შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ირმის ნახტომი -8-


16-09-2016, 17:59
ავტორი sopiko
ნანახია 1 842

[თავი 8]
მართალია ექთანს ვუთხარი, რომ ის, რაც წერილში ეწერა, მას არ ეხებოდა, მაგრამ როცა საავადმყოფოში პოლიციელები მოდიან უპატრონო ბავშვთან დაკავშირებული საქმის მოსაგვარებლად, მე სხვა არაფერი შემიძლია თუ არა ის, რომ თათას შენარჩუნებისთვის უკანასკნელ გზას მივმართო. ექთანი მოწმედ მომყავს, რადგან როგორც ის ამბობს, მშობიარემ ფურცელი მაშინ მიაჩეჩა ხელში, ბლოკში რომ შეყავდათ. წერილს პოლიციელს ვაძლევ და ისიც გულდასმით კითხულობს, მერე კი უკან მიბრუნებს. ჩემს საბუთებს ითხოვს, ბინის შესახებ მეკითხება. აინტერესებს, თუ სად ვმუშაობ, რა შემოსავალი მაქვს. ნასამართლევი ხომ არ ვარ და ასევე თუ დავოჯახებულვარ. ჩემს შესახებ კი ყველაფერს იგებს, მაგრამ შიო მენაბდე ვინაა, ამაზე პასუხის გაცემა ნამდვილად არ შემიძლია. კომოიუტერში შეყავთ ეს სახელი და გვარი და იმით კმაყოფილები, რომ არც უცნობი მამაკაცი არის ნასამართლევი, პირობას მიყენებენ. დროებით თათას ბავშვთა სახლში გადაიყვანენ, მანამდე კი მე უნდა მოვახერხო, შიო მენაბდეს შევხვდე და ბავშვიც შემდგომ მას გადაეცემა.
''მას? და მე?''-ეს შოკისმომგვრელი წინადადება მაშინვე ამ ფიქრს ბადებს ჩემში, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი რამ შემწევს. შიოს თუ ვნახავ, მას ის საბუთიც ექნება, რომელიც დაამტკიცებს, რომ ბავშვის მშობელმა ის აირჩია მეურვედ. მერე რა საშუალებას გამოვძებნი, ეს წინასწარ არ ვიცი, თუმცა ვიმედოვნებ ღმერთი არ გამწირავს, გონებას გამინათებს და რაიმე ხსნას მომაძებნინებს. იმის წარმოდგენაზე, რომ თათასთან დაშორება მომიწევს, ცრემლები მერევა, მაგრამ თავს ვუმეორებ, რომ ძლიერი უნდა ვიყო და პოლიციელს ვთანხმდები.
ცალწარბას ''სასახლეში'' ხვალვე უნდა წავიდე, რათა რაც შეიძლება, მალე ვიპოვო შიო და თათაც დიდხანს არ იყოს ბავშვთა სახლში. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ოცდამეერთე საუკუნეში კარგი პირობებია იქ და ბავშვებსაც მშვენივრად უვლიან, მაინც ვერ ვიმეტებ თათას იქ დასარჩენად. იმისთვის, რომ დაკარგული ძალები ისევ დავიბრუნო, სახლში უნდა წავიდე და ხვალისთვის მოვემზადო.
თათას ფანჯრიდან ვემშვიდობები და დასევდიანებული მოვდივარ საავადმყოფოდან. ყველაფერი ძალიან რთულადაა. ძალიან რთულად. რატომ ვუქმნი საკუთარ თავს ამდენ პრობლემას? რატომ გამიჩნდა თათას მიმართ დედობრივი გრძნობები? რატომ დამინახა იმ ძონძებში ჩაცმულმა გოგონამ? რატომ მიმიყვანა მერისთან? სულ შარში როგორ უნდა ვეხვეოდე? დავიღალე... ძალიან დავიღალე. მინდა ცოტა მაინც დავისვენო... ერთხელ მაინც ჩავისუნთქო თავისუფლად ჰაერი, რომ ცოტა ხნით მეყოს. წყლიდან ამოგდებულ თევზს ვგავარ, რომელიც ფართხალებს და წყალში მაინც ვერ ხტება. ზღვის სუნს გრძნობს, მისგან მონაბერ ჰაერს, თოლიების ხმას... სულ ერთ ნაბიჯში ბედნიერებაა, თავისუფლებაა, ხალისია, მას კი ამ მცირე მანძილის დაფარვა არ გამოსდის. კვდება და ფიქრობს, რომ შეუძლია სიცოცხლე... სულ ცოტა მონდომება და შეძლებს, სინამდვიოლეში კი ასე არაა... არანაირი ცდა მას ვერ გადაარჩენს, თუმცა თავს მაინც იტანჯავს... ვითომ ეს იმედია? ასეც ვერ ვიტყვი... ვერა იმიტომ, რომ ოპტიმიზმის ნასახსაც ვერ ვგრძნობ.
სახლში მისული მაცივრიდან კვერცხს ვიღებ და ტაფას გაზქურაზე ვდგამ, მაგრამ სანამ გაზს ავანთებდე, ვხვდები, რომ ასეთ დაღლილს, ემოციებით გათანგულს და უამრავი გეგმით დატვირთულს საჭმლის გაკეთებაზე რომ არაფერი ვთქვათ, მისთვის პირის დაკარებაც კი არ შემიძლია და საძინებლისკენ მივბანცალებ. მისაღებში ჯერ კიდევ ტრიალებს კობას სურნელი. ნაბი*ვარი! ისევ იმ სუნამოს ხმარობს, მაშინ მე რომ ვუყიდე და ისე მოეწონა, მას შემდეგ სულ ამას ყიდულობდა... ნეტავ, მთელი დღე ეს სუნი რომ დაყვება, მე არ ვახსენდები? თავისი დანაშაული არ ახსენდება? ცოტათი მაინც არ ტკივა? ველი პასუხს! მინდა დავმშვიდდე! შელახული თავმოყვარეობა ოდნავ მაინც აღვიდგინო! ნიცა? ნიცაზე ვფიქრობ ხოლმე თუ არა? მის მიმართ კი რას განვიცდი? ალბათ ყველაზე მეტად ნაწყენი ვარ... მწუხარებას ვგრძნობ იმისას, რომ ღალატი ვიწვნიე იმ ადამიანისგან, იმას რომ ვფიქრობდი, შეიძლება მე ვუღალატო, მაგრამ ის ვერასოდეს მიღალატებს_მეთქი. რატომ მომატყუებდა კობა ამდენი ხნის შემდეგ? რა მიზეზი უნდა ჰქონოდა? არც არაფერი, მაგრამ... მე ხომ დარწმუნებული ვიყავი... რატომ უნდა გამცრუებოდა იმედი? ვერც ამას რომ ვერ ვუძებნი მიზეზს? მტკივა ეს მატყუარა სიმართლე... ჩემს მიერ სიმართლედ მიჩნეული ტყუილი...
ფანჯარას აკანკალებული ხელებით ვკეტავ და საწოლისკენ ვტრიალდები. მთელი სხეულით ვცურდები ადიელის ქვეშ და მასში ვიფუთნები. კანკალი ნელ-ნელა ქრება. მაინც მცივა, მაგრამ ისეც აღარ. ერთი ხელი მითბება თუ არა, ახლა მეორეს ვითბობ. სითბო ერთიდან მეორეში გადადის და ახლა პირველი მეყინება. სიმსუბუქეს რომ ვგრძნობ და ცნობიერებაც მებინდება, ტელეფონზე დაყენებული სიმღერის ხმა მესმის და თავს ზევით ვწევ, მაგრამ მაღლიდან თითქოს რაღაც მძიმე მეცემა. სახით ვეხეთქები ბალიშზე და იმ სიამოვნებით ვტკბები, რასაც ძილი და ამ სამყაროს სიბინძურეს და პრობლემებს მოწყვეტა ჰქვია.

შემოსული ზარების რიგში ნინოს ნომერს ვაწყდები და პირველ რიგში მასთან ვრეკავ. ზუმერი რომ გადის, დაკარგულ ჩანთაზე ვერთვები ფიქრებით. ჩემთვის ნომერ პირველი ამ წუთებში თათაა. რას მეტყვის გაბო და რა მოუვა მომავალში ჩემ გამო, არ ვიცი და გულში პატიებას ვთხოვ მას, მაგრამ თუ შიოს ვიპოვი, მასთან შეხვედრაც აუცილებლად მომიწევს. ხო, დავდუმდები, თავს ჩავქინდრავ, აგიხსნი_მეთქი, ამოვილუღლუღებ და მერე მაინც ისე მოხდება, რომ ვერაფერსაც ვერ ავუხსნი, თუმცა სხვა რამის შანსი მაქვს? აი, აქ დაისმის წერტილი, აქ ვდგები ფეხზე, სარკეში საკუთარ ანარეკლს ვაკვირდები და ვხვდები, რომ ჩემს გარეგნობაშიც კი ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ამ ბოლო დღეებში.
ნინო არ მპასუხობს. მობილური ჯერ ისევ ყურთან მიკავია. ის-ის არის უნდა გავთიშო, რომ ჩემი მეზობლის იმდენად შეცვლილი ხმა მესმის, ვეჭვდები კიდეც, ნამდვილად ის არის თუ არა.
-ლეა, ახლავე გამოდი ჩემთან.-მთლად დამშვიდებულად არასდროს არაფერი უთქვამს ჩემთვის, მაგრამ ახლა ნამტირალევიცაა და თან სასოწარკვეთის ნოტები შეპარვია.
-რამე მოხდა, ნინო? ლიკო ხომ კარგადაა?-თავშეკავებული წამოყვირებით ვაღებ გარდერობს და იქიდან საკიდს ვიღებ, რომელზეც გრძელი, თეთრი, გრძელსახელოებიანი მაისური კიდია ბუს გამოსახულებით და მის ქვემოთ კი შავი, ფეხებზე მჭიდროდ მომდგარი ჯინსის შარვალი.
-გამო, გთხოვ...-მოთქმით ტირის ის და მისი ხმაც წყდება.
-ჯანდაბა! ნეტავ, ახლა რაღა მოუვიდა...
მობილურს საწოლის მიმართულებით ვისვრი და საბედნიეროდ, მიზანს არ ვაცდენ. შარვლის ტოტებში ვყოფ ფეხებს, მაისურს კინაღამ უკუღმა ვიცმევ, მის ბოლოსაც უსწორმასწოროდ ვიტანებ შარვალში და სახლიდან ისე გავრბივარ, კარებს გასაღებითაც კი არ ვკეტავ.
-ნინო!-ვეძახი, რათა გამომეპასუხოს და უცებ ვინმე არ გადამეფოფროს წინ.
-აქ ვარ.-კვნესის ის.
სამზარეულოში სკამზეა ჩამომჯდარი და თავი მაგიდაზე აქვს ჩამოდებული. ტუჩებს ვკუმავ და მოზომილი, ფრთხილი ნაბიჯებით ვუახლოვდები. თავს ნაზად ვაწევინებ და ამღვრეულ თვალებში ვაცქერდები.
-რა მოხდა, ნინო? ლიკო სადაა?-ამას იმიტომ ვამბობ, რომ ყველაზე მეტად ლიკოზე ვდარდობ, თანაც ვიცი, ნინოს თითქმის ყველასთან რომ აქვს გაწყვეტილი ურთიერთობა, თუ აქეთ გაწყვიტეს და ამიტომაც მაშინებს მისი ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ამგვარად.
-ლიკო კარგადაა... სძინავს. ახლა მართლა სძინავს, ნინო! თუ გინდა შეამოწმე... ჩემი არ გჯერა, არა?-მხრებზე მებღაუჭება ამ სიტყვებით ნინო და თვალის გუგებს გიჟივით ატრიალებს.-ან რატომ უნდა გჯეროდეს? მე შენთან შედარებით ნაგავი ვარ... მატყუარა, უღირსი ქალი! დედამ შვილი როგორ უნდა გამოიყენოს, არა? საყვარელი როგორ უნდა დააყენოს მასზე წინ ხომ?
-ნინო, ნინო!-ხმას ვუწევ, რადგან რაიმე გავაგებინო.-ლიკო თუ კარგადაა, მაშ, რა ხდება? მითხარი და როგორც შემეძლება, დაგეხმარები. მე შენ გენდობი. შეიძლება იმედი გამიცრუო, შეიძლება ისევ მომატყუო, მაგრამ მაინც გენდობი იმიტომ, რომ ამის დაშვება არ მინდა.
ასეთ დროს მწუხარებაში ჩაძირულ ადამიანს ატყუებენ ხოლმე. სიმართლეს უმალავენ, რათა ის ილუზიებმა განკურნოს, სინამდვილეში კი ეს ხერხი გამნკურნებელი წამალი კი არა, ნარკოტიკია, რომელიც სულ ცოტა ხნით ნიღნავს რეალობას, შემდეგ კი უფრო საშინელ სნეულებას გმართებს, რადგან ხვდები, რომ რითიც თავს ინუგეშებდი, მხოლოდ ვიღაცის მოგონილი აბდაუბდა იყო, ვითომ შენს დასამშვიდებლად, სინამდვილეში კი უფრო გასაგიჟებლად. არასწორად აღქმულ გარემოებებს ხომ უფრო რთულად ვაჩვევთ თვალს, ვიდრე თავიდანვე დანახულს და გააზრებულს. ამ ყველაფრის გათვალისწინებისთანავე განვიზრახე, რომ ნინოს დათვურ სამსახურს არ გავუწევდი და ასე რომ, რაც ვთქვი და რითიც ვანუგეშე, ტყუილი ერთი სიტყვაც კი არ ყოფილა.
-ყველაფერს გეტყვი, ლეა... შენ ამას იმსახურებ...-ჩურჩულებს ის და ხელს მაჯაზე მკიდებს. ვარდისფერი მოსაცმელი მკლავზე ზევით ეწევა და ხელის გულის ქვემოთ სვირინგს ვხედავ. ლურჯად ამობერილ ვენებზე ირმის ნახტომი იწონებს თავს.
ახალი გაკეთებული ნამდვილად არ არის. საღებავი დაძველებულია და ოდნავ გაუფერულებული. თითს ზემოდან ვუსმევ მის მაჯას და გადიდრონებული თვალებით უთქმელ კითხვაზე პასუხს ვთხოვ.
-ეს... ეს... ლეა, რა იყო? რა სახე გაქვს?-საძინებლიდან ნაბიჯების ხმა ესმის და დაბალ ტონალობაში მეკითხება.-ეს სვირინგი გეცნობა?
-ირმის ნახომი, ხო, ნინო? ეს ხომ ირმის ნახტომია?-სამზარეულოში შემოსულ საღამურებში ჩაცმულ ლიკოს თვალს ვარიდებ და ისევ ხელებში ვბღუჯავ მის მაჯას.
-და მერე რა, ლეა? შენ ეს გამოსახულება სადმე გინახავს?-კალთაში ისვამს ჩემი დანახვით გახარებულ და ამ სიტუაციით გაოგნებულ ბავშვს და კვლავ მე მიბრუნდება.
-შიო მენაბდეს იცნობ?-ყოველნაირი ქარაგმების და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვეკითხები და ლოყები მიწითლდება.
ნინოს სახე ეცვლება. ლიკოს იხუტებს და მის მხარში თავჩარგული ქვითინებს.

^^^
ჩემს შოკოლადებს კიდევ ერთი თავი! :დ
ღმერთო, რა მაგარია... ჩემს საყვარელ მომენტებს მივუახლოვდი და შემდეგი ნაწილიდან დაიწყება ახალი ამბები... აბა, რა გგონიათ? როგორ განვითარდება მოვლენები?
სანამ შემიძლია, დავდებ მალ-მალე, მერე კი, ეჰ...
უყვარხართ სოფიკოს!



№1  offline წევრი Klio

შეუძლებელია არ მომწონდეს, საინტერესოა.. იცი ლეა მართლა გავს თევზებს ოღნდ ზოდიაქოს ნიშნით, რომ შეხედო ისეთი ნაზია, სუსტი, უმანკო , თითქოს მისი ჩამოშლა მარტივია, თუმცა როგორც თევზები მას ამ ყველაფერთან ერთად სული აქვს ეს აძლიერებს.. მოკლედ მისი სისუსტეა მისი სიძლიერე ამიტომაც მგონია, რომ ლეა უტეხია სულაც არაა ის მსხვრევადი მინა, როგორც გარედან ჩანს.. მოკლედ ბევრს არ ვიბოდიალებ მე მასში ბევრ რამეს ვხედავ... უმნ არ მეგონა ტკბილი თუ ვიყავი.. გავბედავ და გაგაწითლებ ისევ თუ შევძელი.. ჩემი აზრით ირმის ნახტომს გავს შენი ნაწერები, ხოლო შენ სამხრეთის ნათებას.. და აი ასე მარტივად პლატონურად გყვარობთ... ❤️

 


№2  offline წევრი cisa

კომენტარიდავიწყებიმით რო უყვარხარ ცისას როგორცმწერალი♥♥♥ ჰოდა მე დავბრუნდუიიი..გადატვირთული ზაფხულის შემდეგ..ბოდიშებსარ დავიწყებ..ვიცი იციდი რო დავბრუნდებოდი♥♥ წავიკითხე წყვდიადის შეთქმულებაც..მომეწონართქმაუნდა განსხვავებული იყო სტილისხვა იყო.კარგი იყო მაგრამ მე რატომღაც სხვას ველოდი არ ვიცი რატომ მინდოდა სულ ხვანაირად განვითარებულიყოეფის სოყვარული ყალბი მეგონა სანამ ბოლომდე წავიკითხავდი მართლამასე მეგონა რო ეფი არ იყო ისეთი როგორიც კოსტას ეგონა.მაგრამ შენ იქ ისეთები მოახდინე გამაოცე..ცუდად ნუ გამიგებ ეს უბრალოდნჩემი აზრია საბოლოვო ჯამში ძალიან მომეწონა..კოსტა შოკოლადო არიის♥♥ ირმის ნახტომსრაც შეხება იმიტომმომწონსრო მთავარი გმირი არის ისეთი ასაკის რა ასაკისაც ჯერ არ ყოფილა მგონი შენი არცერთი გმირი მთავარი დამე ეს მომწონს..ამასაკის ადამიანის ცხოვრება და შეხედულებაც გავიგოთ..მომწონს ძალიან..მეშვიდეთავი ცოტაღა დამრჩა წასაკითხი ახლაც ამას ვწე რ რო გაგახარო და მერე წავიკითხავ♥♥♥♥♥

ჰო კიდევჯერ შენსმინაწერს რო ვკითხულობ ბოლოს რო წერ მაგას და მერე ისტორია ალბათ გახსოვს..და ის რო მიყვარს შენიი "უყვარხართ სოფიკოს" ))))♥♥♥

ეს რაგამიკეთე გოგოოოოოოოო? სად გაწყვიტეე სულ არ გეცოდები? აუ როგორ მაინტერესებს..მოუთმენლად ველოდებიი♥

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

მოვლენებს ისე ანვითარებ, რომ ნელ- ნელა გვითრევ ისტორიაში .ყოჩაღ უნიჭიერესი ხარ და საოცარი გადმოცემის უნარი გაქ.

 


№4  offline ახალბედა მწერალი MariamG

ის მომენტი მიყვარს, რომ შემოვდივარ და ერთად დაგროვებულ 3-4 თავს "გემრიელად" ვკითხულობ.
ვ ა ი მ ე !
ადამიანო, აღარ ვიცი რა დაგიწერო. შენ.. შენ ხარ სასწაული!
ვერ წარმოიდგენ როგორ ამრიე.
პირველ რიგში, კობა!
რაც არ უნდა მომხდარიყო, არ არსებობს შემთხვევა, რომ მხოლოდ ერთი იყოს დამნაშავე. დღესავით ნათელია, რომ ლეას ღალატში როგორც კობა, ასევე ნიცა ერთნაირად მონაწილეობენ და ამას არც დების კავშირი ცვლის.
ჩვენ ხომ სწორედ ის ადამიანები გვღალატობენ, რომლებსაც ყველაზე მეტად ვენდობოდით!
გაბოს რაც შეეხება, შენ იცი, რომ მე მისი იდუმალება და მისი პიროვნება მომწონს!
აი, არ ვიცი წინა კომენტარში რატომ ვცდილობდი ნინოს გამართლებას. ეს ქალი თავიდან ფეხებამდე ცალწარბას მორევშია ჩათრეული. იქიდან დავიწყოთ, რომ ახლა ირმის ნახტომიც მოუსკუპებია მაჯაზე.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ერთი წამით ეჭვი გამიჩნდა, თითქოს შიო და გაბო ერთი და იგივე პიროვნებაა, მაგრამ არ ვიცი საიდან მოვიტანე bowtie
ლეას გარშემო "ირმის ნახტომის" სამყაროა.
ქ. მერი, ნინო, გაბო, ცალწარბა და ახლა თვით ბატონი შიო.
ძააალიან გვაინტრიგებ, ხვდები?
მგონი არეული კომენტარი გამომივიდა, ამ ემოციებით დატვირთულს.
სიამოვნებით დაველოდები შემდეგს ! heart_eyes
მიყვარხარ

 


№5  offline მოდერი sopiko

Klio
შეუძლებელია არ მომწონდეს, საინტერესოა.. იცი ლეა მართლა გავს თევზებს ოღნდ ზოდიაქოს ნიშნით, რომ შეხედო ისეთი ნაზია, სუსტი, უმანკო , თითქოს მისი ჩამოშლა მარტივია, თუმცა როგორც თევზები მას ამ ყველაფერთან ერთად სული აქვს ეს აძლიერებს.. მოკლედ მისი სისუსტეა მისი სიძლიერე ამიტომაც მგონია, რომ ლეა უტეხია სულაც არაა ის მსხვრევადი მინა, როგორც გარედან ჩანს.. მოკლედ ბევრს არ ვიბოდიალებ მე მასში ბევრ რამეს ვხედავ... უმნ არ მეგონა ტკბილი თუ ვიყავი.. გავბედავ და გაგაწითლებ ისევ თუ შევძელი.. ჩემი აზრით ირმის ნახტომს გავს შენი ნაწერები, ხოლო შენ სამხრეთის ნათებას.. და აი ასე მარტივად პლატონურად გყვარობთ... ❤️

სამხრეთის ნათებას?
ასეთი რამ არც ერთ მკითხველს არ უწოდებია ჩემთვის, ხოდა სასტიკად გამახარე heart_eyes
დიდი, დიდი მადლობა!
cisa
კომენტარიდავიწყებიმით რო უყვარხარ ცისას როგორცმწერალი♥♥♥ ჰოდა მე დავბრუნდუიიი..გადატვირთული ზაფხულის შემდეგ..ბოდიშებსარ დავიწყებ..ვიცი იციდი რო დავბრუნდებოდი♥♥ წავიკითხე წყვდიადის შეთქმულებაც..მომეწონართქმაუნდა განსხვავებული იყო სტილისხვა იყო.კარგი იყო მაგრამ მე რატომღაც სხვას ველოდი არ ვიცი რატომ მინდოდა სულ ხვანაირად განვითარებულიყოეფის სოყვარული ყალბი მეგონა სანამ ბოლომდე წავიკითხავდი მართლამასე მეგონა რო ეფი არ იყო ისეთი როგორიც კოსტას ეგონა.მაგრამ შენ იქ ისეთები მოახდინე გამაოცე..ცუდად ნუ გამიგებ ეს უბრალოდნჩემი აზრია საბოლოვო ჯამში ძალიან მომეწონა..კოსტა შოკოლადო არიის♥♥ ირმის ნახტომსრაც შეხება იმიტომმომწონსრო მთავარი გმირი არის ისეთი ასაკის რა ასაკისაც ჯერ არ ყოფილა მგონი შენი არცერთი გმირი მთავარი დამე ეს მომწონს..ამასაკის ადამიანის ცხოვრება და შეხედულებაც გავიგოთ..მომწონს ძალიან..მეშვიდეთავი ცოტაღა დამრჩა წასაკითხი ახლაც ამას ვწე რ რო გაგახარო და მერე წავიკითხავ♥♥♥♥♥

ჰო კიდევჯერ შენსმინაწერს რო ვკითხულობ ბოლოს რო წერ მაგას და მერე ისტორია ალბათ გახსოვს..და ის რო მიყვარს შენიი "უყვარხართ სოფიკოს" ))))♥♥♥

ეს რაგამიკეთე გოგოოოოოოოო? სად გაწყვიტეე სულ არ გეცოდები? აუ როგორ მაინტერესებს..მოუთმენლად ველოდებიი♥

ჩემი ცისა ჩემთან! heart_eyes
როგორ მომნატრებიხარ, გოგო...
სენქს!
lalita
მოვლენებს ისე ანვითარებ, რომ ნელ- ნელა გვითრევ ისტორიაში .ყოჩაღ უნიჭიერესი ხარ და საოცარი გადმოცემის უნარი გაქ.

დაკარგულო, დიდი მადლობა heart_eyes
MariamG
ის მომენტი მიყვარს, რომ შემოვდივარ და ერთად დაგროვებულ 3-4 თავს "გემრიელად" ვკითხულობ.
ვ ა ი მ ე !
ადამიანო, აღარ ვიცი რა დაგიწერო. შენ.. შენ ხარ სასწაული!
ვერ წარმოიდგენ როგორ ამრიე.
პირველ რიგში, კობა!
რაც არ უნდა მომხდარიყო, არ არსებობს შემთხვევა, რომ მხოლოდ ერთი იყოს დამნაშავე. დღესავით ნათელია, რომ ლეას ღალატში როგორც კობა, ასევე ნიცა ერთნაირად მონაწილეობენ და ამას არც დების კავშირი ცვლის.
ჩვენ ხომ სწორედ ის ადამიანები გვღალატობენ, რომლებსაც ყველაზე მეტად ვენდობოდით!
გაბოს რაც შეეხება, შენ იცი, რომ მე მისი იდუმალება და მისი პიროვნება მომწონს!
აი, არ ვიცი წინა კომენტარში რატომ ვცდილობდი ნინოს გამართლებას. ეს ქალი თავიდან ფეხებამდე ცალწარბას მორევშია ჩათრეული. იქიდან დავიწყოთ, რომ ახლა ირმის ნახტომიც მოუსკუპებია მაჯაზე.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ერთი წამით ეჭვი გამიჩნდა, თითქოს შიო და გაბო ერთი და იგივე პიროვნებაა, მაგრამ არ ვიცი საიდან მოვიტანე bowtie
ლეას გარშემო "ირმის ნახტომის" სამყაროა.
ქ. მერი, ნინო, გაბო, ცალწარბა და ახლა თვით ბატონი შიო.
ძააალიან გვაინტრიგებ, ხვდები?
მგონი არეული კომენტარი გამომივიდა, ამ ემოციებით დატვირთულს.
სიამოვნებით დაველოდები შემდეგს ! heart_eyes
მიყვარხარ

ჩემი მარმელადი heart_eyes
ძალიან საინტერესოდ და აზრიანად მსჯელობ, მაგრამ რაღაცებში შეცდი, ხომ იცი...
გაბოზე ისეთი რაღაც მიდევს გულში, რომ...
აი, შიო სულ სხვაა...
ნინოსაც ტყუილად მილანძღავ :დ სვირინგი სულ სხვა რაღაცას ნიშნავს!
მეც მიყვარხარ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent