შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განაჩენგამოტანილი (ნაწილი 5)


16-09-2016, 23:11
ავტორი Villalobosta
ნანახია 2 050

ყოველთვის ჩაკეტილი ადამიანი ვიყავი მუდამ ვერიდებოდი ჩემს პრობლემებზე სხვებთან ლაპარაკს მაგრამ მიშო ის ადამიანი იყო რომელიც ყველაფერს მავიწყებდა. არასდროს არავის თვალწინ არ მიტირია, მე კი ამას მეორედ ვაკეთებდი.. არავის ასე ძლიერად არ მოვხვევივარ.. არავისთან ასე მშვიდად არ
მიგრძვნია თავი.. რა მემართება.. ნუთუ ეს ისაა, ნუთუ ეს ის გრძნობაა სიყვარულს რომ უწოდებენ, თინეიჯერი გოგონები რომ განიცდიან ხშირად თუ მხოლოდ ვნებაა? იმ საზიზღარი შემთხვევის შემდეგ ყოველთვის ვერიდებოდი ბიჭთან ურთიერთობას, რადგან მამაკაცის შეხებისას სულ ის ტანჯვა მახსენდება, მაგრამ
არა ამ შემთხვევაში, ეს ის შემთხვევაა როცა მინდა ცხოვრებაში პირველად საპირისპირო სქესის წარმომადგენელს ჩავეხუტო, მომეფეროს და დამამშვიდოს..
მიშო სახლში შემოვიდა მე ისევ ვეხუტებოდი და ვტიროდი
- ნუ გეშინია მე აქ ვარ - თმაზე მეფერებოდა, და თვალის არიდან ცრემლებს მწმენდდა, ჩემი სუნთქვა მის თითოეულ შეხებაზე უფრო და უფრო მძაფრდებოდა, როცა მას თვალებში ვუყურებდი და მასთან ისე ახლოს ვიყავი მეგონა რომ ირგვლის მის გარდა არავინ და არაფერი არსებობდა.
- მიდი ჩაიცვი ჩემთან წამოდი.
- არა იყოს.. ვიქნები
- სად იქნები აქ დაგტოვო მარტო? ცოტაც და შიშისგან ალბათ ჩაიფსამდი რომ არ მოვსულიყავი.. წამოდი დღეს და ხვალ ისევ წამოხვალ შენს დატოვებას არ ვაპირებ ნუ გეშინია
- არ მეშინია დავრჩები
- ჰო რათქმაუნდა რაღა შეგაშინებს გაგიმზადებია ყველაფერი - ამ დროს დაინახა მიშომ მაგიდაზე დადებული ნარკოტიკი მივიდა აიღო და გადაყრა დაუპირა
- რას აკეთეებ
- არ გჭირდება ეს შენ. მალე გიცდი
- ხელი გაუშვი
- ვიცი რაც უნდა ვქნა. ამის გარეშეც შეგიძლია ყველაფერი - ამ დროს ნარკოტიკი ფანჯარაში მოისროლა
- რა გააკეთე გააფრინე? - ყვირილი დავუწყე
- მიდი გადაყევი ფანჯრიდან იქნებ დაიჭირო. რა დონემდე ეცემი! - მანაც დამიყვირა, მე ხმა ჩავიგდე, ისევ ცრემლები წამომივიდა. მიშო ადგა მოსაცმელი თავად ჩამაცვა ხელი მომკიდა და გარეთ გამიყვანა. კარი ჩაკეტა და მანქანამდე მიმიყვანა.
- შენი ნებით ჩაჯდები თუ აქაც ძალა გამოვიყენო? - მე ხმის ამოუღებლად ჩავჯექი, გაბრაზებულმა მანქანა დაძრა და წავედით.
- სად მივდივართ - ვკითხე რამოდენიმე წამის შემდეგ
- ჩემთან
- რა იცოდი რომ მარტო ვიყავი
- თორნიკემ დამირეკა და მითხრა - ამის შემდეგ სახლამდე არცერთს ხმა არ ამოგვიღია. მალევე მივედით. სახლში მხოლოდ მიშოს დედა იყო. ისედაც მხოლოდ ისინი ცხოვრობდნენ მარტო, მიშოს მამა ადრე გარდაიცვალა და დედის გარდა არავინ ყავდა. მიშოს დედა გაკვირვებული
მიყურებდა, ალბათ არ იცოდა ვინ ვიყავი
- გაიცანი ეს დედაჩემია ეკა, დედა ეს სოფი არის, თორნიკეს დეიდაშვილი.. დღეს ჩვენთან დარჩება.
- მოდი შვილო დაჯექი, სასიამოვნოა შენი გაცნობა.
- ჩემთვისაც - თავაზიანად გავუღიმე, სასიამოვნო და საყვარელი ქალი ჩანდა, ამასთანავე ძალიან თანამედროვე და ახალგაზრდა.
- საოცრად გავხარ დედას.. ვიცნობდი, ძალიან კარგი ადამიანი იყო, ღმერთმა აცხონოს - გამიხარდა რომ მითხრა დედას გავხარო.
- დედა ოთახი გაუმზადე რა - უთხრა მიშომ
- კი ეხლავე.. - ეკა გავიდა.
- ძალიან საყვარელია - ვუთხარი მიშოს დედამისზე
- ხო.. ერთადერთი ქალია რომელსაც ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია.
- რაღაც არამგონია იმდენ ქალთან გაქვს ურთიერთობა რომ..
- ერთჯერადი ურთიერთობა.. ეგ არაფერია..
- ნუთუ ყველასთან ერთჯერადი ურთიერთობა გაქვს..
- ასეა.. ჩვენ ერთმანეთს კარგად არ ვიცნობთ.. შენ მითუმეტეს არ მიცნობ.. ნუ გგონია რომ ამ ქვეყნად მარტო შენ გაქვს პრობლემები..
- სოფი ცხელი შოკოლადი ხომ არ გინდა? - ეკა შემოვიდა ისევ ოთახში.
- არა მადლობა
- მე ქვემოთ ჩავალ - თქვა მიშომ
- სადღა მიდიხარ გვიანია
- კაი რა ეკა.. - მიშო წავიდა.
- გამაგიჟებს მე ეს ბიჭი.. ბებო როგორაა?
- უკეთესად ხვალ წამოვიყვანთ.
- ისე ვინერვიულე.. რაღაც მორიდებული ჩანხარ, ჩემი გერიდება? გეხვეწები ისე ჩამთვალე თითქოს შენი დაქალი ვიყო.. თორნიკე ჩემი მიშოსავით მიყვარს და აქ ხშირად დადის.
- არა არ მრცხვენია.. ზოგადად ასეთი ვარ.. ეკა დეიდა
- ოპ ოპ! დეიდაო? ეკა დამიძახე არ გამაგიჟო ახლა!
- კარგი.. ეკა - გამეცინა
- ასე ჯობია.. რისი თქმა გინდოდა
- მადლობის.. მადლობა რომ ასე გულთბილად მიმიღეთ
- შენნაირ კარგ გოგოებს სულ ასე თბილად ვექცევი.. თავიდან ისე რომ დაგინახე ვიფიქრე მიშოს ერთ-ერთი შეყვარებულიათქო და იმიტომ გიყურებდი ისე თვალებ გაფართოებული.. გამიკვირდა ჩემი თანდასწრებით ნუთუ ვინმე მოიყვანათქო
- ერთ-ერთი? ეს როგორ გავიგო - შანსი ხელიდან არ გავუშვი და ეკას ჩავეძიე
- აი ეგრე! ქვეყანა გოგოსთან აქვს ურთიერთობა მე როცა არ ვარ სახლში ეს სახლი თავდაყირა დგას.. ერთხელ შევუსწარი და ის გოგო თავქუდმოგლეჯილი გარბოდა - ეკა იცინოდა, მე კი ბრაზი მახრჩობდა.. ასეთი ნაგავი როგორაა ღმერთო არადა თავი მართლა წმინდანად მოაქვს.. როგორ მინდა მივახრჩოო! სახლში დაბრუნდა ამ დროს, ისე გავმწარდი ვერ გავუძელი მის საზიზღარ სახეს
- მე დავწვები - ავდექი და ოთახისკენ წამოვედი.. ეკას ეს ყველაფერი არ გამოჰპარვია როგორც ჩანს, როცა დავწექი მიშოს დაუწყო ლაპარაკი:
- ეს გოგო ცოტათი უცნაურია
- უცნაური კი არა გიჟი და გადარეულია
- შემთხვევით შენ ხო არ გაგიგიჟებია და გადაგირევია?
- რაა?
- რაც გაიგე. იმედია ამასაც არ ეარშიყები, შენი ძმაკაცის დეიდაშვილია
- კარგად იცი რომ პატარა ბავშვებთან ურთიერთობას არ ვიჭერ, მითუმეტეს ისეთს არაფერს გავაკეთებ თორნიკეს რომ ვაწყენინო
- მე სულ სხვანაირი შთაბეჭდილება დამრჩა
- მაინც როგორი
- შენზე ეჭვიანობს.. ვერ ამჩნევ? თვალებით გჭამს..
- გეშლება
- არ მეშლება და შენც ხვდები მაგდენს. გოგოს იმედი ტყუილად არასდროს აქვს თუ ბიჭმაც არ უბიძგა რაიმესკენ.. გიცნობ, ჩემი შვილი ხარ, ისე ნუ იზამ ეს პატარა ბავშვი რომ გააუბედურო და თან ბავშვობის მეგობარი დაკარგო
- კაი რა ეკა რას მეუბნები შენი აზრით მე და ეს დარტყმული?? საყვარელი გოგოა მენდობა და მივიღე ისე როგორც პატარა დაიკო და მეგობარი.. შენ რასაც ფიქრობ სისულელეა. - მიშო ტელევიზორთან დაჯდა და უყურებდა, გულის სიღრმეში ეკას სიტყვებზე ფიქრობდა და აფორიაქებული იყო.. მართალია სოფის ამ დღემდე პატარა გოგოდ აღიქვამდა მაგრამ თითქოს ამ წუთიდან სხვა თვალით დაინახა.. გამუდმებით იმაზე ეფიქრებოდა რას გრძნობდა მისდამი სოფი..
ღამის 4 საათზე ავდექი.. წყალი მომინდა.. მიშო ტელევიზორთან იჯდა ისევ და უყურებდა
- შენ კიდე არ გძინავს? - მკითხა მან
- წყალი მომწყურდა
- აა - ოთახისკენ დავაპირე ისევ წამოსვლა მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა არც გული არ მინდოდა მიშოსგან წასვლა შემოვბრუნდი და მეც გვერდით მივუჯექი. ღამის პერანგი მეცვა მხოლოდ..
- არ ფიქრობ რომ რაღაც უნდა მითხრა? - ვკითხე მიშოს
- ვერ გავიგე
- გაუგებარი არაფერია. მე გენდე ჩემს შესახებ ყველაფერი მოგიყევი.. ის გითხარი რაც არასდროს არავისთვის მითქვამს.. ის გულისტკივილი გაგიმხილე რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცის. ვიცი რომ შენც გაქვს შენი ისტორია.. თუ მეგობრად მიგაჩნივარ მგონია რომ უნდა მითხრა რადგან მე ასე მოვიქეცი.. რომ არ გენდობოდე არაფერს გეტყოდი.
- დარწმუნებული ხარ რომ ჩემს
შესახებ ყველაფერი გაინტერესებს?
- თუ კი შენ გაინტერესებდა რატომ არ შეიძლება მე მაიმტერესებდეს? თუ ვცდები?
- არა არ ცდები
- მაშინ გისმენ
- 3 წელია ნორმალური და ხანგრძლივი ურთიერთობა არცერთ გოგოსთან არ მქონია. უამრავი გოგო მყავს მაგრამ ასე ვთქვათ ერთჯერადები არიან. ერთხელ როცა გავატარებ მათთან დროს მეორედ არავის ვუბრუნდები.
- ეს როგორ გავიგო შენსას ისწორებ და მერე ყველას სანაგვეზე ისვრი?
- ასე გამოდის.. მაგრამ ეს იცი რას გავს? შენ ნარკოტიკების მეშვეობით ახერხებ წარსულის დავიწყებას, მე კი ამდაგვარი ხერხით..
- შენ მითხარი რომ ნარკოტიკების გარეშეც შევძლებ ამის მოგვარებას.. იქნებ შენც ასე შეძლო.. რატომ იყენებ ადამიანებს შენი მიზნებისთვის..
- წლების წინ ერთმა გოგომ გული სასტიკად მატკინა.. იმის შემდეგ ყველა ქალი შევიზიზღე.. ასე ამიტომ ვიქცევი.. ყველა შევიზიზღე დედაჩემის გარდა.
- ანუ მეც გეზიზღები, და ყველა დანარჩენი.
- უფრო ადრე და სხვა ვითარებაში რომ გამეცანი ჩემთვის ალბათ ერთ-ერთი სათამაშო იქნებოდი. მაგრამ შენ სხვა ხარ.. ჩემი ამბავი არცერთი ქალისთვის არ მომიყოლია ამას ახლა მხოლოდ შენთან ვაკეთებ.
- ვინ იყო ის გოგო ან რა გააკეთა ისეთი
- ჩემი საცოლე. ანი. მეგონა რომ დავქორწინდებოდით მაგრამ მდიდარ კაცზე არჩია დაქორწინება.
- გიყვარდა?
- სასწაულად.
- ახლა?
- იმის მერე რაც გააკეთა მეზიზღებოდა. ახლა არაფერი უბრალოდ მეცოდება. ისიც და ყველა მდედრი.
- თუ არ უყვარდი რატომ იყო შენთან
- არვიცი ჩემთან სიამოვნებას ღებულობდა.. მაგრამ ყველაზე მეტად ფული უყვარდა. ის კაცზე კი არა უფრო ფულზე დაქორწინდა.
- მას შემდეგ ნახე სადმე?
- კი.. ბევრი საერთო მეგობარი გვყავს და ხშირად გვიწევს ერთმანეთის ნახვა..
- ნანობს მაინც?
- არამგონია. სხვათაშორის საყვარლობაც შემომთავაზა. მაგის შემდეგ კიდევ უფრო შემეცოდა
- გამოდის რომ მის გამო ყველას ერთ ქვაბში ხარშავ.. რადგან ერთმა გატკინა გული ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვაც ამას იზამს. სხვას არ გინდე მისცე შანსი?
- მაგალითად შენ? - ამ სიტყვებს არ ველოდი, გავწითლდი..
- სოფი მისმინე, მართლა გაფასებ.. შენზე მართლა ვდარდობ.. არმინდა რომ ჩემნაირ ნაგავზე რაიმე იმედებს ამყარებდე.. არ მინდა რომ ჩემს გამო გული კიდევ გეტკინოს.. პატარა ხარ და ვერ ხვდები რომ მე და ჩემნაირებს არ უნდა გვენდო.. შენ ყველაფერი მიამბე.. მე იმაზე უარესს ვაკეთებ ვიდრე შენ.. ამას ვაცნობიერებ და მაინც ვაგრძელებ.. შენ ვერ აცმობიერებ რომ ნარკოტიკები ზიანს გაყენებს.. მე კი ვაცნობიერებ და ვხვდები რომ სხვებს გულა ვტკენ.. მაგრამ არ ვეშვები.. წესით მე არანაირ რჩევებს არ უნდა გაძლევდე.. ალბათ თორნიკე რომ არა შენც ჩემი ერთ-ერთი მორიგი ერთჯერადი გასართობი იქნებოდი.. მე არ მინდა რომ გული გატკინო.. ჩემი იმედი ნურაფერში გექნება
- მე არ ვფიქრობ რომ ჩემზე უარესი ხარ მიშო.. შენც ვხოვრებისგან ხარ ჩემსავით დატანჯული.. ვიცი რომ რასაც აკეთებ ნანობ, ამას არ აღიარებ.. თორნიკე არაფერ შუაშია, მეც მათსავით მომექცეოდი..მაგრამ არა. შენ თორნიკესთან ურთიერთობა კი არა სულ სხვა რაღაც გაკავებს..მწამს რომ შევეცდები შენს შეცვლას.. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება.. შეიძლება შენ მხოლოდ პატარა სულელ გოგოდ აღმიქვამ მაგრამ დაგარწმუნებ რაც შემიძლია, მე ვიქნები ის ვინც დამოკიდებულებას შეგაცვლევინებს!
- ვერ გცნობ, შენ იმ გადარეულ და თავხედ გოგოს არ ჰგავხარ კლუბში რომ ვნახე, შენი თითოეული სიტყვით მეხვეწები ნუთუ ამას ვერ ხვდები..
- ფეხებზე .. არ მაინტერესებს არაფერი. როცა შენთან ვარ ჩემი ყველა პრობლემა მავიწყდება, ჩემთვის შენ იქეცი ნარკოტიკად. მე შენით შევძლებ ყველაფერთან გამკლავებას! მართლა არ მჯერა რომ ახლა მე ამ ყველაფერს ვლაპარაკობ მაგრამ შენ რაღაც ისეთს მიკეთებ რაც ჭკუიდან მშლის.
- შენ ახლა მხოლოდ ვნებას განიცდი.. შენს ასაკში ეს ბუნებრივია.. უბრალოდ მართლა არ მინდა ჩემთვის სათამაშო იყო. გამიგე
- ვიცი და ეს მიხარია. ვიცი რომ თორნიკეს გავლენით არ ღელავ ჩემზე.. ვიცი რომ შენში რაღაც ადგილი დავიკავე და ამაში აუცილებლად დაგარწმუნებ, ასე რომ არ იყოს ჩემზე არ იზრუნებდი. შენ თავად ვერ ხვდები მაგდენს მაგრამ მე ვხვდები
- როგორ აგიხსნა..
- არ არის საჭირო მიშო შენ მე ვერაფერს ამიხსნი ამწუთას თავადაც არ იცი რა გინდა, მე კი ვიცი და ეს ახლა რომ არ გავაკეთო მოვკვდები, მეტი უკვე მართლა აღარ შემიძლია. შენ ჩემთვის მართლა ნარკოტიკი ხარ და ამწუთას ეს ნარკოტიკი რომ არ მივიღო გავგიჟდები. - ამ სიტყვების დამთავრებისას ეგრევე მასთან მივედი და ტუჩებში ვაკოცე, გავაკეთე ის რაც ორივეს დაგვეხმარებოდა ჩვენი გრძნობების და მიზნების უკეთ გაგებაში, გავაკეთე ის რაც ამდენი ხნის განმავლობაში მინდოდა გამეკეთებინა.. ვიხრჩობოდი, მისი კოცნა მწყუროდა.. ეს ჰაერივით მჭირდებოდა, არ ვნანობ და არც არასდროს ვინანებ, მილიონჯერ რომ მქონდეს შანსი მილიონჯერვე
ვაკოცებდი და შევიგრძნობდი მისი ტუჩების გემოს, თავს სამოთხეში ვგრძნობდი, მინდოდა დრო გაჩერებულიყო, მაგრამ სამოთხე მაშინვე გაქრა როგორც კი მან თავიდან მომიშორა და ისევ ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent