სიყვარულის შიშის სინდრომი (10)
შეცდომა. ნეტავ რა არის ის? უნდა ვპატიობდეთ თუ ჩვენი ცივი საქციელებით ჭკუა უნდა ვასწავლოთ? უნდა მივცეთ საშუალება რომ გამოსწორდეს თუ მისი გამოსწორებს არ დავიჯეროთ?... ადამიანები იცვლებიან?.. მე ამის მჯერა მაგრამ სადღაც მაინც ისმის ეს კითხვა... ნეტავ ყველა იცვლება?.. შენში ის ჩვევა არასდროს არ მოკვდება მაგრამ მიიძინებს , როგორც ვულკანი წლობით , როდის ამოხეთქავს არავინ არ იცის და ყველა შიშით ელოდება... ანუ რის თქმას ვცდილობ შეიძლება ადამიანს რაღაც აპატიო მაგრამ ნდობას ვერასდროს ვერ დაიბრუნებ... მაგრამ რა დააშავეს კატომ და დათიმ ისეთი რომ ერთმანეთს ვერ პატიობენ? ნუთუ ერთი ხმამაღალი სიტყვა ყველაფერს ანგრევს? ნუთუ ისიც დანაშაულია?.. არადა მაინც ყველაფრის მიუხედავად ერთმანეთთან რაღაც ისეთი აკავშირებთ , განსაკუთრებული რომელსაც ახსნას თვითონაც ვერ უძებნიან , ერთმანეთის დანახვაზე "პანიკა" ეწყებათ მაგრამ ამას არ გამოხატავენ , თითქოს ეს გამოხატვა ჰგონიათ დანაშაული... ეს სიყვარულია?.. მეც კი გამიჩნდა კითხვა , ვუყურებ ორივეს , ვაკვირდები და მათი რეაქციები , საქციელები მხოლოდ ერთ რამეს მანიშნებს... ნუთუ ამ ორ შეშლილს ერთმანეთი შეუყვარდა? საოცარია! საკვირვებია! - ხშირად იძახდა ამ სიტყვებს "ჯაყოს ხიზნებში" თეიმურაზი , დღეს კი მე მოვპარავ რადგან მათ სიტუაციას ზუსტად ერგება მართლაც რომ საოცარია! საკვირველია! არცერთი არ ოცნებობდა სიყვარულზე... მეტიც არცერთი გეგმავდა შეყვარებოდა, განსაკუთრებით კი კატო , ის ჯერ პატარაა , შეიძლება ბევრი რამ გამოიარა მაგრამ სიყვარულისთვის ჯერ თავს პატარად თვლის , გონია რომ მის მეორე ნახევარს ვერ გაუგებს და სანამ არ დაჭკვიანდება ამ ნაბიჯის გადადგმა არ უნდა... ნუთუ შეუყვარდა?.. ან დათი! ის ხომ გართობისთვისაა გაჩენილი? ეს პატარა ხუჭუჭა უნდა შეუყვარდეს? მას შეალიოს მისი ცხოვრება? მართლია კატო ულამაზესია და მასზე ნებისმიერი ბიჭი იოცნებებდა , მაგრამ ვიბლიანს მთელი ცხოვრება კინკლაობაში უნდა გაეტარეინა... იქნებ ერთ დღეს მობეზრებოდა?... მაგრამ რავიცი... ნუთუ შეუყვარდა?.. ********************************************************************** ქუჩას მიუყვებოდა კატო და სიმწრის ცრემლებს მთელი ძალით იკავებდა , რაღაც ახრჩობდა მაგრამ ეს არ აინტერესებდა , საკუთარ თავს აჯერებდა რომ მისთვის ეს ყველაფერი არაფერს არ ნიშნავდა! ასტი სუსტი არასდროს არ ყოფილა კატუშა ონიანი! ახლა კი ნამდვილად ვერ მისცემდა თავს უფლებას რომ დაცემულიყო , ბიჭის გამო არასდროს არ უტირია და ეს არამზადა ვერაფერს დააკლებდა!.. პარკისკენ გადაუხვია და იქვე სკამზე ჩამოჯდა , ოთხად მოიკეცა და სიცივისგან ხელები ფეხებქვეშ ამოიდო , თავი დახარა და ერთ წერტილს მიაჩერდა... მთელი საღამო ესე იჯდებოდა ვიღაცის ფეხის ხმა რომ არ გაეგო , არ შეშინებია ამის თავი არც ქონდა ახლა , თავი ნელა ასწია და წინ მდგარ სილუეტს მიაჩერდა , ბნელოდა ამიტომ კარგად ვერ გაარჩია ვინ იყო მაგრამ ნაცნობს ვერავის ვერ მიამსგავსა -კარგად ხარ? - გაისმა თითქოს ნაცნობი ხმა , მაგრამ ვერ გაიხსენა ვინ იყო , არადა ის მომენტი თავში უტრიალებდა მაგრამ თითქოს თვალებს ვერ ახელდა და ვერ იხსენებდა -რომელი ხარ? - ჩუმად კითხა , საკუთარი ხმა ვერ იცნო , იმდენად დასუსტებული იყო ვინმეს ეგონებოდა გლანდების ოპერაცია გაიკეთაო -ბარში შევხვედრივართ - მითხრა ღიმილით და ჩემს წინ დაუკითხავად მოკალათდა მხოლოდ ახლა ვიცანი მისი სახე , ეს ის ბიჭია "შავების" ბანდიდან, რომელმაც "დამიცვასავით" -გამახსენდი - მშვიდად ვუპასუხა და შევეცადე გამეღიმა -ჩემი კითხვა კი ნამდვილად დააიგნორე - ისე მელაპარაკებოდა თითქოს პატარობიდან ერთად მოვდიოდით -კარგად ვარ - ამაზეც მოკლე პასუხი გავეცი და თავი დავხარე -იცი თუ ადამიანი პარკში მარტო ზის , თან ამ ღამეს , ანუ კარგად არ არის , ვინ გაწყენინა? შეყვარებულმა უეჭველად - გაეცინა და როდესაც მიხვდა რომ სიცილის ხასიათზე არ ვიყავი სახე დაასერიოზულა და თვალები გამისწორა -შეყვარებული არ მყავს - მოკლედ მოვუჭერი და რეალურად იმ კითხვაზე გავეცი პასუხი რაც აინტერესებდა -მაშინ იმან ვინც გიყვარს - მშვიდად მითხრა და სახე დამანჭა -მეტყვი რა არის სიყვარული? - უეცრად თავი ავწიე და თვალებში მივაშტერდი ის დაიბნა , ვერ მიხვდა რა უნდა ეპასუხა , ეგონა ამას ირონიულად ვეკითხებოდი მაგრამ როდესაც გაიაზრა რომ მართლა მინდოდა მისგან პასუხის გაგება თბილად გაეღიმა -შეიძლება მე გითხრა რა არის სიყვარული - მშვიდად დაიწყო საუბარი და ტანით ჩემკენ მობრუნდა - მაგრამ იმაზეა ეს დამოკიდებული შენ როგორ გამოცდი - გამიღიმა - შენ ჩემი სიტყვებით ვერასდროს ვერ მიხვდები რა არის ეს გრძნობა -გყვარებია? - ნაღვლიანად ვკითხე , მაინც პასუხს ვეძებდი -კი მყვარებია - დაუფიქრებლად მიპასუხა და თავი გააქნია -და რას გრძნობდი როდესაც მას ხედავდი? ჩხუბობდით ხოლმე? - დაუფიქრებლად ვისროდი კითხვებს , სინამდვილეში კი მინდოდა მისი პასუხები ჩემს "სიმპტომებთან" შემედარებინა -რას ვგრძნობდი? - ჩაფიქრდა - არვიცი იცი? - ჩაეცინა - იმდენად დაბნეული დავდიოდი მის გვერდით რომ ემოციებს საერთოდ არ ვაკვირდებოდი , ალბათ ყველაფერს ერთად - თავი გააქნია -და ჩხუბობდით? - პასუხის დასრულება არ ვაცადე ისე ვკითხე -არასდროს არ გვიჩხუბია , მხოლოდ ერთხელ და ისიც საბოლოო იყო - ნაღვლიანად გამიღიმა -და როდესაც სულ ჩხუბობთ შესაძლებელია ადამიანი შეგიყვარდეს? - პირდაპირ ვაჯახე კითხვა რადგან სხვა არაფერი ემთხვეოდა -რადგან ამ კითხვას სვავ ანუ შეყვარებული ხარ - გამიღიმა და ლოყაზე წამეთამაშა - რამდენი წლის ხარ? -თვრამეტის - დაუფიქრებლად ვუპასუხე -იცი რადგან აქ ზიხარ და როდესაც მოვედი პირველი კითხვა სიყვარულთან დაკავშირებით გქონდა , თან ამავდროულად შენს ისტორიას მაპარებდი ანუ შეყვარებული ხარ - თავის თავში დარწყმუნებულმა მიპასუხა - შენ გინდა რომ ასე იყოს? -მე ის ვერ მეყვარება - ნაღვლიანად ვუპასუხე , მასთან სულ ვჩხუბობ - ინსტიქტურად ხელს დავხედე - მე მისნაირ ბიჭზე არ ვოცნებობ ამიტომ... - თავი დავხარე -და ვინ გითხრა შენ რომ ოცნებები სრულდება? - მიპასუხა და თვალები გამისწორა , თან სახის გამომეტყველება გაუმკაცრდა - ოცნება საერთოდ რაღაც არარეალურს ასახავს , თუ ასრულდება მაშინ ეს არარეალური არ ყოფილა და მას არც უნდა უწოდო ჩემი ოცნება - თავი გააქნია - მითუმეტეს ბიჭებზე! შენ გგონია იმას შეგახვედრებენ ვინც გინდა? ყველა ოცნებობს უნაკლო მეორე ნახევარზე მაგრამ უნაკლო არავინაა , საერთოდ მსგავსი ტიპები უფრო უგებენ ერთმანეთს ვიდრე განსხვავებული , აბა წარმოიდგინე მშვიდი და ფეთქებადი ერთად? ეს წარმოუდგენელია! შენ არასდროს შეგიყვარდება მშვიდი ბიჭი რადგან შენნაირს მოძებნი , ჯერ მარტო იმიტომ რომ გოგო ხარ და ისეთ მამაკაცს ეძებ რომელიც წინააღმდეგობას გაგიწევს და შენ ვერ შეძლებ მის ჭკუაზე ტარებას - გაეცინა - ჰო შეიძლება იდიოტურად ჟღერს მაგრამ სუსტი და ძლიერი ერთ მწკრივში ვერასდროს ვერ აღმოჩნდება - ფეხზე წამოდგა - მისმინე მგონი ჯობია სახლამდე მიგაცილო არა? ძალიან დაღამდა უკვე - ხელი გამომიწოდა მთვარეს გავხედე და ხელი ჩავკიდე... რომ წამოვდექი ჩემს გარშემო ყველაფერმა ტრიალი დაიწყო , მას დავეყრდენი და როდესაც ხელზე შემთხვევით შემეხო კივილი დავიწყე -ბოდიში კარგი? - ნაღვლიანმა ჩაილაპარაკა და თავი დახარა -არაფერია - ღიმილით ვუთხარი და გზას გავუყევი -მეგონა დღეს უნდა გემუშავა - საუბრის თემა შეცვალა მან და ეს ძალიან გამიხარდა -გამომიშვეს სამსახურიდან - უემოციოდ ვუთხარი და მის რეაქციას დაველოდე -მამუკასგან არაფერი მიკვირს - ზიზღით ჩაილაპარაკა და მისი სიტყვების გაგონებისას კარგ ხასიათზე მოვედი -ისე შენი სახელი არ ვიცი - მხიარულად ვუთხარი და ღიმილით გავხედე -მე გაბრიელი მქვია - ღიმილით მიპასუხა , უეცრად თვალები გაუნათდა რაც ძალიან მესიამოვნა -კატო , კატუშა - სიცილით ვუთხარი და ხელი გავუწოდე -სასიამოვნოა - გაეცინა და ხელი გამომიწოდა -მისმინე მე იქით ვცხოვრობ და რომ არ მოგაცდინო შენ გზაზე წადი , დარწყმუნებული ვარ ბარში მიდიხარ - ხელით ჩემი სახლისკენ ვანიშნე -კი ბარში მივდივარ მაგრამ მიგიყვან - თავი დამიქნია -არ მინდა - ვიუარე და გავუღიმე - შავები გელოდებიან - უეცრად წამომცდა მხოლოდ შემდეგ გავაანალიზე რა ვქვი , თავი გავაბრუნე რომ მისი მზერა არ დამენახა -ვინები მელოდებიან? - სიცილი დაიწყო -შენი ძმაკაცები - ღიმილით ავუარე გვერდი და სახლისკენ გავემართე - კარგად - მისთვის არც შემიხედია ისე მივაყვორი და ჰაერში ხელი ავათამაშე -დროებით - სანამ ქუჩიდან გადავიდოდი დამეწია მისი ხმა და ღიმილი მომგვარა ********************* ის ნამდვილად განსხვავებული იყო სხვებისგან , თბილი და გამგები , რატომღაც მომინდა მისთვის ყველაფერი მომეყოლა მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე... ბოლომდე არასდროს არავის არ ვენდობოდ და მითუმეტეს ჩემს ცხოვრებას ვერ მოვუყვებოდი ადამიანს რომელსაც პირველად ველაპარაკე , იმის მიუხედევად რომ ის დიდ ნდობას იწვევდა ჩემში... მასთან საუბრისას ვიბლიანი დამავიწყდა მაგრამ როდესაც ჩემს სახლს მივუახლოვდი და სახლში შუქი დავინახე ის გამახსენდა , უეცრად ისიც კი გავიფიქრე რომ სახლში არ ავალთქო , მაგრამ ამ ფიქრების გამო საკუთარ თავზე გაბრაზებული სახლისკენ გავემართე უეცრად ვიღაცამ ხელი მომკიდა და გამაჩერა , კივილი დავიწყე და მისგან რამდენიმე ნაბიჯით მოშორებით დავდექი... უნდა მენახა ვინ იყო.... -შენ სულ გაგიჟდი? რამ წამოგიყვანა გოგო მარტო? - გავიგე თემოს გაბრაზებული ხმა და გულზე მომეშვა -ესე უნდა შემაშინო?! - ვუყვირე და მისკენ წავედი რომ ხელი გამერტყა -შენ როგორ შემაშინე იცი? - მიყვირა , პირველად დავინახე მისი სახე ესეთი , ესეთი შეშლილივით... -არა - უხეშად ვუპასუხე და გავიზარე რომ უკვე ზედმეტები მომდიოდა -სად იყავი? - როცა მიხვდა რომ ჩემთან ჩხუბს აზრი არ ჰქონდა ხმას დაუწია და მანქანას მიეყრდნო -ვსეირნობდი - მოკლედ მოვუჭერი და გვერდით მივუდექი -მარტო? - ეჭვისთვალით ჩამომხედა -აბა ვისთან ერთად უნდა ვყოფილიყავი თემო? - ხმას ავუწიე და თვალწინ ის კარდრი დამიდგა როდესაც ვიბლიანს შევხვდი -რა გჭირს?! ნუ თუ ესე დაგსტრესა იმან რომ სამსახურიდან გამოგიშვეს?! რა ჯანდაბა მოგდის კატო?! ესეთი ადრე არ იყავი! რაც ვიბლიანი გადმოვიდა შენთან იმის შემდეგ ძალიან შეიცვალე - წინ დამიდგა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია - მგონია რომ რაღაცას მიმალავ და ძალიან არ მომწონს ეს -თემუკა არაფერი არ მჭირს - თბილად ვუთხარი და ერთი ხელით მოვეხვიე - უბრალოდ იმაზე ვდარდობ რომ ცოტახანში სახლი აღარ მექნება - არ მომიტყუებია , მაგრამ მხოლოდ ნახევარი სიმართლე ვუთხარი -შენ დებილი ხო არ ხარ? გითხარი და კიდევ გაგიმეორებ გადმოდი ჩემთან , სახლი ჩემია და ოთახებიც არის , კომფორტულად იქნები კატუშ - საფეთქელთან მაკოცა - თან არ მსიამოვოვნებს რომ... - სიტყვა შევაწყვეტინე -ვიბლიანი არაფერს არ მიშავებს! - ხმას ავუწიე - წავედი ახლა სახლში , ხვალ გამომიარე და სამუშაო მოვძებნოთ - ლოყაზე ვაკოცე და კიბეებისკენ გავიქეცი -გოგო - მისმა ხმამ შემაჩერა და მივტრიალდი - ნიკორაში არის ვაკანსია და მივიდეთ - გამიღიმა და მანქანისკენ წავიდა მე აღარაფერი მითქვამს , შევტრიალდი და სახლისკენ წავედი... **************************************************** კარებთან გავშეშდი , ხელი სახელურს ჩავჭიდე და მისი ჩამოწევა არც მიცდია , ესე უაზროდ ვიდექი და რას ველოდი მეც ვერ გამეგო ალბათ შემეშინდა... მაგრამ რისი ისიც არ ვიცოდი ისე ვიდექი ვინმეს სტუმარი ვეგონებოდი , რომელიც მასპინძლის გამოსვლას ელოდებაო არა რა კატო! რას სულელობ! - გავუბრაზდი ჩემს თავს და სახელურს დავაწექი მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო რომ კარი არ გაიღო... კარს ხელი მივარტყი როდესაც მივხვდი რომ ვიბლიანი სახლში არ იყო , უფრო იმაზე გავბრაზდი რომ მე ასე დებილივით მიწევდა გარეთ დგომა მისი შიშით... კარი გავაღე და სახლში შევედი , სამზარეულოსკენ წავედი და წ....ბი გამოვიტანე , ტელევიზორთან მოვკალათდი და რამე საინტერესოს ძებნა დავიწყე რაღაც ჩავრთე მაგრამ მეც თვითონაც არ ვიცოდი რა , ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებდი , მხოლოდ ვიბლიანზე ვფიქრობდი , და გაბრიელის სიტყვებზე... არ მჯეროდა ის ფაქტი რომ მე შეიძლებოდა ვიბლიანი შემყვარებოდა! მის გამო ყველაფერი დავკარგე და ესე არ იქნებოდა!.. ეს უბრალოდ სინდისის ბრალი იყო და მეტი არაფერი , უბრალოდ მინდოდა ყველაფერი გამომესწორებინა მასთან დამნაშავე არ ვყოფილიყავი და ყველაფერი მოგვარდებოდა... სიყვარულს არ გავდა ეს ყველაფერი... მერე რა რომ მისი ნახვისას ძალიან ვიბნეოდი? მერე რა რომ მის გარეშე მოწყენილი ვიყავი? მერე რა რომ მისი ყველა უხეში სიტყვა მტკიოდა? მერე რა? ეს არ ნიშნას რომ სიყვარულია! ეს არ ნიშნავს რომ მე ვიბლიანი მიყვარს! **************************** მთელი საღამო დივანზე ვიჯექი და კარისკენ ვაპარებდი თვალებს მაგრამ ამაოდ , როდესაც ფეხის ხმას გავიგებდი ის მეგონა და დებილივით ვაშტერდებოდი ტელევიზორს მის მოლოდინში მაგრამ არა ესეთი გაშტერებული ვრჩებოდი! აი როგორც ადრე ვთქვი მხოლოდ ველოფი და აქ ყველაფერი მთავრდებოდა!.. თვალები მეხუჭებოდა მაგრამ ყოველ გაფიქრებაზე რომ მალე მოვიდოდა ისევ ვიღვიძებდი და ტელევიზორს ხმამაღლა ვრთავდი რომ არ ჩამძინებოდა... მაგრამ ბოლოს მაინც ვეღარ გავძელი , ვიბლიანი დავივიწყე და ჩამეძინა... ***************************************************************** დილით რაღაცის შეხებამ გამაღვიძა , თვალები არ გამიხელია მაგრამ ვგრძნობდი რომ ხელზე ვიღაც მეხებოდა , თითქოს მეხუტებოდა... ვიბლიანის სურნელი ვიგრძენი და გადავწყვიტე თავი ისევ მომემძინარებინა... უეცრად თავი ჩემს ფეხებთან ჩამოდო და გაჩუმდა , ღრმად სუნთქვადა და ვხდებოდი რომ მე მიყურებდა , ჩემს სახეს მოშტერებოდა და რაღაცას ელოდა... მეც ვეღარ მოვითმინე და თვალები ნელ-ნელა გავაღე... როდესაც მისი სახე დავინახე შიშისგან შევხტი , ისევ მთვრალი იყო... არვიცი რატომ მაგრამ მისი ისევ შემეშინდა , ის იმდენად ახლოს იყო ჩემთან რომ ყველაფრის დაშავება შეეძლო , უკვე ხელი მატკინა... რა იქნებოდა შემდეგი? როდესაც ჩემი რეაქცია დაინახა პატარა ბავშვივით დაბნეულმა გამომხედა , აი ისე როდესაც რაღაც ძალიან სწყინთ და თან უკვირთ... ის ხელი რომლითაც ჩემი ხელი ეჭირა მაგრად მომიჭი და ჩემთან უფრო ახლოს მოიწია , სახე ახლოს მოიტანა და თვალებში მომაშტერდა -არა! ჩემი არ უნდა გეშინოდეს! - ისეთი ხმით დაიწყო ლაპარაკი მეგონა ცოტახანში იტირებდა -დათი რა გინდა? - მაინც შეშინებულმა ვუთხარი -არა კატო! - საჩვენებელი თითი სახესთან ამიფრიალა - ჩემი არ უნდა გეშინოდეს , მე შენ არასდროს არაფერს გავნებ! -დათი მთვრალი ხარ! წადი დაიძინე - ფეხზე წამოვდექი და მისი წამოყენება ვცადე მაგრამ დივანზე დაჯდა და მეც გვერდით მიმისვა -მაპატიე კარგი? - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და გამომხედა - გეფიცები არ მინდოდა უბრალოდ შენი სიტყვები მეწყინა , გეფიცები , შენ თავ ვფიცავარ! - ჩემი სახე ხელებში მოიქცია -ვიბლიანო გაგიჟდი? წადი დაიძინე! - ოთახისკენ ვანიშნე და მისი ხელების მოშორება ვცადე მაგრამ ახლა ჩემს ხელებს ჩაებღაუჭა -იცი იმ დღეს რაც გითხარი იმას საერთოდ არ ვფიქრობ , ეს უბრალოდ შენ გასაბრაზებლად იყო - თავი გააქნია და ჩაიცინა - შენ ძალიან კარგი გოგო ხარ! - გამიღიმა - მაგრამ მე ვარ შენთვის ცუდი! -დათი მოდი ადექი - ხელი მოვკიდე და წამოვაყენე - უნდა დაიძინო , ხვალ ვილაპარაკოთ - მისი ოთახის კარი შევაღე და საწოლზე დავაწვინე -არ მინდა დაძინება , ფილმს ვუყუროთ რა - ცდილობდა ამდგარიყო მაგრამ იმდენად მთვრალი იყო თავის თავს ძვრას ვერ უღებდა -შენს თავს უყურებ? - გაბრაზებულმა გავხედე - თურცა როგორ შეხეავ - ჩემთვის ჩავილაპარაკე - ისეთ რაღაცეებს ამბობ რაც შენც არ გესმის და ამას კიდევ ასი წელი არ იტყვი , ხვალ ინანებ ასე რომ ჯობია დაიძინო და ხვალ ვილაპარაკოთ ყველაფერზე - კარისკენ წავედი -არ წახვიდე რა - მისი ხმა გავიგე და ერთ ადგილას გავშეშდი - მე მიყვარს შენთან ერთად ყოფნა , გუშინ ვერ გავბედე სახლში მოსვლა და უკვე მომენატრა შენი უაზრო ჩხუბი - საწოლში ტრიალი დაიწყო -აი ხედავ რა სისულელეებს ამბობ! - თავი გავაფნიე -მოდი აქ - ხელი საწოლზე დაარტყა - საერთოდ არ არის ეს სისულელე , მე ბოდიში მაქვს მოსახდელი და შენ უნდა მაპატიო , თორემ გავნადგურდები! - თავი ამოსწია და წამოჯდა -ხო იცი რომ ხვალ ამ სიტყვებს ინანებ? - დაბნეულმა გავხედე -არ ვინანებ , იგივეს გეტვყი - ჩაიცინა - მე უბრალოდ პირველი ნაბიჯის გადადგმა მიჭირს ხოლმე - პატარა ბავშვივით დაპრუწა ტუჩები -ძალიან მთვრალი ხარ! - კარი გამოვაღე -იცი შენ გარეშე ჩემი თავი აღარ წარმომიდგენია - გაეცინა და ჩემს რეაქციას დაელოდა - შენც ეგრე ხარ დარწყმუნებულ ვარ - თავი დამიქნია -დაიძინე! - არც მიცდია უარყოფა , მაგრამ არც კი მითქვამს -შენც ეგრე ხარ! - მხიარულად ჩაილაპარაკა და საწოლზე გადაწვა - კარგი ჰო წადი! ხვალ ვილაპარაკოთ -ნუ მეღადავები ესე საშინლად! - გაბრაზებულმა მივახალე და ოთახიდან გავედი -მე ტყუილები არ მიყვარს კატო - მშვიდად ჩაილაპარაკა -დაიძინე! - ვუყვირე და ჩემი ოთახისკენ გავემართე ... *********************************** და რა იყო ეს?!. ნუთუ ეს ბიჭი ჩემს დამარცხებას იმით ცდილობდა რომ შემყვარებოდა?.. ან იქნებ სიმართლეა?.. მაგრამ არვიცი ყველაფერს ხვალინდელი დღე გადაწყვეტს... და ნეტავ რა იქნება ხვალ?.. *********************************** ველოდები თქვენ შეფასებებს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.