შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის უარმყოფელი(ნაწილი 10,დასასრული)


18-09-2016, 15:49
ავტორი anukianukianuki23
ნანახია 2 267

ჩემო ძვირფასო მეგობრებო, სამწუხაროდ ჩვენი ისტორია დასასრულს მიუახლოვდა, ამ ბოლო თავში შევეცდები მოკლედ გადმოგცეთ თუ რა მოხდა სოფოსა და დედამისის სახლიდან წამოსვლის შემდეგ, ბატონი ვახუშტი თავიდან მუქარით ცდილობდა მისი ცოლის სახლში დაბრუნებას, განა იმიტომ რომ უყვარდა და ენატრებოდა, არა მას უბრალოდ მომსახურე პერსონალი გამოეცალა ხელიდან, აღარავინ ურეცხავდა აღარავინ ულაგებდა, მისი მუცლის დაკმაყოფილებაზე აღარავინ ზრუნავდ, თან სირცხვილით აღარ იცოდა სად წასულიყო, მას ჭეშმარიტ ქართველ ვაჟკაცს ცოლი სახლიდან გაექცა, არა როგორ გაუბედა ამდენი? ძმაკაცებს თვალებში ვეღარ უყურებდა, ასე ეჩვენებოდა სულ, რომ მათ თვალში კაცობა დაკარგა.
ნიკამ სოფოს თხოვნით რამდენჯერმე ციხეში მაინც მოინახულა მშობლები, თუმცა ეს უფრო სოფოს ხათრით და არა საკუთარი ნება-სურვილით,ნახა და მიხვდა საკუთარი მშობლები ისეთივე უცხოები გამხდარიყვნენ მისთვის როგორც, ქუჩაში გამვლელი უცნობები, ამას მიხვდა თუ არა მათთან ვიზიტი შეწყვიტა, სოფოსაც აღარაფერი აღარ უთქვამს.
ინგამ მის უფროს დაიკოსთან ერთად პატარა სალონი გახსნა,
თავიდან დიდი კონკურენციის გამო სალონმა მაინცდამაინც დიდი მოგება ვერ მოიტანა, თუმცა როდესაც იქ მუშაობა ინგას ძველმა ნაცნობმა პარიკმახერმა სტელამ დაიწყო და ქალბატონები მისი გაკეთებული ვარცხნილობებით აღაფრთოვანა, ბიზნესი გაცილებით უფრო ნაყოფიერი გახდა.
ქალბატონი დედა მთლიანად საქმეზე იყო გადაყოლილი, ცოტა ხანში სალონიდან შემოსული მოგების წყალობით და უმცროსი დაიკოს თხოვნით, სტილიც შეიცვალა, და საოცრად სანდომიან მანდილოსნად გადაიქცა , მას უკვე აღარაფერი ქონდა საერთო იმ ჩუმ დიასახლისთან, რომელიც ქმრის გამოხტომებს ეგუებოდა.
ნაცნობებმა ვინც კი მას თვალი მოკრა უმალვე მიურბენინა ბატონ ვახუშტის ამბავი, შენი ცოლი საოცრად არის შეცვლილი და გალამაზებულიო, ბატონ ვახუშტის თავიდან გაუკვირდა შემდეგ კი დაუდარაჯდა ცოლს და შორიდან მოკრა თვალი, თავიდან ვერ იცნო შეუძლებლად მოეჩვენა ეს მომხიბვლელი მანდილოსანი, მისი ჩუმი, ბეჩავი, ოჯახის საქმეებზე გადაგებული ცოლი ყოფილიყო, შემდეგ როდესაც დარწმუნდა, ყველანაირად ცდილობდა მის დაბრუნებას, იყო საჩუქრების მთელი სერია, კომპლიმენტები, პატიების თხოვნები, ისე იყო გადართული ყოფილი მეუღლის დაბრუნებაზე აღარც ძმაკაცებთან ერთად ქეიფისთვის ეცლა, აღარც მათთან ერთად ბოზებში სასიარულოდ, ქალბატონმა დედამ მას მოახსენა რომ იფიქრებდა, თუმცა ეს ტყუილი იყო რადგან ის არანაირად არ აპირებდა მასთან დაბრუნებას.
თორნიკე თავიდან კი გაბრაზებული იყო თუმცა შემდეგ მოენატრა დედა და ხშირად მიდიოდა ხოლმე მასთან.
როდესაც ნიკა და სოფო უნივერსიტეტს ამთავრებდნენ, ინგა დეიდას როგორც იქნა ნამდვილი სიყვარული ეწვია, რაც დიდი ქორწილით დამთავრდა, ცოტა ხანში კი სოფოს ორი პატარა დეიდაშვილი ეყოლა ტყუპი გოგოები.
უნივერსიტეტის დამთავრებიდან ორი წლის შემდეგ ნიკა და სოფო დაქორწინდნენ, თუმცა ტრადიციულ დიდ ქორწილს მოკრძალებული ქორწილი ამჯობინეს.
ნიკა წარმატებული ბიზნესმენი გახდა რომელსაც ბევრი ქალი ეტრფოდა შორიდან, მაგრამ მისთვის თავისი ცოლის გარდა არავინ არსებობდა.
სოფომ პატარა მარიამის გაჩენის შემდეგ რეპეტიტორობას მიჰყო ხელი და საკმაოდ წარმატებულადაც.
ჩვენს მზიან სამშობლოში კი ყველაფერი ძველებურად იყო, ქართველი ვაჟკაცები ვაჟკაცობდნენ, ძმაკაცებთან ერთად თვრებოდნენ და ბოზებში მიდიოდნენ, მათი ცოლები ამას არ იგებდნენ, ცისანა ისევ ჭორავდა გარშემომყოფთ ხან ჯულიასთან ხან ვინმე სხვა დაქალთან ერთად და ასე მიდიოდა ცხოვრება მდინარის დინების მიმართულებით.



№1 სტუმარი თუფაქი

მომეწონა, კარგი იყო, ბოლო თავი ცოტა ნაჩქარევად გაქვს დაწერილი. საერთო ჯამში კარგი იყო. წერა უნდა გააგრძელო და უფრო და უფრო მეტ გამოცდილებას მიიღებ და დაიხვეწები. კარგად წერ, ლამაზად, დალაგებულად, გასაგებად, სადაც საჭიროა ემოციაც ახლავს.
მალე დაბრუნდი heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent