შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ირმის ნახტომი -9-

19-09-2016, 17:32
ავტორი sopiko
ნანახია 1 699

[თავი 9]
გახევებული ვდგავარ და მასთან მიკარებას ვერ ვბედავ. ლიკო დედისგან თავის გათავისუფლებას ცდილობს და შეშინებული ეკითხება, რატომ ტირიო. ისიც მეცოდება და არ ვიცი, როგორ გამოვაცალო მშობელს ხელებიდან. საკუთარ მაჯას დავყურებ და ირმის ნახტომი მიდგება თვალწინ. აქ უფრო მოუხდება თუ მხარზე? ალბათ მხარზე... თან მგონი ეს მაჯაზე სვირინგი რაღაცას ნიშნავს... უკვე ვფანტაზიორობ. ყველაფერს უკეთესად შევიტყობ, თუ ნინოს გამოვკითხავ, სად და ვინ გაუკეთა ეს სვირინგი და რაზე ატირდა შიოს ხსენებაზე. აქ საგანგაშო არაფერია, თუმცა მე ისე ავღელდი, აშკარაა, გულგრილი აღარ ვარ ამ ამბების მიმართ და მხოლოდ მოვალეობები აღარ მამოძრავებს.
აბსულუტურად ყველა წვრილმანზე ვფიქრობ ახლა იმის გარდა, რომ რამდენიმე წუთში ვიღაც ზარს დარეკავს და კარების გაღებას დაელოდება, თუმცა ყოველივე ფიქრს და მოლოდინს როდის ემორჩილება. ასე ხდება და ნინოც შემცბარი უშვებს შვილს ხელებს. თვალებით ვეკითხები, თუ რა მოვიმოქმედოთ. თავს მიქნევს, ესე იგი კარები მე უნდა გავაღო. ეს მწარე ხვედრი ძალიან არ მინდოდა ჩემთვის ეწილადათ, მაგრამ სახლში ლიკოა და ამ ფაქტს ვერსად წავუვალ. თავში უამრავი ვარაუდი მაქვს, თუ ვინ უნდა იყოს და არც ერთი არ არის სახარბიელო. ცალწარბა? იქნებ იმ ფულის დასაბრუნებლად მოვიდა, რომელიც გაბომ გამომატანა? თაზო? იქნებ რაღაც ანგარიშები კიდევ აქვს ყოფილ საყვარელთან გასასწორებელი? მე ხომ არ ვიცი, როგორ დაშორდნენ... გაბო? ლიკო და ის ერთმანეთს რომ შეხვდებიან, რით გაიმართლებს თავს ნინო? და ბოლოს... დედაჩემი? მე რა უნდა ვთქვა, რა ჩავილუღლუღო, როცა საყვედურების კორიანტელს გამოუშვებს ჩემკენ? ბოლო ვარიანტზე მეცინება და შეგულიანებული ვწევ ურდულს გვერდით. ეტყობა კარებს ჯადო აქვს. მეც ისე ვაღებ მას, როგორც ნინო. შესაძლებელია უბრალოდ ამ სახლს მხოლოდ ისეთი ადამიანები სტუმრობენ, რომელთა სტუმრობაც სასიამოვნო სულაც არაა.
ზღურბლთან დაბალი, გამხდარი გოგონა დგას. ქერა თმა მაღლა აქვს აწეული და რეზინით შეკრული. ჯერ მის პატარა, მომრგვალო ბაგეებს ვავლებ თვალს, მერე გრძელ, აპრეხილ ცხვირს, ჩავარდნილ ლოყებს და... შემდეგი გაჩერება უკვე თვალებზეა! თვალები... მხოლოდ ესღა შემორჩენია ძველებურად მომხიბვლელი... მოგონებები ცოცხლდებიან! მუხლებს მართავენ, წელში იმართებიან, დახტიან, ცელქობენ... მერე ისევ იბუზებიან და მემალებიან... ის არის. ჩემი საყვარელი, მოღალატე დაიკო, ნიცა.
-გამარჯობა... თუ იცით, თქვენ გვერდით ლეა...-თავაუწევლად იწყებს ლაპარაკს, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ იცის, ვინც დგას მასთან ასე ახლოს და ამიტომაც მარიდებს თვალს.
-ლეა? ჩემ გვერდით ლეა ცხოვრობს თუ არა?-მწარედ ვიღიმები. ცივი ოფლი მასხამს. ვიკუნტები.
-დიახ... სწორედ ამის თქმა... ლეა!-როგორც იქნა, ბედავს და ჩემს სახელს წარმოთქვამს. ჩემკენ ნაბიჯს დგამს, მაგრამ რომ ხედავს, როგორ ვეფარები კარს შეცბუნებული, მხრები უვარდება.-არ უნდა მოვსულიყავი, არა?
-ჩემთან გავიდეთ.-არ ვიცი, რა ძალას ვპოულობ საკუთარ თავში, მაგრამ ღელვას ვმალავ და წუთით ვბრუნდები სახლში. ნინოს მხოლოდ იმას ვეუბნები, რომ საქმე მაქვს და მალე მოვბრუნდები და გარეთ გავდივარ.
-მეგონა გაიპარებოდი.-ჩემს აზრს ვუზიარებ.
-ვაპირებდი.-უხალისოდ იღიმის ის და ჩემი სახლის კარებისკენ პირველი ის მიდის.-არ მეგონა, თუ სახლში შემომიშვებდი.
-არც მე, იცი?-ვითომ ვიკვირვებ და კარებზე ვანიშნებ.-ღიაა. შედი. ჯერ ჩვენებთან იყავი, არა? მისამართს ისინი გეტყოდნენ.
-ხო, არ ვიცოდი, ბინა თუ შეიცვალე. მეგონა ყველას ერთად გნახავდით.-მხრებს იწურავს ის და მისაღებში კედლების თვალიერებით შედის.-გემოვნება არ შეგცვლია. ნაცრისფერი, კრემისფერი, ყავისფერი... ძველებური სტილი... ისევ ისეთი ხარ, ლეა!
-შენც, დაიკო.-ძლივსღა ვსუნთქავ.
მინდა ხელები გავიშვირო და ღიმილით წავაქეზო, მოდი, ჩამეხუტე_მეთქი. იმის სურვილი, რომ ვაპატიო, ისეთი დიდია, ლამისაა ჩავიკეცო და ტირილით ავიკლო აქაურობა, ამის გაკეთება რომ არ შემიძლია. რატომ ჩამაგდო ასეთ დღეში? რატომ წამართვა მისი ჩახუტების უფლება? ამ ქვეყნად თავმოყვარეობა და სიამაყე რომ არ არსებობდეს, უფრო ბედნიერები ვიქნებოდით. გადავახტებოდით ბარიერებს, თამამად გადავაბიჯებდით და არ ვიფიქრებდით იმაზე, თუ რა იქნებოდა იქით, რას გვიწოდებდნენ და მოგვინდებოდა თუ არა ისევ უკან დაბრუნება. აი, ამაშია მთელი პრობლემა. აკრძალული ხილია თუ ცდუნება, კარგია თუ ცუდი, ჩვენ საკუთარ თავს არ ვმართავთ. მგონი შეგვიძლია სხვისი ცხოვრებით უფრო ვიცხოვროთ, ვიდრე საკუთარით და ალბათ ვიღაც სხვაც სწორედ ასე ფიქრობს და ამიტომაც ვფიქრობ მე ასე. ამგვარად იქმნება გრძელი ჯაჭვი ერთი ღიმილით და ბევრი ცრემლით. ვამაყობთ, რომ გავძელით და ჩვენი რგოლი ჯაჭვიდან არ ამოვარდა და ვაღვარღვარებთ ცრემლებს, რადგან ეს სიამაყე ძალიან, ძალიან ძვირი დაგვიჯდა.
ნიცა დივანზე ჯდება, ფეხს ფეხზე იდებს, მაგრამ მერე ორივე ტერფს კვლავ იატაკს ახებს ოდნავ. საზურგეს ბეჭებით ეყრდნობა და ათრთოლებული ხმით მეკითხება:
-გძულვარ, ლეა?
-არა, მიყვარხარ.-არანაირი სითბო და სიყვარული არ იგრძნობა ჩემს სიტყვებში, თუმცა იცით? ყველა სითბოზე და სიყვარულზე მეტად მიყვარს!
-მე შენი დობა აკრძალული მაქვს, არა?-სევდით ევსება თვალები.
-არა, ნიცა.
ჯაჭვის რგოლები მოძრაობენ... გათავისუფლება უნდათ... ბედნიერება სურთ... გაქცევა, წასვლა, ბარიერების გაქრობა...
და მე ხელებს ვშლი, ვიღიმი და ამით ვაქეზებ, მოდი, ჩამეხუტე_მეთქი...

შეტყობინება მომდის. ნინო მასთან გასვლას მთხოვს. ირემი უკვე ძალიან დიდ სიგრძეზე ხტება. თითოეული დღე საშინლად იწელება. ნიცას მკერდიდან თავს ვწევ, ვეუბნები, რომ მეზობელთან უნდა გავიდე და სადარბაზოში ფლოსტებით გავდივარ.
კარი ისევ ღიაა. ნინო საძინებლიდან მეძახის, შემოდიო. მეც არ ვახანებ და ოთახში მყოფ დედა-შვილთან შევდივარ.
-ირმის ნახტომზე და შიოზე ჯერჯერობით არაფერს გკითხავ, მაგრამ დიდხანს ვერ მოვიცდი.-ვითვალისწინებ ლიკოს აქ ყოფნას და ნინოს მდგომარეობას და ცოტა დროს ვაძლევ.-ახლა მითხარი, რა გჭირს... რატომ იტირე?
-არა, ლეა... თუ გეტყვი, რატომ ვიტირე, იმაზეც მომიწევს პასუხი, ვინ არის შიო და ეს სვირინგი ვინ და რა მიზეზით გამიკეთა.-მსუბუქად ხვნეშის ქალი და შვილს ხელზე ხელს უჭერს.-შიო ჩემი ძმაა, რომელიც გათხოვების შემდეგ ჩამომშორდა. მაშინ პატარა იყო და ხომ გესმის... კაცობდა... ძმაკაცებთან იმით ამაყობდა, რომ რადგან მისმა დამ არ დაუჯერა, მასთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა... მშობლების მხარეს იყო. დედას და მამას ხომ იმ დღის მერე არ გავხსენებივარ, მაგრამ შიოს სადაც შევხვდებოდი, ზიზღიან მზერას მტყორცნიდა მხოლოდ და გვერდს ისე მივლიდა, გამარჯობასაც კი არ მეუბნებოდა. ქმარმა რომ მიმატოვა, მათთან დაბრუნება არც მიცდია. ვიცოდი, სახლში არ შემიშვებდნენ და ეს უფრო დიდი ტკივილი იქნებოდა ჩემთვის.
-დედა...-ცნობისმოყვარე თვალებით უმზერს მშობელს ლიკო. გასაგებია, რომ მისთვის იმის გაგება, რასაც ნინო ლაპარაკობს, შეუძლებელია.
-ლიკო, წადი, საყვარელო და ითამაშე, კარგი? ჩვენც მალე გამოვალთ.-ნინოც ხვდება, რომ ამ სიტუაციისთვის შესაფერისი არაა პატარა ბავშვის აქ ყოფნა და ამას ამიტომაც ამბობს.
გოგონას ერთი სიტყვაც არ ცდება, ისე გადის ოთახიდან და კართან მდგომი, კიდევ ერთხელ გვტყორცნის ეჭვიან მზერას.
-ნინო... ალბათ ახლა უნდა გეუბნებოდე, რომ თუ არ გინდა, ნუ მომიყვები_მეთქი, მაგრამ ირმის ნახტომი და შიო მენაბდე ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი ცხოვრება საკმარისად აირია. მდინარის ფონს უკვე ავცდი და ახლა აზრი არ აქვს, უკან დავბრუნდები თუ წინ წავალ.-გულს ვუშლი ნინოს და ხის საწოლის კიდეს ვეყუდები.
-გაგეცინება და... ცალწარბა ჩემი ნახევარძმაა, რომლის დედაც მამაჩემისგან მაშინ დაორსულდა, სანამ ის დედაჩემს მოიყვანდა ცოლად.-ხმა ეხლიჩება ნინოს.
მეხის დაცემა ამას ჰქვია, თუ ჰქვია...
ყბები მეჭიმება, ნესტოები მებერება, ჟანგბადი მეცოტავება... ყველაზე მეტად ალბათ ამას არ ველოდი. ცალწარბა, ნინო, თაზო, გაბო, შიო, ლიკო... ექვსკუთხედია! ამოუხსნელი ექვსკუთხედი! მგონი ეს გეომეტრიული ფიგურები დამებედა უკვე... სამკუთხედის ორი ვარიანტი: მერი, თათა, შიო და მე, ნიცა და კობა. იმდენად გონიერი არ ვარ, გაბოს რომ ეგონა. ჩემი ასაკი არაფერს ნიშნავს. თურმე ყველაზე გულუბრყვილო და სულელი ვყოფილვარ.

^^^
როგორც იქნა, მიხვდა ჩვენი ლეა, რომ ყველაზე სულელი და გულუბრყვილოა!
დიდი მადლობა, ჩემო ტკბილებო, შეფასებებისთვის! თქვენ რომ არა, არ ვიცი.... იმედია დღესაც არ დამწყვეტთ გულს!
ჰოომ... ნელ-ნელა სასიყვარულო ჟანრში გადავალთ :დ და არა მარტო იმიტომ, რომ შიო გამოჩნდა. აქ ისეთი რაღაცები იგეგმება, რომ ვერც წარმოიდგენთ.
უყვარხართ სოფიკოს!

№1  offline ახალბედა მწერალი MariamG

დავიბენი, დავიბენი, დავიბენი.
ჰო, ლეა მართლაც სულელია, მაგრამ მისი რა ბრალია? განა თვითონ ჰკრა საკუთარ თავს ხელი იმ უფსკრულისკენ, სადაც ახლა თავით ეშვება? არა და არა.
ყველაფრის სათავე ნინოა. მახსოვს როგორ გავამართლე, როგორც დედა, მაგრამ ეს უკვე საკმარისია.
საკუთარი მიზნებისა და საყვარლის გასაბედნიერებლად ლეა გამოიყენა. ვინ იცის რა გზით ნაშოვნი ფული ატარა ჩანთით. მერე, გაბოც არ მიითვისა? ყველა გზა მოუჭრა ლეას.
არ მომწონს ნინო. მისი ცრემლები არაფერია , გარდა კიდევ ძალიან ბევრი საიდუმლოს არსებობისა.
ალბათ ასეც ჩაიფიქრე, რომ ნინო იმ ადგილს იკავებს მკითხველის თვალში, რომელიც "სათადარიგოსავით" არის ჩადგმული. ინფორმაციის და პრობლემების წყაროა, ერთი-ორი სიტყვით.
რაც შეეხება ლეას და ნიცას.
მე არ ვაპატიებდი. ადამიანს ერთი სიცოცხლე და ერთი ღირსება აქვს. წარმოიდგინე, ქალი, რომელიც თხოვდება და რომელსაც ღირსებას ულახავს საქმრო და საკუთარი და.
ეს მართლაც ისეთი მტკივნეულია, ვეღარაფერი გაამრთელებს ერთხელ გაგლეჯილ გულს.
სულელია ლეა, იმიტომ რომ აპატია. არ იმსახურებენ ადამიანები იმ შეცდომებისთვის შანსებს, რომლებსაც განზრახ უშვებენ.
არ არსებობს თავშეუკავებლობის ცნება. ეს არის იმ მწარე ბრალდების მსუბუქი აღწერა, რასაც ჩემს ენაზე ადამიანების მდაბიოობა ჰქვია.
საკუთარ ქალს მოეფერე, სიყვარული აგრძნობინე და რა გინდა სხვასთან და მითუმეტეს, მის სისხლთან და ხორცთან? ხომ ვამბობ, ადამიანების დიდ სულებს მაინც არ შეუძლიათ პატარა ხორცის კონტროლი.
გაბრაზებული ვარ ლეაზე. ძალიან.
აი, რაც შეეხება შიოს. მირჩევნია სასიყვარულო ეპიზოდები გაბოსა და ლეას ურთიერთობაზე ვიხილო, თუმცა ეს შენი გადასაწყვეტია.
შენ ხარ საოცარი,ნიჭიერი.
ყველაფერი ხარ და ირმის ნახტომებს არაჩვეულებრივად აკეთებ ყოველ ახალ თავში.
ეს შენი შემოქმედების დიდი ნახტომიც არის.
შენ იცი, რომ სიტყვები ვერ იტევს ჩემს სიყვარულს და პატივისცემას შენდამი, ისევე, როგორც შენი საქმიანობისადმი❤ მადლობა შენ, ამ სიამოვნებისთვის!

№2  offline მოდერი bibo

ჩემი საოცრება ხარ შენოოოო ვგიჟდები მე შენზე მარწყვის ქულა.ჩემი პოზიტივი ციცქნუჩებიიიი heart_eyes kissing_heart უხ ემოცისგან გავფრინდები ფაქრტიააა.მარწყვი გელი გამგელებულიიიი.ისეთი წინსვლა გაქ მერანს შეშურდება heart_eyes kissing_heart მიქრი წინ ვაფრენ მე შენზე ჩემო ბარტო

№3  offline წევრი cisa

ავირიიეე :დდდ ჩემი ყოჩაღი გოგოო ♥♥♡ ველოდები შემდეგს....პ.ს black-ს ვეღარ ვხედავ რატომღაც :დდ

№4  offline მოდერი sopiko

MariamG

მადლობა, მადლობა, უღრმესი მადლობა relaxed
შენ ხარ ჩემი ბედნიერების ელექ!
bibo
ჩემი საოცრება ხარ შენოოოო ვგიჟდები მე შენზე მარწყვის ქულა.ჩემი პოზიტივი ციცქნუჩებიიიი heart_eyes kissing_heart უხ ემოცისგან გავფრინდები ფაქრტიააა.მარწყვი გელი გამგელებულიიიი.ისეთი წინსვლა გაქ მერანს შეშურდება heart_eyes kissing_heart მიქრი წინ ვაფრენ მე შენზე ჩემო ბარტო

ჩემო ალუბალო heart_eyes დიდი მადლობა!
cisa
ავირიიეე :დდდ ჩემი ყოჩაღი გოგოო ♥♥♡ ველოდები შემდეგს....პ.ს black-ს ვეღარ ვხედავ რატომღაც :დდ

ამისთვის არ ვწერ? :დ
გმადლობ, ცისა heart_eyes
ხო, ბლექი ჩამომრჩა სადღაც :დ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent