შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბამბის ნაყინი! 3


21-05-2016, 23:01
ავტორი მორი-ელი
ნანახია 4 099

***
ნენეს დანახვაზე ტასო გახარებული გამოვარდა ოთახიდან და დედას ფეხებზე შემოეხვია
-მომენატლე,-ზემოთ ახედა გოგონამ ნენეს,-დღეს იცი ჩვენი ბედნიერი ოჯახი დავქატეთ,-სიამაყიდ აცნო ახალი ამბავი,-მოდი,გაჩენო,-ხელი მოჰკიდა და ოთახის მარცხენა კუთხეში,კედელზე გაკრულ ნახატებთან მიიყვანა,-აი ეს ხარ სენ,-თითი ნახატზე გამსოახულ პიროვნებას მიაბჯინა,-ეს მე,-ნენე გაფითრებული სახით აკვირდებოდა შვილის ყოველ მოძრაობას,-მამას ნაკინი უკავია,-ეხატა კაცუნა,რომელსაც ხელში ვარდისფერი ბამბის ნაყინი ეჭირა.ძალიან უბრალო ნახატი იყო,მაგრამ ნენეს ცრემლები მოადგა.
-ლამაზია,ყოჩაღ,-თმაზე მოეფერა ტასოს,-შეიძლება სახლში წავიღოთ?-ჰკითხა მან
-ალა დე,ჯელ არა,-დაღონებული სახით მიუგო გოგონამ,-აქ უნდა იკოს,გარეთ რო გავალტ,მიკიდე ფერადი ფანქრები და უკეთესს დაგიხატავ,-დაჰპირდა ტასო
-კარგი,ჩემო მეტიჩარა,-ნენე დაიხარა და ორივე ლოყაზე აკოცა,ბედნიერეისგან სახეგაბრწყინებულ შვილს,შემდეგ კარადიდან ფეხსაცმელი და შემოსაცმელი გამოუღო,ჩააცვა და მასწავლებლებთან დამშვიდობებისთანავე გავიდნენ გარეთ,-კიდევ რა ხდებოდა ბაღში?-ჰკითხა ნენემ,თვალიერებით გართულ ტასოს
-ნიკას ვეცუბე,-ნაწყენი ხმით უპასუხა შვილმა
-რატომ?-გაუკვირდა ნენეს,რადგან ტასო და ნიკა ყოველთვის კარგად ეწყობოდნენ ერთმანეთს
-თმებზე მომკიდა ქელი
-მერე რა დედიკო?
-არ მიკვარს დე,დილით რისთვის იწვალე,დავარცხნე,მომაწესლიგე
-ჩემი ჭკვიანი გოგო,-გაეღიმა ქალს,-წამოდი,გიყიდო ფანქრები,-საკანცელარიო მაღაზიაში შეიყვანა ტასო.
-დე,-ცოტახანში მირბის გოგონა ნენესთან,ხელში დიდი ზომის ყუთი უკავია ფანქრების,-ამას იკიდი?-თხოვნით ეკითხება ნენეს
-ძვირი თუ არ იყო,გიყიდი,-გამოართვა ნენემ ყუთი და ფასი შეამოწმა,-კატასტროფა არაა,გიყიდი,მაგრამ შემპირდი რომ გაუფრთხილდები
-გპიდები დედი,-სერიოზული ხმით მიუგო ტასომ
-კარგი,ვყიდულობთ,-მის ნათქვამზე გოგონამ ხტუნვა დაიწყო,ნენეს კი ღიმილი მოჰგვარა მისმა ქცევამ და ჩუმად საძერწი მასალა,სახატავი რვეული და ფერადი ფურცლები აიღო.სანამ ტასო გართული იყო,ნენემ ყველაფერი სალაროში გაატარა და მერე მიუბრუნდა შვილს,-ხომარ წამოხვიდოდი?-უბრალოდ ჰკითხა მან
-ნეტა,ეს მაგაზია ჩემი იკოს,-ოხვრით თქვა ტასომ და ნენეს ხელი მოჰკიდა
-რად გინდა?-ჰკითხა ,როცა უკვე მაღაზია დატოვეს
-ბევრს დავხატავდი,-უპასუხა ტასომ
-სახლშიც ბევრს დახატავ,თუ ჭკვიანი გოგონა იქნები და დედიკოს დაუჯერებ
-ჭკიანი ნენეს,ჭკიანი ტასო,-აღტაცებით თქვა გოგონამ,-იქნება,-დააყოლა სიცილით
-ტასო,მართლა გინდა ახალი მამიკო?-შეახსენა დილანდელი თხოვნა.ტასო გაჩერდა,მოიღუშა და თავი დახარა,-შემომხედე,-ხელი სახეზე მოჰკიდა ნენემ და ააწევინა.ტასო ტიროდა.-რა გატირებს?-ჩაიმუხლა და შვილი ჩაიხუტა.
-მინდა,-სლუკუნით უთხრა ტასომ და თავი მხარზე დაადო,-მამიკომ მითხლა,მე არ გაგიბრაზდები,თუ დედიკოს სხვა შეიკვალებსო
-როდის გითხრა ეგ?-ინტერესით ჰკითხა ნენემ
-არ გეტკვი,-ჩამოსცილდა ტასო და ნელი ნაბიჯებით წავიდა წინ.ნენე წამოეწია და ხელი მოჰკიდა.
-დედას დრო სჭირდება,დაელოდები?
-დლო ცოტა გაქ დე
-რატომ?-გაიკვირვა ქალმა
-მერე მე უნდა გავთოვდე და მამიკო ლაგათ მინდა,-ტასოს ძალიან სერიოზულ სახეზე ნენეს სიცილი წასკდა
-უკვე გათხოვებაზე ფიქრობ ტასუ?-შეეკითხა გაოგნებული ქალი
-მშია დე,-წუწუნით თქვა და ხელი მუცელზე დაიდო,-აქ ლაღაც ბუტბუტებს
-კუჭია ტასო,-აუხსნა ნენემ,-გატყობინებს რომ უნდა აჭამო
-მოიცა,დე ლა გამოდის,მე ლასაც ვჭამ კუჭი მართმევს?-შეძრწუნდა ტასო,-ჩალა ამომაწერი დე
-რატომ უნდა ამოგაჭრა,მერე შენს საყვარელ ბამბის ნაყინს ვეღარ შეჭამ
-მე კიარა დე კუწი მიწამს,-უთხა ტასომ
-კარგი,კარგი,წამოდი მალე მივიდე სახლში რომ დავამშვიდოთ კუჭი
-კალგი,-დაჰყვა ტასო დედამისის სურვილს და აჩქარებული ნაბიჯებით გაჰყვა სახლში.
* * *
საღამოხანს ორივე ტელევიზორს მიუსხდა,ტასოს საყვარელი მულტფილმის საყურებლად,რომლის ნახვაზეც უარს არც ნენე ამბობს,რადგან ბევრს ხალისობს და პატარაობასაც იხსენებს.
-დე,ტომის ჯერი არ უკვალს?-ეკითხება შუა ყურებისას დედამისს
-კატას თაგვი არ უყვარს,რადგან ის მისი საჭმელია
-მე რომ მიყვარს ნაკინი?
-ეგ სხვადასხვა რამაა ტასო,-აუხსნა ნენემ
-არაა სხვადახსხვა,-ხელები გადააჯვარედინა ტასომ და ინტერესით დააკვირდა ეკრანს,-ტომი ჯელის იმიტომ დასდევს რომ უკვას და უნდა თავისთან ჰყავდეს,ჯელი კიდევ შენ ხარ და არ აძლევ ტომის უფლებას თავისთან წაგიკანოს
-რა აზრები გაქვს,-გულიანად გაეცინა ნენეს,-ხო მე ვარ ჯერი და ვიღაც ტომი,რომელსაც უნდა ჩემი შეჭმა,მე კი გავრბივარ რომ არ შემჭამოს და სულ შენთან ვიყო
-არ გაიქცე ლა დე,-შეეხვეწა ტასო,- ლო დაგიჭელს, მელე ,მე, შენ და ტომი ერთად ვიცხოვრებთ
-არა ტასო,შემჭამს და აღარ გეყოლები,-მის შეშინებას შეეცადა ნენე
-კარგი რა დე,შეგჭამს არა ის,თუ ძალიან ეყვარები შეგწამს
-ხედავ?-ჰკითხა,-შენც ამბობ რომ შემჭამს,-ტასოს ხმა აღარ ამოუღია.ორივე გადაერთო მულტფილმის ყურებაში.
***
მთელი დილა გადაბმულად რეკავდა ნენეს მობილური,გაბრაზებული წამოდგა,საპასუხოდ.
-ნენე,-გაისმა ყურმილში დედამისის ხმა,-მიდიხარ ხო დაბადების დღეზე?
-დედა,ჯერ გაღვიძება დამაცადე,-უსაყვედურა ნახევრად მძინარემ,-რა საჩქაროა,ან რა აუციელებელია ჩემი იქ ყოფნა
-კიდევ მაგაზე ფიქრობ?-გაგულისდა ლელა,-მზია გიწყენს და შემოირიგე მერე,არ გინდა?
-კარგი,კარგი,ტასოს ბაღში დავტოვებ და წავალ,-დაამშვიდა გაბრაზებული ქალი ნენემ და ტელეფონი გათიშა,-ტასო,ადექი დე,-შეაღვიძა შვილი და ბაღისთვის მოამზადა.
ყველაფერი რომ მოათავა,საჩქაროდ გაიყვანა სახლიდან და ტაქსით მიიყვანა ბაღში,დატოვა და თვითონ სალონში წავიდა თმების გასაკეთებლად.დიდად არ უნდოდა გამოწყობა,მაგრამ უარი ვერ თქვა ყოფილიყო თვალში საცემი.ქალურმა სურვილბმა მაინც იჩინეს თავი და შეკავება აღარ უცდია,სალონიდან კაბის საყიდლად წავიდა.მუქი შინდისფერი, მუხლებამდე კაბა შეარჩია.განსაკუთრებული არაფერი,უბრალოდ დეკოლტე ჰქონდა და ფორმებს კვეთდა.სახლში რომ მივიდა წყალი გადაივლო,ტანის სურნელოვანი კრემი წაისვა და კაბა ჩაიცვა,კარადიდან დიდი ხნის ჩაუცმელი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი გადმოიღო,ერთხანს საკუთარ თავს გაოცებულმა დაუწყო ყურება სარკეში და ძლივს გამორკვეულმა გამზადება გააგრძელა.“ზედმეტად სექსულაური ხარ“ უთხრა საკუთარ თავს და სიბრაზე მოერია,“რატომ მივდივარ,ჯანდაბა ყველას რა,ამ ერთხელ და მორჩა“,დაჰპირდა თავს და მაკიაჟის გასაკეთებლად სარკესთან ჩამოჯდა.



№1  offline წევრი Smiling girl

აუ პირველ კომენტარიზე რამდენი ვიცინე: დდ ძალიან მომწონს ისტორია, და ცოტა დიდები დადე რა

 


№2  offline წევრი teddy))

Es tavi winebs jobda da momewona! Taso ra sayvarelia! Imis miuxedavat rom sandrostan ertad bevri siujeti ar iyo da xandaxan iyo naxsenebi, mainc guli mwydeba! Rogorc taso ityvis xolme axali mamiko rom miuyvanos tasos ki gamixardeba, axali siujetebi, magram sandro shemiyvarda! Erti is maqvs titqmis yvela istoriashi tu cudi personaji araa minda mastan darches :D warmatebebi, vatyob shemdeg tavshi ufro ganvitardeba moqmedebebi <3

 


№3  offline წევრი isterichka123

ვუიმე მალე გაგრდზელე

 


№4  offline მოდერი ლილიანა

მოვიდა მეტი ემოცია ❤❤❤❤გელი
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent