შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მათხოვარი (20 თავი)


25-09-2016, 01:14
ავტორი murachashvili
ნანახია 3 934

მეოცე თავი
სადღაც გულის სიღრმეში მეშინოდა იმ მომავლის სანდრო რომ მთავაზობდა, მეშინოდა არა იმიტომ, რომ დარწმუნებული არ ვიყავი მის გრძნობებში, ან საკუთარ სიყვარულში მეპარებოდა ეჭვი. უბრალოდ ზედმეტი ბედნიერების აღქმა მიჭირდა. ამდენ სიხარულს მიუჩვეველს, თითქოს შიში მიპყრობდა, ნუთუ ბედისწერა ბედნიერებას ასე ერთი ხელის მოსმით მაჩუქებდა?!
მართალია მეშინოდა, მაგრამ ფაქტი-ფაქტად რჩებოდა. უსაზღვროდ ბედნიერი კი არ დავდიოდი, თითქმის დავფრინავდი. ჩემს თვალებში არსებული სხივი შეუმჩნეველი არც დანარჩენებს დარჩათ, ყოველ შემთხვევაში ანიტამ დამინახა თუ არა, ცვლილება მაშინვე შენიშნა. ბედნიერების მიზეზი მისთვის არ დამიმალავს, რომც მდომოდა ალბათ, ვერც შევძლებდი.
- აბა? რამე გამომრჩა?! - ეშმაკურად მიცინოდა ვარჯიშიდან გამოსულს ანიტა.
- გამოგრჩა?! არაფერი... - თავი შეძლებისდაგვარად ისე მოვიკატუნე, თითქოს კითხვის არსს ვერ მივუხვდი.
- რეპეტიციაზე სახიდან ღიმილი არ მოგშორებია, ნინა მიხაილოვნას შენიშვნებზეც კი არ გქოდა რეაქცია!
- დაქორწინება შემომთავაზა!
- რას მეუბნები?! ასე წყნარად უნდა ამბობდე? - ისე აკივლდა ადგილზე შევხტი, დანარჩენმა გოგოებმაც გაოცებულებმა გამოხედეს ხელებზე ჩაჭიდებულ და ადგილზე აკივლებულ, მოხტუნავე ორსულ ანიტას.
- სირცხვილია, ანიტა! - გული ისე გამალებით მიცემს, თითქოს ეხლაც ხელს მთავაზობს სანდრო.
- რა მაგარია, როგორც იქნა გადაწყვიტეთ! გილოცავ, გილოცავთ! - აშკარად ემოციებში მყოფი ანიტა არც კი მისმენდა, ისევ ხტუნაობდა - კაკი გადაირევა, გიორგი გაგიჟდება!...
- ძალიან გთხოვ, სიურპრიზი არ ჩამიშალო, მათი რეაქციები ჩემით უნდა ვნახო! - მკაცრად გამოვუცხადე ყოფილ პედაგოგს. თუმცა ვაღიარებ, ეჭვი მეპარებოდა კაკისთვის დამალვა მოეხერხებინა.
- ცუდი ხარ, ბოროტი!... - ისევ იკრიჭებოდა ანიტა - მათი გაოცებული სახეების ერთად ნახვა მეც მიღირს, არაფერს ვიტყვი! ვაიმე, არ მჯერა... - როგორც იქნა ცოტა დამშვიდდა ის.
- შენი მეუღლე ისედაც წუწუნებდა ერთად შეკრებასთან დაკავშირებით და მიზეზიც გაგვიჩნდა!...
- თან რა მიზეზი!... - მგონი ჩემზე ნაკლებად არც ანიტას უხარია.
- მოკლედ, მე გავიქცევი, - კიდევ ერთხელ მოვეხვიე და გაღიპულ მუცელზე მივეფერე - დღეს ბოლო გამოცდა მაქვს, - თვალს ვუკრავ - სწავლას ვამთავრებ... სანდრო რესტორნის ამბებს რომ მოაგვარებს, ბიჭებს თვითონვე დაუკავშირდება და შეხვედრის ადგილსაც გაგაგებინებთ!
- ანუ ოფიციალური მზარეული ხდები?! ნინა მიხაილოვნას უნდა ვუთხრა, სპეციალური ცეკვა დადგას „მზარეულური“! კაციშვილი ვერ ლება, მხოლოდ შენთვის იქნება შექმნილი! - ბუროტად ხუმრობს ის.
კარგა ხანია ვიცი მისი დამოკიდებულება კულინარიასთან დაკავშირებით, მაგრამ ასეთი რეპლიკა მაინც მწყინს:
- ეე, ანიტა კარგი რა, რამდენჯერ შეიძლება ამ თემაზე კამათი?! - კოპებ შეკრული ვუმზერ მას.
- რა მზარეული გოგო, შენ მსოფლიო გელოდება! - პათეტიკურად მიყურებს და სიცილს ვერ იკავებს.
- შენ რომ გიყვარვარ, ამიტომ ფიქრობ ასე, კაცმა არ იცის წინ რა მელის!
- ნუ სულელობ რაღაცას! რა გელის და, დიდი, ბედნიერი და ლამაზი ოჯახი! - კაპასა ბავშვივით მიცხადებს ის.
- იმედია! - ისევ ვორჭოფობ მე.
- გვანცა, დედას გეფიცები, თუ დროზე არ გამასწრებ ჩემი ხელით მოგკლავ, ასეთი ურწმუნო რა ხარ?! - სიცილით მემუქრება.
- წავედი, წავედი, თორემ დავრჩი უდიპლომო მზარეულად!
- საღამოს დიპლომით გელოდები იცოდე!- კარებში გასვლისას მესმის მისი სიტყვები.
გამოცდა უკვე დაწყებული მხვდება, თუმცა ლექტორი ჩემს მუდმივ დაგვიანებებს შეგუებული, არც გამოცდაზე დაგვიანებას იმჩნევს. ფართხა-ფურთხით ვიღებ წინსაფარსა და მარჟეტებს და ჩემთვის განკუთვნილ მაგიდასთან ვდგები. არ ვიცი შეიძლება აქაც ჩემი განწყობა მეხმარება, აშკარად ბევრად მარტივად ვასრულებ დავალებებს, ყურებში ყურსასმენებ გარჭობილს, საყვარელი მელოდია ჩემესმის და მუსიკის ტემპს აყოლილი მოთმინებით ველოდები ღუმელიდან მომზადებული კერძების გამოღებას. შედეგი ბევრად უკეთესია, ვიდრე ველოდი. ლექტორის შეფასებით: - თითქმის იდეალური! თუმცა იდეალური უბრალოდ არ არსებობს.
- პირველად ვნახე, ასე ცეკვა-ცეკვით გამოცდის ჩაბარება! - იღიმება პედაგოგი - ყოჩაღ, გვანცა, ყოჩაღ!
- მადლობთ!... - ჩვეულებისამებრ ისევ ვწითლდები.
სწორედ ამ დროს სანდროს მესიჯიც მომდის: - გარეთ გელოდები!
კმაყოფილი სასწავლებლიდან გამოვდივარ, თვალებს ვაცეცებ და Z4-თან მდგომსაც ვამჩევ. ამდენი სტუდენტების ფონზეც კი გამოარჩევ, გული გამალებით მიცემს და თითქმის მივრბივარ, ერთი სული მაქვს როდის ჩავეხუტები:
- აბა, რა ვქენით?! - ძლიერი ხელებით მეხვევა და მკერდში მიხუტებს.
- ერთ კვირაში მოდი და დიპლომი წაიღეო! - საკუთარი თავით კმაყოფილი ვუცხადებ.
- ანუ, გასათხოვრად მზად ხარ, ქმარს შიმშილით არ მოკლავ ხომ?! - მისი ჩვეული ირონიული გამომეტყველებით კითხულობს ის.
- ერთი რამ მაინც არ მასწავლეს, წიწაკას და მარილს ვერ ვარჩევ!
- ჩემი მწარე გოგო! - ირონიულად იცინის ის. ხმაურით ვკოცნი ლოყაზე და ავტომობილში ვჯდები.
არ ვიცი მეჩვენება თუ არა, მაგრამ რატომღაც ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მისი მოქმედებები ნაძალადევია, თითქოს ღიმილსა და ჩვეულ ირონიაში საკუთარი განწყობის დამალვას ცდილობს.
- მოხდა რამე?! - ცნობისმოყვარედ ვკითხულობ.
- ცოტა, მძიმე დღე მქონდა, ეგაა და ეგ... ზურა უკვე გაფრთხილებულია, ბიჭებს მე ველაპარაკე, გიორგისაც... ანიტას და კაკის შეეხმიანე და რვა საათისთვის ჩვენთან ველოდები, „თეთრ სახლში“. - უკანასკნელ სიტყვას მახვილით ამბობს და გმომცდელად მიმზერს.
შეუძლებელია ამას ვერ ითვალისწინებდეს, კარგად იცოდა, მამამისთან ზედმეტად სიტუაციის დაძაბვას როგორ ვერიდებოდი, ჩემი დაბადების დღის შემდეგ „თეთრ სახლში“ სამეგობროს შეკრება არც მოგვიწყვია, ყოველთვის სხვაგან ვიკრიბებოდით, ხან ქალაქგარეთ გავდიოდით, ხან მცხეთაში მივდიოდით. ეხლა კი...
- იქნებ, სადმე სხვაგან აღგვენიშნა? - იმის წარმოდგენაც კი, რომ ჩვენი შეკრების შესახებ ვაჟაც გაიგებს ტანში მცრის.
- არა, ამჯერად არა! - ისეთი ტონით მეუბნება, რომ შეწინააღმდეგებას ვერ ვბედავ - ჩემებს უკვე ველაპარაკე, მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემმა ჩვენი ამბავი იცოდა, მსუბუქად რომ ვთქვა, დიდად აღტაცებულები არ დარჩენილა. მაგრამ, უნდა დაინახონ რომ ერთმანეთთან დამოკიდებულება გვაქვს, ნელ-ნელა უნდა შეგეჩვიონ, მათთან კუკუ-მალობანას თამაშს არ ვაპირებ!. - გამოგვივა, ერთად ყველაფერი გამოგვივა! - მარჯვენა ხელზე გამამხნევებლად მიჭერს თითებს სანდრო.
- იმედია! - თავს მხარზე ვადებ და ვცდილობ ჩვენი ოჯახი წარმოვიდგინო. ჩემი და მისი... მხოლოდ ჩვენ ორნი....
საღამოს რვა საათისთვის ვიკრიბებით „თეთრ სახლში“, ჩვენთვის დაჯავშნილი მაგიდა უკვე გაწყობილია, როგორც ყოველთვის ზურას უყოჩაღია.
რა გითხრათ? როგორ მოგიყვეთ იმ ემოციებზე, რაც ჩვენმა მეგობრებმა ჩვენი გადაწყვეტილების გაგების დროს გამოხატეს? გიორგი დამუნჯდა, მხოლოდ რამოდენიმე წამის შემდეგ გაიაზრა, რომ უნდა ჩამხუტებოდა და მოელოცა.
- ვაა,. ტო...დავიბენი, ხომ ვიცოდი, რომ უყვარდი, მაგრამ ასე მალე არ ველოდი, ნამდვილად არ ველოდი!...
- რაღა მალე?! გამიშრო სისხლი, წელიწადზე მეტია ველოდი... - იცინოდა სანდრო.
ტყუპები როგორც ყოველთვის სინქრონში საუბრობდნენ. შოთის სიმკაცრე სადღაც გამქრალიყო: - ეე, გაგძლო? აი ქალი შენ ყოფილხარ ! - ორივენი მეხუტებოდნე და გულში მიკრავდნენ - როგორც იქნა, გვაღირსეთ, როგორც იქნა!
- რა გულმა მოგითმინა, დილით როგორ არ მითხარი?! - მოლოცვას საყვედურებიც მოაყოლა კაკიმ- შენც იცოდი ხომ?! - ეჭვით გადახედა უწყინარი სახით მდგომ ანიტას. ის კი ისე მიამიტურად აფახუნებდა თვალებს, თითქოს წარმოდგენა არ ჰქონდა რის გამო საყვედურობდა.
კაკის პატარა ბავშვივით განაწყენებული სახის დანახვაზე, სიცილს ვეღარ ვიკავებ.
- ეეე, კარგი რა, ტო... - როგორც ყოველთვის ამჯერადაც, აუდგილო ადგილას გაჩხირა ჟარგონი - რომ ჰკითხო, ბავშვობის მეგობარი ვარ და მეც კი არ მითხრა!... - ამჯერად გიორგი დადგა წუწუნის ხასიათზე.
- როგორც ვხედავ, არც უნდა გამემხილა, მოხვიდოდით პირდაპირ ქორწილში...
- არ მეტყოდი და!... - თვალებს მუქარით მიბრიალებს გიო.
- ჰა, ეხლა ასეთები არ იყოს, ძლივს რძალს ვეღირსეთ, ასე იოლად ვერ დაგაჩაგვრინებთ! - აქეთ იმით დაცვასავით ამომიდგნენ ტყუპები.
- აი ეს მესმის! - სიცილით გამოვდე ხელკავი ძმებს.
- გაგვყიდე ხომ?! ხომ გეუბნებოდით მოღალატეა მეთქი?! - ეშმაკურად გადახედა გიორგიმ კაკის და ანიტას - იმენნა თხებივით გაგვყიდა!...
- ჩემი ბუტია ბიჭი... - თბილად ვეხუტები გიოს.
- აი, ასე...გახსოვდეს რომ ჯერ მე ვარ და შემდეგ თვითმარქვია ძმაკაცები! - ბღვერით გახედა ტყუპებს.
- სულელი ხარ, დედას გეფიცები, მთლად ნორმალური არ ხარ! - გულიანად ვიცინოდი მე.
- როგორც ვხედავ, შენი მეგობრებისგან შტურმით თუ წამოგიყვან, ისე არ დაგთმობენ... - წინ ჩამოყრილი თმები ყურთან გადამიწია სანდრომ და ოდნავ შემეხო ყვრიმალზე.
- შტურმის გარეშეც ვუშვებ!... კაპიტულაციას ვაცხადებ! - როგორც ყოველთვის იკრიჭება გიო.
- არ გინდა ვიცეკვოთ?! - ჩემს თანხმობას აღარც ელოდება, ან რად უნდა სიტყვები, უკვე კისერზე ვხვევ მკლავებს. ძლიერი ხელებით მკერდზე მიხუტებს. საპასუხოდ მთელი სხეულით ვეკვრი, მისი სურნელით, მისით ვივსები - მიყვარხარ! - გრძნობებით მთვრალს მეჩურჩულება, სხეულში ცხელი სითბო მივლის, პულსი ისევ მიჩქარდება, თავს ვერ ვიკავებ, მფეთქავ არტერიაზე ვკოცნი.
- ეს კოცნა, მიყვარხარს ნიშნავს?! - ღიმილით მიყურებს ის.
- ეს კოცნა სიგიჟემდეს ნიშნავს! - ბედნიერი ვუღიმი.
- მართალია ჟღურტულის დროს უნდა შემოგეჭრათ, მაგრამ ჩემ შვილთან საქმე მაქვს! - დაბნეული მოვბრუნდი. სანდრო დაძაბული მისჩერებოდა დარბაზში შემოსულ შუა ხნის, ალბათ, ორმოცდაათ წლამდე, ან იქნებ ცოტა მეტისაც (იმდენად მოვლილი ქალი იყო, ცოტა რთული გამოსაცნობი გახლდათ მისი ასაკი) ქალს, რომელიც რაღაცნაირი დაყენებული მანერით, გაურკვეველი მედიდურობით მიმზერდა, თითქოს თვალებით ჩემს განადგურებას ცდილობდა.
- ესაა ის გომბიო?! - რატომღაც ზიზღით შემომხედა მან.
- გომბიო კი არა, გვანცა, დედა! - ღრენით ეუბნება სანდრო.
ქალს თითქოს არც ესმის, ისე აგრძელებს: - შენ მიპირებ რძლობას? ხვდები მაინც ვის ედრები?
- უკაცრავად ქალბატონო, მე არც კი გიცნობთ... - ხმა მებზარება, ცოტაც და ალბათ, ავტირდები.
- მომისმინე, გოგონი, კარგად დაფიქრდი, იცოდე შენი ადგილი, ახალკაცების რძლობას ვერ ეღირსები, არასოდეს მოგცემ უფლებას!...
- დედა ზედმეტი მოგდის, - უცერემონიოდ აწყვეტიებს სანდრო - სკანდალის მოსაწყობად მოხვედი? თავს მაინც ეცი პატივი, იქნებ დაგვტოვო?
- ზედმეტი დედაშენს კი არა, შენ მოგდის! - ვაჟას ხმის გაგონებაზე შეშინებული ვხტები - ხომ არ გავიწყდება სად ხარ? შენ? - ამჯერად მე მომმართა უფროსმა ახალკაცმა - ზედმეტს ხომ არ იღებ საკითარ თავზე, პატარა ქალბატონო? გასაგებია, გაერთე, არაჩვეულებრივია, არავინ გიშლის, მაგრამ ცოლად?!
ამის მოსმენა უკვე აღარ შემიძლია, მინდა დარბაზიდან გავიდე, მაგრამ სანდრო ხელს მარწუხივით მიჭერს, ადგილიდან დაძვრის საშუალებას არ მაძლევს.
- ამ საკითხის აქ განხილვას არ ვაპირებ! სახლში მოვალ და იქ ვისაუბროთ! - კბილებში ცრის ის.
- სახლში? შენ მითითებ სად უნდა ვილაპარაკოთ? უკაცრავად მიღების საათები თუ არ გაქვს, ვისი გერიდება შენი ძმაკაცების, თუ ამ ხროვის პირდაღებულები რომ შემოგცქერიან?! - შხამის ფრქვევას არ ასრულებს ქალი.
- ხროვაში ჩვენ გვიგულისხმა?! - აპილპილებულ ანიტას ვანიშნებ გაჩუმდეს, საბედნიეროდ კაკი დროულად ასწრებს მის დარბაზიდან გაყვანას. გიორგის თავი აქვს ჩარგული. ვხედავ ნერვებისგან როგორ ცახცახებს, თვალებში მიმზერს, თითქოს იქ უნდა დაინახოს როგორ მოიქცეს, ნებართვას ელის, ნიშანს, რომ ჩაერიოს, უარის ნიშნად თავს ვაქნევ, ჩემი ქცევით აშკარად უკმაყოფილო, დგება და ისიც კაკისა და ანიტასთან გადის.
- მანანა დეიდა, ძალიან გთხოვთ, იქნებ სხვაგან ისაუბროთ, უხერხულია, ხალხი გიყურებთ!...- ტაქტიანად ცდილობს იკა ქალის გაჩუმებას.
- ხალხი? ხალხი ამ ორის ბღლაზუნს რომ უყურებდა ეგ შეურაწყოფა არ იყო?! - იერიშით ამჯერად ტყუპებზე იწევს ქალი - თუმცა თქვენ რაზე უნდა გელაპარაკოთ? მისი ჭკუისები ხართ, თქვან რა ძმაკაცები ხართ?! როცა მეგობარი შეცდომას უშვებს არ უნდა უთხრათ, სწორი გზა არ უნდა დაანახოთ?
- საკმარისია დედა! - ხმას უწევს სანდრო.
- ეგ სიტყვები საკუთარ თავს უთხარი. საკმარისია! ერთია გართობა და მეორე ცოლად მოყვანა, როდის იყო ბოზებს ცოლად ირთავდნენ?! - ზიზღით მიყურებს ვაჟა.
- მამა სიტყვები აკონტროლე! - სიბრაზისგან კანკალებს სანდრო.
- რა ბრძანეთ ბატონო ვაჟა? რა მიწოდეთ? - მისი სიტყვები აშკარად უკანასკნელი წვეთია, ამდენი ხნის ნაგროვები მოთმინება ერთბაშად ქრება.
- რა ვბრძანე? ის ჩემო ძვირფასო, რომ შენისთანებზე არ ქორწინდებიან, მხოლოდ ერთობიან!...
უკვე აღარავინ და არაფერი აღარ მახსოვს, არც ის რომ წინ მომავალი მეუღლის მამა მიდგას, ინსტინქტურად ხელს ვიქნევ და სილას ვურტყამ. დიახ, არც მეტი და არც ნაკლები, უფროს ახალკაცს მარცხენა ლოყაზე გვანცა დავითურის ხელის ანაბეჭდი დააჩნდა. დარტყმისგან მტევანი მტკივა, მაგრამ მერწმუნეთ ეს ტკივილი არაფერია, ვაჟას სიტყვებით მოყენებულ ტკივილთან შედარებით.
- ოხ, მე შენი....- ჩემზე იწევს ვაჟა.
- საკმარისია! - წინ მეფარება სანდრო.
ქალბატონმა მანანამაც კი შეწყვიტა სისინი, გაფართოებული თვალებით მიმზერს ხან მე, ხან ერთმანეთზე აჯაგრულ ქმარ-შვილს.
- ეს გიჟი გინდა ცოლად?! შეხედე რა თვალებით გვიყურებს, ჯერ ოჯახშიც კი არ შემოსულა და მამა - შვილი ერთმანეთს დაგატაკათ!...
- მე ვაჟა ახალკაცი არ ვიყო, თუ არ გაგანადგურო, ფორთხვას დაიწყებ, ისე შემევედრები პატიებას! - თითს მიქნევს ის.
- დიდხანს მოგიწევთ ლოდინი, ბატონო ვაჟა! - უკან დახევას ნამდვილად არ ვაპირებ.
- ამას უყურე, კიდევ რამხელა გული აქვს?! ჩემთან ცხოვრობ, ჩემთან მუშაობ! ხვალიდან შენი ფეხი არ იყოს აქ... გესმის, ზურა?! ხვალიდან ამისი ფეხი არ იყოს აქ! - იქვე მდგომ ზურას თვალების ბრიალით ეუბნება.
- დღეიდან, ბატონო ვაჟა, დღეიდან! - ნათქვამს ვუსწორებ და დარბაზიდან მოვრბივარ. აღარ ვუსმენ უკან დადევნებულ სანდროს, აღარ ვუსმენ მეგობრებს, ზუსტად ვიცი, აქედან უნდა წავიდე, რაც შეიძლება შორს, რაც შეიძლება სწრაფად.
ვიცი რომ სანდროც ელოდა, ადრე თუ გვიან რომ ასე მოხდებოდა, გულის სიღრმეში მეც ხომ ვიცოდი, რომ მისი მშობლები ასე იოლად არ მიმიღებდენ, მაგრამ მაინც მტკივა, მაკანკალებს, ვგრძნობ ნერვიულობისგან როგორ მიოფლიანდება ხელის გულები.
- „უკვე იწყება? არ შეიძლებოდა ეს დღე მშვიდად გამეტარებინა?“- საკუთარ თავს მერამდენედ ვეკითხებოდი. თუმცა ხმამაღლა გაპროტესტებას ვერ ვბედავდი, ყველაფერს მივცემდი ოღონდ დღეს ეს შეკრება არ ყოფილიყო, ოღონდ ვაჟას თვალების ბრიალი არ დამენახა.
ჯებირზე დაყრდნობილი ტკვარს გავცქერი, ვტირი, ვტირი და არ ვიცი როგორ მოვიქცე.
- ხომ არ გადაიფიქრე?! - ისევ სანდროს კითხვას გამომიყვანა ფიქრებიდან.
- წესით, შენ უნდა გადაიფიქრო! - სიტყვებს ოხვრას ვაყოლებ მე.
- გვანცა, ნუ ბავშვობ, შენს დათმობას არ ვაპირებ, ადრე თუ გვიან, მიგიღებენ! თუ არ მიგიღებენ არც ეგ იქნება პრობლემა, მთავარია არ შეშინდე! მთავარია არ მიმატოვო!
- ალბთ, მოვკვდები... ვიცი, უშენოდ ვერ გავძლებ! - თვალებიდან ცრემლები ღაპა-ღუპით მსდის.
- უჩემოდ ყოფნა არც მოგიწევს! სულელო შენ, გგონია ასე იოლად მომიშორებ?! - ჩვეულებისამებ აჩეჩილ თმას ისევ მიჩეჩს და გულში მიკრავს.
- მპირდები?! - ხმა მიკანკალებს მე.
- გპირდები! - მტკიცედ მპასუხობს და თავზე მკოცნის. გული მწყდება, მის მსგავსად ოპტიმისტურად ფიქრი რომ არ შემიძლია, გული მტკივა და ტკივილის ჩასახშობად, საკუთარი თავმოყვარეობის დასავიწყებლად ვეხვევი, ვეკვრი, მის გულისცემას ვუსმენ და ვცდილობ დავივიწყო ყველა და ყველაფერი, დავრჩეთ მხოლოდ ორნი, მე და სანდრო.



№1 სტუმარი Guest მარეამო

Veli shemdeg tavs moutmenlad

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ოხ გვანცას "სილა"-მ ისე გამახარა რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ... კარგია თავი რომ დაიცვა, არავის აქვს უფლება შეურაცჰყოფა მიაყენოს მას... კარგია თავი რომ არ დააჩაგვრინა და კიდევ უფრო კარგია სანდრო ამის გამო რომ არ გაუბრაზდა... გამიხარდა სანდროს დამოკიდებულება, ძალიან მაგარი ბიჭია და იმედია ბოლომდე ასე გააგრძელებს... ძალიან გამახარე ახალი თავით და ველოდები კიდევ როდის გამახარებ...

 


№3  offline წევრი neilo

zalian kargi tavi iyo,momewona gvancas reaqcia.

 


№4  offline წევრი dr ghost

kai kino aricit

 


№5  offline წევრი Sora

Dzalian kargia kochag

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Guest მარეამო
Veli shemdeg tavs moutmenlad

<3

უცნობი ქ
ოხ გვანცას "სილა"-მ ისე გამახარა რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ... კარგია თავი რომ დაიცვა, არავის აქვს უფლება შეურაცჰყოფა მიაყენოს მას... კარგია თავი რომ არ დააჩაგვრინა და კიდევ უფრო კარგია სანდრო ამის გამო რომ არ გაუბრაზდა... გამიხარდა სანდროს დამოკიდებულება, ძალიან მაგარი ბიჭია და იმედია ბოლომდე ასე გააგრძელებს... ძალიან გამახარე ახალი თავით და ველოდები კიდევ როდის გამახარებ...


თანდათან მივდივართ დასასრულისკენ, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, გვანცამ უნდა იყოჩაღოს და თუ გამოუვა ერთად შევაფასოთ :D

neilo
zalian kargi tavi iyo,momewona gvancas reaqcia.

Sora
Dzalian kargia kochag

უღრმესი მადლობა :D <3

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

Vaime rogor minda orive col-qmari gavwewo.kargia gvancam erti kargad ROM utavaza.unamusoebi
--------------------
ლანა

 


№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
Vaime rogor minda orive col-qmari gavwewo.kargia gvancam erti kargad ROM utavaza.unamusoebi

:D :D ;D

murachashvili
La-Na
Vaime rogor minda orive col-qmari gavwewo.kargia gvancam erti kargad ROM utavaza.unamusoebi

:D :D ;D

smile smile smile heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№9 სტუმარი ემი

ანნა... ძალიან მინდოდა კომენტარი არ გამეკეთებინა.. არ მინდა გაგაბრაზო. მაგრამ მე ვარ ძალიან გაბრაზებული და უნდა გითხრა...

გვანცაზე ვარ ძალიან გაბრაზებული. ვიხსენებ, და მთელი ისტორიის მანძილზე ვერ გავიხსენე ვერც ერთი ფაქტი, ვერცერთი მისი ნაბიჯი, რომელშიც ის ადექვატური იყო. პირიქით, ყველა მისი რეაქცია ვინმეს საქციელზე თუ პასუხი, იყო სულელური, არალოგიკური. ადრე დავწერე, ალბათ ბავშვურობით მოსდის-თქო, მაგრამ არააა აშკარად... დღევანდელმა მისმა საქციელმა საერთოდ დააგვირგვინა. საშინელება იყო დღეს ყველა მისი რეაქცია, პასუხი და ქცევა....

მოკლედ, შენ კი გინდა რაღაც გამოიყვანო გვანცადან, მაგრამ, როგორც გურულები ვიტყვით ხოლმე, - "აფერი არ გამოვა მაგ ქალიდან" worried

პ.ს. დარწმუნებული ვარ, შენ გმირებთან თუ რამე პრეტენზიები მაქვს, შენს მიმართ პრეტენზიებად არ განიხილება blush

 


№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ემი
ანნა... ძალიან მინდოდა კომენტარი არ გამეკეთებინა.. არ მინდა გაგაბრაზო. მაგრამ მე ვარ ძალიან გაბრაზებული და უნდა გითხრა...

გვანცაზე ვარ ძალიან გაბრაზებული. ვიხსენებ, და მთელი ისტორიის მანძილზე ვერ გავიხსენე ვერც ერთი ფაქტი, ვერცერთი მისი ნაბიჯი, რომელშიც ის ადექვატური იყო. პირიქით, ყველა მისი რეაქცია ვინმეს საქციელზე თუ პასუხი, იყო სულელური, არალოგიკური. ადრე დავწერე, ალბათ ბავშვურობით მოსდის-თქო, მაგრამ არააა აშკარად... დღევანდელმა მისმა საქციელმა საერთოდ დააგვირგვინა. საშინელება იყო დღეს ყველა მისი რეაქცია, პასუხი და ქცევა....

მოკლედ, შენ კი გინდა რაღაც გამოიყვანო გვანცადან, მაგრამ, როგორც გურულები ვიტყვით ხოლმე, - "აფერი არ გამოვა მაგ ქალიდან" worried

პ.ს. დარწმუნებული ვარ, შენ გმირებთან თუ რამე პრეტენზიები მაქვს, შენს მიმართ პრეტენზიებად არ განიხილება blush

გამიხარდა შენი კომენტარის ნახვა, მომენატრე heart_eyes რაც შეეხება შენს კომენტარს, პირიქით გამიხარდა, შეუძლებელია ასეთი სრულყოფილი პერსონაჟი გამომსვლოდა, რომ მის მიმართ პრეტენზიები არ გასჩენოდათ, თუმცა აშკარად დამინდეს smile არც ერთ შენს კმენტარს საკუთარ თავზე არ ვიღებ, პირიქით მადლობელი ვარ, რომ შენს მოსაზრებებს შელამაზების გარეშე მწერ heart_eyes

 


№11  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ეს რა ქენი, ანაა?
ახლა წავა ორომტრიალი და მშობლებსა და შეყვარებულს შორის გაცხერილი სანდროს მოთმინების გამოცდა. იმედი მაქვს ეს ბიჭი იმედებს არ გამიმტყუნებს, იმედი მაქვს გვანცაზეც ძლიერი აღმოჩნდება და სხვა ყველა დანარჩენზეც. ვაჟას რეაქციას ველოდი და აი ისიც, თანაც როგორ რორულად მოიქცა. ვერ ვიტან ასეთ ვითომ წესიერ ხალხს, ღირსება და სახელი ფული რომ ჰგონიათ. იმედ3ბია არ გამიცრუო ანა, ნუ გააცამტვერებ ბოლომდე ამ გოგოს.

 


№12  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ლორელაი
ეს რა ქენი, ანაა?
ახლა წავა ორომტრიალი და მშობლებსა და შეყვარებულს შორის გაცხერილი სანდროს მოთმინების გამოცდა. იმედი მაქვს ეს ბიჭი იმედებს არ გამიმტყუნებს, იმედი მაქვს გვანცაზეც ძლიერი აღმოჩნდება და სხვა ყველა დანარჩენზეც. ვაჟას რეაქციას ველოდი და აი ისიც, თანაც როგორ რორულად მოიქცა. ვერ ვიტან ასეთ ვითომ წესიერ ხალხს, ღირსება და სახელი ფული რომ ჰგონიათ. იმედ3ბია არ გამიცრუო ანა, ნუ გააცამტვერებ ბოლომდე ამ გოგოს.


გოგოს გაცამტვერების რა გითხრა და ერთი კარგი ორომტრიალი კი მოუხდება დასასრულისთვის ამ ისტორიას, შემდეგ დავალაგოთ და გემრიელი "ჰეფიენდით" დავასრულოთ smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent