გაყინული თითები (დასასრული)
" შენმა უშენობამ დამაორსულა" რვა თვის ორსული იყო კატო. გეგა სიხარულით ცას წვდებოდა... _ გოგო თუ იქნება, დავარქვათ ლილე _ საწოლზე მწოლიარე კატომ გვერდი იცვალა და გეგას შემოხვია ყელზე ხელები _ თუ ბარბარე? _ არა, ქეთა სჯობს. _ ბარბარე უკეთესია, ნახე რა კარგად ჟღერს _ სიცილით დაიხარა მამაკაცი და კატოს ყელში ჩარგო თავი. კატომ ღიმილით დახუჭა თვალები და გეგას სურნელი ღრმად შეისუნთქა. _ გეგა, მსოფლიოში საუკეთესო მელოდია შენი ხმაა _ უნებურად ამოჰყვა სიტყვები, რასაც ფიქრობდა. ყველაფერს ერჩივნა გეგას ხმის გაგება, არაფერს დაიშურებდა და არც დაეზარებოდა, მთელი დღე რომ მხოლოდ ამ ხმისთვის ესმინა და ესმინა... _ მართალი ხარ. ქეთა სჯობს _ ამოილაპარაკა გეგამ და სიცილი დაიწყეს. კატოს ჩაეძინა, გეგას კი მის თმებში ჰქონდა თითები ახლართული და ფიქრობდა, რა მოხდებოდა რომ დაეკარგა. უცებ წარმოიდგინა კატოს გარეშე როგორ იცხოვრებდა, როგორი იქნებოდა კატოს რომ არ ყვარებოდა და კატი რომ არ ყვარებოდა. ტანში უსიამოვნოდ დაუარა რაღაცამ და თავის ყელზე მოხვეული კატოს ხელები იგრძნო, მერე წარმოიდგინა როგორ აღარასდროს მოიქცეოდა კატო ასე და სიცივე იგრძნო. _ კატო, არ დამტოვო _ ჩასჩურჩულა და საფეთქელზე აკოცა _ მეძინება გეგა და არსად მივდივარ _ ხელები გაუშვა კატომ და გადაბრუნდა. მერე მართლა ჩაეძინა, გეგა წამოდგა, პლედი გადაახურა და სინათლე ჩააქრო. თვითონ ოთახიდან გავიდა და კარები რომ მიხურა, არეული ნაბიჯებით გავიდა უკანა ეზოში. აუზთან ჩამოჯდა, ღრმად ამოისუნთქა და ყველაფერი ამოაყოლა ამ ამოსუნთქვას. ტელეფონი რეკავდა... _ გისმენ _ გეგა, ერთად ვართ მე და ცაცა _ გახარებული ხმა ჰქონდა დათის _ მართლა? _ გაეცინა და ხელი გადაუსვა ქვის ფილებს _ ორი წუთის წინ დამთანხმდა, მეც მიყვარხარ ცოტათიო _ ხმაში ღიმილი შეეპარა დათისაც _ შენ დიდზე გიყვარს, ხო? _ ვერ წარმოიდგენ როგორ. ნუ მოკლედ, ხვალ ერთად გადავდივართ _ შენთან გადმოდის? მშობლები? _ არარან აქეთ რა, და ნანა დეიდასთან და გივისთან მოვაგვარებთ _ მშვენიერია _ ჩაილაპარაკა. დათას არ შეუნიშნავს მისი ხმა, ტელეფონი გაუთიშა. გეგამ საჩვენებელი თითი გადაუსვა თავის მაჯას და ათასი გრძნობა მოაწვა ერთად. საერთოდ ასეა, როცა გიყვარს და მთელი შენი გრძნობით გრძნობ, მთელს ემოციებს აყოლებ ამ სიყვარულს და ყველაფერი თითქოს კარგადაა, რაღაც ხდება. რეალურად, რაღაც გიჭამს შენს არსებას და თითქოს იდეალურადაა ყველაფერი, მაგრამ დანაკლისის შეგრძენება ყველაზე საშინელი შეგრძენებაა. იჯდა და ფიქრობდა, ფიქრობდა ბევრს, სანამ ისევ კატოს ხელები არ იგრძნო ყელზე. გააჟრიალა და ბედნიერებისგან მუცელი ატკივდა. _ გეგა, თორმეტს გადაცდა _ თვალები უბრწყინავდა კატოს _ გილოცავ _ დაიხარა და ლოყაზე აკოცა. კატო მიხვდა რას ნიშნავდა მისი ეს ჟესტი, თვალებში ჩამდგარ სევდასაც მიუხვდა და მაშინვე უკან გაიწია. _ მე არ დაგტოვებ _ თვალები აემღვრა კატოს. _ მეშინია კატო _ არც კი იფიქრო, გეგა _ ხმაც აუკანკალდა თანდათან და თვალები დაახამხამა, მაგრამ წამწამები მაინც დაუსველა ცრემლებმა. _ რატომ არ გესმის, რომ მიყვარხარ? _ მთელი სული გაუბზარა გეგას, კატოს ხმამ. ნაღვლიანმა, სინათლეჩამქრალმა თვალებმა და საოცარი ტკივილით სავსე ხმამ. წამოდგა და არეული ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისკენ. _ სიყვარული ხომ ვისწავლეთ გეგა... ერთმანეთს ვასწავლეთ _ კარებთან დაეწია კატოს სიტყვები. ყვიროდა კატო, მერე უკან მიიხედა და დაინახა წამოდგარი, როგორ ვერ იდგა მყარად ფეხზე. _ ფრთხილად კატო, დამელოდე _ მისკენ წავიდა და გაიღიმა _ მაპატიე, რაღაც მომივიდა _ სიტყვა გაუწყდა, როგორც კი კატომ თვალები მილულა და წონასწორობა დაკარგა, ცარიელ აუზში ჩავარდა და... გეგა რომ მივიდა, კატო სისხლში იწვა, თვალებიც კი არ დაეხუჭა ბოლომდე, გაქვავებოდა მთელი სხეული და გეგას მოეჩვენა, რომ მის გარშემო ყველაფერმა შეწყვიტა არსებობა. _ კატო _ არანორმალური ხმით დაიყვირა და წამში მასთან გაჩნდა. მერე... ექიმები იყო, კატო საავადმყოფოში და უძილობისგან და ნერვიულობისგან დაწითლებული გეგას თვალები იყო. _ ნაყოფს ვერ გადავარჩენთ. საჭირო გახდა ნაადრევი მშობიარობა, მაგრამ კატო არ არის გონზე და იძულებული გავხდით საკეისრო გაგვეკეთებინა. ბავშვი ახლა სუნთქავს, მაგრამ შანსები ნოლის ტოლია _ ექიმის ნათქვამმა შეშალა, დაანგრია და მუხლებში ძალაც დააკარგვინა. _ ვნახავ _ ძლივს ამოთქვა და ექიმს უკან მიყვა... იწვა თავისი შვილი, თავისი სისხლი და ხორცი, თავისი ნახევარი არსებობა და ბოლო შვიდი თვის სიცოცხლის გამართლება. იწვა და კვდებოდა, გეგას არაფერი შეეძლო. მაშინ პირველად იგრძნო თავი არარაობად, ცარიელ სხეულად და ყელში ხელების წაჭერა მოუნდა, რომ სუნთქვა მასაც ისევე გაჭირვებოდა, როგორც პატარას უჭირდა. _ მა _ მაინც გაიღიმა, მინას ხელები დაუსვა და თვალებში ცრემლები ჩაუდგა _ როგორი პატარა ხარ, როგორი ჩემი ხარ, მა... როგორ არ მემეტები _ ვეღარ გაძლო. იქვე ჩაიმუხლა და უკვე პირდაპირ უყურებდა თავის შვილს. შვილს, რომელიც უკვე უყვარდა იმაზე მეტად, ვიდრე წარმოიდგენდა ოდესმე. _ იცოცხლე რა, გადარჩი რა... არ მოკვდე მა, გვჭირდები მე და დედიკოს, ნუ გაგვანადგურებ მა _ პატარამ ტირილი რომ დაიწყო, უნდოდა ექთნისთვის დაეძახა, მაგრამ შენიშნა როგორ იდგა ქალი კედელთან და ტიროდა. მტირალე ბავშვს უყურებდა, მაგრამ არაფერს აკეთებდა და მიხვდა... მიხვდა, რომ მის შვილს დღეები ან საათები ჰქონდა დარჩენილი. _ რა გავაკეთო მა, დამეხმარე რა _ წამოდგა და დიდი ხანი უყურებდა ქეთას. ქეთას, ჯერ კიდევ ცოცხალს მაგრამ, წუთებდათვლილს და ათას ნაწილად ეფლითებოდა გული. " სიყვარულია ღმერთი... " _ კატო, როგორ შემაშინე ჩემო ლამაზო _ ნიკოლოზმა ჩაიხუტა და მაგრად აკოცა თავზე. _ დამასვენე რა, მერამდენე დღეა არ მშორდებო _ დაღლილი იყო კატო. ძალიან დაღლილი და ჯერაც დაბნეული. რეალობასაც ვეღარ არჩევს, ერთად აწვება ყველაფერი და საშინლად ტკივდება თავი. _ ხვალ გეგას უნდა შევხვდე და ველაპარაკო _ დაწოლის საშუალებას აძლევს და მერე ფანჯარასთან მიდის. _ ნიკა, არ გინდა, დავიღალე მე _ ნიკოლოზი ზურგით დგას და სიგარეტს უკიდებს. _ ყველაფერი ვიცი კატუს _ აბოლებს და ნერვიულად ეყრდნობა ფანჯრის რაფას. თითქოს იცის, მაგრამ მაინც ვერაფერს იგებს და ელოდება, როდის აუხსნის კატო. არ იცის, რა ქნას და გონებაში ყველაფერი ჭრელდება. როგორც კოლეიდოსკოპშია, ათასფერად ხედავს ყველაფერს და მოსვენებას ვერ პოულობს. _ არაფერი არ იცი, შენ, ნიკა _ ნაღვლიანი ხმა აქვს კატოს. გვერდს იცვლის და საშინლად უნდა მასაც მოწევა და სიგარეტის კვამლით ფილტვების გავსება. _ გცემდა? _ ისე ყვირის ნიკას სიტყვები... ჩუმად ამბობს, მაგრამ კატოს ზედმეტად ხმამაღლა ესმის. _ მე ის მიყვარს _ საბოლოო განადგურებაა ნიკოლოზისთვის კატოს ცრემლნარევი ხმა. სასწრაფოდ ბრუნდება უკან და სიგარეტს ფანჯრიდან დაუფიქრებლად ისვრის. _ გცემდა, კატო? _ ამჯერად სიტყვები ბუნდოვნად ჟღერს, სამაგიეროდ ნიკა ყვირის. _ შენ ვერ გაიგებ. არ იცნობ გეგას. გეგა იდეალურია, მაშინაც იდეალური იყო და არა. მისთვის სიკვდილის ტოლფასია ჩემთვის ხელი დაერტყა _ თვალებს ხუჭავს და ტირის. ახსენდება როგორ წავიდა, როგორ დატოვა და აღარაფერი უნდა ამქვეყნად. გაშავდა, ნაცრისფერი დაედო ყველაფერს, რასაც აქამდე ბედნიერებად თვლიდა და გეგას გარეშე ერთი წუთიც ისეთი ტკივილია... ისეთი წამებაა... _ ბოდიში რა _ საწოლთან უჯდება ნიკოლოზი, მაგრამ კატო ახლა მეორე მხარეს ბრუნდება და ბიჭიც დანებებული დგება, ოთახიდან გადის და კარებს ჩუმად იხურავს. როგორც კი გადის, კატო ხმამაღლა იწყებს ტირილს და მარტოობა სულს უსპობს. ცაცა ურეკავს... _ ხო ცაც _ ხმა გაქვს ძალიან ცუდი _ ვიცი _ ადექი და მოემზადე ახლა. ერთ საათში გეგა მიდის, სად არ ვიცი, მაგრამ... _ ცაცა არ მინდა რა. წავიდა და დამთავრდა _ ხოდა, ჩამო დაბლა, გამოგივლი და კაფეში მივდივართ _ აღსანიშნად? _ ეცინება კატოს _ არა, დათი უნდა ნახოს მანდ და... გადაარჩინე ეს სიყვარული _ სანამ რამეს იტყვის კატო, მანამდე თიშავს ცაცა ტელეფონს და ტოვებს კატოს ასე. ჩაფიქრებულს, ჯერ კიდევ მტირალს და. " სინანული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად " რომ გაიღვიძა, მაშინვე ბავშვი იკითხა. ექთნის ჩამუქებული მზერა არ ესიამოვნა კატოს და გულში უსიამოვნოდ გაკრა რაღაცამ. _ ქეთა მანახეთ, სად არის ქეთა? _ ხმას აუწია და თითქმის შემცბარ გოგონას თვალებში ჩააშტერდა. _ ქალბატონო, დამშვიდდით... _ გაუღიმა და როგორც კი დაინახა, როგორ ცდილობდა წამოდგომას და კათეტერიდან თავის განთავისუფლებას, მაშინვე ეცა და მის საწოლზე დასაბრუნებლად ხელები დაუკავა. _ გამიშვი, გეგა _ იღრიალა და კიდევ გაიბრძოლა. შეშინებულმა ექთანმა, რომელიც პირველად არ ხედავდა ასეთ პაციენტებს, მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო მისთვის კატოს საქციელი, ყველანაირად ეცადა ისე დაეწვინა არაფერი დაშავებოდა. _ გეგა _ ყვიროდა კატო და კარებში როგორც კი გამოჩნდა გეგა, როგორც კი მოდუნდა კატო და დააწვინეს საწოლზე, იგრძნო როგორი სუსტი იყო. მერე იმ ნემსზე უფრო, გეგას გაყინული მზერა ეტკინა და გაჭირვებით გადააგორა ნერწყვი. _ გეგა, რა ხდება? _ ამოთქვა ჩურჩულით. ექთანმა დაიგულა დამშვიდებული კატო და პალატიდან უხმაუროდ გავიდა, მაგრამ მანც კარებთან დადგა. _ მიპასუხე ... გესმის გეგა? სად არის ქეთა? კარგადაა? მითხარი რა _ ცრემლები მოერია და ხელისგულით მოისრისა თვალები. _ კვდება. და შენ ხარ დამნაშავე, კატო _ ჰაერში დაუნდობლად გაიჟღერა გეგას სიტყვებმა. კატო ფეხზე რომ მდგარიყო, კიდევ ერთხელ წაიქცეოდა და ალბათ, ამჯერად აღარ გაიღვიძებდა. _ არა... _ აღარ ისმოდა კატოს სიტყვები. წუთით სულის შემხუთველი დუმილი ჩამოწვა, მერე ამ დუმილში კატოს კივილმა გადაკვეთა ყველა საზღვარი. ყვიროდა კატო და ყველაფრის დამტვრევა უნდოდა, გამოშვებულმა და ჩაკეტილმა ემოციებმა მოუსპო სული და ყველა ართქმულმა სიტყვამ ააკივლა ასე. კარებთან აწურული გოგონა ვერ ბედავდა შესვლას პალატაში და კარგადაც მოიქცა, რომ არ შევიდა და არც არავინ შეუშვა. _ მატყუებ გეგა? _ ბოლო იმედს ჩაეჭიდა კატო. _ არა, კატო _ გეგამ კარი გააღო და ზედ არ შეხედა, ისე გავიდა პალატიდან. იგრძნო კატომ, რომ ძალა აღარ ჰქონდა და რომ სიკვდილი იყო მისთვის გეგას შექცეული ზურგი. ვეღარ იყვირა, სამაგიეროდ ტიროდა ჩუმად, ბევრს ტიროდა და სულ მარტო იყო. სულ მარტო. არც ცაცა, არც ია, არც ლევანიკო და დათი... აღარავინ სჭირდებოდა, გეგა უშველიდა მხოლოდ და გეგაც წავიდა. საბოლოო დარტყმა იყო ეს კატოსთვის. ვეღარაფერს გრძნობდა, განუსაზღვრელი ტკივილის გარდა და ხმაც აღარ ამოუღია. ვერც ის გაბედა, თავისი შვილი ენახა. ვერ გაიმეტა საკუთარი თავი ასე, ძალიან სუსტი იყო მაშინ კატო. ძალიან პატარა და სუსტი... ქეთა მოკვდა და მოკვდა ოცნება ბედნიერებაზე. მოკვდა სიყვარულიც, გეგაც და კატოც მოკვდა და მერე აღარაფერი იყო კარგად... _ საყვარელთან იყავი, არა? _ ერთ საღამოს კატომ ყვირილი დაიწყო და გეგა მაშინვე მიხვდა, რომ ართქმული სიტყვები ხეთქავდა ასე. _ არა კატო _ აბა სად იყავი? ახლა რატომ მოეთრიე? _ ვერც ხვდებოდა, რატომ საუბრობდა ასე. გეგას ცხვირი აუწვა მოწოლილმა შეურაცყოფამ და იმედგაცრუებამ. _ გაჩერდი და დაიძინე _ არ გცალია ხომ, ჩემთვის? რათქმაუნდა, დადიხარ ქალებში და სად გახსოვარ! _ კატო, არ იცი ახლა რას ბოდავ _ არ ვბოდავ გეგა, გაგშორდები იცოდე! _ ღრიალებდა. მერე ხელების ქნევა დაიწყო და ყველაფერი დაამსხვრია მის ირგვლივ _ მე შენ განახებ საყვარლებს! ქეთა მოიშორე და ახლა ჩემი მოშორებაც გინდა, ხომ? ზედმეტები ვიყავით _ თვალებში სიგიჟე ედგა და ამ სიგიჟის უკან იმხელა სევდა და ტკივილი იდგა... გეგამ შეამჩნია და მაინც, ისე იმოქმედა კატოს სიტყვებმა... _ კატო, დაფიქრდი. არ გაპატიებ კატო _ რა იცოდა გეგამ, რომ კატო ვერ ფიქრობდა მასზე... _ ეგოისტი ხარ გეგა, არ გიყვარვარ შენ მე _ გარტყმული ხელი და კატოს გაჩუმება ბოლო იყო. _ ქეთას საფლავზე ვიყავი _ მერე აღარაფერი უთქვამს გეგას, აეწვა შიგნეულობა, აეწვა მთელი არსება და მას ეტკინა ის ლოყა, კატოს რომ ასწითლებოდა. იდგნენ ერთმანეთის პირისპირ და ყველაფერს ხედავდნენ ერთმანეთის თვალებში. ერთმანეთის გარდა... გეგა შებრუნდა და წავიდა, ყველა უჯრედი ტკიოდა მაშინ გეგას. კატო კი იდგა ასე, სახეს უთბობდა ცხელი ცრემლები და ყელში სრიალდებოდა. _ გეგა, არ წახვიდე რა _ ნიკაპი აუკანკალდა და მერე თავისი ქმედებები ვეღარ გააკონტროლა. ვერ გაიაზრა, რა გააკეთა, როცა სამზარეულოდან დანა გამოიტანა და სააბაზანოში შევიდა... ისე გადაიჭრა თითოეული ვენა, ისე ღრმად ჩაარჭო მაჯაში დანა და ისე იხეთქა სისხლმა, როგორც ფანტანმა. გეგა რომ მოვიდა, მაშინ მიხვდა რომ უკვე აღარ ეშველებოდა. მართლა ვეღარ აპატია და დაკარგეს ერთმანეთი. " მე გადავწევ ფარდებს და მზის სხივები გაანათებენ ოთახს..." კატო ემზადება, ჩაწითლებული თვალების დასაფარად აღარაფერს აკეთებს, ხუჭავს და ახელს და ეცინება. თითქოს ასე შეიძლება გააქრო ტკივილის კვალი. კარებს კეტავს და გასაღებს ხალიჩის ქვეშ დებს. _ კატო, ვიცოდი რომ წამოხვიდოდი _ ღიმილით ეხუტება ცაცა და საჭესთან მჯდარი ია თვალს უკრავს. _ კარგი ამინდია _ იცინის კატო, მერე მზის გამო თვალებს ჭუტავს და ცას უყურებს. _ ხო, სხვათაშორის სამ თვეში მე და დათი ვქორწინდებით _ უი, მეორედ? _ კატო მანქანაში ჯდება, ცდილობს ყურადღება გადაიტანოს და არ იფიქროს, რა მოხდება როცა გეგას ნახავს... _ მეჯვარე ისევ შენ და ია ხართ _ დებილები არიან ესენი კატუს, ამათ არ აქვთ ჭკუა _ სიცილით ძრავს მანქანას ია და კატო თანხმობის ნიშნად თავს უქნევს. _ ეე, მოკეტეთ. კაფეში სხედან. თითქოს გაქრნენ ცაცაც, იაც და დათიც... თითქოს სხვებიც გაქრნენ. კატოს უკვირს, მაგრამ არ ეტირება და იმედი მთელს სხეულში ეღვრება. _ კატო _ ამდენი ხნის მანძილზე გეგას "კატო" ისევ ისე ჟღერს, როგორც უწინ. კატოს ბედნიერებისგან ტირილი უნდება და ბრუნდება ყველა წართმეული ემოცია. _ სად? _ ბრაზილიაში _ მირბიხარ? _ არა. ორი ბილეთი ვიყიდე... _ შენთვის და? _ ვიფიქრე, ორ ადგილიანზე მარტო ვიქნები, წყნარად მეთქი _ ეღიმება გეგას _ მაგრამ? _ რა მაგრამ? _ გეგა _ იცინის კატო _ რა გაეწყობა, წამოდი შენც _ მხრებს იჩეჩს და უდარდელად იხედება განზე. კატო მზად არის იყვიროს, რომ უყვარს და რომ სულ გადაწევს ფარდებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.