ალუბლები (9)
*** ყველაზე ნაკლებად უნდოდა ამ დროს საქართველოდან წასვლა. თან უვადოდ. ნენეს დატოვება და სხვა სამყაროსთან შეერთება. თვითონაც იცის, რომ ძალიან ცუდად მოიქცა ასე რამდენიმე დღით ადრე რომ უთხრა ნენეს და ისე იყიდა ბილეთი რომ არაფერი უთქვამს ნენესთვის. ცდილობდა, მართლა ცდილობდა რომ ერთქვა, მაგრამ არ ჩაუვარდა სიტუაცია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნენე მისთვის და ოჯახი ხო მით უმეტეს. მამამისს გასაჭირში ვერ დატოვებდა. როგორ ცდილობდა ეთქვა ნენესთვის იმ დღეს კინოში რომ იყვნენ, რაღაც უაზრო მელოდრამაზე, რომელიც ნენემ აარჩია. უყურებდა მთელი კინოს მსვლელობა ნენეს და ხედავდა მის გულწრფელ ემოციებს, რომლებიც სახეზე ესახებოდა. როგორ განიცდიდა წყვილის დაშორებას, როგორ უხაროდა მათი შერიგება და ჩახუტება. მაშინ მიხვდა, რომ როცა არ უნდა ეთქვა აუცილებლად, ნენე ცუდად მიიღებდა. ზოგჯერ იმასაც კი ფიქრობდა, რომ ნენე ბევრ რამეს ართულებდა ურთიერთობაში, მაგრამ იმდენად უყვარდა რომ მისთვის ესეც კი მისაღები იყო. არ უქმნიდა პრობლემას ნენეს რთული ხასიათი. ალბათ, იმიტომ რომ არც თვითონ ჰქონდა მარტივი, მაგრამ ურთიერთობაში კომპრომისი ხომ საჭიროა. ხშირად თმობდა ნენესთვის, რომ არ გაფუჭებულიყო მათი ურთიერთობა და სადღაც ჩიხში არ შესულიყვნენ. ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობდნენ, მაგრამ მხოლოდ მეგობრულად. როგორც ოჯახია სხვა ისე წყვილის ურთიერთობაა სხვა. როგორ უჭირდა ნენესთვის ეთქვა გრძნობების შესახებ და შეეთავაზებინა სხვა ეტაპზე გადასვლა. არა! სხვა ეტაპზე კი არა, ახალ ეტაპზე, რომელიც ძალიან უცხო იქნებოდა ორივესთვის. რამდენი სისულელე გაუკეთებია გიორგის ნენეს გამო. მაშინვე, როცა გაიცნო. რომ გაიგო ანდროს ახლობელი იყო სიხარულისგან მეცხე ცაზე აფრინდა. იფიქრა, ანდროსთან სიახლოვე უფრო ხელს შეუწყობდა მათ ურთიერთობას, მაგრამ რატი არ ჩერდებოდა. რატისაც უყვარდა იცოდა. ბიჭები იყვნენ სადღაც ლუდის ბარში. ანდრო, რატი, გიორგი, ირაკლი და თორნიკე. გიორგის ნენეს სწერდა და ხშირად ღიმილი გადაკრავდა სახეზე. -ბიჭო, სოფისთან ყოფნა აღარ მინდა..-თქვა რატიმ. -რატო?-ჰკითხა ანდრომ. -მივხვდი, რომ სოფის გარდა სხვა ადამიანიც არსებობს, რომელიც ძალიან შემიყვარდა. აი, რაღაცნაირად ვარ, რა. პატარა ბიჭივით მიცემს გული რომ ვხედავ. -კარგია მერე, ტო..-გაეცინა ანდროს და ლუდი მოსვა. -შეგიძლია ხელი შემიწყო შენ,-უთხრა ანდროს და მიაჩერდა მას. -მე? როგორ? -ნენე მიყვარს ანდრო,-მშვიდად უთხრა რატიმ. გიორგი? გიორგის ტელეფონი გაუვარდა და სიბრაზემ გადაკრა სახეზე. -ვინ ნენე, ბიჭო?-თვალები დაქაჩა ანდრომ. -ნენე, რა. ნიცას ნენე.. -ნენე ამაშუკელი?-ხმა გაბზარულმა იკითხა გიორგიმ. -ხო, ნენე ამაშუკელი. -გააფრინე, ტო..-შეიცხადა ანდრომ. -რატო? კარგი გოგოა. მე ძალიან მომწონს ნენე!-თქვა თორნიკემ. -რატომ არ მოგეწონება? ეგ რომ არა აქ კი არ იჯდებოდი,-გაეცინა რატის. ირაკლი გიორგის უყურებდა და ხმას არ იღებდა. ხედავდა მეგობრის სახეზე ცვალებად ფერებს, კისერზე ძარღვებს, ამღერებულ ტელეფონზე მის იგნორს და წამით მეგობრის შეეშინდა რამე სისულელე არ ექნა. -დამშვიდდი, ე..-ხმადაბლა უთხრა იკამ გიორგის. გიორგიმაც პასუხად ღრმად ამოისუნთქა და სახე აარიდა ძმაკავს. უყურებდა რატის და მასში მეტოქეს ხედავდა. რა საშინელებაა სიყვარულისთვის ბრძოლა! გამოცდილი ჰქონდა, ბრძოლაც და დამარცხებაც. არა, საკუთარ თავზე არა. ირაკლი იბრძოდა ერთ დროს, მაგრამ ფულზე გაცვალეს. არ აქვს მნიშვნელობა მატერიალურ ფასეულობებს, როცა გიყვარს. შენთვის სულ ერთია მას რა უნდა, უბრალოდ გიყვარს და ყველაფერს გააკეთებ მისთვის. არც შეცვლია ირაკლის თამუნასადმი სიყვარული და მიწაზე დაეცა. ყოველდღე უყურებდა გიორგი ძმაკაცს, რომელიც გვამი იყო ჩვეულებრივი. ყოველდღე ცდილობდა მის ფეხზე წამოყენებას. ირაკლი? ირაკლი ადამიანს არ ჰგავდა. მიატოვეს, ფულზე გაცვალეს, მაგრამ ის სიყვარული არ გამქრალა. უყურებდა თამუნას სურათებს ქმართან ერთად გადაღებულებს, მათ გრანდიოზულ ქორწილს. არადა, შეეძლო მათაც ასეთი ქორწილი ჰქონოდათ, მაგრამ თამუნა მაშინ გაიყიდა ფულზე, როცა ირაკლის მამამ წილის ნახევარი დაკარგა და მატერიალური მდგომარეობა გაუნახევრდათ. ირაკლი დემეტრაძე თბილისში თითით საჩვენებელი ბიჭი იყო. ყველა მის მანქანას უყურებდა, სახლებს, ჩაცმულობას, აქსესუარებს. ირაკლისთვის მეორე ხარისხოვანი იყო. მამამისის კომპანიაში მუშაობა დაიწყო უბრალო სტაჟიორად და არც იმას ამბობდა, რომ ვაჟას შვილი იყო. თავისით მიაღწია ყველაფერს. არასდროს გამოუყენებია მამის გავლენა და ზუსტად, ამან გააგიჟა. თამუნა სულ გვერდზე ედგა, მაგრამ როგორც კი ოდნავ გაუჭირდა თამუნამაც უარესს გასაჭირში დატოვა. უყურებდა გიორგი და ხედავდა როგორ აკვდებოდა ძმაკაცი ხელში და არ უნდოდა იგივე განეცადა. სასმელში ჩაწვა, რაღაც ტაბლეტების დალევა დაიწყო, სახლში იჯდა და ოჯახსაც იშვიათად ნახულობდა. თავის დას არ უშვებდა თავისთან. მხოლოდ გიორგის და მასაც ნაკლებად ელაპარაკებოდა. ერთხელ გამოიარა გიორგიმ ეს ჯოჯოხეთი და მეორედ აღარ გქონდა სურვილი. -ნენე დაივიწყე, რატი..-ხმა გაბზარვოდა გიორგის. -რა თქვი? -რაც გაიგე..-მშვიდი იყო, მაგრამ შინაგანად ცეცხლი ედებოდა. -შენ შ***გ ხო არ გაქვს? -რატი, მე გითხარი და გამეორებას არ ვაპირებ. არ გაითვალისწინებ და ცუდად დამთავრდება შენი მცდელობები,-უპასუხა გიორგიმ. -შენ რა გინდა ვერ გავიგე?-დაიძაბა რატი. -მიხედე შენ სიყვარულს და ნუ, იფუჭებ ურთიერთობებს. -რა ირიბად მელაპარაკები? პირდაპირ თქვი რა გინდა! -ნენე ამაშუკელს შეეშვი. მაგ გოგოს სახელი აქვს „დადვანის გოგო“ და სხვის საკუთრებას ნუ, შეეხები,-უთხრა გიორგიმ ფული მაგიდაზე დაყარა და ბარიდან გავიდა. ნენეს დაკარგვის შეეშინდა, მაგრამ ვერაფერს იზამდა. თავიდანვე დაუშვა შეცდომა რომ არ უთხრა.. დადებითს ვერაფერს პოულობდა ამ სიტუაციაში. არც ზედმეტად ნენეს გაღიზიანება უნდოდა. და აი, ასე უბრალოდ დაკრა ფეხი და წავიდა. არც დაურეკავს, არც მიუწერია, არც დაუბარებია რამე. მაგრამ დღე არ გავიდოდა მასზე არ ეფიქრა, სურათები არ ეთვალიერებინა. ნენე-გაღიმებული,ნენე-ჩახუტებული,ნენე-ჩაძინებული,ნენე-ბედნიერი. და ვიდეო, რომელიც ნახევრად მძინარეს გადაუღო. -ნენე.. -ჰო..-ამოიბურტყუნა ნენემ. -რას შვები? -აუ, მძინავს გიორგი.. -სად გძინავს?-არ ეშვებოდა გიორგი. -შენს ლოგინზე,-უპასუხა ნენემ და სახეზე ხელი გადაიფარა. -დარჩები ჩემთან? -მთელი ცხოვრება. -ფიქრობ რამეზე? -აუ, ბლიც შოუში ვარ?-ნენე ფხიზლდება მასზე მიდებულ ტელეფონს, რომ ხედავს თვალებს აჭყეტს,-აუ, რას შვები გიორგი?! -ვიდეოს გიღებ,-გაეცინა გიორგის. ნენეს ჩაეღიმა და თვალები ისევ დახუჭა. -მაინც არაფერს აღარ გეტყვი. -ეგ არაფერი რომ ყველაფერია? -ყველაფერი შენ ხარ ჩემთვის.-მსუბუქი კოცნა შუბლზე და ნენეს ჩაძინება იყო მერე. ეღიმებოდა, რომ ახსენდებოდა ეს დღე და საერთოდაც, ყველა დღეები. 2 თვე იყო გასული და კვდებოდა ინტერესით რას შვებოდა ნენე. როგორ უნდოდა დაერეკა! მაგრამ ერთხელ ხომ შეიძლებოდა ნენეს დაეთმო და დაერეკა? გამოუცდელი კი იყო ურთიერთობაში, მაგრამ სიყვარულში არ არის საჭირო ურთიერთობის სწავლა. ეს ისე მოდის დაუკითხავად უკვე შეცნობილი. მაშინვე ირაკლი გაახსენდა და მიხვდა, რაც უნდა ექნა. მომდევნო 3 თვე შედარებით დამშვიდდა. ოჯახში არეულობა, მაგრამ პირად ცხოვრებაში-დალაგებული.(ამას თუ დალაგებული ჰქვია?!). უყურებდა ნენეს, ნიცასთან, ანდროსთან, ანდრიასთან და ჯგუფელებთან ერთად. რატი არსად ჩანდა და უხაროდა, მაგრამ ჩანდნენ სხვები, რომლებსაც ხელის მარტივი მოძრაობით და ტელეფონით მაშინვე აქრობდა ნენეს ჰორიზონტიდან. აეროპორტში ირაკლის დანახვისას რაღაცნაირად შეეკუმშა გული. როგორი მონატრებული ჰყავდა ძმაკაცი! გადაეხვივნენ ერთმანეთს მონატრებულები და მაშინვე უკრაინულ რესტორანში წავიდნენ. კიევური და ბორში როგორ არ უნდა გაჭამო ნამდვილიო გიორგიმ და მოკალათდნენ რესტორანში. სიგარეტს გაუკიდა გიორგიმ და ვიტრინაში გაიხედა. ნენესგან ისწავლა სივრცეში ყურება და თითქოს, ამშვიდებდა. -აბა, რა ხდება გიუშ. არის რამე წინსვლა? -რავიცი, ტო. ჩასვეს. ბრალს ვერ უმტკიცებენ. ძლიერი ადვოკატია და შესაბამისად წესით, მალე უნდა გამოუშვან რა. -ეგ კარგია. ისე როგორ არის? -ჯანზეა, რა..-გაეღიმა მამის გახსენებაზე გიორგის.-შენ როგორ ხარ? -იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ნენეს აჩრდილად მაქციე მაშინ ფანტასტიკურად!-გაეცინა ირაკლის. -ამას არასდროს დაგივიწყებ. იცი, როგორი მადლიერი ვარ? შენ გარდა ვერავის ვენდობი. თან შენსავით ვერავინ დამეხმარებოდა. -კაი, არ გინდა ეხლა ეგეთი ლაპარაკი. ისედაც ვიცი, რომ საუკეთესოზე საუკეთესო შეუფასებელი ვარ შენთვის,-გაეცინა ირაკლის. -ისე როგორ არის თვითონ? -რავიცი, არ მინახავს. ესე შორიდან ჩვეულებრივად. შენ რომ მის გვერდზე იყავი მაშინ იმენა კარგად იყო, რა. არ დაურეკავ? -არა, მე არ დავურეკავ. მარტივია გამოგართვას ნომერი და დამირეკოს. მარტივია, ვინმეს ჰკითხოს. საზღვარგარეთი კია, მაგრამ მარტივად შეუძლია მომძებნოს. მაგრად მომენატრა, ტო. -ნენესაც ენატრები. პროსტა, ტიპშა დადის? იმენა არ ჩერდება! მოვკვდი მაგისი დევნით, რა..-გაეცინა ირაკლის. -ხო, სულ ეგრე იყო. თავს რო დაადებდა მკლავდა ფეხით სიარულით. ვეხვეწებოდი, წამო მანქანით წავიდეთ-მეთქი, მაგრამ ვაფშე არ მისმენდა..-გაეცინა გიორგის და გაახსენდა ჭავჭავაძიდან ვაჟა-ფშაველაზე როგორ წავიდნენ ფეხით. -არვიცი, რამე ქენით რა.. -ხო, აუცილებლად. ცოტაც და დალაგდება. თუ ვუყვარვარ მართლა მაპატიებს ჩემს წიდნაუხედაობას,-თქვა გიორგიმ და სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა,-ახლა კი გასინჯე ნამდვილი ბორში! ისევ ესე გრძელდებოდა. ირაკლი ნენეს აჩრდილი იყო.. როგორი დაუკვირვებელი გოგოა ნენე. არ უნდა შეამჩნიო ვიღაც რომ მოგყვება უკან? მაგრამ ირაკლის გათვლილი ჰქონდა ყველაფერი. გიორგიც მშვიდად იყო. ირაკლიზე ჰყავდა ნენე ჩაბარებული და ნაკლებად ნერვიულობდა. ერთად ერთი ენატრებოდა და კლავდა მისი ჩახუტების სურვილი. -ბიჭო, რას შვები? -არაფერს, იკა შენ რას შვები? -რავი, ტო.. ანდრიას ნათლობაში ვარ. -ვა, მერე? მივულოცავ ანდროს მერე პატარას გაქრისტიანებას. -ბიჭო, იქნებ ჩამოხვიდე. -რა ხდება?-დაიძაბა გიორგი. -რავი, არ მევასება ეს სიტუაცია. რატიც აქაა, რა.. ხო ხვდები? სოფი აქ არაა. აივანზე დგანან. -ხარაშო,-თქვა გიორგიმ და გაუთიშა ტელეფონი. ანერვიულდა თან როგორ. ყველაზე მეტად არ ენდობოდა რატისნაირ ტიპებს. შეყვარებული ჰყავდა უკვე წლები და სხვას ეთამაშებოდა. რომც ჰყვარებოდა მეორე არ უნდა გაეწირა. თან მით უმეტეს, საქმე ნენეს ეხებოდა და იქ მთავრდებოდა ყველაფერი. ბევრი ითმინა. ბევრიც იფიქრა, მაგრამ ნენეს ეხებოდა და ყველაფერი გვერდზე გადადო. -ალო..-გააჟრიალა. ამდენი ხნის განმავლობაში პირველად გაიგო საყვარელი ადამიანის ხმა და გული ჩაწყდა, რომ სულელი ბიჭი იყო. რომ აქამდე არ დაურეკა, აქამდე არ შეეხმიანა და თავიდანვე, არ შეინარჩუნა ურთიერთობა. -ისევ რატი, არა?!- ცივი ხმით უთხრა. მხოლოდ ეს ამოუვიდა პირიდან სხვა ვერაფერი. -ნენე!-ღრიალზე გადავიდა დადვანი -რომელი ხარ?-ჰკითხა ნენემ და გაეღიმა გიორგის. იცოდა ნენეს დაბნეულობის ამბავი და ისიც იცოდა, რომ გაუაზრებლად ჰკითხა. -იმდენად აითქვიფე ბიჭებში რომ მე ვეღარ მცნობ? -შენ ხო არ გააფრინე?! რა უფლებით მელაპარაკები ასე?! -რა უფლებით?! რა ჯანდაბა გინდოდა რატისთან! ამიხსენი, ნენე!-ძლივს იმორჩილებდა ემოციებს დადვანი. -არანაირი უფლება არ გაქვს შენ ჩემ ცხოვრებაში ჩაერიო და შემეშვი, რა.. როცა წახვედი და დაიკარგე მაგის მერე ყველანაირი უფლება ჩამოგერთვა ! -ხო, არა? მაგასაც ვნახავ, ნენე..! -რას იმუქრები ვერ გავიგე?! შენც ეხლა უცებ არ ჩამოხვიდე. რომც ჩამოხვიდე რა?! ძველებურად მაინც არაფერი იქნება..! -მაგასაც ვნახავთ..!-დაახეთქა ტელეფონი და წინ და უკან დაიწყო სიარული. მაშინვე აკრიფა ტელეფონის ნომერი. -დიმა, უნდა წავიდე. -სად მიდიხარ გიორგი? -საქართველოში. -ახლა? რა დროს ეგაა..-შეწუხდა კაცი. -საჭიროა. საჭიროა, დიმა. მხოლოდ ერთი დღე ჩავფრინდები და ჩამოვალ. -ხომ იცი რომ აქ უნდა იყო ზეგ? პროცესია.. -კი, ვიცი.-შეუვალი იყო გიორგი,-აუცილებლად, უნდა წავიდე. მე ეს მჭირდება! -კარგი. ბილეთს ახლავე დავჯავშნი პირველივე რეისზე. შეგიძლია წახვიდე უკვე აეროპორტში. -მადლობა. საუკეთესო ბიძა და მეგობარი ხარ,-უთხრა დადვანმა და აეროპორტისკენ წავიდა. თბილისის აეროპორტმა მაშინვე მოუტანა ემოციები და გრძნობები ქარიშხალს დაუმსგავსა. სულ რამდენიმე კილომეტრში იყო ნენესგან და გული ორმაგად უცემდა. უკვე საქართველოში, თბილისში იყო და მალე ნახავდა თავის ერთადერთ სიყვარულს. არ სჯეროდა, რომ ერთი წლის მერე ისევ ჩაეხუტებოდა. ან არ ჩაეხუტებოდა. რაც მთავარია ხომ ნახავდა? -ჯიგარი ხარ, ტო რომ დამხვდი..-უთხრა ირაკლის და ავტოსადგომიდან გამოვიდა. -არა, ტაქსით გამოგიშვებდი ამ სიშორედან,-გაეცინა ირაკლის. -ნენეს სახლთან მიდი, რა..-უთხრა გიორგიმ. დაბალი შუქი ენთო მის ოთახში. ღამის სანათი ბჟუტავდა. ესეიგი, ნენეს ეღვიძა. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, რომელსაც ნენე სუნთქავდა და უფრო მიუახლოვდა მას. არასდროს ეგონა დადვანს ოდესმე თუ ასე ძალიან შეუყვარდებოდა, რომ მასთან შორიდან მდგომსაც კი ეს ემოციები გაათბობდა. ისიც საკმარისი იყო, რომ ნენეს ფანჯრებში შუქი ენთო და დადვანიც დამშვიდდა. სადარბაზოსთან გაჩერდა და მორბენალი ბავშვები დაინახა. ერთ-ერთთან მივიდა. -გამარჯობა.. -გამარჯობა,-მიესალმნენ ბავშვები. -აბა, რომელია ყველაზე გაბედული თქვენში? -აი, ეს.-ხელით მიუთითეს მაღალი ბიჭისკენ, რომელიც სავარაუდოდ სამეგობროს ლიდერი იყო. -მოვილაპარაკოთ მე და შენ რაღაცაზე,-უთხრა გიორგიმ და გვერდზე გაიყვანა ბავშვი,-შენი სახელი? -რატი,-უპასუხა ბავშვმა. უსიამოვნოდ გააცია სახელის გახსენებაზე გიორგის. -კარგი, რატი. მოკლედ, ამაშუკელები იცი სად ცხოვრობენ? -კი, ვიცი. -ხოდა, ეს აუტანე და სურვილს შეგისრულებ, რაც ყველაზე ძალიან გინდა. -მართლა?-გულწრფელად გაუხარდა ბავშვს. -ხო, მითხარი რა გინდა. -აი, იმ გოგოს ხო ხედავ?-ხელით ანიშნა ქერა გოგოსკენ,-მინდა, რომ ბევრი ვარდები ვაჩუქო ჰოლანდიური სხვადასხვა ფერის და სუნამოც, რისი ფულიც მე არ მაქვს.-ღრმად ამოისუნთქა გიორგიმ და გაეღიმა. -აჰა, შენ და მიხედე საქმეს,- ხელში ასლარიანი მიაწოდა და მანქანაში ჩაჯდა. -პატარა მექრთამე,-გაეცინა გიორგის და დაელოდა, როცა ბავშვი სადარბაზოდან გამოვიდოდა. სადარბაზოდან გამოსულმა რატიმ ხელით ანიშნა კარგადაა ყველაფერიო და გიორგიც დამშვიდდა. იცოდა, ნენე სახლში ვერ გაჩერდებოდა და ამიტომ დაელოდა. არც დააყოვნა ნენემ და გამოვარდა სადარბაზოდან. გული გაეყინა. ვერ გრძნობდა საერთოდ მარცხენა მხარეს რამე ორგანო თუ ჰქონდა. ხელებიც გაუცივდა და სახე მთლიანად დაეცვარა. უყურებდა ნენეს და საოცარი მონატრების განცდა დაეუფლა! იმაზე ძლიერი იყო, ვიდრე აქამდე ჰქონია. მანქანა ვერც დაქოქა. ფეხები არ ემორჩილებოდა ამიტომ გადავიდა მანქანიდან და შეუმჩნევლად აედევნა ნენეს. ახალი ადგილი ამოურჩევია ნენეს განმარტოებისთვის და საფიქრელად. ესეც ლამაზი იყო.. საერთოდ, ყველაფერი ლამაზი იყო,სადაც ნენე იყო. მზის სხივი იყო ნენე, რომელიც ყველაფერს აბრწყინებდა და აკაშკაშებდა. მისი თვალები ისევ აციმციმდნენ.. როგორ ცახცახებდა ერთიც და მეორეც.. როგორ კლავდა სურვილი ჩახუტებოდა სასურველს. აი, ეს ის მომენტია ყველაზე ახლოს რომ გყავს და თან ძალიან შორს. ნენესთან ლაპარაკის მერე მიხვდა, რომ ასე ადვილად ვერ დათმობდა. მაგრამ დათმობდა თავის პრინციპებს.. იმდენად უყვარდა, რომ თავმოყვარეობასა და სიამაყეს გვერდზე გადადებდა. ამ გოგოს გამო აბსოლუტურად ყველაფერზე წამსვლელი იყო. კოცნა და ნათქვამი „მიყვარხარ“ უკვე საზღვრებს ცდებოდა. იმდენად მოულოდნელი იყო, რომ გიორგის ფეხქვეშ მიწა გამოეცალა. ყოველთვის ეცინებოდა ბიჭებზე, რომლებიც ასე გრძნობდნენ თავს და სიყავრულის გამო დედამიწას თავდაყირა აყენებდნენ. მაგრამ... იწამა გიორგიმ, რომ ამ საოცარ გრძნობას სახელად „ნენე“ ფესვები ჰქონდა უკვე მასში გადგმული. იწამა, რომ მზად იყო ყველაფერი დაეთმო და გაეკეთებინა მისთვის. სიტყვა „მიყვარხარ“ ყველაზე მოულოდნელი და გასაოცარი იყო. მართალია.. ყველაფერი კარგი მოულოდნელად ხდება. გული აუჩქარდა ტელეფონს რომ დახედა.. წამით უყურა, ღრმად ჩაისუნთქა და ტელეფონი აიღო. -ნენე.. -გიორგი,-გაისმა ნენეს აღელვებული, მაგრამ წკრიალა ხმა. რომ შეეძლოს დათმობდა ყველაფერს და მასთან იქნებოდა. -როგორ ხარ? -ეხლა კარგად, ნენე. შენ? -მეც.. მეც.. კარგად ვარ..-ენის ბორძიკით უპასუხა ნენემ,-მამაშენი როგორ არის? არის რამე ახალი?-გაუხარდა. გული გაუსკდა კინაღამ სიხარულისგან.. ნერვიულობდა ნენე მასზე.. ნენე გადაახტა პრინციპებს და უბრალოდ, უბრალოდ მოიკითხა. -უკეთესობაა. მგონი, მალე გამოუშვებენ..-უპასუხა გიორგიმ,-შენ? შენ რას შვრები.. -იცი ხო რომ ყველაფერი კარგად იქნება?-უთხრა ნენემ და პასუხი არ გასცა შეკითხვაზე. -იქნება? -კი, აუცილელბლად იქნება. -მოძველდა ეგ დამშვიდების მეთოდები, ნენ..-გაეცინა გიორგის. -მე გელოდები, გიორგი..-სიცილი პირზე შეახმა. ელოდებოდა, ნენე ელოდებოდა.. მაშინ, აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნებოდა. -მელოდები?-ძლივს ამოიღო ხმა გიორგიმ. -სულ გელოდები. ბოლომდე.. სანამ აქ არ ჩამოხვალ.. სანამ ჩემ გვერდზე არ იქნები და აღარ წახვალ. ვეღარ გადავიტან, იცი? მოულოდნელად წახვედი, მოულოდნელად ჩამოხვედი. ვეღარ გადავიტან რომ ჩამოხვიდე და ისევ წახვიდე..-ხმა უკანკალებდა ნენეს. გიორგი ამ დროს? დადვანი ადამიანს აღარ ჰგავდა. ბედნიერი იყო გიორგი.. და თავიდან იწამა, რომ აუცილებლად, ყველაფერი კარგად იქნებოდა. -შენ რამდენს ნიშნავს ჩემთვის ეს ყველაფერი.. -შენ ისიც იცი ამის თქმა ჩემთვის როგორი რთული იყო, მაგრამ.. ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველაფერს. უშენოდ არ მინდა, რა..-უთხრა ნენემ. გაეღიმა გიორგის და საოცარი სინანულის გრძნობა შემოაწვა. აქამდე რომ არასწორად იქცეოდა. აქამდე რომ ატკინა ნენეს. აქამდე რომ ვერ აღიარა ამ გრძნობის სიდიადე. -მე.. მე დაგელოდები. სულ დაგელოდები!-უთხრა ნენემ გიორგის და გაჩუმდა. -ჩამოვალ. მალე, ჩამოვალ.-ორაზროვნად უპასუხა გიორგიმ. -არ იჩქარო. მე შენ გელოდები და როცა საჭიროდ ჩათვლი ჩამოდი ისე, რომ უკან აღარ წახვიდე. ვერ გავუძლებ, რა..-უთხრა ნენემ გიორგის. ზოგჯერ მართლა დროა საჭირო, რომ მიხვდე ღირებულებას. ფას არ აქვს მნიშვნელობა. როცა საქმე სიყვარულს ეხება იქ უკვე ყველაფერი ნათქვამია. ასეც ხდება.. თავმოყვარეობასა და სიამაყეს აბიჯებ ამ გრძნობის გამო და რისკავ. ალბათ, საჭიროა. სადღაც იქ ზემოთ რომ გაახარო ისინი, ვინც შენი ბედისწერა დაწერეს. ასეა ეს. *** ესეც შემდეგი თავი:) იმედი მაქვს მოგეწონებათ! ძალიან ცუდად ვარ და ფიზიკურად ვერ ვწერ, რომ ყოველდღე ავტვირთო. მე მაპატიეთ. დაააააააააა ! მადლობა თქვენ! ისეთი მაგრები და კარგები ხართ, რომ სიტყვები არ მეყოფა ალბათ, არასდროს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.