არ მოკვდე გთხოვ! იცი, ჩვენ შვილი გვეყოლება.....(მეორე თავი)
გვიანი იყო, თბილისში ჩასვლისთანავე ყველა სახლებში წავედით. ჩემი ყურადგება სადარბაზოს წინ დიდი წითელი ლენტებით მორთულმა მანქანამ მიიპყრო. : ) რამდენიმე წამში დედა და მამაც გამოჩნდნენ. -ქეთუსი აბა რას იტყვი მამ, მოგწონს შენი ახალი მანქანა? : ) მე მხოლოდ მაშინ გავაანალიზე რომ ის ლამაზი “Mazda CX6” ჩემი იყო, ბედნიერებისგან თვალები გამიბრწყინდა, გავიქეცი, დედას და მამას ჩავეხუტე, სიხარულისგან ვტიროდი და დიდი ხმით დავიწყე ყვირილი: -ვაიმეეე, ვაიმეეე : )) არ მჯერაა!! რაა მაგარიაა, დიდი მადლობაა დეე, მამ, თქვენ ყველაზე კარგები ხართ. მომეწონაა ძალიან მაგარიააა. -რა მადლობა დეე, შენ ამას იმსახურებ ჩვენო ჩკვიანო გოგო, წამოდით ახლა სახლში ავიდეთ. ავედით სახლში, ჩემებმა მე და ჩემს ძმას აგარაკის ამბები გამოგვკითხეს, აინტერესებდათ როგორი დრო გავატარეთ, თენგომ ყველაფერი უამბოთ, მე ჯერ გუშინდელ ემოციებში ვიყავი, ამას დღევანდელი მანქანის ამბავიც დაემატა. დავისვენეთ ცოტახანს და საღამოს ჩემი მანქანით გავისეირნეთ სასტავმა, სამწუხაროდ სანდექსა ვერ წამოვიდა. კარგად გავერთეთ, ღამე გვიან მივედით სახლში, ისეთი დაღლილი ვიყავი Fb-ზე შესვლის და ახალი ფოტოების დადების თავიც არ მქონდა, დავიძინე იმ იმედით რომ მეორე დღეს სანდროს ვნახავდი. დილით ტელეფონის ხმამ გამაღვიძა, დავხედე ნომერს და სანდრო იყო, ნამძინარევი ხმით გავაგონე. -ჰოო სანდრიკ. -როგორ ხარ ქეთუ, გაგაღვიძე? : ) -უჰჰ რავიცი, ეს დღეები კარგად ვერ მძინავს, შენ რას შვრები? -მეც წეღან გავიღვიძე, დღეს რა გეგმები გაქვს? -სავარაუდოდ არაფერი, რაა არის რომ? -მისმინე, დღეს ჩვენი ბიჭები თბილისიდან გადიან ხვალ საღამომდე, მე მოვიმიზეზე საქმეები მაქვს არ მცალია თქო, შენც რაღაც მოიფიქრე, შენებს უთხარი სადმე ვრჩები თქო და დღევანდელი დღე ერთად გავატაროთ, თან ყველაფერზე დავილაპარაკებთ. -მეც ძალიან მინდა შენთან საუბარი, თან საშინლად მომენტარე. -მეც მომენატრე. კარგი, შენ მოაგვარე და მზად რომ იქნები შემეხმიანე. გავუთიშე თუ არა წამოვფრინდი საწოლიდან, მოვწესრიგდი, ჩემი ძმაც გავაცილე, დედას დავურეკე და ვუთხარი ჩემს კლასელ ნიცასთან ვრჩები თქო, დედასაც უარი არ უთქვამს... საღამოს სანდრიკა მანქანით დამხვვდა და გავისეირნეთ, ორივეს გვიყვარდა მთაწინდაზე ასვლა, წავედით და გვიანობამდე იქ ვისხედით, უცებ სანდრიკა წამოდგა და მითხრა: -იცი ქეთ, თუ ოდესმე გვეღირსება ერთად ყოფნა აუცილებლად აქ გთხოვ ხელს და პირველი ღამე, აი ცოლ-ქმრული პირველი ღამე ისევ წყნეთში ჩემს აგარაკზე გვექნება. -მართლა სანდრი? : ) არ ვიცით რა მოხდება მომავალში, მოდი დღევანდელი დღით დავტკბეთ. სანდროს თავი მხარზე დავადე, ბევრი ვისაუბრეთ ჩვენზე და ჩვენს მომავალზე, წამით გავიფიქრე რა რთული გამოცდა ელოდა ჩვენს ურთიერთობას. სანდრო თითქოს ჩვენი ძმების გამო უკან იხევდა, მაგრამ გულის სიღრმეში მასაც ვუნდოდი როგორც მე მინდოდა. 11-საათი იქნებოდა მთაწმინდიდან რომ წავედით. -ქეთუ მოდი ყიფშიძეზე სასტუმრო “Georgia”-ში წავიდეთ, შენც აღნიშნე, არ ვიცით ხვალ რა იქნება, მოდი უბრალოდ დღევანდელი დღით დავტკბეთ. -წავიდეთ სანდრიკ....თუ გინდა სულ მოვშორდეთ აქაურობას! წავედით, სანდრომ ნომერში შამპანური და გემრიელობები შეუკვეთა, დავლიეთ, მაგრამ ზომიერად. : ) მუსიკები ჩავრთეთ და მის ფონზე დავუწყეთ ერთმანეთს მოფერება. პირველად უერთიერთობა სხვა გარემოში გვქონდა, ახლა კიი... ისიც დარწმუნებული იყო რომ ეს უნდოდა. : ) თავისი ლამაზი გრძელი თითებით ნაზად მეფერებოდა, ისე ფაქიზად მეალერსებოდა თითქოს არ უნდოდა ჩემთვის რაიმე დაეშავებინა. ნელი მოძრაობით გამხადა წითელი კაბა, (ის კაბა დღემდე შენახული მაქვს)! გადამაწვინა საწოლზე და თავისი გამაგრებული ასო ნაზად შემახო, შემდეგ კიი...მე შევიშმუშნე, ცოტა დავიძაბე, თუმცა მეორედ უფრო გამიადვილდა. ეს იყო ყველაზე მაგარი გრძნობა რაც კი აქამდე განმიცდია, მე მისი ვიყავი, ის კი მე მეკუთვნოდა. მისი სხეულის თვითოეული ნაწილი შევისწავლე, ასევე ისიც მაკვირდებოდა და ყველა დეტალს იმახსოვრებდა. : ) მთელი ღამე ერთმანეთის სიყვარულში გავატარეთ, გამთენიისას ჩაგვეძინა, დილით კი ტელეფონის ხმამ გაგვაღვიძა. სანდროს დაურეკა ჩემმა ძმამ, -ქეთუ თენგო იყო, ბიჭებს გეგმები შეეცვალათ და დღეს შუადღით ჩამოდიან და ჩემთან უნდაა ამოვიდნენ, სანამ წასვას დავაპირებთ მინდა გულახდილები ვიყოთ, ნანობ ჩემთან დაწოლას? -მე შენ მაგ კითხვაზე წყნეთშიც გიპასუხე. არა, არ ვნანობ! უფრო მეტიც, მე გუშინ ღამე მივხდი რომ შემიყვარდი, ჰოო! გადაუყვარებლად შემიყვარდი სანდრიკ, არ მოგცემ იმის უფლებას რომ დამტოვო გესმის? პ.ს ამ სიტყვების შემდეგ გავაანალიზე რომ სიყვარულში პირველი მე გამოვუტყდი, მე ვუთხარი პირველმა რომ მიყვარდა. : ) სანდრომ გაოცებული სახით შემომხედა. -ქეთ მეღადავები? შენ რაა მართლა ასე მალე შეგიყვარდი? -რატომ გაიკვირვე? შენი აზრით შენთან ასეთი ურთიერთობა ჩემთვის არაფერს ნიშნავს? შენი აზრით ამ ყველაფრის შემდეგ მეორედ უსიყვარულად დაგიწვებოდი? კიი შემიყვარდი! ძალიან შემიყვარდი. სანდრო გაჩუნდა, არაფერი აღარ უთქვამს, აღარც მე აღარ მიკითხავს რაიმე, გავემზადეთ და წავედით. მთელი გზა ჩუმად მივდიოდით, სანდრომ სადარბაზოსთან ჩამომსვა, მხოლოდ დამშვიდობებისას გავეცით ერთმანეთს ხმა. -კაი ქეთუსი ახლა ადი სახლში, ჭკუით იყავი, შეგეხმიანები. -კაი, დრობეით. ცივად ვუპასუხე და ავედი სახლში, იცით ყველაზე მეტად რაზე დამწყდა გული? მე მას ყველაფერი მივეცი რაც ქალისთვის ასეთი ძვირფასა, მან კი უბრალოდ სიტყვა „მიყვარხარ“ გაიკვირვა და საპასუხოდ დუმილის და სიცივის მეტი არაფერი არ მაგრძნობინა. გავიდა რამდენიმე დღე, მისი ასეთი საქციელებიდან გამომდინარე არ ვეხმიანებოდი, არც თვითონ შემხმიანებია. ჩემს ძმასთან ჩვეულებრივ ჰქონდა მიმოწერა და ნახულობდა. ერთ დღესაც მომბეზრდა ეს უაზრო ლოდინი და სულ ტელეფონზე ყურება, ავდექი და დიდი მესმიჯი მივწერე. -სანდრო არ გეხმიანებოდი, მეგონა მიხვდებოდი ბოლო შეხვედრისას რომ ძალიან მაწყენინე და გული მატკინე, თუმცა ახლა ვხვდები რომ შენს ასეთ საქციელებს არ ნანობ, ამიტომ ისევ მე გადმოვდგი პირველი ნაბიჯი და მოგწერე. როგორ შეგიძლია იმ ურთიიერთობის შემდეგ რაც ჩვენ გვქონდა ასე უბრალოდ ადგე და დამტოვო? შენ რა ადამიანი ხარ, ჩემთან სექსი გქონდა, გამომიყენე, თავი შემაყვარე და ახლა ასე უსიტყვოდ ადექი წახვედი და მიმატოვე. გაოგნებული ვარ შენი ასეთი საქციელებით, ეს რომ ჩემმა ძმამ გაიგოს ხომ იცი რასაც იზავს? არც მე დამტოვებს დაუსჯელს, მაგრამ დამიჯერე შენც ვერ გამოხვალ ამ ამბიდან სუფთად. შენ ჩემთან ურთიერთობით შენს ძმასაც უღალატე და ჩემს ძმასაც, ახლა თავს მარიდებ და გგონია რომ კარგად იქცევი? გგონია ასეთი საქციელებით კარგი ბიჭი გახდები? ძალიან ცდები!!! : ) კარგად დაფიქრდი შენს საქციელებზე და შემეხმიანე, გელოდები და ეცადე დიდხანს არ მალოდინო. ეს რომ მივწერე სანდრო სახლში ყოფილა და ეძინა, სანდროს ძმას ალეკოსმ შემთხვევით წაუკითხავს მესიჯი. რამდენიმე წუთში ალეკომ თავისი ნომრიდან დამირეკა და სასწრაფოდ შეხვედრა მთხოვა, მეც უარი არ მითქვამს, რადგან მსგავსი რამ მას არასოდეს უთხოვია. საღამოს ერთ წყნარ ადგილას შევხვდით, მანქანიდან გადმოსვლისთანაე დავინახე ალეკოს განრისხებული სახე, ამდენი წლის მანძილზე პირველად ვნახე ასეთი გაბრაზებული, გამწარებული და აგრესიული. მივუახლოვდი, მივესალმე უნდა გადამეკოცნა და უკან გაიწია. სიმართლე გითხრათ, გავბრაზდი, ვერ მივხვდი მისი ასეთი აგრესიის მიზეზს და უბრალოდ შევეკითხე რომ კიდევ დიდხანს არ ვყოფილიყავი გაურკვევლობაში. -ალეკო მეჩვენება თუ ძალიან გამწარებული ხარ? რახდება აღარ იტყვი? -შენ...ხოო, ხოო შენ!! თვალებში მიყურებ და კიდევ მე მეკითხები რამოხდაო? საკუთარი ძმაა, რომელიც ყოველ დღე თვალებში მიყურებდა, იცოდა რომ წლებია სიგიჟემდე მიყვარხარ და მატყუებდა. თქვენ ორივე მეზიზღებით! თქვენ მთელი ეს დრო მატყუებდით! -ალეკო დაწყნარდი, ჩვენ.... ალეკომ სიტყვა გამაწყვეტინა, არაფრის ახნას არ მაცლიდა. ხეი მომკიდა და ისეთ ადგილას გამიყვანა, სადაც ხალხი არ იყო და არაადამიანური ხმით ლაპარაკი დამიწყო. -რას აკეთებ? ხელი გამიშვი მტკივაა... -ხოო? : ) არაუშავრს, შენც იგრძენი რას ნიშნას ტკივილი, თუმცა შენ ვერ იგრძნობ, შენნაირი გოგოები ვერასოდეს გრძნობენ ტკივილს! -გამიშვი ხელი! იცოდე დრო გავა და შენი ასეთი საქციელების შეგრცხვება. -ისევ მე შემრცხვება ხო? : ) დღეს სანდრექსას მესიჯი რომ მოსწერე სრულიად შემთხვევით წავიკითხე და გავიგე თქენი ბინძური სასიყვარულო ამბბავი. იცი რა დამემართა? ვერ აგიღწერ!! აი ტკივილი ის იყო, გული გამეყინა, იმ წუთების შემდეგ ვეღარ ვაზროვნებ....შენ რა ადამიანი ხარ ქეთა? როგორ შეგეძლო ჩემს ძმასთან დაწოლა? ჩემი თუ არა შენი ძმის მაინც არ შეგრცხვა? ფუუფ...მეზიზღები, დამიჯერე ამ ამბის გაგების წამიდან შემზიზღდი, იმ ძლიერი სიყვარულით როგორც მიყვარდი ისევე ძლიერად შეგიზიზღე. სახლიდან რომ გამოვედი სანდროს ეძინა, ჯერ მინდოდა შენ მენახა და შენთვის მეთქვა თუ რა ბინძური სულიც გაქვს, აი ახლა კი სანდროს მოეკითხება ყველაფრისთვის. -ალეკო გთხოვ არ გინდა! გაჩერდი ძალიან გთხოვ, მე ის შემიყვარდა..გთხოვ ნუ წამართმევ, იმ სიყვარულის ხათრით მაინც წლების მანძილზე რომ გიყვარდი... -მოკეტე! მე შენ წრფელი გულით მიყვარდი, მაგრამ იმ წუთიდან გაქრა ეს გრძნობა როდესაც სიმათლე გავიგე...რა სიყვარულზე მელაპარაკები? შენ სექსი სიყვარული გგონია? შენ ორი დღე ჩემს ძმასთან სიამოვნებას სიყვარულს ეძახი? მეზიზღება თქვენი ეგ ბინძური სიყვარული. შიშისაგან ვკანკალებდი, ნიკაპი მიკანკალებდა, ასეთ სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვარ, მასთან საუბარს აზრი აღარ ჰქონდა, ყვიროდა და არაფრის მოსმენა არ უნდოდა. ბოლოს რაღაცას მოვაბი თავი და ამოვილუღლუღე... -გთხოვ სანდროს არაფერი დაუშავო, მე ხომ მეჩხუბე მეტი რა გინდა...დამიჯერე სანდროს ახლოს აღარ გავეკარები, ოღონდ მას არ ავნო რაიმე...გთხოვ ალეკო... -იცი რას გეტყვი ქეთა? მოდი „იდი ნახუი“, ერთ ადგილას თ შენც და ჩემი ძმაც, მაგაზე მაშინ არ ფიქრობდი როცა უწვებოდი? ახლა მე ვიცი რასაც ვიზავ. ერთი რამ კი იცოდე, სანდროს ვერასოდეს ვეღარ ნახავ, ვერასოდეს ვერ იქნებით თქვენ ერთად. -მოიცა ალეკო, არ დაგვიმთავრებია საუბარი, სად მიდიხარ? ალეკომ არ მომისმინა, ნაბიჯს აუჩქარა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა...მე კი ცრემლიანი თვალებით მივდიოდი, ჩემთვის ასეთი შეურაწყოფა არასოდეს არავის მოუყენებია, ალბათ ვიმსახურებდი კიდეც ალეკოსგან. : ( მანქანაში ჩავჯექი და მთაწმინდაზე ავედი, აი იმ ადგილას სადაც რამდენიმე დღის უკან სანდრექსასთან ერთად ვიჯექი. ტელეფონი გავთიშე, არავის ხმის გაგონება რა მინდოდა, არავის დანახვა არ მინდოდა, დიდი ხმით ტირილი და ყვირლი მინდოდა!!! მინდოდა ყველას გაეგო რომ მე სანდრექსა შემიყვარდა! ჰოო..ნამდვილი და წრფელი გულით შემიყვარდა, პირველად შემიყვარდა ცხოვრებაში და ისიც სულ რამდენიმე დღით ვიყავი ბედნიერი!!! რატომ ღმერთო!!! ტელეფონი რომ ჩავრთე 11-საათი იქნებოდა, ნარეკები და მესიჯები მომდიოდა, საშინლად ცუდად ვიყავი, არაფრის გაგონება არ მინდოდა. სახლში რომ შევედი 12-საათი ხდებოდა, შესვლის თანავე დედაჩემი მომეხვია ტირილით. -შვილო სად ხარ აქამდე? ან ტელეფონი რატომ გქონდა გამორთული? მოვკვდით ნერვიულობით...თვალები რატომ გაქვს დაწითლბეული? შენც ალეკოს ამბავი გაიგე და იტირე ხო? : ( რაო? ალეკოო? ეს რომ მითხრა დედაჩემმა სულ დავიშალე.... : (( -რახდება დეე? მე ალეკოზე არაფერი ვიცი, რა დაემართა? -არ იცი? მეგონა გაიგებდი, შეიძრა მთელი თბილისი და მთელი თქვენი სამეგობრო. -დე ტელეფონი გამორთული მქონდა, არც ნარეკები მინახავს და არც მესიჯები, რაა მოხდა დეე? მე ხმა შემეცვალა, ჩემს ხმაში შიში და სინანული იგრძნობოდა. -ავარიაში მოყვა ალეკო, ძალიან მძიმედ არის. ექიმები ამბობენ კომაშია და სავარაუდოდ თუ გადარჩა ინვალიდი დარჩებაო. ვერ აგიღწერთ იმ წუთას რა დამემართა! გული უარესად ამტკივდა, არავინ არ იცოდა, მაგრამ მე ხომ ვიცოდი განერვიულებული იყო და ავარიაც ამიტომ მოუვიდოდა. რამდენიმე წუთში გონზე დედას ყვირილმა მომიყვანა, თვალები ოდნავ გავახილე და დაბლა ვიწექი წყლით გალუმპული, დედა სახეზე ხელებს მარტყავდა...გული წამსვლია, ვეღარ გავუძელი ამდენ ნერვიულობას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.