შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისიდან დასასრულამდე


20-09-2016, 02:38
ავტორი kato wiklauri
ნანახია 1 872

თავი24


ხანდახან წამები საუკუნედ გვეჩვენება. გვინდა რომ დრო უცებ გავიდეს, მაგრამ თითქოს ვიღაცა სპეციალურად ჩვენს წინააღმდეგ იწყებს მოქმედებას. საათის ისრებიც კი ერთ ადგილზე იყინება. თითქოს მოძრაობა მათაც ეზარებათო.
არადა როგორ უნდოდა თორნიკეს მალე დასრულებულიყო ეს ყველაფერი და სასურველი პასუხით გამოსულიყვნენ იქიდან. მთელი ოპერაციის განმავლობაში სულ იმ ექიმის ხმა ჩაესმოდა, რომელმაც უთხრა რომ თუ რამეს არ იღონებდა და სხვა საავადმყოფოში არ გადაიყვანდა ეკას ის ვეღარასოდეს გახდებოდა დედა და მის სიცოცხლესაც საფრთხე უფრო მეტად დაემუქრებოდა. მაშინ გაახსენდა ქეთი და მაშინვე აკრიფა მისი ნომერი...
როგორც კი ნიკამ მანქანა გააჩერა ქეთი პირველი გადავიდა და დაწინაურდა. იქ მყოფებისთვის მისალმების დროც კი არ იყო. წამიერად შეავლო თორნიკეს თვალი. გადაღლილი და თითქოს დაბერებული ეჩვენა დარდისა და ნერვიულობისგან. გიგას უკვე დაეწყო ოპერაცია და ყველა გაეფრთხილებინა რომ როგორც კი ქეთი მოვიდოდა მაშინვე შემოეყვანათ საოპერაციოში....
-რა ხდება გიგა? რა მდგომარეობაა?-იკითხა მაშინვე
-სასწაულია პირდაპირ რომ გადარჩა. იცოდი შენს მეგობარს გულის ანომალური მდებარეობა რომ ჰქონდა?ოდნავ გადახრილია და ამან გადაარჩინა. თორემ ტყვია პირდაპირ გულში გაივლიდა. ამის მიუხედავად ფილტვი მაინც დააზიანა. მეორე ტყვია კი მუცელში აქვს მოხვედრილი და საშვილოსნოა დაზიანებული. ამიტომაცაა რომ სისხლი პირდაპირ შიგნით იღვრება და ვერ ვაჩერებთ.
-მაგას მე მივხედავ. შენ ფილტვს მიხედე.-უთხრა ქეთიმ და საოპერაციო ველის დათვალიერებას შეუდგა. წამიერად შეაფასა მდგომარეობა და ოპერაციაში ჩაერთო....

თორნიკე ზაზას და ნიკას რაღაცაზე ელაპარაკებოდა, როცა ქეთი დაინახა. უკვე კარგა ხნის გათენებული იყო. როცა ოპერაცია დაასრულეს. უკან გიგა მოჰყვებოდა.
-მოვასწარით. -ახლა ყველაფერი კარგად იქნება. თქვა და მძიმედ დაეშვა სკამზე.
-მადლობა ღმერთს.- ამოისუნთქა თორნიკემ და გვერდით მიუჯდა ქეთის.
-შენ რომ არა ეს არ მოხდებოდა.
-ნუ მსაყვედურობ ქეთი. კარგად ვხვდები ჩემს დანაშაულს.მაგრამ გეფიცები ოღონდ ახლა გამოძვრეს ამ მგომარეობიდან და ერთ წუთს არ მოვშორდები. აღარსად აღარ გავუშვებ.
-იმედი მაქვს, თორემ ამას არასოდეს გაპატიებ.
-როდის ვნახავ?
-საღამოს. ახლა წადი და დაისვენე. ცოტა გამოიძინე.
-წამოდი ძმაო. სამი დღეა თითქმის არ გძინებია. ცოტა დაისვნე. ხომ იცი არ მოეწონება ასეთ დღეში რომ დაგინახოს.
-ახლა ჩემს თავს არ ვჩივივარ ზაზა. მთავარია ის იყოს კარგად.
-წადი წადი ძმაო. დააძალა ნიკამაც და თითქმის ძალით გააყოლა თორნიკე სახლში ზაზას...


ალექსმა თვალები რომ გაახილა პალატაში გიორგი და ბაჩო დაინახა. გაუკვირდა, მერე ქეთი მოიკითხა.
-აქ არ არის.-ყრუდ უპასუხა ბაჩომ
-სად არის?დათომ რამე ხომ არ დაუშავა?-მაშინვე ანერვიულდა ის
-არა არა. ქეთი კარგადაა. უბრალოდ დედაქალაქში მოუხდა გამგზავრება. ეკა დაჭრეს. მძიმედაა. ჯერ არც კი ვიცით ოპერაციამ როგორ ჩაიარა.
-რა თქვი ბაჩო?- სამივემ იქით გაიხედა საიდანაც ქალი ხმა მოისმა და კარში მდგარი ანა დაინახეს, რომელსაც სახეზე ფერი გადასვლოდა და ატირებას არაფერი უკლდა.
-მითხარი რომ ეს ტყუილია და ასე არაა?მითხარი.-ანა აყვირდა და ისტერიკა დაემართა.
-დამშვიდდი გთხოვ
-ეს როგორ დამიმალე?აქამდე როგორ არ მითხარი?ჩემი დის გვერდით უნდა ვიყო ახლა. მას ვჭირდები.- ტიროდა ის. მაგრამ მერე უფრო მეტად მოუმატა ისტერიკამ და ბაჩოს მკლავებზე გულწასული ჩაესვენა.
იქვე დივანზე მიაწვიანა. გიორგი ექიმის დასაძახებლად გავარდა.
მალე თემომ გონს მოიყვანა. ანა უაზროდ აცეცებდა თვალებს და ტიროდა. ხმას არ იღებდა.
-ხომ კარგად ხარ საყვარელო? ხმა ამოიღე რაა. ეფერებოდა ბაჩო სახეზე.
-დამამშვიდებელი დავალევინეთ და ახლა დაწყნარდება. წავედი თუ რამე დაგჭირდეთ ახლოს ვიქნები. დამიძახეთ.
-წამიყვანე მასთან.- მხოლოდ ეს თქვა ანამ.
-დამშვიდდდი, ახლავე წავალთ, მხოლოდ შენ დამშვიდდი და არ ინერვიულო კარგი?
-მშვიდად ვარ ბაჩო, უბრალოდ მასთან წამიყვანე..
-მოიცა მეც წამოვალ.
-შენ აქ დარჩებო. საწოლში დააბრუნა გიორგიმ ალექსი
-კარგით რაა. არაფერი ისეთი არ მჭირს.
-ქეთის რა პასუხი გავცე მერე რომ არ მოგიარე?-გაეცინა გიორგის.
-კარგი.მაგრამ საღამოს ჩვენც წავიდეთ
-ჩვენ ახლა წავალთ. ვიცი ანა არ მოისვენებს და მაინც წავა. ასე რომ ჯობია მე წავიყვანო.
-კარგი ბაჩო. კეთილი მგზავრობა და შეგვატყობინე ამბები.....

საღამოს შეძლო თორნიკემ ეკას მონახულება რეანიმაციაში.ის ისევ ისე იყო. ალბათ უფრო ცუდადაც გამოიყურებოდა. ბიჭს ეგონა რომ ეს მისი ეკა არ იყო და თვალები დახუჭა. თითქოს რომ გაახელდა იქ სხვას დაინახავდა. მაგრამ არ გაუმართლა მოლოდინი. საწოლზე ისევ ეკა დაინახა. გული უფრო მეტად ეტკინა. ისევ მისი ხელი ეჭირა ხელში და ელაპარაკებოდა. მათ გაცნობის დღე გაიხსენა. გაახსენა როგორ აწვალებდნენ ერთმანეთს. როგორ მხიარულად ატარებდნენ ერთად დროს...
ანა ხმაურით შეიჭრა საავადმყოფოში და წამსვე მიიქცია ყველას ყურადღება. ქეთიც მაშინვე მიხვდა რომ ეს მისი მეგობარი იყო და ახლა საყვედურებს ვერ ასცდებოდა მისგან. მაგრამ ანას ხმა არ ამოუღია უბრალოდ მეობარს მოეხვია და მხოლოდ ეს უთხრა:
-მითხარი რომ კარგადაა...
-დამშვიდდი გადარჩება,უბრალოდ ახლა მის გონზე მოსვლას უნდა დაველოდოთ. მძიმე ოპეაცია გადაიტანა.
-რატომ არ მითხარი ქეთი?უჩემოდ როგორ წამოხვედი?-უსაყვედურა ანამ
-მაინც ვერაფერში დაგვეხმარებოდი და ასე ჯობდა .
-შევძლებ მის ნახვას?
-ხვალ. დღეს ვერა. ახლა მასთან თორნიკეა.
-თორნიკე?კი მაგრამ მას ...
-ეკა მან გადაარჩინა ანა...
-ამისთვის მთელი ცხოვრება მისი მადლობელი ვიქნები,- ჩაილაპარაკა გოგომ და საავადმყოფოს დერეფანში მომავალ თორნიკეს მადლიერებით სავსე მზერად მიაპყრო....

რამდენიმე დღე ეკა უგონოდ იყო. სიკვდილთან ბრძოლაში სიცოცხლემ გაიმარვა. მთელი ამ დღეების განმავლობაში გვერდიდან არ მოშორებია თორნიკე.მის საწოლთან იჯდა და ესაუბრებოდა. უყვებოდა ათას რამეს ხანდახან სისულელეებსაც კი ,მაგრამ ესაუბრებოდა ყველაფერზე.განსაკუთრებით მის ძლიერ სიყვარულზე. ერთ დღეს ეკა გონს მოვიდა. პირველი რაც დაინახა თორნიკეს გადაღლილი სახე იყო. სახეზე ღიმილმა გადაურბინა.
-როგორ შემაშინე.მადლობა ღმერთს კარგად ხარ. წამოხტა თორნიკე და ექიმს დაუძახა. მერე სიხარულისგან დაბნეული ისევ ეკასთან მიიჭრა და ხელზე ძლიერად მოუჭირა ხელი.
-ცუდად გამოიყურები. ძლივს მოახერხა ეკამ ამის თქმა
-ეს არაფერია ამას გავუძლებ როგორმე, მთავარია შენ იყო კარგად. დამპირდი რომ სისულელეს აღარ ჩაიდენ და იქ აღარ წახვალ.
-რატომ?
-იმიტომ რომ აღარ გაქვს მიზეზი იქ წასვლის.მჯერა რომ ერთად ყველაფერს გამოვასწორებთ, ერთად ყველაფერს გადავიტანთ ყველაფერს გავუძლებთ.თორნიკე სახეზე ეფერებოდა ეკას.
-წადი.-იმდენად მოულოდნელი იყო ეს ბიჭისთვის რომ გაოგნდა. ხმა ვეღარ ამოიღო
-წადი.- გაუმეორა ეკამ.
-კი, მაგრამ საყვარელო როგორ?
-ასე ჩვეულებრივად და მარტივად წადი. ვერ გაიგე?
პალატაში გიგა და ქეთი შემოვიდნენ მის გასასინჯად.
-საოცარია პირდაპირ, მაგრამ დროულად მოახერხე ამ სიტუაციიდან გამოძრომა.
-იმედია სახლშიც მალე წავალ გიგა.
-ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი.
-შენ რა სახე გაქვს რა გჭირს?-გადაუჩურჩულა ქეთიმ
-პალატიდან მიშვებს. მითხრა წადიო.
-რატომ?
-არ ვიცი არაფერი აუხსნია.
-ეტყობა გაბრაზდა და წარსული გაახსენდა,მაგრამ არაუშავს მალე დაავიწყდება.მას ხომ ძალიან უყვარხარ
-ეჰ მას კარგად არ იცნობ. ალბათ არასოდეს მაპატიებს.
-მე რომ ვიცნობ იმიტომ ვამბობ. დრო სჭირდება და შეგირიგდება.მანამდე კი ცოტა რომანტიკული უნდა გახდე ჩემო კარგო
-ვერ მიგიხვდი...
-ცოტა რომანტიკული გახდი სიუპრიზები ყველა ქალს უყვარს.
-მე მოვრჩი ქეთი გასინჯვას. ახლა მეგობრებს მარტო დაგტოვებთ,
-დილით ისევ მოვალ
-კარგი გიგა. მადლობა ყველაფრისთვის.
გიგამ პალატა დატოვა და თორნიკეც გაიყოლა. გოგოები მარტო დარჩნენ.
-ეს როგორ გვანერვიულე და რა დღეები გადაგვატანინე ჯიუტო
-კარგი ეხლა არ დაიწყო საყვედურები
-საყვედურების რა გითხრა, მაგარმ ამ ბიჭს რატომ აწვალებ?
-ვის თორნიკეს?გამოხვედი რაა შენც მისი დამცველი
-რა შუაშია ეხლა ეგ?უბრალოდ იმის არდანახვა რაც მან შენთვის გააკეთა შეუძლებელია. ღამეებს გითევდა და სულ შენს გვერდით იყო. სახლშიც კი არ მიდიდოდა.
-დიდი ამბავი. მე რამდენი ღამე მაქვს გათენებული ტირილში და მასზე დარდში?
-კარგი ეხლა გადააბიჯე შენს სიამაყეს და შეურიგდი.
-ნუ ყოველშემთხვევაში ცოტა ხომ უნდა იწვალოს არა მანაც -ჩაეღიმა ეკას.
-შე ეშმაკო შენ.-მიიწიე ცოტა
-რას აკეთებ
-ჩემს საყვარელ პაციენტთან ერთად უნდა დავიძინო. ცოტა უხერხულად კი ვიქნებით მაგრამ გადავიტანთ. ქეთიმ გადაიკისკისა და საწოლზე წამოწვა.
-შენ რა სხვანაირად იღიმები რამე ხდება?
-მე და ალექსი შევრიგდით.ერთად ვართ.
-ეს ხომ ძალიან მაგარია.-წამოიყვირა ეკამ.-გილოცავთ.
-მეც ვერ ვიჯერებ ჯერ კიდევ.მოდი ახალ დავიძინოთ კიდევ ბევრი რამე მოხდა და მერე მოგიყვები.
-დათოს რას უშვები?განქორწინებაზე მოაწერე ხელი?
-არა ჯერ. მაგრამ მალე მოგვარდება.
-ქეთი რაღაც უნდა გითხრა.
-რა?
-იმ დღეს ოპერაციაზე რომ გავედით ნარკოტიკების გამსაღებლები უნდა აგვეყვანა და ერთ-ერთი დათო იყო. ეს კიდევ არაფერი სწორედ მან მესროლა. ვიცანი და ვერ გავიმეტე .მან კი ასე მარტივად და ადვილად გამიმეტა სიკვდილისთვის
გაოგნებული ისმენდა ქეთი ეკას მონაყოლს და ხმას ვერ იღებდა. მერე მაგრად მოეხვია მას და უთხრა
-მადლობა ღმერთს გადარჩი. ახლა ესაა მთავარი.სხვა ყველაფერს ეშველება. დათოსაც მიეზღვევა თავისი სასჯელი.


ეკამ კიდევ რამდენიმე დღე დაჰყო საავადმყოფოში. მერე სახლში გაწერეს და ქალაქში წაიყვანეს. სიუპრიზი მოუწყვეს სახლში ანამ და თაკომ. სახლი ბუშტებით და ყვავილებით მორთეს.ნაირ-ნაირი საჭმელები მოამზადეს. გემრიელი სუფრა გაშალეს. კედელზე დიდი პლაკატი იყო გაკრული სადაც ეწერა: -ეკო გვიყვარხარ.
ამ დღეს ყველა აქ იყო.ისევ გაერთიანდა მათი სამეგობრო. ისევ ყველა ერთად იყო. მხიარულად გაატარეს დრო. მათი მშბლებიც იქ იყვნენ და შვილის გადარჩენით გამოწვეულ სიხარულს იზიარებდნენ მეგობრეთან ერთად. ხანდახან დედამისს ცრემლი მოადგებოდა ხოლმე.მაგრამ მერე ჩუმად მოიწმინდავდა. ამჯერად თამადობა არავის დაუთმო ეკას მამამ.
გოგოებმა დრო იხელთეს და საჭორაოდ იქვე კუთხეში მიიყუჟნენ.
-აბა მოყევი წუხელ რაო თორნიკემ?
-მთელი ღამე არ დამაძინა, სერენადებს მიმღეროდა. წინა ღამეს საავადმყოფოს ეზოში ცეცხლი დამინთო და გულები
-სულ არ გადაიყვანო ეგ ბიჭი ჭკუიდან.იქნებ დროა შეურიგდე.
-მალე შევურიგდები თაკო. ცოტასაც ვაწვალებ. ეკას ჩაეღიმა და თორნიკეს გადახედა, რომელიც ჩუმად იჯდა სუფრასთან და საერთო მხიარულება თითქოს არ აინტერესებდა მას. ეკას არ აშორებდა თვალს. მისი მზერა რომ დაინახა მანაც ჩუმად გაუღიმა შორიდან და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა
-ეი ყმაწვილო თქვენ არ მიირთმევთ ამ სადღეგრძელოს?-მოესმა უცებ
-შენ გეუბნება ბიჭო. სიყვარულის სადღეგრძელო დალია კაცმა,-
მხარი წაჰკრა ნიკამ
-ახლავე ბატონო თამაზ. თორნიკე ფეხზე წამოდგა.
-რას აკეთებ?-
-მოკლედ ასე საქმე ჩემო კარგებო და საყვარლებო. მართალია ცოტა ნასვამი ვარ, მაგრამ ფხიზელიც რომ ვიყო მაინც ასე მოვიქცეოდი და ვიცი არ ვინანებ. მოკლედ ხალხო რადგან სიყვარულის სადღეგრძელოა ახლა ზუსტად დროულია ეხლა რასაც ვიტყვი.რამდენიმე წლის უკან გავიცანი გოგო,რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. რომელმაც სხვანაირად დამანახა სამყარო და რომელმაც ყველაზე დიდ გრძნობას სიყვარულს მაზიარა. ბატონო თამაზ მინდა თქვენი ქალიშვილის ხელი გთხოვოთ.
ყველა გაოცებული და გაკვირვებული იყო თორნიკეს ამ საქციელით. ეკა ისე დაიბნა ხმას ვეღარ იღებდა. მამამისს სახე მოექუფრა. რამდენიმე წამს ხმას არ იღებდა. მერე უცებ თქვა:
-ამის თქმის არ შეგეშინდა?
-ეკას გამო ტყვიას არ შევუშინდი და თქვენი მითუმეტეს არ შემეშინდა.
-ინგა მაშინ გამოიტანე თოფი. ვნახოთ ერთი რა ვაჟკაცია.
აქ კი დაიძაბა სიტუაცია. ეკას სახეზე შიშმა გადაუარა. თორნიკეც დაბნეული იდგა.
-მამა იქნებ არ ღირს. -რა საჭიროა ეს?-
-შენ გვერდით გაიწიე ანა.-თამაზმა შვილი გვერდით გასწია. ცოლს იარაღი გამოართვა და შემართა.
-რას აკეთებთ?-წინ გადაუდგნენ ბიჭები
-მშვენიერი ბიჭია, რას უწუნებთ?-თქვა ნიკამ
-ბოლოსდაბოლოს ჩემი მეგობარია და ცუდი არ იქნება.-ჩაერია ბაჩო
-ჩემი ბიძაშვილია და ვიცი რა ვაჟკაცია -ახლა ალექსი გამოიჭიმა მის წინ,მაგრამ თორნიკემ ყველა გვერდით გასწია და მომავალ სიმამრს წინ აესვეტა
-სანამ ისვრით დარწმუნდით რომ დამცველი გახსნილია.
ყველა მიხვდა თამაზის ხუმობას. პირველი კი თორნიკე იყო რომლის გამოცდილ თვალსაც არ გამოეპარა იაარაღის არასაბრძოლო მგდომარეობაში ყოფნა.
-რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იყო ხუმრობა. მთავარია ჩემი ქალიშვილი რას იტყვის?გაეცინა მამაკაცს
თორნიკე ეკასკენ წავიდა. გოგოებმა ადგილი გაუნთავისუფლეს.ბიჭი ეკას წინ მუხლებზე დადგა. ჯიბიდან კოლოფი ამოიღო და გახსნა. ულამაზესი ბეჭდის ბრწყინვალებამ თვალი მოსჭრა ეკას.
-ეკა გამომყევი ცოლად.
-თანახმა ვარ.-იყვირა ეკამ. ხელები გაშალა და კისერზე მოეხვია თორნიკეს.
-მიყვარხარ ძალიან მიყვარხარ ჩემო მამაცო ქალბატონო. თორნიკემ ხელში აიყვანა ეკა და ჰაერში დაატრიალდა.
-მეც ძალიან ძალიან მიყვარხარ. მე ყველაფერი გაპატიე.მოდი ყველაფერი ამ დღიდან დავიწყოთ.
-დღეიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება. სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერები ვიქნებით. უთხრა თორნიკემ და ეკა ძირს დასვა.
-აბა ჩემო კარგებო მოდით აქ დაგლოცოთ. -მოისმა მამამისის ხმა.-ბაჩო შეავსე ჭიქები. ისიც მაშინვე დატრიალდა. მალე განსხვავებული სასმისით ახალდანიშნული წყვილის სადღეგძელოს სვავდა.
-იხარეთ და იბედნიერეთ შვილებო. აქამდე თუ ორი ქალიშვილი მყავდა ახალ ვაჟებიც მყავს. თქვენით მიხარია ცხოვრება. მინდა ცხოვრების ბოლომდე ასე ტკბილად და ბედნიერად იცხოვროთ, როგორც ახლა ხართ და ახლა გიყვართ ერთამნეთი
სადღეგრძელო ყველამ აიტაცა და ერთხმად შესვეს მათი ბედნიერების.გვიანობამდე გაგრძელდა მხიარულება. შუაღამისას დაიშალნენ. ახალ უკვე ეკას ქორწილისთვის იწყებდნენ მზადებას.
-ნელ-ნელა მეცლებიან მეგობრები და მათ ბუდეს ქმნიან.-დასევდიანდა ქეთი.
-ჩვენც ხომ ერთად ვართ?ნუ დარდობ.ჩაეხუტა ალექსი
-ხო მაგრამ ასე არ მინდა. მეც მინდა რომ ჩემმა მშობლებმა დამლოცონ და ისე დავქოწინდე საყვარელ ადამიანზე.
-გპირდები ეს ასე მოხდება და შენი მშობლების ნებართვით დაქორწინდებით. ჩემი ხომ გჯერა?
-მჯერა.
- ახლა კი დავიძინოთ. გვიანია და დავიღალეთ ძალიან, ალექსმა შუბლზე აკოცა საყვარელ ქალს და მთლი ძალით ჩაეხუტა...



№1  offline აქტიური მკითხველი tatuka20

აუუ როდის გააგძელებ?ძალიან მაგარი ისტორიაა და ერთი სული მაქვს როდისდაასრულებ გელოდებიი.

 


№2 სტუმარი mari

დადე რა ახალი თავიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent