შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის შიშის სინდრომი (13)


26-09-2016, 20:08
ავტორი Genius))
ნანახია 3 141

დაბადებისდღე.
რომ დავფიქრდეთ ის ერთი ჩვეულებრივი დღეა , იმის განსხვავებით რომ ჩვენ ასაკი გვემატება... გვემატება ერთი უაზროდ ჩამთავრებული წელი და სიბერეს ერთი ნაბიჯით ვუახლოვდებით...
ზოგს უყვარს მისი დაბადებისდღე გართობის გამო , ზოგს საჩუქრების გამო , ზოგს კი უბრალოდ იმიტომ რომ იზრდება, მაგრამ არსებობენ ხალხის ის კატეგორია რომელსაც მისი დაბადებისდღე არ უყვართ , მათში კი შევდივარ მე...
თუ გვერდით ის ადამიანები არ გყავს რომლებიც გჭირდება და ამ დღეს მათგან სითბოს არ იღებ , მაშინ სიყვარული უაზროა!
მეტიც მე მძულს ჩემი დაბადებოსრე , მარტო იმიტომ რომ ამ დღიდან დაიწყო ჩემი უბედურება , ყოველთვის ვცდილობდი ეს დღე მარტოობაში გამეტარებინა მაგრამ არასდროს გამომდიოდა , არ მტოვებდნენ , არ მაძლევდნენ უფლებას მეტირა , ისე როგორც პირველად , ისე როგორც პირველი ამოსუნთქსვისას...
ვიცოდი რომ თემო რამეს გააკეთებდა დღეს მაგრამ ეს ყველაზე მეტად არ მინდოდა , ამის მეშინოდა და ვფიქრობდი იმაზე თუ სად გავქცეოდი ამ ყველაფერს , თან არ მინდოდა ვიბლიანს გაეგო ჩემი დაბადებისდღის შესახებ მარამ არ ვიცი რატომ...
*********************************************
რომ გავიღვიძე ისევ ოთახში ვიყავი , ისევ ისე სანამ დავიძინებდი , ვიბლიანი გვერდით მეჯდა და მის ყელთან ჩემი ცხვირი ილამებოდა , რომ გავიგვიძე უნებურად მისი სურნელი ხარბად შევიგრძენი და ჩემი სუნთქვა მის ყელს მოხვდა და პატარა ბავშვივით გაინაბა , თითქოს გაეღიმა მაგრამ მას მაინც ეძინა...
ღიმილით მივაშტერდი მის სახეს და რაღაც განსხვავებული გრძნობა დამეუფლა , სრულიად განსხვავებული და ეს მომეწონა , პირველად ვაღიარე ჩემს თავთან რომ ამ ბიჭს სხვანაირად ვუყურებდი , ის მართალი იყო მე მასთან განსხვავებული ვიყავი!...
თავი გავაქნია იმის ნიშნად რომ მასზე აღარ მეფიქრა და ნელა გავიმართე , მას გავხედე და იმაში დარწყმუნებული რომ არ გაიღვიძებდა ფეხზე წამოვდექი , ჩემი ოთახისკენ წავედი და სააბაზანოში ჩავიკეტე
-კატუშა გილოცავ დაბადებისდღეს - ვუთხარი ჩურჩულით საკუთარ თავს და დუში მოვუშვი
წყალი გადავივლე , მოვწსრიგდი და დაახლოებით ნახევაარ საათში კარადასთან ვიდექი და ტანსაცმელს ვარჩევდი
არჩევანი დახეულ ჯინსზე და გრძალმკლავიან მაისურზე შევაჩერე , ფეხზე კედები ამოვიცვი და თმის გაშრობა დავიწყე , ფენს ისეთი ხმა ჰქონდა რომ ვიბლიანი გააღვიძა , ჩემს ოთახში შემოვიდა და კარი მიკეტა...
გათიშული მიეყრდნო კედელს და თვალბზე ხელები ამოისვა , აი პატარებმა რომ იციან ხოლმე მუშტებს რომ "იტაკებენ" და გეგონება თვალს იგდებსო...
-დილამშვიდობის - მისი ხმა უფრო დაბოხებულიყო , რომ გავხედე მიღიმოდა
-დილამვიდობის - ფენი გამოვრთე და ოთახიდან გასვლა ვცადე , მაგრამ წინ გადამეღობა
გაკვირვებულმა ავხედე
-მოიცა ესე სად მიგეჩქარება? - ინტერესით მკითხა და თვალები მოჭუტა , თან თავი დახარა და გამისწორა
-უნდა გავიარო - ისე ჩავილაპარაკე ვითომც არაფერიო - გვიან დავბრუნდები სახლში
-და ესეთი რა საქმე გაქვს? - დაბნეულმა ჩაილაპარაკა და ინტერესით მომაშტერდა
-შეყვარებული უნდა ვნახო - ღიმილით ვუთხარი და კარი გამოვაღე
-არა! - კარს მთელი ძალით მიეყრდნო და გაბრაზებული გამომწტყველებით მომაშტერდა
-ამდენ ხანს არ დამელოდა ეგ ბიჭი , გამიშვი! - ხელზე დავარტვი და ვეცადე კარს მომეშორებინა , მაგრამ არ გამომივიდა
-თუ ის ბიჭი დილის რვა საათზე გხვდება ანუ დებილია - თავი გააქნია და ჩაიცინა - შენ კიდე დებილებს არ იმსახურებ , ასე რომ... - გამიღიმა
-დათი გამიშვი უნდა წავიდე! - ხმას ავუწიე და მკერდზე მივადე ხელები რომ გამეწია , მთელი ძალით ვაწვებოდი მაგრამ ისე იდგა თითქოს სახლზე იყო მიშენებული
-არ გიშვებ - სიცილი დაიწყო , ხელი კარებს გაუშვა და მე გადამხვია - სახლში იქნები დღეს! - მკაცრად ჩაილაპარაკა და საწოლზე ჩამოჯდა ჩემთან ერთად
-და რამე განსაკუთრებული ხდება დღეს? - ხმას ავუწიე და თავი დავხარე , მეშინოდა რომ უკვე იცოდა დაბადებისდღის შესახებ
-არანაირად - მხრები აჩეჩა - უბრალოდ სახლში რომ ხარ ვერთობი - ღიმილით გამომხედა
-მე შენი ჯამბაზი არ ვარ - უხეშად ვუთხარი და მისი ხელი მოვიშორე
-რა იყო დღეს ცუდ ხასიათზე გაიღვიძე? - ნაწყენმა ჩაილაპარაკა ვიბლიანმა
-მარტო მინდა ყოფნა და ამის უფლებასაც არ მაძლევ? - ხმას ავუწიე და ხელები გადავაჯვარედინე
-აბა შეყვარებულიო? - ნიშნისმოგებით გამომხედა და გაეღიმა
-მე და ჩემს შეყვარებულს მარტო გვინდა ყოფნა - წარბებშეკრულმა გავუღიმე
-მერე სად გამირბიხარ ? - ისე ჩაილაპარაკა ვითომც არაფერიო , მე კი მისმა სიტყვებმა საოცრად დამაბნია
-ჰა? - გაკვირვებულმა გავხედე და მისი ღიმილი რომ დავინახე სახის გამომეტყველება შემეცვალა
-რა ჰა? გიხაროდეს მაინც ამ წამს შემოგთავაზე შენი შეყვარებული ვიქნები და მარტო ვიყოთთქო - წარბები აათამაშა ვიბლიანმა და სიცილი დაიწყო
-ბოდიში მაგრამ შენნაირი ბიჭები არ მიზიდავს , ასე რომ ოცნებებში დაგტოვებ - ხელი სახესთან ავუფრიალე და ფეხზე წამოვდექი
-აღიარე რომ ჩემზე გიჟდები - ისიც წამოდგა და უკან ამეტუზა , თავი მხარზე ჩამომადო და ტუჩები ლოყასთან გააჩერა
-ვერ გიტან - ჩუმად ჩავილაპარაკე და თავი ოდნავ მისკენ მივაბრუნე
-ხუჭუჭ! - გაეღიმა ვიბლიანს - გილოცავ! - ლოყაზე ნაზად მაკოცა და ტუჩები ჩემს ყელში ჩამალა
-რას? - თავი დავხარე , მაინც ვიკითხე რადგან პასუხად სხვა რამის მოსმენა არ მინდოდა
-უკვე დიდი გოგო ხარ - ვიგრძენი როგორ გაეღიმა და თვალებზე ცრემლები მომადგა
მეც გამეღიმა , ნელა ჩამოვეცალე მას და ოთახიდან გავედი , ის კი ისევ იქ იდგა , მოყინულივით და მიღიმოდა
მისაღებში სინათლე არ იყო , სამზარეულოსკენ წავედი რომ ყავა დამელია და იქ შუქი ავანთე
შუქმა მისაღები გაანათა და ფინჯანი კინაღამ ხელიდან გამივარდა როდესაც ჩემ წინ მდგარი ბავშვები დავინახე , იქვე საჩუქრების ყუთები და უზარმაზარი დათუნია...
ისევ ავტირდი , თითქოს ეს უკვე წესი იყო , ყოველთვის ასე მემართებოდა როდესაც მოსალოცად მოდიოდნენ , არ მჯეროდა რომ არსებობდნენ ადამიანები რომლებსაც ვუყვარდი და შემდეგ მათ გამოჩენისას პანიკა მემართებოდა ...
ხან მათ გავხედავდი , ხან კი ვიბლიანს რომელიც ოთახთან კარს მიყრდნობოდა და ღიმილით უყურებდა ჩემს ცრემლებს...
-ვიცი შენ არაფერს აპირებდი მაგრამ - ღიმილით დაიწყო ლაპარაკი თემომ - მე საკუთარ თავზე არაფერი მითქვამს , მე გართობა მინდა - მხრები აჩეჩა და ჩემკენ წამოვიდა
-თემო - ნაღვლიანადჩავილაპარაკე და თავი დავხარე
-გილოცავ ჩემო სიცოცხლე - თავი ამაწევინა , ცრემლები მომწმინდა და შუბლზე მაკოცა - უკვე ცხრამეტი წლის ხარ და მიეცი შენს თავს უფლება გაიზარდოს! - გამიღიმა და ანას ტორტი გამოართვა - სურვილი ჩაიფიქრე და აუცილებლად აგისრულდება - ტორტი სახესთან მოიტანა და თვალებით მანიშნა რომ თუ არ ჩავაქრობდი საქმე ცუდად მექნებოდა
გამეცინა და სურვილის მოფიქრება დავიწყე , ზუსტად იმ წამს თვალებში ვიბლიანი მომხდა , სერიოზული სახით მიყურებდა , თვალებს არ მაშორებდა და ზოგჯერ ღიმილი გადაურბენდა
თვალები დავხუჭე და სანთლები ჩავაქრე , ცოტახანი გაუნძრევლად ვიდექი და კინაღამ გული გამისკდა როდესაც ყველამ ერთხმად დაიწყეს ყვირილი
-გილოცავთ! - აბა წარმოიდგინეთ ეს სიტყვა ხუთ ხმაში როგორ იჟღერებდა თვალები გავახილე და სიცილი დავიწყე , უბრალოდ ისეთი სიტუაცია იყო რომ უნდა გამეცინა
-მადლობა ბავშვებო , ვგიჟდები თქვენზე - დაბნეულმა და დარცხვენილმა ჩავილაპარაკე და თავი ღიმილით დავხარე
-ვიღაცას არ მოულოცავს - ჩაიცინა ანამ და ვიბლიანს გახედა
მას ანას მზერა გაუკვირდა და ღიმილით გამომხედა მე
-მომილოცა - ვიბლიანის მაგივრად მე ვუპასუხე და გავუღიმე , რაც მას ესიამოვნა
ღიმილით დატოვა მისაღები და მისი ოთახისკენ წავიდა , ამ დროს გიორგი მოვიდა ჩემთან და მისი გაბრაზებული სახ რომ დავინახე სილა გავარტყი , მაგრამ ისეც არა რომ სახე წაცლოდა , არც ტკენია უბრალოდ მიხვდა რის გამო იყო ეს...
-დღეს არაფერს არ გეტყვი შენი დაბადებსდღეა და - თავი გააქნია და გამიღიმა
-არც არასდროს არაფერს არ იტყვი! - საჩვენებელი თითი თვალებთან ავუფრიალე - ის არ არის ცუდი ადამიანი , რამდენი ხანია ერთად ვცხოვრობთ და როგორმე გავიცნობდი ხო? - ნაღვლიანად გავუღიმე
-არ არის ცუდი ადამიანი? ეს მამამისმა... - სიტყვა აღარ დავამთავრებინე გიორგის , პირზე ხელი ავაფარე და თვალები დავუბრიალე
-მოკეტე! - ჩუმად ვუთხარი
-არ იცის არაფერი? - დაბნეულმა იკითხა თემომ და დანა გამომიწოდა რომ ტორტი გამეჭრა
-არა , გუშინ უნდა მეთქვა მაგრამ ვერ მოვახერხე - თავი გავაქნიე
-კაი დაივიწყე ეგ , მიდი ტორტი გაჭერი - მითხრა მხიარულად თემომ და ტორტისკენ მიმაბრუნა - ისე გემრიელად გამოიყურება და ამდენი ხანი ვეღარ ვითმენ - ხელზე ხელი მომკიდა და დანა ტორტისკენ წაიღო
უფრო თემომ დაჭრა ტორტი ვიდრე მე , მაგრამ ამ პროცესში ბევრი ვიცინე , მართალია სახე მთლაიანად თეთრი იყო მაგრამ ეს რატომღაც მაბედნიერებდა , პირველად ვიყავი ესე , ადრე არ მქონია არაფრის თავი , სულ მუდოსავით ვიდექი როდესაც ტორტს ვჭრიდი , დღეს კი მეც მაკვირვებდა ის ფაქტი რომ ვიღიმოდი , არა მეტიც ვიცინოდი ჩემს მეგობრებთან ერთად
-მარინას უნდოდა მოსვლა მაგრამ ბავშვები ვერ დატოვა - როდესაც ყველაფერი მორჩა ახალი თემა შემოაგდო ანამ და ნაღვლიანად გამიღიმა
-არაუშავს , მე მოვალ და ვნახავ ამ დღეებში და იქ დავრჩები , შენთან - წარბები ავათამაშე
-თემომ რომ მასთან გადასვლა შესთავაზა არ იცი შენ? - მითხრა თამუნამ სიცილით , თემოს მხარი გაკრა მე კი კინაღამ ტორტი გადამცდა
ხველება ამიტყდა , ხან ერთ ვუყურებდი ხან მეორეს და მზერით ვეუბნებოდი რომ ძალიან მწაყენინეს
-მე რომ აღარაფერს მეუბნებიან იცი შენ? - ირონიულად ჩავილაპარაკე და თამუნას გავხედე , რაზეც მას გაეცინა
-არ გვინახიხარ და როდის უნე გვეთქვა? - გამომხედა თემომ და გამიღიმა
-ტელეფონი არსებობს! ბოლოსდაბოლოს ჩემს საუკეთესო დაქალს ეპრანები და მე არ უნდა ვიცოდე? - ხმას ავუწიე
-მე შენი ძმაკაცი ვარ - ისე ჩაილაპარაკა თითქოს არაფერი მომხდარიყო
-და ეგ რას ცვლის? - დაბნეულმა ვკითხე და ფეხზე წამოვდექი - ან შენ რომ მიყურებ ბუს თვალებით - ანას გავხედე - არ უნდა გეთქვა? ბოდიშით უკვე ერთად ცხოვრება მოუნდათ გვრიტებს და მე რა საჭირო ვარ - ხელი ჩავიქნიე და გაბრაზებულმა ისევ ჩემი ადგილი დავიკავე
-ხომ იცი როგორ გვიყვარხარ? - თამუნა გასწია თემომ და გვერდით მომიჯდა - ჯერ ხომ უნდა გაკვერკვია რა ხდებოდა ჩვენს შორის და ესე უაზროდ იმედებს ხომ ვერ მოგცემდით - გამიღიმა
-ქორწილი რომ იქნება როდის მეტყვი? - ნაწყენმა ჩავილაპარაკე
-შუა ქორწილში - შუბლზე მაკოცა თემომ და სიცილი დაიწყო
მე კი გაბრაზებულმა გავხედე და თავი გავაქნიე
-კატო - ჩემკენ წამოვიდა ანა
-შენ ხმას ნუ იღებ! - ხმას ავუწიე და თვალები ავარიდე
-ჩემო სიცოხლე მაპატიე რა - ლოყაზე მაკოცა და გამიღიმა
-კაი - მოკლედ მოვუჭერი და ფეხზე წამოვდექი , საათს დავხედე და მხოლოდ ახლა გამახსენდა რისთვის მივდიოდი სახლიდან - ბავშვებო - მათ გავხედე და ორი წამით გავჩერდი - რაღაც საქმე მაქვს და აქ დამელოდებით? თქვენ გაერთეთ და მეც რემოდენიმე საათში დავბრუნდები - გავუღიმე და მათ პასუხს დაველოდე
თუმცა უკვე კართან ვიდექი და ერთ თავის დაქნევაზე გარეთ აღმოვჩნდებოდი
მათ გამიღიმეს და ეს თანხმობად ჩავთვალე , რაც ძალიან გამიხარდა
-დამელოდე მეც მოვდივარ - გავიგე ვიბლიანის ხმა და წამებში ჩემ გვერდით გაჩნდა , კარი მიხურა და სტუმრბს ღიმილით დაემშვიდობა
-რა გინდა? - კიბეები სირბილით ჩავიარე და ისიც მომყვებოდა
-სად მიდიხარ? - დაბნეულმა მკითხა
-რა აუცილებელია გითხრა? - ვცდილობდი რომ მომეშორებინა მაგრამ უკან მომყვებოდა
-უბრალოდ მაინტერესებს - მხრები აჩეჩა და გაიღიმა
-მაშინ შენი საქმე არაა - გაჩერებასთან მივედი და როდესაც ავტობუსის მოსვლის დრო დავინახე ვიბლიანისკენ ჩემი ნებით მივტრიალდი
-ის გოგო ვინაა? - უეცრად თემა შეცვალა მან
-რომელი? - დაბნეულმა ვკითხე
-აი ბოდიშებს რომ გიხდიდა - ხელი სახლისკენ გაიშვირა და მის ქმედებაზე ორივეს გაგვეცინა
-ჩემი ბავშვობის დაქალია - ღიმილით ვუპასუხე
-აჰა გამაცნობ? - უეცრად მკითხა და გვერდით მომიდგა , ძალიან ახლოს
-შეყვარებული ყავს - გაღიზიანებულმა ვუთხარი , მაგრამ ეს გაღიზიანება რამ გამოიწვია ვერ გეტყვით
-მერე რა? - ისე ჩაილაპარაკა ვითომც არაფერიო
-შენ დებილი ხარ? - ირნოულად ჩავილაპარაკე და თვალები მოვჭუტე
-შენ არ თქვი თუ გოგოს კერავ მისმა დაქალმა უნდა იცოდესო - სრული სერიოზულობით მითხრა და თვალებში მომაშტერდა
-სიცხე ხო არ გაქვს? - ხელი შუბლზე მოვკიდე - მაინც გაესინჯერ ექიმს - თავი გავაქნიე
-და ექიმს რატომ უნდა გავესინჯო? - ირონიულად ჩაილაპარაკა ვიბლიანმა
-შეგიყვარდი? - უაზროდ დავუსვი ეს კითხვა და მეც შემრცხვა
-ვიხუმრე - თავი გააქნია და სიცილი დაიწყო
-მე კიდე შენზე ნერვიულობა დავიწყე , არ მინდა გული გაგიტეხო - ვუთხარი ღიმილით და ავტობუსისკენ გავიწიე
-გამიტეხო არა? - ირონიულად ჩაილაპარაკა ვიბლიანმა
-დიახ - ღიმილით ვუთხარი
-შენ ჩემზე კი არა საკუთარ თავზე იფიქრე და გრძნობებს მიაქცია ყურადღება - ღიმილით მითხრა ვიბლიანმა და მიტრიალდა
-მე ჩემი გრძნობების შესახებ ყველაფერი ვიცი - ჩუმად ჩავილაპარაკე და ავტობუსსში "ავხტი"
***********************************************
სად მივდიოდი? იქ სადაც გუშინ უნდა დავრჩენილიყავი და ჩემი ფიქრები უნდა გამერკვია,,,
ავტობუსმა 55სკოლასთან მომიყვანა და მეც იქ ჩამოვჯექი , იქვე მდგარ მანქანას მივეყრდენი და პატარა ბავშვების თვალიერება დავიწყე
მგონი ყველამ ჩამიარა წინ მაგრამ იმ ერთმა არა ვისაც ამდენი ხანი ველოდი
ალბათ სკოლაში არ არის - გავიფიქრე ჩემთვის და მოვტრიალდი სახლში წასასვლელად
მაგრამ იმ წამს დავინახე გოგონა რომელის dunkinიდან გამოდიოდა და დონატს გემრიელად მიირთმევდა
მისკენ წავედი და ღიმილით მივესამლე , როდესაც მნახა მიცნო , მასაც გაეღიმა და გამოტენილი პირით ალაპარაკდა
-ე თქვენ - მხიარულად ჩაილაპარაკა გოგონამ
-გამარჯობა - მის წინ დავიხარე - როგორ ხარ? - თბილად ვკითხე
-კარგად თქვენ როგორ ხართ? იცით ფეხიდან სისხლი მომდიოდა მაგრამ ახლა კარგად ვარ - მხიარულად ჩაილაპარაკა და კაბა მუხლთან აიწია რომ მენახა
-ახლა აღარ გტკივა ? - მუხლთან ხელი ჩამოვუსვი , მიკვირდა რატომ ვიქცეოდი დედასავით
-არა სკოლის ექიმმა დამიმუშავა და უკვე კარგად ვარ - თავი დამიქნია
-უფროსებს არ უთხარი? - ჩემდაუნებურად დავსვი ეს კითხა და შიშმა მომიცვა
-არა ინერვიულებდნენ - თავი დახარა და საყვარლად გაიღიმა
-არ გავიცნოთ ჩვენ ერთმანეთი? - მხიარულად ვკითხე და ლოყაზე წავეთამაშე
-ლიზიკო - თვალები გაუბრწყინდა და მისი პატარა ხელი გამომიწოდა
-კატო - ხელი ჩამოვართვი და გავუღიმე
და მაინც როგორ მგავდა ეს ბავშვი მე! ეს საოცრება იყო , იმ წამს მართლა დავიჯერე რომ პატარა და მყავდა რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი , მივხვდი რომ ყველაფერი უნდა გამეგო მასზე რადგან ჩემი თავი გამეცნო , რადგან ის არ დამეკარგა და ჩემს ცხოვრებაშიც გამოჩენილიყო ვინმე ისეთი ვის გამოც სიცოცხლეც კი არ დამენანებოდა , ვის გამოც ბედნიერი ვიქნებოდი
-ლიზი - უეცრად გავიგე უცნობი ხმა და მისკენ ავიხედე
ჩვენს წინ მაღალი ბიჭი იდგა , დაახლოებით ჩემი სიმაღლის , მწვანე თვალებით და დიდი ტუჩებით , ზურგჩანთა ეკიდა და დაბნეული მიყურებდა
წამოვდექი და ღიმილით გავხედე მას
-ეს ჩემი ძმაა - მხიარულად მითხრა ლიზიკომ და კიდევ უფრო დამაბნია , მეგონა ყველაფრის უნარი დავკარგე...
-თქვენ ვინ ხართ? - დაბნეულმა მკითხა ბიჭმა და მის დაიკოს ხელი ჩაკიდა
-ეს კატოა , ჩემი ახალი მეგობარი -ჩემ მაგივრად გასცა პასუხი ლიზიკომ და გამიღიმა - უი მას სანდრო ქვია - და ბიჭისკენ მანიშნა
-რამდენი წლის ხარ სანდრო? - ღიმილით ვკითხე და ვეცადე დაბნეულობა მომეშორებინა
-თექვსმეტი - დაუქფირებლად გამცა პასუხი და როდესაც ჩემს ღიმილს გადააწყდა მანაც გაიღიმა
-დიდი ბიჭი ხარ - ბედნიერმა ჩავილაპარაკე და თავი დავხარე
-შენ? - მორიდების გარეშე მკითხა სანდრომ
-მე ცხრამეტის გავხდი დღეს - ღიმილით ვუთხარი
-ვაუ - იყვირა ლიზიკომ - ანუ დღეს დაბადების დღე გაქვს? - ტაში შემოკრა - გილოცავ!
-მეც გილოცავ! - მილოცვაში შეუერთდა ძმა
-იცით ერთი იდეა მაქვს? ჩემთან ერთად ნაყინს არ შეჭამთ? თან უკეთესად გაგიცნობთ - ჯერ ლიზიკოს გავხედე შემდეგ კი სანდროს
გამეღიმა როდესაც ლიზიკოს თვალები დავინახე , ისე ჩანდა რომ მთელი გულით თხოვდა მის ძმას გაყოლას , სანდროსაც გაეღიმა და თავი დააქნია , რამაც უდიდესი ბედნიერება მომანიჭა...
ლიზიკომ ხელი ჩამკიდა და მისი დიდი მწვანე თვალებით ამომხედა , სანდროს გაეღიმა და საერთოდ არ უცდია მისი და ჩამოეშორებინა
ისინი MCში წავიყვანე , ბევრი რაღაცეები ვიყიდეთ და ერთ მაგიდასთან მოვკალათდით
-აბა მომიყევით თქვენზე - ვუთხარი მათ ღიმილით და ნაყინის ჭამა დავიწყე
-რა მოგიყვეთ? - სიცილით იკითხა სანდრომ და კარტოფილს ხელი დაავლო
აი ლიზიკოს კი ჩვენთვის საერთოდ არ ეცალა , კოკაკოლას სვავდა და თან ნაყინს აყოლებდა , რაც მაცინებდა
-მშობლები არ გაგიბრაზდებიან რომ დააგვიანებთ? - მომინდა მათგან ის გამეგო რაც მაინტერესებდა
-დაიწყება ცოტახანში - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა სანდრომ
-ვერ მივხვდი - დაბნეულმა ვუპასუხე
-მამაჩემი სულ ნერვიულობს თუნდაც ორი წამით მაინც დააგვიანოს ლიზიკომ - თავი გააქნია სანდრომ - ზოგჯერ მგონია რომ საერთოდ არ მენდობა , არადა უკვე დიდი ვარ
-არც ისე დიდი - მისი სიტყვები შევუსწორე და გავუღიმე
-მაგრამ შემიძლია ჩემს დას მივხედო , იმის უფლებასაც არ მაძლევს რომ ბავშვი სკოლაში დავტოვო სანამ გაკვეთილები დამიმთავრდება , როდესაც არ ცალია მე მიწევს მისი წაყვანა და გაკვეთილების გაცდენა , არადა ახლა იწყება ყველაზე რთული პერიოდი ჩემთვის , მინდა უმაღლესში ჩავაბარო
-სად გინდა ჩააბარო? - ღიმილით ვკითხე
-სამედიცინოზე რაღაც მიზეზების გამო - თავი დახარა
-მეც სამედიცინოზე ვსწავლობ და თუ მოგინდა შემიძლია რაღაცეებში დაგეხმარო - გავუღიმე
-მართლა? - მას სახე გაუნათდა
-კი მართლა - თავი დავუქნიე
-ძალიან დიდი მადლობა - მხიარულად ჩაილაპარაკა და მისი ხმა მეც მახარებდა
-უი რა გვარის ხართ? - ვკითხე და მთელი ორგანიზმი შიშმა მოიცვა , არ ვიცოდი რომელი პასუხის გაგება უფრო გამიხარდებოდა
-ონიანი - დაუფიქრებლად მიპასუხა სანდრომ და კოკაკოლა მოსვა
*******************************
გამიხარდა თუ შემეშინდა?
ნუთუ ღმერთმა საჩუქარი გამიკეთა დაბადებისდღეზე?...

**********************************
ველოდები თქვენს შეფასებებს...



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაუ კააია გააგრძელე
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline წევრი isterichka123

კაია ძალიან მომწონს გაგრძელე

 


№3  offline წევრი ლელუკა

აუ მალე დადე რა 14 თავი დგეს სამსახურუში ვიკავი და სულ ერთაიანად წავიკითხე ძაან მომეწონა იმედია კველაფერი კარგად დასრულდება kissing_heart

 


№4 სტუმარი Guest sofi

gushin pirvelad wavikitxe es istoria da guli gamkebit micemda sagoll magaria mal male dade raa sul moutqmenlad velodbei shendeg tavs

 


№5 სტუმარი teo

dzalian momwons magram dzaan mokledbia ver myofnis orori tavi mainc dadet an sul dadet davitanje damawyda nervebi

 


№6 სტუმარი mariami

mee vicii rogorc mtavrdebaaa ^_^

 


№7 სტუმარი teo

rodis dadebtt shemdeg tavs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent