როდესაც სიკვდილი ხსნაა!(სრულად)
ტკივილი ადამიანის ცხოვრების უცვლელი თანამგზავრია! არ არსებობს იმაზე უფრო საშინელი, აუტანელი რამ ვიდრე სულიერი ტკივილია, იმიტომ რომ მას წამალი ვერ გააყუჩებს, მისი საშველი არ არსებობს, სისულელეა იმის მტკიცება თითქოს დრო ყველაფრის მკურნალია, არა! სულიერ ტკივილს დრო ვერ გაანელებს, ის ადამიანის სულში ძალიან ღრმად ილექება და წარუშლელ კვალს ტოვებს მასზე. გაზაფხულის მშვიდი ღამე იყო, საყვარლისგან დაბრუნებული, ნასიამოვნები სანდრო შედანია სახლში მიიჩქაროდა, სახლის კარი ფრთხილად შეაღო, ცდილობდა ფრთხილი ნაბიჯებით ეარა, საძინებელში მის გასაკვირად შუქი ენთო, სანდრომ მისი კარი გააღო და წინ უმალ გადაეშალა საშინელი სანახაობა, საწოლზე მისი ცოლი იწვა, არა უფროსწორად საწოლზე მისი ცოლის ცხედარი ეგდო, თავზარდაცემული და სასოწარკვეთილი სანდრო წამის მეასედში მივარდა საწოლთან. -მარიამ! მარიამ! მარიამ! გთხოოვ თვალები გაახილე არა მარიამ გთხოოვ არ დამტოვო! ბოლო ხმაზე ბღაოდა და თან აწ უკვე გარდაცვლილი ცოლის ცხედარს მთელი ძალით იხუტებდა. მარიამს ვენები გადაეჭრა , მისი ცხედრის ირგვლივ საშინელი სისხლის გუბე იდგა. სანდროს ყვირილზე სხვა ოჯახის წევრებიც გამოვარდნენ, სანდროს დედა ქალბატონი ზაირა და პატარა ანანო. საბრალო პატარა გოგო დედის ცხედარს უყურებდა და რაღაც წარმოუდგენელ ტკივილს გრძნობდა, დედა ხომ მისი ანგელოზი იყო, ახლა კი მას ვეღარასოდეს ნახავდა. -დედა,დედა, დედიკო! ამბობდა თავისთვის, თან თვალებიდან თავისით მოგორავდა ცრემლი. ქალბატონი ზაირა ტელეფონს მივარდა სასწრაფოში დარეკა, მაგრამ ყველაფერი გვიანი იყო, მარიამს ვეღარაფერი გააცოცხლებდა. ....... სანდრო შედანია ადრეული ასაკიდან სარგებლობდა პოპულარობით მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში, არაჩვეულებრივი გარეგნობის ბიჭი, მაღალი სპორტული აღნაგობის, იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობით, მღეროდა, უკრავდა, გამოირჩეოდა კომუნიკაბელურობით, მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, დედა ზრდიდა, ქალბატონი ზაირა რამდენიმე ადგილას მუშაობდა შვილისთვის რომ არაფერი მოეკლო, ყველა სხვა ღირსებასთან ერთად სანდრიკა როგორც მეგობრები მიმართავდნენ, საკმაოდ ნიჭიერიც გამოდგა, სკოლა წარმატებით დაამთავრა და უნივერსიტეტში იმ წელსვე ჩაირიცხა, უნივერსიტეტში დადგა თუ არა ფეხი ლამის მაშინვე იქცა პოპულარულ ბიჭათ, ძალიან მალე გაიცნო და დაუმეგობრდა ლამის მთელ უნივერსიტეტს, რა შეკრებაზე ან რა ქეიფზეც უნდა ყოფილიყო ყველგან ყოველთვის ის იყო სული და გული, გოგონებს შორის საშინლად დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მთელი უნივერსიტეტის ლამაზი გოგონები მთელი მონდომებით ეპრანჭებოდნენ და კუდში დასდევდნენ, სანდრიკაც სარგებლობდა ამით და ლამის ყოველ კვირა იცვლიდა ეგრეთწოდებულ შეყვარებულებს, ნებისმიერი გოგო რომელსაც ხელს დაადებდა მისი ხდებოდა, სიყვარულით კი არავინ ყვარებია, საერთოდაც არ სჯეროდა ამ გრძნობის, გოგოებს ისე უყურებდა როგორც გართობის საშუალებებს, თანაც გოგოები რომლებსაც ის ხვდებოდა ყველა ერთმანეთს გავდა. ერთხელ საკმაოდ შეზარხოშებული სანდრო სახლში მარტო მიდიოდა , საოცრად ბედნიერად გრძნობდა თავს, ეგონა ის ის იყო ფრთები გაეზრდებოდა და გაფრინდებოდა, ისე იყო გადავარდნილი თავის სტიქიაში ვერც კი შეამჩნია მისკენ საოცარი სისწრაფით მიმავალი მანქანა, უცებ რაღაც ძალამ მთელი ძალით გამოსწია უკან, გაოცებულმა სანდრომ უკან მიიხედა და საშუალო სიმაღლის საკმაოდ უბრალოდ ჩაცმული შავთმიანი გოგონა დაინახა. -ვააა ვააა, ჩემი მფარველი ანგელოზი გამომეცხადა, რა გქვია სიხარულო? როგორც გოგოებთან ურთიერთობისას ჩვეოდა გაეფლირტავა უცნობ გადამრჩენელს. გოგონას სახეზე არანაირი ემოცია არ ეწერა მხოლოდ ესღა უთხრა: -ამის შემდეგ კარგს იზამ თუ ქუჩაში უფრო ფრთხილად ივლი! ეს თქვა თუ არა შეტრიალდა და წავიდა. სანდრო გაოგნრბული უმზერდა თავის მფარველ ანგელოზს შორიდან. რამდენიმე კვირის შემდეგ როდესაც სანდროს ის საღამოც დავიწყებული ქონდა და თავისი გადამრჩენელიც, უკვე მოესწრო ერთი ორი სატრფოს გამოცვლა, უცებ სრულიად შემთხვევით უნივერსიტეტში თავის გადამრჩენელს მოკრა თვალი, გოგონა თავდახრილი მიუყვებოდა დერეფანს, სანდრომ თავის ერთ-ერთ ძმაკაცს კითხა უცნობი გოგონას ვინაობა. -რავი ბიჭო მარიამი ქვია მემგონი, როგორც ვიცი მაგარი უცნაური გოგოა, მისდღემში მოწყენილი დადის, სულ ჩუმადაა, მოკლედ ძმაო ვაბშე რატო დაინტერესდი მაგ გოგოთი ვერ ვხვდები! სანდრო უყურებდა თავისი გადამრჩენელის მოწყენილ სახეს, რაღაცა იყო ამ გოგოში, მის მწვანე თვალებში რაღაც იდუმალი და უჩვეულო ირეკლებოდა, სანდროს ვერ აეხსნა ეს რა იყო, მაგრამ ეს იყო საოცრად მიმზიდველი და სულისშემძვრელი რამ. იმ დღის შემდეგ სანდრო ყველანაირად ცდილობდა მარიამის მოხიბვლას, სიტყვებით რომ ვერაფერს გახდა, მერე იყო საჩუქრების მთელი სერია, მაგრამ მარიამი არ გავდა სხვა გოგოებს, გამუდმებით ჩუმი, ნაღვლიანი გოგონა იგნორირებას უკეთებდა ყველა მის მცდელობას, საგონებელში ჩავარდნილი სანდრო მიხვდა, რომ ის გრძნობა სწვეოდა რომლის არსებობასაც ასე გულმოდგინეთ უარყოფდა, ისეთი რაღაცეების კეთება დაიწყო რასაც ვერასდროს წარმოიდგენდა, მარიამის აჩრდილად გადაიქცა, აღარც თავისი ძმაკაცები ახსოვდა , აღარც გოგოები, არარც დროსტარება და ქეიფები, ყველა გაკვირვებული იყოსანდროს ასეთი ცვლილებით, ამდენი მცდელობის შემდეგ როგორც იქნა მარიამი დათანხმდა, საქმე იმაში იყო, რომ მარიამმა მასში ის სითბო დაინახა რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდა, მაგრამ ვერ მიაგნო, რა სახის სითბოზეა ლაპარაკი ამას ცოტა მოგვიანებით გიამბობთ, მანამდე კი მოგახსნებთ, რომ მარიამი ძალიან მიეჯაჭვა სანდროს, თითქოს მასში მშველელს, სინათლის სხივს ხედავდა. უნივერსიტეტში მათზე ძალიან ბევრი აჭორავდა, გოგოებს ვერ მოენელებინათ, რომ მათმა კუმირმა, ასეთ უცნაურ, გულჩათხრობილ გოგოსთან დაიჭირა საქმე და მარიამს ზურგსუკან გამუდმებით ტალახს ესროდნენ, მაგრამ შეყვარებულებს მათთვის ყურადგება არ მიუქცევიათ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სანდრომ მალევე სთხოვა ხელი მარიამს რაზეც რათქმაუნდა თანხმობა მიიღო. ქორწინებიდან საკმაოდ მალე პატარა ანანო შეეძინათ, მარიამს დედამთილთან საკმაოდ თბილი ურთიერთობა ქონდა და ცხოვრობდნენ ბედნიერად. თუმცა სამწუხაროდ დიდხანს არ გაგრძელდა მათი ბედნიერება, ბედნიერება სამწუხაროდ ყოველთვის ხანმოკლეა. -სანდრიკ გაიცანი ეს ჩვენი ახალი თანამშრომელია, ქრისტინე! მისმა მეგობარმა და თანამშრომელმა რატიმ, ახალი ამბავი აუწყა სანდროს. სანდრომ ყურადღებით შეათვალიერა მომღიმარი ახალი თანამშრომელი, ქრისტინეს მოკლე წითელი კაბა ეცვა , რომელიც საკმაოდ კარგად აჩენდა მისი სხეულის თითოეულ ნაქვთს, მას მაღალი და სწორი ფეხები, მადისაღმძვრელი თეძოები და სავსე მკერდი ჰქონდა, არც სახეზე იყო ურიგო: დიდი ვნებიანი ტუჩები და პატარა ცხვირი ჰქონდა , თუმცა ერთი ნაკლი მაინც უპოვა სანდრომ, თვალები! არა არც თვალები ჰქონდა ურიგო , მაგრამ საოცრად უაზრო, უსიცოცხლო მზერა ჰქონდა, როგორც თოჯინას ან მანეკენს, აი მის მარიამს კი სულ სხვა სხივი ედგა თვალებში, ასეთი თვალები გაცილებით უფრო მიმზიდველია ვიდრე, გრძელი ფეხები ან დიდი მკერდი. -სასიამოვნოა! ხელი გაუწოდა მას. აი ქრისტინე კი მონუსხულივით მისჩერებოდა ახალგაზრდა მაღალ, სიმპატიურ მამაკაცს, უამრავ კაცთან ყოფილა, მაგრამ ასე ძალიან ჯერ არავინ მოსწონებია, ძლივს ამოიღო ხმა და მიესალმა. იმ დღის შემდეგ ქრისტინემ გადაწყვიტა რაც არ უნდა დასჯდომოდა სანდრო მოეხიბლა, იცოდა ცოლ-შვილიანი, რომ იყო მაგრამ ეს მისთვის არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენდა, მას მთავარია კაცი მოსწონებოდა და უკან არაფერზე დაიხევდა. ერთხელ თანამშრომლები რაღაც კორპორატიულ წვეულებაზე იმყოფებოდნენ, ქრისტინე ისეთი მიმზიდველი და სექსუალური იყო, ნებისმიერ კაცს გააგიჟებდა, ბევრმა გამოთქვა მასთან ცეკვის სურვილი, მაგრამ ის არავის არ იკარებდა, მთელი საღამო მხოლოდ სანდროსთან ცეკვავდა, მთელი ძალით ეკვროდა და ეხუტებოდა, სანდროს სუნთქვა ეკვროდა. წვეულების შემდეგ ქრისტინემ სანდროს სთხოვა სახლში წაეყვანა რადგან მისი მანქანა გაფუჭებული იყო თან, ისე მოხდა, რომ ტაქსის ფული იმ დროს არ ქონდა, სანდრომაც უარი აღარ უთხრა და თხოვნა შეუსრულა. - არ გინდა ცოტა ხნით შემოხვიდე? საოცრად სექსუალური, მაცდური ხმით, უთხრა ქრისტინემ. სანდრო თითქოს ჰიპნოზის ქვეშ იმყოფებოდა, მორჩილად დაჰყვა ქალის ნებას. -შენ აქ დაჯექი მე ახლავე მოვალ! თითქოს კი არ უთხრა უბრძანა ქალმა და მამაკაცს დივანისკენ მიანიშნა. -ესეც მე! მოესმა სანდროს ცოტახანში, მიიხედა და თვალი გაუშტერდა, ქალი ხორცისფერი საცვლების ამარა დარჩენილიყო, ქრისტინე ცოტა ხანი უძრავად იდგა, შემდეგ მამაკაცს მიუახლოვდა კალთაში ჩაუჯდა და მის ბაგეებს დაეწაფა, სანდრო უკვე ვეღარ ფიქრობდა რას აკეთებდა, თვითონაც ვერ მოვიდა აზრზე ისე აყვა ალერსში ქალს, შემდეგ ხელში აიტაცა, საძინებლისკენ გასწია, ქალი საწოლზე დააგდო, მთლიანად გააშიშვლა, თვითონაც სწრაფად გაიხადა და რამდენიმე წუთში გიჟივით კოცნიდა ქალის ლამაზ, მკვრივ სხეულს. მარიამს იმ ღამეს კოშმარი დაესიზმრა, თითქოს ორი გველი ერთმანეთში იგრიხებოდა და იკლაკნებოდა, შემდეგ კი ერთ გველს სანდროს თავი გამოება ხოლო მეორეს კი უცნობი ქალის, რომელსაც დიდი ტუჩები, პატარა ცხვირი და თითქოს ბოროტი ნაცრისფერი თვალები ჰქონდა. მარიამმა შეშინებულმა გაიღვიძა, მაშინვე ტელეფონს დასწვდა და სანდროს დაურეკა, მაგრამ ვერ დაუკავშირდა, მარიამი ბევრს ეცადა ძილი გაეგრძელებინა, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა, გული ძალიან ცუდს უგრძნობდა. იმ ღამის შემდეგ სანდრო ყველანაირად ცდილობდა ქრისტინეს მორიდებოდა, აუხსნა კიდეც, რომ იმ ღამის გამო სინდისი საშინლად ქენჯნიდა რომ ცოლი უყვარდა და მისთვის გულის ტკენა არ უნდოდა, მაგრამ ქრისტინე მის ხელიდან გაშვებას არაფრის დიდებით არ აპირებდა. ერთხელ როდესაც სანდრო კაბინეტში იჯდა ქრისტინე თავზე წაადგა, წამის მეასედში სრულიად გაშიშვლდა, სანდროს კალთაში ჩაუჯდა და გაშმაგებული დაეტაკა, სანდროს ისევ ისევ გადაეკეტა გონება, გონს რომ მოვიდა, ყველაფერი უკვე მომხდარი იყო. -ჰაა მოიფიქრე ეხლა ერთმანეთს სად შევხვდეთ ხოლმე?! კითხა ქრისტინემ და ტუჩებში აკოცა. -ქრისტინე გითხარი მე ცოლი მყავს მეთქი, არ მინდა ეს ურთიერთობა გაგრძელდეს! -ეს მხოლოდ სიტყვებია, შენთვითონაც ხომ ხვდები რო უძლური ხარ ჩემს წინაშე, ხო ხედავ წინააღმდეგობასაც ვერ მიწევ, მოკლედ ამ საღამოს ცხრაზე ჩემთან გელოდები, არ ინანებ საყვარელო დამიჯერე! ეს თქვა ტუჩის კუთხეში აკოცა, ჩაიცვა და იქიდან გამოვიდა. მარიამი ამჩნევდა მისი ქმრის ცვლილებას, რაღაც საშინელებას გრძნობდა ამ ყველაფრის შემხედვარე, სანდრომ თვიტონაც არ იცოდა რა ძალამ მიიყვანა იმ საღამოს ქრისტინესთან, განა მარიამი აღარ უყვარდა, არა უბრალოდ, საკმარისი ძალა არ აღმოაჩნდა ქრისტინეს შეწინააღმდეგებოდა, რადგან მან აირჩა ის, სანდროც ცხვარივით დაჰყვა მის ნებას. იმ საღამოს შემდეგ სანდროსა და ქრისტინეს ურთიერთობა გაგრძელდა, სანდრო ეშხში შევიდა და ისე გაიტაცა ამ ახალმა ურთიერთობამ, სინდისის ქენჯნასაც არარ გრძნობდა, სიფრთხილის შეგრძნებაც დაკარგა, სამსახურიდან ის და ქრისტინე ერთად გარბოდნენ ქრისტინეს სახლში, სამსახურში უკვე ყველა მათზე ჭორაობდა, მეგობრები აფრთხილებდნენ სანდროს გაჩერებულიყო, მაგრამ სანდრო უკვე იყო აზარტში შესული გაჩერება აღარ შეეძლო, ყველანაირ ზღვარს მაშინ გადასცდა როდესაც ქრისტინესთან ერთად საზოგადოებრივ ადგილებში სიარულსაც აღარ ერიდებოდა, მათ ურთიერთობაზე ქალაქში მალევე აგორდა ჭორები, მარიამს წარმოდგენა არ ქონდა რა ხდებოდა მის თავს სანამ მეზობელმა არ აუხილა თვალები, თან ისეთი სიტყვებით აუწყა ეს დიდებული ამბავი, მარიამს გული მოუკვდა. -მისმინე გოგონი, მთელი ქალაქი ამაზე ჭორაობს და შენც მინდა საქმის კურსში იყო, შენს ძვირფას ქმარს საყვარელი ყავს, არა საყვარელია თუ მეორე ცოლი ვერ გავიგე მემგონი მასთან უფრო მეტ დროს ატარებს ვიდრე შენთან! მოკლედ იცოდე შენი ქმარი თავის ტურფასთან ერთად უკვე ბევრ ადგილას ნახეს, ცოტა ფხიზლად თორე დარჩები მარტოხელა დედად შენს გოგოსთან ერთად! და ბოლოს თითქოს უფრო მარიამის გასამწარებლად დააყოლა. -ისე კარგი გემოვნება კი ჰქონია შენს ქმარს ისეთი ქალია ფეხები კისრიდან ეწყება, მოდელი გეგონება. მარიამი ვერასოდეს ვერ იტანდა ამ მეზობელს, საშინლად ბოროტი ქალი იყო, თვითონ ყავდა ისეთი ქმარი დღედაღამ ღალატობდა და სხვისი გაუბედურებით და გამწარებით გულის ჭიას იხარებდა. მარიამი იმ დღეს ოთახშ ჩაიკეტა. არა! არა! ეს არ შეიძლება სიმართლე ყოფილიყო, ნუთუ სანდრო მისთვის სამუდამოდ დაკარგული იყო, ნუთუ ისეთ ადამიანს დაუკავშირა ბედი , რომელსაც მისთვის ზურგში დანის ჩარტყმა შეეძლო. მარიამს სული სტკიოდა , უნდოდა ბოლო ხმაზე ეყვირა, შემდეგ კი სამუდამოდ გაქცეულიყო და მოშორებოდა იქაურობას, მაგრამ ეშინოდა, საზოგადოების ეშინოდა, არ ქონდა მისი მხარდაჭერის იმედი, მათ შეიძლება მისი ტკივილი სულ არ აღექვათ სერიოზულად და სანდროს საქციელი რაღაცა სულელური მიზეზებით გაემართლებინათ. მაგრამ მაინც ბოლომდე არ სჯეროდა რომ სანდროს ასეთი რამის გაკეთება შეეძლო, აკვირდებოდა მის საქციელს საბოლოოდ მისდა საუბედუროდ დარწმუნდა მწარე სიმართლეში, მარიამი ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ აცნობიერედა თავის მდგომარეობას, თავი კოშმარულ სიზმარში ეგონა, ერთხელ საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო, სანდროს სამსახურთან დაუყარაულდა იცოდა რო ‘’იმასთან’’ ერთად გამოვიდოდა აინტერესებდა როგორ გამოიყურებოდა მეტოქე და რა ქონდა მას ისეთი რაც მას არ გააჩნდა. საღამოს სანდრო და ქრისტინე გადახვეულები გამოვიდნენ შენობიდან, თან იცინოდნენ და ერთმანეთს ეტმასნებოდნენ, მარიამს მაშინვე თავისი სიზმარი გაახსენდა ორ გველზე, ‘’შეყვარებულები’’ ერთმანეთში ისე იყვნენ ჩაძირულები იქვე მდგარი მარიამი ვერც შეამჩნიეს, მარიამმა მაშინ მთელი სიცხადიდ აღიქვა მისი ტკივილი, ასე ეგონა ის საშინელი მტანჯველი გრძნობა, შიგნიდან რომ მოდიოდა, ბოლოს მოუღებდა მას, ამის ამბიდან რამდენიმე დღე გავიდა, მარიამისთვის მთელი სამყარო ნაცრისფერი გახდა, ცრემლები თავისით მოდიოდნენ თვალებიდან, ყოველ წამს გული ეფლიტებოდა ტკივილისგან, ერთ დღეს მან საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო, საღამოს ანანოს ოთახში შევიდა, ბავშვს მთელი ძალით ჩაეხუტა, აკოცა, შემდეგ მისი და სანდროს საძინებელში შევიდა, პატარა სარკე აიღო ხელში გატეხა მისი ნატეხი აიღო და ვენებზე გადაისვა. ნანობდა თუ არა თავის საქციელს? ამაზე საფიქრალად მას უკვე აღარ ქონდა დრო, მას უბრალოდ უნდოდა ეს აუტანელი ტკივილი გაეყუჩებინა რომელიც შიგნიდან წვავდა და ანადგურებდა. ეს ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, ვერაფერი ვერ გაანელებდა სიკვდილის გარდა. ......... -შვილო გამოიწიე აქეთ ვეღარაფერს ვეღარ უშველი მაგ უბედურს! დედამისის ხმამ ამქვეყნად მოაბრუნა სანდრო, გამოფხიზლდა და ცოლის სახეს შეხედა, მას საბოლოოდ ჰქონდა დახუჭლი თვალები ის თვალები რომელიც ასე უყვარდა, იმ სხივს იმ საოცარ სხივს ის ვეღარასოდეს ვერარ იხილავდა. -შვილო გაუშვი ხელი და გამოდი მარიამს მაინც ვეღარ გააცოცხლებ! კიდევ ერთხელ გაუმეორა დედამისმა. სანდრო მაშინღა მიხვდა, რომ ცოლის ცხედარი მთელი ძალით ყავდა მიხუტებული, იმასაც მიხვდა, რომ ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა, მაინც ვეღარ იჯერებდა, რომ მარიამი არარ იყო არ უნდოდა ამის დაჯერება, ვერ ურიგდებოდა ამ აზრს, უცებ მთელი ძალით აღრიალდა და ცოლს ბოლო ხმაზე სთხოვდა პატიებას, შემდეგ კი მიწაზე დაეცა. ........ მარიამის პანაშვიდმა და დაკრძალვამ ისე ჩაიარა სანდრო ხმას ვერ იღებდა, სულში რაღაც წარმოუდგენელ სიცარიელეს გრძნობდა, დაკრძალვის შემდეგ, თვითონაც არ იცოდა რატომ, ტელეფონს დასწვდა, ქრისტინეს აეკლო რეკვებით, სანდროს მწარედ გაეცინა, ეს დამპალი ხორცის ნაჭერი მისთვის ყოველთვის არარაობა იყო, თვითონაც კი ვერ გაეგო რა დაეტაკა რატომ დაიჭირა მასთან საქმე, ახლა კი საშინლად ეზიზღებოდა ისიც და საკუთარი თავიც, გული ერეოდა როდესაც მასთან ყოფნის ამსახველი სცენები ახსენდებოდა, ამ ფიქრებში იყო სანდრო როდესაც ქრისტინემ კიდევ ერთხელ დაურეკა, სანდრომ გაუაზრებლად უპასუხა და მთელი ხმით უღრიალა: -გაა..ი შე ნა.....რო! შემდეგ საწოლზე დაეგდო და მთელი ხმით აღრიალდა. იმ წუთში ისეთ აუტანელ ტკივილის გრძნობდა რომლის მსგავსიც არასდროს განუცდია, მამის გარდაცვალების დროსაც კი, იმ წუთში მთელი არსებით უნდოდა მარიამის დანახვა, უნდოდა მის თვალებში ჩაეხედა, გულში ჩაეკრა, როცა ახსენდებოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო რომ მარიამს ვეღარასოდეს ნახავდა, რომ ის მიწაში იწვა, ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა, ერჩივნა მარიამს მისთვის ეწივლა ეკივლა, ისტერიკა გაემართა ვიდრე ის გაეკეთებინა რაც მან ქნა. შემდეგ წამოდგა და ოთახში ყველაფერი დალეწა, საწოლი, რომ გადმოაბრუნა, სქელ ბლოკნოტს მოკრა თვალი, ეს ნივთი ცოლის ხელში ადრეც უნახავს, მაგრამ არასოდეს დაინტერესებულა რა იყო, ახლა კი სასწრაფოდ დასწვდა და გადაფურცლა, ეს მარიამის დღიური იყო, როგორც ჩანს ჩანაწერის გაკეთება საკმაოდ ადრე დაუწყია. სანდრომ გადაფურცლა და სულ თავიდან დაიწყო კითხვა: ‘’ ხომ არსებობენ მარტოსული ადამიანები, რომლებიც არავის უყვართ, არავის სჭირდებათ, მეც სწორედ მათ რიცხვში ვარ, დავიბადე თუ არა ყველას იმედი გავუცრუე, დაბადებისთანავე დამიწუნეს, მე ხომ გვარის გამგრძელებლად არ გავჩნდი, გოგო ვიყავი, რომელიც ვერც დიად გვარს გააგრძელებდა, შემდეგ კი ზედმეტ ტვირთად იქცეოდა ყველასთვის, ჩემთან ხშირად ხუმრობენ და დედაჩემს აქებენ, რომელმაც ‘’დანაშაული’’ მალევე გამოისყიდა და ჩემი გაჩენიდან ორ წელიწადში, ოჯახს გვარის გამგრძელებელი ანუ ჩემი ძმა აჩუქა, მთელი ბავშვობა ამაოდ ვცდილობდი საკუთარი მშობლების ყურადღების მიქცევას, როგორ მინდოდა ერთხელ მაინც მოსულიყვნენ როგორც შვილს ისე მომფერებოდნენ , მაგრამ არა მათ არ ჰქონდათ ჩემთვის მოსაცემი სითბო , სახლში ყოველთვის ჩემი ძის სახელი ისმოდა, მამაჩემი ამაყობდა, რომ სახლში ვაჟკაცი ეზრდებოდა, მაგრამ ჩემზე არასდროს არაფერი უთქვამს, რათქმაუნდა მე მხოლოდ ზედმეტი ტვირთი ვიყავი მათთვის, როგორ მინდოდა მამას ჩემთვისაც ეთქვა რომ ამაყობდა, რომ უხაროდა მე რომ ვყავდი მაგრამ არა, მე მათთვის თითქოს არც ვარსებობდი, ვინ იცის რამდენი რამე გამითევია ტირილში მათი სიცივისაგან გამწარებულს, რათქმაუნდა მე ხომ არ ვარ გვარის გამგრძელებელი, და რადგან არ ვარ არც სითბოს მოცემა არის ჩემთვის საჭირო არც შვილად აღიარება, ერთადერთი რაც მამხნევებს დღიურის წერა და ჩემი ემოციების ფურცლებზე გადატანაა! ნეტავ რა რეაქცია ექნებოდათ ჩემს მშობლებს ეს, რომ ენახათ იგრძნობდნენ სინდისის ქენჯნაას?! არამგონი! აქეთ მომედავებოდნენ და ეგოისტობაში დამდებდნენ ბრალს’’ -ეს დღიური ძალიან დიდი ხნის წინ არის დაწერილი! დაასკვნა სანდრომ . ბლოკნოტის სისქის გათვალისწინებით სავარაუდო იყო, რომ მარიამი წლების განმავლობაში იყენებდა მას. სანდრომ გადაფურცლა და საკუთარ სახელს მოკრა თვალი. ‘’ მას სანდრო ჰქვია დღეს გავიგე,ის ყველაზე ლამაზი ბიჭია ვინც კი ოდესმე მინახავს, შორიდან ვუყურებ ხოლმე, მან ჩემი არსებობის შესახებაც კი არაფერი იცის, არაუშავს! მე მისი არსებობა, მისი ყურებაც კი მყოფნის ბედნიერებისათვის, მართალია პირველად ცხოვრებაში შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ, მას რომ ვუყურებ ჩემი ტკივილი მავიწყდება, ის უნივერსიტეტის ყველა გოგოს მოსწონს, ხან ვისთან ვხედავ ხან ვისთან, გული ძალიან მტკივა, მაგრამ არაუშავს! მე ხომ მისი ყურებაც კი მყოფნის, თან არც არასდროს მქონია იმედი, რომ მე შემომხედავდა, რათქმაუნდა რაში სჭირდება მისნაირ პოპულარულ ბიჭს ჩემნაირი გულჩათხრობლი , ჩუმი გოგო, რით გამოვირჩევი მე რომ ყურადრება მომაქციოს’’ ეს წაიკითხა თუ არა სანდროს ცრემლი თვალს მოსწყდა და ნაწერს დაეცა. -ლამაზი სულით, და მსოფლიოში ყველაზე ლამაზი თვალებით, ჩემო სიყვარულო! ტკივილნარევი ხმით თქვა მან და ისევ გადაფურცლა. ‘’დღეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღეა მე ის გადავარჩინე, სრულიად შემთხვევით, რომ მივდიოდი, დავინახე თავიდან მეგონა მეჩვენებოდა შემდეგ კი ზუსტად გავარჩიე, რომ ის იყო, მანქანა მიდიოდა მისკენ საოცარი სისწრაფით, უცებ რაღაც საშინელება წარმოვიდგინე და გულგახეთქილი მივვარდი, მისი მფარველი ანგელოზი მიწოდა, დდი ძალისხმევა დამჭირდა არ გამეღიმა, უბრალოდ რაღაც მივაძახე და უკან გამოვვარდი’’ ‘’არ მჯერა რომ ის ჩემთვის იბრძვის ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ თავი სიზმარში მგონია, იქნებ უბრალოდ როგორც პოპულარული ბიჭი ჩუმ, უცაურ გოგოს ეთამაშება, ისე ვიჭერ თავს თითქოს, არ მაინტერესებს მისი მოქმედება, რა იცის რომ ყოველდღე მასზე ფიქრით ვიღვიძებ და ვიძინებ’’ სანდრომ გადაფურცლა, შემდეგ ლაპარაკი მათ ქორწინებაზე, ანანოს დაბადებაზე, იყო, ბოლოს ქრისტინეს სახელსაც მოკრა თვალი. ‘’ დღეს მე ისინი ერთად ვნახე სანდროს სამსახურთან ახლოს დავდექი, ის ლამაზი ქალია, ნამდვილად ერთმანეთს ეხვეოდნენ, იმ წამს ათასჯერ მოვკვდი, ვერაფერი, ვერანაირი წამალი ვერ გააყუჩებს ის მწარე ტკივილს რასაც მე განვიცდი, სანდრო ჩემი სინათლის სხივი იყო, ჩემი მშველელი, რომელმაც ის ტკივილი დამავიწყა რაც ჩემმა მშობლებმა მომაყენეს, მაგრამ მანაც მიმტყუნა, ზურგში დანა ჩამარტყა, რატომ? რატომ მარგუნა ღმერთმა ასეთი მწარე ბედი? თუმცა მე საკუთარმა მშობლებმაც კი დამიწუნეს დაბადაბისთანავე და უარმყვეს, სანდროს რა უნდა მოვკითხო,ვინ თქვა რომ სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია რაც ადამიანს გააჩნია, ხანდახან სიცოცხლე ზედმეტი ტვირთია და სიკვდილია ერთადერთი გამოსავალი’’ ეს ბოლო ნაწერი იყო. სანდროს საშინლად სძულდა თავისი თავი, ქრისტინე ყველაფერი, სიცოცხლე სძულდა, ფეხებმა თავისით მიიყვანეს მარიამის საფლავთან. სანდრო დაეცა და ზლუქუნებდა. -ჩემო სიყვარულო , ჩემო ერთადერთო სიყვარულო, რატომ არ წამოდგები და თვალებში არ ჩააფურთხებ შენ სულელ, ბინძურ მკვლელს, ეს მე მოგკალი მეეე! ...... იმ ღამეს სანდროს ცოლის საფლავზე ეძინა. ......... მარიამის სიკვდილის შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, იმ საბედისწერო ღამის შემდეგ სანდროს ერთხელაც არ გაუცინია, მხოლოდ ანანოს გულისთვის ცოცხლობდა, ქრისტინეზე არაფერი არ გაუგია და არც აინტერესებდა, მას და მასთან ბინძურ რომანს მისი ცხოვრების შავ ლაქად აღიქვავდა, ქრისტინეს სინამდვილეში ბუმერანგივით მოუბრუნდა ჩადენილი, იმ ამბის შემდეგ სამსახური გამოიცვალა სადაც ერთხელ საშინელი ხანძარი გაჩნდა ქრისტინე ძლივს გადაურჩა ამ ხანძარს, მაგრამ ისე მოხდა, რომ სახე საშინლად დაეწვა, საშინელ დეპრესიაში ჩავარდნილი სახლიდან აღარც გადიოდა, ყოველდღე ტიროდა მის დამახინჯებულ სახეს და ცხოვრებას. ......... ჩვენს მზიან სამშბოლოში კი ცხოვრება გრძელდებოდა , ადამიანებს ისევ ძელებურად, უყვარდათ და სძულდათ, უხაროდათ და სწყინდათ, ცხოვრება როგორც მდინარე მიედინებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.