არ მოკვდე გთხოვ! იცი, ჩვენ შვილი გვეყოლება....(მეხუთე თავი)
ცრემლიანი თვალებით ვუყვებოდი მათ ჩემი და სანდროს ისტორიას, ზუსტად ვიცოდი ჩემები და სანდროსები განსაკუთრებით ჩემი ძმა არასოდეს მაპატიებდა, ისიც კარგად ვიცოდი ამ მომენტში რაიმეს დამალვას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ყველაფერი მოვყევი. ბოლოსთვის კი ბავშვის ამბავი შემოვინახე, ამან უარეს შოკში ჩააგდო ყველა.... მათ სახეებზე გაოგნებას და აშკარა ზიზღს ვხედავდი, დედაჩემს გული გაუხდა ცუდად, თენგომ კედელს მუშტი გაარტყა და გარეთ გაიქცა, მამაჩემიც მას გაეკიდა. სანდროს დედამ კი ერთადერთი სიტყვა ძლივს წარმოთქვა: -დედა მოგიკვდეს ალეკო შვილო! ამ სიტყვების შემდეგ თითქოს ლელა დეიდას თვალზე ცრემლი გაეყინა, ვეღარ ტიროდა, აღარც სიტყვები ამოსდიოდა პირიდან. სკამზე დაჯდა და თავი დახარა... დედაჩემს ექთანმა წამალი დაალევინა, ცოტა რომ დამშვიდდა ლელა დეიდასთან მივიდა, სცადა მისი დამშვიდება. -ლელა არ ვიცი რა გითხრა, მე თვითონაც გაოგნებული ვარ....თავი სიზმარში მგონია, ეს ჩემს ქეთას არ უნდა გაეკეთებინა, მსგავსი შეცდომა არ უნდა დაეშვათ. დედაჩემს საუბარში ჩავეჭერი: -დედა! ეს არ იყო შეცდომა, ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა... -შენ საერთოდ ხმას ნუ იღებ, შენ მერე მოგხედავ....მე ლელას ველაპარაკები. -ელენე ქეთას ნუ ეჩხუბები, ეს ჩემი სანდროს ბრალიც არის, მან ხომ იცოდაა....ხომ იცოდა ალეკოს როგორ უყვარდა, როგორ გაბედა საკუთარი ძმის, ამას პლიუს საუკეთესო ძმაკაცის ღალატი.....ჩემი შვილი, ვინც მე გავზარდე ასეთ ამაზრზენ საქციელს არ ჩაიდენდა, არა!! სანდროს მამა კედელთან აყუდებული იდგა, , ფერდაკარგული ხმას ვერ იღებდა.....გასაკვირიც არც არის, ბოლო ხანებში მას იმდენი უბედურება დაატყდა თავს, ჯერ ალეკოს ავარია, ადვილი ხომ არ არის სახსალამათი ადამიანი იყო, უცებ ჰოპპ....და ინვალიდის ეტლში აღმოჩნდა, ახლა სანდროს ამბავი, ის ამ წუთშიც სიცოცხლეს ებრძოდა, ჩვენი ამბავიც.... ეს კიი....ეს ბოლო იყოოო, ბოლო და შოკისმომგვრელი, როგორც იქნა ცოტახნის შედეგ ხმა ამოიღო ამ კაცმაც: -ლელა, ელენე ბავშვის ამბავი მაფიქრებს, ამ გოგომ დღეს ბევრი გადაიტანა, თან გონება დაუკარგავს, ექიმმა გასინჯოს და გავიგოთ ბავშვის აბავი. -ჰმ...ბავშვი? ქეთა ეს სანდრომ იცის? ან საერთოდ რამდენი თვის ხარ? -დედა არ გინდა! სანდრომ დიდი ხანია იცის, წეღანაც გითხარით, ჩვენ დღეს ეგვიპტეში მივდიოდით, ყველასგან შორს, ჩვენ დღეს ოჯახი უნდა შეგვექმნა, მაგრამ არ გვაცალა ვიღაც ნაძირალამ....მე 3-თვის ვარ. -რა დაგაკელით შვილო, ბავშვობიდან დღემდე ყველაფერი გქონდა რასაც მოისურვებდი, რატომ გაგვიკეთე ეს? შენს ძმას როგორ გაუკეთე ეს? ერთი წუთით მაინც არ გიფიქრია მის რეაქციაზე, მის თავმოყვარეობაზე... ჩემდა გასაკვირად სანდროს მამა ჩემს მხარეს იყო, ისევ მან გამოასწორა სიტუაცია. -ელენე მისმინე, ეცადე დამშვიდდე, ეს უკვე მოხდა და ჩვენ არცერთს არ შეგვიძლია ამის გამოსწორება...ჩემი შვილი ახლა სიკვდილს ებრძვის, ჩემი შვილიშილი კი მუცელშია, ქეთამ ისედაც ბევრი გადაიტანა, არავის მოგცემთ იმის უფლებას რომ თქვენი ასეთი ლაპარაკით უარესად გააღიზიანოთ და ანერვიულოთ. ასე რომ დამშვიდდით ახლა, რომელიმემ ექიმს დაუძახეთ, ქეთა გასინჯონ და გავიგოთ ბავშვის მდგომარეობა. მისი ასეთი სიტყვების შემდეგ ხმა არცერთს აღარ ამოუღიათ, მხოლოდ დედაჩემმა წარმოთქვა: -მე გავალ ლელა, შენ იყავი.... დედაჩემი გავიდა ექიმის მოსაყვანად, ამ დროს კი ალეკო შემოვიდა ჩემს პალატაში წითელი ვარდებით ხელში. -დეე, მამ სანდროსთან არ შემიშვეს, თენგო გარეთ დგას, მისი სახიდან გამომდინარე ძალიან ცუდად არის სიტუაცია....მე პოლიციაშიც ვიყავი, ვნახე სანდროს ვინც ესროლა, ნაცნობია ეგ „როჟა“, თავის ცოლის საყვარლისთის უნდა ესროლა და....ამ შემთხვევითობამ ჩემი ძმა იმსხვერპლა, თვითონ კი დედა „მო........ნა“....ზის ახლა ციხეშიი! ქეთა შენ როგორ ხარ? შენც რამე ხომ არ დაგიშავდა? -უფლის მადლით მე გადავრჩი, მაგრამ სანდროო... ცრემლები ვეღარ შევიკავე, სიმართლე გითხრათ სანდროს რომ ესროლეს, იმ მომენტში ალეკოზე გავიფიქრე, გამწარებული ადამიანი რას არ იზავსს...მეგონა მან ესროლა და ასე გადაგვიხადა სამაგიერო თქო, მაგრამ საბედნიეროდ შევცდი....ვიცი, ის ასეთი დაუნდობელი არ არის, არასოდეს საკუთარ ძმას ასეთ რამეს არ გაუკეთებდა. ალეკო ჩემს საწოლთან ახლოს მოვიდა, ხელი ხელზე ჩამკიდა, მისმა ასეთმა საქციელმა ძალიან გამაკვირვა....თვალები ჩაუწყლიანდა, ვარდები საწოლზე დაალაგა და თავისებს სთხოვა ცოტახნით მარტო დაეტოვებინათ ჩემთან. -ქეთა მინდა გულწრფელი ვიყო შენთან, სანდროზე რომ გავიგე ეს ამბავი შევიშალე...აქამდე ვერ მოვედი აქ, ესევე პოლიციაში გავვარდი, ინვალიდის ეტლი რომ არა.....სხვანაირად გავუსწორდებოდი იმ „ნაბ.....ს“.... დედას „შევ....ი“.....მერე შენზეც გავიგე გონება დაკარგა ისიც სავადმყოფოში წევსო, ამ ფაქმა უარესად გამანადგურა. სანდროს მანქანაში ჩემოდანი და ეგვიპტის ბილეთები უპოვიათ, მაქედან გამომდინარე მივხვდი რომ თქვენ ჩემს გამო მოჩვენებით დაშორდით, ჩუმად მაინც ხვდებოდით ერთმანეთს...მეტიც დღეს აპირებდით გაპარვას.... -ალეკო, შენ კიდევ რაღაც არ იცი... -მაცალე ქეთა, ნუ მაწყვეტინებ, შენ კარგად იცი თქვენი სიყვარულის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ დღესაც....შენ კარგად იცი რომ მე თქვენს სიყვარულს შევეწირე, იმ დაწყევლილი დღის შემდეგ პირველად ჩაგხედე თვალებში და პირველად დაგელაპარაკე, დამიჯერე ამასაც მხოლოდ ჩემი ძმის გამო ვაკეთბ. დღეს ვერ გეტყვი რომ ისევ მიყვარხარ თქო, მე ის ადამიანი ვეღარ მეყვარება ვისაც ჩემი ძმა ეხება, ვისაც ჩემი ძმა კოცნის და უყვარს. მე შენს მიმართ სიბრალურის გრძნობა გამიჩნდა დღეს, მებრალები და იცი რატომ? შენ რომ ჩემს გვერდით ყოფილიყავი, შენ რომ იმ ერთ დღეს გრძბნობას არ აჰყოლოდი და ჩემს ძმასთან არ დაწოლილიყავი, მე ახლა ამ დამპალ სავარძელში არ ვიჯდებოდი, არც ჩემი ერთადერთი ძმა, ჩემი ერთადერთი იმედი არ იწვებოდა ახლა აქ, არც შენი ძმა ივლიდა შერცხვენილი...შენ ამბობ რომ ერთმანეთი შეგვიყვარდაო, თუმცა მაგ თქვენმა სიყვარულმა ხედავ რამდენი ადამიანი დააზარალა? თვით სანდროსაც კი ზიანი მოუტანა. დაწყევლილია თქვენი სიყვარული, ახლა მაინც ხვდები? ჩემი ძმა თუ გადარჩება, თუ არა, უნდა გადარჩეს აუცილებლად! შენ საერთოდ უნდა შეეშვა, საერთოდ უნდა გაქრე მისი ცხოვრებიდან...მე შენთან საუბარი ამიტომ მინდოდა, შენ ჩემს ძმას აღარ უნდა გაეკარო, რადგან ჩემი ოჯახისთვის და ჩემი ძმისთვის მხოლოდ უბედურება მოგაქვს.. -ალეკო ისეთი რამე არასოდეს არ უნდა თქვა, რასაც მომავალში ინანებ! დაამთავრე საუბარი? ახლა მე გეტყვი რაღაცას, იცი მე შენი ძმისგან ბავშვს ველოდები, მე სანდროს ვერ დავშორდები, რადგან ჩვენ შვილი გვეყოლება...შეიძლება ჩვენი ურთიერთობა შეცდომაა იყო, მაგრამ ეს მოხდა და ვერაფერს ვეღარ შევცლით, ასე რომ ეცადე შენც შეეგუო ამ აზრს. ალეკოს ჩემი სიტყვების შემდეგ არაფერი აღარ უთქვამს, უსიტყვოდ გავიდა პალატიდან. მისი სიტყვების შემდეგ თავი უფრო საშინლად ვიგრძენი, მალე დედაჩემი და სანდროს დედაც შემოვიდნენ ექიმთან ერთად. გადასხმა მომხსნეს და სხვა ოთახში გამიყვანეს, ანალიზები გავიკეთე, საბედნიეროდ ექიმმა მითხრა რომ ყველაფერი წესრიგში ქონდა მეც და პატარასაც, მან გვითხრა რომ ჯანმრთელი ბიჭი დაიბადებოდა. თენგო კართან იდგა და გვისმენდა, ბიჭის გაგონებაზე ახლოს მოვიდა გაიღიმა, (მისმა ღიმილმა პირველად გამაკვირვა). -ქეთა ბიჭი უნდა გეყოლოს? -კი თენგო, ბიჭია. -სანდრომ იცის? ცრემლები მომადგა, მე ხომ დღეს უნდა მეთქვა ბიჭი გვეყოლება თქო...ამ წყეულმა დღემ ყვეაფერი ჩაგვიშალა!!! -იცის რომ ბავშვი გვეყოლება, მაგრამ არ იცის რომ ბიჭია, მინდოდა დღეს სიურპრიზი გამეკეთებინდა, მაგრამ არ დამცალდა, ვერ მოვასწარი. თენგომ ხელი გადამხვია და ჩემს პალატაში შემიყვანა, სიმართლე გითხრათ, ჩემი ძმის ასეთ თბილ საქციელებს და უცბად მოლბობას ნამდვილად არ ველოდი...მაგრამ მე მას ყველაზე მეტად ვუყვარდი, საკუთარ ცოლზე მაღლა მაყენებდა ყოველთვის, ალბათ მისი ასეთი ძლიერი სიყვარულის ბრალი იყო ამ ბრაზის დავიწყება, დავიწყება რაა......ცდილობდა არ შეემჩნია, ვიცოდი ყელთან დანასავით ებჯინებოდა, მაგრამ თავს იკავებდა. -თენგო გთხოვ ექიმს დაელაპარაკე, უთხარი რომ სანდროსთან შემიშვან, გთხოვ დამეხამარე, ვიცი ჩემი ხმის გაგონებაზე უკეთ გახდება, უნდა ვუთხრა რომ ბიჭი გვეყოლება...უნდა ვუთხრა ძმაო, გულში ვეღარ ვიტევ ამდენს, გთხოვ თენგო დროებით ბრაზი, ზიზღი და ყველაფერი გვერდით გადადე და დამეხმარე. -ქეთა დაწყნარდი, ახლა გავალ ექიმთან და დაველაპარაკები. შენ კი ცოტახანს დაიძინე გთხოვ, შენთვის ზედმეტი დაღლა და ნერვიულობა არ შეიძლება. ჩამეძინა, მხოლოდ ექიმის ხმამ გამომაღვიძა. - გაიღვიძე, გაგსინჯავ, დღეს უნდა გაგწეროთ. -ექიმო, სანდრო როგორ არის, ახალი არაფერია? ნახვა მინდა, დღეს ხომ შემიშვებენ? -მძიმედ არის, ცვლილება არაფერია, დღეს მასთან არავის შეუშვებენ. ხვალ კიდევ შეიძლება.... დავღონდი, მე კი მისი ნახვის იმედი მქონდა. ჩემებმა სახლში წამიყვანეს, მიუხედავად იმისა რომ ჩემზე ნაწყენები და გაბრაზებულები იყვნენ, ყურადღებას მაინც არ მაკლებდნენ, რასაც დედაზე ვერ ვიტყოდი, ელენე სულ ცივად მექცეოდა, გასაკვირი არც იყო........ ყოველ დღე სავადმყოფოში დავდიოდი, სანდროს სანახავად მესამე დღეს შემიშვეს, ისიც 5-წუთით. უგონოდ იყო, გადაფითრებული, ჯანგბადის აპარატით და გადასხმებით სავსე....არაფერი იმედი, არაფერი სასიცოცხლო ნაპერწკალიც კი არ ჩანდა. ველაპარაკებოდი, ისე ველაპარაკებოდი მეგონა ყველაფერი ესმოდა, თუმცა ამაოდ. დაღონებული გამოვედი. დღეები დღეებს მისდევდა, იმ იმედით ვდგებოდი საწოლიდან რომ ერთ დილასაც გავიღვიძებდი და ახალ ამბავს შემატყობინებდნენ, მაგრამ არა! აღარ დადგა ეს ნანატრი დღე, მის სანახავად ყოველ დღე დავდიოდი, არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე მეგონა რომელიმე დღეს რომ არ მივსულიყავი სადრო იგრძნობდა და ეწყინებოდა, თუმცა იმასაც ვხვდებოდი, რომ ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო და მეტი არაფერი! არანაირი წინ სვლა, არანაირი იმედი არ ჩანდა, გადიოდა დღეები თვეები და არაფერი ახალი არ ისმოდა. ზამთრის სუსხიანი დილა იყო, გარეთ ისე ციოდა ცხვირის გაყოფაც დაეზარებოდა ადამიანს, მახსოვს შაბათი იყო, ოჯახში ყველა უკლებლივ ვიყავით, ვსაუზმობდით როდესაც თენგოს ტელეფონმა დარეკა. -ხო ალეკო, რას შვრები ძმა ხომ მშვიდობაა? -ბიჭო სანდროო ბიჭოო.. -რაა სანდრო შეჩ.....ა, რა მოხდა ? სანდრო სახელის გაგონებაზე ჩანგალი დამივარდა ხელიდან და სკამიდან წამოვდექი, რამოხდა თენგო, სანდროს რა დაემართა? -ალეკო რახდება? -რახდება ძმაო და სანდრო გონს მოვიდა....15-წუთი იქნება დაახლოვებით რაც გონს მოვიდა გესმის ძმა? ჩემმა ძმამ გაიღვიძა... - ვახ ჩემი, ეს რაა მაგარი რაღაც მითხარი ძმაო, გავემზადებით და გამოვალთ ცოტახანში. ჩემმა ძმამ გვახარა ახალი ამბავი, ამ დღეს ზუსტად 4-თვე ველოდი, ჩემი სანდრიკა 4-თვის მანძილზე უგონოდ იყო, ექიმებს ხელი ჰქონდათ ჩაქნეული, იმედი არავის აღარ გვქონდა, ახლა კიი......მე უკვე 7-თვის ვიყავი, სულ ცოტაა, 2-თვეც და ჩვენი ბიჭი დაიბადებოდა. სასწრაფოდ გავემზადეთ და წავედით სავადმყოფოში. შესვლისთანავე ლელა დეიდა მომაფრინდა და მითხრა სანდრო შენ გკითხულობს სასწრაფოდ შედი მის სანახავადო, მეც სიხარულით შევედი მის პალატაში. ეძინა, ისე ტკბილად ეძინა გაღვიძება არ მინდოდა, თუმცა სხვა გზა არ მქონდა, რადგან დროში შეზღუდული ვიყავი, მე კი მინდოდა ამ 4-თვის მანძილზე რაც სათქმელი დამიგროვდა ყველაფერი დეტალებში მეთქვა, განსაკუთრებით იმის თქმა მინდოდა რომ ბიჭი გვეყოლებოდა. შუბლზე ნაზად ვეფერებოდი და ვკოცნიდი, შემდეგ ჩუმად ვესაუბრებოდი. -სანდრი, ჩემო ერთადერთო, როგორ ველოდი ამ დღეს, როგორ ველოდი შენს გაღვიძებას. ამ ლაპარაკში თვალები ნელი მოძრაობით გაახილა, დიდმა ცისფერმა თვალებმა შემომანათა, ნაცნობი მზერით შემომხედა. -ქეთუ, როგორ ხარ ჩემო პატარა? ხომ ხედავ გადავრჩი და შენთან ვარ, შენთან და ჩვენს ბავშვთან ვარ. დედაჩემმა მითხრა კარგად ყოფილხართ შენც და ჩვენი შვილიც. -კი კარგად ვართ, ორივეს ერთი სული გვქონდა როდის გაიღვიძებდი რომ გვეთქვა შენთვის ერთი ახალი და მაგარი ამბავი. - რა ამბავი ქეთ? (მან ღიმილიანი სახით მკითხა).. -რაა დაა...ჩვენ ბიჭი გვეყოლება. -მართლა? მაგაზე კარგს ვერაფერს გავიგებდი ალბათ, რამდნი თვის ხარ? როდის უნდა გვეყოლოს? - 7თვის ვარ, აპრილის ბოლოს უნდა გვეყოლოს, სუ რაღაც 2-თვეც დაა...იცი სანდრი უშენოდ ვერ შევარჩიე სახელი, შენ გელოდებოდით მე და ჩვენი პატარა. -2თვეც და ჩვენი დიმა მოევლინება ქვეყანას. მოდი დიმა დავარქვათ, არ ვიცი რატომ მაგრამ უცბად ეს სახელი მომაფიქრდა, შენ რას იტყვი ქეთა, მოგწონს ეს სახელი? -დიმა? მომწონს კიი, კარგი სახელია. შენ თუ გინდა დავარქვათ. ასეთ ტკბილ საუბარში ვიყავით გართულები ექიმმა რომ შემოაღო კარი. -მაპატიეთ, საკმაოდ დიდხანს მოგიწიათ აქ ყოფნა, პაციენტს დასვენება სჭირება, თუ შეიძლება დაემშვიდობეთ და გამოდით. გამოვედი, სხვა რა გზა მქონდა. გასვლისთანავე ჩემებს და სანდროსებს ვუთხარი დიმას ვარქმევთ პატარას თქო, მათაც მოეწონათ ეს სახელი. ჩემი რძალი 5-თვის იყო, ჩემი ძმის და რძლის სურვილით პატარას ელენეს არქმევდნენ, დედაჩემის სახელს. მე დედასთან ვცხოვრობდი, ნუ იქამდე, სანამ სანდრო არ გამოკეთდებოდა და არ გამოსწერდნენ. ჩემმა მამამთილმა, (ეს სიტყვა ცოტა მეუცნაურებოდა),სანდროს მამამ პატარისთვის საჩუქრები იყიდა, საწოლი, ეტლი, ჭოჭინა და უამრავი სათამაშო, ისე გამახარა ამ ყველაფრის დანახვამ ცრემლები წამომივიდა, ჩავეხუტე და მადლობა გადავუხადე. ჩემებმა უამრავი ტანსაცმელები უყიდეს ჩემს დიმას და მე, პირველადი ნივთები მიყიდა დედაჩემმა რაც მშობირობის დღეს დამჭირებოდა. ყოველ დღე სანდროსთან მივდიოდი, ვსაუბრობდით ჩვვენს პატარას როგორ გავზრდიდით, როგორ ვიცხოვრებდით, სად ვიმუშავებდით და სად ვიცხოვრებდით. არ გვწყინდებოდა, ყოველ მისვლაზე ერთსა და იმავეზე ლაპარაკი. ამ ოცნებებში გავიდა კიდევ 2-თვე, დადგა ჩვენთვის ნანატრი აპრილი, მშობიარობის დრო ნელ ნელა ახლოვდებოდა. სანდროს ექიმი ვარაუდობდა რამდენიმე კვირაში გამოწერას, თუმცა არ ჩქარობდა, ეშინოდა რაიმე არ გაპარულიყო, უნდოდა დარწმუნებულიყო მის ბოლომდე გამოჯანმრთელებაში. დღეს 20-აპრილია, ჩემმა გინეკოლოგმა 27-აპრილს საკეისრო დამინიშნა, ექიმთან ვიზიტის შემდეგ სანდროსთან შევიარე და ვახარე ახალი ამბავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.