მათხოვარი (22 თავი)
ოცდამეორე თავი სანდროს დანაბარებს ვასრულებ, ადმინისტრაციას იმ დღესვე ვაფრთხილებ, წინააღმდეგნი ნამდვილად არ არიან, უპრობლემოდ მანთავისუფლებენ. არა და, ცოდვა გამხელილი სჯობს, მიუხედავად გაფრთხილებისა, ცნობისმოყვარეობით ვკვდები, რატომ ამიკრძალა სანდრომ სამსახურში მისვლა?!.. სახლში დაბრუნებულს, საღამოს, გვიან, მირეკავს დირექტორი და მეუბნება, რომ მეორე დღეს განსაკუთრებით ძვირფას სტუმრებს ელოდებიან, შეფ-მზარეული ცუდადაა და აუცილებლად უნდა მივიდე. აი, წასვლის მიზეზიც გამიჩნდა, ბოლოსდაბოლოს უფროსს დავაბრალებ. უცნაურია, ნეტა რატომ ხდება ასე? რაც უფრო მიშლიან, მეტად მძაფრად მინდა აკრძალულის გაკეთება. - დარბაზში ორი ბრონია, ერთი მარცხენა, ბოლო კუპე, სამ კაცზეა გაშლილი, სტუმრები საღამოს შვიდიდან რვა საათამდე მოვლენ, - კუთხის მაგიდისკენ მითითებს ადმინისტრატორი - მეორე ბრონი დარბაზში რომ მაგიდაა, ათ პერსონაზეა. - უკანასკნელ სიტყვას განსაკუთრებული მახვილით ამბობს - ისინიც ამავე პერიოდში შეიკრიბებიან. ეს მათი შერჩეული მენიუა... ყურადღებით ვავლებ ჩამონათვალს თვალს. - ეს ორი მაგიდაა განსაკუთრებული სტუმრები? - ცოტა არ იყოს იმედგაცრუებულიც კი ვრჩები, მათი მცირე რაოდენობის გამო. - ჰო, რა ვიცი... კუპეში მსხდომები ზედმეტი ყურადღებით არ უნდა შეაწუხო, მამაკაცები იქნებიან, შეიძლება ერთი-ორი კაცი კიდევ დაიმატონ. ამიტომ კერძები მეტობით მოამზადე. ის ათი კი შედარებით პრეტენზიულები არიან, გამსაკუთრებით მანდილოსნები, ასე რომ წარმატებები... - ხშირად გვსტუმრობენ? - არა, რამდენადაც მე ვიცი, ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონეა ოჯახით, ხომ იცი კონკურენცია, არ უნდა ჩავიჭრათ! - იკრიჭება ადმინისტრატორი. მისი სიტყვები მაფრთხობს, თითქოს ვხვდები მოსალოდნელი სტუმრების ვინაობას. - აი, თურმე რატომ არ უნდა მოვსულიყავი! - თავს მოტყუებულად ვგრძნობ, გული ყელში მებჯინება. აშკარად მიქრება დარბაზში შესვლის სურვილი, აღარც ცნობისმოყვარეობა მაწუხებს - ესეც შენ, გაგაფრთხილეს, გითხრეს, არ გინდოდა მშვიდად ყოფნა?! ხოდა ინერვიულე! - გაცოფებული ვჯიჯღინებ. მიუხედავად ჩემი ფორიაქისა დღე წყნარად გადის, დამხმარე გოგონები ყოჩაღად ტრიალებენ, სასურველ დროს უკვე მზად გვაქვს ყველა კერძი. ერთი სული მაქვს დღევანდელი დღე დასრულდეს. - სახლში ვრეკავდი და ტელეფონი რომ არ აიღე, მივხვდი აქ იქნებოდი! - ადგილზე შევხტი, როცა სამზარეულოში სანდრო შემოვიდა - ხომ, გთხოვე დღეს არ გემუშავა?!... ვიგრძენი სახეზე როგორ მომაწვა სისხლი, იმის მაგივრად რომ თვითონ ეგრძნო თავი დამნაშავედ, კიდევ მე მსაყვედურობდა. წინა დღის ამაღლებული განწყობიდან აღარაფერი დამრჩენოდა, საშუალება რომ მქონოდა, იქვე ამოვაფრქვევდი რასაც ვფიქრობდი. ის კი... - აქ რას აკეთებ?! - მისალმების ნაცვლად, ღრენით ვეკითხები, საკოცნელად დახრილს სახეს ვარიდებ. არ მინდა მომეკაროს, ოდნავ მაინც შემეხოს. - გუშინ ასეთი უხეში არ ყოფილხარ! - გუშინ არც შენ იყავი მატყუარა! - თვალს ვარიდებ. - მატყუარა? - სახე ეღუშება - რამე შეიცვალა?! - აშკარად დამცინის. - სანდრო, გთხოვ!... - ისეთი დაჟინებული მზერით მიყურებს, რომ... - რას მთხოვ?! - სასურველზე ახლოს იწევს, ინსტინქტურად უკან ვიხევ - ჩემი გეშინია?! - არა, მაგრამ... - მისთვის პირდაპირ ყურებას ვერ ვბედავ, საჩვენებელი თითით თავს მაწევინებს - წინასწარ დასკვნებს ნუ გამოიტან, ყოველთვის ის არ ხდება რაც ჩანს! მხოლოდ ერთი სურვილი შემისრულე, დარბაზში არ შემოხვიდე, რაც არ უნდა მოხდეს იქ არ შემოხვიდე! ჩემი გესმის?! - იმდენად მკაცრად მაფრთხილებს, რომ ვემორჩილები, მართალია ცრემლები მახრჩობს, მაგრამ მაინც ვემორჩილები - შენს თავს ვფიცავარ, მოგიყვები, ოღონდ დღევანდელი დღე მშვიდად ჩავატაროთ და მოგიყვები! - ტუჩებზე მსუბუქად მკოცნის და გადის. მიუხედავად იმისა, რომ მაინტერესებს სტუმრების ვინაობა, დარბაზში შესვლა აზრადაც არ მომდის. - დედას გეფიცებით, ასეთი მოვლილი ქალები თუ მენახოს! - აღტაცებას ვერ მალავს მიმტანი, გუმანით ვხვდები, რომ სანდროს მაგიდას განიხილავს. - მოვლილები იქნებიან, რა უჭირთ, ბოღმისგან გასიებულები! - გულში ვუბრუნებ პასუხს. - ის ორი რა ტიპია, ასეთი მსგავსება?! - თითქოს ჯიბრით მეორე მიმტანიც ერთვება დიალოგში. - იკა და შოთიც აქ არიან? არა და, მე მეფიცებიან ძმობას, მოღალატეები, კარგად ეკურკურებიან ახალ სარძლოს! - ისევ ვჯიჯღინებ. - ის სამკაციანზე ნახე? ერთხელ ჩავუარე და მეორედ იქ მისვლის სურვილიც აღარ გამჩენია, რაღაცნაირი „სტრანნი სასტავია“! როგორც იქნა ჩემი სამუშაო დრო სრულდება, ტანისამოსს ვიცვლი და სახლში წასასვლელად ვემზადები. სწორედ ამ დროს შემოდის ადმინისტრატორი: - გვანცა, ვიდრე წახვალ დირექტორს უნდა შენი ნახვა! - დიახ რა თქმა უნდა! ხალხით სავსე დარბაზს გვერდს ვუვლი, ცალი თვალით მაინც ვიჭყიტები, მათი მაგიდა კარგად ჩანს, მანანას ზედმეტად კმაყოფილი სიცილი აქაც კი მესმის, გვერდით მისივე ტიპის ქალი უზის, რაღაცაზე საუბრობენ, ჩემსკენ ზურგით მჯდომი ახალგაზრდა ქალიშვილიც პერიოდულად თავს უქნევს მოსაუბრეებს. ვაჟა ახალკაცი ვიღაც მამაკაცთან, სავარაუდოდ უცხოელთან, ერთად ყანწებით მიირთმევს ღვინოს. სანდროს გვერდს ტყუპები უმშვენებენ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ეს სამეული ამ სუფრიდან მოწყვეტილნი, სრულიად ცალკე მაგიდასთან სხედან, ერთმანეთს ესაუბრებიან. დანარჩენებისგან განსხვავებით არც იცინიან, არც სასმელს მიირთმევენ. ჯიუტად უმზერენ კუთხის კუპეს. გვერდით მაგიდასთან სამოქალაქო ტანისამოსში ჩაცმულ სანდროს ორ თანამშრომელ ბიჭსაც ვხედავ, ისე ქეიფობენ თითქოს გვერდით მჯდომ კოლეგას არ იცნობენ. - მართლა რაღაცას გეგმავენ, კი მაგრამ თუ საქმეზე არიან, სანდრომ თავისები აქ რატომ წამოიყვანა?! - საკუთარ თავს ველაპარაკები. -შენ აქ რა გინდა?! - გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა, როცა ასე ქურდულად მოთვალთვალეს თავზე გიორგი წამადგა - სანდრომ არ გაგაფრთხილა? აქ რას აკეთებ? - შენ? შენ რას აკეთებ აქ? - პასუხის ნაცვლად კითხვას ვუბრუნებ, იმის გააზრებაც კი არ მინდა, რომ კონსპირაციულ შეთქმულებაში გიორგიც ჩაითრია. - არ ვიცი, როგორ მოახერხებ, მაგრამ ახლავე წადი, ხუთ წუთში შენი ფეხი აღარ იყოს, აქ! დღევანდელი დღე რომ ჩაგვიშალო!... - აშკარად გააფთრებულია ის. - დირექტორთან ავალ და გპირდები, ხუთ წუთში აღარ ვიქნები! მაგრამ როდის იყო ჩემს ცხოვრებაში რამე გეგმის მიხედვით ხდებოდა? თითქოს ჯიბრით უფროსი თავს იკლავს, დღევანდელ სტუმრებთან უნდა წარგადგინო, ერთი სული აქვთ საკუთარი თვალით ნახონ ვინაა ამ კერძების შემოქმედიო და მეც წელმოწყვეტილი მივყვები დარბაზში, ფეხები უკან მრჩება, მაგრამ ფაქტი-ფაქტად რჩება იმის ნაცვლად რომ გავრბოდე, სულელივით აწურული ახალკაცების მაგიდასთან ვდგავარ და მანანას ირონიულ ქება-დიდებას ვისმენ. სანდრო იქ აღარ ზის, ნეტა სად გავიდა? აღარც ტყუპები ჩანან. გაბადრული, ბედნიერი სახით ისმენს დირექტორი როგორ ასხამენ ხოტბას, რა მცირე ყოფნის ადამიანს სიხარულისთვის. ალბათ, ვაჟა არც აპირებს ჩემთან ნაცნობობის აღიარებას, მაგრამ მანანა რისი მანანაა, რამე რომ არ ჩააშხამოს, ვითომ შემთხვევით მის რეპლიკას ასე ასრულებს: - ალბათ, გეცოდინებათ, თქვენი გვანცა ჩემი შვილის მეგობარია! - უცნაურია, ჩვენ სანდროს, გვანცას მეუღლედ ვიცნობთ! - ჰა, ჰა, ჰა, ჰა! - ნაძალადევი მხიარული სიცილით კისკისებს მანანა - რაღაც გეშლებათ, სანდროს მომავალი მეუღლე ეს ქალიშვილია! რამოდენიმე წყვილი თვალი დაჟინებით მიმზერს, ვგრძნობ როგორ ვფითრდები. - ვერ ვხვდები, თუნდაც მეგობარი იყოს, ამით რის თქმას ცდილობთ?! – ირონიულად ეკითხება დირექტორი. - თქვენი თანამშროლების მორალური შეხედულებები არ უნდა გაინტერესებდეთ? - მე ჩემი თანამშრომლების მუშაობის ხარისხი მაინტერესებს და არა პირადი ცხოვრება! - მანანას ტონით აშკარად ღიზიანდება დირექტორი. სანდროს თანამშრომლებთან მჯდომი გიორგი მთელი ტანით ბრუნდება. ვხედავ როგორ უცახცახებს ყბა, მაგრამ თავის შეკავებას ახერხებს, ტუჩების მოძრაობით მანიშნებს: - წავიდეთ, გარეთ დაგელოდები!. - უკაცრავად, ქალბატონო მანანა, ოჯახური დრამის განსახილველად ალბათ, სხვა ადგილი უნდა შევარჩიოთ, სასიამოვნო საღამოს გისურვებთ! - ირონიულად ვუცხადებ ერთი სული მაქვს ის გოგონა შევათვალიერო, მაგრამ თავს ვიკავებ, არ მინდა ზედმეტი ცნობისმოყვარეობა გამოვავლინო. ის -ისაა დარბაზი უნდა დავტოვო, რომ საკუთარი სახელიც მესმის: - გვანცა?! - ვგრძნობ როგორ ირყევა ფეხქვეშ დედამიწა, ნაბიჯს ვეღარ ვდგამ, ადგილზე ვშეშდები. - ამის დედაც, - ვხედავ როგორ იგინებიან მეორე მაგიდასთან მჯდომი ბიჭები - გეგმა “ბე”! - რაციაში ხმამაღლა აცხადებს ერთ-ერთი. მთელი ტანით ვბრუნდები და ვხედავ კუპედან გამოსული, მისი საზიზღარი ღიმილით როგორ მიახლოვდება ვახო. - ვის, ვის და აქ ყოფილი მეუღლის ნახვას ნამდვილად არ ველოდი. როგორ ბრძანდებით, ქალბატონო გვანცა? გავიგე გათხოვილხარ, ქორწილში რატომ არ დამპატიჟე? თუ არ გინდოდა ქმრის ოჯახს გაეგო შენი კაიქალობის ამბავი? - ყოფილი ქმარი?! - ვხედავ როგორ ქაჩავს თვალებს ვაჟა. - ჩემს მეუღლეზე ნუ ღელავ, რაც საჭიროა ისედაც ყველაფერი იცის! - კბილებში ზიზღით ვცრი. - რა უბედურებაა? ამდენი ხანი რით ვერ გამოხვედი?!- კიბეებიდანვე მეძახის რესტორანში შემობრუნებული გიორგი - ეგეც მანდ გდია?! - რათქმა უნდა ხმაზევე სცნობს ვახოს, რამოდენიმე წამი ჰყოფნის შემოსასვლელად - დარბაზიდან გადი და მანქანაში დამელოდე! - კბილებში ცრის გაავებული. - ისევ შენ იცავ? ვითომ ქმარი სად არის? ამასთან შენი სასიყვარულო ინტრიგების შესახებაც იცის? თუ ისეთი ჩმორია ფეხებზე ჰკიდია? - ოხ, მე შენი ახვარი!... - ჰაერშივე ხტება გიორგი და მოწყვეტით ურტყამს ვახოს. ატეხილ კივილ-წივილში ვხედავ სწრაფად როგორ ტოვებენ ახალკაცები დარბაზს. ხმაურზე კუპეში მყოფებიც გამოდიან. ერთ-ერთს ვერ ვცნობ, მაგრამ მეორე ნამდვილად ლუკაა! ერმანეთს ჩაფრენილი მოჩხუბრების დანახვაზე, სანდროს თანამშრომლებიც ცემა-ტყეპაში ერევიან და ვითომ შემთხვევით ლუკას ისე უტყამენ, რომ ეს უკანასკნელი ძირს ვარდება, მეორე აშკარად მეგობარს ექომაგება, თუმცა მასაც ისე გამატებით ხვდება გიორგის მოქნეული მუშტი, რომ მეც კი მტკივა, ამ ორომტრიალში ვეღარ გაიგებ ვინ - ვის ურტყამს. რა მინდოდა? რატომ ვერ მოვისვენე? რატომ ვარ ასეთი ცნობისმოყვარე, იქნებ ოდნავ მაინც მქონდეს თვითგადარჩენის ინსტიქტი, მაგრამ არა... სულელივით ერთ ადგილზე გაშეშებული ვიდექი და დავყურებდი როგორ უბრაგუნებდნენ ერთმანეთს ბიჭები. პატრულში დარეკვა სავარაუდოდ ისევ ვაჟამ მოიფიქრა, პოლიციამაც არ დაგვიანა და რამდენიმე წუთში ამდენიმე ცემისგან დასიბული ბიჭები სამი ეკიპაჟით განყოფილებაში წააბრძანეს. - ეს ქუჩის ქალიც წაიყვანეთ, ამის გამო მოხდა ეგ ყველაფერი, სულ მაგის ბრალია! - გაკაპასებული გაჰკიოდა მანანა. - გაგიჟდით, სად მიგყავთ?! მაგათ არაფერი დაუშავებიათ! კრიმინალები ესენი კი არა ისინი არიან! - ცრემლებით სავსე თვალებით მკლავზე ვეკიდებოდი ერთ-ერთ პოლიციელს. - განყოფილებაში გავარკვევთ, ქალიშვილო! - მკაცრად დამიბღვირა და ცივად მომაშორებინა ხელი. - ეგეც წაიყვანეთ მეთქი, ხომ გეუბნებით ყველაფრის თავი ეგ ქალბატონია, არ გამიკვირდება მაგ ხულიგნებთან შეკრულიც იყოს! - ლამის პოლიციის მანქანამდე მოგვყვება მანანა. - წამობრძანდით ქალიშვილო, ამათთან დარჩენას ისევ ჩვენთან ყოფნა ჯობს! - თბილად მთავაზობს ერთ-ერთი სამართალდამცველი. სიმართლე გითხრათ თავპატიჟს ნამდვილად არ ვიწყებ, მაინც ვერ მოვისვენებ, ერთ-ერთი ეკიპაჟის კარებს მიხსნიან და მეც ვჯდები: - ალბათ, მოკვდებოდი, დღევანდელი მოვლენები შენი თვალით რომ არ გენახა! - გაოგნებული ვუმზერ თბილად მომღიმარ სანდროს. - ეს ყველაფერი შენი დაგეგმილი იყო? კი, მაგრამ გიორგის რაღაც ერჩოდი? - ეს აზრი თვეების წინ გაგვიჩნდა, საქმე თითქმის დასრულებულია, უკვე დროა ნელ-ნელა დამნაშავეების დაკავებაც დავიწყოთ. ლიდერების აყვანამდე არ მინდა მიხვდნენ, კონკრეტულად რომელი საქმის გამო ვაკავებთ. ჩხუბი ამის მშვენიერი საბაბი იქნებოდა. გიორგი კი კეთილშობილურად დამთანხმდა, შენი ყოფილი მეუღლისთვის გვერდების გაერთიანებაზე! - აშკარად ზედმეტად კმაყოფილია საკუთარი იდეით. - და აქ შენების წამოყვანა რაღატომ გადაწყვიტე? - გუშინ ხომ შენითვე მოისმინე მანანას გეგმების შესახებ, დღეს ეს წვეულება რომ არ მომეწყო, იტყოდა პატივს არ გვცემ, მეგობრებთან შეხვედრაზე უარს ამბობო. არა და, ამ ოპერაციას ვერ დავაკლდებოდი. - კმაყოფილი მიკრავს თვალს. - იცი, რომ მთლად ნორმალური არ ხარ?! - ვისზე ლაპარაკობ? ათასჯერ გთხოვე სამსახურში არ წახვიდე მეთქი და მაინც მოხვედი! - სიცილს ვერ იკავებს ის. - ცნობისმოყვარეობამ მძლია! - დამნაშავე ბავშვივით ვაღიარებ მე. - მერე, ნახე რაც გაინტერესებდა?! - კი, ვნახე, შენი მომავალი მეუღლე ვიხილე! - ტკივილით აღვნიშნავ მე. - მომავალი მეუღლე არ ვიცი და ახლანდელი ნამდვილად აქ მყავს! - გულში მიკრავს და თავზე მკოცნის ის. - ეჰ! - სუნთქვას ოხვრასაც ვაყოლებ და მკერდზე ვკოცი. პოლიციის განყოფილებაში მისულებს ბიჭები, ტყუპები და გიორგი უკვე სანდროს კაბინეტში გვხვდებიან, მიუხედავად იმისა, რომ სახეებსა და ტანისამოსზე ჩხუბის კვალი ეტყობათ ზედმეტად პოზიტიურ განწყობაზე არიან, სიცილით იხსენებენ მომხდარ ინციდენტს, დამნაშავეების დასანახავ გამართულ ფორმალურ დაკითხვას. „კაპეზეში“ ჯდომას. კაბინეტიდან ვხედავ, აივანზე სიგარეტის მოსაწევად გასული გიორგი და სანდრო დაძაბული სახეებით საუბრობენ, მართალია სიტყვები არ მესმის, მაგრამ ვხვდები საუბრის თემა მე ვარ. - შვილიშვილის ამბავს რომ გაიგებენ დარწმუნებული ვარ დამშვიდდებიან და ამ დაპირისპირებასაც დაესმება წერტილი!. - ოთახში შემოსვლისას ეუბნება სანდრო. - ეეე, ტო... პატარას ელოდებით?! - იმდენად ხმამაღლა ამბობს გიორგი, რომ ოთახში მსხდომ ბიჭებსაც ესმით. ვისღა ახსოვს დღეს მომხდარი ინციდენტი, ხმაურით გვილოცავენ, თითქოს საქეიფო მიზეზი გვაკლდეს, ისევ რესტორანში უნდათ წასვლა. თუმცა საკუთარი ვიზუალის დანახვისთანავე ამ აზრს უარყოფენ, ისევ ჩვენთან მივდივართ სახლში, ამჯერად ანიტას და კაკისაც ვიმატებთ. - საწყალ პოლსაც დავურეკავ, იქნებ როგორმე ვაჟასგან ვიხსნა! - თვალს უკრავს ტყუპებს სანდრო. - პოლი? - ინტერესით ვკითხულობ. - ჩემი ამერიკელი მეგობარია, ამავე დროს საქმიანი პარტნიორიც, რესტორნის ნახევარი წილი მას ეკუთვნის. საბრალო გუშინ ჩამოვიდა და გამოფხიზლება არ ეღირსა. - სანდროს მეგობრები, ჩვენი მეგობრებიც არიან, თუ ზოგიერთ მოღალატე ყმაწვილებს არ ჩავთვლით! - ტყუპების გაკენწვლისგან თავს ვერ ვიკავებ მე. - არ გამოდიოდა, გვანცუ, იქ უნდა ვყოფილიყავით, სვავებს ხელში ხომ ვერ ჩავუგდებდით შენს ქმარს?! - თავის მართლებას ცდილობს იკა, თან მკლავს მიშვერს ხელკავის გასაკეთებლად. - მშვენივრად ერთობოდით, ჩემი თვალით დაგინახეთ, აშკარად არ ხართ წინააღმდეგი ახალი რძლის! - რძლის? ეგ ყველაფერი მანანა დეიდას მოფიქრებულია, ქეთა ჩვენი კლასელია, ბავშვობიდან ვმეგობრობთ, იგნორს ვერ გავუკეთებდით! ... - ძმას იცავს სანდროთან ერთად უკან მომავალი შოთი. - დააბრალეთ, მანანას, არც თქვენი მეგობარია წინააღმდეგი! - თვალების ბრიალით გავხედე მათ. - ვერ შეგედავები, შენ ისეთი ოქრო ჩაიგდე ხელში, რომ მისი ცოლობა უდაოდ ბევრს ენდომება! - ჩემი სიფიცხე როგორც ყოველთვის ზედმეტად ართობთ გვერდი-გვერდ მომავლებს. - მომიფრთხილდი, თორემ, ხომ ხედავ ქეთაც აქვეა!..- თვალს ეშმაკურად მიკრავს სანდრო. - გეყოთ ხუმრობა, არ გამიბრაზოთ რძალი, გვანცას კიდევ რა უჭირს, ძმისშვილი თუ გაგვიბრაზდა დედის დაცინვის გამო, წასულია ჩვენი საქმე! - თვალს უკრავს სანდროს შოთი. - აბა, ბიჭო, მამასავით ბოღმა თუ იქნა, ვეღარც შემოვირიგებთ ცხოვრებაში! - საკუთარი ხუმრობით კმაყოფილი თვითონვე იკრიჭება იკა. - იცინე, იცინე, რა გენღვლება! - თავში უტყაპუნებს უკნიდან სანდრო - დღესასწაულის ორმაგი საფუძველი გვაქვს, ჩვენი პატარა და წარმატებული სპეც-ოპერაცია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.