შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მათხოვარი (12 თავი)


8-09-2016, 18:22
ავტორი murachashvili
ნანახია 3 954

მეთორმეტე თავი
ასე აღმოვჩნდი რესტორან „თეთრი სახლი“-ს სამზარეულოში, ჭუჭყიანი ქვაბებისა და ჭურჭლის გარემოცვაში. დაკაპიწებული მკლავებით, დაღლილი სახით, მაგრამ ბედნიერი ღიმილით. დიახ, მიუხედავად სამუშაოს სიმძიმისა, ბედს არ ვუჩიოდი, არ ვწუწუნებდი, არც შრომა მეზარებოდა.
სამზარეულოში ძირითადად ქალები მუშაობდნენ, თუ არ ჩავთვლით ასე ორმოცდაათ წლამდე შეფ-მზარეულს, სახელად ზურას. იცით როგორი იყო?! ასეთი მზარეულები მხოლოდ მულტფილმებში თუ მენახა, სასაცილო ულვაშებით, დიდი ღიპით და თეთრი ჩაჩით, ხელში დიდი ქაფქირით, რომელსაც ზარმაცი თანამშრომლების დასაფრთხობად ჯოხის ფუნქციით უფრო იყენებდა. რატომღაც ვფიქრობდი, რომ ასეთი ტიპის მამაკაცები მხოლოდ მხატვრის ფანტაზიის ნაყოფი შეიძლებოდა ყოფილიყო. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩებოდა ჩვენი ზურაბი მუდამ როხროხა ხმით თავზარს სცემდა სამზარეულოს. თანამშრომლებს არ უყვარდათ, ჯიჯღინებდნენ, უკმაყოფილო სახით ზურგს უკან დესპოტსაც კი ეძახდნენ.
არ დამავიწყდება მისი ეჭვნარევი მზერა, როცა სამზარეულოში ბატონმა ვაჟამ შემიყვანა.
- კარგი, რა ვაჟა! - ყოველგვარი ფამილარობის გარეშე მიმართა უფროსს - მშრომელი ქალი გთხოვე, შენ კი ძუძუმწოვარა ბავშვი მომიყვანე, ამან რა უნდა გამიკეთოს?!
ისედაც უკმაყოფილო სახე ორმაგად მოეღუშა ახალკაცს: - გაზარდე, ასწავლე!... - ღრენით გამოუცხადა.
- ნუცას სკოლა ხომ არ მაქვს?! ამას თოჯინები სჭირდება ჭურჭლის რეცხვა კი არა... - ცეცხლზე ნავთს ასხამდა მზარეული.
- მორჩი ძალიან გთხოვ! - ცივად შეაწყვეტინა ვაჟამ - გინდა თოჯინები მიეცი და გინდა დახუჭობანა ეთამაშე, როგორც გინდა ისე მოიქეცი, თუ არ ივარგებს მეორე მრეცხავიც აიყვანე, მაგრამ ეს გოგო როგორმე უნდა შეინარჩუნო, შვილთან ისედაც დაძაბულ ურთიერთობას, მეტად ვეღარ გავიფუჭებ! - უკანასკნელი სიტყვები თავისთვის ჩაილაპარაკა ვაჟამ.
- სანდროს პროტეჟეა?! - გაოცებულმა გამომხედა ზურამ, თითქოს პირველად დამინახა ისე ამათვალიერა.
სიტყვა პროტეჟემ ყური უხეშად მომჭრა, უხერხულად მობუზული ვიდექი და ზურას ვერდიქტს ველოდებოდი. თუმცა სანდროს ხსენებამ აშკარად გაჭრა, რამოდენიმე წუთით ჩუმად მიმზერდა, შემდეგ დანებების ნიშნად ჩაიქნია მისი ჯადოსნური ქაფქირი და ხელით მანიშნა გამომყევიო.
აი, ასე მოვხვდი ზურას სამფლობელოში, გონებაში ისე ღრმად ჩამებეჭდა პირველ დღეს ნათქვამი „პროტეჟე“, რომ არასრულფასოვნების კომპლექსიც კი გამიჩნდა, იმის შიშით, რომ არ ეთქვათ, სანდროს ხათრით ამუშავებენ, თორემ ისე არაფრის მაქნისიაო, ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას გაორმაგებული ძალებით ვასრულებდი. ნელ-ნელა სხვა თანამშრომლების (დამხმარე მზარეულის, დამლაგებლის) ფუნქციებშიც გავერკვიე და მართალია იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ რომელიმე მათგანსაც ვცვლიდი.

თითოეულ თანამშრომელს საკმაოდ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ერთი საათით შესვენებით სარგებლობის უფლება ჰქონდა. ამ დროს ვიღაც სახლში გარბოდა შვილთან, ვიღაც პირად საქმეს იგვარებდა, ვიღაც შეყვარებულს ხვდებოდა, მე კი... მე ისევ რესტორანში ვრჩებოდი, მათგან განსხვავებით არც სახლში მელოდა ვინმე და არც მეგობრები მყავდა.
რათქმა უნდა ზურა მამოწმებდა, აშკარად არ მენდობოდა, სათითაოდ ათვალიერებდა თაროზე ჩამწკრივებულ ქვაბებს, ტაფებს, კოვზებსა თუ ჩანგლებს.
- ვერცხლის სერვისები უნდა პრიალებდეს! - დამრიგებლურად მეუბნებოდა, თუმცა თვითონაც იცოდა, რომ რესტორნის განსაკუთრებით ძვირფას ჭურჭელთან მე შეხება არ მქონდა.
- დიახ, ბატონო ზურაბ! - თავს ღიმილით ვუქნევდი.
თავიდან აპროტესტებდა, როცა მზარეულთან გვერდში მდგომს მხედავდა, მაგრამ ნელ-ნელა ერთმანეთს შევეჩვიეთ. უსიტყვოდ გადახედავდა ჩამწკრივებულ სუფთა ჭურჭელს, ლამაზად გაფორმებულ სხვადასხვა სახის ულუფებს, კმაყოფილების ნიშნად წარბს ოდნავ ასწევდა და მარჯვენა ხელს ულვაშზე გადაიტარებდა. ეს იყო და ეს, მაგრამ მისი ეს ჟესტი ნებისმიერ შექებას მერჩივნა.
დაღლილობისგან ფეხის გულები მეწვოდა, მაგრამ არ ვწუწუნებდი, ასე მეჩივნა, ფიქრისთვის დრო აღარ მრჩებოდა, ვცდილობდი ჩემს მდგომარეობას ზედმეტად არ ჩავღრმავებოდი, თუმცა საკუთარი ემოციების კონტროლს ყოველთვის ვერ ვახერხებდი.
იმ დღესაც ასე დამემართა, თანამშრომლები შესვენებაზე გავიდნენ, მე კი ფიქრებს შევყევი, ჯერ ჩემი ოჯახი გამახსენდა, და-ძმა, დედობილი, დაკარგული შვილი, ჩემი მძიმე წარსული, სანდრო. ისე მძაფრად მომინდა ვინმე ახლობელტან ყოფნა, რომ თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლებიც ღაპა-ღუპით გადმომცვივდა. საპნიანი ხელი თვალში რომ არ ამომესვა, ცრემლები ქსუტუნ-ცსუტუნით მკლავით მოვიწმინდე და ადგილზე გავშეშდი. ჭურჭლის თაროებს შორის გაოგნებული სახით ბატონი ზურაბი მიმზერდა.
- გვანცა შვილო, რამე გტკივა?! - რამოდენიმე წამში დაფარა ჩვენს შორის არსებული მანძილი მამაკაცმა და შეშფოთებული მომვარდა - რა გჭირს?!
- არაფერი, არაფერი... - დარცხვენილი ვარიდებდი თავს პასუხს.
- აბა, უმიზეზოდ ტირი?! თუ ვინმემ გაგაბრაზა, შენ მხოლოდ მითხარი, მაშინვე დავსჯი! - მუქარით მოუღერა ვიღაცას ქაფქირი.
- არა, ბატონო ზურაბ, დედას გეფიცებით, კარგად ვარ! - მისი დაფეთებული სახის დანახვაზე სიცილი ძლივს შევიკავე.
- მართლა?! - ისევ ეჭვით მიმზერდა მამაკაცი - რამე რომ გაწუხებდეს, ნამდვილად მეტყოდი?!
- ეჰ, რომ ვიცოდე რა მჭირს, ნამდვილად გეტყოდით, ბატონო ზურაბ! - გულწრფელად გავუღიმე.
- ნევროზი, ამ ყველაფრის მიზეზი ნევროზია! - უცებ დამისვა დიაგნოზი - ჩემი ცოლიც ასე იყო, წარა-მარა ტიროდა, ვერ გავუგეთ ვერაფერი, თურმე ნევროზი ყოფილა... ისეთი კარგი ნევროპათოლოგი ვიცი, ჩაგწერ, თუ შენით ვერ წახვალ მე გამოგყვები, ან სულაც ჩემს ცოლს ვთხოვ!... - მისმა სიალალემ გული ამიჩუყა, მივხვდი, ცოტაც და ისევ ავტირდებოდი.
- არ მინდა, ბატონო ზურაბ! დედას გეფიცებით, არ მინდა, უბრალოდ ოჯახი მომენატრა, ეგაა და ეგ... - ვაღიარე მე.
- მიზეზი თუ მხოლოდ ეგაა, შვებულებაში გაგიშვებ, მოინახულებ... - სწრაფად გამომიწერა წამალი.
- ჩემზე ნუ ღელავთ, ძალიან გთხოვთ! გადამივლის, შვებულებაში გაშვებაც არ არის საჭირო!... - დაფეთებულმა, ცივად ვიუარე.
- დარწმუნებული ხარ?! - ისევ ეჭვით მიმზერდა.
- რა თქმა უნდა? ბატონო ზურაბ, განა შესვენებაზე არ გადიოდით, აქ რატომ ხართ? - საუბრის თემის შეცვლა ვცადე.
- ჰო, ჰო... - თითქოს ეხლაღა გაახსენდა მოსვლის მიზეზი, სახე გაებადრა - მიმისმინე, გვანცა შვილო, შენთან პატარა საქმე მქონდა, დღეს დილით ვაჟასთან საუბრისას - უფროსი ახალკაცის ხსენებაზე ვიგრძენი როგორ გავფითრდი, შეშინებულმა შევხედე მზარეულს, მან ან ვერ იგრძნო, ან უბრალოდ არ შეიმჩნია, ისევ მშვიდად გააგრძელა - აღვნიშნე, რომ ძალიან მონდომებული ხარ, რომ მიუხედავად შენი ასაკისა, არ ზარმაცობ. გაკვირდები, საკმაოდ ჭკვიანი გოგონა ხარ, დიდი პოტენციალის მქონე, საცოდავობაა, შენი ამ პოზიციაზე მოცდენა... კარგად ხედავ, ჩვენი რესტორანი ძირითადად ქართულ ტრადიციულ კერძებზეა ორიენტირებული, მაგრამ, ასევე დიდია კლიენტების მოთხოვნა ევროპულ კერძებზეც. ვაღიარებ, მე ამის არაფერი გამეგება... მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, თუ თანახმა იქნები, სპეციალურ კურსებზე გაგიშვებთ, ევროპული კერძების მომზადებას ისწავლი და ...
- მე?! ... რას ამბობთ, ბატონო ზურაბ, იმდენი მზარეული გყავთ, ასეთ შემოთავაზებაზე ალბათ ნებისმიერი მათგანი ოცნებობს!... - ყურებს არ ვუჯერებდი მე.
- მათი ოცნებები არ ვიცი, მაგრამ შენ თუ თანახმა იქნები, ჩვენი რესტორნის სახელით რეკომენდაციას სიამოვნებით გაგიწევთ!
- „მერე სამსახური, საცხოვრებელი?“... - გულში შიში შემეპარა, მაგრამ ხმამაღლა კითხვის დასმა ვერ გავბედე.
თითქოს თვითონვე მიხვდა ჩემი ყოყმანის მიზეზს: - სასწავლებელში კვირაში სამჯერ უნდა მიხვიდე, აქედან ორი დღე ლექციებს დაეთმობა, ხოლო ერთი - პრაქტიკულ სამუშაოებს. ლეციების პერიოდში სამსახურიდან გაგანთავისუფლებ, დანარჩენ დღეებში კი რესტორანში იმუშავებ, ხელფასიც იგივე დაგრჩება...
ისედაც სენტიმენტალურ განწყობაზე მყოფს, ზურაბის სიტყვებმა საბოლოოდ მომიღო ბოლო, ზუსტად ვიცოდი, ეს შემოთავაზება მხოლოდ მისი დამსახურება იყო, ემოციებისგან ცრემლები ვეღარ შევიკავე და მადლიერების ნიშნად გახარებული მოვეხვიე.
- გეუბნები, ერთი კარგი ნევროპათოლოგი გჭირდება მეთქი და არ მიჯერებ! - დამრიგებლურად გამომიცხადა, მამა-შვილურად ოდნავ მხარეზე მომიტყაპუნა და კმაყოფილი ღიღინით დამტოვა საკუთარ ფიქრებთან.
აი, ასე შემთხვევით რესტორან თეთრი სახლის ყველაზე ჯიჯღინა და ბობოქარი შეფ-მზარეულის წყალობით, გავხდი საქართველოს კულინარიის აკადემიის, მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსების სტუდენტი.

სანდრო? თითქმის ხუთი თვე გავიდა ჩემი რესტორანში მისვლის დღიდან, ის კი არ ჩანდა. უნდა ვაღიარო, ერთი პირი ისიც კი ვიფიქრე, სამსახურში ხომ მაინც იქნება, მეტროში მივაკითხავ და მოვინახულებ მეთქი. ასეც მოვიქეცი, მაგრამ უშედეგოდ, იქ არ დამხვდა.
მეორე დღესაც მივედი, ისევ უშედეგოდ, იქვე მდგომი პატრულის თანამშრომელი დავინახე და მასვე ვკითხე:
- უკაცრავად, სანდრო ახალკაცს ვეძებ, ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება ვნახო?!
პოლიციელმა არაფრისმთქმელი, გულგრილი სახით შემომხედა და რატომღაც ღრენით მკითხა:
- თქვენ ვინ ბრძანდებით?! -.
- მე?! მეგობარი...
- მეგობარი თუ ხარ, უნდა გცოდნოდა, სანდრო აქ დროებით მუშაობდა, ისევ ქალაქის სამმართველოში დაბრუნდა!...
- ისევ?! - ზედმეტი კითხვის დასმა ვეღარ გავბედე, გულდაწყვეტილი უსიტყვოდ წამოვედი.

ცოტა არ იყოს, უცნაურად მეჩვენებოდა მისი გაქრობა, ვაჟასთან მისვლას ვერ ვბედავდი, ერთად - ერთი ზურასთან მოვიკითხე, მაგრამ პასუხი მაინც ვერ მივიღე:
- მაგ ბიჭს ასეთი ქცევა ახასიათებს, გავა დრო და მისითვე გამოჩნდება!... - უდარდელად აიჩეჩა მხრები.
და მოცდის გარდა რაღა დამრჩენოდა?! დავდიოდი ლექციებზე, ვმუშაობდი, ვიცდიდი და ველოდი... კედელზე კალენდარი გავაკარი და ინსტიქტურად დღეების დათვლა დავიწყე, თითოეული უმისოდ გატარებული დღე შავი ბურთულის სახეს იღებდა. მეც კი მიკვირდა საკუთარი თავის, ვერ ვიგებდი ასე მძაფრად რატომ განვიცდიდი, მაგრამ როგორც კი მისი ირონიული მზერა მახსენდებოდა, თვალები ცრემლებით მევსებოდა და ინსტიქტურად ტირილს ვიწყებდი. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს რაღაც ძალიან ჩემეული მაკლდა, მხოლოდ ჩემი...

იმ დღესაც კალენდარს მივჩერებოდი. თხუთმეტი ოქტომბერი ამჯერად წითელი ბურთულით მოვხაზე და დიდი ძახილის ნიშანიც მივაყოლე. დაძაბული თარიღს მივაჩერდი. მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი, მიყვარდა ეს დღე? ალბათ, ოდესღაც ბავშვობაში იქნებ მიყვარდა კიდეც. ეხლა? ეხლა მხოლოდ წარსულის მოგონებები მიტივტივებს, ეს დღე უნახავი დედის სიყვარულით მტკივა.
- „მეგობრები გილოცავენ გვანცა, დღეს ხომ შენი დაბადების დღეა!“ - ირონიულად დავცინივარ საკუთარ თავს.
ვიდრე განწყობა საბოლოოდ მომეშხამება, ჩემი პირველივე ხელფასით შეძენილ ჯინსის შარვალსა და თხელ მაისურს ვიცვამ და რესტორანში გავრბივარ. ზოგჯერ რამხელა შვებაა, როცა გვერდით ვიღაც გყავს, ნაძალადევად ვიღიმები, ვცდილობ სამზარეულოში მომუშავე გოგოებს საუბარში ავყვე და საკუთარ პრობლემებზე სულ ცოტა ხნით მაინც არ ვიფიქრო. სწორედ ამ დროს შემორბის ერთ-ერთი მიმტანი:
- ვინმემ უნდა შემცვალოთ, სახლში სიცხიანი ბავშვი დავტოვე, გემუდარებით... - თვალების ცეცებით ეძებს შემცვლელს, მაგრამ ყველა დუმს, ვხედავ სასოწარკვეთილს როგორ ევსება თვალები ცრემლებით და დაუფიქრებლად ვეუბნები:
- შვილთან წადი, სამსახურში მე შეგცვლი!...
- გვანცა?! - დაბნეული მიმზერს - დედას გეფიცები, რთული არაფერია, მაგიდის ნომრების მიხედვით მიიღებ შეკვეთებს, გოგოებიც ანალოგიურად ნომრითვე დაგილაგებენ და მიიტან, ემსახურები ღიმილით და ზედმეტ პოლემიკაში არ შედიხარ, პრინციპი მარტივია: „კლინეტი ყოველთვის მართალია!“, თუ რამე, მენეჯერს ეძახი!.... - ქცევის წესებს სხაპასხუპით მიყალიბებს, მიმტანის ფორმას მაწვდის და გარბის.
იმის გააზრება, რომ ვიღაცის გახარება შემიძლია ოდნავ მახალისებს, თითქოს ჩემში დაბუდებული ტკივილიც ამდება, სირაქლემის პოზიციაში მყოფი ვიჯერებ, რომ ვიღაცისთვის სარგებლის მოტანა მეც შემიძლია.
მაგიდებს შორის ღიმილით დავქრივარ, სამზარეულოში შესული რამოდენიმეჯერ ზურას გაოცებულ მზერას ვაწყდები, იქვე მდგომი ვაჟაც შევნიშნე. იქნებ მეჩვენება, მაგრამ რატომღაც ამ ბოლო დროს უფროსი ახალკაცი ისეთი ბღვერით აღარ მიმზერს.
დავქრივარ, დავქრივარ და ვამჩნევ რომ მაგიდებს შორის ერთ-ერთზე ჯავშანის ნიშანი ჩნდება, მაგიდა ხუთ კაცზეა გაშლილი.
- სტუმრები რვა საათისთვის მოვლენ, შეკვეთა შვიდი საათისთვის უკვე მზარეულებს უნდა ჰქონდეთ, რვის ნახევრისთვის გადაამოწმე, ყველაფერი წესრიგშია თუ არა... - მარიგებს ადმინისტრატორი.
- წესრიგში რა უნდა იყოს?! - უნებურად ვიძაბები მე.
- ყვავილები..
- ვარდები?
- არა, აუცილებლად მინდვრის, - მიკონკრეტებს ის - ტორტი, სანთლები, მისალოცი... დაბადების დღეს აღნიშნავენ!
- ბედნიერი! - უნებურად მშურს უცნობი იუბილარის.
დრო გადის, თვალსა და ხელს შუა მოდის შვიდი საათი, არ ვიცი რატომ მაგრამ შინაგანად ვშფოთავ, რატომღაც მინდა ჩემგან განსხვავებით ის, უცნობი იუბილარი ბედნიერი დავინახო, დაჯავშნილ მაგიდას საკუთარი ხელით ვაფორმებ, თაიგულს ვდგავ და სტუმრებს ველოდები.
- გოგონა, გოგონა! - გვერდით მდგომი მაგიდიდან ხელს მიქნევს საშუალო ასაკის მანდილოსანი. მეც უბის წიგნაკით მასთან გავრბივარ, შეკვეთა ვიღებ და სამზარეულოს ვაწვდი. რამოდენიმე წუთში ისევ დარბაზში ვბრუნდები, დაჯავშნილი მაგიდა ისევ ცარიელი, აშკარად იგვიანებენ სტუმრები...
მორიგ შეკვეთას ვიღებ, კარებისკენ ვბრუნდები და.... მოულოდნელობისგან ადგილზე ვშეშდები. დარბაზში ადმინისტრატორთან ერთად სანდრო შემოდის, როგორც ყოველთვის მხრებში გაშლილი, ოდნავ ირონიულად მომღიმარი, ვგრძნობ, ემოციებისგან როგორ მიტანს ცახცახი, მაგრამ ეს მხოლოდ მისი დანახვით გამოწვეული სიხარული არაა, უკან ყურებამდე გაკრეჭილი გიორგი, კაკი და ანიტა მოჰყვებიან.



№1 სტუმარი ემი

ჯიგარი ხარ, სანდროო!!!! heart_eyes

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეეე სანდროოოოო ცუდად ვარ smile smile bowtie

 


გთხოვ აგარ დაიგვიანო როგორ ველოდი

 


№4  offline წევრი lankobalero

Super tavi iko, rogori moulodneli siurprizit <3

 


№5 სტუმარი amerika

ვაიმეეეეეეეეეე მაგარიაა ბოლოში ავტირდიი ძაან სენტიმენმტალური გამხადა შენმა ისტორიამ მმაგარი ხაარ სანდროო მიყვარხაარ

 


№6  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აუუუუ რა მაგარიააა... აი მართლა ძალიან მაგარი თავი იყო დადებითი ემოციებით ავივსე... სანდრო ძალიან მაგარი ადამიანია, გიორგიც რომ მოიყვანია კაკიც და ანიტაც აი ძალიან მაგარი ბიჭია თქო ვამბობ რა... გვანცა კიდევ ძალიან ძლიერი ადამიანია და იმსახურებს ნამდვილად ბედნიერებას...

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სულ ცოტაც და ავმღერდები: სანდრო მაგარიაა!!! smile უღრმესი მადლობა ყველას ამ თბილი სიტყვებისთვის heart_eyes

 


№8 სტუმარი Guest nine

ვაიმეე ვაიმეე..როგოორც იქნაა გვეღიირსაა...დაგვიანებისთვიის დაიტუქსო უნდაა მაგრაამმ, ხომ უნდა დადო შემდეგი თავიი? ხოოდა გეპატიებაა...სულ ველოდები ხოლმეეე ამ ისტორიას და გამძვრაა სუულიი..მაგარიი იყოოოო ძააალიან.აღარ დააგვიანო დაა წარმატებეებიიი :)

 


№9  offline წევრი Elle025

ბედნიერებისგან ლამის ვიტირე ბოლო რომ წავიკითხე...სანდრო რა მაგარი ბიჭი ყოფილაა..შენ კიდე უმაგრესი მწერალი ხარ და წარმატებებს გისურვებ .... <3 <3❤️

 


№10 სტუმარი bird

აუ ძააალიან მაგარი თავი იყო. დასასრული განსაკუთრებით

 


№11  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Vაიმეე საყა რელი სანდფოო :**** მომცონსს მეე ეს ბიცჰიი :**** მალეე დადეეე ახალი ტავიი გელოდებიი :**

 


№12  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ის ირონიული მზერა ვაპატიე ამ ბიჭს.ოქრო ხარ ანა.

 


№13  offline აქტიური მკითხველი lalita

უმაგრესი გოგო ხარ , როგორც ჩანს გვანცას დაბადების დღეს აღნიშნავენ. ყოჩაღ სანდროს.

 


№14  offline აქტიური მკითხველი grafo

ე.ი. მთელი 11 თავი ისეთი საზიზღობა და ლამის გულის ამრევი ამბების წაკითხვა მომიწია, რომ საერთოდ ვეღარ აღვიქვამ გაკრეჭილ ხალხს.
ამიტომ, მე ხშირად ვამბობ ხოლმე: ავტორმა ისტორია ისე არ უნდა დაამძიმოს, რომ სიკარგეში გადასვლა არ გამიხარდეს, კი არადა საერთოდ ვერც მივხვდე ნათელ ფერებს რა უნდათ ისტორიაში.

 


№15 სტუმარი Guest murachashvili

Guest nine
ვაიმეე ვაიმეე..როგოორც იქნაა გვეღიირსაა...დაგვიანებისთვიის დაიტუქსო უნდაა მაგრაამმ, ხომ უნდა დადო შემდეგი თავიი? ხოოდა გეპატიებაა...სულ ველოდები ხოლმეეე ამ ისტორიას და გამძვრაა სუულიი..მაგარიი იყოოოო ძააალიან.აღარ დააგვიანო დაა წარმატებეებიიი :)

Elle025
ბედნიერებისგან ლამის ვიტირე ბოლო რომ წავიკითხე...სანდრო რა მაგარი ბიჭი ყოფილაა..შენ კიდე უმაგრესი მწერალი ხარ და წარმატებებს გისურვებ .... <3 <3❤️

bird
აუ ძააალიან მაგარი თავი იყო. დასასრული განსაკუთრებით

ნარჩიტა
Vაიმეე საყა რელი სანდფოო :**** მომცონსს მეე ეს ბიცჰიი :**** მალეე დადეეე ახალი ტავიი გელოდებიი :**

ლორელაი
ის ირონიული მზერა ვაპატიე ამ ბიჭს.ოქრო ხარ ანა.

lalita
უმაგრესი გოგო ხარ , როგორც ჩანს გვანცას დაბადების დღეს აღნიშნავენ. ყოჩაღ სანდროს.

სანდროს რომ შეეძლოს ალბათ გაწითლდებოდა კიდეც smile დიდი მადლობა ასეთი სითბოსთვის heart_eyes

grafo
ე.ი. მთელი 11 თავი ისეთი საზიზღობა და ლამის გულის ამრევი ამბების წაკითხვა მომიწია, რომ საერთოდ ვეღარ აღვიქვამ გაკრეჭილ ხალხს.
ამიტომ, მე ხშირად ვამბობ ხოლმე: ავტორმა ისტორია ისე არ უნდა დაამძიმოს, რომ სიკარგეში გადასვლა არ გამიხარდეს, კი არადა საერთოდ ვერც მივხვდე ნათელ ფერებს რა უნდათ ისტორიაში.

ვერ იქნა და ვერა, შენი გული ვერ მოვიგე smile მთელი კომენტარები სულ რომ ღიმილით ჩავიკითხო ელექტრო შოკივით ხარ, მაშინვე რეალობაში მაბურნებ smile

 


№16  offline აქტიური მკითხველი grafo

ქალბატონი ან'ნა, ჩემი გული კარგა ხანია მოიგეთ. სწორედ ამიტომ ვკითხულობ თქვენს ისტორიებს. მაგრამ, ისიც იცით რომ რასაც ვღაღადებ სრული სიმართლეა:). რამ უნდა დამავიწყოს და როგორ უნდა ავცუნდრუკდე, როცა უკვე წაკითხული მაქვს რომ 16 წლის გოგოს აუთავებდნენ და აუპატიურობდნენ ყოველ ღამე.

 


№17  offline ახალბედა მწერალი murachashvili

grafo
ქალბატონი ან'ნა, ჩემი გული კარგა ხანია მოიგეთ. სწორედ ამიტომ ვკითხულობ თქვენს ისტორიებს. მაგრამ, ისიც იცით რომ რასაც ვღაღადებ სრული სიმართლეა:). რამ უნდა დამავიწყოს და როგორ უნდა ავცუნდრუკდე, როცა უკვე წაკითხული მაქვს რომ 16 წლის გოგოს აუთავებდნენ და აუპატიურობდნენ ყოველ ღამე.



მინდა თუ არ მინდა, მაინც ვაღიარებ, რომ მართალი ხარ, რა თქმა უნდა ამხელა ისტორიას მხოლოდე რთი პატარა აბზაცი ვერ დაამსუბუქებს და ვერც დაარბილებს, გულითაც რომ მინდოდეს, თემა საკმაოდ მძიმეა და არც ასე ლაითად გაივლის ყველაფერი, უბრალოდ ზოგჯერ, სიმსუბუქეც საჭიროა, შემდეგ ისევ დამძიმდება, დამსუბუქდება და დასრულდება კიდევაც :D

 


№18  offline წევრი neilo

kargi xar,kargiii...

 


№19 სტუმარი Vera™

აუ მალე დადე რაა☺ ძალიან მაგარია

 


№20  offline ახალბედა მწერალი murachashvili

neilo
kargi xar,kargiii...

heart_eyes

 


№21 სტუმარი გიული

ღმერთოო,როგორი ისტორიაა სულ რომ ჩქარჩქარა წაიკითხო,სუნთქვა შეკრული

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent