როგორც დაიწყო ისე დასრულდა (4თავი)
გოგონები მართლაც 3 დღეშ გამოწერეს საავადმყოფოდან. რათქმა უნდა სახლამდე ბიჭებმა მიაცილეს. ის ხარჯები რაც საავადმყოფოში იყო ბიჭებმა დაფარეს, რის გამოც გოგონები დიდ მადლობას უხდიდნენ. როცა გოგონები ნორმალურად იყვნენ და თავისუფლად შეეძლოთ სიარული, გადაწყვიტეს მათი ეს კარგად ყოფნა აღენიშნათ. ერთად შეიკრიბნენ ნინისთან სახლში თან ერთმანეთის უკეთ გაცნობა სურდათ. -მგონი დღეს კარგად გავერთეთ ბიჭებო არა? -კი ნინი მართლაც რომ მაგარი იყო, თან უკეთ გავიცანით ერთმანეთი და უკეთესაად დავმეგობრდით არა ლაშ? -აა. კი კი როგორ არა, ესენი ჩემი მაგარი მეგობრები არიან უკვე და თუ ვინმე აწყენინებს ჩემთან ექნებათ საქმე. -ლაშა მაგას ხუმრობით ამბობ თუ სერიოზულად? -არა რა ხუმრობით ქეთი. სრული სერიოზულობით გეუბნები. -ოჰ გმადლობთ. ესეიგი აწი ვერავინ შემაწუხებს. -რაა? ქეთი შენ ვინმე გაწუხებს? -არა ბიჭო მართლა კიარა. ვიხუმრე რა მოხდა? -არაფერი უბრალოდ... არაფერი. ხალხნო არ გინდათ დღეს პარკშ გავისეირნოთ? ამდენი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და ერთად არსად ვყოფილვართ. -აუ მაინც რამდენი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. სულ რაღაც 1 თვეა. :) ვიხუმრე. მართლაც კარგი აზრია. (ნინი) -კი მეც მომეწონა. მე და ლაშ ეხლა წავალთ. გოგონები მოემზადეთ და ერთ საათშ გამოგივლით. -კარგი აპა დროებით. შეხვედრამდე ბიჭებო.(ქეთი) ქეთი და ნინი დიდისამბით ემზადებოდნენ ბიჭების მოსვლამდე. ყველაზე ლამაზ ტანისამოსს იცვამდნენ მაკიაჟიც გაიკეთეს, გაემზადნენ და ბიჭებიც 5 წუთში მოვიდნენ. გოგონებმა ნელა ჩაიარეს საფეხურები და ბიჭების დანახვაზე თვალები გაუბრწყინდათ. სიმპატიურად გამოიყურებოდნენ. ლაშა და დათოსაც ძალიან მოეწონათ გოგონები. სიტყვებს ძლივს უყრიდნენ თავს. ბოლოს დათომ მოიკრიბა ძალა და თქვა: -არ წავიდეთ? გავისეირნოთ და ვისაუბროთ. ასე ხომ არ დავდგებით? -ხო მართლა. გავიაროთ და ისე ვისაუბროთ (ნინი) საღამომდე სეირნობდნენ. მზის ჩასვლასაც ერთან უყურეს და ისევ სეირნობა გააგრძელეს. საღამოს ძალიან ცხელოდა, რადგან ზაფხული იყო, ამიტომ ნაყინების ყიდვა გადაწყვიტეს. ნინი და დათო საყიდლად წავიდნენ. ლაშა და ქეთი კი დარჩნენ და საუბრობდნენ. -იცი ქეთ? დღეს ძალიან ლამაზად გამოიყურები. უმშვენიერესი ხარ. -გმადლობ ლაშა. შენც მშვენივრად გამოიყურები. -ქეთ იცი? შენთვის რაღცის თქმა მინდა მაგრამ.. -თქვი ლაშა ნუმოგერიდება. გაგიგებ. -იცი? უბრალოდ.. არაფერი ქეთ. -გთხოვ მითხარი რა გაწუხებს რა. -ოდესმე მაინც უნდა მეთქვა ეს შენთვის და მგონი დროა უკვე, რომ გითხრა. იცი? გაცნობის, არა დანახვის პირველი დღიდან მიყვარხარ. არ ვიცოდი ეს როგორ მეთქვა, არ ვიცოდი როგორ მიიღებდი, ამიტომ ვიკავებდი თავს თქმისგან, მაგრამ ეხლა მინდა იცოდე რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ და მეყვარები. ჩემი შენდამი სიყვარული დღითი დღე მატულობს. -ვაიმე ლაშ, ეს როგორ ასე მალე, ღმერთო ჩემო, არ მჯერა, ნუთუ შენ, ნუთუ მართლა გიყვარვარ? ღმერთო ჩემო მეც მიყვარხარ. -რაა? რა თქვი ეთი? მომესმა თუ თქვი მიყვარხარო? -ხო. იცი? მეც დიდი ხანია მიყვარხარ. უბრალოდ არ მინდოდა გცოდნოდა ეს. არ ვიცოდი რა რეაქცია გექნებოდა ეხლა კი მიხარია რომ შენგანაც დადებითი პასუხი მივიღე. -ამას გვიმალავდით? აა? (ნინი და დათო) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.