შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

stokholm syndrome #8


17-09-2016, 16:28
ავტორი madamfiso
ნანახია 1 634

თავი მერვე
ლილი გულაღმა იწვა სინდის შელახულ, მტვრიან დივანზე, თვალებით სიბნელეს მიშტერებოდა და, თითქოს ამ ნესტიან სარდაფში კი არა სადღაც სხვაგან იყო. ამ სამყაროზე ბევრად შორს, ნაკლებად დესპოტურ მხარეში, სადაც ყველაფერი ფერადი იყო. მისითვალები ისე შეეჩვია სიბნელეს, რომ კატის თვალების მსგავსად უკვე მის თვალებსაც შეეძლოთ უკუნით სიბნელეში, ბინძური ჟანგის ლაქების ამოცნობა ჭერზე, რომელიც ობობის ქსელთა სამყოფლად იყო ქცეული. ლილიმ წარმოსახვის ჭიაყელები კარგად "შეაჯანჯღარა" და ისინიც სწრაფად ამოქმედდნენ, გოგონამ წარმოიდგინა, როგორ გამოივლიდა ერთი კარგად შასუქებული ფეხსახსრიანი სიმახინჯე, როგორ ამაყად მოაბიჯებდა იატაკზე, შემდეგ კედელზე, საბოლოოდ ჭერს რომ მიუახლოვდებოდა, კედლისა და ჭერის გზა გასაყართან, იწყებდა ხარიჩის ქსოვას... ეს რომ წარმოიდგინა, გაახსენდა ერთი ზღაპარი, რომელსაც ბებია უყვებოდა ხოლმე. ახლა ლილიმ ისევ ააფორიაქა ჭიაყელები და შეეცადა ზღაპრის შინაარსი გაეხსენებინა, შემდეგ კი წარმოსახვაში გაეცოცხლებინა.
"ორი ობობა იყო, და-ძმა. ძალიან შრომის მოყვარენი, თუმცა ვერადა ვერ ეშოვნათ სამსახური. მივიდნენ ერთ მაღაზიაში და კაცს სთხოვეს აგვიყვანე, კარგ ხალიჩებს ვქსოვთო. კაცმა უთხრა, დარჩით ამაღამ, დილამდე მოქსოვეთ და ხვალ შევაფასებო. და-ძმა მთელი ღამე ქსოვდა, საბოლოოდ კი, კედლის ერთ კუთხეში უზარმაზარი ობობის ქსელი გაჩნდა. მაღაზიის მეპატრონემ გაიცინა და ორივე დაითხოვა. იარეს საბრალო ობობებმა, იარეს და კიდევ ერთ მაღაზიას მიადგნენ, ამ მაღაზიის პატრონმაც წინას მსგავსად ერთი ღამე მისცა "ხალიჩის" მოსაქსოვად და თვითონ კი დასაძინებლად წავიდა. ობოლმა და-ძმამ იფიქრა, ალბათ, ის ხალიჩა პატარა იყო და იმიტომ დაგვიწუნესო, ამიტომ უფრო გულმოდგინეთ იშრომეს და ამჯერად კედლის კუთხეში, ბევრად დიდი ობობის ქსელი გაჩნდა. ქანცგაცლილ და-ძმას გამთენიისას ჩაეძინა. სწორედ ამ დროს მოდიოდა ხოლმე მაღაზიაში დამლაგებელი. დაინახა თუ არა კედლის კუთხეში დაჩენილი უზარმაზარი ობობის ქსელი აიქნია ცოცხი და ხალიჩაც გაქრა... მოულოდნელი შეჯახების გამო პატარა ობობებს სწრაფად გამოეღვიძათ და ძლივს შეიმაგრეს თავი მიწაზე რომ არ დანარცხებულიყვნენ. მაღაზიის მეპატრონეს ხალიჩა რომ არ დახვდა ობობები ცრუპენტელობაში დაადანაშაულა და გამოყარა...
ისევ თავიდან დაიწყო ყველაფერი... ბოლოს, ყველაფრით დაღლილი ობობები სხვა მაღაზიის პატრონს მიადგნენ. რა შეგიძლიათო, ჰკითხა მეპატრონემ. ხალიჩებს ვქსოვთო, უპასუხეს პატარა ობობებმა. მეპატრონეს გაეღიმა და სთხოვა დილამდე ერთი ხალიჩა მომიქსოვეთო. და-ძმა უკვე მრავალგზის იმედგაცრუებული იყო და ძველებური გულმოდგინებით აღარ უმუშავიათ, მხოლოდ პატარა ობობის ქსელი გახლართეს კუთხეში. მეპატრონემ რომ გაიღვიძა შეუქო ნამუშევარი. ობობები არ ელოდნენ მსგავს რეაქციას და გაოცებულები შესცქეროდნენ კაცს. კაცმა ნიკაპი მოიფხანა და ობობებს ფიქრსავსე მზერა მიაპყრო, შემდეგ კი უთხრა, ხალიჩა ძალიან ლამაზია, მე მომწონს, მაგრამ როგორ უნდა გავყიდოთ, თუკი კედელზე მუშაობთო. შემდეგ ისევ მოიფხანა ნიკაპი და ოთახიდან გავიდა. სიხარული პატარა ობობებს მწუხარებამ შეუცვალა და უკვე წასვლას აპირებდნენ მეპატრონე რომ დაბრუნდა პატარა ფერადი ფიცრებით ხელში. კედელზე მოქსოვილი ხალიჩა ნაზად გადაიტანა ფიცრებზე და ვიტრინაში დადო. ამის შემდეგ ობობები აღარსად წასულან, რადგან ჭკვიანი კაცის ქმედებამ მათი ხალიჩები პოპულარული გახადა და ყველას სურდა მისი შეძენა. ზოგი აბეზარი ბუზების საჭერად იყენებდა, ზოგს კი უბრალოდ მოსწონდა ფერად ფიცრებში გახლართული ნატიფად ნაქსოვი ხალიჩები..." ლილის გაეღიმა, ეგონა ბავშვობის ყველა მოგონება ერთ დიდ სანაგვეში ჰქონდა ჩაყრილი და უკაცრიელ ნაგავსაყრელზე მიტოვებული. თუმცა ამ ზღაპრის გახსენება მაინც შეძლო. ღიმილი სახეზე გაეყინა და ახლა იმის ფიქრი დაიწყო, ნეტავ თუ ანათებს ჩემი კბილები ამ უკუნ სიბნელეში, არის თუ არა ისევ თეთრიო? თუმცა, არა... თეთრი ვეღარ იქნება, ის რომ უკვე საუკუნეა ამ სარდაფშია გამომწყვდეული და ერთხელაც არ გაუწმენდია კბილები ამ ხნის მანძილზე... საუკუნე... მთელი საუკუნე გავიდა... ალბათ ამ "კარცერში" დრო გაყინულია და როდესაც აქედან გავა, ყველაფერი სხვანაირი იქნება სამყაროში... ხალხიც სხვა იქნება როცა გავა.
თუ გავა...
გაჰკიოდა ერთი ტვინის ჭიაყელა.
თუ....
სასაცილოა. როგორ თავნებობენ ეს ჭიები! რა სისულელეების შესახებ აფიქრებენ! ვის რაში აინტერესებს ობობების ზღაპარი, რომლის მორალსაც ვერასოდეს იგებდა, ანდაც კბილების სითეთრეს რა აზრი აქვს, ის ხომ ტყვეა?
მართლა რომ ვერ გავიდეს ამ ნესტიანი ადგილიდან?
აქ ხომ უთუოდ დაიმართებს ტუბერკულიოზს?
ამ სიტყვაზე ისევ ბავშვობის მოგონება ამოქექა სანაგვიდან...
"ჭლექი"...
ჰო, ზუსტად! "ჭლექი" ჰქვია ადამიანთა ენაზე ამ დაავადებას... ისევ ბებია შემოიჭრა გონებაში. და გოგონასაც გაახსენდა, როგორ ღიღინებდა ხოლმე ბებია საოჯახო საქმიანობისას...
კი, კი... "ჭლექი"! სწორედ ასე ჰქვია...
ტვინის ჭიაყელები აფორიაქდნენ, მთელი მოგონებების ნაგავსაყრელი გადაატრიალეს, მაგრამ ლილიმ მხოლოდ ერთი ციცქნა ტექსტის გახსენება შეძლო.
"თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა..."
ჰო, ზუსტად ასე მღეროდა...
მერე როგორ იყო?
არა, არ ახსოვს...
"თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა..."
"თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა..."
"თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა..."
"თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა..."
"თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა..."
"თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა..."
ახლა მხოლოდ ეს სიტყვები ტრიალებდა თავში.
და ბებია, როგორ წმენდს ზედა თაროებიდან მტვერს და მღერის:
"თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა..."
რა არის ჭლექი? ეკითხება პატარა ლილი ბებიას. ის კი ეუბნება რომ დაავადებაა, უკურნებელი სენი... მაშინ ასე იყო, მაგრამ ახლა? ახლა ხომ საუკუნე გავიდა, იქნებ აღმოაჩინეს წამალი? ძველად ხომ ხალხი უბრალო გაციების გამოც იღუპებოდა? შემდეგ უშველეს... თუ საუკუნე გავიდა, ალბათ ლილი უკვე აღარ არის თხუთმეტი წლის... იქნებ კანიც შეაჭკნა და უბრალოდ სიბნელის გამო ვერ ხედავს? ხელით უნებლიედ დაიყწო სახის შემოწმება და თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. კანი არ დაჩიავებულა... თუმცა, აქ ხომ დრო გაიყინა? ალბათ ლილის სხეულიც გაიყინა დროსთან ერთად და არ შეცვლილა...
ნეტავ რამდენი დრო გავიდა?
იქნებ მხოლოდ 5 წუთი და ამ უსასრულო სიბნელემ მოაჩვენა საუკუნედ?
არა, აქ ძალიან ნესტიანი ჰაერია! აქ უდაოდ "აიკიდებს ჭლექს"!
აქედან რომ გავა ალბათ თექვსმეტი წლის იქნება და...
და...
და ის სიმღერაც, ალბათ "ზედგამოჭრილი" იქნება...
"თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა..."
"თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა..."
"თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა..."
"თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა..."
"თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა..."
"თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა..."
"თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა..."
რა სამწუხაროა, რომ არ ახსოვს სიმღერის გაგრძელება. ნეტავ რა ბედი ეწია თექვსმეტი წლის გოგონას?
მოკვდა?
იქნებ სიყვარულმა განკურნა სასწაულებრივად?
ან რომელიმე ღმერთმა?
არა, ღმერთები არ არსებობენ!
რომც არსებობდნენ, დიდი უმაქნისი ვინმეები უნდა იყვნენ...
ალბათ, ზემოდან გვიყურებენ და ერთობიან...
ალბათ, უხილავი ძაფებით ვყავართ გამობმული და თამაშობენ...
იქნებ ეს სამყარო დიდი მარიონეტების თეატრია, ღმერთებისთვის შექმნილი?
იქნებ, მათ არცკი იციან, რომ ჩვენ სული გვაქვს?
გრძნობები...
და მოძრაობაც შეგვიძლია...
ჩვენით...
მათი თოკების გარეშე?
არა, ალბათ არ იციან...
ჩვენ ვუმალავთ!
დიახ, ზუსტად ისე როგორც იმ მულტფილმშია...
რა ერქვა?
" toy story"...
ჰოო...
ასე ერქვა.
უყვარდა ლილის ეს მულტფილმი.
სათამაშოები მხოლოდ მაშინ ცოცხლდებოდნენ, როდესაც ადამიანები ირგვლივ არ იყვნენ...
იქნებ ადამიანებიც მაშინ ცოცხლდებიან, როდესაც ღმერთებს სძინავთ?
არა, ეს სისულელეა...
ღმერთები არ არსებობენ...
მაგრამ რომ არსებობდნენ?
მაშინ ლილის შეეძლებოდა მოძრაობა და აქ არ იქნებოდა!
იქნებ რომელიმე ცელქმა ღმერთმა მოატეხა ფეხები?
როგორც იმ მულტფილმში ცელქი ბავშვი ამსხვრევს სათამაშოებს, ზუსტად ისე!
ლოგიკასთან ახლოა...
არაა...
ზედმეტად სულელურია, ლოგიკური რომ იყოს!
გოგონამ დაახველა.
"უთუოდ ჭლექი ავიკიდე!" გაიფიქრა და ისევ დაახველა.
"თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა..."
"თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა..."
"თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა..."
"თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა..."
"თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა..."
"თექვსმეტი წლის გოგონა ჭლექით იტანჯებოდა..."
"ციხის კარი" გაჭრიალდა. დაიგრიალა და ჭერზე ობობის ხალიჩებში გახლართულმა ნათურამაც ისროლა სინათლის მსგავსი რაღაც. გოგონას ეხამუშა და თვალები დახუჭა. დიდი დრო დასჭირდა სინათლეს რომ შეგუებოდა. ბიჭი ოთახში შემოვიდა. ახლოს არ მისულა შორს იდგა. იდგა და უყურებდა.
-რა გინდა? -ჰკითხა გოგონამ მშვიდი, აუღელვებელი ხმით, თან ნათურას შესცქეროდა. ცდილობდა მასში ცისარტყელის ყველა ფერი დაენახა, თუმცა ვერ შეძლო.
-არაფერი, ხმაური შემომესმა, - ბიჭმა ერთი ნაბიჯი გადადგა და ისევ გაიყინა, - გახველებს?
-რატომ გიკვირს, ამ "სტიან" სარდაფში უთუოდ "ჭლექს ავიკიდებ"... -გაჩუმდა, მერე უცებ წამოჟდა და ბიჭს თვალი თვალში გაუყარა.-აა, იქნებ ღელავ? გეცოდები? ხომ არ გიხარია? კი, უთუოდ გიხარია, ჭლექი შენზე სწრაფად მომკლავს და საქმეც აღარ გექნება... აი, მერე რას გააკეთებ? ცხოვრებას გააგრძელებ? ვითომც არაფერი? ვერ შეძლებ, სუსტი ხარ! -გოგონამ ნიშნის მოგებით გაუღიმა და ისევ ძველ პოზიციას დაუბრუნდა, მწოლიარეს, ნათურას მიშტერებულს.
-ჰო, ვეღარ შევძლებ... მეძებენ...
-ხომ არ გიკვირს?-ისევ მშვიდად, ნათურაზე თვალმოუცილებლად განაგრძო გოგონამ.
-არა, მინდოდა რომ მოვეძებნე...
-ესე იგი, კარგად ვიმალებით...
-ჰო, ჯერ ჯერობით...
-რატომ გინდოდა რომ მოვეძებნეთ?-განაგრძობდა გოგონა ბერის სიმშვიდით.
-იმიტომ რომ დატანჯულიყო, ისევე როგორც ... -იყვირა ბიჭმა.
-მამაჩემი მკვლელი არაა...-მშვიდი იყო გოგონა, ბიჭს კი ეს სიმშვიდე სიგიჟეს უღვიძებდა.
-შენ რა იცი? შენ არაფერი იცი!
-არასოდეს გიცდია გეთქვა, მე კი გულთმისანი არ ვარ...
-მამაშენმა ჩემი საცოლე მოკლა!
-მამაჩემი ექიმია, მკვლელი არაა... - სიმშვიდე.
-ჰო, ექიმია, მთვრალი, აყროლებული ექიმი! -ყვიროდა ბიჭი და აღგზნებული ისე მიუახლოვდა მწოლიარე გოგონას ვერც კი მიხვდა. როდესაც სიმშვიდის ნაპერწკალი მოხვდა სხეულს უკვე ხელები ჰქონდა აპყრობილი და ლილის ყელისაკენ მიმართული. ნაპერწკალი სწრაფად გაღვივდა და ვაჟმა მკლავები დაუშვა.
-რატომ არ აკეთებ იმას რაც გსურს, მე წინააღმდეგობას არ გაგიწევდი...
-ნუ ცდილობ მდგომარეობიდან გამომიყვანო, -ზიზღით, მაგრამ ყვირილის გარეშე განაგრძო ბიჭმა.
-აქ სხვა გასართობი არ მაქვს ძვირფასო, -უპასუხა გოგონამ, თვალი მოსწყვიტა ნათურას და ახლა ვაჟის სახეს მიაშტერდა. ცივად, აუელვებლად. ბიჭმა ვერ გაუძლო ამ მზერას და უნებლიედ გადადგა უკან ნაბიჯი.
ისევ გაიყინა.
-შენ გიჟი ხარ?-ჰკითხა ათრთოლებული ხმით, ალბათ ამის კითხვა არ სურდა და ტვინის ჭიაყელებმა აიძულეს. გოგონა ისევ უყურებდა უსიცოცხლო თვალებით. ბიჭმა კი მისი ტუჩის ბოლოში რაღაც ირონიულს მოჰკრა თვალი. მგონი ღიმილი იყო. ან არა. იქნებ მოეჩვენა? ისევ დაიიწყო უკან დახევა. ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ. თან გოგონას უყურებდა და თვითონაც არ იცოდა რას ფიქრობდა. ყველა ფიქრი ჩანასახშივე წყალდებოდა და მისი არსებობა მაშინვე ავიწყდებოდა. მზერა რომლითაც ვაჟი მონუსხა გოგონამ ახლა სხვა მხარეს მიაპყრო. ვაჟმაც თითქოს შვება იგრძნო და ჰიპნოზიდან გამოსული ფიქრებს აღარ კარგავდა. კარისაკენ შებრუნდა, შუქი ჩააქრო, ურდული ჩამოწია:
-კბილის ჯაგრისი მჭირდება...
ბიჭი ისევ გაიყინა, შუქი აანთო და გოგონას გახედა. ის მას არ უყურებდა, ისევ სადღაც ზემოთ აღეპყრო, ახლა ალბათ ნათურას აჰიპნოზებდა.
-რა თქვი?-აკანკალებული, გაოცებული ხმით იკითხა ვაჟმა.
-კბილის ჯაგრისი მჭირდება!-უპასუხა და მაჰიპნოზებელი მზერა კვლავაც მიაპყრო. ამ მზერას ვეღარ გაუძლებდა, სწრაფად გაიხურა კარი და გავიდა, იმდენად დაბნეული იყო, რომ სინათლის ჩაქრობა დაავიწყდა.

გაგრძელება იქნება...
ავტორი: ანა სანებლიძე (მადამ ფისუნია)



№1  offline წევრი Trocodeo

ძალიან Kარგადცწერ,მაგრამ იმდენი ხნის წინ Iყო დაწერილი წინა თავები აღარ მახსოვს ახლიდან წაკიტხვა კი მეზარება ....

 


№2  offline წევრი madamfiso

Trocodeo
ძალიან Kარგადცწერ,მაგრამ იმდენი ხნის წინ Iყო დაწერილი წინა თავები აღარ მახსოვს ახლიდან წაკიტხვა კი მეზარება ....

ჰოო ვერ მოვახერხე დაბეჭდვა აქამდე
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent