შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეფემია (1 თავი)


27-09-2016, 18:06
ავტორი mariako1997
ნანახია 1 426

ეს ჩემი ოთახია, ის ჩემი ორსართულიანი სახლის ყველაზე მზიანი ფანჯრის მიღმა მდებარეობს. მისი კედლები ნარინჯისფერია, ეს ფერი ისეთ წარმოსახვას ქმნის, თითქოსდა მუდამ კაშკაშებს. მართლაც ასეა, ჩემი ოთახიც კაშკაშებს მისი ოთხი ნარინჯისფერი კედლით. ისე როგორც მზე, თუმცა ზოგჯერ ისიც გადადის თავისი კალაპოტიდან და სითბოს ნაცვლად სიცივე ისადგურებს.
მიყვარს ყოველი, გათენებული დილა, ჩემს ნარინჯისფერ ოთახში.სკოლაში არ წასასვლელი უქმეები, ღუნღულა ჩეუსტები,ჟოლოსფერი ხალათი, ცხელი ჩაი და მე. ნარინჯისფერ ოთახში ერთი დიდი საწოლი დგას, ცოტა არაკომფორტულია. არც თუ ისე რბილი, მაგრამ თბილი.
საწოლის პირდაპირ, დიდი შავი ტელევიზორია დაკიდებული. მისგან მარჯვნივ, ნარინჯისფერ ფერებში შემოსილი, ბაჭიაა. დიდი ღუნღულა სათამაშო.. მასაც აქვს თავისი ისტორია.
ეს ის დრო იყო, როცა ყველა კარგად ვიყავით არ ვიყავით დიდები და ნაკლები პრობლემები იყო. დიახ ბაჭია, იმ დროისაა. როცა მატერიალურად, საშინლად დაბლა მდგომი იყო ჩვენი ოჯახი. თუმცა მაშინ დედა სახსალამათი და ჯანმრთელი იყო.
მართალია მამას ძალიან ბევრი წვალება მოუხდა, დიახ წვალება და ტანჯვა. ტანჯვა, რომელიც ვერ იტევს იმ აზრს, რისი გადმოცემაც მსურს.
თუმცა მაინც იყო ოჯახური, სიმშვიდე და ბენიერება. ეს კი ყველაზე,ყველაზე მთავარი რამ ყოფილა.
დღეს დიდები ვართ, ჩვენ. ჩვენ სამნი. რომელნიც ერთმანეთს მხოლოდ აწეული ცხვირებით თუ ვგავართ.
დღეს ყველას თავისი ცხოვრება აქვს, ქეთა მუშაობს. ლუკა ჭიდაობს. მე .........................
მე კი თითქოს ჩემი ცხოვრება და მიზნები არ მაქვს. მე ერთი უსაქმური ვინმე ვარ,გრძელი მუქი თმით, დიდი წითელი ტუჩებით,რუსული "კურნოსა" ცხვირით და შავი თვალებით.
სულ ეს არის რაც ჩემს გარეგნულ მხარეზე შემიძლია ვთქვა...
"ჩემი ცხოვრება ნაცრისფერიაო" წავიკითხე სადღაც, აი ჩემი კი ვარდისფერი ნამდვილად არ არის. თუმცა არც ნაცრისფერია. ის კიდევ უფრო ქვემდგომია, ვიდრე უბრალოდ ნაცრისფერი.
საქმე იმაშია, რომ ბაჭიის წარმომავლობიდან მარსზე წავედი.მასზე ვყვებოდი. ჰოო, ის მამამ მაჩუქა, ჩემმა მამიკომ. რომელსაც ხშირად ვერ ვუგებ, მაგრამ სამყაროს მირჩევნია. მიუხედავად ამისა ის ყოველთვის ცდილობს გამიგოს.
ჰო, ალბათ ხუთი წლისაც არ ვიყავი, ბატონები რომ მომიბრძანდნენ. მახსოვს, რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს ჩემი ბავშვური ემოციები.
გონებაში ჩამებეჭდა ის დღე. ალბათ იმიტომ რომ სათამაშოების სიამოვნება იშვიათი იყო. გადავიტანე ბატონნი იშვიათად მძიმე ფორმით, ეს ბაჭიაც იმ დღიდან მოყოლებული ჩემთან ერთად იზრდება.
მე ერთი 16 წლის სერიოზული გოგო ვარ.
ბედნიერება ეს სიტყვა ნერვებს მიშლის, ალბათ იმიტომ რომ ბოლო შვიდი წლის მანძილზე, 5თვეც არ ვყოფილვარ ბედნიერი.
ხვალ სოფელში მივდივარ. სოფელში სადაც ჩემი ყოველი ჩასვლა, საშინლად აღმაფრთოვანებელია. ახლაც ასეა თუმცა ბავშვური ემოციებით ნაკლებად. უკვე დიდი ვარ, დიდი ჩემი პრობლემებითა და მოვალეობებით.
დილა მზიანი იყო, ეს ჩემმა მარჯვენა თვალმა პირველმა შენიშნა, როცა მზემ ერთი სხივი სტყორცნა და ცოტა მოფხიზლდა. ამ ყველაფერს ჩემი მარცხენა თვალის, გამოფხიზლება მოჰყვა და ბედნიერი კედლები ჩემს თვალსაწიერს გადაეშალნენ. როგორც უკვე ავღნიშნე მიყვარს ჩემი ნარინჯისფერი ოთახი. ასე რომ მათთან გამომშვიდობება არ მემარტივება.
სწრაფად წამოდგომა და კიბეების ჩარბენა, არასდროს მჩვევია. ზანტად ვიზლაზნები და ტელეფონს ბალიშის ქვეშეთიდან ვაძვრენ. 09:44ია.
მერე გვერდზე ვინაცვლებ და ვფიქრობ, ვფიქრობ სოფელზე, ბავშვებზე და ზოგადად განვიხილავ ჩვეულ არდადეგებს.
ახალი არც არაფერი იქნება, როგორც ყოველთვის, სოფლელი თაყვანისმცემლები, ბირჟის დღეები, დაქალები, მდინარეები,პიკნიკები და ასე შემდეგ.
ნოსტალგიას რავუთხარი, თუმცა ეს ყოველივე რამოდენიმე დღეში, რომ ჩვეულ სახეს მიიღებდა ვხვდებოდი.
სოფელში ორი თვით, არც თუ ისე ცუდად ჟღერდა, გასული 1 წლის ქალაქში გატარების ფონზე.
სულ მალე, სამი მგზავრი, ცისფერ აივანთან აღმოჩნდა... ეს მე, მამა და ლუკა ვიყვით. ნამგზავრები და საშინლად დაღლილები.მამა სულ ორიოდე დღითთ იყო ჩვენთან ერთად. უამრავი საქმის ფონზე მივხვდი რომ სოფლელი გოგონებისგან არაფრით ვგანსხვავდებოდი, ბებიაჩემის ორდღიანი ქება არაფერში წამადგებოდა და დრო იყო საკუთარი თავისთვის მიმეხედა.
დილით მამის გაცილების შემდეგ ცოტა მოწყენილი სააბაზანოში შევვარდი,ცხელი წყალი ჩემს გადაღლილ კუნთებს საშინლად მოუხდა.
თითქმის ერთი საათი, დავყავი შხაპის ქვეშ. ბოლოს მივხვდი რომ საკმარისი იყო და ხალათის ამარა, მეორე სართულზე ავტანტალდი.
ჩემი ოთახის, კარი შევაღე და სასწრაფოდ თმის, გაშრობას შევუდექი. მერე გავისწორე ...
თმას წელამდე სულ 5სანტიმეტრი თუ აშორებდა. დიდი ხანი იყო გასული რაც თმა აღარ გამესწორებინა.
სარკეში, ჩემს თმას, თვალი მოვავლე და მივხვდი რომ საშინლად მომწონდა.
მე ხომ მუდამ გრძელ თმაზე ვვოცნებობდი, ახლა კი ეს ოცნება რეალური იყო.
მალე სახეს თეთრი ტონალი, ტუჩის ფანქარი და თვალის ფანქარი შეერწყმა.
ხალათი მხრებიდან, დაეშვა და იატაკზე ნელა მიმოეფინა.
დრო იყო ჩემი ახალთახალი მოკლე სარაფანი ჩამეცვა,ცისფერი პატარა ყვავილებით და ალღო ბირჟისკენ ამეღო.
ქოშები, საგულდაგულოდ გავაპრიალე და მცხუნვარე ფერდობზე ჩავირბინე.ბირჟაზე ორი ვინმე იყო,მათგან არცერთი ჩემთვის ნაცნობი არ იყო.ალმაცერად ჩავათვალიერე ორივე. ისინი "ახალ ხილს" თვალს ვერ წყვეტდნენ. აქ გაჩერებას კი ამ მომენტში სიკვდილი მერჩივნა, ამიტომ გზა გავნაგრძე.მათთგან ერთერთი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, ვერაფერს დაუწუნებდა კაცი.რაც თვალში მომხვდა და ამელის (დაქალი) სახლისკენ დავეშვი..
კარიდან ყურშა მომეგება თავიდან ყეფით, შემდეგ ეს ყეფა კუდის ქიცინში გადაიზარდა და რამოდენიმე კრუგით შემომევლო გარს.
დაძახება არც დამჭირდა, ძაღლის ხმას ამელის ხმა მოჰყვა.
სიხარულით გამოვარდა ბაღჩიდან, ხელში ყვითელი მაგრად დამწიფებული გულაბითურთ.
ჩამეხუტა და ემოციების დამალვა, ცოტა გაუჭირდა..
იქნებ სხვებიც გვენახა და ძველი დრო განგვეახლებინა, გავიფიქრე, მაგრამ ამელს თვალი ვეღარსად მოვკარი.ის უკვე სახლში შესულიყო და ყავას ხარშავდა.
რამდენიმე წუთში მე და ამელი ბაღჩაში ვისხედით და ყავას მივირთმევდით. მწიფე გულაბთან ერთად. მას ენა არ გაუჩერებია. მიყვებოდა ამბებს დანარჩენ დაქალებზე,სოფლელებზე,თბილისიდან ჩამოსულებზე,შემდეგ პირად ურთიერთობებს შეეხო და მკითხა თუ რა ხდებოდა.
სიცარიელე-ვთქვი და ირონია სახეზე გადამეკრა.
-იციი, მე ერთი ჩამოსული მიყვარს, მან არ იცის თუმცა მგონი ძალიან ვევასები .
მითხრა გაბრწყინებული თვალებით და გაწითლდა.
-მართლაა ? ვინ ამელ გამაცანიი.ხო უნდა ვიცნობდე ჩემი საუკეთესო დაქალის "სიყვარულს".
ვთქვი სიცილით.
უარი არ უთქვამს, როგორც ყოველთვის ბირჟაზე რომ იქნებოდა, ეს ამელმაც კარგად იცოდა. ამიტომ ერთად გავუყევით შარა გზას.
-იცი რაკარგი ვინმეები არიან ჩამოსულებიი !!მოიცა, მოიცა მოსაღამოვდეს..
ჩაიხარხარა და ნაბიჯს აუჩქარა.
ზემოთ მივუყვებოდით გზას. გზა გრძელი სულაც არ იყო, ეს ხომ ჩემი პატარა სოფელი იყო. მწვანეში ჩაფლული და მზის სხივებით გაბრწყინებული.
აღმართი ავიარეთ, თვალი შევავლე ჩვეულ ბირჟას. კიდევ ერთი უსაქმური დამატებოდა, დვოიკას და უკვე ტროიკა საშინლად მომშტერებოდა.
მხრებში გავსწორდი, კისერი მოვიღერე. სიამაყის განცდა დამეუფლა.
-ამელ რომელია ?
ვუთხარი ჩუმათ და სულმოუთქმელად ველოდი მის პასუხს.
-მეორე.
თქვა და ორივემ მეორე ბიჭს შევხედეთ.
ის საშინლად მაღალი იყო, ჩემს ფონზე. მე ხომ სულ რაღაც 1,67 ვიყავი. მისი კანი მკვეთრად ხორბლისფერი იყო, ჩემს თეთრ ფითქინა პიგმენტთან შედარებით.
სახეზე ღიმილი აეკრა, მისი თვალები კი პირველი იყო, რაც თავიდანვე შემეფეთა და თვალი ვეღარ მოვწყვიტე.
საშუალო ზომის ტუჩები და ჩვეულებრივი, უბრალო, ცხვირი ჰქონდა. აი ისეთი, ძალიან რომ უხდება კონკრეტულ ადამიანს, თუმცა არც ისე იდეალურია, ჩემი ძერსკი ცხვირის ფონზე.
საშინლად მათვალიერებდა არც მისი მეგობრები მაკლებდნენ მზერებს.
-ბიჭებო, გაიცანით ეს ჩემი საუკეთესო დაქალი "ეფემიაა" თქვა და თვალები მზის სხივების ფონზე უფრო აუკაშკაშდა.
-ეფი, ეს თომაა.
მიმითითა ლურჯთვალაზე, შემდეგ დანარჩენ ორს გადახედა და სახელები წარმოსთქვა.
-სასიამოვნოა ჩემთვის.
ვთქვი საკმაოდ მხიარულად და თომას გამოწვდილ ხელის მტევანს,ხელის ჩამორთმევის მოვალეობით ხელი მოვუთათუნე.
-ჩემთვისაც ეფიი.
თქვა ირონიით და ძმაკაცებს, რაღაც გადაუჩურჩულა.
ნუთუ ეს დაცინვა იყო, ამას შეხედეთ. ახლა გაბრაზება მკვეთრად შემეტყო. სახეზე სწერვული მიმიკა ავიკარი და მკაფიო ტონით მივმართე.
-სასაცილო რაარის თომა ?
-არაფერი არაა, არ შე"მ"იმჩნიო.
-ჰმმ, არ შეგიმჩნიო ? სამწუხაროდ არც ისეთი პატარა ხარ რომ არ შეგიმჩნიო და ალბათ არც ისეთი დიდი რომ ზრდილობა მოგთხოვო.
-ზრდილობაა ? ? რაშუაშია ტოო ?
-თავშია, იქნებ იაზროვნო და თუ სასწაული მოხდა, მიხვდები კიდეც.
წავედი ამელ ბედნიერად.
ვთქვი და კვლავ წელში გამართული, გავეცალე იქაურობას.
ეფემია-რატომ ეს სახელი ? ალბათ იმიტომ რომ ჩემი უიღბლობა უფრო შესამჩნევი ყოფილიყო. თუმცა ვაღიარებ ეს სახელი მართლა მომწონს. უფრო მეტიც მიყვარს. ეფემია ბებიას გარდაცვლილი ქალიშვილის საამაყო სახელი იყო.
ასე რომ არცერთი პროცენტით არ მიტყდებოდა თუ ძალიან ცუდ განწყობაზე არ ვიქნებოდი რაღათქმაუნდა. მაგას ვუჩვენებ დაცინვას, გავიფიქრე, თავის გამხნევების მიზნით. თავდაცვა ყოველთვის განსაკუთრებულად გამომდიოდა.
თუმცა გაბრაზება ალბათ არც ღირდა.
თომა ერთი რიგითი ადამიანი იყო ვისაც ჩემი სახელი ეუცნაურა,ანაც ესასაცილოვა.
თუმცა მაინც როგორ გაბედა ჩემი დაცინვა იმ უტაქტომ.
ნუთუ მისი შეყვარების აუცილებლობა ამელმა დაინახა, ოჰჰ სიყვარულის აუცილებლობა, მეც ვარ რაა . ვის ეკითხება სიყვარული რომ ამელს შეჰკითხებოდა რამეს.......
-------------------
გთხოვთ შეაფასოთ <3 და მითხრათ გავაგრძელო თუ არაა :/



№1  offline წევრი lucifer :)

მომეწონა თან სასტიკად პირველივე სიტყვებმა დამატყვევა და თვალის დახამხამებაში სულმოუთქმელად ჩავიკითხე ბოლომდე. ეფი სახელი მეუცნაურა მაგრამ ეს სახე სასაცილო არაა სხვათაშორის მომწონს კიდეც. მაინტერესებს იმედია არ მალოდინებ ხოლმე დიდხანს stuck_out_tongue_closed_eyes

 


№2  offline წევრი mariako1997

Rogor gamaxareee❤yvelanairad vecdebi ar galodino❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

ისეთი კარგი იყო დასაწყისი, მაგრამ ბოლოსკენ ამ "სწერვა" და "ირონიულმა ღიმილმა" ყველაფერი გააფუჭა. აი, ეს მაგრობა გოგოები არ მევასებიან. მაგრამ, ისე კარგად წერ და კიდევ, ბრჭყალებს გადეჩვიე. სრულიად უადგილოდ იყენებ.

 


№4  offline წევრი mariako1997

Madlobaa ❤aucileblad gavitvaliswineb ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent