ლურჯი განთიადი(სრულად)
თავატკივებული ვიღვიძებ და ძილის შებრუნებას ვცდილობ, მაგრამ მორფეოსის სამყაროში დაბრუნება არ გამომდის. მზის სხივები თვალებს მტკენს და თავისი ყვითელი ციალით ადგომას მაიძულებს. ზამთრის სუსხიანი დილაა, მცივა. ბუზღუნით ვიმოსები და ტუჩზე ფანქარს ვისვამ. სარკეში ლამაზ ანარეკლს შევცინი, ეს ხომ მე ვარ! ფიფქებივით თეთრი კანი მაქვს, დარიჩინისფერზოლება მწვანე , ტყესავით თვალები, სწორი ცხვირი პატარა ტუჩები და დახვეწილი ნაკვთები. მაგრამ მაინც , ვინ ვარ მე? უბრალოდ ლამაზი გოგო ? არა. მე მხატვარი ვარ, ხელოვანი. მერე რა , რომ ხატვა ჩემთვის არავის უსწავლებია და უნივერსიტეტიც ბიზნესის განხრით დავამთავრე, მე მაინც მხატვარი ვარ და ჩემი თითოეული ნახატი მიყვარს, თავისი ხარვეზებით, დათხაპნილი საღებავით და ცუდი შუქჩრდილებით. ყველაფერს აქვს ნაკლი, მაგრამ თუ რამე მოგწონს მაშინ თავისი მინუსებიანად უნდა შეიყვარო, რადგან სხვანაირად ყველაფერს დაკარგავ. თბილისის ქუჩები ზამთარს მოუყინვია. პირიდან ორთქლს ვუშვებ. ხეები ქარს გაუშიშვლებია, მერე კი უნამუსოდ წასულა. კარგა ხანია რაც მოოქროსფრო-მოწითალო კაბეები ნაფლეთებად ექცათ და ჰაერში გაიფანტა. დიდი ხანია ყველაფერი ზამთარმა დაზაფრა, ყინულოვანი სალტე შემოუჭირა და გარემო თავისებურად ლურჯისა და თეთრის გრადაციით მოხატა. ზამთარი მე მგავს, ცივია და ხატვა უყვარს , მე ზამთარში დავიბადე, ყინვაში ალბათ მან დამანათლა ხატვის ნიჭი. ჩემი ნება, რომ იყოს მეც ყველაფერს ლურჯად დავხატავდი, მაგრამ მერე ბალანსი დაირღვეოდა,ლურჯი მომბეზრდებოდა, თავს ამატკივებდა და შევიზიღებდი. ნარინჯისფერივით. არ მინდოდა ასე მომხდარიყო. მე ლურჯი მიყვარდა და ზამტარსაც უყვარდა ლურჯი. წელიწადის ამ დროს ყველაფერს ლურჯი გადაჰკრავდა ოღონდ ამისატვის ზამტრის თვალიტ უნდა შეგეხედათ. მხოლოდ ერთი რამ იყო ზამტარში ისეტი რასაც სილურჯე არ შეპარვოდა. განთიადი სისხლივით წითელი იყო. ოღონდ მაშინ როდესაც მზე ჰორიზონტს კვეთდა. * * * კაფეში ვიჯექი და ცხელ ყავას ველოდებოდი, ჩემს წინ ბიჭი დაჯდა, აი ასე, გამოსწია სკამი და უბოდიშოდ დაჯდა. _უკაცრავად?_გაკვირვებულმა ვიკითხე. _ნუ ღელავტ არ მაწუხებთ._მშვიდად მითხრა მან. _თქვენ მე ვერ გამიგეთ>_ განცვიფრებულმა შევძახე. _როგორც ვიცი სკამები კაფეს ეკუთვნის, შესაბამისად რომელზეც მოვისურვებ იქ ჩამოვჯჯდები, თქვენც ჩემნაირი კლიენტი ხართ და მეც სრული იფლება მაქვს ადგილი დავიკავო სადაც მიზანშეწონილად ჩავთვლი.-ისე მშვიდად ლაპარაკობდა ვიფიქრე პატარა ბავშვი ვარ და სიტუაციას მიხსნის_მეტქი. _ეს ზრდილობისა და ეთიკის ამბავია._სარკასტულად ჩავილაპარაკე. _მერე არაეთიკური რა გავაკეთე, კალტაში ჩაგიჯექით?_ხმაში ცინიკური ნოტები გაურია. _ძალიანაც , რომ გდომოდათ ვერ მმოახერხებდით. _მაგასაც ვნახავთ._თითქოს მიწვევდა. პასუხი აღარ გამიცია, დავაიგნორე და გადავწყვიტე ყავის გაციებას დავლოდებოდი. _თუ თქვენ ყავას ჩემთან დროის გასატარებლად ყინავთ მითხარით არ მოგერიდოთ._ ამას იუმორს ეძახის? _ცნობისთვის მე სულ ასეთ ყავას ვსვამ და თუ წასვლა გინდათ მიბრძანდით. _მე ეს არ მითქვამს._ჩაეღიმა, მერე კი დაამატა._მე ბექა შენ? _ლოლა. _ლამაზი სახელია. _გადაცვეთილ კომპლიმენტებს ამბობ ბექა. _ხვალ კიდევ მოხვალ? არა._მტკიცედ ვთქვი. _იტყუები. ამას შენს თვალებში ვხედავ._ბექა მოულოდნელად ადგა , ახლოს მოვიდა და თვალებში ჩამხედა. საოცარი თვალები ჰქონდა! მუქი ლურჯი. ისეთივე უცნაურად შეხამებული ტონებით როგორიც მხოლოდ ცას აქვს განთიადისას. მის თვალებში ლურჯი განთიადი იდგა! სისხლისფერი კი არა ლურჯი! * * * მე და ბექა. ბექა და მე. ჩვენ. მე ის შემიყვარდა, ბექა სიგიჟემდე შემიყვარდა. ჩვენი შეხვედრა იყო ყველაზე უბრალო დასაწყისი. ყველაზე ამაღელვებელი გაგრძელებით. მე ბექას ყოველდღე ვხვდებოდი კაფეში. ჩვენ ვსაუბრობდით, ყველაზე და ყველაფერზე. მერე კი როცა გრძნობები გაღრმავდა გადავწყვიტეთ ერთმანეთისათვის ბევრი დრო დაგვეთმო. ამან გაჭრა. დრო ჩვენთვის გაჩერდა. მე ის შემიყვარდა! მას მე შევუყვარდი! ბინგო, ჩვენ შეყვარებულები ვართ. მაგრამ მე სიტყვა „მიყვარხარ“-ის თქმა მაშინებდა. ბექა ჩემი აღმაფრენა, ჩემი სიგიჟე, ჩემი ჟანგბადი, ჩემი ჰეროინი და ჩემი ლურჯი განთიადი იყო. დაიტევდა კი ამ ყველაფერს ერთი გაცვეთილი სიტყვა? ვინ იცის? არც არავინ. * * * ღამის სუფთა ჰაერი ჩემს ფილტვებს ავსებდა , ბექას მოტანილი გვირილები ისე ჩამებღუჯა თითქოს წართმევას მიპირებდნენ. ბექა ზურგიდან მეხუტებოდა. მივხვდი დრო იყო. მე მას ყველაზე მეტად ვენდობოდი, მაშ რაღატომ ვაჯჯანჯლებდი? შტერი ვიყავი და მაგიტომ. _მიყვარხარ!_მთელი გრძნობით ჩავჩურჩულე და უეცრად ეს სიტყვა ემოციებით და მოგონებებით დატვირთული მეჩვენა. და მოხდა სასწაული, ერთმა სიტყვამ ყველაფერი დაიტია! * * * თვალებს ვახელ და პირველი რასაც ვხედავ განთიადია. ლურჯი განთიადი! _გაიღვიძე მშვენიერო? _არა მძინავს._გავეხუმრე. მისმა როხროხა სიცილმა ხუთი წლის შემდეგმაც თბილი სილურჯით ამავსო და გაზაფხულის პირველი განთიადი კვლავ დადგა. სამყარო არ იყოფა ბედნერ და უბედურ ადამიანებად, შენ ორივეს განცდა გიწევს ეს გარდაუვალია. ახლა მე ბედნიერი ვარ თუმცა არავინ იცის რა იქნება ხვალ. მთავარი ერთია, უბედურების ძამს უნდა გაიხსენო , რომ სასტიკი ზამტრისა და უკუნეთი ღამის შემდეგ განთიადი დგება. ყველასთვის სხვადასხვანაირი, მაგრამ ჩემთვის ლურჯი. p.sეს ჩემი პირველი ისტორიაა ამ საიტზე, ასე ვთქვათ საცდელად დავდე და მასზე ბევრად უკეთესი და დახვეწილი ისტორიებიც მაქვს, თუ ვინმე ნახავთ გთხოვთ აუცილებლად შეაფასეთ და მითხარით რა არის გამოსასწორებელი, ან თუ მაქვს უხეში შეცდომეი. თქვენი კომენტარი ჩემთვის დიდი სტიმული იქნება. შეფასებისას ჩემი ასაკიც გაითვალისწინეთ, მე მხოლოდ 12 წლის ვარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.