაუშვი იქნებ გარემოს შეცვლა დადებითადაც კი მოუხდეს.
-რა ვიცი შვილო ამერიკაში წასვლა თუ იხსნის შენ დას . გავუშვებდი აქამდე და მეც დავისვენებდი და თქვენც.
-რაა დედა ამერიკაში მიდის?_ ოთახში შემოვიდა ლილი და ჩანთა მაგიდაზე დააგდო.
მზია ადგილზე შეცბა. თითქოს პირი აუკრესო ისე უყურებდა ბავშვს...
_დეიდა...
-ჰო საყვარელო დედა ჩემთან ჩამოსვლას აპირებს. მერე ვნახოთ...
-მერე მე ეს არ უნდა მხოდნოდა?
-ვაპირებდით თქმას შვილო. მეც ამ დილით გავიგე _თავი იმართლა ქალმა
-ჩემს გამო მიდის არა? მე ვარ დამნაშავე?
-საიდან მოიტანე შვილო, წავა დეიდასთან ცოტა ხნით და ჩამოვა
-უკვე ყელში ამომივიდა, რომ ამ სახლში ყველა მატყუებს ვისაც არ ეზარება.
-როგორ ლაპარაკობ საყვარელო? რას ამბობ? შენ არავინ გატყუებს
-ჰო არა? იმასაც სულ არ მიმალავდით, რომ მამა მყავდა. ამ დროს კი თვითონაც არ იცოდა ამის შესახებ.
ბოლომდე მოხსნა სალაპარაკოს თავი ლილიმ
-მასე არაა საყვარელო. ჩვენ გოჩას არ ვიცნობდით. არ ვიცცოდით რომ მამაშენი ის იყო.
-ჰო არა? უკვე დიდი ხანია გამოვედი იმ ასაკიდან როდესაც ჰგონიათ, რომ ბავშვები წეროებს მოჰყავთ.
-ლილი საყვარელო დაწყნარდი და მოგვისმინე_გამოსძახა დეიდამ კომპიუტერიდან
-საერთოდაც არ მინდა. მომბეზრდა მაგის სიძულვილის ატანა.
მზიამ დაინახა ანა უკვე კიბეზე იდგა და წასასვლელად ემზადებოდა.
ლილის ანიშნა გაჩუმდიო,მაგრამ მას ლაპარაკი არ შეუწყვეტია
-წავიდეს სადაც უნდა იქ, აწი საერთოდაც აღარ ვინაღვლებ ვუყვარვარ თუ არა.ახლა მამა მყავს და ის მომივლის.
მზიამ ბავშვის ზურგს უკან მდგომ ანას მკლავში ხელი წაავლო და ანიშნა გაჩუმდიო. უკვე კარგად ხვდებოდა რის თქმასაც აპირებდა.
-ანა გეყოფა. წადი სადაც მიდიოდი. ლილის მე დავაწყნარებ.
-წავალ, მაგრამ მანამდე პასუხს გავცემ ამ პატარა ლაწირაკს. _მაჯაში ხელი წაავლო და თავისკენ მოქაჩა_მამაშენი არამზადაა და ნაბიჭვააარი გესმის? ყველაზე უარესი კაცი ვინც შეიძლება ამ ქვეყნად არსებობდეს. სწორედ მამაშენმა დამინგრია ცხოვრება და მამაშენია დამნაშავე, რომ არ მიყვარხარ. გესმის?
-ტყუილია..._სახე აუწიტლდა ბავშვს
-ტყუილი? სიმართლეა. ხოდა თუ კითხვებზე პასუხები გჭირდება შენს მამიკოსთან მიბრძანდი და მოსთხოვე გაგცეს კარგი? ამ სახლში რურავის სთხოვ პასუხს. პასუხები იქაა სადაც ასე ხშირ-ხშირად დაბრძანდები ეს ბოლო ხანებია.
-მატყუებ. ისევე იტყუები როგორც ყოველთვის
-წადი მამაშენს კითხე და თუ ნამუსი ეყოფა გითხრას რატომ არ მიყვარხარ. მოგიყვეს ყველაფერი რაც ჩაიდინა.მაგრამ ეჭვი მეპარება გამბედაობა ეყოს.
ანამ ხელი გაუშვა ლილის და კარისკენ უბიძგა. ბავშვი წუთით კართან აიზუტა.
-წადი და უთხარი რატომ არ მიდიხარ? თუ მხოლოდ ამ სახლში ხარ დიდ გულზე?
-ანა გეყოფა ბავშვს თავი დაანებე. _ხელი უჯიკა მზიამ და ლილისკენ გაიქცა, მაგრამ იმან კარი თვალის დახამხამებაში გამოგლიჯა და გარეთ გავარდა.
-ლილი...ლილი... მოიცადე ბებო ნუ უსმენ... საყვარელო ...
მზია განრისხებული შემობრუნდა უკან და ანას მივარდა.
-რას აკეთებ? გაგიჟდი? ბავშვს როგორ უთხარი ეს?
-რატომაც არა? ჩვენთან დიდ გულზეა? ენაც დაიგრძელა. არ მივცემ უფლებას რამეში დამადანაშაულოს. ეგღა მაკლია სრული ბედნიერებისთვის.
-ანა გეყოფა ბოლოს და ბოლოს_დაუყვირა სკაიპიდან დამ._მგონი მართლა სჯობს მაქაურობას გაეცალო. ყველასთვის ასე აჯობებს. ხვდები დედა?
მზია დივანზე მოწყვეტით ჩაეშვა და ქალიშვილისთვის არაფერი უპასუხნია.


***&&&***

თამუნამ მანქანა საავადმყოფოსთან დააყენა და ღვედი შეიხსნა. თიკო გვერდით სავარძელზე იჯდა და სარკეში პომადას ისვამდა.
-ნერვიულობ თამუ?
-რავიცი ცოტას. იმდენი ხანია ამ საკითხზე ექიმისთვის არ მიმიმართავს. რაღაც უჩვეულოდაც ვგრძნობ თავს და ცოტა ვღელავ კიდეც.
-დაწყნარდი სანერვიულო არაფერია.
-რომ მითხრას ტკივილების გამო ბავშვი უნდა მოიშოროო? ან მოკვდებიო? ან მშობიარობას გადაყვევიო? _ სახეზე შეშფოთება დაეწერა ქალს
თიკომ გადაიხარხარა. თამუნას სახე არ უცვლია.
-მასხარა ხარ. რა გაცინებს გგონია ვხუმრობ? წუხელ ამაზე ფიქრისგან ლამის თავი გამისკდა. ყველა ვარიანტი განვიხილე.
-მაგას რომელი ექიმი გეტყვის მოკვდებიო. გეხვეწები თითქოს ორსულად ჯერ არ ყოფილხარ.
-იმდენი ხნის წინ ვიყავი კიდევაც დამავიწყდა მაგ დროს რას გეუბნებიან. საერთოდ ვეღარ აღვიქვამ ,რომ ვიკა ჩემი შვილია. სიმაღლეში დამეწია უკვე.
-ჰო თოთხმეტი წლის ბავშვს ნამდვილად აღარ გავს. ამიტომაც უნდა მოდელი გამოვიდეს. იცის ბავშვმა!
-წუხელ იცი რა მოხდა?
-არაა... შენ და გოჩაა..._გაიკრიჭა თიკო
-კარგი რა. რა არასერიოზული ხარ.
-ოჰ ქალბატონი სერიოზულობა.
-ვიკას ვეფერებოდი და დავინახე ლილი იდგა მისი ოთახის კართან და გვიყურებდა. რომ მიხვდა მეც დავინახე გაიქცა.
-ვაიმე საწყალი ბავშვი. გული დამეწვა_სახე დაუსერიოზულდა ქალს_მერე?
-შემეცოდა. ვიკა საწოლში მივაწვინე და უკან გავყევი. ისეთი სევდიანი იყო ლამის ტიროდა. ისე იმოქმედა. რავიცი ალბათ დედობრივი გრძნობებიც გამძაფრებული მაქვს. ასე არ ამბობენ?
-მერე?
-მითხრა დედას ჩემთვის არასდროს დაუფაარებია საბანი ზილის წინო. არასდროს მომფერებიაო. მერე რაღაცეები ვუთხარი. არ მახსოვს რა .ისეთი აღელვებული ვიყავი. რომ გამოვედი როგორღაც აზრად გამიელვა მასაც ისე მოვქცეოდი როგორც ვიკას. ვუთხარი თუ ნებას მომცემ მე გაგისწორებ საბანს-თქო. ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა ლამის გული გამისკდა. ბავშვი ამ ზომამდე როგორ მვიდა.
-ბრავო თამუ, შენით ვამაყობ. გეფიცები მე ვაპირებდი შენთვის ეგ მეთხოვა, მაგრამ არ ვიცოდი როგორ გამეკეთებინა ეს. თამუ ლილის სიყვარული აკლია. უბედურია და ყველაზე მინიმალური ყურადღებაც კი მას ბედნიერს ხდის. თამუ ეცადე ვიკამაც არ გგაუმწაროს ცხოვრება. ის თქვენ არაფერში არ ლებათ. ხომ ხვდები არა...
-კარგი რა რა შეცილებაზე მელაპარაკები. როდის მაღელვებდა ქონება და ცხოვრება? გგონია ეგ მაღელვებს? აქამდე არც კი გამიიქრებია, რომ შეიძლება ვიკას მემკვიდრეობაში შეეცილოს. _ხელი აიქნია თამუნამ_ გოჩას ქონება ორივეს ეყოფა. მამაჩემის დანატოვარი კიდე ვიკასი არაა? ჩემს გარდაა არც შვილი ყავდა და არც შვილიშვილი. დედაჩემიც აგერ არ მყავს? ლილის რაც უნდა ის გაუკეთოს გოჩამ. ვიკას არაფერი მოაკლდება. ეგ საკითხი საერთოდ არ დგას ჩემს დღის წესრიგში
თიკომ განყოფილების კარი შეაღო და ოთახში შეუძღვა მეგობარს
-ჩაეწერე?
-კი წუხელ დავურეკე და მელოდება_კარზე დააკაკუნა თამუნამ და შიგნიდანაც ვიღაც ქალი გამოეპასუხა.
-დილამშვიდობის_ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.
-თამუნა როგორ ხარ?
-რავიცი ნორმალურად შენ?
-კარგა ხანია ისე აღარ მოსულხარ. გინეკოლოგთან მხოლოდ ორსულობისთვის არ დადიან. ეს ისე...
-მაპატიე ვერ მოვიცალე იმდენი პრობლემა მქონდა...
-მოდი დაწექი და ზედა აიწიე. ვნახოთ შენი პატარა როგორაა.
-ტელეფონით კი გითხარით რაც მაწუხებს. პერიოდულად მტკივა ხოლმე , თქვენ უკეთ მიხვდებით
-ტკივილი ორსულობის დროს ყოველთვის არ არის სერიოზული პრობლემის მიზეზი. წინასწარ ნუ ინერვიულებ_აპარატი დაადო ქალმა მუცელზე
-ხედავ? აი ამ დროს უნდა თქვა ‘’ხომ გეუბნებოდი’’ _მხარზე დაადო ხელი თიკომ
ეკრანზე ფიგურები ათამაშდა. თამუნა კარგად დააკვირდა უნდოდა თვითონ მიმხვდარიყო ბავშვი სად იყო. ცისფერი თვალები წამიერად გაუხდა წყლიანი.
-ორი თვისაც არ ხარ ჯერ თამუნა. ამ პერიოდში ტკივილი ბუნებრივი მოვლენაა. აქ ეხოზე სერიოზული არაფერი ჩანს. უბრალოდ დაისვენე და ეცადე სტრესს ერიდო.არ გადაიღალო...
-ჰო მარტივად ჟღერს მაგრამ იმდენი პრობლემა მაქვს ნახევარს ვერც ვიმახსოვრებ.
-პრობლემები უნდა დაივიწყო . დროა გააცნობიერო, რომ არსებობს ადამიანი რომელზე ზრუნვაც ამ წუთას ყველაზე სავალდებულოა.
ექიმმა ფოტო ამოუბეჭდა და მიაწოდა.
-ესეც შენი შვილის პირველი ფოტოსურათი.
თამუნამ გაურიმა და გამოართვა.
-სხვათაშორის ამასწინ ერთი პაციენტი მიყვებოდა ამათი ჩარჩოში ჩასმა მოდაში შემოვიდაო. იქნებ შენც მოგინდეს.
-კარგი ერთი
-რაიცი თამუ ორსულ ქალებს ათასი ახირება აწუხებს. შენც კი შეგაწუხებს მსგავსები_ გააჯავრა თიკომ

***%%%***
გოჩა ოფისში იჯდა. საბუთებში თავჩარგული. იმდენი საქმე ჰქონდა საიდან დაეწყო აღარც იცოდა. გოგონების გადამკიდე ყველაფერს მოაკლდა მისი ყურადღება. ათასი ხელმოუწერავი საბუთი და შეხვედრა.
ტელეფონმა ზუსტად იმ დროს დარეკა როცა ყველაზე ნაკლებად ჰქონდა ამის დრო, მაგრამ ლილის ზარი რომ დაინახა მაშინვე უპასუხა.
-გისმენ ლილი როგორ ხარ?
-ისე რა. მე თქვენი ნახვა მინდა.
-საყვარელო ახლა სამსახურში მაქვს და გეფიცები მარტლა იმდენი საქმე მაქვს...
-კარგი გასაგებია სხვა დროს დაგირეკავთ_ ხმა გაუწვრილდა ბავშვს
-ლილი მოხდა რამე? ახლახანს არ გნახე?
-არაფერი უბრალოდ რაღაც მინდოდა...
-სად ხარ?
-გზაში ვზივარ სკამზე.
-რატომ საყვარელო. მე ხომ სახლში დაგტოვე?
-რაღაც ისეთი მოხდა...
-რა ადგილას ხარ?
ლილიმ მისამართი ამოილუღლუღა
-მაგრამ თუ არ გცალიათ...
-ხუთ წუთში მოვალ მანდ იყავი. შორს არ ვარ...და დავილაპარაკოთ. კარგი? ლილი ფეხი არ მოიცვალო...
-კარგი, აქ ვიქნები...
გოჩამ უკვე ხელმოწერილი საბუთები მდივანს მისცა. რაც ვერ მოასწრო იქვე დატოვა და ავტოპარკინგზე ჩავიდა.
ის ადგილი მართლაც ძალიან ახლოს იყო თავის ოფისთან. მანქანა სწრაფად ატარა და იმაზე მალე მივიდა ვიდრე ლილის შეჰპირდა. გოგონა შორიდანვე შენიშნა პატარა სკვერში იჯდა და ფეხებს უქნევდა იქვე ასფალტზე დამჯდარ მტრედებს. თავი ჩაქინდრული ჰქონდა.
გოჩამ გზა გადაჭრა და მიუახლოვდა. გოგონამ თავი ასწია. თვალები ტირილისგან დაწითლებული ჰქონდა.
-საყვარელო მოხდა რამე? რა დაგემართა?_ ნიკაპზე მოჰკიდა ხელი ბავშვს
ლილიმ ამოისლუკუნა!
-ლილი... მოხდა რამე? ვინმემ გაწყენინა?
-დედაჩემი ამერიკაში მიდის.
-რაა? ასე უბრალოდ გტოვებს და მიდის?
-მაგას მე სულ დატოვებული ვყავდი_ ლოყები ხელის გულებით მოიწმინდა
-ლილი...
-თქვენი ნახვა იმიტომ მინდოდა, რომ ... მან რაღაც მითხრა და მინდოდა თქვენგან გამეგო სიმართლე
-რომელი სიმართლე?
-მან მითხრა, რომ ... თქვენ ხართ იმის მიზეზი რის გამოც მას ვძულვარ. მინდა მითხრათ ეს თუ არის სიმართლე და თუ სიმართლეა რა დაუშავეთ ასეთი?
-ლილი, შვილო ...
-გთხოვთ თქვენც არ მომატყუოთ. მე უბრალოდ... მე აღარ მინდა ტყუილების მოსმენა გესმით? პატარა ვარ მაგრამ არც მასეთი სულელი .
გოჩას ნერვიულობისგან ნერწყვი გადასცდა. მხოლოდ მას მიხვდა, რომ ლილისთვის სიმართლე ბოლომდე არ ჰქონდა ნათქვამი დედამისს. ახლა იმაზე იმტვრევდა თავს რა და როგორ აეხსნა ისე, რომ მისთვის ნაკლები ტკივილი მიეყენებინა.
-ლილი... საყვარელო..._ მხარზე ხელი მოხვია გოჩამ და როგორც შეეძლო ისე ეცადა მისთვის აეხსნა
- ძალიან ხშირად უფროს ადამიანებს შორის გაუგებრობები ხდება. ძალიან ხშირად ჩვენ ერთმანეთს გულს ვტკენთ. ცხოვრება ასეთია. ხშირად ეს ისე ხდება, რომ ჩვენ ამის გაკეთება არ გვინდა. უბრალოდ ასე ხდება გეესმის ჩემი? გეფიცები არც ვიცი ეს როგორ უნდა აგიხსნა ,მაგრამ ვცდილობ...წლების წინ ჩემსა და დედაშენს შორისაც მოხდა ისეთი გაუთვალისწინებელი რამ რის გამოც მოხდა ისე, რომ შენ ჩემს გარეშე გაიზარდე. შესაძლოა...უფრო სწორად მე დარწმუნებულიც კი ვარ რომ ეს ჩემი ბრალია და ამაზე პასუხისმგებელი მე ვარ, მაგრამ შეცდომების გამოსწორება არასდროსაა გვიანი. დედაშენი ჩემზე ნაწყენია, გაბრაზებული... ალბათ სამართლიანადაც, მაგრამ მე მხოლოდ ის ვიცი, რომ მშობლების ურთიერთობა შვილებზე არ უნდა აისახოს. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემსა და დედაშენს შორის რაც არ უნდა მომხდარიყო ამან შენ არ უნდა გავნოს. გესმის ჩემი?
-მგონი კი, მაგრამ რა მოხდა ასეთი? მითხარი გთხოვ .
-ჩუმად.უბრალოდ შეწყვიტე ამაზე ფიქრი. ეს შენ არ გეხება. ეს მხოლოდ მე მეხება ...მე და დედაშენს... შენ ბავშვი ხარ შვილო. ამხელა პრობლემები შენ არ უნდა დაგაწვეს გესმის?
-ჰო მაგრამ მე შემიძლია გავიგო.
-ეჭვიც არ მეპარება. შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ, მაგრამ შენთვის ეს მეტისმეტია. მე ამას არ დავუშვებ გესმის?
-ჰო მაგრამ მე აღარ შემიძლია ასე ვიცხოვრო. რაღაცის გამო დავისაჯო და არც ვიცოდე რისთვის ვისჯები. ეს უბრალოდ აუტანელია. ის გამუდმებით ცდილობს მაგრაძნობინოს რომ მე ვარ ყველაფრის თავი და თავი. მე ვარ პრობლემა. ასე აღარ შემიძლია გესმით?
-იმაზე უკეთ მესმის ვიდრე წარმოგიდგენია შვილო.
-მასინ გააკეთეთ რამე. თქვენ ხომ ეს შეგიძლიათ? ჩემს ადგილას ვიკა, რომ ყოფილიყო დაუშვებდით თამუნა მას ასე მოქცეოდა?
გოჩამ ერთი წამით ლილის ნათქვამი გაიაზრა და წარმოიდგინა, მაგრამ ვერ შეძლო. მას მხოლოდ ის ახსოვდა თამუნა როგორ ტუქსავდა ვიკას დანა-ჩანგალი სწორად დაეჭირა, ბეჭებში გასწორებულიყო, ენას ნუ უბრუნებდა, დაუკითხავად ნუ მიდიოდა სადმე, სკოლაში ნუ იგვიანებდა ან მსგავსი სისულელეები, მაგრამ ჯერ არ ახსოვდა მას როდესმე ტკივილი მიეყენებინოს ვისასთვის. ის კი არა მისი თანდასწრებით გოჩასაც კი არ შეეპასუხებოდა, ბავშვი ცუდად გაიგებსო.
არა ლილის ნათქვამის წარმოდგენა არ შეეძლო.
ბავშვს გადახედა და გული შეეკუმშა. თავში აზრად არაფერი მოსდიოდა.
რა მოემოქმედებინა არც კი იცოდა.
მხოლოდ ერთი გზა მოაგონდა. ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიფა.
-ლილი შენ აქ იყავი საყვარელო კარგი?
ბავშვმა თავი დაუქნია.
ტელეფონს იქედან ხმა გაისმა.
გოჩა ლილის მოშორდა და ისე დაიწყო საუბარი
-გისმენთ!
-თიკო სად ხარ?
-მე და თამუნა ერთად ვართ. ახლა კაფეში ვაპირებდით დასხდომას. ყავის დალევა გვინდოდა.
-პრობლემა მაქვს.
-რა მოხდა?
თამუნა სმენად იქცა, როგორც კი ქმრის სახელი გაიგო
-აქ ლილია ჩემთან.
-ლილი? რა მოხდა?
-დედამისი ამერიკაში მიდის. ლილი გაამწარა და ჩემთან მოვიდა , რომ გაეგო რატომ ეზიზღება დედამისს ჩემს გამო
-ღმერთო. ეგრე უთხრა? საწყალი ბავშვი.
-ტირის და სახლში წასვლა არ უნდა. რა ვქნა მითხარი, შენ ხომ მისი ფსიქოლოგი ხარ?
-ვაიმე გოჩა მაცადე დავფიქრდე.
თიკომ წამით შეიცადა. გოჩა მოთმინებით ელოდა.
-ტაქსიში ჩასვი და ჩემთან გამოუშვი. ვიცოდი ანა რომ მიდიოდა. თეონამ მითხრა
-მიხედავ სანამ მე მოვალ? არ მინდა თამუნა უხერხულში ჩავაგდო
-გამოუშვი ტაქსით და ჩვენც ახლავე წავალთ სახლში. მე მივხედავ არ ინერვიულო
-მე მანამდე რაღაცას მოვაგვარებ.
-კარგი...
-რა მოხდა?_იკითხა თამუნამ როგორც კი თიკომ ტელეფონი გათიშა.
-ანას ლილი გაუმწარებია და ატირებული მოსულა გოჩასთან. სახლში წასვლა არ უნდა.
-ღმერთო ეგ ქალი ნორმალური არის? ბავშვთან რა უნდა? თუ რამე ბოღმაა აქვს გოჩასთან გაარკვიოს. ბავშვი ხომ არაა ამხელა ქალი. მეტი როგორ არ ესმის? ასე ბავშვს დაავადმყოფებს. ეს დაუჯერებელია თიკუ. ეს უკვე პარანოიაა
-ვთხოვე ჩემთან გამოეშვა.
-კარგი გიქნია. ჩემთანაც შეიძლებოდა, მაგრამ გოჩა არაა სახლში და ვიკა ენას ამოიდგამს ხო ვიცი და გეხვეწები მაგის გაშველების ნერვები არ მაქვს. ძაან სუსტად ვარ ისედაც.
-მესმის მე მივხედავ არ იჯავრო.
-ანუ სახლში მივდივართ?
თიკომ მხრები აიჩეჩა. თამუნამ გზიდან ადაუხვია რომ გეზი შეეცვალა.


***&&&***

გოჩამ ლილი ტაქსით გაუშვა და თვითონ მანქანაში ჩაჯდა. უკვე იცოდა სადაც მიდიოდა. ისიც იცოდა რასაც გააკეთებდა და როგორც გააკეთებდა. მანქანა ანას სახლთან გააჩერა და გადმოვიდა. კარზე ზარი რომ მისცა რამდენიმე წუთში მიიღო პასუხი. მზია აფორიაქებული იყო და წინსაფრით იწმენდდა ცრემლებს. გოჩა, რომ დაინახა თვალები დააკვესა. ახლა ლილი სახლში არ იყო და შეეძლო თავისუფლად ელაპარაკა.
-მგონი გასაგებად გითხარით, რომ თქვენი აქ სტუმრობა არ მსიამოვნებს
-თქვენი შვილი სად არის?
-სამსახურში წავიდა, მაგრამ დღეს ადრე მოვა კვირააა.
-ლილი ჩემთანაა. დამირეკა და შევხვდი
-ჩემი გოგო, სადაა ...როგორააა?
-ახლა უკეთაა , მაგრამ თქვენს ქალიშვილს სასწრაფოდ უნდა დაველაპარაკო
-მასთან რა გაქვთ სალაპარაკო?
-იქნებ შემოვსულიყავი?
ქალმა კარი უფრო ფართოდ გააღო . გოჩა დივანზე ჩამოჯდა.
-ლილის ვესაუბრე და განადგურებულია. სახლში დაბრუნება აღარ უნდა. მთხოვა რამე გააკეთე და ამ ამბისგან მიხსენიო.
-რაა? მაგით რისი თქმა გსურთ?
-ზუსტად იმის რაც გაიფიქრეთ
-ჩემს გოგოს არ დაგითმობთ.
-დათმობას არც გთხოვთ? თქვენ მისი ბებია ხართ. თქვენ ის გაზარდეთ და სიყვარულს არ აკლებდით. ის რაც მე ჩავიდინე დანაშაულია და თუ ანას უნდა მიცივლოს და პასუხი მაგებინოს, მაგრამ ლილისთვის რამის დაშავების უფლებას აღარავის მივცემ. ის ლილისთვის უკვე სახიფათოა.ის მას ფსიქიკას უზიანებს
-თქვენ აჭარბებთ.
-ლილიზე მეურვეობას მოვითხოვ .
ეს სიტყვები ტყვიასავით მოხვდა ქალს გულზე. ერთი წამით შეაბარბაცა კიდევაც , მაგრამ გონს მოეგო
-რას ლაპარაკობთ? ჩემი შვილია საშიში და თქვენ არა? მოძალადე და დამნაშავე ხართ.
-ისევე როგორც თქვენი შვილი. სხვათაშორის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ფსიქოლოგიური ძალადობა ისეთივე დანაშაულია როგორიც ფიზიკური. თქვენ გგონიათ თქვენი შვილი ლილიზე არ ძალადობს? ბავშვს ფსიქიკური პრობლემები აქვს. მის ფსიქოლოგს გასაუბრებიხართ? იცით რა შეიძლება ჩაიდინოს ამ ასაკის ბავშვმა რომელიც გამოსავალს ვერ ხედავს? მაგალითად ჩემი მეორე სვილი შემიძლია მოგიყვანოთ. მით უფრო რომ ლილის პრობლემა ბევრად მძიმეა
-თქვენს ტუტუც გოგოს...
-ფრთხილად ქალბატონო მზია, ერთხელ უკვე გაგაფრთხილეთ დაკვირვებოდით თქვენს სიტყვებს როცა ჩემს ქალიშვილს ახსენებდით.
მზია გაჩუმდა დაუკან დაიხია. მერე თითქოს დარონდაო და საწოლზე ჩამოჯდა.
-ჩემს შვილს მგონი მენტალური პრობლემები აქვს.
-ვიცირაც სჭირს. მეც ვიყავი ცუდ დღეში. წელიწადნახევარი გავატარე სარეაბილიტაციო ცენტრში სანამ გამოვჯანმრთელდებოდი. ახლა ლილის ემუქრება იგივე. თუ გვინდა, რომ ლილი უკეთ იყოს ის ანას უნდა ჩამოშორდეს. თუ არა და ლილის მომავალში ბევრად მეტი პრობლემა ექნება.
-კარგი მესმის, რომ ჩემი შვილიი კარგად არ არის , მაგრამ არამგონია იმ მდგომარეობაში იყოს რასაც თქვენ ამტკიცებთ. მას აქ არაფერი ემუქრება.
- თეორიულად. კი მაგრამ რეალურად არა. დღეს ჩემს ადვოკატს დავურეკავ და დავავალებ განაცხადი შეიტანოს მეურვეობის შესახებ. თუ თქვენს შვილს სურს მიჩივლოს მზად ვარ ყველაფრისთვის, მაგრამ ლილისთვის ეს სტრესი დღეს დასრულდება. მე და ლილი დეენემის ანალიზს გავიკეთებთ და ასე მარტივად მოხდება ჩემი მამად აღიარება. გპორდებით რომ თქვენ ნებისმიერ დროს შეგეძლებათ მასთან ურთიერთობა, მაგრამ სანამ ანა არ გამოჯანმრთელდება ლილისთან მიახლოების უფლებას არ მივცემ
-ჰო,მაგრამ ასე სამუდამოდ დაკარგავენ ერთმანეთს.
-მისი ფსიქოლოგი ჩვენი ოჯახის მეგობარია. სანამ თიკო რეკომენდაციას არ მისცემს ლილისთან მიახლოების უფლება არ ექნება. ეს წართმევა არაა ქალბატონო მზია. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები. ეს ლილის მომავლისთვისააა აუცილებელი. მინდა სწორად გამიგოთ.
-ის ფსიქოლოგი რას ამბობს?
-რომ ლილისაც ეწყება პრობლემები. ის გარდატეხის ასაკშია. ეს კი ყველაზე რთული ასაკია ადამიანის ცხოვრებაში. თუ ამ ასაკში არ დავიცავთ მათ ...
-მესმის...გასაგებია, მაგრამ ისიც ხომ კარგად იცით,რომ ეს ყველაფერი თქვენს გამო ხდება.
-მაგას არც ურვყოფ. კიდევაც, რომ მომიწიოს ჩადენილზე პასუხისგება ლილის ამ სიტუაციისგან მაინც დავიცავ იმიტომ, რომ ჩემი შვილია. არასდროს დამიშვია ჩემს შვილს რამე დაშავებოდა და ამას არც მომავალში დავუშვებ. ლილიც ისევეა ჩემი ქალიშვილი როგორც ვიკა. გეფიცებით ის კარგად იქნებაა. არაფერს მოვაკლებ. რაც დასჭირდება ექნება. თქვენ როცა მოგინდებათ მოდით და ნახეთ, ამას არავინ დაგიშლით.
-არც ვიცი რა გითხრათ. ლილი, ჩემი გოგო ასეთ დღეში არ უნდა იყოს
ცრემლები წასკდა ქალს და თავი ჩაქინდრა. გოჩამ თანაგრძნობის ნიშნად მხარზე ხელი დაადო.
-მე მართლაც ძალიან ვწუხვარ ქალბატონო. ვერც აღგიწერთ როგორ. გთხოვთ ლილის ნივთები გამატანეთ. ის რაც აუცილებლად დასჭირდება. დანარჩენს მე ვუყიდი.
ქალი წამოდგა და ფეხათრევით წავიდა ზედა სართულისკენ. სლუკუნებდა და ბავშვის ნივთებს ალაგებდა. არაფერი დავიწყებია. ყველაფერი ჩააწყო რაც მისთვის რამეს ნიშნავდა და ქვედა სართულშიჩამოიტანა
-აქ ყველაფერია რაც ლილის უყვარს. მისი საყვარელი დათუნიაც ჩავდე. დაბადების დღეზე ვაჩუქე და... მის გარეშე დღემდე არ იძინებს. კიდევ მისი საყვარელი წიგნები, ფანქრები, სკოლის ნივთები. ყველაფერი რაც კი ჰქონდა...
-კარგია, გადავცემ რომ მალე ინახულებთ. შეგიზლიათ ხვალვე მოხვიდეთ ჩემტან სახლში. ეს ჩემი მისამარტია. კოსტუმის ჯიბიდან საკრედიტო ბარათი ამოიღო კაცმა და მაგიდაზე დადო. აქ ჩემი ტელეფონის ნომრებიცაა. ოფისისაც და მობილურისაც. რომელზეც გნებავთ დამირეკეთ ნებისმიერი საჭიროების დროს.
-გმადლობთ. ჩემს გოგოს კარგად მიხედეთ გთხოვთ
-გპირდებით კარგად იქნება. მე პირადად ვიზრუნებ ამაზე. თქვენ იმაზე იზრუნეთ ანა დაარწმუნოთ,რომ ამერიკაში კი არ წავიდეს რეაბილიტაციის კურსზე იფიქროს. მისთვის ეს აუცილებელია. პირადი გამოცდილებით გეუბნებით. მხოლოდ ასე დაიბრუნებს საკუთარ თავს
-ვეცდები... ყველაფერს გავაკეთებ, რომ ანამ აზრი შეიცვალოს
გოჩამ სახლი დატოვა. მანქანასი ჩაჯდომისთანავე თავის ადვოკატს დაურეკა და სთხოვა საღამოს მასთან სახლში მისულიყო.

***&&&***
ლილი თიკოს სახლის წინ ტაქსიდან გადმოვიდა. იქედან კარგად ჩანდა მამამისის სახლიც. ჯერ კიდევ ვერ გაეგო მამამისმა რატომ სთხოვა თიკოსთან წასულიყო. ზარი დარეკა და ჭიშკარიც გაუღეს. სახლში, რომ შევიდა ლუკა მისაღებში იჯდა და რაღაცას კითხულობდა. მის დანახვაზე ცოტა უხერხულად იგრზნო თავი. ლუკაც ფეხზე წამოდგა, როგორც კი დაინახა.
-გამარჯობა! შენ ... აქ არ გელოდი. დედასთან კიდევ დადიხარ?
-არა. მამაჩემმა გამომიშვა აქ.
-მოხდა რამე?
-ხო რაღაც რიგზე ვერ იყო და. მოკლედ მამაჩემმა გამომიშვა.
-მოდი დაჯექი. დალევ რამეს? ლულუ წვენი მოგვიტანე რა_გასძახა მსახურს
-არა იყოს ნუ წუხდები
-ასეთი მორიდებული რატომ ხარ?
ლილიმ მხრები აიჩეჩა. არც იცოდა რა ეთქვა. გაიფიქრა ამას ჩემნაირებთან ურთიერთობა არ აქვსო.
-მე ვმეცადინეობ. გამოცდები მომადგა და იძულებული ვარ, თორემ ეს ბიზნესის ადმინისტრირება საერთოდ არ მაინტერესებს.
-მერე რაც გაინტერესებდა ის რატომ არ ჩააბარე?
-საქმეც ეგაა,რომ არაფერი არ მაინტერესებდა. დედაჩემის ამბებია. ბოლო ორი წელი რეპეტიტორებთან მატარა. სახლში კი არაფერს ვსწავლობდი , მაგრამ სიარულში კი ვისწავლე იმდენი ბარიერი გადამელახა. აბა გრანტებს ჩემგან ისედაც არავინ ელოდა
თავის ნათქვამზე გაეცინა ლუკას, მაგრამ მის და გასაკვირად ლილი არ აჰყოლია.
-ჰოო, იუმორი არ გვაქვს..._ჩაილაპარაკა და ქსეროქსი სახეზე აიფარა.
ის იყო კიდევ ერთი უკბილო ამბის წამოწყებას აპირებდა, რომ დედამისიც დაბრუნდა. უკან თამუნა მოჰყვებოდა.
-დედა? რა ადრე მოხვედი. ვიფიქრე ცოტა ხანს კიდევ დავტკბები თავისუფლებით-თქო
-ლუკა შენი გამოსვლების არც დრო მაქვს და არც ნერვები.
-შენც დედა? კარგი რააააა...
-თამუნა დეიდა როგორ ხართ?
-კარგად ლუკა შენ?_ გაუღიმა ქალმა
-ეგრე რა. ვირაცამ მაინც გამიღიმა
-ლუკა მიხვდი, რომ ხანდახან შენი უაზრო იუმორის ხასიათზე არ ვარ ხოლმე და შეწყვიტე.
-ჩემს ოთახსი ავალ
-ძალიან კარგს იზამ , ეგებ მაგ ქსეროქსიდან რამე გადმოგესახოს ტვინში
-გეყოფა_ხელი ჰკრა თამუნამ
-თხა და გიგო... ჩვეულებრივი ... ლილი როგორ ხარ?_ახლა მას მიუბრუნდა თიკომ
-უკეთ გმადლობ
თიკო მიუახლოვდა და მის წინ დაბალ მაგიდაზე ჩამოჯდა. მისი ხელები თავისაში მოიქცია და უთხრა:
-საყვარელო არ ინერვიულო. მე აქ ვარ. ხანდახან უაზრობებს ვსაუბრობთ უფროსები თვითონაც არ გვესმის ისე. ხედავ ახლა როგორ ვუყვირე ჩემს ვაჟბატონს? ასე ვეჩხუბები სულ, მაგრამ ცუდი განზრახვა კი არ მაქვს. შენ არ ინერვიულო ჩემო გოგო. თუ რამის თქმა გინდა მითხარი.
-მეც ზედმეტი მომივიდა ალბათ, მაგრამ ამ ბოლო დროს ენაზე სათქმელს ვერ ვიმაგრებ.
თმა ყურზე გადაიწია და თავისი თაფლისფერი თვალები გამოუჩნდა, რომელიც ასე ჰგავდა გოჩასას.
-ნუ ნერვიულობ. ამ ქვეყნად არ არსებობს მუგვარებელი პრობლემა. მამასენი ყველაფერს მოაგვარებს.
-ჰო მითხრა. მაგრამ მე არ მინდა ვინმეს პრობლემები შევუქმნა თუნდაც მას.
-არა შენ არავის უქმნი პრობლემებს_ ჩაერია თამუნა_გოჩა მოვა და თვითონ გეტყვის ყველაფერს რაც საჭიროა.
-მართლა?_ თვალები გაუნათდა ბავშვს.
-მართლა. სადაცაა უნდა მოვიდეს. უკვე გზაში იყო. მერე თვითონ გადაწყვეტს რა და როგორ. აი ნახავ ყველაფერი კარგად იქნება.
თიკომ მადლიერების ნიშნად გაუღიმა მეგობარს და ახლა ლილის გვერდით გადაჯდა. ბავშვი უფრო დამსვიდებული ჩანდა. მსახურმა წვენი მოუტანა და ისიც კი დალია. ბოლოს როგორც იყო გოჩაც მოვიდა. დაღლილი ჩანდა, მაგრამ არ შეუმჩნევია.
-გოჩა რა ქენი?_ ჩაეძია თამუნა
-ლილი, დღეიდან შენ ჩვენთან რჩები. რაღაც დროის მანძილზე ჩვენთან იცხოვრებ.
-რაა?_გაუკვირდა მას
-ბებიაშენს ვესაუბრე და თანახხმაა. სანამ დედაშენი პრობლემებს მოაგვარებს შენ ჩვენთან დარჩები. გახსოვს რომ ვისაუბრეთ მე და შენ? ჰოდა დედაშენმა გადაწყვიტა ეს პრობლემები მოაგვაროს. ყველაფერი გამოსწორდება. მანამდე ჩვენთან იქნები კარგი?
ლილის ეს სიტუაცია ეუცნაურა, მაგრამ მიხვდა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. თამუნა ამას მას შემდეგ ელოდა რაც თიკოს დაურეკა გოჩამ. ნაწილობრივ შეგუებულიც კი იყო თავისი ქმრის გადაწყვეტილებას. თავი უჩვეულოდ იგრძნო,მაგრამ არაფერი უთქვამს. თიკოს სიტყვები ახსენდებოდა და არ უნდოდა ლილის თავი უხერხულად ეგრძნო.
-ახლა ჩვენთან წავიდეთ. ბებიამ შენი ნივთები გამოგიგზავნა.
ლილიმ ერთი წამით თავისუფლება იგრძნო. მიხვდა, რომ ის რაც ანასთან ხდებოდა დროებით მაინც დასრულებული იყო. გოჩასკენ გაიქცა და წელზე მოეხვია.
-გმადლობთ!
გოჩას არაფერი უთქვამს.მხოლოდ ხელი მოხვია, რაც სრულიად საკმარისი იყო.
სახლში, რომ შევიდნენ ვიკა მარტო იჯდა სასადილო ოთახში, უზარმაზარ მაგიდასთან და თავის საყვარელ ნამცხვარს მიირთმევდა. ასე ადრე მოსული მშობლები, რომ დაინახა გაუკვირდა და სწრაფად წამოდგა.
-მამა ასე ადრე რატომ მოდი? დედა შენ თიკო დეიდასთან ერთად კაფეში არ მიდიოდი?
-რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა საყვარელო_ ხელი მოხვია თამუნამ.
-რა მოხდა?_თქვა და თვალი გააპარა ბარგისკენ, რომელიც მამამისს ხელში ეჭირა. იმ წუთასვე ცუდად ენიშნა.
-ლილი შვენთან იცხოვრებს. ჯერჯერობით დროებით_გამოაცხადა გოჩამ და მეტი სიმტკიცისთვის ბავშვს ხელი მოხვია
-რააა?
-რამე პრობლემაა?_წარბი აზირა გოჩამ და ამით მისი პირობა შეახსენა. ვიკამ თქმა ვერ გაბედა, მაგრამ დემონსტრაციულად დატოვა მისაღები.
თამუნამ მიხვდა, რომ ახალი თავსი საცემი გაუჩნდა. ახლა გამუდმებული კინკლაობა და ჩხუბი იწყებოდა. როცა გოჩა სახლში არ იქნებოდა ვიკა ისევ მოხსნიდა პირს სალაპარაკოს. ის კი თითქმის მთელი დღე წასული იყო.
გოჩამ ვიკას ძიძას დაუძახა და სთხოვა ლილისთვის ოთახი მოემზადებინა.
-ისევ სტუმრების ოთახს მოვამზადებ ბატონო გოჩა. თან ამ დილით დავალაგე.
-სტუმრების ოთახი არა. ჩემს შვილს ოთახი მოუმზადე. თუ ერთხელაც აქედან ისევ ბებიასთან წავა დასარჩენად აუცილებლადმოვა ხოლმე და მასაც აქ სულ ექნება თავისი ოთახი.
ძიძამ რაღაცნაირად გამოხედა, მაგრამ არ შეპასუხებია.
ლილიმ გოჩას გაუღიმა რასიც მადლიერების ყველა სხივი ჩააქსოვა და ქალს გაჰყვა.
-ვიკას მოპირდაპირე ოთახს დავალაგებ _თქვა ასვლამდე
კიბეები ნელა აიარა.ლილიც უკან მიჰყვებოდა.
როდესაც თავისი ახალი ოთახის კარი გაიღო ახალ სამყაროში შეაბიჯა!



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaime rogor mecodeba es bavshvi :((( vaime ana gamawewia da arminda meti arapeli aseti sadistobaa ra ubedurebaa fuuu

 


№2  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ვაიმეე რა კარგი ხარ როგორ მიყვარს ეს ისტორიაა ნეტა იცოდეე .ამ ანას ვერ ვიტან რააა :@ ლილი კიდიე საწყალი :((

 


№3 სტუმარი ტატალია

გოჩა მართალია.
გამიგია მოძალადე კაცისგან შვილს მანამდე ვერ შეეგუო სანამ მას ხელში არ დაიჩერ და არ შეისრუტავ საკუთარი სვილის საოცარ სურნელს.
მაგრამ ის უკვე 14 წელია აიგნორებს ბავშვს აღასფერი ეშველება ანას.
არ ვიცი ეს მოთხრობა როგორ უნდა დაასრულო, შენს მაგივრად მე ვარ თავსატეხში.
ერთი კარგი ფილმი გამოვიდოდა, რეჟისორობა მინდა და ოდესმე მიზანს თუ მივახწევ აუცილებლად მოგძებნი და ჩემი პირველი ფილმი ლორდი იქნება თავისი ორმაგი ცხოვრებით ^^^^^
გთხოვ თავი გაზარდე, უკააარგესოოოო

 


№4 სტუმარი Guest londa dm

Vgijdebi am motxrobaze, rogorc iqna gamochnda lili da luka. Magram cota bevri dawere lukaze lilize da vikaze. Da kidev lukam ukve icis simartle , misi reaqcia mainteresebda. Male dade xolme yoveldge velodebit da icode dgesve dawere d tu dges ver dadeb xval mainc dade

 


№5  offline წევრი lisebeth

უღრმესი მადლობა ცემო საყვარელბო ყველას ,რომ ჩემს გვერდით ხართ heart_eyes

 


№6 სტუმარი hmmmmmm

Vgijdebi tamunaze ravqna saocari qalia. Ase mgonia lilis da lukas shoris ragaceeebi moxdeba ravici velodebi shemdeg tavs saocari istoriaaa

 


№7  offline აქტიური მკითხველი lalita

მე მგონი ეგანა ვერარი .როგორადაც არ უნდა იყოს ჩასახული შვილი ყვალა დედას უყვარს როგორც კი ხელში დაიჭერს . მეცოდება ეგ ბავშვი.

 


№8  offline მოდერი Behandice

რამოდენიმე დღეა ცხვირი არ შემომიყნოსია აქ მოუცლელობის გამო.
რომ შემოვედი ამ ისტორიას ვეტაკე.
თამუნას საქციელი მომწონს,ასე რომ მიიღო ლილი,შეიძლება ორსულობის ბრალიცა.
არვიცი მე მგონია მარტო ასე თუ ცდილობ რომ ანა ჩამოაშრო ყველას,და ლილი გოჩას და თამუნას ოჯახში შეაგდო ასე რომ ვთქვათ.
ამ ისტორიას ვკითხულობ უკვე ძალიან დიდი ხანია და გეუბნები კიდეც რომ ძალიან მომწონს,წესით მთავარი გმირი ანაც უნდა ყოფილიყო მარა ანა საერთოდ არ ჩანს,ალაგალაგ გამოჩნდება ხოლმე,ისიც ძალიან გამაღიზიანებელ სიტუაციაში და მინდა ჩემი ხელით მოვკლა ხოლმე,იქნებ გამოასწორო ეს მდგომარება,მესმის რომ გოჩა ლილის მამა,უნდა ქონდეს კარგი ცხოვრება,შეიცვალა კიდეც მისი ცხოვრება ნუუ ცოტათი მაინც,მაგრამ ანა?
ის სამყაროზე გაბოროტებულია..
მთელი 14 წელი!
იქნებ რამე უნდა უშველო?
უნდა გამოასწორო,მინდა რომ ლილისთან კარგი ურთიერთობა ქონდეს.
რაც არუნდა კარგად იქცეოდეს თამუნა მისი საქციელით ლილის ნამდვილ დედას ვერ შეუცვლის!
ეგოისტურად მინდა ლილიმ რომ იცოდეს სიმართლე,რაც მოხდა და ანას გაუგოს,მარა ძალიან მტყუანი ვიქნები ეს რომ მინდა.
ლილი ჯერ ძალიან პატარა,არა ამისთვის მზად,ფსიქიკა ისედაც შერყეული აქვს.
სიმართლე რომ გაიგოს კიდევ უარეს დღეში იქნება,დედას ძულს,სიმართლეს რომ გაიგებს მამა შეძულდება.
უფრო დიდი რომ იყოს მესმი 17 ან 16 წლის...ან სრულწლოვანი უფრო..
მინდა რომ ანამ გაიაროს რეაბილიტაცია და დამშვიდდეს,ხომ ნახა გოჩა?ხომ უყურებს რომ აღარ არის ისეტი რაც წლების წინ იყო..
ცხოვრებაში ადამიანები უარეს შეცდომებსაც უშვებენ..
მარა პოულობენ გზას რომ გამოსწორდნენ,გოჩა გამოსწორდა აღარა ნარკომანი ახალგაზდა მოძალადე ბიჭი.
ანამ ეს ხომ უნდა გაიგოს?აღარა მართლა 2 წლის ბავშვი.
გამოკეთდეს და ლილისთან ჩამოაყალიბოს კარგი ურთიერთობა,მერე შეიძლება თვითონაც უთხრას სიმართლე წლების შემდეგ..
აუხსნას და ლილი ჭკვიანი გოგოა გაგებით მოეკიდება ,მიუხედავად იმისა რომ დიდი შეცდომა დაუშვა გოჩამ გამოსწორდა.
მოკლედ ეს ჩემი პირადი მოსაზრება..
რამდენი გამომივიდა..
დიდი ხანია არაფერი დამიწერია,არც ისტორია და არც კომენტარი და ჩავარუწკუნე. smile
ისედაც ამ ისტორიას რომ დავინახავ ჩემი აზრი რო არ დავაფიქსირო მოვკვდები.
გელოდები ახალი თავით.
შენ რო არ იყო რა მეშველებოდა. heart_eyes

 


№9  offline წევრი lisebeth

Behandice
რამოდენიმე დღეა ცხვირი არ შემომიყნოსია აქ მოუცლელობის გამო.
რომ შემოვედი ამ ისტორიას ვეტაკე.
თამუნას საქციელი მომწონს,ასე რომ მიიღო ლილი,შეიძლება ორსულობის ბრალიცა.
არვიცი მე მგონია მარტო ასე თუ ცდილობ რომ ანა ჩამოაშრო ყველას,და ლილი გოჩას და თამუნას ოჯახში შეაგდო ასე რომ ვთქვათ.
ამ ისტორიას ვკითხულობ უკვე ძალიან დიდი ხანია და გეუბნები კიდეც რომ ძალიან მომწონს,წესით მთავარი გმირი ანაც უნდა ყოფილიყო მარა ანა საერთოდ არ ჩანს,ალაგალაგ გამოჩნდება ხოლმე,ისიც ძალიან გამაღიზიანებელ სიტუაციაში და მინდა ჩემი ხელით მოვკლა ხოლმე,იქნებ გამოასწორო ეს მდგომარება,მესმის რომ გოჩა ლილის მამა,უნდა ქონდეს კარგი ცხოვრება,შეიცვალა კიდეც მისი ცხოვრება ნუუ ცოტათი მაინც,მაგრამ ანა?
ის სამყაროზე გაბოროტებულია..
მთელი 14 წელი!
იქნებ რამე უნდა უშველო?
უნდა გამოასწორო,მინდა რომ ლილისთან კარგი ურთიერთობა ქონდეს.
რაც არუნდა კარგად იქცეოდეს თამუნა მისი საქციელით ლილის ნამდვილ დედას ვერ შეუცვლის!
ეგოისტურად მინდა ლილიმ რომ იცოდეს სიმართლე,რაც მოხდა და ანას გაუგოს,მარა ძალიან მტყუანი ვიქნები ეს რომ მინდა.
ლილი ჯერ ძალიან პატარა,არა ამისთვის მზად,ფსიქიკა ისედაც შერყეული აქვს.
სიმართლე რომ გაიგოს კიდევ უარეს დღეში იქნება,დედას ძულს,სიმართლეს რომ გაიგებს მამა შეძულდება.
უფრო დიდი რომ იყოს მესმი 17 ან 16 წლის...ან სრულწლოვანი უფრო..
მინდა რომ ანამ გაიაროს რეაბილიტაცია და დამშვიდდეს,ხომ ნახა გოჩა?ხომ უყურებს რომ აღარ არის ისეტი რაც წლების წინ იყო..
ცხოვრებაში ადამიანები უარეს შეცდომებსაც უშვებენ..
მარა პოულობენ გზას რომ გამოსწორდნენ,გოჩა გამოსწორდა აღარა ნარკომანი ახალგაზდა მოძალადე ბიჭი.
ანამ ეს ხომ უნდა გაიგოს?აღარა მართლა 2 წლის ბავშვი.
გამოკეთდეს და ლილისთან ჩამოაყალიბოს კარგი ურთიერთობა,მერე შეიძლება თვითონაც უთხრას სიმართლე წლების შემდეგ..
აუხსნას და ლილი ჭკვიანი გოგოა გაგებით მოეკიდება ,მიუხედავად იმისა რომ დიდი შეცდომა დაუშვა გოჩამ გამოსწორდა.
მოკლედ ეს ჩემი პირადი მოსაზრება..
რამდენი გამომივიდა..
დიდი ხანია არაფერი დამიწერია,არც ისტორია და არც კომენტარი და ჩავარუწკუნე. smile
ისედაც ამ ისტორიას რომ დავინახავ ჩემი აზრი რო არ დავაფიქსირო მოვკვდები.
გელოდები ახალი თავით.
შენ რო არ იყო რა მეშველებოდა. heart_eyes

მეც გეთანხმები რომ არ უნდა გაიგოს ლილიმ მაგრამ ამ ბოლო ტავებს ძაან ინერციით ვწერ. ისე ვწერ როგორც პერსონაჟები გრზნობენ და უკვე ისე სევიწერი როლში არ ვიცი ვინ რას მოიმოქმედებს
რასაც იმწუთას მიკარნახებს გონება იმას დავწერ
ანამუნდა იმკურნალოსდა გამოვიდეს მდგომარეობიდან
მისი ასეტი არაპროგნოზირებადი საქციელები ამის ბრალია
გოჩაც ამას ამბობს რომ თუ ანა არ იმკურნალებს ლილის ვეღარ ნახავს
ჩემი როგორც ავტორის გადასახედიდან ასეა სწორი

 


№10  offline წევრი LoNdA DM

Dges dadeb axal tavs?

 


№11  offline წევრი lisebeth

LoNdA DM
Dges dadeb axal tavs?

კიიი ყოველმეორე დგეს იდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent