ცისარტყელა (4 თავი)
წვიმს, მე კიდევ არ მიყვარს წვიმა, ხასიათზე მოქმედებს, არადა დღეს ბარში ვართ წასასვლელები მე და ნეა. უკვე გამოწყობილები ეზოში ჩავდივართ და მანქანაში ვჯდებით. -ბათუც იქნება?-მეკითხება ნეა. -სპეციალურად ნუ მეკითხები!-ვპასუხობ მე. -დედა რეკავს!-ამბობს ნეა და მობილურს პასუხობს. უკვე რამდენიმე წელია საზღვარგარეთ არიან წასულები , მე და ნეას კი მარტო გვიწევს ცხოვრება. -კი, ახლა მივდივართ!-ეუბნება ნეა დედას და მობილურს მაწვდის. -ნუციკო, როგორ ხარ?-მეკითხება დედა. მომენატრა მისი ხმა! -კარგად, შენ როგორ ხარ?-ვეკითხები მე. -კარგად, მოსაკითხად დაგირეკეთ, წავედი მე, მეჩქარება და შეგეხმიანებით მერე, ჭკვიანათ იყავით!-ამბობს ის. -კარგი, კარგი, გაკოცეთ!-ვეუბნები და მობილურ ტელეფონს ნეას ვაწვდი. ,,ჭკვიანათ იყავით! დედიკოების საყვარელი ფრაზა, არადა უკვე გავიზარდეთ, თუმცა მათთვის ხომ ყოველთვის პატარები ვართ და ჩვენზე ფრთხილობენ! -ნეა, მოვედით!-ავტომობილს ვაჩერებ და გარეთ გადმოვდივართ. -როგორ ხართ, ნუცა და ნეა?-ჩემკენ მოდის ბათუ, დღეს ერთმანეთი არ გვინახავს. -კარგად, შენ როგორ ხარ?-ეკითხება, ჩემი დაიკო ნეა. მე კი გვერდს ისე ვუვლი ვითომ არც შემინიშნავს. არა, რა დამიშავა? არაფერი, ალბათ წვიმის ბრალია! ბარში შევდივართ და იქ შეკრებილ საზოგადოებას ვესალმებით. ელენეც აქ არის, როგორ ეტყობა რომ ბატ მოსწონს, უბრალოდ სულ მეცინება ამაზე, ისე ნათლად ეტყობა მისი გრძნობები. ხმაური, სიმღერები... წესით ცუდ ხასიათზე არ უნდა ვიყო! -კარგი რა, არატომ ხარ ცუდ ხასიათზე?-მეკითხება ბათუ. -წვიმის ბრალია!-ცივად ვპასუხობ მე. არა, ყველაფერსაც წვიმას ვერ დავაბრალებთ, აქ სულაც არ ჩნს რომ გარეთ წვიმს, უბრალოდ ბათუს მინდა ნერვები მოვუშალო თუ რა რაის არ ვიცი... -ანაკომის სუპი გააქვთ?-ეუბნება ბარმენს.-ამ გოგონასთვის მინდა!-ანიშნებს ჩემზე ბათუ. -რა ანაკომის სუპი?-ვეკთხები ბათუს და ბარმენის გაკვირვებულ თვალებსაც ვხედავ. -ადრე ხომ მითხარი ანაკომის სუპი მიყვარსო?-სერიოზულად მეკითხება ის და ღიმილს იკავებს. -შაქრიანი წყალი მოუტანეთ ამას!-ვეუბნები გაურკვევლობაში მყობ ბარმენს. -ისე მოვწონვარ რომ მხოლოდ შაქრიანი წყალი ემეტება ნუცას ჩემთვის!-ამბობს ბათუ. -მე კი არა, იმას მოვწონვარ!-ვამბობ მე. -გეტყობათ რომ ოირვეს მოგწონთ ერთმანეთი, უბრალოდ არც ანაკომი გვაქს და არც შაქრიანი წყალი!-სიცილით ამბობს ბარმენი და თავის საქმეს უბრუნდება. -მე არ მომწონხარ!-ვეუბნები ბათუს, მაგრამ ვხვდები რომ ტყული გამომდის. -მე მომწონხარ!-მეუბნება სერიოზულად ბათუ. -შაქრიანი წყალი არ გვაქვსო!-ვეუბნები ღიმილით. არც ანაკომი აქვთ!-ისიც ღიმილით მომმართავს. -ელენე გეძახის!-ვაბნობ და ნეას შევყურებ, რომელიც ბათუს ძმაკაცს, გიროგის ელაპარაკება და დროდადრო მორხვად აცეცებს თვალებს. ბათუს ვეძებ და მას და ელენეს ვხედავ, რომლებიც ერთად ცეკვავენ. იცეკვონ მე რა, მაგრამ... ვეჭვიანობ? არა! ხომ ვთქვი, ეს ყველაფერი სასაცილოა მეთქი, თუმცა ამავედროს ვეჭვიანობ! -ნუცა, რა სახე მიიღე?-ბათუ მოდის და მეკითხება. -რა სახე მივიღე?-კითხვას ვუბრუნებ მას. -თითქოს, რაღაცაზე ეჭვიანობო!-გვერდზე მიჯდება ბათუ. -რაზე უნდა ვიეჭვიანო?-ვეკითხები მე. -არ ვიცი, მე შენ გეკითხები!-ამბობს ღიმილით ის. -ხოდა თუ არ იცი, ჯობს გაჩუმდე!-ვამბობ და მოცეკვავე ხალხს გავყურებ. -წამოდი, ვიცეკვოთ!-ხელს მკიდევს ბათუ. რამდენიც არ უნდა დავმალო, მომწონს ეს ბიჭი, მომწონს მისი ღიმილი და მომწონს მისი პოზიტიური მხარე! -------------------------------------------------------------- ბევრჯერ მომიწია დაგვიანებისთვის ბოდიშის გადახდა, ამიტომ კიდევ ერთხელ მაპატიეთ! უღრმესი ამდლობა, ჩემო ტკბილებო, რომ ჩემთან ერთად ხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.