შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა ნახევარ მილიონად! თავი (4)


25-09-2016, 13:13
ავტორი Sad Writer
ნანახია 5 181

ვგრძნობდი როგორ გათენდა, თუმცა თვალების გახელა არ მსურდა, არ მინდოდა შემეხედა კიდევ ერთი საშინელი დღისთვის, მაგრამ იძულებული ვიყავი, რეალობისთვის თვალი გამესწორებინა... დავკარგე იმის რწმენა რომ ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნებოდა, მაგრამ ეხლა არ ვიცი რა იქნება?!
საშინლად ვიყავი... ძლივსძლივობით ავდექი თვალი მომავლე ყველაფერს და სრული ქაოსი... გონებამ ყველაფრის აღდგენა დაიწყო , წინა ღამის ინციდენტი გამახსენდა და გულმა ფართხალი დაიწყო... ალექსანდრე სად იყო? პირველად ეს კითხვა მომაწვა, მიუხედავად ყველაფრისა მასზე ვნერვიულობდი, ჩემს ნაწილს ის აკლდა, მაღიზიანებდა ის ფაქტი რომ მე მის გარეშე არ შემეძლო, თითქოს ჩემთვის ჰაერივით იყო , საარსებო წყარო, მაგრამ მეორე ნაწილი კი საპირისპიროს ამტკიცებდა სააბოლოოდ კი ფიქრებ არეულმა დავტოვე სასტუმრო და საავადმყოფოში წავედი...

* * *
-მაკა მახარაძესთან თქვენ ხართ ხომ? დაბალი ცისფერთვალება ექთანი მოვიდა ჩემთან და თავაზიანი ფორმით იკითხა ყოველივე ეს
-დიახ მე ვარ რა ხდება ყველაფერი ხომ კარგადაა??
-უბრალოდ მას თქვენი ნახვა სურს?
მეც მას გავყევი, სპეციალური ფორმა ჩავიცვი და მონატრებული დედიკოს სანახავად პალატაში შევედი.. ჯობდა საერთოდ არ შევსულიყავი, ერთ დროს სიცოცხლით სავსე თვალები ჩამქვრალი იყო... მისი თვალის უპეები ჩაშავებული იყო საშინლად გამოიყურებოდა...
-ჰეი დედიკო, ჩემო სიცოცხლე როგორ დამეტანჯე დეე?
-ჩემი პეპელა მოსულა დეე?
-რაგომ დე , რატომ არ მითხარი ამ ყველაფერს მარტო შენ როგორ უმკლავდებოდი
-აღარ მინდოდა პატარავ შენი ნერვიულობა?
-კი მაგრამ რომ გეთქვა ორივე ერთად ვიბრძოლებდით!
-არაუშავს ჩემო გოგონა, ეს ყველაფერი როგორ შეძელი?
-გრძელი ამბავია დედიკონა რომ გამოჯამთელდები აუცილებლად მოგიყვები ყველაფერს...
-დავიღალე შვილო ბრძოლით , ყველაფერმა დამღალა მინდა დავისვენო, მინდა უბრალოდ გავჩერდე...
-ეგ არ მითხრა გთხოვ დეე , გეხვეწები დედა იბრძოლე ჩემთვის გთხოვ რა.. ეგ მეორედ აღარ გაიმეორო დედიკო გთხოვ... ნუ დამტოვებ რაა
-პატარავ შენ ისეთი ძლიერი ხარ გაუმკლავდები ამ ცხოვრებას...
-მაგრამ შენს გარეშე არა..
ცრემლებს გასაქანი მივეცი და ავტირტი, ის ყველანაირი მოთმინება სადღაც ჯანდაბაში დაიკარგა და მოვკვდი... მის სევდიან თვალებს ვერ ვუყურებდი...
-გოგონა პალატა დატოვეთ
დედაჩემის ექიმი შემოვიდა, რომელიც მას მკურნალობდა... როგორ წამოვედი არ მახსოვს განადგურებულმა დავტოვე პალატა.. არ მემეტებოდა ამ ყველაფრისთვის მაგრამ ის თუ არ იბრძოლებს მე ვიბრძოლებ მისთვის... გარეთ გამოსულს ალექსანდრე დამხვდა რომელიც აქეთ-იქეთ დადიოდა... გულმა წამიერად იგრძნო ყველაფერი... ის ყველა ნაწილი თავში ამომიტივტივდა , მისი თითოეული სიტყვა და უბრალოდიმის ნაცვლად რომ მისთვის მწარე სილა გამერტყა ავდექი და ჩავეხუტე...პატარა ბეღურასავით მოვიბუზე მის დიდ და გაშლილ მკლავებში , ვქვითინებდი.. ღრმად გამოვუშვი ღრმა გრძნობები , რომელიც შიგნიდან მჭამდნენ.. და ეს სისუსტე მას დავანახე, მასში ვიპოვე შვება, მასში ვხედავდი იმედს, მის შავ უძირო თვალებში ვხედავდი დახმარებას... ეს მე ვარ უმადური, ეს მე ვარ დაუნახავი... მე, რომ არ ვიყო ამ დედამიწაზე ჩემს გარშემო ვინც არის ყველა ბედნიერი იქნებოდა, მე რომ არ გავჩენილიყავი დედა და მამა ერთად იქნებოდნენ, მე ვარ უბედურების მომტანი... ალექსანდრეს ისე ვარ მიწეპებული რომ მთელმა მსოფლიომ რომ მოინდომოს ვერ მომაშორებს... მისი სითბო მაოცებს.. ნაზად მისვამს თითებს ზურგზე და ყურში მეჩურჩულება
-გაუძელი პატარავ, აი ნახე ყველაფერი კარგად იქნება...
-მას ბრძოლა არ უნდა სიცოცხლისთვის..
-მის მაგივრად შენ უნდა იბრძოლო პატარავ... შენ უნდა იყო იმედიანად...
-ძალა აღარ მაქვს...
-ცოტაც და ყველაფერი კარგად იქნება...
ფრთხილად მოვშორდი , და კიდევ უფრო დიდი ტკივილი ვიგრძენი მისი თვალების დანახვისას , უძილობისგან ჩაწითლებული თვალები ისე აღარ გადმოცემდნენ გრძნობებს, ის ჩამქვრალი იყო , კიდებ უფრო შემძულდა თავი რეალობის არასწორი შეფასებისთვის...
-გინდა სადმე წავიდეთ? ამ სტრესს გავშორდეთ...
აღარ იყო ის გულცივი, მკაცრი, მზრუნველი იყო, ტკბილი და უბრალოდ ის იყო ვინც სინამდვილეში არის..
-ნადვილად მჭირდება...
-მაშინ ძალიან მაგარი ზღვისპირა კაფე ვიცი, ძალიან მაგა თევზს აკეთებ, სახლეგანთქმულია მთელს თურქეთში, წავიდეთ?
-ნამდვილად კარგი შემოთავაზებაა....


* * *
დიდხანი არ გვივლია ძალიან მალე მივედით... მართლაც უმშვენიერესი ადგილი იყო... კულტურულად მოწყობილი, ის მაგიდა ავირჩიეთ რომელიც პირდაპირ ზღვას უყურებდა, მშვენიერი ხედი იყო და აკუსტიკაც მშვენიერი იყო... მყუდროებაა... ალექსანდრემ შეკვეთა მისცა , თურქული ენა მშვენიბრად ცოდნია, ვაკვირდებოდი მის თითოეულ მოქმედებას და მასში ვერანაირ სიყალბეს ვერ ვხედავდი მსუბუქი ღიმილით გააცილა მიმტანი ბიჭი და მე მომიბრუნდაა..
-აბა??? რაზე ფიქრობ?
მაკვივებდა მისი ეს ცვლილება ყველაფერი იმის შემდეგ რაც გუშინ მოხდაა... მაგრამ ვცდილობდი არ მეფიქრა... აშკარად ცდილობდა საუბრის წამოწყებას, მიუხედავად იმისა რაც ჩვენს გარშემო ხდებოდა...
-ღმერთის არსებობის გჯერა? რაც მომაფიქრდა პირველი ის ვკითხე..
-რთული თემაა
-არც ისე რთული ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის?
-იქნებ არ ვარ ქრისტიანი!
-ეშმაკი ხარ? გაოცება ვერ დავმალე..
მსიბუქად ჩაიღიმაა
-არა ეშმაკი ნამდვილად არ ვარ , მაგრამ იმ ყველაფრის შემდეგ რაც თავს გადამხდა ღმერთის არსებობის არ მჯერა...
-იმაზე მეტი დავიჯერო რა გადაგხდა რაც მე , მაგრამ ყოველდღე ღმერთისადმი რწფელი ნდობით ვიღვიძებ და მჯერა რომ ის დამეხმარება...
-როდესაც არაფერი იცი, შეეცადე თემა არ წამოჭრა..
-მაპატიე არ ვიცოდი ასეთი მტკივნეული თუ იქნებოდა ეს თემა შენთვის...
მის ემოციებს ვხედავდი, რომელიც სახეზე დათარეშობდა. აშკარად ვატკინე ... მის თვალებში ეს ნათლად ჩანდა
-უბრალოდ ჩემი დევიზი დღევანდელობით ცხოვრებაა და არც ვინმესგან ველი დახმარებას, რადგან ეს მაინც არ მოხდება..
-მასე მკაცრადაც ნუ განსჯი!
-როდესაც ცხოვრება გოლგოთას გაგატარებს და მრავალჯერ დაგცემს მიწაზე ისე რომ ხელის გამომშვერი არავინ გეყოლება მაშინ ირწმუნებ..
ამიტომაც არასოდეს თქვა არასდროს...უბრალოდ ვჭამოთ კარგი!
-კარგიი... მაგრამ თუ ოდესმე ეგ ყველაფერი მოხდება, თუ მასეთი რთული გზის გავლა მომიწევს უბრალოდ მომაზონი გავხდები.. სადმე მშვიდ ადგილას, უფრო მთაში წავალ.... პასუხი არ გაუცია , მიმტანის მოტანილ საჭმელს დაჰყურებდა....
საკმაოდ შეფიქრიანებული ვჭამდით... თან თურქულ ჩაისაც ზედ ვაყოლებდით ნამდვილად გემრიელი იყო...
-უგემრიელესი იყო... საპასუხოდ მხოლოდ გამიღიმა.. ფული გადაიხადა და ისევ მანქანაში დავბრუნდით , ეს რამდენიმე საათი ჩემთვის ბედნიერების მომტანი იყო, მაგრძნობინა თავი ცოცხლად, მაგრძნობინა რომ მე მარტო არ ვიყავი... ისევ საავადმყოფოში დავბრუნდი თვითონ კი რაღაც საქმეზე წავიდა ... ვიწრო დერეფანს გავუყევი და მოსაცდელში შევედი... ექიმები კვლავ ერთმანეთში ირეოდნენ, უამრავი ფურცელი ... ვხედავდი ადამიანების ტანჯულ სახეს, ზოგის ბედნიერსაც კი... იმედი მქონდა დედაჩემს კიდევ ერთხელ ვნახავდი, თუმცა ექიმმა წასვლა მირჩია ჩემი აქ ყოფნით არაფერი მოხდებოდა... 11 საათი იქნებოდა საავადმყოფოდან რომ გამოვედი, შუადღის შემდეგ სანდრო არ მენახა... ტაქსი გავაჩერე და ინგლისურად მისამართი ვუთხარი... თავი მინას მივადე და მოვდუნდი...


* * *
მალევე მივედით სასტუმროში, ფული გადავუხადე და ჩემი ნომრისაკენ ავიღე გეზი... სააბაზანოს მივაშურე, ყველაფრისგან გავთავისუფლდი.. ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ დავდექი და ნაგროვები ემოცია წყალს გავატანე .. ხვალ უკვე ოპერაცია იყო დაგეგმილი, გაზრებულად არ ვფიქრობდი ამ ყველაფერზე... მეშინოდა სასტიკად მეშინოდა, როგორ გადაიტანდა ამ ყველაფერს დედა...ემოციურად რთული დღე მელოდა წინ... ღმერთის იმედი მქონდა ... პირსახოცი ტანზე შემოვიხვიე და აბაზანა დავტოვე, საცვლები მოვირგე და ლოგინში შევწექი... პარალელურად სანდროზე ვფიქრობდი... შუადღის შემდეგ არ მენახა, უკვე მასზე დამოკიდებული ვხდებოდი, ყველა ემოცია მასთან მიდიოდა... ვგრძნობდი რომ გადავიწვებოდი... ძილი არ მეკარებოდა... უშედეგოდ ვიწრიალე ლოგინში... ფანჯრის მხარეს გადავტრიალდი და თვალები მთვარეს მივაპყარი... ტელეფონს დავწვდი., ძალიან დიდი დრო იყო გასული, სანდრო კი არ ჩანდა.. მეშინოდა, ამ ფიქრებიდან კარების ხმამ გამომიყვანა, სასწრაფოდ დავხუჭე თვალები... და ძილის იმიტაცია გავაკეთე... ცდილობდა ჩუმად ყოფილიყო და ფრთხილად დადიოდა ოთახში, შემდეგ კი აბაზანას მიაშურა... რამდენიმე წუთი იყო და უკან დაბრუნდა, ფრთხილად აშალა საბანი და შემომიწვა... მისი დაძარღვული მკლავი მუცელზე დამადო თავი კი კისერში ჩაყო... აი თურმე რა მაკლდა... ნარკოტიკივით მჭირდებოდა მისი თითოეული შეხება...ალექსამდრე მჭირდებოდა... ყველაზე უშფოთველი ღამე მქომდა რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონოდა...

* * *
დილით პირველს მე გამეღვიძა, სანდროს მკლავებიდან ფრთხილად გამოვძვერი... მან კი ძილი განაგრძო, როგორც ჩანს წინა დღე მისთვის დამღლელი იყო... სწრაფად გავემზადე და ლოგინს მივუახლობდი ტელეფონის ასაღებად თუმცა ყურადღება სანდროს ვენამ მიიქცია... უამრავი ნანემსარი ჰქონდა.. პირველი რაც გავიფიქრე ის იყო რომ ნარკომანია... ნანახმა შემძრა, კიდევ ერთხელ გავნადგურდი... კანკალით შევახე ხელი მის ნამემსარს, თვალებიდან ცრემლები მომდიოდა... მტკიოდა, რამ გადადგმევინა ეს ნაბიჯი რომ ნარკომანი გახდა... უარესს დღეში ჩავვარდი... უკან მოუხედავად გამოვარდი სასტუმროდან და მტირალი შევარდი საავადმყოფოში, დღეს ოპერაცია იყო დაგეგმილი... საშინელ მდგომარეობაში ვიყავი... აღარ მესმოდა უკვე ვინ უნა მეტირა დედა თუ სანდრო, აღარ ვიცოდი რა მენრვიულა, უბრალოდ არაფერი ვიცოდი... უკვე ოპერაციის გაკეთება დაიწყეს ადგილს ვერ ვპოულობდი.. ღმერთს ვევედრებოდი რომ სიკეთის თვალებით გადმოეხედა და დედაჩემი გადარჩენილიყო... ყველაფერი კარგად ყოფილიყო...


* * *

-დაიწყეს უკვე ოპერაცია.?
მოულოდნელობისგან ჰაერში შევხტი...
-არ მეგონა თუ შეგეშინდებოდა
-არაუშავს ...სანდროს თვალების დანახვამ სტიმული მომცა, რა ჯამდაბას მიკეთებს ასეთს?! ,, იდიოტო შეგიყვარდა, კარგი იქმება თუ მიხვდები'' ჩემი ალტერეგროც არ აყოვნებს პასუხის გაცემას... ასე უცებ ვერ შემიყვადებოდა!... უნებურად მისი ვენისკენ მექცევა თვალი თუმცა სახელოიანი ზედა აცვია და ვერაფერს ვერ ვხედავ...
-მოდი ჩემთან
მეც ინსიქტურად ვდგავ ნაბიჯებს და მას ვეხუტები, სასოწარკვეთილებაში ვარ. ჩავარდნილი და ხსნას მხოლოდ მასში ვხედავ... არ ვიცი რამ მიიყვანა ის იმ ზომამდე რომ ნარკომანი გამხდარიყო, თუმცა ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს... ან იქნებ არ მინდა რომ ქონდეს?!... ასე ერამეთზე მიხუტებულები ვიყავით, პერიოდულად გრძელ თითებს ჩემს თმაში ხლართავდა და მკოცნიდა... ჟანგბადივით მჭირდებოდა ის მე... მაბედნიერებდაა...

* * *
რამდენიმე საათში ოპერაცია დასრულდა, წარმატებულად, თუმცა ეხლა ყველაფერი დედაჩემზე იყო დამოკიდებული... ეს მანადგურებდა, იმედი მქონდა რომ ის იბრძოლებდა... ჩვენს იქ ყოფნას აზრი არ ქონდა ამიტომაც წამოვედით... უხმოდ მივუყვებოდით ქუჩებს მისი ფიქრები სადღაც შორს დაჰქროდა... ის სადღაც დაფრინავდა.. არც მე ვიყავი ნაკლებ დღეში.. სასტუმროში როდესაც შევედით ეგრევე აბაზანას მივაშურე... იმედს ვიტოვებდი რომ არაფერი ცუდი არ მოხდებოდა... ჯანდაბა ტანსაცმლის შეტანა დამვიწყნია.. პირსახოცი ტანზე შემოვიხვიე და გარეთ გავედი... ალექსანდრე სავარძელში იჯდა და ეწეოდა.. წელსზემოთ შიშველი იყო სიგარას კვამლი ჰაერში იფანტებოდა... მისი ტუჩებიდან გამოშვებული კვამლი ვალს ცეკვავდა.. ხმამ მისი ყურადღება მიიქცია და თვალები მომაპყრო, რომელშიც ვნება იკითხებოდა, არც მე ვიყავი უკეთეს მდგომარეობაში... მძაფრი ატმოსფერო შეიქმნა... ფრთხილად მომიახლოვდა თითის ფალანგებით ყელზე შემეხო... ბოლო ნაპასი ,,დაარტყა''და კვამლი სახის მიმართულებით გამოუშვა... მისი ტუჩემიც მალე ვიგრძენი.. მომთხოვნად მკოცნიდა, მეც ავყევი და საკუთარი თავმოყვარეობა ჯანდაბაში გავაგზავნე... შეხება და ჟრუანტელი ერთი იყო... პირსახოცზე მოჭერილი ხელები ფრთხილად გამაშლევინა , თეთრი მატერია კი ძირს დაეცა... სრულიად შიშველი ვიდექი მის წინ... ის კი ხარბად ათვალიერებდა ჩემს სხეულს შემდეგ კი უბრალოდ ლოგინის მიმართულებით, ხელში აყვანილმა წამიყვანა.. უსაზღვრო სიამოვნება იყო, ობოლი ცრემლი რომელიც ტკივილსგან იყო გამოწვეული... ალექსანდრეს სიფრთხილე და მამაკაცურობა... მე მისი გავხდი.. მე მას ვეკუთვნოდი...

* * *
ორი ერთმანეთში ახლართული სხეული.... უსაზღვრო ვნება...

ამ თავს ძალიან აღელვებული ვწერდი.. მინდა იგრძნოთ ის ემოცია რაც მე განვიცადე... და ყველას დიდი მადლობა ჩემი ისტორიის მოწონებისთვის ძალიან მიყვარხართ ყველანი...



№1  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

და ზუსტად სწორად გადმოეციი ის ემოციაა რაც გინდოდა ერთიანად ჩავიკითხე გულაჩქარებულმაა რა მოხდებოდაა ძალიან კარგი ხარ და მახარებ ამ ისტორიით ♡♡♡

 


№2  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ძაან კარგი ისტორიაა მომეწონა ველი შემდეგ თავს
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№3  offline წევრი LoNdA DM

ემოციურად დატვირთული იყო ძალიან მომწონს, შენი წერის მანერა მომწონს და ველოდები შემდეგ თავს

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

ემოციების გამოხატვისას რაღაცეები გერევა ხოლმე, აურევ და მერე ბოლოსკენ მაინც გამოდიხარ ლაბირინთიდან. წინა თავზე დაკომენტარება დამასწრეს:))). მოქმედებით სხვა რამეს გამოხატავენ შენი გმირები, ქცევით სხვას. მაგრამ, ამ თავში ყველაფერი ლოგიკურად ნორმალური იყო. თბილი ისტორიაა და არ გაციო რაა.

 


№5 სტუმარი მიკა

ახლა წავიკითხე ორივე თავი და ის კომენტარები ვნახე, რის დაწერასაც მე ვფიქრობდი.... ბო*ად არ გთვლიო, ყოველი სიტყვით და საქციელით უმტკიცებს და რა აუჩემა ამ გოგომ, ეტობა უნდა მართლა ცუდად მოექცეს და ღირსიც იქნება

 


№6  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

მმმმმმმმ კარგიააააა ((((((((((9 მომეცონააა მალე დადეე ახალი თავი მაინტერესებსს :*****8

 


№7  offline წევრი ლელუკა

blush blush
ძაალიან კარგი იკო ველოდები გაგრძელებას kissing_heart kissing_heart

 


№8 სტუმარი Guest La-Na

ეხლა მართლა ნარკომანი არ იყოს რა ეს ბიჭი რა.კარგია ძალიან კარგად გადმოცემ ემოციას

 


№9 სტუმარი etiko

vaime ro ar gaagrdzelo mogklav saocari tavi iyo dzalian momwons es wyvili male dade axali tavi

 


№10  offline წევრი Sad Writer

etiko
vaime ro ar gaagrdzelo mogklav saocari tavi iyo dzalian momwons es wyvili male dade axali tavi

არ მინდაჯერ ნამდვილად სიკვდილი ამიტომ აუცილებლად გავაგრზელებ

ნიტა♡♡
და ზუსტად სწორად გადმოეციი ის ემოციაა რაც გინდოდა ერთიანად ჩავიკითხე გულაჩქარებულმაა რა მოხდებოდაა ძალიან კარგი ხარ და მახარებ ამ ისტორიით ♡♡♡

დიდი მადლობა რომ შენც სწორად დაინახე ის რის თქმაც მსურდა მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent