შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანური ვერდიქტი (3 თავი)


22-09-2016, 00:49
ავტორი terooo
ნანახია 4 695

ტკივილი გიგრძვნიათ სულის და სხეულის? ყველა უჯრედს რომ მოიცავს და მერე ყველას ერთად გული ისრუტავს? ყველაზე საშინელი გრძნობაა, ყველაზე მტკივნული და სულის შემძვრელი. თავს ვერ ერევი, სუნთქვაც გიჭირს, ფეხებს ვეღარ გრძნობ, თითქოს ათას ნაწილად დაგანაწევრეს და ახლა შენს დანაწევრებულ სხეულს ზემოდან დაყურებ.
-მგონი კითხვა დაგისვი?- ისევ ბოხი, ცივი ხმა გავიგონე ზურგს უკან და ნახევრად წამომდგარს, მხარზე სიმძიმე და სიმსუბუქე ვიგრძენი ერთდროულად, ისევ სკამს მიველურსმე.
-შემაშინე.- თბილი თვალები ქონდა მაგრამ ცივი და უტყვი მზერა, მკაცრი გამოხედვა.
-აქ რატომ ხარ? გვიანია უკვე სეირნობისთვის- მზრუნველი გახდა უცებ.
-რამდენიმე წუთი ჩამოვჯექი მხოლოდ- დამნაშავე ბავშვივით ვიდექი მის წინ.
-რამდენიმე წუთი?- უცებ გაეღიმა- სააათის ცნობა იცი იმედია.
უცებ შევავლე ტელეფონის ეკრანს თვალი, ჩემი სავანეში ყოფნა იმაზე დიდხანს გაგრძელებულა ვიდრე მეგონა, დრო უცებ გამეპარა, თითქმის საათია რაც აქ ვყოფილვარ, სიცივეც უფრო შესამჩნევად ვიგრძენი სხეულზე.
-ნაინამ არ მოისვენა, არ დამირეკა, მისი ნომერი არ მაქვს და გაიგე სად არისო.
-იაგო, საიდან მიხვდი აქ რომ ვიქნებოდი?- ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ქონდა.
-შენი პოვნა არც ისე ძნელი აღმოჩნდა, აქ არაფერი არ იმალება, ყველამ ყველაფერი იცის, ნელი დეიდას სტუმარი რომ ხარ ეს უკვე ყველამ გაიგო, სხვათა შორის ანერვიულე, მითხრა რომ სახლში წახვედი იქ რომ იყავი ინერვიულა სადმე ხომ არ დაიკარგაო- ღიმილით დაამატა.
-ჰო, ცოტა ხნით გასეირნება ვარჩიე, სუფთა ჰაერი, სიგრილე. სრული ნეტარებაა, მთელი წლის დაღლილობის შემდეგ- მის წინ დასჯილი ბავშვივით ვგრძნობდი თავს, არ ვიცოდი ხელები სად წამეღო, თვალებში მეყურებინა თუ სადმე სხვაგან გამეხედა, მთებს გავაყოლე თვალი, ისევ სიმსუბუქე ვიგრძენი. უსასრულობის შეგრძნება. ბედნიერები უნდა იყვნენ ის ადამიანები ვინც აქ ცხოვრობენ მაგრამ რატომღაც, მხოლოდ მთების სილამაზე, უსასრულობისკენ სწრაფვა, სუფთა ჰაერი, თოვლი, ბედნიერების მომტანი არ არის, აქ ყველა დეტალში წვრილმანებს ეძებენ, ერთმანეთს ბედნიერების უფლებას არ აძლევენ, ტკივილი თან სდევთ.
-წამოდი სახლამდე მიგაცილებ- იაგოს ხმამ დამაბრუნა რეალობას.
-კარგი- უცებ დავეთანხმე და წინ მიმავალს გვერდით დავუდექი.
-აქ სვანეთია, ყველას ყველაფრის უფლება აქვს მაგრამ არაფერს პატიობენ ერთმანეთს.
-ხო ეგ მსმენია- გამიხარდა დიალოგი მან რომ დაიწყო.
-კიდევ რა გსმენია?- ეშმაკური ღიმილი გადაკვროდა სახეზე.
-ლეგენდები, სიყვარულის ისტორიები, ვენდეტები, სისხლის აღებები, მკვლელობები და კიდევ ათასი რამ.
-განსაკუთრებული შთაბეჭდილება რამ მოახდინა შენზე?
-თეთნულდისა და უშბას სიყვარულის ამბავმა, ლეგენდამ მზის ქალწულზე - მის გვერდით პატარა გოგონად ვგრძნობდი თავს, მაგრამ არანაირ დისკომფორტს არ მიქმნიდა.
-შეგიძლია მომიყვე?- ღიმილით შემომცინა სახეზე.
-რააა?- გამაოცა მისმა უშუალობამ.
-ხო, თეთნულდისა და უშბას სიყვარულის ისტორია მომიყევი, მაინტერესებს შენი თვალით, ყურით მოსმენილი როგორი იქნება.
-ძალიან დიდი ხნის წინ წავიკითხე ეს ისტორია, სრულიად შემთხვევით და მის შემდეგ გადავირიე სვანეთზე, იმდენად შორეულია ეს კუთხე და თითქოს და უმართველო, მოვიხიბლე. აქ ყველაზე მეტი ქართული ადათ-წესია შემორჩენილი, ყველაზე ქართველებად აქ დარჩნენ ადამიანბი.
-რას ნიშნავს ყველაზე ქართველებად დარჩნენ ადამიანები აქ?- გაოცებულმა შემომხედა.
- იმის მიუხედავად რომ არც ისე დიდი ხანია აქ ვარ, მაინც ვხედავ განსხვავენბას, ამ სამყაროსა და ჩვენს სამყაროს შორის, აქ ყველაფერი ქართულია შემორჩენილი, ძალიან ბევრი რამ. თქვენ თითოეული ადამიანი უფრთხილდებით ამ ყველაფერს, ჩვენთან... ჩვენთან კი ქართული თითქმის აღარაფერი დარჩა.
-უფრო კონკრეტულად?- მეგონა დამცინოდა, მაგრამ მის სახეზე ინტერეს ვხედავდი, ცოტა გაკვირვებასაც კი.
-საქართველოს თითქმის ყველა კუთხე მოვლილი მაქვს, ფეხით- გამეღიმა- ვამაყობ ამით, სვანეთი ყველზე ბოლოს მოვიტოვე, ყველა წიგნი, ენციკობედია და ჟურნალ-გაზეთი გადავქექე, რომ მეტი გამეგო ამ კუთხეზე, ყველგან ერთი და იგივე, ამიტომ ბევრი აღარ მიფიქრია პირდაპირ აქ წამოვედი.
-მომიყევი ლეგენდა თეთნულდზე, მზის ქალწულის შეყვარება...- ინტერესით აევსო თვალები.
-ესე მგონია თითქოს გამოცდაზე ვარ და საკითხები უნდა ჩაგაბარო- გამეცინა.
-ჩათვალე გამოცდას მე გიტარებ, ოღონდ უნივერსიტეტში ჩაბარების კი არა, აქ დარჩენისთვის.- მასაც გაეღიმა.
-ოხ- სახე მომექუფრა, არ ველოდი მისგან.
-ღიმილი გიხდება.
-კარგი, იცოდე რომ მხოლოდ წაკითხული ვიცი, მხოლოდ ის ვიცი რაც ინტერნეტიდან ან წიგნებიდან მოვიძიე.- უხმო თანხმობა მივიღე მისგან.
ლეგენდა არსებობს უშბის და თეთნულდის არშემდგარ სიყვარულზე...

მათი მდებარეობაც ისეთია რომ თეთნულდი გადასცქერის უშბას.. თეთნულდი და უშბა მშვენიერი ქალ-ვაჟი. ამბობენ ისინი ოდესღაც ადამიანები იყვნენო, თუმცა არ მისცეს ერთად ყოფნის უფლებაო... სწორედ ამის შემდეგ ინატრა თეთნულდმა მთად გადაქცევა... უშბა კი გულმოკლული და სასოწარკვეთილი მანამ შესთხოვდა უზენაესს მთად ქცევას სანამ ულამაზეს მთად არ გადაიქცა... ეს მხოლოდ ლეგენდაა თუმცა წელიწადის იმ უდიდეს დროის განმავლობაში როცა უშბის თავზე ღრუბლებია, მისი მწუხარებით ხსნიან დაკარგული სიყვარულისადმი თანაგრძნობას..., ეს ჩემზე უკეთ შენ მოგეხსენება, შენ ყოველ დილით შესცქერი მათ.
-და სულ ეს არის?- ინტერესი კლავდა, რაღაც უნდოდა ეთქვა, თავს იკავებდა, ქუჩაში მივდიოდით, ნელი მოზომილი ნაბიჯით და ვერ ვგრძნობდი სხვა ადამიანების არსებობას, მხოლოდ ჩვენ ვიყავით მე და ის.

-მზეს ულამაზესი ასული ჰყავდა.- ღიილით დავიწყე, ახლა ვრჩლად ვუყვრბოდი- დღე ღრუბლებთან ერთობოდა, საღამოობით კი ვარსკვლავებთან თამაშით იქცევდა თავს. ერთხელ დედა-მზეს უთხრა:
- აღარ მინდა ცაში ყოფნა, მომბეზრდა ღრუბლები და ვარსკვლავები.
მზეს გაუკვირდა. მას ხომ გამგონე შვილი ყავდა.
- აბა რა გინდა? - შეეკითხა იგი.
- მეც არ ვიცი. - ამოიოხრა მზის ასულმა. შემდეგ ყოყმანით დაუმატა: - წამიყვანე დედამიწაზე. ისე თხოვდა ქალწული დედას თითქოს წინასწარ ქონდა ჩამიფრებული დედამიწაზე მისი ადგილი ეპოვაო.
დედა-მზე ცოტა ხნით ჩაფიქრდა, შემდეგ თავის ლამაზ ასულს ღიმილით შეხედა:
- კარგი, წაგიყვან დედამიწაზე და ყველაზე ლამაზ კუთხეს გიჩვენებ. რამდენ ხანსაც მოისურვებ, იმდენ ხანს დარჩი იქ, როცა მოგბეზრდება, ისევ ცაში ამოგიყვან. შემდეგ ხელები მოხვია და ჩამოიყვანა შიხრაში (ადგილი მდინარე დოლრას ხეობაში). დედა-მზემ ფრთხილად დასვა თავისი ასული მწვანედ მობიბინე მდელოზე და თითონ კვლავ ცას მიაშურა, რათა სამყაროსათვის ნათელი მოეფინა და გაეთბო.
მზის ასული მწვანედ მობიბინე მდელოზე დარჩა. კარგა ხნის შემდეგ ნელა წამოდგა და აღტაცებით მიმოიხედა: მთებში მოქცეული პატარა ჭალა მართლაც ძალზე ლამაზი იყო. ,,არასოდეს აქედან არსად არ წავალ“. - გადაწყვიტა მზის ასულმა.
კარგა ხანს დარჩა მზის ასული შიხრაში. დედა-მზე ყოველდღე აკითხავდა ხოლმე და კმაყოფილი ბრუნდებოდა უკან, რადგან მისი ერთადერთი ასული თავს კარგად გრძნობდა. ბედნიერი იყო, ბედნიერების და აღტაცების ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
ხანი გავიდა და მზის ასული მიეჩვია თავის ახალ სამყოფელს. შემდეგ გადაწყვიტა სხვა ადგილებიც მოენახულებია, დედა-მზის მოსვლას აღარ დალოდებია და ნიავს სთხოვა წამიყვანეო.
ნიავმაც შეუსრულა თხოვნა, ნაზად მოხვია და ფრთხილად გაუდგა გზას. მზის ასული ტკბებოდა ბუნების ჭვრეტით. ასე გაიარეს სოფელი. სოფელს ეძინა. შემდეგ გორაკებს ჩამოყვნენ. კიდევ შემოხვდათ პატარა სოფელი. შემდეგ გადაწყვიტეს მდინარეს გამოჰყოლოდენ. ნიავი ღიმილით ეკითხებოდა, ხომ არ დაიღალე, ხომ არ დავისვენოთო, მაგრამ მზის ასული მოუთმენლობამ შეიპყრო. მას სურდა რაც შეიძლება ბევრი რამ ენახა. ასე დაეშვნენ სულ დაბლა და დაბლა. შემდეგ სხვა მდინარე შემოხვდათ, რომელიც ზათქითა და გუგუნით მიექანებოდა მთებს შორის.
მზის ქალწულის თხოვნით ახლა აღმა აჰყვნენ ამ მდინარეს და როდესაც ნიავი ეკითხებოდა, სად უფრო მოგწონსო, ვერ პასუხობდა.
გარიჟრაჟდა.
მზის ასულს სულ დაავიწყდა, რომ დედა-მზემ არაფერი იცოდა მისი წამოსვლის შესახებ.
ასე მიაღწია მზის ასულმა ლაღამს. ნიავს უთხრა, ცოტა ხნით დამსვი, აქ ისე მომწონს, ძალა არ შემწევს სხვაგან წავიდეო.
ნიავმა თხოვნა შეუსრულა. მზის ასული მიწაზე დაეშვა, თავი ასწია და განცვიფრდა - მის წინაშე პირმშვენიერი ჭაბუკი იდგა. ჭაბუკს მოკლული ჯიხვი იქვე, მურყვამის შესასვლელთან დაეგდო, თითონ კი მშობლიურ კუთხეს გასცქეროდა.
და როდესაც პირმშვენიერმა ჭაბუკმა მზის ქალწულს შეხედა, ისიც განცვიფრდა - მისი კუთხე განთქმული იყო ლამაზი ქალებით, მაგრამ არასოდეს ასეთი ლამაზი ასული არ ენახა.
ნიავი მიწყნარდა.
მთვარე ღიმილით გადმოსცქეროდა მათ.
მზის ასული ფრთხილად მიუახლოვდა პირმშვენიერ ჭაბუკს.
-არასოდეს შენისთანა ლამაზი ჭაბუკი არ მინახავს! - თქვა მან აღტაცებით.
დაბნეულ ჭაბუკს მზერა ვერ მოეშორებინა მისთვის.
-მე ვარ ლამაზი? -თქვა მან, კარგა ხნის დუმილის შემდეგ: -განა შენთვის არ უთქვამთ, რომ სილამაზით მზე თუ დაგედრება?
მზის ასულმა გაიღიმა.
-როგორ მომწონს, რა ლამაზია აქაურობა!
-ეს ჩემი მშობლიური კუთხეა! -უთხრა ამაყად ჭაბუკმა, მაგრამ ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ დაუმატა: -ახლა თითქოს ისე ლამაზი აღარ მეჩვენება. იმიტომ, რომ ყველაფერი შენმა სილამაზემ დაჩრდილა.
მზის ასულმა გაიღიმა. ესიამოვნა ვაჟის სიტყვები. შემდეგ თქვა:
-არე მინდა აქედან წასვლა. მე მინდა სულ ერთად ვიყოთ. რომ შეამჩნია ჭაბუკს წუხილმა გადაუარა სახეზე, შეშფოთდა: -განა არ გინდა, რომ ასე იყოს?
ჭაბუკმა ღრმად ამოიოხრა.
-მე ხომ უფლება არ მაქვს ჩემს თავზე ვიფიქრო.
-რატომ? მზის ასულს თვალთაგან ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლი.
-ჩემს ობოლ და-ძმას ვიღა მოუვლის. მათ ხომ ჩემს მეტი ახლობელი არავინა ჰყავთ ამ ქვეყნად. -თქვა სასოწარკვეთილმა ჭაბუკმა, მასაც ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლი.
-აჰ, რა ბედნიერი ვარ! -წამოიძახა მზის ასულმა. -მე მეგონა რაღაც საშინელებას მეტყოდი. -ეგ არაფერია. ახლა ერთად ვიზრუნოთ ჩვენს პატარა და-ძმებზე.
ბედნიერმა ჭაბუკმა ხელი მოჰკიდა და ის იყო მურყვამში უნდა შეეყვანა, რომ სწორედ ამ დროს მზემ გამოხედა ლაღამს.
როგორი იყო დედა-მზის განცვიფრება, როდესაც თავისი ასული აქ დაინახა. იგი მაშინვე მიხვდა, თუ რას გამოხატავდა ქალწულისა და ჭაბუკის ბედნიერი სახეები.
განრისხდა მაშინ დედა-მზე, იდუმალი გრძნებით აღსავსე ლოცვა წარმოთქვა და ავი სულები მოუვლინა ლაღამს. გონება დაუხშეს პირმშვენიერ ჭაბუკს და გზა აუბნიეს ავმა სულებმა. ჭაბუკს ელანდებოდა, თითქოს ვიღაც მოსდევდა. სად გაჰქრა მისი ნაქები ვაჟკაცობა და გაბედულება? მუხლები უკანკალებდა და უგზო-უკვლოდ გარბოდა. ახლა აღარც მზის ულამაზესი ასული ახსოვდა და აღარც ობოლი და-ძმა აგონდებოდა. ჭაბუკი მდინარის აყოლებით მირბოდა თავზარდაცემული. მზემ დააძაბუნა და შიში ჩამოასახლა მასში. მზემ წაართვა ცნობიერება და მხოლოდ ერთს ფიქრობდა - როგორ გადარჩენილიყო. თვითონაც ვერ გაერკვია რა აშინებდა და რა ურევდა გზა-კვალს. ასე მიაღწია იმ ადგილებამდე, სადაც მუდმივი თოვლის სამეფოა. აქ, თოვლითა და ყინულით დაფარულ ადგილებში, ძალა გამოელია და ყინვარში ჩაეფლო. გრძნობდა, როგორ უცივდებოდა სხეული, როგორ აღრჩობდა მოძალებული თოვლი. უკანასკნელ ჟამს შესძლო წამოწევა და სწორედ ამ მდგომარეობაში მოუსწრო სიკვდილმა. მაგრამ დედა მზეს უნდოდა უფრო სასტიკად მოქცეოდა მას. კვლავ წარმოთქვა იდუმალი გრძნებით აღსავსე ლოცვა და გონება შეუნარჩუნა ჭაბუკს. შემდეგ უკვე ქვად და კლდედ ქცეული ჭაბუკი თანდათან გაიზარდა, ირგვლივ აღმართულ მთებზე ამაღლდა და ასე გაირინდა სამუდამოდ. ახლა იგი შორიდან უმზერდა მშობლიურ კუთხეს და გონებაშერჩენილი საშინელ წამებას განიცდიდა.
დედა-მზის გულისწყრომა თანდათანობით დაცხრა. იგი კმაყოფილი ბრუნდებოდა იქ, სადაც თავისი ასული მიატოვა, მაგრამ როგორი იყო მისი განცვიფრება, როდესაც არავინ დახვდა. ამაოდ ეძებდა იგი თავის ერთადერთ ასულს...
მთვარე გულისტკივილით მისჩერებოდა, როგორ უსწორდებოდა მზე პირმშვენიერ ჭაბუკს მგზნებარე სიყვარულის გამო. მან ხომ ნებით იკისრა პირმშვენიერი ჭაბუკის მფარველობა და ყოველთვის თან სდევდა ხოლმე. მასაც შესწევდა უნარი გრძნეულ ლოცვათა წყალობით საოცრებანი აღესრულებინა, მაგრამ მზე მასზე ძლიერი იყო და არ შეეძლო წინ აღდგომოდა მის ნებას.
მაშინ მთვარემ მწუხარებისგან გულდამძიმებული მზის ასული ცაში აიტაცა და უკვე მთად ქცეული ჭაბუკის პირდაპირ დაასახლა. მთვარეს ეგონა, მზის ასული აქ იცხოვრებდა სამუდამოდ და პირმშვენიერი ჭაბუკის მზერით დატკბებოდა. მაგრამ მთვარემ ხომ არ იცოდა, რა სათუთი გული ჰქონდა მზის ასულს. მან ვერ გაუძლო ამდენ მწუხარებას და შეიცნო თუ არა მაღლა ატყორცნილ მთაში თავისი სიყვარული, უკანასკნელად ამოისუნთქა და სული განუტევა. მაშინ მთვარემ კვლავ წარმოთქვა გრძნეული ლოცვა და ულამაზესი ასული ულამაზეს მთად აქცია.
იმ დროიდან უცქერიან ერთმანეთს, ულამაზესი მშვიდი მზის ასული, ამაყ, გოროზ, მშფოთვარე და მოუსვენარ, მიუდგომელ მწვერვალად ქცეული პირმშვენიერი ჭაბუკი. მზე ხვდება, რომ სამუდამოდ მაინც ვერ დააშორა ისინი ერთმანეთს. იგი ვერ იტანს მთები რომ ერთმანეთის მზერით ტკბებიან. ხშირად ჩამოიბურება, ღრუბლებს, ქარსა და ხოშკაკალას მიაყრის პირმშვენიერ ჭაბუკს. მაშინ შფოთავს მთა, ბორგავს, ცდილობს ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს და მზის ასულიც იხსნას, მაგრამ გრძნეული ლოცვანი ძალას არ კარგავენ და მთაც იძულებულია ღრუბელთა გადაყრას დაელოდოს.
მშვიდ, ლამაზ და ამპარტავან მთად ქცეულ მზის ასულს თეთნულდი შეარქვეს სვანებმა, მისი სილამაზით დატყვევებულ გოროზსა და მიუდგომელ მთად ქცეულ პირმშვენიერ ჭაბუკს უშბას ეძახიან…
-კარგად ყვები- ის აქამდე სულგანაბული მისმენდა, მხოლოდ ნაბიჯების ხმით ვხვდებოდი რომ ის ჩემს გვერდით მოდიოდა, მე კი მთელი გულითა და გრძნობებით ვყვებოდი.

-მომწონს შენი ლეგენდა, კარგად გადმოეცი- ისევ გაეღიმა და თითქოს ემაქოვო- შენ გჯერ ესეთი სიყვარულის?
-მე სიყვარულის არა, სუფთა გულისა და თვალების მჯერა, ყოველთის ვამბობ რომ სიტყვით, საქმით, საქციელით, მიმიკებით მოიტყუო, ადამიანს თავი შეაყვარო, გაანადგურო, ცამდე აიყვანო და მერე ისევ მიწაზე დააბრუნო, მაგრამ ამ ყველაფერს თვალებით კი ვერ გააკეთებ. თვალები ერთადერთი ორგანა რომელსაც ვერ დაიმონებ და ვერ შეცვლი.
-რატომ მხოლოდ თვალები?
-გულს, გონებას, ყველაფერს უბრძანებ, თვალებს კი ვერა.
-რატომ გჯერა თვალების?
-ათასგზის გაცვეთილ ფრაზას გეტყვი, თვალები სულის სარკეაო.
გზა ისე უცებ გავიარეთ ვერც კი მივხვდი როგორ მივედით სახლამდე, არ მახსოვს გზა სკვერიდან სახლამდე, ადამიანები რომლებიც გზაში შეგვხვდნენ. არც ერთი ნაბიჯი, მაგრამ მახსოვს მისი ყველა მიმიკა, ღიმილი, ანთებული თვალები და ჩატეხილი ტუჩის კუთხე.
-ღამე მშვიდობისა- დავემშვიდობე და ნელი დეიდას ანთებულ ფანჯრებს გავხედე
-სასიამოვნო იყო შენთან საუბარი მარიამო- ისევ გამიღიმა.
-ჩემთვისაც
-ისევ შევხვდებით- ტუჩის კუთხე ჩატეხა, გაიღიმა და ჩვენს გამოვლილ გზას უკან გაუყვა.
ემოციებით დატვირთული შევედი სახლში. ღიმილიანი სახით, მაგრამ ღიმილი სახეზე შემაშრა როდესაც....




ღამე მშვიდობისა... ნახეთ ტერო პუნქტუალურობას იჩენს თქქვენს მიმართ და ყოველ საღამმოს თუ არა, ყოველ მეორე საღამოს ხომ მაინც დებს? მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები შეფასებები და კრიტიკებიც... თეთნულდის ისტორია ათასჯერ გექნებათ მონსმენი, წანაკითხი, მაგრამ არ შემეძლო აქ რომ არ ჩამერთო. თქვენი გადაღლილი ტეროოო...



№1  offline აქტიური მკითხველი tamo1804

პუნქტუალო ტერო, ძალიან მიყვარხარ მე შენ! <3 მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი წაკითხული მქონდა მაინც სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი... რა მომენტში გაწყვიტე?? მე მიკეთებ ამას?? მაგარია, მართლა ძალიან მაგარია, მაგრამ ახლა უფრო მეტად მინდა გაგრძელების წაკითხვა.

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

tamo1804
პუნქტუალო ტერო, ძალიან მიყვარხარ მე შენ! <3 მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი წაკითხული მქონდა მაინც სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი... რა მომენტში გაწყვიტე?? მე მიკეთებ ამას?? მაგარია, მართლა ძალიან მაგარია, მაგრამ ახლა უფრო მეტად მინდა გაგრძელების წაკითხვა.

Male iqneba is rasac eli

 


№3  offline წევრი Salivan

Ra kargi iyooo ❤

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

ტკბილი და თბილი თავი იყო მალე დადე.

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

Salivan
Ra kargi iyooo ❤

მადლობა... kissing_heart

lalita
ტკბილი და თბილი თავი იყო მალე დადე.

აუცილებლად kissing_heart heart_eyes kissing_heart მადლობააა.

tamo1804
პუნქტუალო ტერო, ძალიან მიყვარხარ მე შენ! <3 მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი წაკითხული მქონდა მაინც სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი... რა მომენტში გაწყვიტე?? მე მიკეთებ ამას?? მაგარია, მართლა ძალიან მაგარია, მაგრამ ახლა უფრო მეტად მინდა გაგრძელების წაკითხვა.

პუნქტუალური ტერო მადლობას გიხდის ერთგულებისთვის... მეც მიყვარხარ, ოღონდ ხანდახან... ჰოოდა გამოვასწორებ და სიურპრიზებს მოგიწყობ ხოლმე რადგან, ის ემოცია მინდა გამიზიარო რასაც წაკითხვის დროს განიცცდი... მალე იქნება გაგრძელება და იმედი მაქვს უფრო მეტად საინტერესო ვიდრე აქამდე და გგონია...
და კიდევ რასაც ელი, ძალიან მალე იქნება საბედნიეროდ...

 


№6  offline აქტიური მკითხველი tamo1804

აი ანონსიც ამას ჰქვიაა :))) ველოდები ნახევარი სულით უკვე :დ მე სულ მიყვარხარ, დამპალო შენ :P

 


№7  offline მოდერი bibo

chemi punqtualuri vin ariso vino marwyvi.emocis pikunaze var es ra miqeni she dampalooo ha :*****saocreba saswauli xar marwyvis qula chemi vashlatami da gargari xar bartyiiii :****chemi torti geli me da nu daigvianeb bevroba xani gexvewebiii chemi saswauli saocari gogoo vashlis ylorto da tkbilo tbilo

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

bibo
chemi punqtualuri vin ariso vino marwyvi.emocis pikunaze var es ra miqeni she dampalooo ha :*****saocreba saswauli xar marwyvis qula chemi vashlatami da gargari xar bartyiiii :****chemi torti geli me da nu daigvianeb bevroba xani gexvewebiii chemi saswauli saocari gogoo vashlis ylorto da tkbilo tbilo

ცჰემო ტბილო ტკბილო და საყვარელო... როგორ მიყვარხარ და როგორ მაბედნიერეეებ...

 


№9 სტუმარი Nacka

Xma ar gamce sazizgaro ese ro mtanjav ,ise rac martalia kargia da sheni gadamkide yovel dge unda davdne milodinit tu rodis dadeb shemdeg tavs .mezizgebi teroo

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

Nacka
Xma ar gamce sazizgaro ese ro mtanjav ,ise rac martalia kargia da sheni gadamkide yovel dge unda davdne milodinit tu rodis dadeb shemdeg tavs .mezizgebi teroo

კარგი არ გაგცემ... არ გტანჯავ, შენს მოთმინების ფიალა ს ვამოწმებ... არ გადამეწვა საყვარელო, მალე დავდებ..
სამაგიეროდ ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფა

 


№11 სტუმარი Nacka

Vitom gveyipa?

 


№12  offline აქტიური მკითხველი terooo

Nacka
Vitom gveyipa?

დამიჯერე გვეყოფა.....

 


№13 სტუმარი ketis

აი ვჰიჯდებიი ისე მომეწონააააა აუ დადე რა მალე ახალი და დიდი დიდი თავი... ისე ვგიჯდები სვანებზეეეეეე მართლა რაგაცნაირებიარიან კაცები მართლა რაღაცნაირი მამაკაცურები და მართლა ის ქართული შერჩენილი აქვთ..

 


№14  offline აქტიური მკითხველი terooo

ketis
აი ვჰიჯდებიი ისე მომეწონააააა აუ დადე რა მალე ახალი და დიდი დიდი თავი... ისე ვგიჯდები სვანებზეეეეეე მართლა რაგაცნაირებიარიან კაცები მართლა რაღაცნაირი მამაკაცურები და მართლა ის ქართული შერჩენილი აქვთ..

მადლობა საყვარელო, უკვე დევს მეოთხე თავი და მეხუთე წერის პროცესშია... ძალიან ძალიან ძალიან მომწონს... თქვენი ასეთი რეაქციები, მე კიდევ იმდენს ვნერვიულობდი...

 


№15  offline მოდერი bibo

ვაიმეეეე შენ რა სასწაული და საოცრება მყევხარ ხო არიცი ჩემი მარწყვის ქულა გოგო აიიი აჟიტირებულ ავებულ ალებულიიი ვარ რა გითხრა არ ვიცი მეჩემები და მემალამოები გულზე ჩემო მწარე წიწაკავ და და მეგრულო აჯიკავ heart_eyes kissing_heart

 


№16  offline აქტიური მკითხველი terooo

bibo
ვაიმეეეე შენ რა სასწაული და საოცრება მყევხარ ხო არიცი ჩემი მარწყვის ქულა გოგო აიიი აჟიტირებულ ავებულ ალებულიიი ვარ რა გითხრა არ ვიცი მეჩემები და მემალამოები გულზე ჩემო მწარე წიწაკავ და და მეგრულო აჯიკავ heart_eyes kissing_heart

აი, შენ როგორი დღის ღამის, შუადღის, შუა ღამის და მოკლედ ჩემი სამყაროს უდაო პოზიტივი ხარ... შეუძლებელია შენთან ერთად ვიყო და ცუდად ან მოწყენიილი ვიჯდე... მეგემრიელებიიი ჩემოოო///
ჩემიი თბილი და ტკბილი გოგო ხარ შეენ

 


№17 სტუმარი cisartyela

როგორ მომეწონა თეთნულდისა და უშბას სიყვარულის ისტორია... დიალოგით გაჯერებული... ეს რა მყოლიხარ და თურმე არ გცნობდი...
ჩემი თუ არ გჯერა ამ ხალხს კითხე...

 


№18  offline აქტიური მკითხველი terooo

cisartyela
როგორ მომეწონა თეთნულდისა და უშბას სიყვარულის ისტორია... დიალოგით გაჯერებული... ეს რა მყოლიხარ და თურმე არ გცნობდი...
ჩემი თუ არ გჯერა ამ ხალხს კითხე...

ვერც კი ვიჯერებ რომ შენ ახლა მანდ ზიხარ და ამ ისტორიას კითხულობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent