(my life is...) 1 თავი
კლერ ფეირჩაილდი იგივე კლერი ფრეი გოგო რომლის ცხოვრებაც რადიკალურად შეიცვალა როდესაც 18 წლის გახდა. დღეს მისი დაბადების დღეა ის 18 წლის გახდა. ახლა სამხატვრო აკადემიისაკენ მიიწევს რათა მიიღოს სამხატრო განათლება, მაგრამ თავდაპირველად მან გასაუბრება უნდა გაიაროს. საშინლად ნერვიულობს, მაგრამ იცის რომ თუ გულით უნდა შეძლებს მიიღოს სამხატვრო განათლება. ამაყად შევიდა სასწავლებელში და მაშინვე დიდი ოთახისკენ წავიდა. ოთახში სამი პიროვნება ელოდა, სამივე მაგიდასთან იჯდა და წყნარად ელოდა თუ როდის დაჯდებოდა კლერი. გოგომ თავისი ადგილი დაიკავა და მაშინვე საქმეზე გადავიდა. -გამარჯობა. -გამარჯობა. თქვენი სახელი ახალგაზრდავ....ოთახში ექოსავით გაისმა ხანში შესული მამაკაცის ბარიტონი. -კლერი....კლერო ფეირჩაილდი სერ. -გასაგებია. მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. გვაჩვენეთ თქვენი ნამუშევრები. ჩვენ შევაფასებთ და გადავწყვიტავთ მიგიღოთ თუ არა. -დიახ. ნამუშევრები აი ყველაფერი აქა...გოგომ ამოიღო დიდი ჩანთიდან თავისი სახატავი მუყაოს ყდიანი დიდი რვეული რომელიც მოლბერტს ჰგავდა და გადაშალა. ყველა ნახატი ანახა, მაგრამ მათი ყურადღება ამ სახატავის ყდაზე დახატულმა ნახატებმა მიიქცია. -ეს თქვენ დახატეთ? -დიახ. იცით ამ რვეულის წამოღებას არ ვაპირებდი უბრალოდ ამ რვეულში ჩავაწყვე ჩემი ნახატები სა არც კი ვიცი რატომ. -საინტერესო და აზრიანი ნახატებია. -ესენი? ეს ჩემს მეგობარს კომიქსებისთვის დავუხატე. -გასაგებია....ჩაიდუდუნა არცთუ ისე ახალგაღდა ქალბატონმა. მათ მეტად სასიხარულო ამბავი უთხრეს კლერის და შინ გაუშვეს. ახლა მას შეეძლო მიეღო სამხატვრო განათლება. სახლში წასვლამდე საუკეთესო მეგობართან საიმონთან ერთად კაფეშო წავიდა. ბევრი ისაუბრეს. კლერიმ ახალი ამბავიც უთხრა და ყავა დალია. როდესაც ნამცხვრის შეჭმა განიზრახა მისი ნამცხვარი მაგიდაზე არ დახვდა. არა კი დახვდა, მაგრამ მაგიდაში უფრო იყო რადგან ახლა კლერის ნამცხვარი მაგიდას როგორც ნახატი ისე ამშვენებდა. გოგო გაოცდა, მაგრამ არ შეიმჩნია. ყავა დალია და სახლში წავიდა. მანამდე კი საიმონს შეუთანხმდა კლუბში წასვლზე. სახლში სანამ შევიდოდა მას დედის და მისი მეგობრის დოროთის ანტიკვარიატის მაღაზიაში უნდა შესულიყო და იქედან ზემოთ კიბეზე ასულიყო, როგორც ყოველთვის ახლაც დოტის ანტიკვარიატის მაღაზიაში შეაბიჯა. როგორც დოტი ამბობს ის გრძნეულია ასე ვთვქვათ ექსტრასენსის ან ჯადოქარის მაგგბარი არსებაა, მაგრამ კლერის მსგავსი სისულელეების არ სჯერა. ყოველ შემთხვევაში აქამდე არ სჯეროდა. დოროთი საშუალო სიმაღლის ქალია. შავგვრემანია. შავი თმა შავი თვალები დიდი ტუჩები და პატარა ცხვირი. რაც შეეხება კლერის ძალიან ლამაზი გოგოა. მაღალი გამხდარი გოგოა აი როგორც ამბობენ ხოლმე ტანწერწეტა გოგოა. წითელი გრძელი თმები მის მკრთალ სახეს იმაზე მიმზიდველს ხდის ვიდრე არის. ლამაზი პატარა ჭაობისფერი თვალები ყოველთვის უბრწყინავს, პატარა თხელი ტუჩებიდან ღიმილი არასდროს ქრებოდა აქამდე. მისი კურნოსა ცხვირი კი ყოველთვის უმშვენებდა სახეს. სავსე მკერდი მის სხეულს უფრო სექსუალურს და სასურველს ხდიდა. მისი სრულყოფილი ნაკვთები და სრულყოფილი სხეული, არაჩვეულებრივი გარეგნობა უყურადღებოდ არ რჩებოდა, მაგრამ კლერის ბიჭები დიდად არ აინტერესებდა. მაღაზიაში შევიდა და დოტი მივარდა მაგრად გადაეხვია და დაბადების დღე მიულოცა, ასევე საჩუქარი გადასცა. გოგომ ვერ მოითმინა და მაშინვე გახსნა. ჩანთიდან ლამაზი შავი მაიკა ამოიყო სანახევროდ ბადე იყო ხოლო რისი დაფარვაც აუცილებელი იყო ის ადგილები შავი მატერიით იყო დაფარული. გოგოს ძალიან მოეწონა საჩუქარი. -მადლობა დოტი. ძალიან ლამაზია. -არაფრის ძვირფასო. უბრალოდ წარმოვიდგინე რისი ჩაცმა მომინდებოდა მე და ის ვიყიდე. -მადლობა კიდევ ერთხელ...გოგონამ დოტის ლოყაზე აკოცა და ზემოთ დედასთან ავიდა. ჯოსელინი საყვარელ ქალიშვილს მხურვალედ გადაეხვია და სასურველ სასწავლებელში მოხვედრა მიულოცა. -დედა ნუთუ შენც საიმონის გამომწერი ხარ თვითერზე. -საყვარელო მას მხოლოდ 92 გამომწერი ყავს დროა გვერდი განაახლოს. გილოცავ დაბადების დღეს ძვირფასო ეს შენ. გოგომ დედას ყუთი გამოართვა და გახსნა. ყუთში ვერცხლის ჯოხი იდო დაკლაკნილი ფორმა ჰქონდა თავში ლამაზი ქვა ამშვენებდა რომელიც გრძლად მიუყვებოდა ჯოხს და კის თავს ამშვენებდა. ქვედა ნაწილი სულ უცნაური წარწერებით იყო დაფარული. მსგავსი წარწერები კლერის სადღაც ენახა, მაგრამ სად არ იცოდა. -ძალიან ლამაზია და რა არის? -ამას ცირი ჰქვია ჩემო გოგოვ ეს ფეირჩაილდების საგვარეულო რელიკვიაა. -ძალიან ლამაზია. -ძვირფასო შენ უკვე 18 წლის ხარ და ახლა უნდა ვისაუბროთ. -ამმ...დე შეიძლება მიგვიანებით ვისაუბროთ? საიმონს დავპირდი რომ პოეზიის საღამოზე გავყვებოდი. -კარგი მაგრამ ეგრევე სახლში მოდი უნდა ვისაუბროთ. -არ გამოვა დედა დღევანდელი დღის აღსანიშნავად კლუბ დემონში ვაპირებდით წასვლას...უცბად კარი საიმონმა შემოაღო. -კლერი წავიდეთ არ დაგვაგვიანდეს. -კარგი მივდივარ. -იცოდე მალე მოდი. -კარგი დედა...კლერიმ დედას ლოყაზე აკოცა და წავიდა. საიმონთან ერთად უძლებდა იმ კატასტროფას. ასეთი უნიჭო პოეტები ერთ ჭერ ქვეს ისხდნენ და გოგო ფიქრობდა როგორ გაეღწია აქედან. -საიმონ წავიდეთ? -ხუ უკვე დამთავრდა. -კიდევ კაი. -წამო კლუბში -ჯერ სახლში ავალ გამივიცვლი და წავიდეთ. -კარგი. გოფო სახლისკენ წავიდა. სახლში შევიდა და იქ დედის ძველი ლი მეგობარი ლუკი დახვდა. -გამარჯობა ლუკ. -გამარჯობა კლერი გილოცავ ეს შენ. -მადლობა ლიუკ. მმ...საღებავები. კარგია საიმონი ძლივს დავიყოლიე და თავის გუნდს სახელს გადაარქმევს. ასე რომ მისი ფურგონის შეღებვას ვაპირებ და ესენი გამომადგება. კიდევ ერთხელ მადლობა ლიუკ. -არაფრის კლერი. კლერი ოთახში შევიდა დოტის ნაჩუქარი მაიკა ჩაიცვა გარედან მწვანე ჟაკეტი მოიცვა და ოთახი დატოვა. ამასობაში საიმონიც შევიდა კლერის სახლში. -გამარჯობა საიმონ გავიგე საკუთარი ბენდი გყოლია. -ხო ასეა. -შენ მღერი. -დიახ. კლერი წავიდეთ? -ისევ მიდიხარ? კლერი კარგი რა შენ 18 წლის ხარ და სასაუბრი გვქონდა დაგავიწყდა? -კარგად მახსოვს რომ 18 წლის ვარ სულ ამას მახსენებ. დედა ვიცი რომ 18 წლის ვარ და მმინდა ავღნიშნო. საუბარსაც მივასწრებთ გპირდები. -კარგი მაშინ დამპირდი რომ ხვალე მე და შენ ერთად ვისაუზმებთ....ჯოსელინი კლერის მაგრად ჩაეხუტა და გოგო რამის გაგუდა. -დედა ჰაერი აღარ მყოფნის. -ხო ბოდიში. მალე დაბრუნდი. -კარგი მიყვარხარ დე. -მედ კლერი. გოგომ ბინა დატოვა და ლიუკმა ჯოსელინს გაოცებულმა გახედა. -კიდევ არ უთხარი? -ვერ მივახერხე ლიუკ, მაგრამ აუცილებლად ვეტყვი. -როდის ეტყვი ჯოსელინ? უკვე 18 წლისაა და მალე მისი მოგონებები რომწლიც დავიწყებას მიეცა შენი დახმარებით მას თავის შეხსენებას დაუწყებს. -ვიცი და ვეტყვი ხვალე...... საიმონმა თავის ბენდთან ერთად დაუკრა არაჩვეულებრივი გამოსვლა იყო, როგორცკი მათ სიმღერა დაასრულეს გარეთ გამივიდნენ და კლერიმ მათი ფურგუნის მიხატვა დაიწყო. მალე დაამთავრა.. -როგორია? -ძალიან ლამაზია...აღფრთოვანებას ვერ მალავდა საიმონის ბენდის წევრი გოგონა. -განსაკუთრებით ეს ინიციალი მომწონს. -ეს? არც კი ვაპირებდი ამის დახატვას...გაოცებული უყურებდა ამ ინიციალს რომელიც კლერიმ უკვე ათასჯერ დახატა გაუაზრებად. უცბად ვიღაც დაეჯახა გოგო გაბრაზდა და ბიჭს მიაძახა.. -არ შეგიძლია წინ იყურო? -შენ რა მე მხედავ??...ბიჭი გაოცებული მიუბრუნდა კლერუს. -შენ წარმოიდგინე და გხედავ. -არა შენ რა მხედავ? -კი. ეს რა შებმის ახალი ხერხია? ვინმეზე მაინც თუ გაჭრა? -ჯეის წამოდი!..ვიღაცამ დაუძახა ახალგაზრდა ბიჭს და ისიც გაუჩინარდა. -კლერი ვის ელაპარაკებოდი? -თქვენ რა ვერ დაინახეთ ის ქერა ბიჭი? -ვინ ბიჭი? -საიმონ წინ რო. ქერა ბიჭი გაიქცა აი ის. -კლერ იქ არავინაა. -კარგი...მე შიგნით შევდივარ. -სად მიდიხარ კლერი შენ საშინელი ტყუილი მოწმობა გაქვს...გოგომ საიმონს არ მოუსმინა და მაინც შევიდა კლუბში. დაინახა თუ როგორ გაუჩინარდა ბიჭი მწვანე ზეწრის იქით. კლერიმ შესვლა გადაწყვიტა და მას ბედმა გაუღიმა. სწორედ იმ ზეწრისაკენ მიდიოდა შავკანიანი მამაკაცი და კლერიც მას აეკიდა ასე რომ ვთქვათ. -იცით მე ვიღაცას ვეძებ...უთხრა გოგონამ და მასთან ერთად გაუჩინარდა მწვანე ზეწრის მეორე მხარეს. სცენაზე ლამაზი შავგვრემანი გოგო იდგა. ის ბიჭი რომელიც კლერის დაეჯახა უცხო ქალის მოკვლას აპირებდა. კლერიმ დანახა თუ არა როგორ ამოიღო ბიჭმა ხანჯალი ეგრევე ქალისაკენ გაიქცა და ხელი ჰკრა. ქალი დივანზე დაეცა. გაბრაზებული წამოდგა და სახე შუაზე გაეყო იქიდან კი მან საცეცები გამოყო. კლერის ბიჭმა ხელი ჰკრა და მის უკან გაასრიალა. ქალს ხანჯალი გაუყარა და მისი სხეული ნაკუწებად იქცა. საშინელი ჩხუბი გაჩაღდა. მათი შემხედვარე კლერი შეშინდა და იქიდან სახლში გაიქცა. მას საიმინის ყვირილისთვისაც კი არ მოუსმენია. სახლში შეშინებული და შეშფოთებული დაბრუნდა. გოგო დედას უყვებიდა რაც მას თავს გადახდა და ემოციებს ვერ მალავდა. -კლერი შენ ამბობ რომ ბიჭს რომელიც დაგეჯახა სხეულზე უამრავი ტატუ ჰქონდა? -ხო დედა თანაც რაღაც უცნაურ სიმბოლოს ჰგავდა. -დაწყნარდი და მითხარი ის ასე გამოიყურებოდა?....ქალმა ისეთი ჯოხი ამოიღო როგორიც კლერის რამოდენიმე საათის წინ აჩუქა და მკლავზე გადაიტარა. მკლავზე რაღაც უცნაური სიმბოლო გამოჩნდა და ამის შემხედვარე გო უფრო გაოცდა, ალბათ შეშინდა კიდეც. -დედა რა ხდება? -დაწყნარდი კლერი და ყველაფერს აგიხსნი.. -ჯოსელინ მათ გიპოვეს. -დოტ გახსენი პორტალი. -კარგი. -კლერი ძვირფასო მინდა რომ ეს ყელსაბამი სულ გეკეთოს და როდესაც მას სეეხები სულ ჩემზე იფიქრე. -დედა ახლა სულელური საჩუქრების ჩუქების დრო არ არის ამიხსენი რა ხდება ვინ გიპოვა ან ეს ტატუ რა ჯანდაბა? -მაპატიე ძვირფასო, მაგრამ დრო არ ითმენს . ერთადერთი რაც შეგიძლია გააკეთო ეს არის ლიჰკთან წახვიდე მას შეგიძლია ენდო. ის ყველაფერს მოგიყვება. -კარგი, მაგრამ დედა ახლა სად მიშვებ? -დოტ გახსენი პირტალი. -კარგი. ეს ყოველიშემთხვევისთვის...დოტიმ ჯოსელინს პატარა ნრგვალი ბოთლი მიაწოდა რომელშიც მწვანე სითხე ესხა.დოტიმ პორტალი გახსნა და ჯოსელინმა კლერი საძალმოზე შეაგდო პორტალში. კლერი ლიუკის პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა. იქ ლიუკის პარტნიორს შეხვდა და გამოელაპარაკა.შემდეგ ლიუკისკენ წავიდა, როცა გაიგო მისი უცხო კაცთან და ქალთან საუბარი. -ჩვენ ცოცხლის თასი გვინდა. -მეც ეგ მინდა, მაგრამ როცა ვიპოვი არ გეგონოთ რომ მას მოგცემთ. -იცოდე ჩვენ კლერის და ჯოსელინს გავანადგურებთ. -რაც გინდა ის უქენი. მე მხოლოდ სიცოცხლის თასი მინდა. ამის გამგონე კლერი შოკში ჩავარდა და სახლისაკენ გაიქცა. როდესაც სახლში მივიდა. იქ დოტი დახვდა. -ღმერთო დოტ დედა სადაა. -ის წაიყვანეს. კლერი სადაა სიცოცხლის თასი? -არ ვიცი დოტ ან საერთოდ ეგ რა ჯანდაბა? -დაფიქრდი კლერ დაფიქრდი როგორც ჯოსელინმა გითხრა შენ იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე გგონია თუ გონებას დაძაბავ გაიხსენებ. -არ ვიცი რა არის ეგ სიცოცხლის თასი და საერთოდ საუბარი რაზეა ვერ ვხვდები. -კარგადაც ხვდები....დოტი გაბრაზდა და ისიც საშინელ ურჩხულად გადაიქცა. მან საცეცით კლერი დაჭრა. შეშინებული გოგო კედელს აეკრო და თავს საშინლად გრძნობდა. უცბად ეს ურჩხული ნაქუცებად იქცა. ის გაქრა და კლერის წინ ის ბიჭი აღმოჩნდა ვინც მას კლუბში დაეჯახა. -შენ? -ხო მე.. წყნარად იყავი ამ დემონმა შენ დაგჭრა. -რატომ ტრიალებს ყველაფერი? -გიჭერ დაწყნარდი...გოგონა ბიჭის მკლავებში ჩაესვენეა. ბიჭმა კლერი ხელში აიყვანა და თავისთან წაიყვანა.... მეც დავბრუნდი...აბაბა როგორია? იმედია მიგეწონებათ. ან ისტორიას ჩემი საყვარელი სერიალიდან სიკვდილის იარაღები: ლანდმონადიირეების მიხედვით ვწერ. იმედია მოგეწონებათ და წინასწარ გაფრთხილებთ დამაგვიანდება ხოლმე, მაგრამ ყველანაირად ვეცდები თავის დროზე დავდო ხოლმე. მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.