მადერა (5)
5 დილით ძალიან ადრე ავდექი და მეზობლის კარი შევაღე. მართლაც დაეცალა ოთახი გიორგის და წასულიყო. არ ვიცი როგორ, მაგრამ ვერ გავიგე და ერთის მხრივ გამიხარდა კიდეც. მაგრამ ვიცნობდი მას და ვიცოდი, რომ ამ ამბავს ასე არ შემარჩენდა, მიუხედავად იმისა, რომ აქეთ იყო ჩემ მიმართ დამნაშავე. ყავა დავლიე დილით და კიდევ ერთხელ გადავავლე ნაწერს თვალები. საბოლოოდ დავრწმუნდი ჩემი თეორიის 90%–ით სისწორეში. ჩავიცვი და სახლიდან გამოვედი. გამიჭირდა მიგნება, დიდხანს მომიწია ერთ ადგილას ტრიალი, მაგრამ ბოლოს მივაგენი ქუჩას, სადაც ვარდები მუდამ ყვაოდნენ. ამ ქუჩაზე ყოველთვის სუბრობდნენ, ყოველთვის ამბობდნენ, რომ ზამთარიც კი აფრქვევდა ვარდების სურნელს. ყველაზე მეტად მაკვირვებდა ის ფაქტი, რომ დამნაშავეს ასეთი სათუთი არსებების ქუჩასთან ჰქონდა საქმე… მერე დიდხანს ვეძებე ხეივნიანი ეზო და ქუჩის ბოლოში მივაგენი, როცა უკვე საბოლოოდ ვყრიდი ფარ–ხმალს; როცა მეგონა, რომ მწარედ შევცდი და დაბრუნებას ვაპირებდი. საოცარი და უცნაურად საოცარი გრძნობა დამეუფლა. თითქოს გამიხარდა, თითქოს უდიდესი ამოცანა ამოვხსენი, თითქოს რაღაც ახალის კარი შევაღე და თან შემეშინდა. გული ისე ამიძგერდა მკერდში, თითქოს გადმოხტომას და უკან გაქცევას ლამობდაო. მანქანიდან გადავედი და ხეივანში გავიარე. ფილტვები ამივსო ნაზმა სურნელებამ. ნეტავ ყველაფერი ასე სადად და უბრალოდ აწყობილიყო, მეპოვნა ადამიანი, რომელიც უნდა მეპოვნა და დამესრულებინა საქმე. ვფიქრობდი: “ნეტავ ეს ჩემი უკანასკნელი დანიშნულების ადგილი იყოს ამ მოგზაურობაში” და ისე გულმხურვალედ ვლოცულობდი, როგორც არასდროს. ხეივანი გავიარე თუ არა, გავჩერდი. ორსართულიანი სახლის ძებნა არ დამჭირვებია. თვალწინ წარმომიდგა აგურის სახლი, რომელსაც მრავალი ჩუქურთმით მოპირკეთებული ფანჯრის ჩარჩოები ჰქონდა, მინებს მიღმა კი მრავალფერი, მრავალი დიზაინის ულამაზესი ფარდები ფრიალებდა. თვალებით ბოლო ფანჯრიდან უკანასკნელ ფანჯარად გამოვუყევი და გავიხსენე: “ჩვენი ოთახი იქ, მეორე სართულზე კუთხეში უნდა ყოფილიყო, რომლიდანაც მუდამ გვექნებოდა ხეივნის დანნახვისა და მისი სურნელის შეგრძნების საშუალება”. მეორე თავსატეხიც ამომეხსნა. და მერე? დიდ, შავ რკინის კარზე დავაკაკუნე და მარცხენა მხარეს მკერდზე ხელი ძლიერად მივიჭირე, თითქოს ამოვარდნაზე მყოფი გულის დაჭერას ვცდილობდიო. დიდანს და გაბმით ვაკაკუნებდი, მაგრამ არავინ გამიღო კარი. მერე წამოვედი. მანქანას ისეთი დაბნეული ვმართავდი, რამდენიმე წითელ შუქნიშანს გავუსწარი და ის უფრო მიკვირს, ავტოსაგზაო შემთხვევას როგორ გადავურჩი. 7 ნაკლებად არც ალექსანდრსთან შეხვედრის წინ არ მინერვიულია. კოლიდორში ვიჯექი, იატაკისთვის მზერა მიმეშტერებინა და თითებს მტკივნეულად ვიტკაცუნებდი. ეს ჩვევა ნერვიულობისას მივლინდებოდა ხოლმე, თუმცა ვიცოდი, რომ საზიანო იყო. გონებაში განვიხილავდი, რას მეტყოდა და რას ვუპასუხებდი. მერჩია ასე ყოფილიყო, რადგან ალექსანდრეს ბევრს ვერ მოატყუებ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი ყოფილი შეყვარებული ხარ. მაგრამ არაფერი გამომდიოდა. წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა ეთქვა ალექსანდრეს. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ირაკლის შეეხებოდა თემა, მაგრამ უკანასკნელ ხავსს ვეჭიდებოდი და ვფიქრობდი, რომ არ გამომკითხავდა ყველაფერს. ისე, უკეთესი იქნებოდა, მე რომ მქონოდა საქმე და ის ყოფილიყო მსმენელის როლში; ასე უფრო ადვილია მოამზადო კითხვა–პასუხი. – შემოდი, – გამომხედა კაბინეტიდან ალექსანდრემ და ისე შეათვალიერა კოლიდორი, თითქოს ზედმეტად სერიოზული, ან – პირიქით, საქმისთვის მიბარებდა კაბინეტში. აჩქარებული ნაბიჯით შევედი. კარი დახურა და გადაკეტა. საკეტის გადატრიალების ხმაზე მცირედად შევხტი და შიში დამეუფლა. – როდის მერე გეშინია ჩემი? – სიცილი დამადევნა მან, რადან შეენიშნა ჩემი უეცარი ემოცია. – შენი არ მეშინია! – სიტყვები მაქსიმალური სიმტკიცით წარმოვთქვი მე. – დაჯექი, სადაც კომფორტულად იგრძნობ თავს, – გამიღიმა და თვითონ მაგიდიდან ტელეფონი აიღო. მომეჩვენა, რომ ხმის ჩამწერი ჩართო, მაგრამ თავი ვინუგეშე – შემაწუხებელი ზარებისგან დასასვენებლად გათიშა მოწყობილობა–მეთქი. ვიწამე ის,რაც შფოთვას ყველაზე ნაკლებად მაგრძნობინებდა. – მაპატიე, წუხელ თუ გაგაღვიძე. უბრალოდ, ემოციებში ვიყავი, – ყალბი გულწრფელობით გავუღიმე ალექსანდრეს, ოღონდ დარწმუნებული არ ვარ, რომ გამომივიდა. – უპატიებელი შეცდომა დაუშვი! – დამცინა მან. – ვიცი და ამიტომ ვიხდი ბოდიშს! – არ დავიხიე უკან. მერე ჩემ წინ დაჯდა და ისეთი სახით მომაშტერდა, თითქოს ჩემს თვალებში, ჩემს სახეზე ცდილობდა პასუხების ამოკითხვას, რომელთა კითხვებბიც ჯერ არ დაესვა, გონებაში სინქრონულად ატრიალებდა. უხერხულობამ შემაწუხა და ვკითხე, რა მოხდა–მეთქი. – ადრეც გკითხე და ახლაც უნდა გკითხო, ვინ არის ირაკლი შენთვის? – სახეზე ბრაზი გადაურბენდა ხოლმე მომენტებში, ისე, როგორც ახასიათებდა, მთელ კუნთებს ჭიმავდა და შუბლზე, წარბებს შორის ძარღვიც ეჭიმებოდა. – ადრეც გიპასუხე და ახლაც აღარ გიპასუხებ, ალექსანდრე! – სერიოზულად ვუთხარი და ამით ვეცადე მეგრძნობინებინა, რომ არ ვაპირებდი თემის განხილვას, ტაბუ დამედო. – ელენა, მე ვიღაც არ ვარ და მგონი ვიმსახურებ, ვიცოდე მსგავსი ელემენტარული რაღაცები, – მომმართა სერიოზულად და მის წარმოთქმულ ჩემს სახელზე, მთელს სხეულში დენმა დამიარა. – არ ვამბობ, რომ ვიღაც ხარ და არც იმას ვამბობ, რომ არ იმსახურებ, მაგრამ ვთვლი, რომ, რაც ჩემსა და ირაკლის შორის ხდება, ჩვენ შორისვე რჩება. ასე იყო ჩვენთანაც, გახსოვს? წარსულის გახსენებამ და მისმა აწმყოში მაგალითად გამოყენებამ, ანაზდად გააბრაზა ალექსანდრე. ადგა და უზარმაზარ შუშაბბანდთან დადგა. – ირაკლი ირემაძე სახელმწიფოებრივ დანაშაულშია ბრალდებული, რადიკალები მას პოლიტ–პარიმარსაც უწოდებენ, მაგრამ ეს ტყუილია. ირაკლი ირემაძე არის პატიმარი, რომელსაც არსებითად არავინ მოუკლავს, მაგრამ მაინც იზოლატორშია გამოკეტილი. ირაკლი ირემაძე… – ვიცი, ალექსანდრე, ვიცი! – წამოვიძახე აღშფოთებულმა, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი ვიცოდი და მისი მოწოდებული ინფორმაციები ჩემთვის ისეთივე ახალი იყო, როგორც ასეთი ცხოვრება. ცხოვრება ექსტრემალურ სიტუაციებში. – იცი და მაინც ფიქრობ, რომ მე არ მეხება? – შემომხედა და მის სახეზე, მის თვალებსა და მდგომარეობაში ამოვიკითხე, რომ გაოცებული და ცოტა შეურაცხყოფილიც კი იყო. – რა მოგიყვე? როგორ დამიწერა რომანტიკული ჩანახატი თუ რა ეწერა ამ ჩანახატში? ჩვენ ერთად ვიყავით და გვიყვარდა ერთმანეთი, ეს წინადადება აწმყოშიც ასე რჩება და მომავალშიც დროის შესაბამისად დარჩება. ახლა კი ის ციხეშია, დახმარების სათხოვნელად ჩემს უკანაკნელ იმედს – შენ მოგმართე და თუ არ გინდოდა დახმარება, ისე დაგეტოვებინა ყველაფერი, როგორც იყო, – სიკვდილისთვის განწირული ადამიანის ხმით ვსაუბრობდი და უტიფრად მივშტერებოდი ალექსანდრეს თვალებში. თვალებში, რომლებიც ჯერ კიდევ გრძნობისფრად იყვნენ შეღებილნი. და ეს ფაქტი იმდენად მაკვირვებდა, რამდენადაც ვიცოდი, რომ სტკენდა მას. – პოლიცია აგედევნა. გგონია სულელები არიან? იეჭვეს რაღაც და აგედევნენ. მეც ჩამომაშორეს ამ საქმეს, რადგან შენსა და ირაკლის დამაკავშირებელი უკანასკნელი ძაფი ვარ. გინდა თუ არა, უკვე მეც მეხება ეს საქმე და, ან მიმიღე როგორც მოკავშირე მეგობარი, ან როგორც მტერი, რომელიც დაგცემს. მე შენ გიცნობ – ეს კი არ დაივიწყო. მონოლოგი შუაზე გაწყვიტა. უკვე ვკანკალებდი და მისი ტონიდან გამომდინარე ვხვდებოდი, რომ თუ არ შეწყვეტდა, აუცილებლად გული წამივიდოდა, ეს როგორც მინიმუმ. – ახლა წადი და იფიქრე ამაზე! – მითხრა ბოლოს. ფეხზე მინდოდა ადგომა და ვერ ვდგებოდი. თავბრუ მესხმოდა და ყურებში ისეთი ჭექა–ქუხილი ისმოდა, მეგონა ღრუბლებში დავფრინავდი. ვკანკალებდი და გავყინულიყავი. ვხედავდი, როგორ მექცეოდა მთელი ცა თავზე და ვერაფერს ვახერხებდი. 7 ზუსტად ვერ გეტყვით, როგორ მივაღწიე სახლს. ვიცი, რომ მერე ვიჯექი ოთახის შუაგულში იატაკზე, ერთ წერტილს მივშტერებოდი და ვფიქრობდი. ვფიქრობდი იმაზე, რა უნდა მექნა, მაგრამ არაფერი მომდიოდა თავში აზრად. ალექსანდრე გამერია ამ ამბავში? – ეს ყველაზე ნაკლებად სასურველი იყო, თუმცა ამავდროულად ვიცოდი, რომ, ასე თუ ისე, ის უკვე იყო საქმეში. მინდოდა ირაკლისთვის მეკითხა, ახლა რა იქნებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ დიდი ხნით, მინიმალურ ვარიანტში, მას ვერ ვნახავდი. მერე კარზე დააკაკუნეს. არც ის მახსოვს, ფეხზე როგორ წამოვდექი. მხოლოდ ნაწყვეტი კადრები იშლებიან ჩემს გონებაში, კარის გაღებამდე და მერე ისე გამოვფხიზლდი, თითქოს სახეში ცივი წყალი შემასხესო. კარში კაცი იდგა, უცხო კაცი და ჩემს სახლში შემოსვლას ცდილობდა. პანიკამ შემიპყო და ის იყო კივილი დავაპირე, რომ სამი სიტყვით გამაჩუმა: – დათო ბახტაძე ვარ. მერე რამდენიმე წამით გონებაში ვხარშავდი ყველაფერს, წვრილ ძაფებზე მიმობნეულ მძივებს ვაწყობდი და ბოლოს შემოვუშვი. მოკლედ, დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდით. ვინც საიტის ჯგუფში ფეისბუქზე გაწევრიანებულია, გეცოდინებათ, რომ შეგპირდით დიდ თავს. გეგმაში მართლაც ძალიან დიდი თავი მქონდა და არის ეს დიდი წინა თავებთან შედარებით, თუმცა უფრო დიდი მინდოდა მეც და, ალბათ, თქვენც. ამისთვის ბოდიშს გიხდით, საათნახევარში მკვდარივით დაღლილმა, გრძელი გზიდან ჩამოსულმა ვწერე და ესეც ძლივს შევაკოწიწე. იმედია ისევ მოგწონთ... მიყვარხართ და მიხარია, რომ ხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.