ალუბლები (8)
** ალბათ, ჩემთვის რომ ეკითხათ ყველაზე ბედნიერი როდის იყავიო ვუპასუხებდი დადვანს რომ ვუთხარი სიტყვა „მიყვარხარ“. ერთი სიამოვნება იყო მის სახეზე დანახული განცვიფრება, შოკისგან მიღებული დაუმორჩილებელი მიმიკები და თვალებში აციმციმებული ის „რაღაც“. ხო, მართლა გულით ვგრძნობდი და სრულიად გამჭირვალე ვიყავი მის წინაშე. ძალიან მიყვარდა. მაშინ მივხვდი, როცა დავინახე და მაშინ ვიწამე სიყვარული, როცა ამდენხნიანი განშორების მერე ჩემს წინ იდგა და ვლაპარაკობდით არაფერზე, რომელიც ყველაფერს ნიშნავდა ჩვენი ურთიერთობისთვის. როგორ შემეძლო საყვედურის თქმა, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ყოფილა. არა, კონკრეტულად ამ სიტუაციაზე ხმას ვერ ამოვიღებდი, მაგრამ ვერც მის პრინციპულობას გავამართლებდი. დადვანი, აი, ისეთი უაზროდ პრინციპული იყო ზოგჯერ ძალიან მაშინებდა. მაგრამ ჩემი დადვანი იყო და მორჩა.. მისი ეს პრინციპულობაც მიყვარდა და ყველაფერი. მანძილს დიდი მნიშვნელობა ჰქონია. არადა, როგორ მეგონა ჩემგან სხვა უბანში მცხოვრები გიორგის მიმართ თუ ასეთ ამბავში ვიქნებოდი. რა მოხდა მერე თუ ვერ ვნახავდი ორი დღე ან სამი.. ვიცოდი, რომ აქვე იყო. მაგრამ უკრაინა? არა, არც ისეთი შორია მაგრამ ორ დღეში ვერ ნახავ. როცა მოგინდება ვერ დაელაპარაკები, ვერ ჩაეხუტები ან უბრალოდ ფანჯრებთან ვერ დადგები და ვერ ეტყვი ჩამოდი-ო. ხომ ძალიან მაგრა მენატრებოდა, არც ხმა მქონდა გაგებული, არც მინახავს, არაფერი საერთოდ! აი, რომ დავინახე ჩემ წინ მაშინ მივხვდი, რომ ნენე ამაშუკელი დადვანის გარეშე ვერა, რა. როგორ მეგონა, რომ რატი ჩემი პირველი ემოცია ისევ ისე დარჩებოდა და ასე თუ ისე ამიჩქარებდა სულ გულს, მაგრამ ძალიან შევცდი.. ის გულის აჩქარებას, რომელსაც დადვანი იწვევდა სხვა ვერ ახერხებდა. ეს იყო ენით აღუწერელი გრძნობა. არვიცი, ასეთი რამე არ მეგონა მართლა თუ არსებობდა. თურმე, არსებობს. თურმე, განუკურნებელია და თურმე, მეც მისი მსხვერპლი ვარ. *** -გოგო...-ტელეფონში ჩამყვირა ნიცამ. -აუ, ნიცუ რა გაყვირებს? მისკდება თავი ისედაც, რა.. -რას წუწუნებ. რაღაც უნდა გითხრა.. -რა ხდება? მშვიდობაა? -აუ, როგორ დავიწყო არ ვიცი..-ენა დაება ნიცას. -გიორგი ნახე? -ე, შენ რა იცი?-კინაღამ გამოძვრა ნიცა ტელეფონში. -მეც ვნახე..-მშვიდად ვუთხარი ნიცას. -ვაიმე, მერე? -არაფერი, დღეს მიდის..-ჩავილაპარაკე ჩემთვის. -ჰო, თქვა. მაგრამ კი არ უთქვამს რომ გნახა. მარა იცი რა თქვა? ძალიან მალე სულ ჩამოვალო. -მალე? რომ გეკითხა ცოტახნით მიდიოდა და კი გაჩერდა ერთი წელი,-ენაზე ვიკბინე. ხომ შევპირდი თავს რომ ამის გამო არ გავბრაზდებოდი. -ილაპარაკეთ? დალაგდით? შერიგდით? ხომ კარგადაა ყველაფერი? -კი, ვილაპარაკეთ. არა, არ შევრიგებულვართ. რა აზრი აქვს მითხარი? შეყვარებული მყავდეს ათასი კილომეტრით შორს და მე აქ დაბმული ვიჯდე? -აუ, ისე ხო რას ამბობ აწყვეტილი იყავი და ვერ გაკავებდით,-გადაბჟირდა ნიცა. -ნუ, კაი რაც იყო.. შერიგებაზე არ გვილაპარაკია. უბრალოდ, არ ვიცი ნიცა რა.. მიყვარს.. -რა თქვი, გოგო?-კიდევ მეორედ ჩამყვირა ტელეფონში. -ჰო, მიყვარს და ვუთხარი კიდეც. -რაააააა?-ახლა უკვე მეორედ გამოძვრა ნიცა,-აუ, შენ ხარ ნენე? სხვაგან ხო არ მოვხვდი? -კაი, რა დროს ღადაობაა. დავრჩი გაუთხოვარი,-გავიცინე. რა მაცინებდა არც ვიცოდი. -სულ მაგ ჭკუაზეა დადვანი დაგტოვოს გაუთხოვარი. არა, ყოჩაღ მაგას ჩემი რკინის ლედის თუ გაადნობდა რას ვიფიქრებდი?-ახარხარდა ნიცა. -ბავშვს მიხედო ჯობია შენ! ხმა მესმის ანდრუშასი,-ვუთხარი ნიცას.-ისე რამ დაგარქმევინა ანდრია? ანდრი-ს რო დაუძახებ არკვიე ეხლა ქმარს ეძახი თუ შვილს. -ქმარი „კარენოი“ ანდროა და დედას ბაჩყატი ანდრიაა.! კაი, გავიქეცი და გამოცუნცულდი საღამოს, რა.. ჩემი და დადვანის ოჯახი. გამეცინა და გამახსენდა მთაწმინდაზე რომ ვიყავით და ოჯახზე ვლაპარაკობდით. -ნენ, აი, რომ გითხრა ცოლად გამომყევი ახლავე-თქო რას იზამ? -არ გამოგყვები..-ეგრევე ვუპასუხე და დავინახე, როგორ მოეღუშა სახე. -ე, რატო, ტო? ბანძი ტიპი ვარ?-შეიცხადა გიორგიმ. -არა, გაგიჟდი?-ამიტყდა სიცილი,-უბრალოდ ტრადიციულად მირჩევნია ყველაფერი მოხდეს! -ანუ მამაშენს ვთხოვო შენი ხელი და მერე ჭიქები ვუჭახუნოთ ერთმანეთს?-გაეცინა გიორგის. -ჰო, რა.. რა ტრადიციებს ეწინააღმდეგები? -არა, ტო.. მარა რავი, რა..-თავზე გადაისვა გიორგიმ ხელი და თბილისს გახედა.-ისე, ეხლა ამ ქალაქში რამდენს აქვს ნიშნობა, ნეტა. -ბევრს ალბათ. ქორწილების სეზონი მოდის,-ვუპასუხე თავდაჯერებულმა. -როგორი ქორწილი გინდა?-მკითხა სერიოზულად გიორგიმ,-ნუ, თავისი ყველაფრით. -ესეიგი, ნიშნობა აუცილებლად. ლამაზია რაღაც ოჯახის წევრები ერთად რომ ვიქნებით ყველა. მერე დაწინდვა მინდა.. ვგიჟდები! უფლის წინაშე დავინიშნებით. ხოდა, მერე ქორწილი მინდა არ აქვს მნიშვნელობა დიდი თუ პატარა. ყველა ის ადამიანი, რომელიც მიყვარს რომ იყოს და მეცვას ჩემი საოცნებო თეთრი კაბა! -ვაფშე, ვაფშე ტრადიციულად ყველაფერი?-ეჭვის თვალით შემომხედა გიორგიმ. -ჰო, რა. ქართველები ვართ და შევინარჩუნოთ ტრადიციები! -აუ, ჩემი რა გამაძლებინებს ქორწილამდე,გოგო?!-გულწრფელად ჩაფიქრდა გიორგი. -აუ, ძაან აფრენ,რა..-გამეცინა და ჩავეხუტე,-სისულეების ფიქრით ნუ დაიღლი თავს. -და შვილები? -შვილები მინდა ორი ცალი. ბიჭი და გოგო,-ღიმილით ვუთხარი და წარმოვიდგინე ჩემი შვილები როგორ დარბოდნენ სახლში. -არა, არა! ფეხბურთის გუნდი მინდა და ერთი ბალერინა!-თქვა გიორგიმ ამაყად. -გაგიჟდი ხო შენ? -რაც ბევრი დადვანი უკეთესი,-თქვა გიორგიმ და მიმიხუტა.-აი, წარმოიდგინე ცივ ნიავს არ მოგაკარებენ, შენ გამო მთებს შეძრავევ. ვაი და მე რამე მომივიდეს საიმედო ხელში იქნები! -აუ, ძაან აფრენ!-აღვშფოთდი გულწრფელად,-რა უნდა მოგივიდეს? სისულეებს შევეშვათ და წამო, რა მშია ძაან. -პიცა? -ჰო, პიცა..-ხელჩაკიდებულები წავედით მანქანისკენ და თბილისის ახალ პიცერიაში გავაგრძელეთ საუბარი. ოღონდ, არა ოჯახზე. უბრალოდ, არაფერზე რომელიც ბევრ რამეს ნიშნავს. მეღიმებოდა ჩვენს ოჯახზე რომ ვფიქრობდი. რაღაც არარეალური და თან ძალიან რეალური წარმომედგინა ჩემი და დადვანის ოჯახი. დედაჩემი ოფიციალურად გიჟდებოდა გიორგიზე და მამაჩემი არვიცი. საერთოდ, რა რეაქცია ექნებოდა? მოსაყოლიც არაფერი იყო.. ძალიან მიყვარდა მამაჩემი, მაგრამ ნაკლებად ვმეგობრობდი. არ დავმჯდარვარ და არასდროს მომიყოლია ჩემი ცხოვრების შესახებ. ის მამა იყო და მე-შვილი. აქ მთავრებოდა ყველაფერი, აქ იყო ზღვარი გავლებული ჩვენ შორის და შესაბამისად, ძალიან მაფიქრებდა მამაჩემის რეაქცია ჩემ შეყვარებულთან დაკავშირებით და მით უმეტეს, გიორგი რომ ავიდოდა და ხელს თხოვდა. კაცს ალბათ თვალები შუბლზე აუვიდოდა. შევეშვი უაზრო ფიქრებს, მოვემზადე და ნიცასკენ წავედი. სადარბაზოშივე ისმოდა ნიცას წიკვინი, რომელიც სავარაუდოდ, ანდროს ეწუწუნებოდა ბავშვთან დაკავშირებით. კარი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ღია ჰქონდათ და მეც პირდაპირ შევაბიჯე სახლში. -რომ გაგქურდონ სად მიდიხართ?-დავიყვირე და კარი უკან მივიკეტე. -ვა, ნათლი დედას სალამი.-შემომეგება ანდრო. -როგორ ხარ, ანდრუშ?-გადავკოცნე საყვარელი სიძე და დაქალისკენ წავედი, რომელიც წარბაწეული იდგა მისაღებში. -რა გჭირს გოგო შენ? -რა რა მჭირს! ვერ ვუვლი ანდრიას და ძიძის აყვანას ვითხოვ. ეს ვაჟბატონი კიდე გავირდა! -რა არის ცუდი ძიძაში?-მივუტრიალდი ანდროს. -კაი, რა.. არ ვენდობი ძიძებს და რა ვქნა? რამდენიმე თვე,რა . ესეც ეხლა არ გარბოდეს სამსახურში. -აუ, რა შუაშია ანდრო ეგ? უბრალოდ, ვხვდები რომ სათანადოდ ვერ ვუვლი! -რას ეძახი არასათანადოდ მოსვლას?-წარბი აუწია ანდრომ,-დღეში რამდენჯერმე უცვლი, აჭმევ, აბანავებ, ეთამაშები და ეფერები და თვეების ბავშვს სხვა რა უნდა?! რას ხედავ სირთულეს ამაში?! -გეხვეწები, თვეების ბავშვს რათ უნდა ძიძა?-გამეცინა და სავარძელში ჩავხტი. -რა უკულტურო ხარ! წესიერად რო ჩაჯდე და არ დაეხეთქო არა?!-შემომიღრინა ნიცამ. -აუ, ხო არ წავიდე ვაფშე? -არა, იყავი და მიხედე დაქალს.-მითხრა ანდრომ და ნიცას მოწყვეტით აკოცა და სახლიდან გავარდა. -ვერ გავიგე რატო ქმნი პრობლემას..-მხრები ავიჩეჩე და ნიცას გავხედე. -აუ, მგონია რომ ანდრიას ვერ ვუვლი,რა.. -შენ თუ მაგ ყველაფერს აკეთებ და თვლი, რომ თითისიგრძე ბავშვს ვერ უვლი მაშინ მართლა გაგიფრენია! -ხო, რავიცი...-მხრები აიჩეჩა ნიცამ,-აუ, გოგო! რა უნდა გითხრა შოკში ჩაგაგდებ!-მაშინვე გამოცოცხლდა ნიცა. -რა ხდება? კიდე გიორგი? -არა, გიორგი კი არა რატი! -რა დაემართა რატის? -გოგო, გაფრინდა საფრანგეთში. -ვაიმე, შოკში ვარ! ეს რა მომხდარა!-ამიტყდა სიცილი და გავხედე დაბღვერილ დაქალს. -მთელი ფილოსოფია იცი სად დევს გაფრენაში? სოფის გარეშე! -კაი?!-რაღაც ჩამწყდა, მაგრამ ვერ მივხვდი რა. -ხო, რატიმ დაკრა ფეხი და წავიდა. დღეს დაურეკა ანდროს მივდივარო და დილას გაფრინდა. -საწყალი, რატი..-დანანებით ვთქვი. -რას ვიზამთ ჩემო ნენე! ყველას კი არ უმართლებს სიყვარულში! -და რატო დაშორდნენ? -ბოლოს ხო ძაან არეულები იყვნენ. რატის სამსახურშიც რაღაცა შემოთავაზება იყო პროექტიდან და ამას ექაჩებოდნენ წადი, წადიო. ეს არ მიდიოდა და ბოლოს ალბათ ამოასხა და წავიდა, რა.. -არადა, არ ჩანდა ეგეთი ცუდი გოგო სოფი! -სახლში ყველა სხვანაირია, ნენე. რადიკალურად სხვანაირი. თანაცხოვრება ვაფშე სხვაა.. -რა, ანდროც შეიცვალა? -სახლი რადიკალურად ცვლის ადამიანს. კი, შეიცვალა მაგრამ კარგისკენ. ვაფშე, სხვანაირია სახლში და სხვანაირი-გარეთ. -როგორი? -აი, ვერ აგიღწერ.! ძალიან მაგარია და ბედნიერი ვარ. იცი, როგორი ბედნიერი ვარ? ესე მგონია რომ დედამიწაზე არ დავდივარ. სადღაც ვარ. ანდროსთან ერთად სამყაროს ვწყდები და არარეალურ სამყაროში ვინაცვლებ. აი, მაჟრიალებს რომ მეხება. ამდენი წელია ერთად ვართ, ცოლ-ქმარი ვართ მაგრამ ისევ პატარა ბავშვივით მიცემს გული რომ მეხება, რომ მეხუტება. იცი, რა ასაკის მგონია თავი? აი, ფლირტაობა რო დამიწყო და მეც რომ გაპრანჭვა დავიწყე. -ეგ ხო ინდივიდუალურია. -კი, აბა?! ზოგი ისე იცვლება დანახვა აღარ მოგინდება.-გაეცინა ნიცას. -მე რომ გიორგი დანახვა აღარ მომინდება?! შანსი არ არის!-გამეცინა მეც -ეგრე ნუ იტყვი. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ფისო.-მითხრა ნიცამ და სამზარეულოსკენ წავიდა,-კაპუჩინოს გავაკეთებ ხო დალევ? -კი..-რა თქმა უნდა, დავლევდი. მარტო ნიცას კაპუჩინო თუ უშველიდა ჩემს არეულ გონებას. ერთი თვე იყო გასული, რაც დადვანი წავიდა და კიდევ არ გამოჩენილა. ვკვდებოდი ინტერესით რა ხდებოდა, მამამისი როგორ იყო. ძალიან მინდოდა მეკითხა იკასთვის, მაგრამ ვერ ვახტებოდი ჩემ თავს. გამბედაობა არ მქონდა საყვარელ ადამიანზე მეკითხა. რა სისულელეა, არა? ერთხელ მითხრა გიორგიმ შენ თუ მოინდომებ ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდაო. მაშინ მეგობრები ვიყავით.. თურმე, უკეთესი იყო მეგობრობა.! -არ მინდა, რა. არ შემიძლია ხო, იცი? -რა არ შეგიძლია გოგო ნუ გადამრიე. -აი, ასე მარტივად არ შემიძლია! -ნენე! შენ? შენ ისეთი ტიპი ხარ რაღაც თუ მოინდომე აუცილებლად გამოგივა. ყველაფერს შეძლებ, რა. რატომ მაგიჟებ? რას ბავშვობ ვაფშე? -ბავშვი თავი გაბია!-გავებუტე გიორგის და სივრცეს გავხედე. ეს მაგარი ვიცოდი, მაშინვე სივრცეში ვპოულობდი გამოსავალს. -ჩემი სიტყვებიდან მხოლოდ ეგ გაიგე?-ნერვები ჰქონდა გიორგის მოშლილი. -სისულელეა ყველაფერი. -სისულელე აი, ეს ლაპარაკია, რა.. იმენა, ორი წლის ბავშვივით იქცევი. დაგღუპავს ეს უაზრო ხასიათი და პრინციპები. ყველა ჩემსავით კი არ გაგიტარებს?! -მოიცა, შენ მე მიტარებ?-ავფეთქდი. -აუ, კაი რა. ყველაფერს რატო იგებ სხვანაირად? -აი, ზუსტად ისე ვიგებ როგორც მეუბნები, რა.. -კაი, ნუ იროჟები! -შემეშვი, რა. -შენ თვითონ არ გინდა ეგ და როგორ შეგეშვა, ნენ?-მითხრა გიორგიმ და ხმა დაუტკბა. -რომ მოვინდომო? -შენ რომ მოინდომო აბსოლუტურად ყველაფერს შეძლებ! ნენე ხარ, რა და ვსო! მთავარია გულით მოინდონო და იცი, რამდენს იზამ? ძალიან ბევრს!- მითხრა და ლოყაზე მიჩქმიტა. ზუსტად ამ ლაპარაკის მერე მოვინდომე და გავედი უჯანდაბეს გამოცდაზე, რომლის გამოც 5 დღე არ მეძინა და ჩავაბარე. აი, იცით როგორ? უნივერსიტეტში ყველა რომ ჩემზე ლაპარაკობდა. თითს იშვერდნენ და ისე ამბობდნენ „აი, ესაა ნენე ამაშუკელი. ნენეს პროექტმა მოიგო და ამერიკაში გაიტანეს გამოფენაზე“-ო. მართალი იყო გიორგი. თუ მოვინდომებდი, აუცილებლად, შევძლებდი და იმას მივიღებდი, რაც მინდოდა. ერთის მხრივ კარგი სტიმული იყო და მეორეს მხრივ, სადღაც ქვეშეთისკენ მივყავდი ამ სიტყვებს. -იკა, როგორ ხარ?-ხმა ამოვიდგი ძლივს. -კარგად, შენ როგორ ხარ? -მეც, კარგად.-გავჩუმდი ისევ უაზროდ. -რამ გაიძულა დაგერეკა ჩემთან? -იკა, რაღაც უნდა გთხოვო, რა.. -შენს სამსახურში მიგულე პოტენციურო რძალო!-გამეხუმრა იკა, თუმცა სულ არ მომეშვა. -გიორგი.. გიორგის უთხარი დამირეკოს. ანდა არ აქვს მნიშვნელობა.. მე დავურეკავ.. -ვაუ, ნენე! ეტა ტი?-აკისკისდა ირაკლი. -აუ, ნუ იცინი რა! -კაი, ხო. განა მჯერააააავს?-გაიწელა იკა და უკვე ნერვები მეშლებოდა. -სანამ გადავიფიქრე! -კაი, ნუ მიძაბავ. ძლივს გონება გაგეხსნა და რაღაც ჭეშმარიტებას სჩადიხარ. მოგწერ მესიჯად, რა. ზეპირად არ ვიცი უშველებელი ნომერია,-მითხრა იკამ. სანამ იკა მომწერდა წინ და უკან უაზროდ დავდიოდი. გული მიჩქარდებოდა, რომ მის ხმას გავიგებდი. რა ბანალური და რა იდიოტობაა დარეკვაზე ნერვიულობა, მაგრამ ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავდა. აი, იმას ნიშნავდა, რაც ზოგადად დიდი პრობლემა იყო ურთიერთობაში. გამბედაობა. ალბათ, ეს ზარი შეცვლიდა ყველაფერს. კი, ნამდვილად ყველაფერს და დაატრიალებდა ჩემ ცხოვრებას. ან კარგისკენ, ან ცუდისკენ. მთავარი იყო მისი ხმა გამეგო და სხვას უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.