შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ სიცოცხლე გაჩუქე (თავი 25)


20-09-2016, 16:32
ავტორი სატი
ნანახია 2 107

-რა შუეხლა ეგ სისულელე ერეკლე
-თავშია ანკა, გიყვარვარ თუ არა. არ გეტყობა და იმიტომ გეუბნები
-მე... მე
-რა შენ ანკა
-მე... ერეკლე ეხლა არა
ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა
-ღმერთმა თუ გადაგარჩინა ეხლა ანკა. ჩვენ კიდე ვილაპრაკებთ. ეხლა სანამ ამიფეთქებია სახლი კარი გააღე
ანკა კართან მივიდა და გააღო. მაკა იდგა.
-ჩემო ცხოვრება რა გამხდარი ხარ. ან საერთოდ ფეხზე რატო დგახარ. მიდი მალე დაწექი.
მაკამ კარი მიიხურა.
-გამარჯობა ერეკლე-მაკამ ნიკოლოზი ხელში აიყვანა. ანკა ჩამოჯდა სავარძელზე
-ჭამე რამე ანკა?(მაკა)
-კი ივა იყო მოსული და ერთად ვისადილეთ
ამაზე ერეკლეს თვალები გაუფაროვდა სცადა არ შემჩნეოდა სახეზე სიხარული.
-კარგი მე გავედი ნიაკოსთან. მომე მაკა ნიკოლოზი
-ცოტახანი მეყოლება
-კარგი
ერეკლე გავიდა.
-რა გინდა ამ შენი ქმარისგან ძალიან ბევრს გითმენს ანკა. რატო ექცევი ესე ცუდად
-ნერვებს მიშლის, ბევრ რამეს მაძალებს
-ანკა უყვარხარ და მაგიტომ
-რაღაც ჩაიფიქრა ამან და გიორგიმ და ვერ ვხვდები რა
-ანკა გეყო პატარა აღარ ხარ ყველგან რაღაც გელანდება ორი შვილი გყავს გაიზარდე. გეყოს სიჯიუტე
-მაკა ჯერ 21წლისაც არ ვარ. მაკა ჯერ ბავშვი ვარ, მაქ უფლება სისულელეები ვაკეთო ბოლო დონეზე მოვიდე სახლში მთვრალი არ მომწონს ამდენი ვალდებულება
-რა ვალდებულება გაკისრია ერთი, ფული თავზე საყრელი გაქ, დალაგებით შენ არ ალაგებ, სადილსაც გიკეთებენ, მხოლოდ უნდა აჭამო ბავშვებს და მორჩა. მეტი რა... ანკა ეს კაცი რო დაკარგო დამიჯერე შენ თავს არ აპატიებ. მერე გვიანი იქნება დამიჯერე
-მაკა, ვინ გამოგზავნა
-პარანოიკი გახდი უკვე და ვერაფერს ხედავ შენ ირგვლივ, შიშმა მოგიცვა, თავს სიჯიუტით იცავ მაგრამ უარესს უკეთებ შენ თავს. ცუდი დედა გამოდიხარ ანკა ნიკოლოზისთვის. გამოფხიზლდი სანამ გვიანი გახდა-მაკამ დააწვინა ნიკოლოზი და წავიდა.
ანკამ ნელა აიყვანა ნიკოლოზი ხელში მაგრამ როცა მან ტირილი დაიწყო წამში დააწვინა, ერეკლე შეესწრო ამ სანახაობას მერე ვითომც არაფერი შევიდა ოთახში. ჩამოჯდა სავარძელზე
-გინდა რამოდენიმე დღე გაგიშვა?
ანკას თვალები აენთო
-სად?
-ერთი-ორი დღე ნათიასთან ბავშვებს მე მივხედავ. ცოტა რომ დაისვენო, ადი მაგათთან ერთად სადმე
-აუ მინდა კი, მართლა გამიშვებ დაცვის და ყველაფრის გარეშე?
-ოღონდ თუ მარტო არ იქნები
-მადლობა მადლობა მადლობაა-მოეხვია კისერზე ანკა მაგრამ მაშინვე გაახსენდა რომ მასზე გაბრაზებული იყო და მოშორდა ერეკლეს გაეღიმა
-მალე გატყდები-ერეკლე წამოდგა. ანკა ოთახში გავიდა გააფრთხილა ნათია და წავიდა მასთან. ღამით ლიკა დაპატიჟეს. სამივე ავიდნენ ნათიას ოთახში და ვისკი 2ბოთლი აიტანეს. მუსიკები ჩართეს და საწოლზე ხტუნაობით ცეკვავდნენ. უცებ კარი სანდრომ შემოაღო. ვისკის ბოთლები უკან დადეს მუსიკა გამორთეს და საწოლზე დაეგდნენ.
-რა ხდება აქ. ვა ანუშკი-სანდრო ჩაეხუტა ანკას
-კარგად
-შემთხვევით სასმელი ხომ არ გაქვთ აქ?-წარბებშეკრულმა სანდრომ გადახედა ყველას
-არა... საიდან მოიტანე-გაეღიმა ლიკას
-ლიკუუშ-ლოყებზე უჩქმიტა-შენ ღიმილზე ვხვდები ყველაფერს და იქიდან. ვაიმე რა მაგარი ლოყები აქ
-კაი ნუ მომიკალი დაქალი გადი სანდრექს!
-იცოდე მეტი არ მინდა ვისკი ვიპოვო შენ ოთახში ან მთვრალი ანკა და ლიკა სადმე ღამით. ღამე მშვიდობის გოგოებო
სანდრო გავიდა.გააგრძელეს მუსიკებით და ვისკით გართობა. მერე ჩილიმიც ამოიტანეს და მოწევა დაიწყეს.
-ლიკ რას შვებით შენ და ნიკა?(ნათია)
-რავიცი დავამთავრებთ ამ ოხერ უნივერსიტეტს და ცოლად მოვყავარ
-შენ ნათ?(ანკა)
-რავიცი მე...
-არაა დრო შენ და ივამ რამე ჰააა?(ლიკა)
-მაგარი იდეა მაქვს. ჩვენ დავურეკავთ ივას და ვეტყვით რომ ვიღაც უცხო ტიპს ებაზრები ცოლობაზე იმიტომ რომ მთვრალი ხარ და ვითომ თანახმა ხარ რა... და ჩვენ ვერ გაჩერებთ სანდრო კიდე სახლში არაა
-და სანდრო რო სახლშია
-სანდრეეექს ამო რა(ანკა)
სანდრო ამოვიდა
-რა(სანდრო)
-გეტყოდი რაღაცას მარა ვიცი მერე მომხვდება(ნათიამ გაიცინა)
-მოგხვდება ერთია(სანდრო)
-მოკლედ 1საათი დაგვტოვე რა(ანკა)
-რატო. მე რას გიშლით(სანდრო)
-ივა უნდა მოვიდეს და რაღაცის გაჩალიჩება გვინდა(ლიკა)
-ჰაა, ცუღლუტებო!!(სანდრო)
-ეგ არა აუ რა რეებზე ფიქრობ ქმარი მყავს(ანკა)
-აბა? ნათ შეენ გოგო??!!(სანდრო)
-აუ სანდროო გეყო არ გვეცინება წახვალ?
-ჩილიმი ერთი მომაწევინეთ და წავალ
სანდრომ მოწია და წავიდა. დაურეკეს ივას.
-ალო?
-გეგმა შეიცვალა-გადაუჩურჩულა ანკამ დანარჩენებს.-ივა აუ არ ვიცით რა ვქნათ ნათიასთან მოვედით და მაგარ კაიფშია კლუბიდან მოვიდა და მემგონი ვიღაცამ რაღაც ჩაუყარა ისეთ კაიფშია ფანჯარა კარი ეგონა და ხტებოდა მერე კიდე კარტოფილით რეკავდა დედამისთან გვიშველე რამე რა სანდრექსა სახლში არაა(ანკა)
-ერეკლეს დაურეკე
-აა... ერეკლემ და მე ვიჩხუბეტ გიორგის კიდე არ ცალია ნიაკო დავუტოვეთ არ მოხვალ?
-აუ ანკა... ეხლა რო
-გვიშველე რა გთხოოვ. ნუ შვრები გოგო მაგას ნუ შვრები ნათიაა!!-სიცილს ძლივს იკავებდნენ გოგოები
-რას შვრება
-ვაიმე ივა უნდა გაგითიშო!! ნათია მოიცა გოგო!
ანკამ გათიშა და სამივე სიცილში გაიხა.
-გოგო რა კაიფი რო მიხვდეს რო არ ვარ?
-აუ მოიცა რა, რა უნდა მაგას აუხსენი სიყვარული ვითომ კაიფში ხარ და ეგაა რა... მერე ჩაგეძინოს და რო წავა გაგაღვიძებთ.
-აუ ანკა რო მოწვას დაგბრიდავ
-არ მოწვას
-აუ მაგ იდიოტმა რო უთხრას მერე ნიკას ის იფიქრებს რო მეც კაიფში ვიყავი(ლიკა)
-არ იფიქრებს. ნათ წამოწექი სავარძელზე და დებილივით იყურე ჭერში და სისულელეები იბოდიალე
ნათია ეგრეც მოიქცა. ცოტახანში ივაც მოვიდა. ანკამ გაუღო კარი
-მისაღებშია
ივა შევიდა მისაღებში. ნათია აქეთ იქით დაბოდიალობდა, შემთხვევით ვაზა გადმოაგდო და გატეხა არც შეიმჩნია ივა მივიდა ცოტა ახლოს მისი დაკავება უნდოდა მაგრამ ნათია დარბოდა. როგორც იქნა მოხვდა ხელში და სავარძელზე ნელა დააწვინა.
-ბაბუ შენ ხაააარ??(ნათია)
-არა ნათია ივა ვარ(ივა)
-რომელი ივა ბრააატ მე ბაბუაჩემს ვიცნობ(ნათია)
-ნათ, სად იყავი(ივა)
-მე კი არა ბაბუ შენ სად იყავი საიქიოდან როგორ დაბრუნდი... თუ მეც.... მოვკვდი ხალხოო!(ნათია)
-ნათ მიპასუხე რამდენი თითი გაქ ხელზე(ივა)
-8?
-რა მოწიე
-დუხოვკა
-ნათ, მე ვერ მხედავ?
-შენ ვერა შუქს და სოსოიეს კი-გაიცინა ნათიამ
-აუ რა მოგაწევინეს ტო კაიფი სხვა რამეა ამას სიდებილე ქვია. ნათ დაიძინე
-არა ბაბუ ჯერ მაგარ რაღაცას გეტყვი. ერთი იდიოტი ბიჭი მევასება მაგრამ ის ვიღაც გოგოსთან ერთად დაეთრევა თაკო თუ თამრიკო ქვია
-თამუნა
-შენ საიდან იცი ბაბუ? კაი მნიშვნელობა არ აქვს. ვიცი გინდოდა მოსწრებოდი იმ დღეს როცა ქმარი მეყოლებოდა მაგრამ... რას ვიზამთ. ეეხლა მაინც იცი
ივა გაშტერებული უყურებდა ნათიას.
-ნათ კაიფში ხარ... ე... ბაბუ ხო. დაიძინე
-კაი ბაბუ არ დამტოვო
ნათიამ დაიძინა. მეორე ოთახში ანკა და ლიკა სკდებოდნენ სიცილისგან იატაკზე ხოხავდნენ, ლიკას ბალიში ედო პირში რომ გაჩერებულიყო. ივა შევიდა ცალი ხელით მიეყრდნო კარს. ამაზე კიდე უფრო სიცილი აუვარდათ.
-თქვენც ტო?
ამაზე ვაფშე დაიხრჩვნენ. 2წუთი ვერ დაწყნარდნენ.
-აუ ნუ გამაფრენინეთ რა მოწიეთ ტოო... სანდროს ვურეკავ
-არ....-სიცილისგან ძლივს მოითქვა სული-არ ქნა(ანკა)
-არ .... ვართ-ლიკა კვდებოდა უკვე-კაიფში
-ხო არ ხართ აბა რა(ივამ ორივე საწოლზე დააწვინა და ჩავიდა ქვემოთ. ძლივს მოითქვეს სული
-ამას მართლა გონია რო კაიფში ვართ? ერეკლემ რო გაიგოს მომკლავს(ანკა)
-არ ეტყვის დებილო.
-კაი.
სანდრო მოვიდა 1საათის მერე ივას ეძინა სავარძელზე. უკნიდან მიეპარა და ყურში ჩაყვირა
-rise and shine beautiful!!!!
-აუ სანდრო დაგბრიდავ-გული გაუსკდა ივას
-რა გინდა აქ ბიჯო!
-შენი ბიძაშვილია კაიფში
-რა კაიფში რას მიახეთქე ეგ ქათმის თავი
-რას მივახეთქე და ბაბუს მეძახის საიქიოდან ჩამოხვედიო და რო ვკითხე რა მოწიე თქო დუხოვკაო და რა ვიცი მე
-ნათია დაგბრიდავ!!!!-სანდრო ღრიალით ავარდა ზემოთ, ანკა და ლიკა გადაეღობნენ, ძლივს შეინარჩუნეს სერიოზული სახეები
-ნუ შვრები მაგას ნუ შვრები!(ანკა)
-უნა ვშვრაა(ლიკა გადაბჟირდა)
-აუ ანკა არ დამაბრედინო თავი რო წავედი რა ქენით გოგო(ანკა)
ანკა და ლიკა დაეცნენ სიცილისგან.
-რას აკეთებთ გოგო სულ გააფრინეთ?
-სანდრე... ყველაფერს აგიხს... ნით(ანკა)
-კი ამიხსნით შენ ნიკას და ეს ერეკლეს
ორივე დასერიოზულდა.
-ოღონდ ეგ... არ ქნა(ანკა)
ანკა და ლიკა ძაან მთვრალები იყვნენ სანამ ივა და ნათია ლაპარაკობდნენ ვისკი დალიეს.
-კაროჩე ნიაკოს გეფიცები კაიფში არ ვართ(ანკა)
-აბა?(სანდრო)
-გავეღადავეთ ივას და აგვყევი რა(ლიკა)
-კაი. აუ ნათია დაგ1ჭრი ეს რა გამიკეთე გოგო!!!(სანდრო)
-ნუ შვრები სანდრო ნუ!!!(ანკა)
-უნა ვშვრაა(სანდრო)
ლიკა უკვე ცუდად იყო თითები დაიჭამა სიცილი რო შეეკავებინა, სანდრო ნათიას ოთახში იყო შეკეტილი და რაღაცეებს აგდებდა ძირს ვითომ ნათიას ახლევინებდა თავს მაგიდაზე. ივა ამოვარდა.
-სანდრო გთხოვ დაანებე თავი!! სანდრექს! არ ცემო ბიჭო სულ გააფრინე?
სანდრო გამოვიდა, ოთახი არეული იყო ნათიას ეძინა საწოლზე.
-დაიძინა(სანდრო)
-რა ქენი შენ რა მოკალი????(ივა)
-რა მოვკალი ბიჯო ძინავს თქო. თქვენ კიდე მიიღებთ-სანდრომ ივა ქვემოთ ჩაათრია
ანკა და ლიკა ნათიასთან შევიდნენ და ეხლა იქ დაიწყო სამივემ ერთხმად სიცილი. ღამე იმდენი დალიეს რომ მეორე დღეს საღამოს 6მდე არცერთს არ გაუღვიძია. ნათიამ გაიღვიძა და ჩავიდა ქვემოთ. ივა დახვდა.
-ივა?
-ნათ გახსოვს გუშინ რაც ვილაპარაკეთ
-რა ვილაპარაკეთ. იცი უცნაური სიზმარი ვნახე, ბაბუაჩემი.
-ხო... ეგ სუ ბაბუაშენი იყო და სიზმარი
-რას გულისხმობ
-არაფერი არ გახსოვს?
-მარტო კლუბი და მერე გოგოებთან სმა სხვა რამე მოხდა შენ აქ იყავი?
-არა.. საიდან მოიტანე. არა. ნათ... იცი... დიდიხანი ველოდები რომ გითხრა... ვერ გადავწყვიტე. მიყვარხარ
ივამ აკოცა ნათიას ისე რომ მის პასუხს არც დაელოდა.
-თამუნა?-მოწყდა ორი წუთით
-მაგ თამუნასიც რა თუ შენ მყავხარ. შეილება ძაან სწრაფად ვავითარებ მოვლენებს მაგრამ ნათ ცოლად გამომყვები?
-რეებს ბოდავ
-კი თუ არა
-კიიიიიი-ნათიამ აკოცა და გადაეხვია-გავთხოვდი ხალხო გავთხოვდი!!!!!
-მოვიტაცე თქვენი პადრუშკა-ივამ ხელში აიყვანა ნათია და მანქანაში ჩააგდო და წავიდნენ ჯვრისწერაზე. ამ ხმაურში სანდრო ლიკა და ანკა ძლივს ჩამოვიდნენ ქვემოთ,
-სად მოიტაცა ამ გოთვერანმა ჩემი და! მოიცადე შე დებილო!!!! ოოო ნუ პაგაძი ივანე!!-სანდრო ჩუსტებით ჩაჯდა მანქანაში და გაეკიდა.
ანკა და ლიკა სამზარუელოში გავიდნენ ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდნენ რა მოხდა.
-დილიდან ყვირილი შეილება?
-აბაა შენ ეგ თქვი რა ძალა აქ ამ ხალხს.
-აუ მიდი რა ნიკას დაურეკე და მოვიდეს რომ წაგვიყვანოს.
-კაი
ლიკამ დაურეკა ნიკას და ორივე წაიყვანა სახლში. ანკა შიგნით რომ შევიდა დაინახა ერეკლე და ვიღაც გოგო ეხუტებოდნენ ერთმანეთს. გახედა იმ გოგომ ანკას და შიში გამოეხატა
-ოოო შენმა ცოლუკამ გვიპოვა ქრეშ.
ანკა მივარდა ნიაკოს ხელი მოკიდა მერე ნიკოლოზთან შევიდა და გაიყვანა სახლიდან ორივე. მაკასთან გაიქცა. იქ ვერავინ იპოვიდა.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

Oo es bolo raga iyo exla uh
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი George Martin Jr

Hello there,

My name is George and I'd like to know if you would have some interest to have your website here at 4love.ge promoted as a resource on our blog georgemartjr.com ?

We are updating our broken link resources to include current and up to date resources for our readers. Our resource links are manually approved allowing us to mark a link as a do-follow link as well
.
If you may be interested please in being included as a resource on our blog, please let me know.

Thanks,
George

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent