შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორც დაიწყო ისე დასრულდა (10თავი)


28-09-2016, 14:14
ავტორი ♥love love♥
ნანახია 1 696

-იცი ნინი? ჩემი და ნატას ურთიერთობა 7 წელი გაგრძელდა. 14 წლის ვიყავი როცა ჩემს კლასში გადმოვიდა. ჩემს გვერდით იჯდა. ისეთი საყვარელი იყო შემიყვარდა. მასაც ვუყვარდი. ერთმანეთს ვხვდებოდით ამ დროის განმავლობაში. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ბოლო დროს რაღაც ვერ იყო კარგად ჩემს მიმართ, თითქოს განელებული ჰქონდა სიყვარული., მაგრამ ამას არ იმჩნევდა. ერთ დღეს სანამ ნატას შევხვდებოდი ლაშამ დამირეკა ტელეფონზე სასწრაფოდ შემხვდი საქმე მაქვსო. ვუთხარი რომ ნატას უნდა შევხვედროდი და მას ვერ შევხვდებოდი მან კი მითხრა, რომ სწორედ ნატაზე უნდა დამლაპარაკებოდა. გამიკვირდა რა უნდათქო, ამიტომ გადავწყვიტე შევხვედროდი. სწორედ ამ დროს მითხრა მან, რომ ნატას არ ვუყვარდი, რომ მას სხვა უყვარდა, დანიშნული იყო და მალე ქორწილს აპირებდნენ. მე მას არ ვუჯერებდი, მაგრამ მან ფოტო მანახა, სადაც ის ვიღაც ბიჭს ეხუტებოდა. გადავირიე. მასთან პირდაპირ საუბარი არ მსურდა, ამიტომ ესემესით ვეჩხუბე. ვუთხარი რომ უნამუსო იყო იმის გამო რაც გამიკეთა, რომ მიღალატა. ის კი ისეთებს მწერდა, თითქოს ვერ ხვდებოდა რაში იყო საქმე. ესე დავშორდით. იმ დღეს, კაფეში რომ შევხვდით იმ დღეს დავშორდი. ლაშამ ძალით წამომიყვანა. მერე დავლიეთ. საჭესთან ლაშა იჯდა, საუბარში გავართე და თქვენ დაგეჯახეთ. კიდევ კარგი რომ შეგხვდი ჩემო ძვირფასო. ძალიან მიყვარხარ. ეხლა კი მოვიდა ჩემთან, თან ორსული და მითხრა რომ ეს შეცდომა იყო. უნდა მე შემეტენოს ორსული, რადგან ქმარი დაშორდა. მაგას სულელი ხომ არ ვგონივარ ნეტა? მე 21ის ვარ ეგ კი 19ის და გონია ჩემზე მეტი ჭკუა აქვს? ის ადრე შევიდა სკოლაში მეკიდე გვიან და მიტოვარ მასზე უფროსი, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. მე შენ მიყვარხარ და არასოდეს გიღალატებ. გჯეროდეს ჩემი.
-მჯერა დათო, მჯერა. შენი საკუთარ თავზე მეტად მჯერა, იმიტომ რომ ძალიან, ძალიან მიყვარხარ. ეგეთი პიროვნება მეტის ღირსია. როგორ გაბედა შენთან დაბრუნება, თან ორსულადაა, ქმარი დაშორდა და ეხლა უნდა რომ შენ შეგეტენოს. ღმერთო ჩემო ეს ხალხი საერთოდ ვეღარ აზროვნებს რა. შენ სწორი გადაწყვეტილება მიიღე, რომ როცა გაიგე მაშინვე დაშორდი... მოიცა ჩემი ტელე რეკავს. უი ქეთია.
-გისმენ ქეთი რაშვებით შენ და ლაშა?
-მისმენ? გოგო ერთი საათია გირეკავ სად გაქ ყურმილი ან შენ ან დათოს?
-იცი? დათოსთან რაღაც მოხდა და მაგიტო ვერ გპასუხობდი.
-რაა, რა მოხდა დათოსთან ხომ მშვიდობაა?
-კი მშვიდობაა... ვაიმე დათო, სად ხართ ქეთი შენ და ლაშა?
-სახლში მივდივართ. რა მოხდა ნინი?
-სასწრაფოდ აფთიაქში გაიარეთ წნევის დამწევი და ღებინების საწინააღმდეგო აბები იყიდეთ და დათოსთან ამოდით.
-ვაიმე ნინი რა ჭირს? ეხლავე მოვდივართ.
-რახდება ქეთი რა ამბავია ასეთი?
-რადა დათოსთან რაღაც მოხდა და დათო ცუდათაა. დროზე ლაშა აფთიაქში გავედით წამლები ვიყიდეთ და პირდაპირ დათოსთან მივდივართ.
-კი მაგრამ არ მეტყვი რა მოხდა ადამიანო?
-მეც არ ვიცი რა მოხდა და შენ როგორ გითხრა? ნინი ისეთი აღელვებული იყო ვერაფერს მოაბა თავი და ვერ გავიგე რა მოხდა.
-ხო კარგი წავედით დროზე.
-ნინი რაშვები? რაჭირს დათოს? მოვედით მე და ლაშა
-ვაიმე ქეთი რავიცი წნევამ აუწია, მერე გული აერია თან მაღალ წნევაზე ცხვირიდან სისხლი წასკდა და ძლივს შევუჩერე.
-კი მაგრამ ნინი არ მეტყვი რა მოხდა?
-ჩუმად გოგო ნუყვირი. ძინავს დათოს ცოდვაა არ გააღვიძო. მე მოგიყვებით რა მოხდა. მოკლედ დღეს დილას დათოსთან რომ მოვდიოდი.... და ასე მოხდა. დათომ კიდე ამ ყველაფერზე ისე ინერვიულა ცუდად გახდა. ძლივს დავაწყნარე, მეც მომეშალა ნერვები, როგორ შეიძლება ასე მოქცევა? დაშორებია გოგოს ქმარი და ახლა უნდა დათოს შეეტენოს. არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ეგ. მე მჯერა დათოსი.
-რაა? აუ ეგ რა უნამუსოა, რა უნდა დათოსთან? 7წელი უყვარდა. დათო მისთვის თავსაც კი იკლავდა, მაგრამ ის ატყუებდა, სინამდვილეში კი დანიშნული იყო და ეხლა რაღა ჯანდაბა უნდა მისგან? თან თურმე ორსულადაა გოგო. ჩემი თვალით მყავს ნანახი მისი ქმარი მაგრამ რას გაძლებდა მაგასთან, მასთან სუნთქვაც შეუძლებელია. ფუ ეგ უზრდელი ეგ უნამუსო. ფუ მაგის...
-კარგი ლაშა შენ მაინც გაჩუმდი რა. ნინი ეგ მართლა უზრდელი ყოფილა, როგორ გაბედა ამდენი მაგ ტუტუცმა და ისევ დათოსთან დავბრუნდა?
-რავიცი ქეთი. უი დათი გაიღვიძე? როგორ ხარ?
-არამიშავს რა. იმ უზრდელის ბრალია ყველაფერი. უი ყველა აქ ხართ?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent