შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ სიცოცხლე გაჩუქე (თავი 22)


17-09-2016, 20:37
ავტორი სატი
ნანახია 2 157

-მოიცა... ტყუპები? როგორ თუ ტყუპები. ჩვენ... ხომ... ერთი-ანკა დაბნეული იყურებოდა ხან ექიმს შეხედავდა ხან ერეკლეს რომელსაც სიხარულისგან სახეზე ღიმილი ყურებამდე ჰქონდა.
-მადლობა, დიდი მადლობა-ერეკლემ ანკა წამოაყენა და გავიდნენ. ნიაკო უკან ჩასვეს და მანქანაში ჩაჯდნენ.
-ერეკლე, მე ორ... მე ორს ვერ გავუძლებ... ორს კი არა სამს!
-შშ... ბავშვს შეაშინებ. მე დაგეხმარები ანკა
-არა ეს არარეალურია... არარეალური. მე...
-ანკა ეხლა რასაც გეტყვი კიდე უფრო აგანერვიულებს. დედაჩემი,მამაჩემი, ანი, ვაჟა, მე შენ და ნიაკო ვიცხოვრებთ ერთად. რამოდენიმე დღე, ან კვირა არ ვიცი.
-მოიცა... ეხლა თქვი რო იხუმრე ერეკლე თორე თავს მოვიკლავ. მანქანა გააჩერე
-რას აკეთებ გოგო
-ნათიას სახლთან ვართ მანქანა გააჩერე. რამდენი ხანიც მაგათთან იცხოვრებ იმდენი ხანი მე ნათიასთან
-გეხვეწები ანკა გამიგე, დედაჩემისთვის შვილიშვილები ძალიან მნიშვნელოვანია.
-კარგი, 1კვირა
-მადლობა. ეხა მანდ მივდივართ
-ოხ ერეკლე!
მანქანა გაჩერდა, დიდი კერძო სახლის წინ, იქ ტბასავით ჰქონდათ ეზოს დიდი ნაწილი დაგბებული სახლის პირდაპირ. (ქალაქგარეთ იყო ეს სახლი, წყნეთში). სამ სართულიანი, უზარმაზარი ეზოთი. პირველ სართულზე სამზარუელო, მისაღები და აბაზანა იყო. 1ოთახი ნანული დეიდასთვის. მეორე სართულზე, 4ოთახი იყო, ნიაკოსთვის,ვაჟასთვის და მისი მშობლებისთვის. მესამეზე ანკა და ერეკლეს ოთახი და აბაზანა. შესასვლელში ვაჟა, ანი, ნოდარი და ელენე დახვდნენ. მიესალმნენ ერთმანეთს.
-შემოდი შვილო-გაუღიმა ნოდარიმ
ანკამ ნიაკოს ჩაკიდა ხელი და შევიდა შიგნით, ის ანკას ხელს ებღაუჯებოდა და მორცხვობდა უცხო სახლში რო იყო. ანკამ ხელში აიყვანა,ერეკლემ გამოართვა.
-ანკა! რა კაია რო მოხვედი შვილო-ჩაეხუტა ანკას ნანული დეიდა
-მადლობა ნანული დეიდა
-რა მოგიმზადო?
-არაფერი არ მშია მადლობა
-როგორ ორსულად ხარ ვიცი რო გშია რა გინდა აბა
-არა მართლა მადლობა.
-ვაჟა ანკას ოთახი აჩვენე და ნიაკო გაიყოლეთ-გადახედა ერეკლემ
ვაჟამ გამოართვა ნიაკო და ანკაც ზემოთ აიყვანა.
-დედა, ანკას მიმართ არანაირი უპატივცემულობა არ გამოიჩინოთ.
-ერეკლე დიდი მუცელი აქ იმიტო რო ბავშვები უზის?-ჰკითხა ანიმ
ერეკლემ ანი ხელში აიტაცა
-ხო ჩემო ცხოვრება. ანკა ძაან მაგარი გოგოა, მე მაგრა მიყვარს კარგად მოექცევი ხო?
-კი. მე ვინ ვარ მაგ ბავშვებისთვის?-მისი პატარა ხელები დაადო სახეზე ერეკლეს და წრიპინა ხმით ჰკითხა
-ვინ და მამიდა
-ეეე რა მაგარია
-კაი მიდი ეხლა ჭამე ანი. დედა მამა მე გაგაფრთხილეთ ანკა ჩემი ცოლია!
-რას ამბობ შვილო ძალიან მიყავრს ანკა(ნოდარი)
ერეკლე ზემოთ ავიდა, ანკა ალაგებდა ბარგს, ნიაკო საწოლზე იჯდა და დედამისს ელაპარაკებოდა.
-დე რატო ვართ აქ?
-იმიტომ რომ ასე მოინდომა ერეკლემ
-სახსი მინდა
-ცოტახანი დე და მალე წავალთ
ერეკლე მივიდა და საწოლზე ჩამოჯდა,ნიაკოს მოუღიტინა და აკოცა.
-ჰიჰი-სიცილი დაიწყო ნიაკომ
-ნიაკო მოდი ჩემთან დე
ნიაკო ჩამოძვრა საწოლიდან და ანკასთან მივიდა.
-მიდი ქვემოთ ჩადი და შენი ქურთუკი ამოიტანე შეგცივდება დე. ერეკლე სადაა ნიაკოს ტანსაცმელი
-მანქანაში ამოვიტან-ერეკლე და ნიაკო ჩავიდნენ.
ანკამ ამოიღო ტელეფონი და სანდროს დაურეკა.
-სანდრექს ერეკლეს იდიოტ სახლში ვარ ოღონდ მის მშობლებისაში მაგარი სახლი კი არის მოკლედ მოდით რა დღეს შენ ნათო და ივა.
-აუ ანკა მე დღეს არ მცალია და ივა და ნათია წავიდნენ მცხეთაში მე გავაგზავნე ბიძაჩემთან ივა ძალით გავაყოლე და იქნებ რო ჩმოვლენ იქიდან ერთად იყვნენ თორე დავიღალე ამ ორი დებილის საცოდაობის ყურებით
-მესმის შენი. მაგარი ხარ. მე კიდე ტყუპები მეყოლება
-ვაა ანკა გილოცაავ მაგარია ტო
-მადლობა. ჯანდაბა რამეს მოვიფიქრებ მაშინ, გიორგის რომ დავურეკო მიტყდება რაღაც პონტში არ მინდა ამ ქალს მივცე საშვალება რომ ჩემზე ილაპარაკოს ცუდად მაგრამ ახალი ჩამოსულები ვართ და მას ნიაკოს ნახვა უნდა.
-დაიკიდე ეგ ქალი ვინც არ უნდა იყოს
-სანდრო ავადმყოფი ქალია გულის პრობლემები აქ არ მინდა ვანერვიულო
-რა ვქნათ ეხლა გიორგი გინდა თუ არ გინდა მოვა ან ნიაკოს წაიყვანს მაქედან ან ნახავს და მერე წავა. რო წაიყვანოს დიდი ხანი ვერ ნახავ ბავშვს.
-ჯანდაბა. კაი მიდი სანდრექს მიყვარხარ
-მეც
ანკამ გათიშა. ერეკლე და ნიაკო ამოვიდნენ ჩემოდნით ხელში, ანკამ გამოუცვალა ნიაკოს ტანსაცმელი, საჭმლის ამოსატანად ჩავიდა ქვემოთ რომ ნიაკოსთვის ეჭმია. ელენე ნანულისთან ერთად იჯდა და ლაპარაკობდნენ.
-ნანული დეიდა ფაფა გააქვთ?
-კი როგორ არა აბა. ვიცოდი რომ ნიაკოს უყვარს და გავუკეთე
-შუა დღეს ბავშვს რა ფაფას აჭმევ?
-დიახ ელენე დეიდა
-რა ელენე დეიდა. დედა ეგ ერთი მაგრამ ნუ გააფუჭებ ეგრე ბავშვს.
-არა უბრალოდ მომთხოვა
-ჩამოვა ქვემოთ?
-არა
-რა საძინებელში აჭმევ? ანკა არ მინდა გაწყენინო მაგრამ ძალიან ანებივრებ
-ელენე... დედა, ნიაკო ლოგინშია
-ვაიმე არ გადამრიო ეხლა ლოგინში ზემოთ და შუადღეს ფაფას აჭმევ? ესეთი რაღაც ჯერ მე არ მინახავს
-დედააა-ნიაკო ზემოდან ეძახდა ანკას
-მოვდივარ დედიკო
ნანული დეიდამ გაუწოდა ფაფა და ანკაც ზემოთ ავიდა. ისიც შეწვა საწოლში და ნიაკოს მიუწვა.
-დე ერეკლე სად წავიდა
-სამსაქურსი
-კაი დე, შეჭამ ფაფას?
-არა, მამა მინდა
-დე მამა ვერ მოვა ეხლა ისიც სამსახურშია
-მამაა
-შშშ, დე დავურეკავ.
ანკამ გიოს დაურეკა.
-გიო როცა შეძლებ გამოო რა წყნეთში ვარ ერეკლეს მშობლების სახლში გამოხვალ?
-1საათში მანდ ვარ ეხლა ვმუშაობ. რამე ხო არ მოხდა
-არა ნიაკოს მოენატრე და არ ჭამს
-ნიაკო თუ შენ არ ჭამ?-გაეცინა გიოს
-2ბავშვი მიზის მუცელში როგორ არ უნდა ვჭამო?
-რააა? აქამდე ვერ მითხარი ტყუპები რო უნდა გეყოლოოოს?
-ხო დღეს გავიგე კაი მოდი საღამოს თორე გამოვყრუვდი აქ მე
-მიდი ჩემო სიხარულო მარა დამალაპრაკე ნიაკო ორი წუთით
ანკამ ტელეფონი ნიას მიცა.
-მა მე ვერ მოვალ დაუჯერე დედა
-არაა
-მამა რას ქვია არა უნდა ჭამო
-არ მინდა
-მამაა არ გამაბრაზო თორე რო მოვალთ ვიჩხუბებთ
-არ მინდა ფაფა. არ მსია
-მამიკო თუ არ შეჭამ არ მოვალ
-არააა
-ვსო გავბრაზდი დედას მიეცი ყურმილი
ნიაკომ ანკას მიცა ტელეფონი.
-რა ხდება ანკა რატო არ ჭამს სიცხე ხო არ აქვს?
-არ ვიცი გავუზომავ
-ფრთხილად იყავი არ გადაგედოს.
-მართალი ხარ.
-მოვალ მე და ვაჭმევ, ძაან განებივრდა მემგონი
-ვააუ გიორგი მამიკო არ მოგვკლა
-რას ქვია არ უნდა, ვასწავლი როგორ უნდა მაგას მოქცევა
-კაი არ გინდა ეგრე მკაცრად
-კაი წავედი
გიორგიმ გათიშა ტელეფონი. ანკამ გადადო ფაფა, წამოდგა საწოლიდან და თერმომეტრი ჩაუდო ნიაკოს. 10წუთში ამოუღო და 38,4 აჩვენა. ანკამ მალე პირბადე აიკრა და ქვევით ჩავიდა სიცხის დამწევი ჩუმად აიღო არ უნდოდა ელენეს გაეგო რამე, კიბეებზე ვაჟა დახვდა. ერეკლესნაირი გამომწვევი,ცნობისმოყვარე ღიმილით.
-რა გაქვს ხელში?
-მე?... მე ტელეფონი
-არ ეტყობა.-ვაჟამ ხელი გააშლევინა-რათ გინდა სიცხის დამწევი ცუდად ხაარ?
-მე არა ნიაკოს აქ სიცხე 38.4
-ავალ ვნახავ მე ექიმი ვარ და შენ არ მიეკარო
ვაჟა შევიდა ნიაკოს ოთახში. ნია იწვა ლოგინში და სახეზე ნელ-ნელა გამოდიოდა სახეზე გამჭირვალე ბუშტუკები.
-ნიაკო აბა შემახედე სახეზე?
ვაჟამ ხელთათმანი აიღო(ჰიგიენური), სახეზე ხელი მოკიდა და შეათვალიერა.
-ე. ნია მოდი გავიხადოთ და ვნახოთ.
ვაჟამ გახადა ნიაკოს ზოგიერთ ადგილას ტანზე ჰქონდა ისეთივე ბუშტუკები.
-მემგონი ჩუტყვავილაა. ეჰ ნიაკო, მოგვიწევს ჩვენ გამოცვლა ეხლა ტანსაცმლის და დედიკოს ოთახიდან გადაბარგება.
-არააა
-შშშ, მალე მამიკო მოვა.
ვაჟამ ხელში აიყვანა და მალე ჩაიყვანა ქვევით,გამოუცვალა და მის საწოლში ჩასვა, ჩაკეტა მანდ და გავიდა ანკასთან ორივე აბაზანაში გავიდა, ვაჟა ხელებს იბანდა.
-რა არი
-ჩუტყვავილაა
-რაა? ვაქცინაცია?
-ხდება ხოლმე ანკა. სუსტი იმუნიტეტი აღმოაჩნდა, არ მიეკარო ეხლა ოთახს გავანიავებინებ ნანული დეიდას და შენ თეთრეულს გამოცვლის რომ არ გადაგედოს საერთოდ არ მიუახლოვდე ნიაკოს. გაიგე?
-მაგრამ ვერ დავტოვებ
-ანკა არ შეილება შენი იქ შესვლა
-2წუთი
-არანაირი 2წუთი. ნანული დეიდა! ანკას ოთახში გამოცვალეთ თეთრეული და ყველაფერს მტვერი გადაწმინდეთ ოთახი გაანიავეთ ნიაკოს ჩუტყვავილა აქვს და ანკას მეტი არ მინდა გადაედოს
-ეხლავე ეხლავე ბატონო ვაჟა
ვაჟა და ანკა ქვემოთ ჩავიდნენ.
-რა თქვი ვაჟა? ჩუტყვავილა აქვს?-გამოვიდა ნოდარიც ოთახიდან
-კი მამა, ეხლა დამწევი მივეცი და ძინავს.
-უი ჩემი სიკვდილი!-შეიცხადა ელენემ
-კარგი ელენე რას ვიშვიშებ გაუხეთქავ ადამიანს გულს ოჰ-შეწუხებული სახით გადახედა ნოდარიმ ელენეს
-გეყოთ. არ ახვიდეთ ეხლა ბავშვისთვის ზედმეტი მიკრობები არაა სასურველი, ერეკლე და გიორგი შევლენ რო რამე და მე რომ მოვუარო.
-დედა რა უნდა ჭამოს?(ელენე)
-ანკა რამე ჭამა?(ვაჟა)
-თავი გაიგიჟა არაფერს შევჭამ გიორგის გარეშეო(ანკა)
-განებივრებული გყავს ბავშვი შენ(ელენე)
-აბა ქამრით ვცემო ქალბატონო ელენე?
-ვინ გთხოვს მაგას ბატონო(ელენე)
-გეყო დედა.
ამ დროს ერეკლე შემოვიდა. ანკას აკოცა.
-რა სახეები გაქვთ
-ნიაკოს ჩუტვავილა აქვს(ანკა)
-მერე რა იყო გოგო კი არ კვდება, ნორმალურია ეგ მოვლენა.
-არაფერს არ ჭამს, გიორგიც კი დაელაპარაკა ტელეფონში და თავი გაიგიჟა
-მივხედავთ მაგას შენ მანდ არ შეხვიდე. აბა მშია ხალხო მაჭამეთ ჩუტყვავილა ხო არ არი ვახშმად?
ვაჟას და ერეკლეს გაეცინათ.
-რა გაცინებს ცუდადაა ბავშვი(ანკა)
-ჩემო ცხოვრება ბავშვები ავად ხდებიან ნორმალური მოვლენაა დაჯექი და ჭამე რამე
-არ მშია
-რას ქვია გოგო არ გშია სამი ადამიანის მაგივრად უნდა ხეთქო და არ გშია?(ერეკლე)
-სამიო? ტყუპები გეყოლებათ დედაა? უი უი რატო არ მითხარით ერეკლე ჰა?
-ამიტომ დედა ბავშვს გაგვიღვიძებ-გადაიხარხარა ერეკლემ
-გილოცავთ ერეკლე-გადაეხვია ნოდარი
-ჰე მაჭამეთ ეხლა რამე. ცოლო დაჯექი შენ
-რა ხასიათზე მოხვედი ვინ გაგახარა
-ცხოვრებამ ანკა! ცხოვრებამ
ყველა დაჯდა საჭმელად, ანკამ მალე დაამთავრა და ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა, ანკა ნელა წამოდგა და კარი გააღო.
-გიოოო!!-ანკა გადაეხვია.
-ჩემო ცხოვრება რამხელა მუცელი გაქ ბეჰემოტი ზის შიგნით?-გაეცინა გიოს
-შემოდიი
შევიდნენ სამზარეულოში
-გამარჯობა
-გამარჯობა გენაცვალე-უხეშად გადახედა ელენემ
-დაგვეწვიეთ გიორგი-გაუღიმა ნოდარიმ
-არა მადლობა. ანკა ნიაკო სადაა?
-გამომყევი
-აუ გიო, გიო არ შეუშვა რა ანკა ნიასთან-გახედა ერეკლემ და ისევ გააგრძელა ჭამა
-კაი
გიორგი და ანკა ავიდნენ მეორეზე.
-რა ხდება რატო არ უნდა შეგიშვა
-ჩუტყვავილა აქვს ნიაკოს და არ მიშვებენ
-აუფ, სიცხე ააქ?
-კი 38,4
-ძინავს?
-მემგონი.
-მიდი შენ რამე ამოიტანე ვაჭამო რძეც წამოაყოლე
-არ ჭამს გიო ტყუილად
-მოიცა ნუ მასწავლი რას იზამს და რას არა, მე ვიტყვი და ყველაფერს იზამს
ანკა ჩავიდა და ამოუტანა ქვემოდან სუპი, ფაფა და რძე. გიორგი წყნარად შევიდა, ნიაკო ტიროდა იჯდა საწოლში.
-მა? არავინ გაიგო შენი ტირილი? ამდენი ხანია გღვიძავს?
გიორგი მივიდა ხელთათმანები ჩაიცვა და ნიაკო ხელში აიყვანა, მერე კალიასკაში ჩასვა იქვე ოღონდ ჯერ ნაჭერი ჩააფინა.
-მა ეხლა უნდა ვჭამოთ ჩვენ გაიგე?
-არა-ნიაკომ ტირილი დაიწყო
-მა,ეხა მე წავალ და აღარ დავბრუნდები
ნიაკო გაჩერდა და გიორგიმ წყნარად აჭამა. მერე ეთამაშებოდა როცა ერეკლე შემოვიდა.
-ნახვის საათები დამთავრდა?-ისე თქვა რომ ერეკლესთის არც გაუხედავს
-გიო მეც მიყვარს, ნიაკო მეც მიყვარს მაგრამ რაც არ უნდა გავაკეთო მამამისი შენ ხარ და ანკა დედამისი მე არაფერს ვწყვიტავ მასთან მიმართებაში.
-ერეკლე მამინაცვლად მაინც ითვლები, სამაგიეროდ ეხლა საკუთარი გეყოლება თან ორი. მიხარია ნიაკო ესე რომ გიყვარს
-ხო, ოთახი გვაქ შეგილია დარჩე.
-არა იყოს
-მიდი რა თან ნიაკოსთან დაგვეხმარები
-ერეკლე ერეკლე ერეკლე შენ და ანკამ კიდე ვერ გაიგეთ რას ნიშნავს ოჯახი რადგან ყოველთვის ვიღაც გეხმარებათ,აი ტყუპები რომ გაჩნდებიან მარტო უნდა გადახვიდეთ და სცადოთ ერთი დღე მაინც
-მადლობა გიორგი, მაგრამ როგორც ანკა შენც გადაუხვიე თემისგან შემთხვევით და ძმა ხომ არ ხართ? არაბიოლოგიური
-მისი შვილის მამა რომ არ ვიყო შეილება ეგრეც ითქვას. დიდი ძმა.
-მიხედავ?
-ხო.
ერეკლე გავიდა ოთახიდან, ზემოთ ავიდა და ტანსაცმელი გამოიცვალა. ანკა ლოგინში იწვა, ტელეფონში რაღაცას კითხულობდა. ერეკლე გაექანა და საწოლზე დახტა მერე ანკას ტელეფონი გამოართვა და ხელზე აკოცა.
-ამდენი ხანი ტელეფონი ცუდია თვალებისთვის-გაუღიმა
-აბა რა ვაკეთო ნიაკოსთან არ მიშვებთ, დედაშენს ვეზიზღები,ქვემოთ ვერ ჩავდივარ
-ჩემი წუწუნა. მისმინე ანკა რამდენი ხანია ვფიქრობ და ეხლა სანამ ბავშვები გაჩნდებიან არ ჯობია მანამდე ქორწილი გვქონდეს? ანუ ნამდვილად რომ დავქორწინდეთ. თანახმა ხარ?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent