შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰადესის ქალიშვილისა და ზევსის ვაჟის სიყვარულის ისტორია 2


26-09-2016, 20:08
ავტორი გლორია
ნანახია 2 237

დილით ლილიამ როგორც კი გაიღვიძა გუშნდელი დღე გაახსენდა და ესიამოვნა რომ გაბედა და დედამისისგან როგორც იქნა თავი დაიხსნა. ანდრეა გაახსენდა და ირგვლივ მიმოიხედა, მაგრამ ვერავინ შენიშნა, სწრაფად წამოდგა, ფეხზე ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა თმების სწორებით. სამზარეულოში დაინახა ანდრეა რომელიც წყალს სვამდა.
- და მაინც საიდან ან როგორ ჩამოვარდი? - მის ხმაზე ბიჭი შეხტა და ირონიულად გახედა.
- წვიმის დროს როდესაც მე სველი ვიყავი შენ რატომ იყავი მშრალი?
- არვიცი, ასე მომდის ხოლმე. როცა გაბრაზებული ვარ.
- ძალიან საინტერესოა. - და სამზარეულოდან გადიოდა როდესაც ლილიამ უთხრა
- პასუხი არ გაგიცია!
- პეგასმა ჩამომაგდო, პერსევსის ცხენმა. ცუდი ამინდი არ უყვარს, ჭექა ქუხილი აფორიაქებს, მისი ცოლ-შვილი ამ დროს მოკვდა. - უცებ მიაყოლა და სწრაფად გავიდა სამზარეულოდან, გასვლისას კი მსუბუქად გაჰკრა მხარი. ლილია ცოტახანს გაშეშებული იდგა, მისი ნათქვამის გადახარშვას ცდილობდა, ბოლოს კი სახეზე წამოაწითლა.
- შენ მე დებილი ხო არ გგონივარ? რა პეგასი?! რა პერსევსი?! დამაჯერებელი ტყუილი მაინც გეთქვა! - ანდრეამ საყვარლად გახედა და ირონიულად უპასუხა და თან ფილმი დაასტოპა.
- მე გითხარი და დასკვნა შენ გამოიტანე სიმართლეს გეუბნები თუ ტყუილს.
- შენთან ლაპარაკიც კი არ ღირს! კარგი მადლობა რომ შემიფარე, ნახვამდის. - თავი დაუკრა და გარეთ გადიოდა როდესაც ანდრეა ორ წუთში გაჩნდა მის გვერდით და უთხრა
- სანამ წახვიდოდე მინდა რაღაც გაგასინჯო, ზურგზე მიადო ხელები და მაგიდისკენ წაიყვანა სადაც რაღაცა მცენარე და სასმელი იდო.
- ეს უნდა გამასინჯო? - გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა.
- მიდი ჩამე - ხელში ჩაუდო ამბროსია ბლომად.
- ჯერ შენ ჭამე. - დაეჭვებულმა უთხრა და ინტერესით შეათვალიერა მცენარე. ანდრეას გაეცინა და გემრიელად ჩაიტენა პირში, შემდეგ კი ნექტარი დააყოლა.
- აჰა, ვჭამე. ახლა შენი ჯერია. - მომლოდინედ მიაშტერდა.
- რატომ გინდა რომ ეს შევჭამო? ან საერთოდ რა არის ან ეს მცენარე და ან ეგ სასმელი?
- რაღაც მინდა რომ გავარკვიო, რაარის და ამბროსია და ნექტარი.
- ამ ბერძნული მითებით რომ მეღადავები ნერვები მეშლება! - გაბრაზებულმა შეხედა და ამბროსია მოკბიჩა. თვიდან შეჭმუხნული სახით აქუცმაცებდა პირშ, მაგრამ ნელ-ნელა ძალიან მოეწონა და ანდრიამ რაც მისცა მთლიანად დაამთავრა, ნექტარიც მიაყოლა.
- რა გემრიელი ყოფილა. - გაიცინა - მასე რატომ მიყურებ?
- როგორ გიყურებ? - ჩაფიქრებული შეეკითხა.
- აი ეჭვიანაი და ჩაფიქრებული. თითქოს რაღცას ვმალავდე რავი რა. ისე ამ რაღცამ თითქოს ენერგიაზე მომიყვანა.
- ამბროსია და ნექტარი არის ღმერთების საკვები, რომელიც მათ უკვდავებას და სიახალგაზრდავეს ანიჭებს. ჩვეულებრივი მოკვდავი ანუ ადამიანი, მას ვერ შეჭამს და თუ მაინც მოიწამლება, შეიძება სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს მისთვის.
- სიცხე ხო არ გაქ? - დაბნეულმა შეხედა ანდრეას.
- მამაშენს რა ქვია? - კითხვა უპასუხოდ დაუტოვა და მომლოდინედ მიაშტერდა.
- მამა დიდი ხნის წინ გარდამეცვალა, მე არც ვიყავი მაგ დროს დაბადებული. დედა მასზე არ ლაპარაკობდა.
- მატყუებ!
- რატომ უნდა გატყუებდე?
- სახლიდან რატომ გამოიქეცი და სინამდვილეში სად მიდიოდი?! - ხმა საოცრად გამკაცრებოდა და მრისხანედ მაგრამ ინტერესით უყურებდა.
- იმიტომ რომ დედაჩემი ჩემი ცოცხლად დაწვას აპირებდა. და საერთოდ რა კითხვები გაქვს? მივდივარ, მშვიდობით! - ჩანთა მოიკიდა და გასასვლელისკენ წავიდა.
- ვერსადაც ვერ წახვალ! დეიდან ჩემთნ ერთად იქნები!
- უკაცრავად?
- მამაშენი რომელიღაც ღმერთია. მამაჩემი ზევსია.
- კაიფში ხარ?
- რომელიღაც ღმერთის შვილი ხარ მეთქი გეუბნები, ახლა კი უნდა წავიდეთ ნახევარსისხლა ბანაკში. ხოიცი სათავეში დიონისე უდგას ღვინისა და დროსტარების ღმერთი. სახლიდან გავიდნენ და ანდრეამ გასაღებით ჩაკეტა სახლი. ქუჩაში გავიდნენ. ანდრეა წინ მიდიოდა და ლილიაც უკან მიყვებოდა. სადღაც ჩიხშ გავიდნენ და მალე ტრიალ მინდორზე შევიდნენ. ანდრეამ ერთი ძლიერად დაუსტვინა და მალე გაიგეს ფრთების შრიალი, და მათ წინ შავი, მფრინავი ცხენი დადგა. თვიდან გოგო აითვალწუნა, არც შემდეგ არ მოსწონდა რადგან ჰადესის შვილი იყო, ჭხვინით აიკლო იქაურობა და უკანა ფეხებზე შედგა მაგრამ ანდრეამ თავზე ხელი ჩამოუსვა და უცებ დამშვიდდა.
- გაიცანი პეგასს, ეს ლილიაა ჩემი მეგობარი, ლილ ეს კი პეგასია. - ლილია პეგასისკენ გაიწია რომ ხელი ჩამოესვა, მაგრამ მფრინავი ცხენი უკან დაიწია და თავი სხვა მხარეს მიაბრუნა.
- რატომ არ მოვწონვარ!
- თავიდან არავინ მოსწონს, დაუმორჩილებელია. პეგას ახლა შენ კოლხეთის დაბლობისკენ წაგვიყვანე. ნახევარსისხლიანთა ბანაკში და ლილიას წეწსიერად მოექეცი! - ლილიას წელზე ხელი მოჰკიდა, უცებ ასწია და ცხენზე შესვა. ლილიას დაემართა თუ დაემართა, თან მოულოდნელად და თან სასიამოვნოდ მთელ სხეულში რაღაცეები უხტოდნენ. მალევე შეხტა ანდრეაც პეგასსზე და ლილიას მკლავები გადაატარა და ცხენის სადავეებს მოჰკიდა ხელი. ლილიას მხარზე ჩამოდო თავი და თმის სურნელი შეისუნთქა. გოგონა გაშეშებული და დაბნეული იჯდა. განძრევასაც ვერ ახერხებდა, მაგრამ აზროვნების უნარი შესწევდა, მაგრამ ანდრეამ კისერში სველი კოცნაც რომ დაუტოვა ამ დროს კი საერთოდ გამოეთიშა ამ სამყაროს. პეგასიც მალევე აფრინდა ჰაერში და დასავლეთისკენ გასწია.

********
ზევსი მრისხანებისგან აქეთ-იქით დააბიჯებდა და ხვდებოდა რომ თუ ეს გოგო ცოცხალი იქნებოდა და განსაკუთრებით მის ვაჟს თუ შეუყვარდებოდა ის მაშინ ჰადესი მას აუცილებლად დააკარგვინებდა წოდებას.
- არეეს! - მრისხანედ დაიგრგვინა.
- გისმენ მამა!
- შენს ძმას და ჰადესის შვილს თვალი ადევნე. ზედმეტი არაფერი იყოს მათ შორის! თუ საჭირო გახდება გოგო მოკალი კიდეც! ვერ დავუშვებ რომ ჰადესმა ადგილი წამართვას.
- მამა, თუ ლილიას მოვკლავთ მაშნ ჰადესი ძალიან გამწარდება და მრისხანებისგან ვინ იცის რა შეიძლება გააკეთოს. შეიძლება კრაგენი გააცოცხლოს და ანდრეაც მოკლას, ამიტომ კარგი იქნება თუ ცივი გონებით გადავწყვიტავთ თუ რა ვქნათ. - თქვა ახლად შემოსულმა ათენამ და ოქროსფერი კულულები ააფრიალა.
- მაგრამ სიყვარულში რა არის ცუდი, ეს ხომ ბრწყინვალე გრძნობაა. სუფთა და წრფელი, რომელშიც არანაირი სიძულვილი და სიბილწე არარის. და თან გოგოც მშვენიერია, შეიძლება მე ვერ შემედრება მაგრამ მართლაც რომ ლამაზია. - ჩამოაყალიბა თვისი აზრი აფროდიტემ.
- ათენა მართალია, მაგრამ არეს თუ რამე იცი რაც უნდა გააკეთ. ახლა კი დამტოვეთ. ამ საუბარს ჰერმესი უსმენდა და ფიქრობდა თუ როგორ მოეგვარებინა მშვიდობიანად ეს გაუგებრობა.

მადლობა ყველას ვინც შეფასებებს მაძლევთ და მიხარია რომ მოგწონთ. ველი შეფასებებს და იმედია იმედებს არ გაგიცრუებთ. შემაფასეთ როგორც დადებითად ისე უარყოფითად რადგან შემდეგში გავითვალისწინო და უკეთესად ვწერო.



№1 სტუმარი lanu

Magariaa dzn .momwons es istoria.veli axal tavs

 


№2 სტუმარი Guest უბრალო გოგო

აი მართლა მაგარია <3 შენც პერსი ჯექსონის ფანი ხარ ხო? გააგრძელე ახალ თავს ველოდები მოუთმენლად <3

 


№3  offline წევრი elene tetruashvili

saocrebaaa pirdapir ! dzaan magaria shensavit aravin wers ogond martla , ara ki arian rerti ori maraa ! xo da kidev super girl xar !

 


№4  offline წევრი გლორია

elene tetruashvili
saocrebaaa pirdapir ! dzaan magaria shensavit aravin wers ogond martla , ara ki arian rerti ori maraa ! xo da kidev super girl xar !

Thank you so much! <3

 


№5  offline წევრი loveblee

dzalian kargi da sainteresoa:* mainteresebs rogor ganvitardeba movlenebi <3 cota didivtavebi dade tu shegidzlia <3 dzalian ucxoa, vgijdebi berdznul mitologiaze da veli shemdeg tavs <3 magari gogo xar :*
--------------------
X.o.X.o Loveblee

 


№6  offline წევრი გლორია

loveblee
dzalian kargi da sainteresoa:* mainteresebs rogor ganvitardeba movlenebi <3 cota didivtavebi dade tu shegidzlia <3 dzalian ucxoa, vgijdebi berdznul mitologiaze da veli shemdeg tavs <3 magari gogo xar :*

Thank you my sweet!<3 <3

 


№7 სტუმარი ტატალია

სიმართლე რომ გითხრა სულ სხვანაირი წარმომედგინა.
ქართული სახელების გარეშე და თანამედროვე დროის.
დახვეწილი საუბრით და არა "კაიფში ხარ" "სიცხე ხომარ გაქვს" წინა თავის მერე აღარ ვაპირებდი წაკითხვას.
უემოციოდ წერ ძალიან, გრძნობების ნატამალიც კი არ ჩანს.
ცხენი, რომ დაინახა ლილიამ თან ფრინავი დავიჯერო არანაირი ემოცია გაუჩნდა საიდან ?როგორ ?არ ჩავარდებოდი შენ შოკში ?და ელემენტალურ იმას მაჯნც არ კითხავდი ანდრიას ვინ ჯანდაბა ხარო ?
მშრალად წერ, კარგი თემა გაქვს აღებული, მაგრამ ბევრი რამ აკლია.
წარმატებები

 


№8  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მალე დადე ..... და მგონი ზედმეტად სწრაფად ვითარდება მოვლენები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent