შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

''ორმაგი ცხოვრება'' (მეცამეტე თავი)


17-09-2016, 01:54
ავტორი lisebeth
ნანახია 3 758

ლილი თავის საძინებელში შევიდა. ვიკას ძიძა ოთახს აწესრიგებდა, მაგრამ მისთვის ერთხელაც არ შეუხედავს. როცა საქმეს მორჩა უსიტყვოდ გავიდა იქედან. ოთახი ნათელი იყო. რადგან ვიკას მოპირდაპირედ იყო ქუჩის მაგივრად უკან ეზოს გადაჰყურებდა. ლილიმ ეზოში გადაიხედა და ის აუზი დაინახა ვიკამ ერთხელ ლუკასთან, რომ ახსენა. ერთ ერტ კუთხეში სამკუთხედი პატარა ნაგებობა იდგა და ყორანივით შავი ძაღლი წამოწოლილიყო მის წინ. თავი ფეხებზე ქონდა დადებული.
ლილიმ არც კი იცოდა ძაღლი თუ ჰყავდათ. ოთახი იდეალურ მდგომარეობაში იყი. დაწკრიალებული, ყველაფერი იყო რაც ადამიანს შეიძლებოდა დასჭირვებოდა. კედელზე ტელევიზორი, ლამაზი ფარდები, რომელიც მშვიდ გარემოს ქმნიდა, თეთრ- სალათისფერშიბგადაწყვეტილი თეთრეული. ყველფერი იდეალურად იყო. თავი რაღაცნაირად მშვიდად იგრძნო, მაგრამ იმ დღის ამბებისგან მაინც გული ქონდა დამძიმებული. ცოტა ხანს ფანჯარასთან იჯდა და ეზოში დაწოლილ ძაღლს. უყურებდა. მერე ვიკას ძიძა შემოვიდა და ვახშმად დაუძახა.
სუფრასთან სიტუაცია უფრო დაძაბული იყო. ლილი მიხვდა, რომ თავის ოთახში ყოფნა ერჩივნა. ვიკა რაღაცნაირ დაძაბულ გარემოს ქმნიდა. გოჩა ცდილობდა გამოლაპარაკებოდა, მაგრამ მტანჯველად და ჯიუტად არ იღებდა ხმას. ბოლოს ისიც შეეშვა და თავი ანება.
დასაძინებლად, რომ მიდიოდნენ გოჩამ მშვიდი ძილი უსურვა და შუბლზე აკოცა. მერე ვიკას ოთახისკენ შებრუნდა, მაგრამ ლილიმ დაინახა რომ არ შესულა. იგი უკვე დაწოლილიყო.
გოჩა საძილებლისკენ წავიდა. თამუნაც უკვე საწოლში იყო, მაგრამ არ ეძინა. თითზე ქორწინების ბეჭედს ათამაშებდა და ერთ ადგილს მიშტერებოდა. რაღაცნაირი დაღლილი სახე ჰქონდა ისევე, როგორც ამ ბოლო დღეების განმავლობაში. გოჩას ეს სულაც არ გამოჰპარვია, მაგრამ ერიდებოდა რამე ეკითხა. თამუნასთვის ფრაზა ‘’ცუდად გამოიყურები’’ კატასტროფას უტოლდებოდა.
არც ახლა უკითხავს. პიჟამა ჩაიცვა და საწოლში შეწვა. თამუნას ხელი მოხვია, მაგრამ ის შეიშმუშნა და თავი აარიდა.
გოჩა მიხვდა,რომ კითხვის გარდა სხვა გზა აღარ დარჩენოდა.
-თამუ კარგად ხარ?
-ჰო ისე რა.
-რას ნიშნავს ისე რა? მითხარი თუ რამე გაწუხებს.გინდა შენი ცუდად ყოფნითაც გადამრიო? ისედაც საგიჟეში ვარ. მისმინე თუ ეს ლილის ეხება...
-ლილის არ ეხება. მას, რომ ეხებოდეს არ გავჩუმდებოდი. ჯერ ლაპარაკის უფლება არ დამიკარგავს.
-ეგ არც მიფიქრია.მოდი მითხარი რა გაწუხებს და მე ვეცდები გამოვასწორო. ნუ გგონია რადგან გოგონების პრობლემებში ვარ ყელამდე შენ დაგივიწყებ და თუ რამედაგჭირდება თავს არ შევიწუხებ.
-დღეს მე და თიკო კაფეში არ წავსულვართ. სხვაგან ვიყავით...
-რაა?სად იყავით? როდის აქეთ მეუბნები ტყუილებს?
-ჩავთვალე, რომ ახლა ამის დრო არ იყო. არც შენთვის მინდოდა ამის თქმა, მაგრამ მარტო ამ ამბის ზიდვა აღარ შემიძლია. მჭირდება რომ გითხრა. უკვე ძალიან ვითრგუნები და ჩემს თავს აღარ ვგავარ
-ჰო მაგას ვხედავ. მითხარი რა ხდება.
-ცოტა უცნაურია და უჩვეულო, მაგრამ უნდა გითხრა.
-გელოდები.
თამუნამ ერთი წამით შეიცადა.თქმა არც იმდენად მარტივი ააღმოჩნდა როგორც წუთის წინ თავის თავს აჯერებდა. უკვე დავიწყებულიც კი ჰქონდა ქალები ამ ახალ ამბავს როგორ უმხელენ ქმრებს...
-გოჩა... ვიცი ეს ძალიან უცნაურია და ცოტთი დამაბნეველი, მაგრამ... მეც დავიბენი თავიდან, რომ გავიგე. არც ის ვიცოდი რას ვგრძნობდიდა ...
-თამუნა დავიტანჯე.
-კარგი ჰო, არ არის ასე მარტივი ეს ოხერი. მაცადე, მე თვითონაც ვიცი რომ ვბლუკუნებ...
გოჩას გაეცინა.
-რა გაცინებს?გგონია საქმე სასაცილოდ გვაქვს? პრობლემა გვაქვს ... არა მე ვიტყოდი შარში ვართ. ამ ამბის გამო ჩვენი შვილი ცეცხლში გამატარებს. ლილის ამბავი მოგონილი იქნეაბა.
-რას გულისხმობ?_ გულმა ცუდი უგრძნო გოჩას და ანერვიულებულ ცოლს მიაშტერდა.
-ორსულად ვარ გოჩა
კაცს ღიმილი სახეზე შეაშრა. მოულოდნელობისგან ლამის გადაცდენილმა ნერწყვმა დაახრჩო. ხელი ნერვიიულად მოისვა სახეზე. თამუნა მის რეაქციას ელოდა. მისგან ნათქვამ ერთ სიტყვას მაინც, მაგრამ გამომეტყველება არ ეცვლებოდა.
-გოჩა_შეჰყვირა ქალმა დაბალ ხმაზე
კაცს ამჯერად მიმიკა ეცვალა.
-რა თქვი თამუნა?
-ჰო, უკვე ორი თვის. ასე ნუ მიყურებ...იმ დღეს ვაპირებდი შენთვის თქმას ლილის ამბავი, რომ მომახარე... ალბათ შენ თვითონვე ხვდები, რომ მასინ ამის თქმას ვეღარ შევძლებდი. გოჩა ორსულად ვარ და ვიკას ჯერ ლილის ამბავი არ მიუღია მე, კი უნდა ვუთხრაამ ბავშვის შესახებ. მითხარი რამე რა გავაკეთო? საერთოდ რამე მითხარი
-ამას არ ველოდი თამუ. ღმერთო კიდევ ერთი შვილი. 14 წელი ერთადერთი შვილი მყავდა ახლა კიდევ სამი? დაუჯერებელია...
-ჰო შენ მე მკითხე. თამუ რა ვქნათ?
-წარმოდგენა არ მაქვს. მხოლოდ ის ვიცი, რომ აბორტს არ გავიკეთებ. სხვა რაც გინდა მოიფიქრე.
-გააფრინე? ეგ არ მიფიქრია.
-რა ვქნათ? დღეს იცი რას ვფიქრობდი? მოდი ავდგები და სიმართლეს ვეტყვი ყველას-თქო. დავიღალე და ნერვები დამაწყდა რა. აღარ შემიძლია მეტი და არც მინდა შემეძლოს. დავიღალე გოჩა.
-შენთვის ნერვიულობაც არ შეიძლება_ ხმა დაურბილდა კაცს._ მოდი ჩემთან_ჩაიხუტა და ლოყაზე აკოცა_მოვიფიქრებთ რამეს. ხომ იცი შენთვის ყველაფერს მოვიფიქრებ.

****&&&***
ანა სახლში მივიდა. მზია ჯერ ისევ დივანზე იჯდა. მოწყენილი და დაღლილი ტელევიზორიც კი არ ჩაერთო. ანამ მისაღებს გადახედა. ყველაფერი ძველებურად ეჩვენა. ვერც კი მიხვდა რა მომხდარიყო.
-დედ რა მოხდა?
-მეკითხები კიდევაც? ვერც კი ამჩნევ არა? ყოჩაღ ანა... ყოჩაღ...
-დედა რას გულისხმობ?_ თვალი გააყოლა სამზარეულოსკენ მიმავალ ქალს
-ლილი წავიდა. მამამისმა წაიყვანა. ახლა რა უნდა ვქნა? რა მეშველება მის გარეშე? ამდენი წელია ჩემს გოგოს ვზრდი. შენ კი იმ ზომამდე მიიყვანე სახლიდან წასვლა მოუნდა. სულ მარტო დამტოვე. კარგი ლილი არ გეცოდება... მე არ გეცოდები? დედაშენი არ ვარ?
-წაიყვანეს?
-დიახ. არც თვითონ აღარ უნდა აქ მოსვლა. დაიღალა შენი საქციელით. იმ კაცმა მითხრა შენს შვილს თუ უნდა მიჩივლოს მაგრამ ლილის არ დავაბრუნებო. მეურვეობას მოვითხოვო მასზეო.
-ნუ ღელავ შენ ვერ წაგართმევენ. გამზრდელი ბებია ხარ
-არც მიპირებენ წართმევას. მითხრა როცა გინდა მოდი და ნახეო, მაგრამ ჩემთან აღარ იცხოვრებს. მის გარეშე რა მეშველება ა? ასე რატომ ექცევი შვილო. ის ხომ უბრალოდ ბავშვია. მას არაფერი დაუშავებია. თუ გინდა შური იძიო წადი და იმ კაცს უჩივლე. შენს შვილს რისთვის უნგრევ ცხოვრებას? არ იმსახურებს ლილი ამას.
-იმ კაცისთვის ჩივილს რა აზრი აქვს? ამით წარსულს ვერ დავივიწყებ. ამით არაფერი შეიცვლება
-აბა ლილის გატანჯვით რა იცვლება? რას ერჩი იმ უდანაშაულო ბავშვს?
-არაფერს. უბრალოდ არ შემიძლია? ასე რთული გასაგებია? მარტივია არა სხვის მაგივრად ფიქრის და რამის გაკეთება? იქნებ კიდევაც დამევიწყებინა ყველაფერი ის, რომ არ ყოფილიყო მაგრამ ყოველ ჯერზე როცა ამას ვცდილობდი მას ვხედავდი და მახსენდებოდა. ყველაფერი მახსენდებოდა რისი გახსენებაც მინდოდა და არ მინდოდა.მაშინ ჯერ კიდევ 18 წლის ვიყავი. ბავშვი ვიყავი... ბავშვობის ტრამვა არ ქრება ასე უკვალოდ. ამის დავიწყება რთულია. იქნებ შეუძლებელიც. ნუთუ ვერ ხვდები დედა რომ მთელი ამ წლების მანძილზე მახოლოს სხვების გესმოდა ჩემი კი არასდროს. მე მხოლოდ მკიცხავდი და მაიძულებდი ეს ბავსვი ჩემს ცხოვრებაში ძალით შემოგეტენა. ამ წლების განმავლობაში ერთხელაც არ შესულხარ ჩემს მდგომარეობაში. მხოლოდ ლილის გამო მკიცხავდი. ბოლოს და ბოლოს ის ტრაგედია მე გადავიტანე და არა სხვამ. ხომ შეიძლება ვინმე მაინც შევიდეს ჩემს მდგომარეობაში? ვერ ვიტან, რომ მხოლოდ მის უბედურებას ხედავ და ჩემსას არა ან ვერა.
-რა უსამართლო ხარ ანა. პარანოია გეწყება. გგონია რომ შენი არავის ესმის. გინდა რომ ყოველ წამს გიმეორო . ანა შე საბრალო ანა ეს რა დაგემართა? ადამიანებს უარესები ემართებათ. ადამიანებს ბევრად მძიმე ცხოვრება აქვთ. უკურნებელი სენით იტანჯებიან, შვილები არ უცნდებათ, ქმრები გამუდმებით სცემენ,ოჯახები ენგრევათ, შვილები უკვდებათ, შვილებს ომში უშვებენ და აღარ უბრუნდებათ... მხოლოდ სიკვდილია გამოუვალი მდგომარეობა ანა. ცოცხალ ადამიანს ყოველთვის ეშველება. ყველაზე ამაზრზენი იცი რა არის? ადამიანი რომელმაც გაგაუბედურა და წლების მანძილზე არამზადად ვთვლიდი დღეს შენზე მევრად უკეთესი ადამიანია. იმიტომ, რომ შენგან განსხვავებით მომავლისთვის იბრძოლა.
-ნუ მადარებ იმ ბოროტმოქმედს.
-შეგადარებ. ადამიანები შეცდომას იმიტომ უშვებენ, რომ მისგან რაღაც ისწავლონ. უკეთესები გახდნენ, ადამიანის სახე დაიბრუნონ. ყოველთვის ყველა უბედურება რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება მხოლოდ იმისთვის, რომ უკეთესნი გავხდეთ. ადამიანმა სვლა არ უნდა შეწყვიტოს თორემ დაიღუპება. შენ უკვე 14 წელია შეწყვიტე სვლა ანა. დაფიქრდი რას უშვები შენს ცხოვრებას. დაფიქრდი რას აკეთებ... დაფიქრდი სად მიდიხარ. ტორემ ერთ დღესაც ადიდებული ტალღა შენს გემს დაამსხვრევს და აღარავინ დარცება ვინც ხელს გამოგიწვდის და წყლიდან ამოგათრევს.
-არც იცით რას ვგრძნობ
-ამდენი ხანია ამას იმეორებ. არ ვიცით ჰოდა გვითხარი რას გრძნობ. გვითხარი რა გინდა. გული გადაგვიშალე. იქნებ ჩვენც გაგიგოთ. არაფერს ამბობ და ბრალს გვდებ რომ არ გვესმის. ცოტა უსამართლო ხომ არ ხარ? განა ეცადე და არ გამოგივიდა?
ანა იქვე სკამზე ჩამოჯდა. განერვიიულებული ჩანდა. ჯიბეები მოიქექა და სიგარეტი ამოიღო.
- ასანთი მომეცი
- რამდენი ხანია ეწევი?
-ორი კვირაა დავიწყე ისევ.
-მერამდენედ უნდა დანებო თავი? და მერამდენედ უნდა დაიწყო ისევ?
-დედა პირველ რიგში ღლაპივით ნუ მელაპარაკები
ანამ სიგარეტს სმოუკიდა და გააბოლა
-მომისმინე ანა. ყური კარგად დამიგდე. ანა სკამზე გადაწვა და დედას თვალი გაუსწორა
-იმ ფსიქოლოგთან წადი და შენი ცხოვრება დაალაგე. ანა დამიჯერე ტერიტორიიდან გაქცევით პრობლემებს ვერ გაექცევი. საქართველოს საზღვრის გადაკვეთით შენი პრობლემები არ მოგვარდება. ცხოვრებაში ერთხელ მომისმინე შვილო. დედაშენი ვარ ჩემზე მეტად შენთვის კარგია არავის უნდა- ქალმა ხელზე ხელი დაადო შვილს- ანა მიდი იმ გოგოსთან და გააკეთე ყველაფერი რასაც გთხოვს. ანა...შვილის დაკარგვაზე დიდი ტრაგედია ვერ მოხდება შენს ცხოვრებაში დამიჯერე... დამიჯერე გთხოვ... უბრალოდ მომისმინე...
- გისმენ დედა.
-დამპირდი, რომ მიხვალ და ეცდები. თუ ვერ შეძლებ გპირდები შვილო, პატიოსან სიტყვას გაძლევ რომ მე თვითონ გთხოვ აქედან წახვიდე. შენს დასთან წასვლას ყოველთვის მოასწრებ. ამ პრობლემას კი სხვა დროს ვერ მოაგვარებ. შენი შვილია ანა, მუცლით ატარე ცხრა თვე. ამას ვერ შეცვლი, ამას ვერ გაწყვეტ. იმ კაცის შვილია, მაგრამ შენიცაა.
ანა წამოდგა და წასასვლელად მოემზადა.
-დამპირდი ანა.
-გპირდები, რომ ხვალ დავურეკავ თიკოს და შეხვედრას ვთხოვ.
-მართლა?
-მარტლა დედა. გეფიცები არ გატყუებ. დავურეკავ. შევხვდები და ყველაფერს ვეტყვი რაც ამ წუთას შენ მითხარი. ვეტყვი რაც მინდა ,მაგრამ თუ არ გამოვა...
-ნუ დაიწყებ ყველაფერს უარყოფითი შესაძლებლობების მოძებნით. იფიქრე იმაზე, რომ გამოვა. იფიქრე ამაზე.
-კარგი. ყველაფერი გამოვა.
ქალი ამჯერად სწრაფად გაშორდა სამზარეულოს დაზედა სართულის კიბეებს აუყვა. მზია დაიმედებული ჩამოჯდა სკამზე და საკუთარ თავს ჩასზახა, რომ ყველაფერი გამოვიდოდა.

***&&&***

ლილი დილაადრიან წამოდგა ფეხზე. ფანჯრიდან შემოსულმა მზის სხივებმა თვალებში შეუწყიტინეს. უკვე აპრილი ილეოდა და ადრე თენდებოდა, მზეც ადრიანად ამოდიოდა. სწრაფად წამოხტა ფეხზე უკვე ცხრა იყო დაწყებული. საწოლი გაასწორა. ფორმა ჩაიცვა და წინა დღით მოტანილი ნივთებიც მიალაგა, რომ მიყრილ-მოყრილი არ ყოფილიყო. სადღაც ათ წუთში დერეფანიდან ხმამარალი ლაპარაკი შემოესმა. წიგნები მაგიდაზე დაალაგა და კარი გამოაღო.
-ვიკა ნერვები აღარ შემრჩა და არც ენერგია. ყოველ დილით უნდა ვიომო, რომ ადგე და სკოლაში არ დაიგვიანო? დროზე ადექი და ჩაიცვი. მეორედ არ შემომიყვანო, უფრო სწორად მესამედ თორემ არც იცი რა დღეს გაყრი. _დაუცაცხანა ქალმა და ოთახიდან გამოვიდა. თან თმას ისწორებდა ხელით.
წამით მისი და ლილის მზერა ერთმანეთს შეხვდა. ისე იყო გაბრაზებული სათქმელს თავი ძლივს მოაბა.
-ახლა შენთვისაც ვაპირებდი დაძახებას. მოწესრიგდი და ჩამოდი სუფრა უკვე გაწყობილია. თუმცა უკვე ჩაგიცვამს. ჩამოდი და ესეც ადგება.
ლილი ოთახში შებრუნდა და ჩანთა აიღო. თამუნა ქვემოთ ჩამავალ კიბეებს ჩაუყვა. გოჩა უკვე სუფრის თავსი იჯდა და გაზეთი გაეშალა.
-ტრადიციისამებრ ყვიროდი_ აღნისნა ისე, რომ თვალი არ მოუცილებია სტატიაზე
-გაგიკვირდება და საერთოდ არ მომწონს
-გეყოფა გეხუმრე. არა და მახსოვს წინ ღამით შევთანხმდით, რომ არ ინერვიულებდი და არ დაიღლებოდი.
-ვიკა საწოლიდან ვერ ავაყენე. როდის მოვა ეს ოხერი ზაფხული მეც დავისსვენო და მაგანაც.
-გვიანობამდე ინტერნეტშია აი რატომ ვერ იღვიძებს დილით.
-დრეიდან 11 საათის მერე ინტერნეტს გავთიშავ. ჩემი ნერვები შეიწირა. არა და ხომ ვიცი ის მაგის ავსული დამრიგებელი მასინვე მისვლას მომთხოვს როგორც კი დაიგვიანებს. ისე აქვს იმ ქალთან საქმე, რომ... სულ ცოტასაც არ მოუთმენს. არ მაქვს მაგ ქალის ნერვები.
-გეყოფა და უფრო მარტივად მიუდექი საქკითხებს. ნუ იძაბები... აწი როცა დაგირეკავს და გეტყვის სკოლაში მოდიო. უთხარი დამრიგებელი ხარ და როგორმე თვითონ მოსთხოვე პასუხი-თქო.
-ჰოდა ძალიან კარგი.
-დილამშვიდობის_მორიდებულად თქვა ლილიმ და მაგიდას მიუახლოვდა. თან ხელებს იმტვრევდა და ელოდებოდა როდის მიიწვევდნენ სუფრასთან.
-დაჯექი ლილი შენს ადგილას და ჩაი დალიე. გთხოვთ ჩაი დაუსხით ლილის_სთხოვა ძიძას გოჩამ
-მე თვითონაც შემიძლია_ რაღაცნაირად სულელურად გამოუვიდა, მაგრამ მართლა უხერხულად იყო როცა ამ სუფრასთან იჯდა.
-საყვარელო ჩაის დაგისხამენ როცა მოგინდება. უბრალოდ სთხოვე ისე როგორც მე._ აუხსნა გოჩამ.
ვიკა კიბეზე ჩამოვიდა და დაინახა, რომ ყველა უკვე იქ იჯდა. სახე გაისწორა და გაიღიმა. წინა ღამით მისი დაქალი ნია გვიანობამდე არიგებდა ფეისბუქზე ახალი ტაქტიკა უნდა შეიმუშავო თორემ გაბუტვა და სიბრაზე არ მოქმედებსო.
ყველას თავი უნდა მოაჩვენო, რომ კარგად იქცევიო. დაანახვე იმ სულელს, რომ მშობლებს შენ უფრო უყვარხარო. ვეღარ გაუძლებს და წავა მაგ სახლიდანო.
სასადილო ოთახში სახეგაბრწინებული შევიდა.
-მამიკო... დილამშვიდობის როგორ ხარ?
გოჩას ლამის ჩაი გადაცდა, მაგრამ შვილს გაუღიმა და მოეხვია.
-დედა მართალია ამ დილით მიყვიროდი, მაგრამ მე ძალიან კარგ ხასიათზე ვარ.
-რამე მოხდა? _იკითხა გოჩამ
-ნამდვილად რაღაც უნდა_ჩაილაპარაკა თამუნამ
-დღეს საყიდლებზე მივდივარ. დედა წამომყვები? როგორც ყოველთვის დავცალოთ მაღაზიები
გოჩამ და თამუნამ ერთმანეთს გადახედეს. ლილი აწურული იჯდა თავის სკამზე. ვიკა ისე ბრწყინავდა თავისი ახალ-ახალი იდეებით იმ ღამით, რომ მოსვლოდა თავში ის საერთოდ აღარ ჩანდა მის ფონზე.
-ვიკა დარწმუნებული ხარ, რომ არაფერი მოხდა?_ საეჭვოდ იკითხა გოჩამ
-ჰო, ზაფხული მოდის. სკოლა რომ დასრულდება ზღვაზე წავალთ. მე, შენ და დედა როგორც ყოველთვის. ათასი რამე მჭირდება. საცურაო კოსტიუმი, შორტები, რავიცი ათასი რამე... დედა ხომ წამოხვალ არა?
-იმედი მაქვს ეგ ყველაფერი სკოლის მერე მაინცაა გეგმაში.
-ზუსტად
თამუნამ გაზეთს იქეთ გადაჰყო თავი, გოჩას ყავა დაუსხა და წასჩურჩულა.
-მგონი ვხვდები ახალ სცენარს როგორ ანვითარებს.
-ჰო, მსახიობობა ტყუილა ნამდვილად არ სურს. პოტენციალს ვხედავ...
-ლილი, წლის ბოლოს თქვენი კლასი ექვსკურსიაზე არ მიდის? _ახალი თემა წამოჭრა თამუნამ.
ვიკას ენთუზიაზმი ჩაუცხრა. ლილი გაოცებული იჯდა და არ იცოდა რა ეთქვა.
-მე... _ვიკას გადახედა ,რომელსაც ლამის ცეცხხლი ეკიდა_ მე... მე წარმოდგენაც არ მაქვს. იცით? მე ახლახანს გადმოვედი და მასე ბევრს არ მეკონტაქტებიან ამხანაგები. წარმოდგენა არ მაქვს რას აპირებენ. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არ უთქვამთ.
-მე სკოლაში წავედი_ამოთქვა ვიკამ და მაგიდიდან წამოხტა.
-ჯერ არაფერი გიჭამია საყვარელო_თქვა გოჩამ
-არ მინდა. მირჩევნია სკოლაში ვჭამო მეგობრებთან.
-რა ლაპარაკია ვიკა?_გაბრაზდა გოჩა
-შეიძლება დღეს ნიასთან დავრცე? ერთი-ორი დღე რომ დავრჩე შეიძლება?
-რატომ სახლი არ გაქვს? _უკვე პიკზე იყო კაცი
-არა, ჩემი მეგობარია და მინდა მასთან მეტი დრო გავატარო. მის ოჯახში ყველას ვუყვარვარ და უხარიათ როცა მივდივარ.
-მაგით რისი თქმა გინდა?
-არაფრის უბრალოდ...
-არ წახვალ.
-მამა...
-არა... სკოლაში წადი და რომ დაბრუნდები ვილაპარაკოთ. ლილი შენც წადი თორემ დაგაგვიანდებათ
გოჩას სიბრაზე ისე ერეოდა თამუნასთვისაც არაფერი უთქვამს.მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ სიტუაცია არა და არ იცვლებოდა. ერთი ნაბიჯითაც ვერ მიდიოდნენ წინ ლილის და ვიკას ურთიერთობაში.

***&&&***
იმ დილით ანამ თიკოს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. ქალი ამ ზარს საერთოდ არ ელოდა, მაგრამ დასთანხმდა. ძალიან უნდოდა დახმარებოდა. მასსა და ლილის შორის რაღაც მაინც შეეცვალა.
როგორც თიკომ სთხოვა ანა თორმეტ საათზე უკვე მის კაბინეტსი იჯდა სეანსზე.
-ანა არ მეგონა თუ მოხვიდოდი. თეონამ მითხრა, რომ ამერიკაში წასვლა გადაწყვიტე
-დედას უნდა,რომ ისევ ვცადო ამ ყველაფრის გამოსწორება.
-დედას უნდა თუ შენც?
ანა გაჩერდა.
-მეც მინდა. ვცადოთ და იქნებ რამე გამოვიდეს. მინდა რამე შეიცვალოს. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე. მე ვხვდები, რომ ნაწილობრივ არ ვარ მართალი.მინდა რომ ამას მარტო კი არ ვხვდებოდე რამეს ვცვლიდე. იქნებ მართლა ასე სჯობს.
თიკო უყურებდა. ქალი აშკარად ნერვიულობდა, მაგრამ მოეჩვენა გულწრფელი იყო.
-ჰო, დედაჩემს ეხერხება ადამიანების დარწმუნება.
-ლილი შენი სახლიდან წამოვიდა. რა შეიცვალა შენთვის ამით?
-არაფაფერი._დაუფიქრებლად თქვა მან
-არაფერი? გუშინ შენთან ადამიანი ცხოვრობდა დღეს კი გაიღვიძე და ის აღარ იყო. გინდა მითხრა, რომ არაფერი შეიცვალა? არაფერი გიგრძვნია როცა ის ამ დილით მაგიდასთან არ იჯდა, სკოლაში წასასვლელად არ ემზადებოდა? შეუძლებელია ადამიანი არაფერთან ასოცირდებოდეს.
-ჰო, ალბათ რაღაც სხვანაირად იყო. ჰო ალბათ იყო კიდეც.
-თავი უკეთ იგრძენი?_ ფრთხილად დასვა კითხვა ქალმა
-უკაცრავად?
-ლილი სახლში, რომ არ იყო თავი უკეთ იგრძენი? იგრძენი, რომ უფრო კარგად ხარ? აღარ გეშინია? მითხარი რას გრძნობ დღეს როცა ის შენს სახლში შენს გვერდით აღარ ცხოვრობს. შვება იგრძენი?
-ა...არაა..._ დაბნეული ხმით თქვა ქალმა
-დაგეუფლა განცდა იმის ,რომ თუ ის არ იქნება შენ უფრო ბედნიერი იქნები?
-მე არც მიფიქრია ამის შესახებ. მე არც მიცდია ამ სიტუაციის შეფასება.
-და რატომ?
-არ ვიცი...
-იქნებ იმიტომ, რომ არაფერი იცვლება ანა.
-ვერ მიგიხვდი?
-იქნებ იმიტომ ვერ იგრძენი შევება რომ მიზეზი ლილი არ არის. ამაზე არ გიფიქრია? იქნებ მიხვიდე იმ დასკვნამდე, რომ პრობლემა შენშია.
-არ ვიცი._ნერვიულობა უფრო მეტად მოემატა ქალს და სახე ხელისგულებით მოიწმინდა. _არ ვიცი, ამ გვირაბის ბოლოს სინათლეს ვერ ვხედავ. არ ვიცი რა უნდა ვქნა.
-ლილისთან სეანსები იმიტომ დავიწყე, რომ გამეგო რას გრძნობდით თქვენ ორნი. მე მჭირდებოდა ის საერთო მეპოვნა რაც თქვენ ორს გქონდათ და ეს საერთო რამ გადამება. თქვენ ორივეს მარტოობაა, მარტოსულობა გტანჯავთ. ერთმანეთი გჭირდებათ იმისთვის ,რომ ეს დაძლიოთ. ნუ ცდილობ უარყო ანა. არაა ეს სავალდებულო. მიეცი შენს ფიქრებს გასაქანი.
-გაწყვეტილი თოკი შეიძლება გადააბა ,მაგრამ ის ვეღარასდროს გამთელდება _ამოიოხრა ანამ
-მართალი ხარ, მაგრამ შეგვიძლია თოკი თავიდან დავწნათ და ერთ მთლიან სხეულად ვაქციოთ. შეგიძლია ყველაფერი თავიდან დაიწყო. არასდროსაა გვიანი ანა. მხოლოდ ერთი რამ გჭირდება. სულ ერთი ნაბიჯი რომელიც შენი შვილისკენ უნდა გადადგა. თუ ამას გააკეთებ მერე ვეღარასდროს დათმობ. უბრალოდ მიეცი უფლება შენს გრძნობებს განთავისუფლდეს.
-როგორ? ეს როგორ გავაკეთო?
-თავდაპირველად ყველააზე მარტივით დაიწყე. მასთან მიდი და სთხოვე, რომ შენთან ცოტა დრო გაატაროს. პირველი ეტაპისთვის სახლში დაბრუნებას ნუ ვთხოვთ. იყოს ის შენგან ნეიტრალურ ტერიტორიაზე. მშვიდად და წყნარად. შენ შენთვის იყავი, შენს გრძნობებთან მარტო დარჩი. ეცადე რაც შეიძლება მეტად გააცნობიერო შექმნილი სიტუაცია.
-და თუ უარს მეტყვის? იმის მერე რაც მე გავაკეთე?
-არ გეტყვის. მისთვის ძვირფასი ხარ ,მიუხედავად ყველაფრისა. მე ეს ვიცი... შვილი ყოველთვის ელის დედას რამდენი დროც არ უნდა გავიდეს.
-ასე გგონია?
-ანა. თამუნა კარგი ქალია და ვიცი, დარწმუნებული ვარ შენს შვილს არასდროს დაჩაგრავს და ტკივილს არ მიაყენებს, მაგრამ ბავშვს დედას ვერავინ შეუცვლის. შენ მისი დედა ხარ. მისი ნაწილი ხარ და მას სწირდება, რომ ეს იგრძნოს. არ დაუშვა შენმა შვილმა სხვა ქალში დაინახოს ის იდეალი რასაც წლების განმავლობაში შენში ეძებდა, თორემ ვეღარასდროს დაიბრუნებ. პატივისცემა ის გრძნობაა რასაც ადამიანი ვერ ივიწყებს. სულსა და ხორცში უჯდება ყველას.
-გთხოვ დღეს გვეყოს. ძალიან დავიღალე და აზრები მერევა თავში_ საფეთქლები მოისრისა ქალმა
-კარგი, მოდი პირველ ეტაპზე აქ გავჩერდეთ, მაგრამ საშინაო დავალებად მიიღე რომ იფიქრებ იმაზე რაზეც აქ ვისაუბრეთ . კარგი?
-ვიფიქრებ... გპირდები...
თიკომ გამოსასვლელამდე გამოაცილა ანა, ის იყო გარეთ გამოვიდნენ, რომ ჭიშკარი თამუნამ შემოაღო და შემოვიდა. თიკოს სტუმარი, რომ დაინახა სახე ეცვალა. ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე მისული სახლამდე. ნაბიჯი შეანელა. თავი უხერხულად იგრძნო. ერთი წამით მზერა გაუშტერდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა რა უნდა ეთქვა. ინსტინქტურად დაიწყო თმის გასწორება. ბოლოს ისევ თიკომ უშველა:
-თამუ არ ვიცოდი თუ მოხვიდოდი_ გაიღიმა მან
-ჰო ვიფიქრე ყავას დავლევდით ერთად. ნამცხვარიც მოგიკითხე. _თეფშზე ანიშნა მან
-მისაღებში დამელოდე და ახლავე მოვალ კარგი?
თამუნამ კიბეზე ააბიჯა, მაგრამ გული რაღაცნაირად ცუდად გაუხდა.ისე ჩანდა თითქოს მტერს შეხვდა. არა და ასე არ ფიქრობდა.მისი საქციელი უზრდელობა იყო. ზურგი არ უნდა ექცია იმ ადამიანისთვის რომელსაც არაფერი დაუშავებია.
ლამის კართან მისული იყო უკან ,რომ მობრუნდა
-ანა...ასე გქვიათ არა?
-თამუ არ გინდა. მოდი შიგნით დამელოდე
-გთხოვ თიკო.
თიკო გაჩუმდა.
-მე ძალიან ვწუხვარ იმის გამო რაც მოხდა. სასურველი იყო არ მომხდარიყო თუმცა ცხოვრება სიურპრიზებითაა არსავსე. ჩემი ცხოვრებაც სიურპრიზებითაა აღსავსე. უფრო სწორად ამ ბოლო დროს, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ვწუხვარ. ვიცი, რომ ეს სიტყვა დიდ შვებას არ მოგგვრით იმიტომ, რომ ... მოკლედ მხოლოდ ის მინდოდა მეთქვა, რომ რაც არ უნდა მოხდეს მშობლებს შორის ამისათვის შვილები არ უნდა დაისაჯონ. მე მესმის ძალიან კარგად თქვენ რა მდგომარეობაშიც ხართ, მაგრამ მერწმუნეთ არც ჩემი ცხოვრება ყოფილა მარტივი. შესაძლოა ჩემზე ძალა არავის უხმარია, მაგრამ ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური წნეხი გადავიტანე. ის კაცი რომელმაც თქვენ გაგაუპატიურად ორი წელი ჩემს გვერდით ცხოვრობდა და მე მას ვიტანდი. მისგან ძალიან ბევრ რამეს ვიტანდი და ეს ... ახლა ჩემზე არ ვსაუბრობთ. უბრალოდ მოიქეცით არა ისე როგორც უბრალოდ ადამიანი, რომელმაც რაღაც დაკარგა არამედ ისე როგორც დედა უნდა იქცეოდეს. ისე როგორც დედათქვენიმოიქცეოდა თქვენს ადგილზე, რომ ყოფილიყო. ლილი თქვენი შვილია და თქვენთან უნდა ცხოვრობდეს და თქვენ უნდა აძლევდეთ იმას რასაც დღეს ჩემგან ელის. ის არ უნდა იდგეს კარს უკან და არ უნდა უყურრებდეს როგორ ვეფერები ჩემს შვილს. იმიტომ რომ მანაც უნდა იცოდეს რას ნიშნავს ეს. ყველა ბავშვმაუნდა იცოდეს ეს. ამას იმიტომ არ გეუბნებით, რომ არ მინდა ლილი ჩემს სახლში ცხოვრობდეს, იმიტომ არ გეუბნებით რომ ის მე მაწუხებს ... შეუძლია ჩემს სახლში იმდენ ხანს დარჩეს რამდენიც უნდა...ამას იმიტომ გეუბნებით, რომ თქვენ ნამდვილად კარგი შვილი გყავთ.
თიკომ ისევ სცადა სიტყვის ჩაკვეხება მაგრამ გადაიფიქრა.
-ამბობენ ,რომ ყველაზე საშინელ სიტუაციაშიც კი არის რაღაც დადებითი. და თუ თქვენ მაშინ 14 წლის წინ ყველაზე საშინელ სიტუაციაში იყავით ჩათვალეთ ,რომ ამ ყველაფრის დადებითი თქვენი შვილია. იმიტომ, რომ არ არსებობს ამ ქვეყნად უფრო ძვირფასი რამ ვიდრე შვილია. ის თქვენს წინაა.უბრალოდ უნდა მისცეთ უფლება რომ იგრძნოთ... ის კარგი და ჭკვიანი ბავშვია და თუ ეტყვით რას გრძნობთ და რა გაწუხებთ ის აუცილებლად გაგიგებთ. დარწმუნებული ვარ , რომ გაგიგებთ. და როცა ეს მოხდება დამიჯერეთ, რომ ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერ ქალად იგრძნობთ თავს...
ანა სულ რამდენიმე წამს იდგა და უყურებდა თამუნას. არაფერი უთქვამს, მაგრამ სახეზე შეეტყო როგორ აემღვრა თვალები.
თვითონაც შინაგანი კანკალი ჰქონდა. წარმოდგენაც არ ჰქონდა საიდან მოუყარა ამდენ წინადადებას თავი, მაგრამ ის კი იცოდა რომ თქვა ის რასაც ფიქრობდა... რასაც გრძნობდა...
ანა შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ჭიშკრისკენ. თიკოს მისი შეჩერება არც კი უცდია. მხოლოდ თამუნას დაადო მხარზე ხელი და გაუღიმა.
-ეს ის იყო რის თქმასაც მთელი სეანსი ვცდილობდი დღეს !



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

უძლიერესი თავიი იყოო ყოჩააღ <3 ვიკას ძააან ზედმეტი მოდის :X

 


№2 სტუმარი nini

ძალიან მომეწონა კარგი იკნება თუ მალ მალე დადებთ :)

 


№3  offline წევრი loveblee

<3 ძალიან კარგი იყო <3 მალე დადე რა <3
--------------------
X.o.X.o Loveblee

 


№4  offline წევრი LoNdA DM

Dzalian momewona da kargi iqneba tu dges dadeb. Icode velodebi shemdeg tavs. Ana gamosworebis pirasaaa da es maxarebs. Lili dzaan sayvarelia.

 


№5  offline წევრი lisebeth

მადლობა ყველას

 


№6  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან მაგარი თავი იყო , საოცარი.

 


№7 სტუმარი ტატალია

ამ ისტორიაზე მეტად არაფერი მიყვარს.
შენს ისტორიას რომ ვკითხულობ, გაუბედურებული ანაც ვარ...დატანჯული თამუც ვარ, დაჩაგრული ლილიც და შენ წარმოიდგინე ეგოისტი ვიკაც.
უმაგრესი გოგო ხარ ისე საოცრად წერ, რომ ჩვენამდე თითოეულის ტკივილი, სიხარული და ცხოვრება ნათლად მოდის. ისე მოდის, რომ თავი ამ მოთხრობის გმირი მგონია ხოლმე.
ძალიან მიყვარხარ მე შენი მოთხრობითურთ

 


№8 სტუმარი მიკა

Saocreba iyooo sheileba itqvas, sauketesoo.. tamu ra magaria, yochagh.. arachveulebrivi qalia.. darwmunebuli var, ana gamoswordeba da yvelaperi daulagdebat.. lilic ipovis tavis adgils cxovrebashi da yvelgan ar igrdznobs tavs zedmetad.. umagresi xar

 


№9  offline წევრი lisebeth

lalita
ძალიან მაგარი თავი იყო , საოცარი.

ტატალია
ამ ისტორიაზე მეტად არაფერი მიყვარს.
შენს ისტორიას რომ ვკითხულობ, გაუბედურებული ანაც ვარ...დატანჯული თამუც ვარ, დაჩაგრული ლილიც და შენ წარმოიდგინე ეგოისტი ვიკაც.
უმაგრესი გოგო ხარ ისე საოცრად წერ, რომ ჩვენამდე თითოეულის ტკივილი, სიხარული და ცხოვრება ნათლად მოდის. ისე მოდის, რომ თავი ამ მოთხრობის გმირი მგონია ხოლმე.
ძალიან მიყვარხარ მე შენი მოთხრობითურთ

მიკა
Saocreba iyooo sheileba itqvas, sauketesoo.. tamu ra magaria, yochagh.. arachveulebrivi qalia.. darwmunebuli var, ana gamoswordeba da yvelaperi daulagdebat.. lilic ipovis tavis adgils cxovrebashi da yvelgan ar igrdznobs tavs zedmetad.. umagresi xar

დიდი მადლობა ჩემი საყვარლებო heart_eyes heart_eyes

 


№10  offline მოდერი Behandice

ზუსტად ისეთი იყო მე რომ
მინდოდა.
იცი რო ვკითხულობდი მეგონა ჩემი დაწერილი იყო პატარ-პატარა ეპიზოტები,იმდენად მსგავსება ვნახე აზრებში და ეგოისტურად მომეწონა ეს თავი.
მძიმე თავი იყო,მემგონი გამოიხედა თვალებში ანამ.
როგორ მინდა ლილისთან კარგი ურთიერთობა დაამყაროს.
დასაწყისში მაგალითად კარგი იქნებოდა სკოლაში რომ მიეკითხა,გაუხარდებოდა ლილის.
ვიკა იქცევა საშინლად,რაღაც მხრივ მართალია რომ ვერ იტანს ამ სიტუაციას მარა მშობლებმა უნდა მოთოკონ როგორმე.
ძალიან,ძალიან მაგარი გოგო ხარ!
საოცრად წერ! heart_eyes

 


№11 სტუმარი Uhhu

Uuuu ra sascauli da dzlierii tavii ikoooo<3
Vika ikvrva ori clis bavshvivit da dzalian zedmetebi modis.
Am saitze eseti cxovrebiseuli da szriani motxroba jer ar camikitxavs

 


№12  offline წევრი lisebeth

Behandice
ზუსტად ისეთი იყო მე რომ
მინდოდა.
იცი რო ვკითხულობდი მეგონა ჩემი დაწერილი იყო პატარ-პატარა ეპიზოტები,იმდენად მსგავსება ვნახე აზრებში და ეგოისტურად მომეწონა ეს თავი.
მძიმე თავი იყო,მემგონი გამოიხედა თვალებში ანამ.
როგორ მინდა ლილისთან კარგი ურთიერთობა დაამყაროს.
დასაწყისში მაგალითად კარგი იქნებოდა სკოლაში რომ მიეკითხა,გაუხარდებოდა ლილის.
ვიკა იქცევა საშინლად,რაღაც მხრივ მართალია რომ ვერ იტანს ამ სიტუაციას მარა მშობლებმა უნდა მოთოკონ როგორმე.
ძალიან,ძალიან მაგარი გოგო ხარ!
საოცრად წერ! heart_eyes

Uhhu
Uuuu ra sascauli da dzlierii tavii ikoooo<3
Vika ikvrva ori clis bavshvivit da dzalian zedmetebi modis.
Am saitze eseti cxovrebiseuli da szriani motxroba jer ar camikitxavs

როგორ მახარებთ არც იცით
მადლობა დიდი <3

 


№13  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ყველაზეე ყველაზე ემოციური თავი იყო :( ანა როგორ მეცოდება და როგორ გამახარა ეხლა❤❤❤❤გამოსწორების გზაზეა და ლილი იმსახურებს მის სითბოს❤
აი, ვიკა კი დასასჯელია!ისეთი რამე უნდა იწვნიოს რომ როგორც იქცევა ეხლა მერე ინანოს :( ღირსია მისმა "საყვარელმა მეგობრებმა" მიატოვონ და მარტო დარჩეს! ამ მომენტში კი ლილი დაეხმაროს... ეჰ, ოცნებებში წავედი :დ იქნებ მაგათთაც დაულაგდეთ ურთიერთობა :( დები არიან ბოლო ბოლო❤თან ეხლა დაიკო ან ძამიკოც რომ ეყოლებათ :დ
ძალიან მაგარი თავი იყო❤
ყოჩაღ თამუნას!
ყოჩაღ თოკოს!
ყოჩაღ ანას დედას!
და ყოჩაღ თავად ანანოს!
❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
ნამდვილად ყველა ღირსეულად ძლიერი ქალია❤❤❤❤

 


№14 სტუმარი ani

kargad wer dzalian momwons mara or dgeshi ertxel deb an upro gvianac koveldge dade ra

 


№15  offline წევრი (((end)))

ვერ გეტყვი,რომ საუკეთესო იყო
მაგრამ მაინც კარგი იყო ეს თავიც kissing_heart
დავიღალე უკვე ვიკას საქციელებით, გავიგეთ მისი პოზიცია
იქნებ განავითარო ლილის,ვიკასა და ლუკას ურთიერთობები
უფრო მეტი მინდა ლუკაზე და ლილიზე
უფრო მეტი მინდა ვიკასგან
ანა გამოსწორების გზაზეა
გოჩა შემიყვარდა
თამუნა ხომ საუკეთესოა
მოკლედ კარგია,მაგრამ დავიღალე სულ "ასე"
წარმატებები kissing_heart

 


№16  offline წევრი lisebeth

gvanciko_gvancunia
ყველაზეე ყველაზე ემოციური თავი იყო :( ანა როგორ მეცოდება და როგორ გამახარა ეხლა❤❤❤❤გამოსწორების გზაზეა და ლილი იმსახურებს მის სითბოს❤
აი, ვიკა კი დასასჯელია!ისეთი რამე უნდა იწვნიოს რომ როგორც იქცევა ეხლა მერე ინანოს :( ღირსია მისმა "საყვარელმა მეგობრებმა" მიატოვონ და მარტო დარჩეს! ამ მომენტში კი ლილი დაეხმაროს... ეჰ, ოცნებებში წავედი :დ იქნებ მაგათთაც დაულაგდეთ ურთიერთობა :( დები არიან ბოლო ბოლო❤თან ეხლა დაიკო ან ძამიკოც რომ ეყოლებათ :დ
ძალიან მაგარი თავი იყო❤
ყოჩაღ თამუნას!
ყოჩაღ თოკოს!
ყოჩაღ ანას დედას!
და ყოჩაღ თავად ანანოს!
❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
ნამდვილად ყველა ღირსეულად ძლიერი ქალია❤❤❤❤

ani
kargad wer dzalian momwons mara or dgeshi ertxel deb an upro gvianac koveldge dade ra

მადლობა საყვარლებო heart_eyes
(((end)))
ვერ გეტყვი,რომ საუკეთესო იყო
მაგრამ მაინც კარგი იყო ეს თავიც kissing_heart
დავიღალე უკვე ვიკას საქციელებით, გავიგეთ მისი პოზიცია
იქნებ განავითარო ლილის,ვიკასა და ლუკას ურთიერთობები
უფრო მეტი მინდა ლუკაზე და ლილიზე
უფრო მეტი მინდა ვიკასგან
ანა გამოსწორების გზაზეა
გოჩა შემიყვარდა
თამუნა ხომ საუკეთესოა
მოკლედ კარგია,მაგრამ დავიღალე სულ "ასე"
წარმატებები kissing_heart

ეს ნაწარმოები არ ეხება ჩამოუყალიბებელი სტუდენტისა და 14 წლის ბავშვების სასიყვარულო ურთიერთიერთობებს
ეს ნაწარმოები სხვა რამეზეა
მადლობა რომ კითხულობ გაიხარე heart_eyes

 


№17  offline წევრი LoNdA DM

lisebeth
gvanciko_gvancunia
ყველაზეე ყველაზე ემოციური თავი იყო :( ანა როგორ მეცოდება და როგორ გამახარა ეხლა❤❤❤❤გამოსწორების გზაზეა და ლილი იმსახურებს მის სითბოს❤
აი, ვიკა კი დასასჯელია!ისეთი რამე უნდა იწვნიოს რომ როგორც იქცევა ეხლა მერე ინანოს :( ღირსია მისმა "საყვარელმა მეგობრებმა" მიატოვონ და მარტო დარჩეს! ამ მომენტში კი ლილი დაეხმაროს... ეჰ, ოცნებებში წავედი :დ იქნებ მაგათთაც დაულაგდეთ ურთიერთობა :( დები არიან ბოლო ბოლო❤თან ეხლა დაიკო ან ძამიკოც რომ ეყოლებათ :დ
ძალიან მაგარი თავი იყო❤
ყოჩაღ თამუნას!
ყოჩაღ თოკოს!
ყოჩაღ ანას დედას!
და ყოჩაღ თავად ანანოს!
❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
ნამდვილად ყველა ღირსეულად ძლიერი ქალია❤❤❤❤

ani
kargad wer dzalian momwons mara or dgeshi ertxel deb an upro gvianac koveldge dade ra

მადლობა საყვარლებო heart_eyes
(((end)))
ვერ გეტყვი,რომ საუკეთესო იყო
მაგრამ მაინც კარგი იყო ეს თავიც kissing_heart
დავიღალე უკვე ვიკას საქციელებით, გავიგეთ მისი პოზიცია
იქნებ განავითარო ლილის,ვიკასა და ლუკას ურთიერთობები
უფრო მეტი მინდა ლუკაზე და ლილიზე
უფრო მეტი მინდა ვიკასგან
ანა გამოსწორების გზაზეა
გოჩა შემიყვარდა
თამუნა ხომ საუკეთესოა
მოკლედ კარგია,მაგრამ დავიღალე სულ "ასე"
წარმატებები kissing_heart

ეს ნაწარმოები არ ეხება ჩამოუყალიბებელი სტუდენტისა და 14 წლის ბავშვების სასიყვარულო ურთიერთიერთობებს
ეს ნაწარმოები სხვა რამეზეა
მადლობა რომ კითხულობ გაიხარე heart_eyes

Es 14 wlis bavshvebi gazarde , anam xom unda gaiaros reabilitacia amas wlebi schirdeba , gochas 2 tu 3 weli daschirda reabilitaciistvis da esenic gaizrdebian. Gazarde mere ra , xo kide male dade

 


№18  offline წევრი Tushma19

ლილის მონოლოგს რომ ვკითხულობ სულ მეტირება ისეთი მარტოსული უბრალო და საყვარელია თავი ყველაგნ ზედმეტი ჰგონია:((((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent