შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლები (5)


19-09-2016, 18:03
ნანახია 2 659

**

ძალიან გაფრენილი მქონდა! რა ჯანდაბა ან ვინ ჯანდაბა მინდოდა არ ვიცოდი.
რატისთან ერთად ვიყავი და ვსო! რატი ის იყო..
გიორგისთან ერთად ვიყავი და ვსო! გიორგი ის იყო..

-შენ მგონი ცოტა ვერ ხარ, ხო?- ეჭვის თვალით შემომხედა ნიცამ.
-აუ, ნიცუ მართლა არვიცი რა ვქნა.. გქონია ესეთი შემთხვევა? პრინციპში რა გექნებოდა გაახილე თვალი და ანდროსთან ერთად იყავი უკვე.
-ჩამოყალიბდი, რა.. პატარა გოგო აღარ ხარ.!-კატეგორიულად მითხრა ნიცამ,- ჩამოწერე გიორგის პლუსები და მინუსები და რატისიც იგივენაირად და შეხედავ ვინ გინდა და რა გინდა.
-აუ, ეგ შველის?
-წესით უნდა გიშველოს. მაგრამ არჩევანის წინაშე, როცა დგები მაშინ არც ერთი არ უნდა აირჩიო! ყოველთვის იფიქრებ რაღაც ისე თუ არ იქნა ნეტა ის ამერჩიაო. ამიტომ, ჰა შენ ბურთი და მოედანი!


მართალი იყო ნიცა. ავირჩევდი გიორგის და რატიზე დავფიქრდებოდი; ან-არა. ან კიდევ პირიქით მოხდებოდა.

ისევ მარტოობაში მხდებოდა სული და სერიალების დედად ვიყავი ქცეული, როცა თიკო შემოვიდა და რატის მოსვლა „შემოუჟმურმსახა“.

-ეს შენ..-მითხრა რატიმ და გამიღიმა.
-გავსუქდები ამდენი ტკბილი ალუბლით!-გამეცინა და მაინც ჩავიტენე პირში.
-როდის იხსნი მაგას?
-5 დღე და ავიდგამ ფეხს,-გამეცინა და თავი წარმოვიდგინე დედას რო ორივე ხელზე ხელი უჭირავს და უკანალის სიმძიმის გამო ვეცემი.
-კაია..-ჩაილაპარაკა და ტელევიზორს გახედა, სადაც დიდი მონდომებით ინდური სერიალი გადიოდა.
-რატი, ბევრი ვიფიქრე და ჩემი აზრით, შენ პრობლემა გაქვს..-პირდაპირი მნიშვნელობით ბოდიალი დავიწყე.
-იცი, რა მომწონდა შენი? რო არ ფიქრობდი და ისე ამბობდი ყოველთვის ყველაფერს,-გაეცინა რატის,-აბა, რას მერჩი?
-შენ მე არ გიყვარვარ და შენი პრობლემა ის არის, რომ სოფის სიყვარულს იმდენად აქვს შენში ფესვები გადგმული უკვე შეჩვევა გგონია. ეგრე არ არის რეალურად.
-მოიცა, შენნ მე მასწავლი ვინ მიყვარს და ვინ არა?-გაოცება შეეტყო ხმაში რატის,-შენ გგონია ვერ ვხვდები ვინ მინდა და ვინ არა?
-ნუ,დაახლოებით. არ გაბრაზდე, რა.. უბრალოდ, გულახდილად ვილაპარაკოთ. მე შენ როცა დაგინახე მართლა ძალიან მომეწონე, მაგრამ შემდეგ სოფი გავიცანი და გაცნობის წუთიდანვე იმაზე დავფიქრდი, როგორ შეიძლება კაცმა ასეთ ქალზე უარი თქვას-მეთქი. ძალიან მაგარი გოგოა! როდესმე გიცდიათ ურთიერთობაში შესვენების აღება?
-არა..-ხმადაბლა თქვა რატიმ.
-ხოდა, ეგაა კიდე ერთი პრობლემა. წყვილს ყოველთვის სჭირდება რაღაც დროით შესვენების აღება. ყოველდღე რომ ერთად ხართ მერე მთელი ცხოვრება რა უნდა გააკეთოთ? როცა ოჯახს შექმნით მერე უკვე შესვენების აღება ძალიან გვიანი იქნება. დაუფიქრდი, აბა.. თქვენს ურთიერთობაში რაშია პრობლემა?
-შენ გიორგი გიყვარს, არა?
-რა შუაშია ეგ? მე შენზე, ჩემზე და სოფიზე გელაპარაკები. იცი, როგორ უყვარხარ? ასე შენ შეყვარებას ვერავინ შეძლებს. დაფიქრდი და მიხვდები, რომ სოფი ის გოგოა რომელიც გვერდზე უნდა გედგეს.
-რატომ მეუბნები ამას? ნამუსზე მაგდებ სოფის რომ დავშორდი?
-თქვენ დარწმუნებული ვარ იმ ზომამდე არ მისულხართ, რომ ან დაშორებულიყავით ან დაქორწინებულიყავით. შენთვის უბრალოდ სიახლე ვიყავი ცხოვრებაში, პატარა ბავშვი რომელსაც იგრძენი რომ მოეწონე და ამან ახალი ემოციები მოგიტანა ის, რაც თუნდაც სოფისთან გქონდა რამდენიმე წლის წინ..
-რატომ მეუბნები ამას იქნებ მიპასუხო?-დაიძაბა რატი/
-იმიტომ რომ კარგი ბიჭი ხარ, რატი. არ მინდა ემოციებს აჰყვე, არ მინდა შეცდომა დაუშვა თუნდაც იმიტომ, რომ მე ჩემს თავში დარწმუნებული არ ვარ და ერთ ნაბიჯზე ვარ დამოკიდებული. იცი, რა ხდება ჩემ თავში? სრული ქაოსია! ამ ქაოსმა გადამიყვანა ჭკუიდან და არ შემიძლია ჩემი მიზეზით ვინმეს, თუნდაც შენ დაგაშვებინო რამე შეცდომა.
-იცი, რა კარგი გოგო ხარ?-გამიღიმა რატიმ.
-შენ რომ კარგი ბიჭი ხარ თუ იცი?
-არა, შენ რომ საუკეთესო ხარ?
-სოფი რომ საუკეთესოზე საუკეთესოა?-გავუღიმე რატის.-ერთს გთხოვ, დაფიქრდი იმაზე რაც მე გითხარი და მერე დავილაპარაკოთ.
-კარგი, ნენე. საოცრად კარგი გოგო ხარ!-მითხრა რატიმ და ჩამეხუტა.

სად იყო პეპლები? ზოოპარკი? ქვეწარმავლები?
ემოციების შტორმი? მიწისძვრა?
გულის ამოვარდა? კედლებზე რახარუხი?
სადღაც გაქრა.
გამეღიმა.
მივხვდი, რომ სწორად მოვიქეცი და თავი ავარიდე საშინელების დასაწყისს.

წლის ბოლო იყო უკვე და უნივერსიტეტში გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც გამარჯვებული 5 სტუდენტი ერთი თვე წავიდოდა პრაღაში სასწავლებლად. მეც მივიღე მონაწილეობა და ჰოი, საოცრებავ!

-ღადაობ, ტო? ძაან მაგარია..-მითხრა გიორგიმ.
-მეც ძალიან გამიხარდა!
-იმედი მაქვს, ერთ თვეს სათანადოდ გამოიყენებ, ნენ..

მართლა მჭირდებოდა შორს წასვლა. მანძილი ისეთი რაღაც იყო უეჭველი მიმახვედრებდა ჭეშმარიტებას. ნუ, ყოველშემთხვევაში მე ამის ღრმად მწამდა.!
-მიხარია, წარმატებას გისურვებ..-მითხრა რატიმ.
-გაგიხარდა, რატი?
-კი, რატო არა? შენი წარმატება მე ყოველთვის გამიხარდება, რაც არ უნდა იყოს.-მშვიდად მითხრა რატიმ.

აი, ასე! რატისაც და გიორგისაც უხაროდათ. ხოდა, მეც მიხაროდა მათ რომ უხაროდათ ის რომ მე მიხაროდა.. ძაან ჩავხლართე, არა? არაუშავს, ეგეთი ჩახლართულია ზუსტად ჩემი ცხოვრება და ფიქრები. ისე რაღაცით კარგი კია. საფიქრალი მუდმივად მაქვს! არ მომწონს არაფერს რომ აზრი არ აქვს ისეთი არსებობა. ელემენტარულად რაღაცაზე ხო უნდა ფიქრობდე ადამიანი? კი, უნდა ფიქრობდე. ხოდა, მეც ვფიქრობ იმას, რომ აეროპორტში გიორგი მოვიდა და რატი-არა. ოღონდ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ყოველ მიზეზგარეშე ავირჩევ მე გიორგის.. გულის სიღრმეში რაღაცნაირად მეწყინა რატის არყოფნა, მაგრამ თან გამიხარდა იქნებ ჩემმა ლაპარაკმა შედეგი გამოიღო? ნეტა! იმედია, ყველაფერი დალაგდება.

ჩეხეთი? პრაღა? საოცრება რაღაცა! ნამდვილად „ოქროს ქალაქია“ მეტსახელის მიხედვით. სასწაული ღირშესანიშნაობებით არის პრაღა აღჭურვილი! ჩვეულებრივ შოკში ჩავვარდი, როცა ლენტა პარკის ხედზე ავედი და ქალაქს გადავხედე. საოცარმა სურვილმა შემიპყრო ჩავხუტებოდი მთლიან ქალაქს რომ შემძლებოდა. კარლოსის ხიდზე გსმენიათ? სურვილებს ასრულებსო.. მეც ზე-რომანტიულ პიროვნებას მეტი რა მინდოდა? ჩავუთქვი სურვილი. ახდებოდა კი? ისე, როცა რაღაც გულით გინდა აუცილებლად ახდება! მთავარია იწამო და ნამდვილად ახდება.

ერთი კვირა იყო დარჩენილი წამოსვლამდე. ეს 3 კვირა არც რატისთან არც გიორგისთან არ მილაპარაკია.

-ნენე, რა მინდა იცი გკითხო?-ჩემმა კურსელმა მაკომ დამიწყო ლაპარაკი, რომელთან ერთადაც ერთ ოთახში ვიყავი, მაგრამ არასდროს არ გვილაპარაკია. არ გჯერათ? დაიჯერეთ. მხოლოდ „წამო, ვჭამოთ/ სურათი გადამიღე/ დაველოდოთ ბავშვებს“ აი, ეს იყო ჩემი და მაკოს კონტაქტი,- დადვანი შენი ვინ არის?
-დადვანი გიორგი?-გადამცდა მისი გვარის ხსენებაზე.
-ჰო,-გამიღიმა მაკომ. რაღაც უბრალოდ და კარგი გოგოს შთაბეჭდილებას მიტოვებდა უკვე.
-ვმეგობრობ,-ვუთხარი მაკოს და თვალი ავარიდე.
-ეგრე ვმეგობრობ მეც თორნიკესთან,-ჩაილაპარაკა გულდაწყვეტილმა მაკომ.
-რომელთან? ჟირაფთან?-თვალები შუბლზე ამივიდა.
-ჟირაფი რატო?-გაეცინა მაკოს.
-გოგო, ძაან მაღალია! ისეთი რომ ვკომპლექსდები,-გამეცინა და შემრცხვა, სატრფო რომ დავუცინე.
-იცი, როგორ ვმეგობრობდით მე და თორნიკე? ხოდა, მერე როდის მოვიდა სიყვარული არვიცი. ვიყავით ერთად და ჩავაბარეთ. ჩავაბარეთ და თითქოს, გაქრა ყველაფერი..ისე დავშორდით არ აგვხსნია ერთმანეთისთვის არაფერი.
-რომ არ გეთქვა ვერ ვიფიქრებდი თქვენზე!-ვუთხარი და სმენად ვიქეცი. უხ! როგორ მომნატრებია ჭორაობები და ასეთი ამბები.
-ჰო.. იცი, როგორ მიყვარს? ძალიან. მაგრამ ნუ, არ გამოდის და როგორ გინდა თავს დააძალო..-მითხრა მაკომ,-იცი, რატომ გკითხე გიორგიზე? როცა ერთად იყავით ბიჭი ისე გიყურებდა, მეგონა რომ ციდან ვარსკვლავებს მოგიწყვეტდა და რაღაც სასწაულს იზამდა! ეგრე მიყურებდა თორნიკე მეც..
-ისე, უნდა დავაკვირდე თორნიკეს. იქნებ, კიდე უყვარხარ?!
-არა, გამორიცხულია. გოგიჩაიშვილთან ერთად არის..
-ღადაობ? ეგ ხო უნივერსიტეტის ნაშაა? და შენ გგონია მაგ გოგოს სერიოზულად უყურებს?-გამეცინა და მაკოს გაოცებული თვალები დავაფიქსირე,-კაი, მაკო რა!
-აუ, რავიცი, რა..
-შენ არ ინერვიულო მაგაზე! დღეს ყველა წავიდეთ ბარში და მომანდე ეგ საქმე..
-შენი ტელეფონია.. მე მანამდე ჩავიცვამ,-მითხრა მაკომ და აბაზანსკენ წავიდა.
რატი მირეკავდა. კარგი ამბის მოლოდინში შევხვდი რატის ზარს:
-ჰოუ.
-როგორ ხარ, ნენე?-ტრადიციულად მშვიდი იყო რატი.
-კარგად შენ როგორ ხარ? დაგერეკა ვაიბერში რას წვალობ.
-შენთვის არასდროს არ ვწვალობ.რაღაც მინდა გითხრა.
-ხო, რატი. გისმენ, რა ხდება?
-მადლობა, რომ არსებობ!-მითხრა და გამითიშა. მე კიდევ დავრჩი ერთ ადგილას გაშეშებულ-გაშტერებული. ორი ვარიანტი იყო ან ისე ან ასე..

მე რომ რაღაცას მოვინდომებ და ავტყდები? მტრისას!
ტეკილას ისე ვწრუპავდი, თითქოს რომანტიული ვახშმისთვის მოტანილი შავი ღვინო იყო. მაკო მორცხვად იჯდა და თორნიკეს თავს არიდებდა. მე კიდევ თორნიკეს ისე ვჭამდი თვალებით ვინ იცის, იქნებ ფიქრობდა რომ ვენას ვიჭრიდი ისე მიყვარდა?! მე კი არა, თორნიკეს ნამდვილად უყვარდა მაკო.

-მაკ, უყვარხარ ამ ბიჭს და მიდი, რა..
-სად მივიდე, გაგიჟდი?
-არა, არ გავგიჟდი. შენ სიყვარულს რომ უნდა მიხედო თუ იცი?
-შენ რატომ არ შვრები მაგას?-კითხვა შემომიბრუნა მაკომ.
-მე?-გამიკვირდა.
-ჰო, შენ.! დადვანი გიხსენე და შენმა ემოციებმა ამოხეთქეს.
-სისულელეა. მე და დადვანი ერთი დიდი მათემატიკური განტოლება ვართ.
-სიყვარული განტოლებაა. ხომ იცი ყველა განტოლება რომ იხსნება თუ მოიდნომებ? თან ყველაზე დიდი პლუსი სიყვარულს ის აქვს, რომ სწავლა არ სჭირდება. თავისდაუნებურად უკვე ნასწავლი მოდის შენთან.
-ამხელა ენა თუ გქონდა და ამდენი თუ იცოდი რას გაუშვი მერე ის ბიჭი ხელიდან?-წარბი ავუწიე.
-ამის ბრალია!-თითით მიმანიშნა სასმელზე.
-მოდი, შევთანხმდეთ. მე ჩემ განტოლებას მივხედავ შენ შენსას მიხედე!
-კარგი, ოღონდ ამ წუთასვე ვერ შეგრპირდები..

ადგა მაკო, ხელი მოჰკიდა თორნიკეს და გაიყვანა გარეთ. ცოტახანში დაბრუნდა ორივე ისეთი ბედნიერი და გახარებული ალბათ, მათი შემხედვარე ათეისტი იწამებდა ღმერთის არსებობდა, ბრმას თვალები აეხილებოდა, ყრუ გაიგონებდა!

იცით, როგორ მომინდა? აი, ისე მომინდა მეგონა გავსკდებოდი..
მაკომ წარმატებით ამოხსნა განტოლება, მაგრამ მე ჩემი პირობა არ დამვიწყებია. პირობა, რომელიც აუცილებლად უნდა შემესრულებინა.

-ალო..
-ნენე?
-ჰო, მე ვარ.
-გისმენ, ნენე. მოიცა, გადმოგირეკავ..
-არა! არ გამითიშო, რა.
-რა გჭირს, ნენე?
-მენატრები, რა..


რამდენიმე წუთიანი დუმილი და გულის ბაგა-ბუგის ურითმო ხმა.
ეს ყველაფერი ხდებოდა ჩვენ ორს შორის.
გიორგი თბილისიდან, მე-პრაღიდან.
რაღაც ახლის დასაწყისი იყო იცით როდიდან? აი, სიმპათიურმა გიჟმა ბიჭმა რომ მკითხა სახელიო.
დადვანი თვითონ სიახლე იყო.
სიახლე, რომელსაც კარგი მოჰქონდა!
გავაკეთე არჩევანი?
ამას მეთვითონაც ვერ ვხვდებოდი.
მარცხენა მხარეს კი, რაღაც ამოვარდნას იყო..

***

მაპატიეთ!
ჩემი მუზა მოკვდა და გაცოცხლებას ვცდილობ..!



№1  offline წევრი An_Gel

მაინც გიორგი...ვიცოდი,უბრალოდ გულის სიღრმეში დამწყდა გული რატიზე. ისტორია მათით დაიწყო და მინდოდა მათი წყვილითვე დასრულებულიყო,მაგრამ არაუშავს. ერთი რაღაც არ მომეწონა და უნდა გითხრა! აი რა იცის ნენემ როგორი გოგოა სოფი? კი მესმის ნახა ერთხელ კაი შთაბეჭდილება დატოვა,უყვებოდნენ კიდეც სოფიზე გოგოები,მაგრამ მაინც "საუკეთესოზე საუკეთესო" რა იცოდა ნენემ იყო თუ არა? უბრალოდ პირდაპირ უნდა ეთქვა ამ გოგოს რატისთვის რომ გიორგი უყვარდა,რა საჭირო იყო სოფის ხსენება?! ანუ ის არ მომეწონა,რომ ნენემ რატისთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სოფის ჩარევით მიიღო. უკვე მგონია რომ თავს ისულელებს ეგ გოგო,დაარქვას სახელი ყველაფერს. რატი არც უყვარდა,მოეწონა ზღვაზე და მორჩა,გიორგი შეყვარდა მალევე,მესმის მისი რაღაცა ლამაზს ეჭიდება რატიში,იმ ლამაზს რაც ქონდათ,მაგრამ მაინც,არც ისე რთული მისახვედრია,რომ გიორგი შეუყვარდა ძალიან დიდი ხნის წინ. იცი ყველაზე მეტად რაზე მწყდება გული? ალუბლები (ანუ სათაური) პირველად რატის უთხრა მიყვარსო და პირველად რატიმ აჩუქა ნენეს,გიორგი ჟელიბონებს ჩუქნიდა,რატიმ შუა ზაფხულში უშუვა ნამდვილი ალუბლები წვალებით. აი ამიტომ და კიდე ბევრი მიზეზის გამო მერჩივნა რატი,მაგრამ არაუშავს... ველი ახალ თავს,საოცარი ხარ <3

 


№2  offline წევრი ელენა ილდანი

papastatekulosi
მაინც გიორგი...ვიცოდი,უბრალოდ გულის სიღრმეში დამწყდა გული რატიზე. ისტორია მათით დაიწყო და მინდოდა მათი წყვილითვე დასრულებულიყო,მაგრამ არაუშავს. ერთი რაღაც არ მომეწონა და უნდა გითხრა! აი რა იცის ნენემ როგორი გოგოა სოფი? კი მესმის ნახა ერთხელ კაი შთაბეჭდილება დატოვა,უყვებოდნენ კიდეც სოფიზე გოგოები,მაგრამ მაინც "საუკეთესოზე საუკეთესო" რა იცოდა ნენემ იყო თუ არა? უბრალოდ პირდაპირ უნდა ეთქვა ამ გოგოს რატისთვის რომ გიორგი უყვარდა,რა საჭირო იყო სოფის ხსენება?! ანუ ის არ მომეწონა,რომ ნენემ რატისთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სოფის ჩარევით მიიღო. უკვე მგონია რომ თავს ისულელებს ეგ გოგო,დაარქვას სახელი ყველაფერს. რატი არც უყვარდა,მოეწონა ზღვაზე და მორჩა,გიორგი შეყვარდა მალევე,მესმის მისი რაღაცა ლამაზს ეჭიდება რატიში,იმ ლამაზს რაც ქონდათ,მაგრამ მაინც,არც ისე რთული მისახვედრია,რომ გიორგი შეუყვარდა ძალიან დიდი ხნის წინ. იცი ყველაზე მეტად რაზე მწყდება გული? ალუბლები (ანუ სათაური) პირველად რატის უთხრა მიყვარსო და პირველად რატიმ აჩუქა ნენეს,გიორგი ჟელიბონებს ჩუქნიდა,რატიმ შუა ზაფხულში უშუვა ნამდვილი ალუბლები წვალებით. აი ამიტომ და კიდე ბევრი მიზეზის გამო მერჩივნა რატი,მაგრამ არაუშავს... ველი ახალ თავს,საოცარი ხარ <3



სუპერ
გოგო ხარ შენ!! :*
მაგრამ მოიცა ჯერ წინ არის ყველაფერი :) :*

 


№3  offline წევრი LateNightDriver

აუ რა კარგი თავი იყო❤️ დიდი ხანია შენ მოთხრობებს ვკითხულობ, ჩემი ერთერთი ფავორიტი მწერალი ხარ ძალიან მომწონს შენი წერის სტილი. აქამდე არ დამიკომენტარებია არაფერი, მაგრამ
ეს თავი ვერ გავატარე ძალიან მომეწონა ნენეს გადაწყვეტილება მე უფრო გიორგისკენ ვიხრები ნუ არც რატია ცუდი ბიჭი მაგრამ გიორგი მაინც სხვანაირია რა ❤️ ნუ რა თქმა უნდა ბოლოს ვისთან დატოვებ ეს შენი გადაწყვეტილებაა მაგრამ მე
იმედი მაქ დადვანთან დარჩება ❤️ წარმატებებიი და ახალ თავს ველოდებიი ❤️

 


№4  offline წევრი ელენა ილდანი

LateNightDriver
აუ რა კარგი თავი იყო❤️ დიდი ხანია შენ მოთხრობებს ვკითხულობ, ჩემი ერთერთი ფავორიტი მწერალი ხარ ძალიან მომწონს შენი წერის სტილი. აქამდე არ დამიკომენტარებია არაფერი, მაგრამ
ეს თავი ვერ გავატარე ძალიან მომეწონა ნენეს გადაწყვეტილება მე უფრო გიორგისკენ ვიხრები ნუ არც რატია ცუდი ბიჭი მაგრამ გიორგი მაინც სხვანაირია რა ❤️ ნუ რა თქმა უნდა ბოლოს ვისთან დატოვებ ეს შენი გადაწყვეტილებაა მაგრამ მე
იმედი მაქ დადვანთან დარჩება ❤️ წარმატებებიი და ახალ თავს ველოდებიი ❤️



როგორ გამახარეეე :) დიდი მადლობა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent