ჩემი სამოთხე
ჩემი ცხოვრება ერთი დიდი უაზრობაა,რუტინული დღეებითა და ყოველთვის ცუდი დასასრულებით სავსე ,თუმცა არც არადროა იწყებოდა კარგით და არც არასდროს იტო ბედნიერებით სავსე ალბათ ახლა წარმოიდგინეთ როგორი დეპრესიული,ჩაკეტილი და უსიცოცხლო გოგონა ვიქნები,თუმცა არა.მე ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა და ვცდილობ ადამიანებს არასოდეს დავამახო ჩემი ტკივილი,ამით ისინი ხომ სიმოვნებას იღებენ, ცდილობენ გადაგთელონ შენი ტკივილის დახმარებით და საბოლოოდ მარცხდები და მარტო რჩები შენს ტკივილთან და მარტოობასთან ერთად.ადამიანები კი განაგრძობენ სიცილს და შენსკენ თითის შვერას თითქოს დანაშაული ჩაიდინე,რადგან მათ გაუზიარე ის რაც გახრჩობს და ყელში ბურთივით გეჩხირება ,თუმცა არა ისინი ამას ვერ ან არ ხვდებიან და ამას აგრძელებენ მანამ სანამ ვინმეს სხვას არ მოძებნიაბ,რომელიც შენსავით სულელურად მოიქცევა და სულში ჩაახედებს,დაანახებს იმას რაც მისი სულის ნაწილია,აი ამის შემდეგ კი ის ხდება ისეთი ადამიანების მსხვერპლი,რომლებსაც საკუთარი ცხოვრება არ გააჩნიათ,რადგან მათ ცხოვრებაში ისეთი უფერული დღეებია რომ ეს ყველაფერი მათ აბოროტებთ და ცდილობენ ეს გესლი და ბოროტება სხვაზე გადმოათხიონ და სხვებიც თავიანთ კლანჭებში მოაქციონ.სწორედ,ამიტომ ვინახავ 20წლის განმავლობაში ნაგროვებ ტკივილს და ვცდილობ გადავისროლო სულის ყველაზე ღრმა კუთხეში.ეს ყველაფერი თითქოს გამომდის კიდეც.სწორედ,ამის დახმარებით არ ვკარგავ მხნეობას და ვაგრძელებ ცხოვრებას. ადამიანების დაკარგვაც ჰობად მექცა.ყოველთვის კი ვერ ნახავთ ჩემნაირ ,,იღბლიან’’ ადამიანს.მშობლები 5წლის წინ დავკარგე,თუმცა ესეც არ ყოფილა დიდი დანაკლისი ჩემთვის,რადგან ისინი არც არასოდეს ყოფილან ჩემი მშობლები.მაკლებდნენ იმ მზრუნველობას,რომელიც იმ დროს მაკლდა.ყოველთვის მინდოდა სკოლაში დედას მივეყვანე,სახლში მოსულს თბილად და მზრუნველად დამხვედროდა და ჩემთვის საუზმე დაეხვედრებინა თუმცა, ყველაფერი პირიქით იყო სახლში მისულს მხვდებოდა ნაცემი დედა და ალკოჰოლში ,,მოცურავე’’მამას,რომელიც დედის ცემისაგან დაღლილი მდივანზე მიგდებულიყო.ცემის მიუხედავად,რონელიც დედას უმიზეზოდ ჰქონდა ხოლმე გამოწერილი ყოცელდღე და არც მე ვრჩებოდი ამის გარეშე,დედა მაინც მამასთან რჩებოდა.მიუხედავად ყველაფრისა დედა მთელ თავის სითბოს ,რომელიც წესით ჩემზე უნდა დაეხარჯა მამას აძლევდა.ეს მაშინაც მიკვირდა,როცა 6წლის ვიყავი,შემდეგ კი ვხვდებოდი მიზეზს დედას ის ძალიან უყვარდა ისე უყვარდა,რომ მას გაღმერთებულიც კი ჰყავდა.თუმცა გასაკვირია როგორ უნდა გააღმერთო ან საერთოდ როგორ უნდა გიყვარდეს ისეთი ადამიანი,როგორიც მამაჩემი იყო,თუმცა ესეც მალე გავიგე.მამა ყოველთვის არ ყოფილა ასეთი.თურმა საკმაოდ თბილი ოჯახიც კი გვქონდა ჩემდა გასაკვირად მაგრამ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ეს ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს.შემდეგ კი,როგორც ხდება ხოლმე მამამ სამსახური დაკარგა,როცა 5 წლის გავხდი და აქედან დაიწყო ჩვენი ჯოჯოხეთიც.დედამ მისი ასეთ მდგომარეობაში დატოვება ვერ გაბედა და თან არც სურდა.ამიტომ ატარებდა უკვე ამდენ წელს მასთან ერთად და იტანდა ყველა ძალადობას,რომელსაც მამა ახორციელებდა მის მიმართ და ცივი,არაფრისმთქმელი თვალებით უყურებდა,იმას თუ როგორ სცემდა თავის ერთადერთ შვილს მხოლოდ იმიტომ,რომ წიგნს კითხულობდა. 13 წლის ასაკში მამა გარდაიცვალა,ღვიძლის დაავადებით.რა ვიგრძენი?არაფერი სიბრალულის გარდა.თითქოს იმ მომენტში ტკივილი ვიგრძენი მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წამით,შემდეგ მივხვდი,რომ ჩემი და დედას ჯოჯოხეთი დამთავრდა,თუმცა შევცდი.დედას სიყვარული იმდენად ძლიერი აღმოჩნდა მამას მიმართ(რისიც მე ბოლომდე მაინც არ მჯეროდა)რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა.ხო,სიცოცხლე სუიციდით დაამთავრა.მე ვიპოვე,მე ვნახე პირველად თუ როგორ ცურავდა სისხლში,სახლში მისულმა მე ვიგრძენი სისხლის მძაფრი სუნი და ადგილზე მიყინული,ცივი,უსულო თვალებით ვუყურებდი დედას და მაშინ იხეთქა ყველა იმ გრძნობამ რაც 15წლის განმავლობაში გულში მქონდა დაგროვილი.ის დედაჩემი იყო,ყველაფრის მიუხედავად მასში მაინც იღვიძებდა დედის ინსტიქტი და ცდილობდა ჩემს დაცვას,მეფერებოდა,როცა მამა დამარტყამდა და მივლიდა კიდეც.ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაზე მძიმედ გადასატანი დღეები აღმოჩნდა და არც არავინ იცოდა კიდე რისი გადატანა მომიხდებოდა. ახლა როგორია ჩემი ცხოვრება?ისეთივეა,როგორც 5წლის წინ იყო ჩემი თვალები,როცა დედა ვენებ გადაჭრილი ვნახე,ჩემი თვალებივით უსიცოცხლო და სულგამოცლილია.ჩემი ტრაგიკული ცხოვრების მოყოლის ფონზე სულ დამავიწყდა მეთქვა,რომ მე თაია ახვლედიანი ვარ 20წლის.ამჟამად ბიძასთან და ბიცოლასთან ერთად ვცხოვრობ,პრინციპში ისინი ცხოვრობენ ჩემთან.დედის გარდაცვალების შემდეგ მამაჩემის ძმა აღმოჩნდა ის უკანასკენი,რომელმაც ჩემი მზრუნველობა საკუთარ თავზე აიღო,თუმცა ეს ყველაფერი გადაჭარბებულად ნათქვამია,იმიტომ იYავა ჩემზე მეურნება.რომ სახლში გადმოსულიყო.ისისც მამასავით ალკოჰოლიკი და მუქთახორაა,ბიცოლა კი ცხოვრებისაგან და ბიძაჩემისგან (ვანოსგან) გაბოროტებული ქალი იყო,რომელიც მთელ თავის ბრაზს საბოოლოდ ჩემზე ანთეხვდა ხოლმე,ახლა ეს ყველაფერი ნაკლებად ხდება 20წლის ვარ და თან ოჯახის ერთადერთი მარჩენალიც ვარ ერთ-ერთ სასტუმროში მიმტანად ვმუშაობ დღე გამოშვები და არც თუ ისე ცუდი ხელფასი მაქვს თან მთელი დღეც არ მეკარგება დილის 8-დან საღამოს 10-მდე ვმუშაობ.ხო კიდევ ჩემზე წარმოდგენაც რომ შეგეძლოთ საკუთარ თავს ავღწერ,რაც არადროს გამომდიოდა თუმცა ზედაპირულად იქნებ მოვახერხო მაინც.მოკლედ, სიმაღლით არც თუ ისე დაბალი ვარ შეიძლება მაღალიც კი მეთქმის ამაში მამას ვგავარ,თუმცა გარეგნობით დედას ვგავარ.წაბლისფერი,გრძელი ტალღოვანი თმა მაქვს,თაფლისფერი თვალები,სწორი ცხვირი და საშუალო ზომის ტუჩები.აი ეს ვარ მე.ხასიათებით რთული ადამიანი ვარ,ალბათ ცხოვრებისგან გამომდინარე,უსამართლობას ვერ ვიტან და არ ვაპირებ ვინმემ ჩემი დაჩაგვრა მოახერხოს.ხო ასეთი ვარ მე თაია ახვლედიანი. ეს ჩემი პირველი ისტორიაა და ძალიან მინდა რომ მოგეწონოთ.თუ მოგეწონებათ აუცილებლად გავაგრძელებ...დიდი მადლობა წინასწარ ყველას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.