შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ მოკვდე გთხოვ! იცი, ჩვენ შვილი გვეყოლება (მეექვსე თავი) დასასრული.


21-09-2016, 12:16
ავტორი D M
ნანახია 2 912

-ქეთა მაგ შენს გინეკოლოგს რატომ არ უთხარი 2-დღით ადრე, 25-ში დაენიშნა საკეისრო? მამა-შვილს ერთ დღეს გვექნებოდა დაბ დღე და ერთად ვიბლატავებდით.
დამიჯერებთ? ისეთი არეული ვიყავი, სანდროს დაბ დღე აღარც მახსოვდა. რათქმაუნდა სანდროსთან ეს არ შევიმჩნიე, თუმცა პალატიდან გასვლისთანავე ჩემს ექიმს დავურეკე და 2-დღით აქეთ გადმოვატანა ვთხოვე.
მეორე დღეს ჩემი რძლის ლიკოს დაბ დღე იყო, მამამ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „თეთრ სახლში“ გადაუხადა. დილიდან ჩემს ოჯახში სამზადისი იყო, სალონიდან დავბრუნდი, გავემზადე, საღამოს რესტორანში წასვლამდე სანდროს შევუარე, რომ მივედი ტკბილად ეძინა, მაგრამ გავაღვიძე.
-მამიკოო გაიღვიძეე, იციი მეე შენთვის სიურპრიზი მაქვს, ჩემმა დედიკომ ექიმს სთხოვა და მეც შენს დაბ დღეზე გავჩნდები, მამიკოს უნდა გავუკეთო მთელი ცხოვრების საჩუქარი.
-ქეთ რა გიჟი ხარ გოგო, მართლა გადმოატანინე ?
-ჩემო სიხარულო, შენთვის ყველაფერს გავაკეთებ ხომ იცი. კიი, გადმოვატანინე და 25-ში გაჩნდება ჩვენი დიმა.
-მაგაზე მაგარ საჩუქარს ვერასოდეს მაჩუქებდი ჩემო გოგო. ჰოო მართლა, დღეს ძალიან ლამაზი ხარ. დილით დავურეკე ლიკოს მივულოცე, აიი ეს საჩუქარი ჩემგან და ჩემებისგან გადაეცი ლიკოს.
-დიდი მადლობა სანდრი, რატომ წუხდებოდით, გადავცემ აუცილებლად. ცოტახნით შემოგირბინე, ხომ იცი ისე ვერ ვძნლებთ მე და ჩემი პატარა კაცუნა შენ თუ არ გნახეთ.
-ჩემი სიხარულები ხართ თქვენ, მეც მაქვს შენთვის ახალი ამბავი, მამაჩემმა ჩვენთვის სახლის რამდენიმე ვარიანტი შეარჩია, რომ გამომწერენ ერთად ვნახოთ და რომელსაც ავირჩევთ მამა გვიყიდის.
მე სიხარულის ცრემლები წამომივიდა, თავი სიზმარში მეგონა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი ოდესმე სანდროსები თუ მიმიღებდნენ, ან ჩემი ძმა თუ მაპატიებდა, მაგრამ სასწაულები ხდება საბედნიეროდ!
-მართლა სანდრი? სიტყვები არ მყოფნის სიხარულის გამოსახატად, ძალიან ბედნიერი ვარ, მაგგრამ იცი, მეშინია ბედნიერების.....ბოლოს ასე გახარებული იმ დაწყევლილ დღეს ვიყავი, ჩემოდნებით ხელში კიბეები რომ ჩამოვირბინე დაა....
-გაჩერდი ახლა, ცრემლები მოიწმინდა, მაკიაჟს გაიფუჭებ. ყველაფერი ცუდი წარსულში დავტოვეთ ხომ ხედავ? ხოდა ახლა მოდი მაკოცე და წადი, გელოდებიან და „ტეხავს“....ხვალ მნახეთ შენ და ჩვენმა პატარამ.
-კაი ჩემო ბიჭო, წავალ ახლაა და ხვალ გამოვალ, ახალ ფოტოებს განახებ და მოგიყვები დღევანდელ ამბებს. წავედი მე და არ მოიწყინო, დაგირეკავ მერე, მიყვარხარ, მიყვარხარ ძალიან.
ვაკოცე და წავედი რესტორანში.
რესტორანში ბევრი ხალხი, მაგარი გართობა და გულავი დამხვდა...მეც შევუერთდი მხიარულებას, კარგ დრო ვატარებდით ყველა..სანდროს ვურეკავდი და ვწერდი თითქმის მთელი იქ ყოფნის მანძილზე...
სახლში დაბრუნებისას გულში რაღაც ცუდმა გამკრა, რაღაც ცუდმა წინათგრძნობამ, ტელეფონი ავიღე ხელში, სანდროსთვის უნდა დამერეკა, საათს რომ დავხედე 4:40-წუთი იყო, შემეცოდა, ვიფიქრე გავაღვიძებ თქო და მხოლოს შეტყობინება გავუგზავნე.......
-სანდრი, არასოდეს დაივიწყო რომ მიყვარხარ მთელი გულით ჩემო ერთადერთო სიყვარულო.
მეორე დილით გვიან გამეღვიძა, ყოველთვის მხვდებოდა მისი მესიჯი, თვალების გახელისთანავე ტელეფონი ავიღე ხელში, თუმცა მისი შეტყობინება არ ყოფილა.
-გამორიცხულია, მე მას გუშინ ღამე მივწერე, უნდა მოეწერა..რახდება ნეტა? რა დაემართაა.... შიშმა შემიპყრო, დავურეკე და გამორთული ჰქონდა, სასწრაფოდ მისაღებში გავედი, თენგო კართან იდგა, გარეთ გასვლას აპირებდა.
-თენგო მოიცადე, სანდროს რა დაემართა? მითხარი მალე...... სანდრო როგორ არის? ცოცხალია? მითხარი თენგოოო გავგიჟდებიი...
ვტიროდი, სანამ ჩემი ძმა რაიმეს მეტყოდა ისტერიკები გავმართე, თენგო მოვიდა, ჩამეხუტა და ცდილობდა ჩემს დამშვიდებას.
-დაწყნარდი ქეთა, ახლა რაღაცას გეტყვი, მაგრამ ეცადე არ ინერვიულო...სანდრიკა გუშინ ღამე გვიან ცუდად გამხდარა, აპარატზეა დღეს...მიდი ჩაიცვი, მეც მის სანახავად მივდივარ, ოღონდ დამპირდი რომ არ ინერვიულებ, პატარა დიმას გამო მაინც შეიკავე თავი გთხოვ დაიკო.
აიი ხომ ვამბობდი რაღაც ხდება თქო, მე გუშინ ღამე ვიგრძენი მისი ამბავი, ვიცოდი რომ რაღაც დაემართა, ნეტა დამერეკაა...მაგრამ მე რას ვუშველიდი...
ცუდად გავხდი, თავბრუ დამეხვა, მაგრამ ჩემებთან არ შევიმჩნიე. სასწრაფოდ გავემზადე, მე და თენგო წავედით სავადმყოფოში. ექიმმა რამდენიმე წუთით შესვლის უფლება დამრთო, გიჟივით შევვარდი მის პალატაში.
-სანდრო, რა დაგემართა ჩემო სიხარულო, გთხოვ გონზე მოდი, გთხოვ ისევ არ დაიძინო, მე და ჩვენს ბიჭს გვჭირდები, მე მჭირდები სანდრი ყველაზე მეტად, 3-დღე დარჩა ჩემო სიყვარულოო...25-ში შენ აუცილებლად გონზე უნდა იყო,შენ ჩვენს გვერდით უნდა იყო...
ვლაპარაკობდი, მაგრამ მას არაფერი ესმოდა, ცოტახანში თვალები გაახილა, გამიღიმა და მთხოვა ცრემლები შემემშრალებინა.
-მაპატიე ქეთუ კიდევ ერთხელ რომ შეგაშინე, გპირდები მე თქვენს გვერდით ვიქნები 25-ში, გპირდები მალე გამოვალ ამ ჯოჯოხეთიდან, გპირდები მალე ჩვენი საკუთარი სახლი გვექნება, შენს ოცნებას აგიხდენ და დიდ ქორწილს გადაგიხდი, წარმოიდგინე რა ლამაზი დედოფალი იქნები, წარმოიდგინე? აიი დიდი ლამაზი თეთრი კაბა რომ გეცმევა...იცი, მე წარმოგიდგინე და უფრო შემიყვარდი...ეგვიპტეშიც წავალთ, და კიდევ პარიზში, ეს ხომ შენი ოცნების ქალაქი, ხოდა საქაორწილო მოგზაურობას იქ გავატარებთ... ხოო მართლა, მე შენ მთაწმინდაზე გთხოვ ცოლობას, ყველაფერს გავაკეთბ შენს გამო ჩემო სიყვარულო....ჩვენ ყველაზე ლამაზი და ბედნიერი ოჯახი გვექნება გპირდები! ჩემს გამო, ჩვენი სიყვარულის გამო ერთად ბევრი ცუდი გამოვიარეთ, გპირდები 3-დღეში ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება, მეც მალე გამომწერენ აქედან, ხომ გჯერა ჩემი? მითხარი რომ გჯერა...
-სანდროო, სანდრიი რა დაგემართა? ცხვირიდან და პირიდან სისხლი რატომ მოგდის? სანდრო ცუდად ხარ? მიპასუხეე......სანდრო!
ის მე მელაპარაკებოდა ჩვენს მომავალზე, მოულოდნელად სისხლი წამოუვიდა...გული შემეკუმშა, ისე გავშეშდი ხმა აღარ ამომდიოდა, ძალა აღარ მყოფნიდა კარებამდე მივსულიყავი და ექიმისთვის დამეძახა. შემთხვევით რომ არ შემოეხედა ექთანს ვერც გაიგებდნენ ალბათ სანდროს ამბავს..
ექიმმა მთხოვა სასწრაფოდ პალატიდან გავსულიყავი, მხოლოდ მაშინღა ამომხდა რამდენიმე სიტყვა:
„არ მოკვდე გთხოვ! ჩენ შვილი გვეყოლება“......
ვერ აგიღწერთ რა ტკივილი განვიცადე, ვეღარ ვლაპარაკობდი, ვერც დავდიოდი...მოსაცდელში სკამზე დავჯექი გაქვავებული, არავისი აღარ მესმოდა, მხოლოდ მუცელზე მედო ხელები და ჩემი შვილის მოძრაობას ვგრძნობდი...ვგრძნობდი როგორ მარტყავდა ფეხებს, ალბათ მანაც იგრძნო მამამისის ამბავი.
-ქეთა შვილო სანდრო ისევ აპარატზე შეაერთეს, ვერ გაარკვიეს ექიმებმა რამ გამოიწვია სისხლდენა, თუმცა გამოიკვლევენ ყველაფერს. აი ნახავ მალე კარგად გახდება, 3-დღეში გონს მოვა.
-არ ვიცი დეე, აღარ ვიცი რა იქნება...გთხოვთ სახლში წამიყვანეთ, აქ გაჩერება აღარ შემიძლია.
წამიყვანეს ჩემება სახლში, ჩემს ოთახში დავწექი, ვეღარ ვჭამდი, ვეღარც ვსვავდი...საერთოდ ყველაფერმა აზრი დაკარგა, თითქოს ბავშვის დაბადებაც ისე აღარ მახარებდა, სანდროს ცუდად გახდომამ ყველაფრის ხალისი დამაკარგინა...
მეორე დღეს ისევ მივედი მის სანახავად, თუმცა არ შემიშვეს, ძალიან მძიმედ იყო... ექიმი თენგოს ელაპარაკებოდა და შემთხვევით მოვკარი ყური, - ის მხოლოდ უფლის ნებით თუ გადარჩებაო.
ნეტა სულ არ გამეგო ეს სიტყვები! ამან უფრო გამანადგურა, იქვე სკამზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი რა მეშველებოდა მის გარეშე თუმცა გულში იმედი მქონდა რომ 25-ში აუცილებლად გაიღვიძება, ჰოო! მას უფლება არ ჰქონდა ამ დღეს სძინებოდა, ის ჩვენს გვერით უნდა ყოფილიყო, მას უნდა გაეგო და ენახა ახალდაბადებული დიმას ფოტოები. კიი, მას არ ჰქონდა ჩვენი მიტოვების უფლება!
სანდროს დედა ჩამეხუტა, ის ჩემზე განადგურებული იყოო...მას ჩემზე მეტად სტკიოდა.
-ქეთა გთხოვ შვილო გამაგრდი, იცოდე არ გაქვს უფლება რომ დაეცე! რამდენიმე დღეში დედა გახდები, სანდრიკაც მოვა აუცილებლად გონზე, უფალი მის თავს არ წაგვართმევს დამიჯერე, ყველაფერი კარგად იქნება....
-აღარ შემწევს უნარი ამდენს გავუმკლავდე, ლელა დეიდა ალეკომ მითხრა თქვენი სიყვარული დაწყევლილია, ჩემი ძმა რომ გამოკეთდება ჩამოშორდიო. ახლა ვხვდები რომ მართალი მითხრა, ოღონდ სანდრო გამოკეთდეს და მე მას დავშორდები, გპირდებით ლელა დეიდა აღარ გავეკარები, მე სადროს სიყვარულით ვიცხოვრებ, ოღონდ მყავდეს და უფალმა არ წაგვართვას.....ვაიმე ლელა დეიდა, ძალიან ცუდად ვარ, მეტი აღარ შემიძლიაა..
ცუდად გავმხდარვარ, მეც იქ დამაწვინეს. 2-დღეში საკეისრო მიწევდა, ჩემმა ექიმმა არჩია მის მეთვალყურეობის ქვეშ ვყოფილიყავი, ამიტომ სახლში აღარ გამიშვა.
გათენდა 25-აპრილი, შუადღის 3-საათზე უნდა მემშობიარა, ჩემები და სანდროსები თავს არ მანებებნენ, სულ ჩემს გვერდით იყვნენ. მშობიარობას ჩემი თხოვნით დედაჩემი უნდა დასწრებოდა, სამშობიარო ოთახში რომ შევყავდი ექიმებს ჩემი ძმა მოვიდა და სასიხარულო ამბავი მითხრა:
-ქეთუ იცი სანდრო ამწუთას მოვიდა გონს, აი ხომ გეუბნებოდით, მან იგრძნო ბავშვის დაბადება, ის თქვენს გვერდით არის, როგორც ბავშვი გაჩნდება მის პალატაში შევალთ და ვახარებთ. შენ კი უფალი გფარავდეს ჩემო ერთადერთო დაიკო. მიყვარხარ და გახსოვდეს ყველაფერი კარგად იქნება.
ნარკოზის ქვეშ ვიყავი, თენგოს სიტყვები მაინც გავიგე, კარგად გავიგე, უბრალოდ პასუხის გაცემის თავი აღარ მქონდა, ცოტახანში კი სულ გავითიშე.
როგორც გითხარით მშობიარობას დედა ესწრებოდა, ბავშვი რომ გაჩნდა ელენემ სანდროს დედას დაურეკა.......
-ლელა დაიბადაა, დაიბაადაა...ბიჭია, ისეთი ლამაზიაა დიდი ცისფერი თვალებით და ქერა თმით. სანდროს გააგებინე სასწრაფოდ.
-ელენე ახლა სანდროს პალატაში ვარ, მასაც ესმოდა შენი ხმა, ვერ ლაპარაკობს, თუმცა ძალიან ბედნიერია, იღიმის და უხარია. ქეთა როგორ არის? ჩვენი პატარა ხომ ჯანმრთელია? რამდენი კილო დაიბადა?
-უფლის მადლით ყველაფერი კარგად დასრულდა, ქეთა ჯერ უგონოდ არის, მაგრამ მალე გამოვა ნარკოზიდან. პატარა კარგად არის, 3,500- დაიბადა.
გონზე რომ მოვედი, თვალის გახელისთანავე ბავშვი მოვიკითხე, ექთანმა შემომიყვანა. მის დანახვაზე თვალზე ცრემლი მომადგა, პატარა უსუსური არსება იყო. გვერდით დავიწვინე, თვალები რომ გაახილა ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მამამისს შემოეხედოს, მისი დიდი ცისფერი თვალები, მისი ლამაზი ტუჩები და ქერა თმა, ასეთი მსგავსებაა....დაპატარავებული მამამისი იყო.
-დეე, გთხოვ ლელას დაურეკე, სანდროსთან მინდა სასწრაფოდ ლაპარაკი....დეე გადავიფიქრე სახელის დარქმევა, დიმა არ მინდა, სანდრექსა უნდა დავარქვა ჩემს შვილს, ნახე დეე, სულ მამამისს ჰგავს, ჩემმა სიყვარულმა ზუსტად თავის მსგავსი მაჩუქა..
დედამ ლელას დაურეკა, მაგრამ არ გააგონა....მერე თენგოს დაურეკა, მისი რეაქციებიდან გამომდინარე მივხვდი კარგი არაფერი ხდებოდა....დედაჩემმა ტელეფონი გათიშა, სკამზე ცივად დაჯდა და ისტერიული ტირილი აუტყდა....
-ექიმო გთხოვთ ბავშვი გაიყვანეთ ცოტახნით, დედაა, დეე რაა მოხდაა? თენგომ რა გითხრაა? სანდრო როგორ არის რა დაემართა? დედაა! ხმა გამეცი, სანდრო დამაალაპარაკეთ, უნდა ვუთხრა რომ ჩვენს შვილს მის სახელს ვარქმევ....დეე, დედიკოოო!!!
დედაჩემი გაქვავებული იჯდა სკამზე, მხოლოდ ცრემლები ჩამოსდიოდა, შემდეგ ადგა და ჩამეხუტა.
-ქეთა სანდრო აღარ არის. დაიღუპა დეე, გამაგრდი გთხოვ.
-არა დეე! რას ჰქვია დაიღუპა? ის ჩვენ არ დაგვტოვებდა, დეედაა!!! მას ჩვენი შვილი უნდა ენახა დეე, ეს არ მოხდებოდა, გამიშვი გთხოვ, უნდა ვნახო! ჩემი სანდრო ყველაზე მეტად დღეს მჭირდება, მას არ ჰქონდა ჩემი მიტოვების უფლება....დეე, დედიკოო ჩამეხუტე გთხოვ, ძალიან მჭირდები დეე!!!
წარმოუდგენელ ტკივილს ვგრძნობდი, გულში რაღაც ჩამწყდა, ვიცოდი ამ ტკივილს ვერაფერი მომიშუშებდა, სანდრომ სამუდამო იარა დამიტოვა. ვერ ვიჯერებდი, მეგონა ჩემი ძმა ისევ მოვიდოდა ჩემთან და მეტყოდა - „ სანდრო გონს მოვიდა, ის თქვენს გვერდით არისო“ .....თუმცა არა! ყველა გაქვავებულიყო, ამინდიც გლოობდა სანდროს წასვლას...
იმ დღისით ბავშვსაც ვერ გავეკარე, გაქვავებული ვიდე საწოლზე, საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, მშობიარობის ტკივილი სანდროს წასვლის ტკივილმა გადაფარა, მე ახლა გულში მხოლოდ მისი დატოვილი ადგილი მტკიოდა.
მეორე დღეს ექთანს ვთხოვე ბავშვი შემოეყვანა. ჩემი პატარა გვერდით დავიწვინე და ვეფერებოდი. გეფიცებით ვუყურებდი და გაოცებული ვიყავი, ის ისე ჰგავდა მამამისს რომ ვგიჟდებოდი...
ყველაზე გასაკვირი იცით რა იყო? მეე რომ გადავიფიქრე სახელი დიმას დარქმევა და გადავწყვიტე ჩემი პატარისთვის სანდრექსა დამერქმია, ზუსტად იმ წუთებში დაღუპილა...იმ წუთებში დაიძინა ჩემმა სიყვარულმა სამუდამოდ, მე კი თავის მსგავსი და თავის სეხნია დამიტოვა. ჩემი შვილი მის ტკივილს ვერ გამიქრობდა, თუმცა მასზე ზრუნვა და მისი გაზრდა მაიძულებდა ამ ტკივილთან გამკლავებას.
4-დღეში გამომწერეს, სანდროს პანაშვიდის დღეს. იმის მაგივრად რომ ის დამხვედროდა და სახლში ერთად წავსულიყავით მე წავედი მის სახლში მისივე პანაშვიდზე.
ენით აღუწერელი ტკივილი ვიგრძენი როდესაც მისი გაშეშებული სხეული დავინახე სასახლეში..... ვტიროდი, ისტერიულად ვტიროდი როდესაც მის გაყინულ სხეულს შევეხე.
-რატომ ღმერთო! რა დაგიშავე ასეთი, რატომ წამართვი მისი თავი, ჩვენ ახლა ვიწყებდით ცხოვრებას, რატომ წაიყვანეთ....მას ხომ ძალიან ბევრი გეგმები ჰქონდა. სავადმყოფოდან რომ გამოწერდნენ უნდოდა მთაწმინდაზე ჩემთვის ხელი ეთხოვა, შემდეგ ბინა გვეყიდა, დიდი ქორწილი გადაგვეხადა და პარიზში წავსულიყავით სამოგზაუროდ...მას ხომ ამდენი რამ უნდოდაა, რატო არ დასცალდაა......ის ისე წავიდა რომ თავის მსგავსი შვილიც კი ვერ ნახა...
ცრემლები აღარ მომდიოდა, სიტყვებსაც ვეღარ ვუყრიდი თავს, ლელა დეიდას განადგურებულ სახეს რომ შევხედე უარესად მეტკინა გული.
მეორე დაწყევლილი დღე გათენდა, სანდრო მივაცილეთ სასაფლაომდე....ლელა დეიდამ ისეთი სიტყვებით გააცილა გულს და სულს ჩასწვდა, ალეკომ და მამამისმაც ისეთები თქვეს......მეგობრებმაცც..... ბოლო სიტყვა მე შემოვინახე:
-გახსოვს შენ მთხოვე ექიმისთვის მეთხოვა 25-ში, შენს დაბადების დღეზე გადმოეტანა საკეისრო, მე შენ ეს სურვილი შეგისრულე, ისიც გაიხსენე, მაშინ სისხლი რომ წამოგივიდა გთხოვე -„ არ მოკვდე! ჩვენ შვილი გვეყოლება თქო“..., შენ რატომ არ შემისრულე ეს სურვილი? მე შენ საკუთარ დაბადების დღეზე შვილი გაჩუქე, ის ისე გგავს.....მე მას შენი სახელი, სანდრექსა დავარქვი...შენ კი ადექი და წახვედი, ისე მიგვატოვე რომ შენი მსგავსიც კი ვერ ნახე.... შენ რაა ადამიანი ხარ, როგორ შეძელი ჩემი და ჩვენი შვილის მიტოვება, როგორ შეძელი შენი ოჯახის და შენი ახლობლების ატირება? სანდრო, ჩემო სანდრექსა ჩვენ შენ ძალიან გვჭირდები...არ ვიცი უშენოდ როგორ უნდა ვიცხოვრო, არ ვიცი ჩვენი შვილი მარტომ როგორ უნდა გავზარდო..ვიცი, მარტო არ ვიქნები, შენები და ჩემები გვერდით მყავს, მაგრამ მე ის უშენოდ, უმამოდ უნდა გავზარდო, ხვდები რა ტკივილია ეს? ვეღარ ვტირი, არაფერი აღარ მახარებს....უბრალოდ ერთს გთხოვ, მაქედან ილოცე ჩემთვის, შენი სანდრექსასთვის და შენი ოჯახისთვის. იცოდე რომ მთელი გულით და მთელი არსებით მიყვარხარ, შენ ჩემში დარჩები როგორც „მარადიული სიყვარული“!!!
იმ დღის შემდეგ ყოველი დღე ვცდილობდი მის გარეშე ცხოვრება მესწავლა, კიდევ ბავშვი მატანინებდა ყურადღებას, მისი ყოველი შეხება, კოცნა და მოძრაობა მამამისს მახსენებდა. სანდროსები ძალიან მეხმარებოდნენ, მისმა მამამ სახლიც გვიყიდა მე და ჩემს პატარას, თუმცა მე რაღაც პერიოდი ჩემებთან ცხოვრება ვარჩიე. მარტო ცხოვრებისთვის ჯერ მზად არ ვიყავი.
ჩემს ძმასაც ეყოლა პატარა ელენე. ჩემი სანდრექსა და ელენე ერთად იზრდებოდნენ.
გავიდა წლები, სანდრო რაც იზრდებოდა უფრო ემსგავსებოდა მამამისს. ყოველი 25-აპრილის დადგომა ჩემთვის სიხარულის და ტკივილის დღე იყო. ერთი სანდრექსა წამართვა უფალმა და მეორე მომივლინა, ერთდროულად ტკივილს და სიხარულს ვგრძნობდი ამ ერთ დღეს.
გადიოდა წლები, ჩემი ბიჭი გაიზარდა, მე მას მოვუყევი ჩემი და მამამისის ისტორია, მოვუყევი მამის ტრაგიკული სიკვდილის შესახებ...სანდრომ ფოტოებით და ვიდეოებით იცოდა როგორი იყო მამამისი, თუმცა მე ისე ვუხსნიდი მის თვითეულ ქცევებს....თითქოს ცხადშიაც იცნობდა.
სკოლაში მისვლის წელს ჩვენ მისი ბაბუის ნაყიდ სახლში გადავედით....მე ჩემი პროფესიით ვმუშაობდი, სანდროს აღზრდაში ჩემი და სანდროს ოჯახიც იყო ჩართული, სანდროსებთან ყველაფრის მიუხედავად არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა, მე ხომ მათ შვილიშვილის სახით მეორე სანდრექსა ვაჩუქე, ზუსტად მამიკოს მსგავსი, ზუსტად მის დაბადების დღეზე გაჩენილი...
ალეკოსთანაც ნორმალური ურთიერთობა მქონდა, უფრო მეტიც, ხშირად აკითხებდა თავის ძმიშვილს, ხან ჩვენთან სახლშიც რჩებოდა ხოლმე..
ისე გაირბინა 18-მა წელმა.....სანდრექსამ და ჩემმა ძმიშვილმა ელენემ სკოლა დაამთავრეს, ორივე ჯავახიშვილში ჩაირიცხა, სანდრო ეკონომიურ/იურდიულზე მოხვდა, ელენე უცხო ენებზე.
ჩემმა ბიჭმა პირველი კურსი საქართველოში დახურა, სანდროს მამის თხოვნით სწავლა საფრანგეთში ნიცის ერთ ერთ უნივერსიტეტში გავაგრძელებინეთ.
ჰმ...ცხოვრებაში რა არ ხდებაა....სანდრო იქ მარტო არ წასულა, მეც გავყევი და კიდევ ბიძამისი ალეკოც, ის სამკურნალოდ წამოვიდა...ჩვენ სამივე ნიცაში ერთ სახლში ვცხოვრობდით.
მე იქ ერთ ერთ ბანკში დავიწყე მუშაობა, სანდრომ სწავლა დაიწყო, საკმაოდ წარმატებული მოსწავლე იყო...ალეკო მკურნალობდა, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მის ფეხზე დადგომას 1-წელი დასჭირდა, შემდეგ მანაც დაიწყო თავისი პროფესიით მუშაობა, ის კინო რეჟისორი იყო...
დღე არ გავიდოდა ჩემი სიყვარული რომ არ გამეხსენებინა, მისი გარდაცვალებიდან 20-წელი იყო გასული, მაგრამ მე გულში ისევ ისეთ ტკივილს განვიცდიდი....
გადიოდა წლები, სანდრექსამ უნივერსიტეტიც დაამთავრა, მაგისტრის გავლა დაიწყო...
მას ერთი არაჩვეულებრივი შეყვარებული ჰყავდა, ქართველი იყო, თავისი კურსელი ანასტასია. სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი.
რაღაც პერიოდის შემდეგ მე და ალეკო უფრო დავახლოვდით, გასაკვირი არც იყო, მე ხომ მას ერთ დროს სიგიჟემდე ვუყვარდი....გაგიკვირდებათ დაა ნელ ნელა მასში სანდრექსას ჩვევებს და ხასიათებს ვპოულობდი. ჩემს შვილს არ აგრძნობინებდა უმამობას, მე კი მისი ასეთი საქციელები მაოცებდა, მან ჩემს გულში რაღაც ადგილი დაიკავა, თუმცა ჩემს ერთადერთ სიყვარულს მაინც ვერ შემიცვლიდა....
ჩვენ ერთად ვცხოვრობდით, თუმცა ჩვენს შორის არაფერი ხდებოდა....ის თავის ძმის სულს, მე კი ჩემი სიყვარულის და ჩემი შვილის მამის სულს ვცემდი პატივს.
იცით შეიძლება მე შევცოდე და ისეთი ადამიანი შევიყვარე, ვინც არ უნდა შემეყვარებინა, მაგრამ მე ამისთვის საკმაოდ დავისაჯე....მე ერთხელ შემიყვარდა, მე სანდროს შევფიცე, მის დასაფლავებაზე დავიფიცე რომ ჩემს ცხოვრებაში მის გარდა ვერავინ შემეხებოდა, ის ჩემს გულში დავმარხე როგორც სამუდამო სიყვარული!
ალეკო არ დანიშნულა, რათქმაუნდა არც მე არ გავთხოვილვარ, სანდროს დაკარგვის შემდეგ არავისკენ არ გამიხედავს. მე და ალეკო სანდროს დანატოვარის, ჩემი პატარა სანდრესას გაზრდით და აღზრდით ვიყავით დაკავებული.
ჩემს შვილს ვუყურებდი და მასში მამამისს ვხედავდი, მამის სიმაღლე, მამის თვალები, წარბები, ტუჩები, თმის ფერი, გრძელი თითები და გამოხედვაა....
მე ჩემმა სიყვარულმა თავის მარად მოსაგონად, 25-აპრილს საკუთარი ასლი დამიტოვა.
მე და ალეკო ვუყურებდით სანდრექსას ყოველ წარმატებას, ვუყურებდით როგორ იზრდებოდა და როგორ ტკბებოდა ცხოვრებით. ჩვენ მას მივუძღვენით ჩვენი ცხოვრება, ჩვენ მისით ვცხოვრობდით და ამით ორივე ჩვენს დიდ ტკივილს, ჩვენს დანაკარგს, სანდროს ვცემდით პატივს.



რატო გააფუჭე?? უკეთესად დაასრულებდი მეგონა.

 


№2  offline წევრი D M

იასამნისფერი
რატო გააფუჭე?? უკეთესად დაასრულებდი მეგონა.

თავიდანვე ასე მქონდა გთვლილი, რომელიმე პერსონაჟის სიკვდილით )

 


№3  offline წევრი ბლუ

აუუ რატომ მოკალიი
--------------------
დ.ხუჯაძე

 


№4 სტუმარი ina

shinaarsobrivad tu dzaan chaugrmavdebi kargi iyo magram imdenad debilis shtabechdilebas tovebs es gogo rom sul afuchebs mtel motxrobas, an am sandros ragas atamasheb xan gonsaa xan aparatzea sheertebuli -_- an es tavisi dzma ase ucdab rato molba tu aseti mkacri iyo, nu mokled me sashinlad ar momewona :/

 


№5  offline წევრი dadudaduna

კაი რააა ძაან ცუდი დასასრულოა რაა უკეთესი შეიძლებოდაა თავიდან კარგად დაოწყე მაგრამ მერე გააფუჭე რაა...:(:(

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან მეწყინა სანდროს სიკვდილი,არ მომეწონა და რა ვქნა. unamused
--------------------
ლანა

 


№7  offline წევრი nini :)

kargi iyooo... rogorc gatvale ise gaaketeee.... me gamixardeboda sandro gadarcheniliyoooo... mara mainc kargiaaa...

 


№8  offline წევრი enni

ოჰ, ღმერთო... ეს რა ქენი? მორჩა აღარ ვკითხულობ შენს ისტორიებს ;დდ

 


№9  offline წევრი D M

enni
ოჰ, ღმერთო... ეს რა ქენი? მორჩა აღარ ვკითხულობ შენს ისტორიებს ;დდ

ჰაჰ smiley სულ ბედნიერი დასასრულები ხომ არ იქნება : )

ვიცოდი ბევრი დაწერდა "არ მომწონს" მარტო იმიტომ, რომ ბოლოს სანდო კვდება. )

 


№10 სტუმარი ბუბუკა

საერთო ჯამში არა უშავდა,დაიხვეწები კიდევ და კიდევ მჯერა.ბოლოში ვერ მივხვდი,მაზლი მოწონდა როგორც კაცი?რაღაც გაუგებრად იყო...წარმატებები

 


№11  offline წევრი D M

ბუბუკა
საერთო ჯამში არა უშავდა,დაიხვეწები კიდევ და კიდევ მჯერა.ბოლოში ვერ მივხვდი,მაზლი მოწონდა როგორც კაცი?რაღაც გაუგებრად იყო...წარმატებები

პირველი იყო ეს ჩემთვის, გასაგებია ყველას შენიშვნები...აწი გავაუმჯობესებ : )

 


№12 სტუმარი mariami

me piradad armindoda es ori erttad kopiliko da momewona dasasrulii ^_^

 


№13  offline წევრი D M

mariami
me piradad armindoda es ori erttad kopiliko da momewona dasasrulii ^_^

blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent