''ორმაგი ცხოვრება'' (მეთერთმეტე თავი)
უკვესაღამოვდებოდა ლუკა რომ მოვიდა ვიკას სანახავად, მაგრამ დიდხანს არ გაჩერეულა. არც ნია მოსულა, დარეკა ჩემები დღეს არ მიშვებენო. ცოტა ხანში ვიკამაც მოიწყინა და დაწოლა მინდაო გამოაცხადა. თამუნამაც ხელმოხვეული წაიყვანა იგი. გოჩა ლილისკენ გადაჯდა.. - გინდა ბაღში გავისეირნოთ? ცოტა ვილაპარაკოთ - კარგი...- მის ნებას დაჰყვა გოგონა - მომიყევი შენზე ცოტა რამ. რა გიყვარს, რაზე ოცნებობ... რა გაინტერესებს? -არქეოლოგია მაინტერესებს. ალბათ რომ გავიზრდები არქეოლოგიაზე ჩავაბარებ... ან ისტორიულზე... ვნახოთ... -არქეოლოგია საინტერესოა. ვიკას უნდა ტანსაცმლის დიზაინერი გამოვიდეს ან მსახიობი, ან მოდელი ... - ჰო, მაგათ საინტერესო ცხოვრება აქვთ. - თუ იმას გააკეთებ რაც მოგწონს შენც გექნება საინტერესო ცხოვრება. იქნებ ამ ქვეყნის დამალული განძი აღმოაჩინო და სახელი გაითქვა. ლილიმ გაიცინა; -არ იქნებოდა ცუდი. ისე მე პირამიდების ნახვა მინდა. კიდევ სფინქსის... ისტორია ძალიან მიყვარს. თქვენ რა გიყვარდათ ჩემს ასააკში? გოჩა ეზოში გრძელ სკამზე ჩამოჯდა და ლილის ანიშნა დაჯექიო -მე მინდოდა ავტომრბოლელი გამოვსულიყავი. მანქანები მიყვარდა. პირველი მანქანა მამამ მიყიდა უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე. მერე თამუნა რომ შევირთე მაშინ მიყიდა. ერთ კვირაში დავამტვრიე. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. შენ? შენ გინდა რამე ისე ძალიან როგორც მე მინდოდა მაშინ მანქანა? -არაა. მასე არასდროს არაფერი მდომებია. - შენებმა რა გითხრეს დარჩენაზე? -რავიცი არაფერი. ისე ადრე არსად დავრჩენილვარ. ბებოს არ უნდოდა. ვიკა სადმე რჩება ხოლმე? -კი კლასელებთან. ზაფხულზე ბათუმში მიდის ბებიასთან. თამუნას დედა ცხოვრობს ბათუმში. -ჩვენ ზღვაზე არ დავდივართ. - წელს მე წაგიყვან. წამოხვალ ჩემთან ერთად? - ჰო, მაგრამ უხერხული არ იქნება? - რა უნდა იყოს უხერხული. შენ ჩემი შვილი ხარ. - ასე მგონია ვიკას თავის ცხოვრებას ვართმევ. ის მართალია, ასე უცებ გამოვჩნდი და. ყველაფერში ვეცილები. ან იქნებ არც ვეცილები მაგრამ მაინც ასე ჩანს. ყოველ შემთხვევაში მაგისთვის - მაგაზე არ იფიქრო. შენ არავის არაფერს ართმევ. აქ მხოლოდ მე ვარ შუაში და მე უნდა მოვაგვარო ყველაფერი. ახლა იცი რაა? წადი დაისვენე. შენთვის ოთახი მოვამზადებინე და შეწყვიტე მსგავს სისულელეებზე ფიქრი. კარგი? ლილიმ თავი დაუქნია და გაუღიმა. გოჩამ მოეხვია და აკოცა. გოგონა ფეხზე წამოდგა და სახლისკენ წავიდა, მაგრამ მერე მოტრიალდა. - იცით რაა? მე ძალიან მიხარია, რომ მამაჩემი თქვენ ხართ. თქვენ მე მაგრძნობინეთ, რომ ვიღაცისთვის სასურველი ვარ. აქამდე ამას მხოლოდ ბებოსგან ვგრძნობდი. გოჩას გაეღიმა და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ლილი შებრუნდა და გაიქცა. სახლში, რომ შევიდა ვიკას ძიძამ ზედა სართულამდე აჰყვა და სტუმრების ოთახი დაანახა სადაც შეეძლო დაწოლილიყო. თვითონ ქვევით დაბრუნდა. დერეფფანს გაჰყვა, მაგრამ ხმა გაიგონა და გაჩერდა. ოთახის კარი ნახევრად შეღებული იყო. იქედან ვიკას სიცილი ისმოდა. თამუნა საწოლზე ჩამომჯდარიყო. ხორცისფერი ხალათი ეცვა კოჭამდე გრძელი. ვიკა რაღაცეებზე იცინოდა. თამუნა ცდილობდა გაეჩერებინა. საბანი დააფარა და დაიძინეო უთხრა. ვიკა ქალს ჩაეხუტა და იმანაც ვეღარ მოიცილა. ლილის გული შეეკუმშა. თავი მის ადგილას წარმოიდგინას, მაგრამ ვერა... ანა ამის მეასედ ყურადღებასაც არ იჩენდა მის მიმართ . დედამისს ძილის წინ საბანი არასდროს გაუსწორებია მისთვის, არც უკოცნია და არც ტკბილი ძილი უსურვებია. ცრემლები კისერში მოაწვა. თამუნამ ხელი უშვა ვიკას და ამ დროს თვალი მოკრა ლილის. გოგონა შეცბა და შიშისგან გაიქცა. - დაიძინე საყვარელო- საბანი მიაფარა ქალმა. თვალი ჯერ კიდევ კარისკენ ქონდა. სინათლე ჩააქრო და გარეთ გამოვიდა. დერეფანში არავინ იყო. გზა გააგრძელა და სტუმრების ოთახს მიუახლობდა. დერეფნის ფანჯრიდან დაინახა გოჩა ბაღში იდგა და ტელეფონზე საუბრობდა. ნელა შეეხო კარს და შეიხედა. ლილი საწოლზე თავდახრილი იჯდა. კარის ჭრიალი, რომ გაიგო გამოერკვა.ცოტა შეცბა კიდეც. თავი უხერხულად იგრძნო. - მაპატიეთ არ მინდოდა ხელი შემეშალა. თქვენი მოსმენა არც მიფიქრია. მე უბრალოდ... თამუნა მის წყლიან თვალებს დააკვირდა და მიხვდა რაში იყო საქმე. მართალია ასეთი თვალები მის შვილს არ ჰქონია, მაგრამ მან იცოდა. იცოდა ის რაც იყო მიზეზი. დედამ ყოველთვის იცის! თუნდაც ის შენი ღვიძლი დედა არ იყოს. რაღაც ჟრუანტელისმაგვარი იგრძნო. გული აუჩქარდა. დედობრივმა გრძნობებმა იჩინა თავი. თავისმა მდგომარეობამ ორმაგად გაამძაფრა ეს ყოველივე... ხომ ამბობენ ორსულობა ქალს უფრო გულჩვილს ხდისო. ჰორმონების და მთელი რიგი მიზეზების დამსახურებით. -გპირდებით მე აღარ... -უყურებდი ვიკას როგორ ვეფერებოდი. ვიკა ასეთია. ღამით ვეფერები და ისე იძინებს დილით კი ჩხუბი მიწევს რომ გავაღვიძო. შენ გვიყურებდი... ვიცი რატომაც... ხმა გაუწყდა ქალს _გოჩას ნათქვამი გაახსენდა, ლილის სხვანაირი ცხოვრება აქვსო. მან კარგად იცოდა სხვანაირში რა იგულისხმებოდა. - ჰოო... აქ ყველაფერი სხვანაირადაა. ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებას არ ჰგავს. -დედაშენი არასდროს გეფერება? ლილიმ თავი გააქნია. თამუნამ გაიფიქრა როგორ შეიძლება დედა შვილს არ ეფერებოდესო, მაგრამ გაახსენდა გოჩამ რაც ჩაიდინაა წლების წინ. რაღაც მომენტში ვერც გაამტყუნა, მაგრამ მაინც უჩვეულოდ ეჩვენა. ლილი ოჯახურ სითბოს და სიყვარულს იყო მოკლებული. იქნებ ძალიანაც მოსიყვარულე ბებია ჰყავდა, მაგრამ ბავშვს მშობელს ვერავინ შეუცვლის. მან ეს იცოდა. ყველა დედამ იცის, იმიტომ რომ მერთთდროს ისიც ყოფილა შვილი. თამუნა საწოლზე ჩამოჯდა. უჭირდა იმის თქმა რასაც აპირებდა. -როდესაც შენს შესახებ გავიგე ამასთან შეგუება გამიჭირდა. არ მოგატყუებ... ახლაც მიჭირს..... ბევრი მიზეზი მაქვს ამისთვის რაზეც საუბარს არ ვაპირებ. მაგრამ ისიც ვიცი, რომ ადამიანები იმიტომ ვართ რომ შეცდომებს ვუშვებთ. მეც ბევრჯერ დამიშვია, გოჩასაც... შენ თუ არ დაგიშვია აწი დაუშვებ. გარდაუალი რეალობაა. ჩემი შვილიც დაუშვებს და მე ამას ვერ ავაცილებ თავიდან. ყველაზე ერთგულ ადამიანსაც არ შეუძლია მეორე ადამიანი საკუთარი თავისგან დაიცვას. ცხოვრება რთულია. შენ ეს უკვე იცი. ზოგი ადრე ხვდება ამას ზოგი გვიან. შენ ადრე მიხვდი და ნუ გგონია რომ ეს ცუდია. ჯერ კიდევ დაბლა დაფრინავ... მწარე იქედან ჩამოვარდნაა აი მაღლა რომ აფრინდები. ძირს ეცემი და წამიერად გგონია, რომ ვეღარ წამოდგები... ხელ- ფეხი გეყინება და უსასრულობაში მოწყვეტილი რჩები. მე ეს ბევრჯერ დამემართა. .. და ყოველ ჯერზე მაშინ როცა ძალიან მაღლა მეგონა ჩემი თავი. ახლა წლების შემდეგ იმაზე უფრო მაღლა ვარ ვიდრე როდესმე ვყოფილვარ და მეშინია... მეშინია, რომ დავეცემი და ამჯერად ვეღარ წამოვდგები. - თქვენ ადამიანები გყავთ ვის გამოც ადგომა ღირს. თქვენ ხომ საყვარელი ადამიანები გყავთ. - ვიცი. საყვარელ ადამიანებს სასწაულის მოხდება შეუძლიათ. სიყვარულს შეუძლია საკუთარი თავი დაგაკარგვინოს. შენც გამოცდი ამას როცა დრო მოვა და მიხვდები ახლა რასაც გეუბნები... ლილი გაჩერდა! - როგორ გგონიათ დედას შეუძლია შვილი არ უყვარდეს? ახლა თამუნაც გაჩერდა. ფიქრობდა რა უნდა ეპასუხა. -როცა დედა ხდები არჩევანი აღარ გაქვს. ყველა ქალის რაღაც ნაწილი ქალია, მეორე ნაწილი დედა. - ანუ თქვენი აზრით ეგ არჩევანი არც დედაჩემს აქვს? ლილიმ შუბლი მოჭმუხნა. - ხანდახან არის რაღაცეები რისი გაკეთებაც გვინდა, მაგრამ ვერ ვაკეთებთთ. არსებობს ისეთი ბარიერები რაზე გადასვლაც გვიჭირს. ყოველთვის გრძნობები ვერ იმარჯვებენ ლილი... რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს ის. ხანდახან ბარიერი უფრო მაღალია. მასზე გადახტომა კი სასწაულის მოხდენის ტოლფასი... სასწაულები კი ძალიან იშვიათად ხდება. ლილიმ კარგად მიხვდა თამუნა რასაც გულისხმობდა. გული რაღაცნაირად დაუმშვიდდა. ერთი წამით დაუშვა, რომ შესაძლო იყო ანას ის სულაც არ სძულდა. შვება იგრძნო... თითქოს დიდი ხნის გახსნილი ჭრილობა გადაუხვიესო. თავი ასწია და ქალს მადლიერების გრძნობით შეხედა. თამუნამ გაუღიმა. ლილიმ გაიფიქრა რა სასიამოვნო ღიმილი აქვსო. თავი ნსუბუქად იგრძნო. იგრძნო ხელზე მეორე ხელის შეხება. ძალიან თბილი და ნაზი კანი ჰქონდა. აი ისეთი ჟრუანტელი რომ დაგივლის. -მე წავალ. შენ დაისვენე. - წამოდგა ქალი. ლილიმ საბანი ასწია და ფეხზე გაიძრო. კართან რომ მოვიდა თამუნას თვალწინ გაურბინა იმ კადრმა ვიკას საბანს რომ უსწორებდა და ამ დროს. ლილი დაინახა. ქუსლზე შეტრიალდა და კარს ხელი გაუშვა. ბავშვი უკვე საბნის ქვეშ იწვა. ქალს თეთრი ნაზი ხელები ითრთოდა. მარჯვენაზე ბრილიანტის და ქორწინების ბეჭდებიეკეთა. მეორე ხელზეც ეკეთა წვრილი ბეჭედი ნეკაზე. თამუნას თითები გადაეჭდო და რაღაცნაირად უყურებდა. ” მგონი ამ ორსულობამ სულ გამოგაშტერა” - გაიფიქრა გულში მაგრამ უკვე ოთახში შესულიყო. ბავშვის სევდიანი თვალები გაახსენდა, რამაც გამბედაობა შეჰმატა. -გინდა საბანი გაგისწორო? - მისდაუნებლიედ წამოცდა და ათრთოლებული ხელები მოჰკიდა ზეწარს. რომელსაც წუთის წინ ნერვიულად იგრეხდა. ლილიმ თავი უცნაააურაად იგრძნო. უცნაურად, მაგრამ განსხვავებულად. რაღააც სითბოს მაგვარი ჩაეღვარა სულში. გაიფიქრა ნეტა ასეთი შეგრძნებააა დედის გვერდოით ყოფნაო? ქალი საწოლზე რომ დაიხარა მისი თმები ლამის ცხვირზე შეეხო ლილის. ველური კენკრის სურლელმა ნესტოებში მოუღიტინა. თამუნას თავი, რომ არ აეწია შეიძლებოდა ხელითაც შეხებოდა. სათქმელი ტუჩებზე მოადგა, მაგრამ ვერ მოასწრო. ის უკვე კარს ხურავდა. მხოლოდ მაშინ მიხვდა,რომ სინათლე ჩაექრო. თავი საბანში ჩაყო და გაისუსა. წამით მოეჩვენა, რომ საწოლს ველური კენკრის სურნელი ჯერ ისევ ასდიოდა. თამუნა სახელურზე ჩამოყრდნობილი იდგა. თავს უცნაურად გრძნობდა, მაგრამ ბევრად უკეთესად. ბრაზმა და გულის წყვეტამ გადაუარა. ახლა ბევრად უკეთ იყო... ახლა აღარაფერი ბოჭავდა... წამით საკუთარ საქციელზე დაფიქრდა და სიამაყის გრძნობა დაეუფლა... მან ეს შეძლო... სიბრაზეს და სასოწარკვეთას გაუმკლავდა.... ახლა თავი უკეთეს ადამიანად იგრძნო... - ის არაა დამნაშავე- გაუმეორა თავის თავს და ამჯერად თავისივე ნათქვამი დაიჯერა. ფანჯრიდან გადაიხედა. გოჩა იქ აღარ იდგა. მიხვდა, რომ უკვე ოთახში იქნებოდა. თვითონაც იქეთ წავიდა $$$$$ დილით მზია, რომ ადგა ანა უკვე სამზარეულოში იჯდა და ჩაის სვამდა. თვითონაც დაისხა და მის პირისპირ დაჯდა. ცოტახანს შეიცადა, მაგრამ შვილი რომ არ გამოელაპარაკა თვითონ დაიწყო. - ლილი წუხელ მამამისთან დარჩა ანამ მხრები აიჩეჩა და ჯემი პურზე გადაუსვა. - ხვდები, რომ ის იმ ხალხთან პოულობს სიყვარულს რასაც შენ არ აძლევ? ხვდები ამით რას ჩადიხარ? შვილს დაკარგავ ანა... -ჰოდა წავიდეს და იცხოვროს თავის ახალ და გამოპრანჭულ დედიკოსთან. ისედაც ჩვენს თავს ურჩევნია უკვე. გაუშვი და წავიდეს თუ უნდა... -რას ამბობ ანა? ჩემს გოგოს იმათ არასდროს გავატან. ლილი ჩემი სიცოცხლეა ანამ აინუნშიაც არ ჩააგდო მისი სიტყვები - რამდენი ხანია სეანსებზე აღარ დადიხხარ? ბოლო დროს სხვანაირიიიყავი. - სეანსებმა თავის საქმე გააკეთა. ახლა აღარ მეშინია, წარსულით აღარ ვცხოვრობ და მინდა ახალი გავაკეთო რამე. სხვათაშორის უკვე დავიწყე... - რა დაიწყე?-შეშფოთდა ქალი -გუშინ პასპორტის გასაკეთებლად ვიყავი. ჩემს დასთან მივდივარ ამერიკაში. დროა მეც ვეწიო გზას. აღარ მინდა შინაბერასავით დაგლახავებულად ვგრძნობდე თავს. მაშინ როცა ზოგიერთები ბრწყინავენ ... არა და მეც ხომ შემეძლო მებრწყინა? ამის ბედნიერება წამართვეს და ახლა წმინდანებათ მოაქვთ თავი. იმ არამზადასაც და მის გადაპრანჭულ თოჯინასაც. თუ ასე უნდა წაიყვანოს თავისი შვილი და წავიდეს. იქნებ მასზე მზრუნველობით ცოტათი მაინც დაიმშვიდოს სინდისი. - რას ამბობ ანა. შენ დაიმშვიდებ მერე სინდისს? მერე მე რას მიპირებ? ან ლილის? ჩვენ რა დავაშავეთ? - ყველამ დააშავეთ. შენც და ყველამ. მაიძულე რომ გამეჩინა იმ მოძალადის შვილი. ცხოვრება და ოცნებები დამიმსხვრიეთ. შემეძლო ექიმი ვყოფილიყავი, მაგრამ მიმღებში ვზივარ და სასაცილო ხელფასზე ვცხოვრობ. მაშინ როცა იმ დამნაშავეს ჩემზე უკეთესი ცხოვრება აქვს. არა და არ დაუმსახურებია. უსამართლობას ვერსად ხედავ? - კი ვხედავ. შენს თვალებში. ბავშვს აწამებ იმით რაშიც ბრალი არ მიუძღვის. იქნებ ის კაცი კიდევაც მოძალადეა მაგრამ მაინც შენზე უკეთესია. შენს თავს შეხედე რად იქეცი ანა... შენს თავს შეხედე-მეთქი - რად ვიქეცი? თუ რად მაქციეს? - 14 წელი გავიდა შვილო. ამ წლებმა რატომ ვერ გასწავლა, რომ წარსულზე მოთქმით მას ვერ შეცვლი? მომავალია მთავარი. ცოდვას ჩადიხარ შვილო... შვილის უარყოფა ცოდვაა ანა...ცოდვა -ცოდვა... - ჩაიცინა ქალმა და ოთახიდან გავიდა. მზიამ მაგიდა გადაასუფთავა და ლეპტოპი გახსნა. თავის მეორე შვილს უნდა დალაპარაკებოდა დილის საუზმე, რომ დაასრულეს გოჩამ ეზომდე გამოჰყვა ლილის ,რომ სახლში წაეყვანა. მასაც რაღაცნაირად უკეთესად მოეჩვენა იგი, მაგრამ არ უკითხავს. ვიკა დაღვრემილი იდგა ეზოს კიბესთან ,მაგრამ არაფერი უთხვამს. გოჩასთვის მიცემული პირობა მუდამ ახსოვდა. ხელები გადაეჭდო და ისე უბღვერდა ლილისაც და მშობლებსაც თითქოს დანაშაულს ჩადიოდნენ. -საყვარელო სახლში შედი_ მისი სახე ხელებში მოიქცია გოჩამ და შუბლზე აკოცა. _ჯერ ისევ სუსტად ხარ... -უკეთ ვარ მამა_მტრულად გამოხედა ქვემოდან. -თამუ მალე მოვალ ქალმა ნაზად გაუღიმა. ჯერ ისევ წინა ღამის ხორცისფერი ხალათი ეცვა. გოჩამ მანქანის კარი გაუღო ლილის. ისიც მივიდა, რომ ჩამჯდარიყო, მაგრამ სანამ ფეხს ააბიჯებდა მობრუნდა და თამუნას წინ გადგა. -გმადლობთ_რაღაცნაირად სევდიანად წარმოთქვა, მან და ვიკასკენაც გააპარა თვალი თამუნას არაფერი უთქვამს, მაგრამ ლილიმ დაინახა როგორ გაეპო ბაგე გასაღიმებლად. ეს სრულიად საკმარისი იყო მერე მანქანაში შეხტა. გოჩამ ინტერესით და კითხვის ნიშნებით აღსავსე სახით გადმოხედა ცოლს, მაგრამ მას ადგილი არ მოუცვლია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
![აქტიური მკითხველი](http://4love.ge/uploads/fotos/foto_546974.jpg)
![აქტიური მკითხველი](/templates/love/dleimages/noavatar.png)
![აქტიური მკითხველი](/templates/love/dleimages/noavatar.png)
![აქტიური მკითხველი](http://4love.ge/uploads/fotos/foto_541601.jpg)
![აქტიური მკითხველი](http://4love.ge/uploads/fotos/foto_529685.jpg)
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.