ღალატი კვოტირებით 6
ნახევრად მილეწილი სახით ისე ჩამეცინა, ეს სიმწრის სიცილს უფრო გავდა, ხმის ამოღებაც ვერ შევძელი. როგორც იქნა ფეხზე წამოვდექი და ლილეს უკან დავედევნე. - ძალიან დამაგვიანდა? უკან არც შემოუხედავს. გაკვირვებისგან ეს მოღრეცილი ყბა ქვემოთ ჩამომივარდა, სიომაც ისე გამეტებით დაუბერა ძვალრბილში გაატარა ჰაერი. მთელი ტანი დაბეჟილი მქონდა, მოკლედ კარგად ნახეთქი ვიყავი. - როდემდე უნდა იარო უკანმოუხედავად, იქნებ ვინ მოგდევს? - როდემდე უნდა მდიო ახლა უკან? როგორც იქნა მოიხედა. - დიდება ღმერთს შენი სახის გამოჩენისთვის.. არაფერი უთქვამს, ერთ ადგილას გაჩერდა და მეც მივუახლოვდი. - რა მოხდა? - სათქმელი შენ უფრო გაქვს. - რა იყო ლანას ენა პირში არ გაუჩერდა და უკვე ყველაფერი გითხრა? - ესეიგი უნდა დაემალა კიდეც.. მივხვდი რომ კოვზი ნაცარში ჩამივარდა. - კარგი, მაშინ მისი ზღაპრების შელამაზებას მე ვეღარ შევძლებ. ისე გავტრიალდი პასუხი არ მომისმენია, სწრაფად მოვუკიდე თამბაქოს და ისევ კლუბისკენ ავიღე გეზი. ისეთი იმედგაცრუებული ვიყავი, ვეღარ ვიგებდი ეს ლანას მიმართ სიბრაზის თუ ჩემი გაშიფვრის ბრალი იყო. ერთხელ შემოვბრუნდი უკან, ისიც უკვე ჩემს საპირისპიროდ იდგა ზურგით და ნელ-ნელა მიდიოდა, ცოტა ხანი ვიდექი, ვუყურებდი. კლუბის შესასვლელში დაცვამ წარბები დამიქაჩა, მეც ანალოგიურად ვუპასუხე. -არ შემიშვებ? - გადაიხადე? -მერამდენედ? - გადაიხადე აშკარად ჩემი ნერვები არ ჰქონდა, ფული ზურგს უკან დავითვალე და გავუწოდე. - ახლა ყოველ გამოსვლაზე ფული უნდა გადავიხადო? - შედი. გამეცალა, პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალა, იმ დრეს ნამდვილად მარცხენა ფეხზე გავიღვიძე. შევედი, ისევ თამბაქოს სუნითა და ხმამაღალი მუსიკით გამომეჭედა ყურები. ისეთ განწყობაზე ვიყავი წაქცევამდე უნდა დამელია, არა ლანას დასავიწყებლად, არამედ მისი უტიფარი საქციელის გამო. ბართან მივედი რამდენიმე ჭიქა გადავკარი, ან ნეტა რის იმედად ვსვამდი, მეც ჯიბეები არ მქონოდა ფულით დატვირთული. იმ დროს რა ვჩიოდი.. აქეთ-იქით ლამაზი მანდილოსნები მესხდნენ, არ გეგონოთ შიშის გამო ვერ გავესაუბრე მატ, უბრალოდ ვაღიარებ მე დაქორწინებამდეც არ მხიბლავდა მსგავსი საქციელები, რომ არა კახაზე აყოლა და ბევრ შარში გახვევა თავის დროზე. 2 საათი ბართან ჩამოკონწიალებულმა დავყავი, ლანაზე კი არა საკუთარ თავზეც აღარ ვდარდობდი. საათს რომგავხედე უკვე 4 სრულდებოდა. ჯიბეზე ხელი მოვისვი და 90 ლარი ძლივს მოვქექე, მაგრამ რომ გამახსენდა ამ რამდენიმე დღეში რამდენი ვალი დავაგროვე წამიერად მაინც მოვახერხე გრადუსიდან გამოსვლა. - როდემდე უნდა სვა? ლილე მომიჯდა გვერდზე. - ხომ არ გგონია რომ შენზე ვდარდობ? - აი მე კი.. - ნუ დაამთავრებ, არ არის საინტერესო. განრისხდა. - იმის მაგივრად რომ თავი იმართლო აქეთ მაჩუმებ? - რაზე ვარ ვალდებული? ვფლირტაობდით წუხელ და ეს იყო, მეტი არაფერი, საბოდიშოდ მაქვს საქმე? გამეცინა. - დანაშაულის გრძნობა საერთოდ არ გაწუხებს? - ახლა რომ შენთან სექსით ვიყო დაკავებული დაფიქრებოდა კიდეც კაცი მაგრამ.. ისეთი სილა მომხვდა სახეში თვალებში გამანათა. - რისი მიღება გინდა? პასუხი არ გაუცია გასასვლელისკენ გავიდა, რამდენიმე წამი გავჩერდი, მოვდუნდი, ვერ გამეგო რა გამეკეთებინა, ამ გოგოს ჩემგან რა უნდოდა ვერ გამეგო, ინტერესით წამოვდექი ფეხზე და მეც გარეთ გავედი. - ამჯერად აღარ დავბრუნდები. მივუგე დაცვას. მანაც ხელი ამიწია და გაიღიმა, ეს სიტყვები ნამდვილად ღირდა მის ღიმილად. ლილეს სილუეტი ისე შორს მოვლანდე, ლამის დაკვირვებაში ჩამომეძინა. ქალაქი თითქმის ცარიელი იყო. ტაქსი გავაჩერე და მისკენ წავედი. ფანჯარას მივადე თუ არა თავი თვალები მომეჭუტა. - აქ გააჩერეთ. კარი გავაღე და ლილე შემოვიპატიჟე.. წუხანდელი ღამე გამახსენდა, ისე ვეპატიჯებოდი გეგონება ფული მქონდა და რაიმე კარგს შევთავაზებდი. - დიდი ხანი გელოდო რომ დაჯდე? - გზას გაუდექი. - სახლამდე მიგაცილებ, ასე ფეხით როდემდე უნდა იარო? როგორც იქნა დავიყოლიე, ჩემგან ისე შორს დაჯდა თითქოს ვიკბინებოდი. - სად ცხოვრობ? - სახლში არ ვაპირებ მისვლას, დედაზწ ნაწყენი ვარ, რომელიმე სასტუმროსთან ჩამოვალ. - როგორც გინდა. მისთვის აღარაფერი მითქვამს, გზას გავყურებდით ორივე სხვადასხვა ფანჯარაში. გავაყოლებდი ხოლმე თვალს და ჩამეცინებოდა, მეტისმეტად გრადუსში ვიმყოფებოდი, მაგრამ მაინც დავინახე ორჯერ როგორ გაუთიშა ვიღაცას მობილური. - დედაზე ხარ ნაწყენი თუ კონკრეტულ პიროვნებაზე? - ეჭვიანობ? - ჰო. ირონიით მივუგე და გადავიხარხარე.. - ეჰ ქალებო.. ამის თქმა და ლილეს გააჩერეთ ერთი იყო. - აქ რჩები? - მადლობა. გადავიდა და კარი მომიჯახუნა. მეც ტაქსს ფული გავუწოდე და გადავედი მანქანიდან. - მოიცადე, მეც წამოვალ. -შენ სად მოდიხარ? - მოგყვები.? თამბაქოს მოვუკიდე და პასუხს დაველოდე. - ჩემთან ერთად აპირებ ნომრის აღებას? - არა, შენ არც ისე კარგი ხარ საამისოდ. - არც მე ვისურვებდი შენთან სექსს. არ დააყოვნა და დამტოვა კიდევ პირღია. კარგი პასუხი იყო, მომეწონა. მისთვის აღაფერი მითქვამს, ან როგორ ვეტყოდი მითხრა თუ არა გატირალდა და სასტუმროსკენ წავიდა, მეც ჩუმად შევყევი, ვხვდებოდი ჩემი ფეხის ნაბიჯზეც კი ბრაზდებოდა, ამიტომ მყუდროება არ დავურღვიე. ისეთი ნასვამი ვიყავი შესასვლელი კარი თვითონ რომ არ დაეჭირა ზედ ცხვირპირსი მომხვდებოდა. - შენ კი აპირებ ასე დამტოვო.. გაღიმებულმა ნიშნისმოგების მიზნით მივუგე. არ ვიცი რა მჭირდა იმ დროს.. ისე კეკლუცად იქცეოდა, მხიბლავდა. განა თვითონ არ ჰქონდა ელემენტარული სიმპათია ჩემს მიმართ? ვარიაროთ მასაც არარ ახსოვდა ლანა. - დაგაბინავებ და დაგტოვებ. - კარგი. ნომერი ისე აიღო სალაროსთან მისვლა არც კი დამცალდა. კიბეებზე ასვლისას ხელი გადავხვიე, ისე უხეშად გამწია ლამის დამაგორა. - როგორც კი შევალთ გადაგიხდი საფასურს. - ამის მერე აღარ გამოჩნდე, შენი არაფერი მინდა და არც მე მმართებს შენთან რაიმე. გამეღიმა, მალევე აღმოვჩნდი ნომერთან. კარი გააღო, პირველი შევლასლასდი და შემოვიდა. - თავს მიხედე, შხაპს ნუ მიიღებ არ შეიძლება.თუ რაიმე დაგჭირდება დამხმარე პერსონალს დაუკავშირდი. საწოლზე წამოვგორდი. - ლილე, ლანას საიდან იცნობ? შეყოვნდა, მეც სერიოზული სახე მივიღე ინტერესით, ნელ-ნელა მომიახლოვდა. - ახლო არ ვიცნობ, შორიდან ვიცი ვინც არის, კლუბს ხშირად ვსტუმრობ ის კი დიდი ხანია მანდ მუშაობს. - თქვენ რა მეგობრები არ ხართ? - მეგობრები გაზვიადებული ნათქვამია. - რა გიამბო ჩემზე? - რომ თქვენ რაღაც პერიოდი იყავით ერთად. - ჩვენ რამდენიმე წლის ცოლ-ქმრობა და საერთო შვილი გვაკავშირებს. განცვიფრებულმა ორივე თვალი გადმომიქაჩა წინ.. - მაგრამ , ამაზე აღარ მსურს საუბარი. დავასწარი სანამ თვითონ მეტყოდა რაიმეს. - კარგი, ძილინებისა, ხვალ ვისაუბროთ. ნასვამი მხოლოდ მე არ ვყოფილვარ, ისიც იმყოფებოდა რაღაც გრადუსში , მაგრამ არა ჩემსავით რა თქმა უნდა, ვხვდებოდი გამირბოდა და მეც ვცდილობდი გამეხანგრძლივებინა მასთან საუბრის დრო. - მალე გათენდება, დარჩი არ გინდა? - არა. - არადა მგონია რომ შენც გინდა ჩემთან. ისე თავდაჯერებულმა ვუთხარი, კიდევ ვიმსახურებდი ერთ სილას. - არა, მე არასოდეს დავწვებოდი შენთან. გეხზე წამოვდექი და მივუახლოვდი, არა თუ მაგას ფეხზე წამოდგომა ერქვა, შეიძლება მასეც ითქვას. კარს მიეყრდნო, სახელურს ხელი დაავლო და გაჩერდა. - რატომ არ მიდიხარ? უკვე აგდებული დამოკიდებულება მქონდა მის მიმართ, ეს ისეთი ხიბლი იყო ნებისმიერი ქალის მიმართ რომ შეიძლება გქონდეს. - წავალ. ისევ ერთ ადგილას იდგა, მოკლედ ნებისმიერი კაცი იფიქრებდა, რაღაც უნდა და მიღებას ელოდებაო, მაგრამ ვაღიარებ ისე ლამაზად აცეცებდა თვალებს, აცმაცუნებდა ტუჩებს, დაგავიწყდებდა წამში ყველაფერს. აღარ გავაგრძელე მასთან საუბარი, მივუახლოვდი და ვაკოცე. ვის ახსოვს და ვის არა არ ვიცი.. ეს როგორი გაგრძელებაა იმ ნაწილების ეგეც არ ვიცი, ვაღიარებ წინა თავები უფრო მხიბლავდა მე პირადად.. ქორწილი, მერე ორსულობა და მივატოვე .. რამდენიმემ მისაყვედურა და ბოდიშით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.