შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცისარტყელა (3 თავი)


19-09-2016, 17:46
ავტორი teddy))
ნანახია 2 887

***
თმას მაღლა ვიწევ და გარეთ გავდივარ. დღეს მარტო მიწევს მოხალისედ წასვლა, ნეა სხვაგან მიდის და თან მანქანაც მას ვათხოვე. ნაბიჯებს ვითვლი, ერთი, ორი, სამი... რომ ამ დროს ავტომობილის სიგნალი მაშინებს და გვერდზე ვიხედები:
-ბათუ?
-მოდი, მეც ბავშვთა სახლში მივდივარ!-მთავაზობს ის.
-რა ვიცი, კარგი!-ვამბობ და მანქანაში ვჯდები.
-როგორ ხარ?-მეკითხება ის.
-კარგად, შენ როგორ ხარ?-ვეკითხები და მობილურში მოსულ შეტყობინეას ვხსნი:
,,რას შვები?“-ჩემი მეგობარი ნინა მწერს.
,,იმ დღეს რომ მოგიყევი ხომ გახსოვს, მანქანა რომ აგვერია, ერთად მივდივართ ახლა ბავშვთა სახლში.“ -მივწერე მას.
,,ამას უყურე!“
,,არა, ცოტა მასხარა კი არის, მაგრამ ძალიან კარგი ბიჭია და უზომოდ...“- ვაგზავნი შეტყობინებას.
,,უზომოდ...?“
,,სიმპათიური!“
-სიმპათიურიც ვყოფილვარ!-მესმის ბართლომეს ხმა.
-უკაცრავად?-თავს ვწევ.
-ვიცი, სხვისი შეტყობინებების კითხვა უზრდელობაა!-იცინის ის.
-დიახ, არ შეიძლება, სხვისი შეტყობინებების კითხვა!-ლოყებ აწითლებული ვეუბნები ბართლომეს.

***
რამდენიმე წუთში ბართლომე შენობის წინ ავტომობილს აჩერებს და მანქანიდან გადმოვდივარ:
-დიდი მადლობა, რომ მომიყვანე!-ვეუბნები მას.
-არაფრის!-მიღიმის და შენობის კარს აღებს. ღიმილიც რომ შესანიშნავი აქვს! პირველი მე მატარებს და მეღიმება:
-ჯელტმენიც ყოფილხარ, ბართლომე!
-დიდი მადლობა გადაგიხადა ჯელტმენმა ბიჭმა!-ამბობს ბათუ.
-არაფრის!-ვამბობ და შიგნით შესული ხალხს ვესალმები. საღებავის ფუნჯს ვიღებ და ბართლომეც საღებავის ყუთს იღებს და ჩემკენ მოდის:
-ნუცა!
-რა იყო?-ვეკითხები და ბართლომეს საღებავის ყუთი უყირავდება და ფეხსაცმელზე მესხმევა:
-ნუცა!-მისი სიცილი მთელ დერეფანში ისმის.
-ბართლომე!-გაბრაზებული ვამბობ მის სახელს.
-კარგი, რა იყო ბოდიში!-მეუბნება ბათუ.
-რა იყო, ვერ უყურებ რომ საღებავით დამესვარა ფეხსაცმელი?
-მწვანე კედები არ მოგწონს?-მეკითხება ის.
-დაჭკვიანება არ გაწყენდა!-ვეუბნები და გარეთ გამოვდივარ.

***
სახლში შესული, ნეა გაკვირვებული მაკვირდება:
-რა დაგემართა?
-იმ შენმა ბართლომემ, შემთხვევით საღებავი გადამასხვა!-ვამბობ და ამ სიტუაციაზე მეცინება.
-ჩემმა რა, შენმა!-იღიმის ჩემი დაიკო, ნეა.
რამდენიმე წუთში კომპიუტერთან ვზივარ და სოციალურ ქსელში ერთ-ერთი თანამონაწილეს შეტყობინება მომდის:
,,ნუცა, მონაწილეები ვიკრიბებით და ბათუს შეატყობინე რა, გთხოვ!“
,,კარგი, გადავცემ!“ ვაგზავნი და მობილურ ტელეფონს ვიღებ. ბართლომეს ნომერს ვეძებ და ვურეკავ.
-დიახ!-მესმის გოგონას ხმა.
-ბართლომეს დაუძახეთ!-ვეუბნები მას.
-ვინ ბრძანდებით?
-და თქვენ ვინ ხართ? იქნებ ბართლომეს გადასცეთ მობილური!-ვამბობ მე.
-მე ანკა ვარ! ბართლომე კი სააბაზანოშია შესული!-მეუბნება და ჩაცინებაც მესმის და ჩურჩულიც.
-მაშინ გადაეცი, რომ დამირეკვოს!-ვეუბნები და მობილურ ტელეფონს ვთიშავ.
ბართლომემ გახუმრება გადაწყვიტა? როგორც ენებოს! იქნებ ბართუს ჩურჩული არ იყო? ან მე რატომ მანაღვლებს?! რამდენიმე წუთში ზარის ხმა მესმის და მეც მობილურს ვიღებ:
-გისმენთ!-ვამბობ მე.
-ბართლომე ვარ, შენ მირეკავდი ხომ?
-კი მე გირეკავდი! ნინომ და მარიამმა მომწერეს რომ მონაწილეები უნდა შევიკრიბოთ ხვალ სადმე და გააგებინეო!
-და ხვალამდე არ გინდა ერთმანეთს შევხვდეთ?-მთავაზობს ბათუ.
-არა, სხვაგან უნდა წავიდე!-ვამბობ და აივანზე გავდივარ.
-ნუ მატყუებ, არ მიყვარს ტყუილი!-მეუბნება ის და ქვევით ვიხედები.
-აქ რა გინდა?-ჩემი აივნის ქვევით მდგარ ბართლომეს ვხედავ.
-შენთან ახლოს ვცხოვრობ!-მიღიმის ის.
-ჩამოხვალ?-მეკითხება ბართლომე.
ვერა!-ვპასუხობ მე.
-ნუ მატყუებ რა, გთხოვ!-იძახის ის.
-არ გატყუებ, ან ვის უყვარს ტყუილი?!-ვამბობ მე.
-ანუ ჩამოხვალ?-თავისას არ წყვეტდა ის.
-არა!-ვპასუხობ მას.-ნახვამდის, მეჩქარება!-საძინებელ ოთახში ვბრუნდები და მობილურს მაგიდაზე ვდებ. არა, მართლა მეჩქარება, ნეას უნდა გავყვე წიგნების მაღაზიაში, მართალია არც ისე ჩავიდოდი, მაგრამ...
ცისარტყელა (3 თავი)

-----------------------------------------------------------------
ძალიან დიდი ბოდიში დაგვაინებისთვის და კიდევ ერთხელ ბოდიში რომ დავაგვიანე და პლიუს ამას პატარა თავით დავბრუნდი! იმედია მოგეწონებათ, ჩემო ცისარტყელებო და ისევ გახსოვართ! გელოდებით,დიდი მოლოდინით!



№1  offline მოდერი sopiko

ჰმ, იცემება ბათუ... გახუმრება გადაწყვიტა ბიჭმა? აბა, ტყუილები არ მიყვარსო? :დდდ
გოგო, სად იყავი ამდენ ხანს? გელოდებოდი და აი, გამახარე, რომ დაგვიბრუნდი heart_eyes
მეც მინდა მწვანე ვაშლი... მომიწყვიტე და გაპატიებ დაგვიანებას :დ
არა, ეს სახელი, ნეა მომწონს...
ლოყებ აწითლებული არა-ლოყებაწითლებული relaxed
როგორც ყოველთვის, შენი კომედია ჩემი დღის პოზიტივი გახდა heart_eyes

 


№2  offline წევრი teddy))

sopiko
ჰმ, იცემება ბათუ... გახუმრება გადაწყვიტა ბიჭმა? აბა, ტყუილები არ მიყვარსო? :დდდ
გოგო, სად იყავი ამდენ ხანს? გელოდებოდი და აი, გამახარე, რომ დაგვიბრუნდი heart_eyes
მეც მინდა მწვანე ვაშლი... მომიწყვიტე და გაპატიებ დაგვიანებას :დ
არა, ეს სახელი, ნეა მომწონს...
ლოყებ აწითლებული არა-ლოყებაწითლებული relaxed
როგორც ყოველთვის, შენი კომედია ჩემი დღის პოზიტივი გახდა heart_eyes

დაცბრუნდი და ჩემი საყვარელი სოფოს შეფასებაც ვიხილე! relaxed ძალიან დიდი მადლობა და მიხარია თუ ასეა! heart_eyes დღის პოზიტივიო, ასეა მართლა? ტყულს არ იტყვი შენ! smile laughing blush უღრმესი მადლობა, კიდევ ერთხელ, ჩემო სიყვარულო! heart_eyes [right][/right] kissing_heart kissing_closed_eyes

 


№3  offline მოდერი bibo

ჩემი სიტკბობეა დაბრუნდაოოო heart_eyes heart_eyes ჩემი ცისარტყელა ხარ შენო ანუკები როგორც ცისარტყელა დღეს ანათებს წვიმის მერე მასე ხარ შენ ჩემტვილ სულს და გულს მიტკბობ heart_eyes kissing_heart შენი პატარა და ჰაეროვანი ისტორებით ვგიჯდები მე შენზე ჩემო ციცქნა ბისკვიწოოოოო heart_eyes heart_eyes

 


№4  offline მოდერი D-roni

მართალია კითხის დროს ისევ ნერვები მომიშალა მაგრამ ... ღირდა!
გოგო ბათუს ვეძახი მე სულ , ბათუს!
სანამ მაგის სახელს ვიტყვი ათჯერ მომიშლის ნევრვებს :D
ძალიაან მაგარია ❤️❤️

 


№5  offline წევრი teddy))

bibo
ჩემი სიტკბობეა დაბრუნდაოოო heart_eyes heart_eyes ჩემი ცისარტყელა ხარ შენო ანუკები როგორც ცისარტყელა დღეს ანათებს წვიმის მერე მასე ხარ შენ ჩემტვილ სულს და გულს მიტკბობ heart_eyes kissing_heart შენი პატარა და ჰაეროვანი ისტორებით ვგიჯდები მე შენზე ჩემო ციცქნა ბისკვიწოოოოო heart_eyes heart_eyes

Chemi usayvarlesi gogo, rogor miyvars! ❤❤❤ ugrmesi madloba, shensavit tkbili da tbili sityvebistvis!!! ❤❤❤❤

D-roni
მართალია კითხის დროს ისევ ნერვები მომიშალა მაგრამ ... ღირდა!
გოგო ბათუს ვეძახი მე სულ , ბათუს!
სანამ მაგის სახელს ვიტყვი ათჯერ მომიშლის ნევრვებს :D
ძალიაან მაგარია ❤️❤️

Davimaxsovreb amis mere bartlome ara, batu!

 


ისმომენტია როცა რამის თქმა ზედმეტია . მაგარი გოგი ხარ შენ

 


№7  offline წევრი teddy))

იასამნისფერი
ისმომენტია როცა რამის თქმა ზედმეტია . მაგარი გოგი ხარ შენ

უღმესი მადლობა, თუ ასეა, იასამნისფერო! heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent