შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰადესის ქალიშვილისა და ზევსის ვაჟის სიყვარულის ისტორია


25-09-2016, 10:04
ავტორი გლორია
ნანახია 2 758

-გისმენ დედა. - წკრიალა ხმით უპასუხა დედის ზარს ლილიამ.
-ხუთ წუთში სახლში იყავი! არ დაიგვიანო თორემ ვერ გადამირჩები! - ერთიანად დაუარა დედამისის გამყინავ ხმაზე ლილიას და სწრაფად დაიძრა სახლისკენ. ეშინოდა, დედამისის სასტიკად ეშინოდა. არ უყვარდა, მაგრამ პატივს სცემდა რადგან დედამისი იყო და ასე თუ ისე 16 წელი ზრდიდა.
"სახლში თუ დამაგვიანდა დედაჩემი გომბეშოების სუპს ძალით მაჭმევს და ორი დღე სახლიდან არ გამიშვებს, ამავდროულად მცემს კიდეც - და ხელზე დაიხედა სადაც გამლღვარი შლანგი დაარტყა 5 წლის ასაკში. - მამა რომ ცოცხალი მყავდეს დარწმუნებული ვარ ტკბილი და ბედნიერი ოჯახი მეყოლებოდა". კიდევ დიდხანს იფიქრებდა მის ცხოვრებაზე, მაგრამ სახლში როგორც კი შევიდა დედამისი დაინახა, რომელსაც თავზე თავსაფარი წაეკრა და ჯოხით ხელში იდგა და სიძულვილით უყურებდა.
-დაიგვიანე! - ჩუმად მაგრამ ისე სუსხიანად თქვა ლილია საშინელების მოლოდინში გაიყინა. შორენა ნელი ნაბიჯებით დაიძრა მისკენ, წინ წასწია და კარები მიხურა.
-სულ რამდენიმე წუთით.
-მე ხომ გაგაფრთხილე ხუთ წუთში მოდი მეთქი?! ერთხელ ნათქვამი გასაგები არ იყო?!! - დაუკივლა და ცეცხლისფერ თმებში ხელი ჩაავლო და მთელი ძალით მოქაჩა.
-ააა, დედა მტკივა გამიშვი. - თვალები აუცრემლიანდა და შორენას ხელებზე დაეჯაჯგურა.
-ჭკუას გასწავლი!! - ნავთი აიღო და თავზე გადაასხა.
-დედა... რას აკეთებ? - სასოწარკვეთილს აღმოხდა, მაშინ როდესაც შორენა უკვე ასანთის მოკიდებას ცდილობდა. და აი როგორც იქნა აანთო და თვალებ ანთებულმა შეხედა ლილიას.
-იმსახურებ! - და ანთებული ასანთი ესროლა, მაგრამ ლილიამ სწრაფი რეაგირება მოახერხა და ოთახში შევარდა. სასწრაფოდ გადაკეტა კარები დედამისი რო არ შემოსულიყო და წიგნები მაგიდა და სკამები მიაყუდა, შემდეგ საწოლზე ჩამოჯდა და ღრმად სუნთქვა დაიწყო რომ დამშვიდებულიყო, მაგრამ ვერ მოახერხა და მთელი ხმით დაიკივლა. მისმა კივილმა ოლიმპოს მთებიც კი ააზანზარა და თვით ჰადესსაც, ქვესკნელში მიაწვდინა ხმა. სწრაფად გადაივლო, რადგან ნავთის სუნი არ ჰქონოდა, დახეული ჯინსი, მაისური და საროჩკა მოიცვა. ზურგჩანთაში უცებ ჩაყარა მისთვის აუცილებელი ნივთები და ოთახიდან გავიდა. შორენასთვის არც კი შეუხედავს ისე მივიდა შემოსასვლელამდე და ბოტასები ჩაიცვა.
-მე შენთვის წასვლის უფლება არ მომიცია!
-ფეხებზე შენი უფლებები, აქედან მივდივარ და აღარასოდეს დავბრუნდები, მეზიზღები დედიკო! - მთელი ირონია ამოიღო ამ სიტყვებში და დედიკო კი გამოკვეთილად თქვა. კარები გააღო და გავიდოდა დედამისის ხმას რომ არ შეეჩერებინა.
-შენ მამაშენზე არაფერი იცი ხო? - არანაკლები ირონიით უთხრა მან. ლილია შეყოყმანდა, მაგრამ ღრმად ამოისუნთქა და კარები მიიჯახუნა, რასაც დედამისის ყვირილი მოჰყვა
-ვერაფერს რომ ვერ იპოვნი აქ დაბრუნდები მე კი სახლში არ შემოგიშვებ!
ლილია წავიდა, ოღონდ თვითონაც არ იცოდა სად მიდიოდა, გადაწყვიტა რომ ნაცნობი გზებით არ უნდა ევლო და ჩიხისკენ გადაუხვია.

********
-რა ხდება? - იკითხა ზევსმა გაბრაზებულმა, რადგან მყუდროება დაურღვიეს.
-შეიძლება ჰადესის ოინებია, ასე ხომ აკეთებდა ადრე - თქვა ათენამ (სიბრძნისა და ბრძოლის ქალღმერთი).
-მეც მასე ვფიქრობ მამა, მას ალბათ შენი ტახტიდან ჩამოგდება სურს, და იმ წითურ გოგონას იყენებს ამისთვის - თქვა ომის სასტიკმა ღმერთმა არესმა. ღრუბლები გაშალა და თითით გოგონასკენ მიანიშნა რომელიც ამაყად მიაბიჯებდა სიბნელეში. ზევსმა ნექტარი მოსვა და გოგონას კიდევ ერთხელ შეხედა.
-ეს ჰადესის შვილია, მან ჩვენი პირობა დაარღვია. დაიგრგვინა ზევსმა და ცაში გაინათა კიდეც.
-არ დაგავიწყდეს ძმაო რომ შენც დაარღვიე შენი პირობა! - საიდანღაც ჰადესმა შემოაბიჯა და ზევს ჩააშტერდა თვალებში.ამაზე კი ჰერამ, ჰადესის მთავარმა ცოლმა იფეთქა
-რა სისულელეებს ამბობ!
-უფს, შენმა ცოლმა არაფერი იცის? მოგიწევს აუხსნა. კვამლისფერი მოსასხამი ააფრიალა და იქიდან გაქრა.
-ჯანდაბა! დაიღრიალა ზევსმა და მას ღრუბლებიც გამოექომაგნენ და ატყდა გრუხუნი, რასაც მალე წვიმა მოჰყვა.

********
-ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა! მაინცდამაინც ახლა დაიწყო წვიმა?! მადლობა ღმერთო! - ხელები ცაში აღაპრო, შემდეგ საროჩკაში მოიბუზა და ისე გააგრძელა გზა. ქუჩაზე მის გარდა არავინ იყო, სახლებში შუქიც კი არ ენთო. გზაზე გადადიოდა, როდესაც ვიღაცის ყვირილი გაიგონა.
-დამშვიდდი საყვარელო, მშვიდად იყავი, არაფერი არარი საშიში. - დაიგრუხუნა - ფრთხილად გოგო!
ლილიამ აქეთ იქით მიიხედა მაგრამ ვერავინ დაინახა, მაგრამ ორ წამში მიწაზე ეგდო და ზემოდან ვიღაც ეწვა. თვალები ფართოდ გაახილა და აბუზღუნებულ ბიჭს შეხედა, რომელიც ადგომას ცდილობდა.
-იმედია დროზე ადგები! - კაი ლამაზო დამშვიდდი, თორემ წაგეკიდა თმებზე ცეცხლი. საერთოდ გადაიფიწრა ბიჭმა ადგომა და მოეშვა. ირონიით შეხედა და მის თმაზე დაიწყო თამაში.
-არანორმალურო, ადექი დროზე, მე საწოლი კი არა ვარ! - მრისხანებისგან თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა.
-რა ფიცხი ხარ ძვირფასო - ხელის ზურგი სახეზე ჩამოუსვა და თვალებში ჩახედა. ლილიამ ფართხალუ დაიწყო და როგორც იქნა წამოდგა და გაწოლილს ზემოდან დააფურთხა. აცდა.
-შენ გოგო ნორმალური ხარ?! უცებ წამოხტა ბიჭი.
-რო გეუბნები ადექი უნდა ადგე. ნიშნისმოგებით გახედა.
-კიდევ კარგი არ მომხვდა თორემ ვერ გადამირჩებოდი.
-შენს გამო სველ ასფალტზე ვეგდე და მთლიანად დავსველდი და კიდე მე ვარ დამნაშავე?!
-ჩემს გამო არა, გადმოვვარდი და დაგეცი. კარგი გვეყოს მე ანდრია მქვია და ხელი გაუწოდა.
-ლილია. - შებრუნდა და წავიდა.
-ჰეი, სად მიდიხარ?გაგაცილებ.
-არმინდა მადლობა.
-შენ არ გინდა მე მინდა.
-შენს მიმართ, პირველივე შემოხედვისას რაღაც ვიგრძენი, მაგრამ დადებითია თუ უარყოფითი არვიცი. მაგრამ მაინც უარყოფითი მგონია, ამიტომ გამეცალე აქედან.
-არა, მეც ვიგრძენი და მგონი დადებითი, ამიტომ სადაც მიდიხარ იქ წამოვალ მეც.
-არსად მივდივარ, სახლიდან წამოვედი. ჩაიბუზღუნა.
-კარგი ბუზღუნ, მაშინ ჩემთან წავიდეთ.
-არგიცნობ, და არც მომწონხარ - ეჭვისთვალით გახედა, მაგრამ იცოდა რომ სხვა გზა არ ქონდა.
-ლილია შენც იცი რომ სხვა გზა არ გაქვს, სანაცვლოდ ერთ რამეს ვითხოვ. ეშმაკურად შეხედა.
-რას? და ახურებული ბაგეები იგრძნო თავის ტუჩებზე, ესეც შენი პირველი კოცნა. ძალიან მოეწონა, მაგრამ იმხელაზე დაარტყა თითის ანაბეჭდები სახეზე ეტყობოდა. ისე ახურდა ლილია წვიმის მიუხედაად მთლიანად მშრალი იყო.
-მწარე ხელი გაქ! მოიცა მშრალი რატომ ხარ?
-შენ საიდან გადმოვარდი?
-კარგი, წავედით. - პატარა, ოროთახიან ბინაში შევიდნენ. მე ვიბანავებ, შენ დაიძინე ლილ.
- ლილია!
-შევედი ლილ. და კარები უცებ მიხურა, ეშმაკურად ჩაიღიმა და კაბინაში შევიდა. ლილიამ ხელი ტუჩებზე გადაისვა, მდივანზე გაიშალა საწოლი და ტკბილად ჩაეძინა. ანდრიამ როცა ლილია ტახტზე დაინახა აიყვანა და საწოლზე დააწვინა, თვითონ კი მდივანზე დაწვა. მთელი ღამე ორივეს ერთი და იგივე ესიზმრებოდათ, რომ ვიღა ეუბნებოდა მას თავი შეაყვარე, მაგრამ ანდრიამ იცოდა ვინც იყო ეს, ლილიამ კი არა.



№1  offline წევრი davinna

Dzalian sainteresoa tumca armkopnis tavebi gazarde raa..ise swrapad chavikitxe rom anosuntqvac ver movaswari :D

 


№2  offline წევრი გლორია

davinna
Dzalian sainteresoa tumca armkopnis tavebi gazarde raa..ise swrapad chavikitxe rom anosuntqvac ver movaswari :D

მადლობა <3 შევეცდები შემდეგი დიდი გამომივიდეს <3 <3

 


№3 სტუმარი lanu

Dzn sainteresoa gaagrdzele uechveli tan kai ikneba tavebs tu gazrdi :) mokled momewona gaagrdzele veli axal tavs

 


№4  offline წევრი LoNdA DM

ძალიან საინტერესოა მაგრამ ქართველები არიან , მე მეგონა ცოტა უცხო სახელებს დაარქმევდი, მაგრამ ეს შენი გადასაწყვეტია ველოდები შემდეგ თავს

 


№5  offline წევრი გლორია

LoNdA DM
ძალიან საინტერესოა მაგრამ ქართველები არიან , მე მეგონა ცოტა უცხო სახელებს დაარქმევდი, მაგრამ ეს შენი გადასაწყვეტია ველოდები შემდეგ თავს

ქართველები გადავწყვიტე რადგან კოლხ მედეაზე და იასონზე ალბათ გსმენიათ და მითებში კოლხეთიც არის ნახსენები :* მადლობა შეფასებისთვი <3

 


№6  offline მოდერი Behandice

უიჰ გუშინ წავიკითხე ამის პროლოგი მემგონი და იმწუთას გამახსენდა კინო 'პერსი ჯექსონი და ოლიმპოს ღმერთები:ელვის ქურდი'(მემგონი ასე ქვია)რომლის მესამე ნაწილს ახლაც უცდი :დ ჰოდაა დამაინტერესა ძალიან და მეგონა მითოლოგიების მიხედვით გააგრძელებდი,ნუ ძალიან საინტერესოა ჩემთვის და დაველოდები ახალ თავს მარა უცხოური სახელები რომ გამოგეყენებინა ჯობებდა.

 


№7  offline წევრი გლორია

Behandice
უიჰ გუშინ წავიკითხე ამის პროლოგი მემგონი და იმწუთას გამახსენდა კინო 'პერსი ჯექსონი და ოლიმპოს ღმერთები:ელვის ქურდი'(მემგონი ასე ქვია)რომლის მესამე ნაწილს ახლაც უცდი :დ ჰოდაა დამაინტერესა ძალიან და მეგონა მითოლოგიების მიხედვით გააგრძელებდი,ნუ ძალიან საინტერესოა ჩემთვის და დაველოდები ახალ თავს მარა უცხოური სახელები რომ გამოგეყენებინა ჯობებდა.

მადლობა რომ აზრი დააფიქსირე <3

 


№8 სტუმარი ტატალია

მდივანს რატო ხმარობთ არ მესმის.
მდივანი არის-ოფისებში უფროსის მოადგილე გაგიგონია ალბათ
შენ რასაც მდივანს ეძახი ეგ დივანია.
მოთხრობას რაც შეეხება სულ სხვანაირი წარმომედგინა და სამწუხაროდ არ გაამართლე ჩემი იმედი.
წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent