შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის შიშის სინდრომი (16)


29-09-2016, 21:50
ავტორი Genius))
ნანახია 3 468

კი ცხოვრება ძნელია! გასაგებია! მაგრამ რატომ ესეთი ძნელი?.. რა აუცილებელია ადამიანი გააწამოს?! ან ვის რაში უნდა ამ ყველაფრის შემდეგ მიღებული ბედნიერება?! ეს იცით რას გავს? შენი დასაფლავების დღეს , უკვე მაშინ როდესაც ნახევრად მიწაში ხარ ჩასული , აი უკვე მაშინ რომ გეტყვიან შენ გაიმარჯვე თვალებიი გაახილეო , მაგრამ განა შაუძლიათ ეს?.. განა მკვდარი ცოცხლდება? ზუსტად ესე ერ შეძლებს გაღიმებას ადამიანი რომელსაც ღიმილის უფლება წაართვეს და ამ მდგომარეობას ისე შეეჩვია რომ მისი დაბრუნება უკან აღარ უნდა...
ბოლო მომენტში მე აღარ მომინდა... მინდოდა გავქცეულიყავი ოღონდ პასუხი არ მომესმინა , მაგრამ არ შემეძლო , იმდენად დამოკიდებული ვიყავი ამ ერთ სიტყვაზე რომ ჩემს სხეულს ვძრავდი , იმდენად დავიჯერე რომ ლიზიკო და სანდრო ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ ვერ ვუშვებდი ამ შანსს , უკვე დამოკიდებული გავხდი მათზე და უიმედობაში დაბრუნება არ მინდოდა...
ვუყურებდი ამ კაცს და ვგრძნობდი რომ მართლა ძალიან ვგავდი , იმასაც ვაცნობიერებდი რომ ეს დამთხვევები შემთხვევითობა არ იყო , შეიძლება ლიზიკოსთან მსგავსება შემთხვევითობა იყო მაგრამ სანდრო? მამამისი? ეს უკვე თამაში აღარ იყო და რეალობაში ვბრუნდებოდი , რომელიც ძალიან მაშინებდა...
რომ გამეგო "არა" უბრალოდ წამოვიდოდი , მაგრამ ჩემი ამბავი რომ ვიცი არ დავიჯერებდი , უფრო მეტად შევეცდებოდი ყველაფერი გამერკვია და სანამ არ დამიდასტურებდნენ რომ ეს ასე არ იყო არ დავამთავრებდი...
მაგრამ მისგან რომ გამეგო "კი" ჩემი მთელი ცხოვრება შეიცვლებოდა , მას ვერასდროს ვერ ვეტყოდი რომ მისი შვილი ვიყავი , მექნებოდა კონტაქტი ბავშვებთან მაგრამ ჩემს მშობლებს ვერასდროს გავუმხელდი სიმართლეს. ბევრს ვიტირებდი , ბევრ ცუდ რაღაცას გავაკეთებდი და ამის მეშინოდა , მთლიანად შევიცვლებოდი და შეიძლება ამის გამო ვიბლიანიც დამეკარგა...
როდესაც ცივი ხარ ადამიანები შენგან ადვილად მიდიან , მე კი ისეთი ხასიათების ვიყავი რომ ადვილად შევძელებდი უპრობლემად მეთქვა მისთვის "წადი" და შემდეგ მე დავიტანჯებოდი... დავიტანჯებოდი მაგრამ დაბრუნებას არ ვთხოვდი...
აი რამდენს ცვლიდა ეს ერთი პასუხი ობოლი გოგონასთვის...
ახლა ესე ვიდექი , გათიშული , ვინმეს რომ ჩაერტყა ალბათ ვერ ვიგრძნობდი , მხოლოდ ერთ ადამიანზე ვიყავი კოცენტრირებული და სხვა არავინ მაინტერესებდა...
იმასაც ვხედავდი როგორ უჭირდა მას პასუხის გაცემა , თავდახრილი იჯდა და ფიქრობდა... არ ვიცი მის გულში რა ხდებოდა მაგრამ ჩემი ჩვეულებრივად გადატრიალდა!..
ალბათ მთელი სხეული მიკანკალებდა და ვცახცახებდი , გეფიცებით მციოდა , სახლში რომელიც მთლიანად ხურდა , მე ვკანკალებდი და საიდანღაც ცივი ჰაერი მიბერავდა...
მე ადამიანი ვარ... ისეთივე როგორიც შენ , მაგრამ ჩვენს შორის ერთი განსხვავებაა , შენ დედიკომ და მამიკომ გაგზარდეს , მე კი არა , მე ცხოვრებაზე გული ამიცრუვდა , შენ კი ის გიყვარს... მე ყველა სიახლის მეშინია , შენ კი სიახლეს ბედნიერი ხვდები... შენ შეგიძლია დედასთან მიირბინო და ხელები მოხვიო , მე კი გამზრდელი მყავს!.. შენ შეგიძლია დედა დაიტირო , მე კი ამას ვერასდროს შევძლებ! იმიტომ რომ მე ის არ მყავს , შენ კი მისით ცოცხლობ!..
არადა როგორ სჭირდება ყველას მშობლები არა? მხოლოდ ისინი აგებენ პასუხს ჩვენს პიროვნებაზე! მხოლოდ მათ შეუძლიათ ჩამოგვაყალიბონ კარგ ადამიანად , ან პირიქით ცუდ...
მაშინ მე ვინ ვარ?.. მე როგორი ვარ?..
რატომ არ შემიძლია ამ კაცს ჩემი ისტორია მოვუყვე , იქნებ გაახსენდეს რომ მესამე შვილიც ჰყავს , პატარა , თუმცა მისთვისაც კი უკვე დიდი გოგონა , რომელიც მიატოვა...
მსგავს რაღაცეებს არ ივიწყებენ! მსგავსი რაღაცეები სულ დაგიკაწრავს გულს!
-კი მხოლოდ ორი შვილი მყავს - ამდენი ფიქრის შემდეგ მისგან პასუხი გავიგე , ნაღვლიანად ჩაიღიმა და ვიბლიანს მზერა აარიდა , თავი დახარა და თავი ხელებში ჩარგო...
ვიბლიანმა მე გამომხედა , სახეზე მწუხარება ეწერა , თითქოს მითანაგრძნობდა და ამით მეუბნებოდა რომ ჩემთან იყო...
მაგრამ ეს საერთოდ არ მაინტერესებდა , რადგან მისი მართლა არ მჯეროდა , იმ წამს როდესაც მისი პასუხი გავიგე გული დამელეწა მაგრამ ბოლოს ამ ყველაფერს ირონიულად მივუდექი...
ეს ყველაფერი შეუძლებელი იყო...
ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო ამბობენ , ეს კი ზუსტად ის შემთხვევა იყო სადაც მხოლოდ ნანახი უნდა დაგეჯერებინა... მე ვირწმუნე ის ფაქტი რომ ეს ჩემი ოჯახი იყო , ბავშვები რომლებმაც ჩემს შესახებ არაფერი იცოდნენ და მამა რომელმაც შვილი მეორეჯერ მიატოვა...
მათკენ გადავდი ნაბიჯი რადგან გადავწყვიტე ამ კაცისთვის ჩემი წარსული მომეყოლა , მაგრამ უეცრად ტელეფონზე ზარი გაისმა...
ორივემ მე გამომხედა , მათ მზერა ავარიდე და უკან მივბრუნდი , თემო იყო...
***************
-გისმენ - ვეცადე რომ არ დამტყობოდა ხმაზე არაფერი
-რა გჭირს? - მაგრამ ის მაინც მიხვდა რაღაცას , შეშინებულმა მკითხა
-მოგიყვები რომ განახავ - მოკლედ მოვუჭერი და გავჩუმდი
-კაი მაშინ გამოვდივარ ახლა და მზად დამხვდი - დაბნეულმა ჩაილაპარაკა თემომ
-მისმინე შენ პირდაპირ წადი ნიკორაში და მეც იქ მოვალ , არ ვარ ახლა სახლში - ვიბლიანს გავხედე რომელიც უკვე გასასვლელას ემზადებოდა
-ვისთან ერთად ხარ? - ეჭვით მკითხა
-ვიბლიანთან - დაუფიქრებლად ვუპასუხე
-კატო რა ხდება? - დასერიოზულდა თემო
-მოგიყვები რომ გნახავთქო! მოვდივარ უკვე - გაღიზიანებულმა ვუპასუხე და ტელეფონი გავთიშე
***************
მათკენ რომ მივბრუნდი , ვიბლიანი ჩემთან ძალიან ახლოს იდგა და ინტერესით მიყურებდა
-უნდა წავიდეთ - უხეშად ვუთხარი ვიბლიანს და შემდეგ ვინანე , ყველაფერის გართულების უფლება არ მქონდა...
ვიბლიანმა თავი დამიქნია და გამიღიმა
-დიდი მადლობა მასპინძლობისთვის და ბოდიში შეწუხებისთვის - ლადოს გახედა და ხელი ჩამოართვა
-არ რას ამბობთ პირიქით მადლობა თქვენ , ნახვამდის - ღიმილით გაგვაცილა და კარი მიხურა
ვიცოდი რომ ცუდად ვიქცეოდი მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო , იმ ადამიანთან რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი ესე ცივად არ უნდა მოვქცეულიყავი , რამე მაინც უნდა მეთქვა მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ გავბედე...
-კატო როგორ ხარ? - მკითხა როდესაც ქუჩაზე გავედით და სახლს ჩამოვშორდით
-ჩვეულებრივად - ისე ვუთხარი თითქოს არაფერი არ მომხდარიყო
-კატო - არ იცოდა ვიბლიანმა რა ეთქვა , როგორ ვენუგეშებინე
-დათი არაფერი არ მჭირს - ძალით გავუღიმე - როგორც ადრე ისე ვარ ახლაც , არაფერი არ შეცვლილა საერთოდ - მხრები ავჩეჩე და ავტობუსში ავედი
-სად მიდიხარ ახლა? - თემა შეცვალა ვიბლიანმა
-ნიკორაში , ორი დღე ვიმუშავებ და მერე მოვალ სახლში - ვუთხარი მაგრამ ისე რომ არ შემიხედავს
-ორი დღე არ მოხვალ სახლში? - თითქოს წყენით ჩაილაპარაკა ვიბლიანმა
-ხო ორი - უხეშად ვუთხარი და ეს თვითონ მე მეწყინა ძალიან , უკვე მოქმედებდა ეს ყველაფერი ჩემზე თან ძალინ
ვიბლიანს აღარაფერი აღარ უთქვამს ,მეტიც მერე საერთოდ ვეღარ მოვკარი ავტობუსსში თვალი , შემდეგ გავიზარე რომ სახლს გავუარეთ და ის რათქმაუნდა იქ ჩავიდოდა... საკუთარ თავზე გავბრაზდი და ვეცადე რომ ბრაზი მომეშორებინა...
*********************************************
ნიკორასთან რომ მივედი თემო იქ დამხვდა , ჯერ არ შეულა , მე მელოდებოდა , მანქანასთან იდგა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა , რომ დამინახე ჩემკენ ჩქარი ნაბიჯებით წამოვიდა და თვალები გამისწორა
-რა გჭირს?! - ხმა გაამკაცრა და თავი ამაწევინა
-მგონი მამაჩემი ვნახე - ირონიულად ჩავილაპარაკე და გვერდი ავუარე
-რა? და ესე ამიტომ ხარ? - სირბილით დამეწია და მისკენ მიმაბრუნა
-ესე როგორ თემო? - გამეცინა
-რავი თავიდან მიშორებ და არც იმის უფლებას მაძლევ რომ დაგეხმარო! - ხმას აუწია
-არაფერში არ მჭირდება შენი დახმარება! მშვენივრად ვარ! ძალიან კარგად ვარ! - ნიკორაში შესვლა ვცადე მაგრამ უეცრად ტირილი დავიწყე , თემოსკენ მივტრიალდი და მაგრად ჩავეხუტე
-ესეთი სუსტი არასდროს ყოფილხარ კატო , არც ახლა უნდა დაეცე - საფეთქელთან მაკოცა - შენ ცრემლებს ვერასდროს ვერ ავიტან და გთხოვ ნუ დამანახებ რა - ცრემლები მომწმინდა და გამიღიმა
-ის კაცი მგავს , მაგრამ არ უთქვამს რომ მესამე შვილიც ყავს , არადა ვიბლიანმა კითხა - თავი დავხარე
-ანუ მამაშენი არ არის? - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა თემომ
-არვიცი - გამეღიმა - თუმცა ერთი მხრივ ეს ძალიან კარგია , ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდები და თავს არ მივცემ უფლებას მგრძნობიერე გავხდე
-შენ ისედაც მგრძნობიარე ხარ - ღიმილით მითხრა თემომ
-მაგრამ არასდროს არ ჩანს ეს - მხრები ავჩეჩე და ნოკორას კარები გამოვაღე
-მისმინე იქნებ არ იმუშავო? წადი დაისვენე , მას ავუხსნი და ხვალ მოდი , ან ზეგ - გამიღიმა თემომ
-არა ! - მკაცრად ვუთხარი და შენობაში შევედი...
*****************************************************
აქაურობა რაღაცით გავდა ბარს , მაგრამ ორმაგად გადატვირთული გრაფიკი იყო , დილითაც ვერ ისვენებდი იმდენი ხალხი მოდიოდა , ყველას რაღაცაში სჭირდებოდა შენი დამხარება და ორთან ერთდროულად უნდა ყოფილიყავი... პერსონალი კარგი იყო , თბილი ბავშვები მუშაობდნენ და ჩვენც თბილად მიგვიღეს , ვცდილობდით თავიდანვე კარგად დაგვეწყო , გამოვიდა კიდევაც და შეგვაქეს , ნუ მოკლედ იქაურობას შევეწყვეთ და მუშაობა ჩვეულებრივად დავიწყეთ...
ეს ორი დღე ძალიან მიჭირდა მაგრამ თემო ჩემთან იყო და სულ მამხნევებდა , ერთი წუთითც არ მაძლევდა უფლებას ბავშვებზე ან მამაზე მეფიქრა და ამის გამო სამსახური დამეკარგა...
მარტო მის გამო მქონდა ძალა რომ იქ ვმდგარიყავი და ხალხისთვის გამეღიმა...
როგორ ბარში მუშაობის დროს ახლაც ისე ველოდი როდის გავიდოდა ეს ორი დღე და სახლში წავიდოდი...
ისე მენატრებოდა ვიბლიანი რომ სულ მასზე ვფიქრობდი , თან იმაზე ფიქრი რომ ვაწყენინე მოსვენებას არ მაძლევდა...
მოკლედ ისე ისე უაზრობაში და ფიქრში გავიდა ოცდაოთხი საათი , შენობიდან ძლივს გამოვაღწიეთ და დაღლილები სახლებისკენ წავედით...
თემომ სახლში დამტოვა და დასაძინებლად სახლისკენ გაეშურა , მე ცოტა მეძინა მაგრამ მას მთელი ორი დღე საერთოდ არ უძინია...
**********************************************
სახლში რომ შევედი პირდაპირ ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი , მაგრამ გზაში თვალი დივანზე მძინარე ვიბლიანს მოვკარი და ღიმილით მივაშტერდი
პლედი ავიღე და გადავაფარე , წინ რაღაც საბუთები ედო და გაკვირვებული მივაჩერდი , არასდროს მენახა რომ რამეზე ემუშავა , უეცრად მამუკა გამახსენდა და ბრაზი მომერია , გადავწყვიტე რომ მისთვის ყველაფერი მეთქვა როცა გაიღვიძებდა...
სააბაზანოში მივდიოდი როდესაც ვიბლიანს ფეხი გავკარი , თან ისე მტკივნეულად რომ გავაღვიძე...
მოჭუტული თვალებით ამომხედა და როდესაც დამინახა საჩქაროდ წამოჯდა , გამოფხიზლდა და სერიოზული სახით შემომხედა
-დათი ბოდიში - დარცხვენილმა ჩავილაპარაკე და თავი დავხარე , მას კი რეაქციას საერთოდ არ ჰქონია
-ის მამაშენია - არაფერი სხვა არ უთქვამს , პირდაპირ ეს მაჯახა და ჩემს რეაქციას დაელოდა
გაკვირვებულმა გავხედე , თვალები გამიფართოვდა და გამიწყლიანდა , გამეცინა რადგან მეგონა რომ ჩემს გრძნობებზე თამაშობდა და ამის დამამტკიცებელი საბუთუ სულაც არ ჰქონდა...
-ეს აზრი ისე მხოლოდ მსგავსებიდან ხომ? - ირნიულად ჩავილაპარაკე და ჩემი ოთახისკენ გაბრაზებული წავედი
-არა კატო ზუსტად ვიცი! - დამაჯერებლად მითხრა და ფეხზე წამოდგა , მეც მისკენ მივტრიალდი
-და შენ საიდან გაიგე? აღიარა შენთან? იქ კიდევ იყავი? - პანიკა დამეწყო რადგან მის სიტყვებზე გავღიზიანდი , ახალი იმედი აღარ მჭირდებოდა
-არა კატო მასთან არ მივსულვარ - გამიღიმა და თავი გააქნია - მოდი ერთი წამი - ხელი ჩამკიდა და დივანზე ჩამომსვა - მომისმინე...
-გისმენ - უემოციოდ გავეცი პასუხი
-გუშინწინ როდესაც სამუშაოზე წახვედი გადავწყვიტე რომ ბავშვთა სახლში წავსულიყავი , ვიკითხე რომელ კლინიკაში გაჩნდი და ექიმი რომელმაც მიგიყვანა , მივედი მასთან და ის დღე გავახსენე როდესაც შენ დაიბადე , მან ზუსტად იცოდა ვისი შვილი იყავი , მას მოუწია შენზე პასუხისმგებლობის აღება და ამიტომ ამ დღეს ვერასდროს დაივიწყებდა - ჩემი სახე ხელებში მოიქცია - კატო შენ ლადო ონიანის და ქეთი არჩვაძის შვილი ხარ , ის მამაშენია , ლიზიკო და სანდრო კი შენი ბიოლოგიური და-ძმა - დაამთავრა ვიბლიანმა და გულში ჩამიკრა
-მატყუებ! - ხელი ვკარი და უხეშად მოვიშორე - შენ უნდა გეკითხა ჩემთვის
-მე ვიცოდი რომ მშობლებს ეძებდი , კითხვა რა საჭირო იყო კატო? - დაიბნა ვიბლიანი
-ამ ორი დრის განმავლობაში მაგ ოჯახზე ბევრი ვიფიქრე , ჩემს თავში ძლისვ ჩატენე ის აზრი რომ მარტო ვარ და დღეს - ტირილი დავიწყე და ხელებს უაზროდ ვიშვერდი - დღეს მეუბნები რომ თურმე ოჯახი მყავს - თავი ხელებში მოვიქციე და იატაკზე ჩამოვჯექი
-კატო შენ ის მიიღე რაც გინდოდა ახლა კი ამ ყველაფერს ნუ გაექცევი - ჩემ წინ ჩაიმუხლა და ხელები მომხვია
-მე მათზე არ მიოცნებია დათი , ისინი თვითონ მოვიდნენ ჩემთან - ტირილს ვუმატე და მას მაგრად ჩავეხუტე , რადგან ეს მამშვიდებდა
-შენ ისინი სულ გჭირდება , ახლა ნუ გაიქცევი კატო , ახლა არა - თმაზე მეფერებოდა და ცდილობდა რომ დავემშვიდებინე
-შენ ვერ გამიგებ რას ვგრძნობ - ჩუმად ჩავილაპარაკე - მე მათ გარეშე ცხრამეტი წელი ვიყავი , დღეს კი ისინი უეცრად გამოჩნდნენ , მე ვციი რომ მშობლები მყავს , ვიცი ვინ არიან ისინი და საერთოდ არ მინდა ეს ასე იყო , მე ისინი უმიზეზოდ არ მძულს , მე მარტოობა შემიყვარდა დათი , მათი მოშვება არ შემიძლია! - მთლიანად ვკანკალებდი და სუნთქვა მიჭირდა
-როგორ დავიჯერო რომ არ გაინტერესებს რა მოხდა სინამდილეში? ყველაფერი ისე არაა როგორც გგონია , მათ იმის გამო არ გაუშვილებიხართ რომ არ უყვარდი , კატო ესე უნდა შეიძულო ისინი ,წადი და დაელაპარაკე , ყველაფერი მოაყოლე , გაიგე რა მოხდა სინამდვილეში ეს დაგაფიქრებს , შენ რა გგონია შენ არ უყვარდით? ორი ბავშვი დაიტოვეს და შენ განსხვავებული იყავი? - ჩამომშორდა და თვალებში შემომხედა
-მომიყევი! - ხმას ავუწიე და თვალებგაფართოებული მივაშტერდი
-ვერა ეს მე არ მეხება , მხოლოდ მათთან საუბრის შემდეგ გაიგებ ყველაფერს - თავი გააქნია ვიბლიანს და დახარა
-მითხარი რატომ გამაშვილეს - ფეხზე წამოვხტი და ყვირილი დავიწყე , გიჟივით ვაქნევდი თავს და ვიბლიანს ტირილით მივჩერებოდი
-მაპატიე - ჩემკენ წამოვიდა
-უბრალოდ მითხარი გავედრები ამიხსენი! - ჩუმად ჩავილაპარაკე და მუხლებზე დავემხე , თავი ძირს დავხარე და ხელებით იატაკს დავყრდენი
-ხვალ წადი მათთან და ელაპარაკე - მისი ხელი მხარზე ვიგრძენი
-შენ ესეთი ადვილი გგონია ყველაფერი? - მთელი ხმით ვუყურე - საერთოდ იცი ახლა რას განვიცდი? შენ ვერ ხვდები მაგრამ მკვდარი ვარ , ამ ყველაფერმა გამანადგურა და სიცილი აღარ შემიძლია! მე ერთი ჩვეულებრივი გოგონა ვარ უდიდესი ისტორიით , გოგონა რომელსაც მშობელბი არ ყავდა , რომელსაც მათ გამო სიყვარულის ეშინოდა , დღეს კი შეუყვარდა ერთი იდიოტი ადამიანი და მას ემალება , შენ არ იცი მე რას ვგრძნობ! შენ ვერასდროს გაიგებ მე როგორ მტკივა , მათ მე ცხოვრება დამიმახინჯეს და ზუსტად ამიტომ მეშინია შენი გესმის?! ჩკუას ვკარგავ უკვე იმდენად მიჯაჭვული ვარ შენზე მაგრამ ჩვენს შორის უდიდეს ხიდს ვქმნი , მის ჩამომტვრევას არც ვაპირებ , რატომ იცი? მე ისეთი არ ვარ როგორიც გგონივარ! ძალიან ცუდი ვარ , მე ცხოვრების აზრზე არ ვარ! დატი მე არასდროს მქონია შესაძლებლობა გახარებული ვყოფილიყავი , მე ყველაფრის მშურდა და ყველაფერს ზიზღით ვუყურებდი! ხვდები ეს რა არის? - ჩამეცინა - მე ყველაფერზე რასაც ბედნიერება უნდა მოეტანა გული მტკიოდა და ეს მხოლოდ ჩემი მშობლების გამო! მხოლოდ მათ გამო ვარ დღეს ესეთი უკარება და შენ მეუბნები რომ მივიდე? მივედე , ველაპარაკო , მათთან ვიტირო , მოვეხვიე და ბოლოს ვუთხრა რომ ისინი მე მჭირდება? რისთვის? რისთვის გავაკეთო ეს ყველაფერი ამიხსენი - უეცრად გავჩერდი და მისკენ წავედი , თავი მოვატრიალებინე და თვალებში ჩავხედე , პასუხის ძებნა დავიწყე მაგრამ იქ არაფერი იყო
თავი გავაქნიე და ოთახისკენ მივტრიალდი
უეცრად ვიბლიანი უკნიდან მთელი ძალით მომეხვია და ტუჩები ჩემს თავს შეახო , ესე იდგა და ვერაფერს მეუბნებოდა , მე კი ვტიროდი და ცრემლები არ ნელდებოდა
-გააკეთე ეს ჩემ გამო , გევედრები თუ შენთვის რამეს ვნიშნავ მიდი მათთან , მე შენ დაგპირდი რომ ცუდს არაფერს არ გაგიკეთებდი , ეს ცუდი არაა ხუჭუჭ , ჩემო ხუჭუჭა გოგონა გევედრები არ გაინადგურო საკუთარი თავი! მიდი მათთან შემდეგ კი მე მივალ ლადოსთან და შენს ხელს ვთხოვ - გაიღიმა და ვიგრძენი როგორ დამეცა რაღაც სველი თავზე
მისკენ მივბრუნდი და მაგრად მოვეხვიე , არაფერი აღარ მითქვამს ან რა უნდა მეთქვა? მისიც მესმოდა მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცოდი რას ვიზავდი , ცოლობაზე არ გამკვირვებია , ამან ბედნიერება მომგვარა მაგრამ მაინც მეშინოდა...
ამ ყველაფრის შემდეგ ვიბლიანის თხოვნით დავიძინე , და ეს მალევე მოხდა , თვალები დავხუჭე თუ არა სიზმრებში წავედი...
******************************************************
დილით ადრე გავიღვიძე ,ფანჯარაში რომ გავიხედე ჯერ კიდევ ბნელოდა , საწოლზე ჩამოვჯექი და იმაზე ფიქრი დავიწყე თუ რა გამეკეთებინა , მენახა "მამიკო" თუ არ გადამედგა ეს ნაბიჯი...
მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე მისლა, მე არაფერს არ დავკარგავდი , პირიქით გავიგებდი და ჩემი ტანჯვაც დასრულდებოდა , როგორ შევეგუებოდი ოჯახს ეს უკვე სხვა საკითხი იყო...
რამდენიმე საათი ვმსჯელოდოდბი და როგორც კი საათი რვას მიუახლოვდა სახლიდან ჩუმად გავედი , არ მინდოდა ვიბლიანს რამე გაეგო , რომ მოვიდოდი თვითონ მოვუყვებოდი ყველაფერს...
დილიდან მისვლა კი იმიტომ მინდოდა რომ ბავშვები სახლში არ იქნებოდნენ...
სახლიდან საჩქაროდ ჩავედი და პირველი ავტობუსს გავყევი , სახლთან დაახლოებით ერთ საათში ვიყავი , კართან ვიდექი და ვერ გადამეწყვიტა დამეკეკუნებინა თუ მივბრუნებულიყავი
შიში მთლიანად მჭამდა და როდესაც ხელს კარისკენ წავიღებდი შეშდებოდა , უკან ჩამომქონდა და ვმალავდი
მიბრუნება ვცადე მარამ ამ დროს კარი გაიღო და ლადომ გამოიედა , სადღაც მიდიოდა მაგრამ როდესაც მე დამინახა გაქვავდა და მომაშტერდა
-გამარჯობა კატო - დაბეული მომესალმა და სახლის კარი გააღო - რამე ხომ არ მოხდა?
-იცით თქვენთან საქმე მაქვს - სიტყვების ერთმანეთზე გადაბმა მიჭირდა , თვითონაც ვერ ვხვდებოდი როგორ ვლაპარაკობდი
-შემოდი - სახლში შემიპატიჟა , კარი მოხურა და ოთახში ჩემს პირისპირ დარჩა , დივანზე ჩამოვჯექი , ის კი წინ დამიჯდა - რა საქმე გაქვს? - გამიღიმა
-მინდა ჩემს შესახებ მოგიყვეთ - ცივად ჩავილაპარაკე და თვალები გავუსწორე
კაცი დაიბნა მაგრამ თანხმობის ნიშნად თავი მაინც დამიქნია
-იცით მე მშობლებმა მიმატოვეს - გავუღიმე და მის რეაქციას დავაკვირდი , ის გაფითრდა ,ფერი გადაუვიდა და უფრო დიდი ინტერესით მომაშტერდა - როდესაც დავიბადე ჩემმა მშობლებმა ჩემზე უარი თქვენ , მოხდა ისე რომ ბავშვთა სახლში ექიმმა მიმიყვანა , მოკლედ მშობლების გარეშე გავიზარდე , მაგრამ რეალური ისტორიაა არ ვიცი , არ ვიცი როგორ ან რატომ დაებადა ორ ადამიანს ჩემი გაშვილების იდეა - მას გავხედე და პასუხე დაველოდე
ჩემი არ ესმოდა , მგონი ხვდებოდა რაზეც მქონდა საუბარი და ამას რატომ ვუყვრებოდი , თვალებზე ცრემლები მოადგა და გაეღიმა
-ექიმმა? ვინ იყო ექიმი? - დაბნეულმა მკითხა , სიტყვებს ძლივს აბავდა რაზეც მე რატომღაც გამეღიმა
-არვიცი - ღიმილით ვუთხარი - ჩემს მშობლებზე მხოლოდ ის ვიცი რომ მამაჩემს მოუნდა კატუშა მრქმეოდა , მერე კი მიმატოვეს , მაგარი მშობლები მყავდა - ირონიულად ჩავილაპარაკე და მიე რეაქციას დაველოდე
-რა გვარი ხარ? - დაუფიქრებლად მიპასუხა და ფეხზე წამოდგა
-ონიანი , კატუშა ონიანი - თავი დავხარე და ცრემლები მოვიწმინდე
უეცრად კაცს გონება დაებინა და მოიხარა , შემეშინდა და მის დასახმარებლად წამოდგომა ვცადე მაგრამ მასთან მისვლა ვერ გავბედე , გაეღიმა , გამომხედა და ჩემკენ წამოვიდა
-გევედრები პირდაპირ მითხარი რასაც მეუბნები - სხეული აუკანკალდა და ცრემლებს თავისუფლება მიანიჭა
-მე მითხრეს რომ ლადო ონიანის და ქეთი არჩვეძის შვილი ვარ - ვუთხარი , ვცდილობდი რომ ცრემლები შემეჩერებინა მაგრამ არ გამომდიოდა , მაინც დავიწყე ტირილი
-შენ ჩემი პატარა გოგონა ხარ? - თითქოს კითხვასავით გაიჟღერა მისმა სიტყვებმა , სახეზე დამაკვირდა და გაეღიმა - შენც დედაშენის თვალები გაქვს - ღიმილით ჩაილაპარაკა და იქვე მდგარ სურათს გახედა , რამაც შემაშინდა
-აქ იმისთვის მოვედი რომ სიმართლე გავიგო , თქვენთან მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს რატომ მიმტოვეთ? - ისევ წინ ჩამოვუჯექი და მის პასუხს დაველოდე
-ჩვენ ეს არ გვინდოდა - გიჟივით გამომხედა , თავი გააქნია - ჩვენ გაგვიჭირდა მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო...
-იყო , შეგეძლოთ თქვენი შვილი წაგეყვანათ სახლში და გევრდით გყოლოდათ! - ხმა გავამკაცრე და მზერა ავარიდე
-ქეთი თხუთმეტი წლის იყო როდესაც დაორსულდა , მე თვრამეტის , მაშინ ბავშვები ვიყავით , ჩემს მშობლებს არ მოსწონდათ რომ მასთან მქონდა ურთიერთობა , ქეთიმ ჩემებს უთხრა რომორსულად იყო მათ კი იმის მაგივრად რომ ეს ეთქვათ საზღვარგარეთ გამგზავნეს , ცხრა თვე ისე გავიდა რომ შენ შესახებ არაფერი არ ვიცოდი , როდესაც მშობიარობის დრო დადგა მხოლოდ მაშინ დამირეკა და მკითხა რომელი სახელი მიყვარდა ყველაზე მეტად , როდესაც ვუთხარი უბრალოდ ტელეფონი გათიშა , როგორც თვითონ მითხრა მის ოჯახში ძალიან უჭირდათ ამიტომ გადაწყვიტა რომ ბავშვთა სახლში წაეყვანე , გეფიცები ბევრჯერ ვცადე მომეძებნე , სამ ადამიანს შევხვდი იგივე სახელით და გვარით მაგრამ ჩემი შვილი არცერთი არ იყო , ბოლოს დავნებდი - თავი დახარა და ცრემლები მოიშორა
-იცით ეს არარეალურად ჟღერს იმიტომ რომ თქვენ კიდევ ორი შვილი გყავს - ცივი მზერით ვუსმენდი მას
-ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა - დაუფიქრებლად მიპასუხა - ცოლად მოვიყვანე როგორც კი ჩამოვედი , ის შენ პოვნას ყველგან ცდილობდა
-და სად არის ის? - ოთახს თვალი მოვავლე
-გარდაიცვალა - დაუფიქრებლად მითხრა და თვალებში შემომხედა
უეცრად ვიგრძენი რომ რაღაც ჩამწყდა , რაღაც დიდი დავკარგე იმის მიუხედავად რომ მას საერთოდ არ ვიცნობდი
-ვწუხვარ - რაც პირველი მომაფიქრდა ის ვთქვი , მინდოდა მეტირა მაგრამ არ შემეძლო
-გძულვართ არა? - გამიღიმა მან
ამ კითხვაზე პასუხი არ გამიცია , უბრალოდ მზერა ავარიდე
-რათქმაუნდა კი - თავი დახარა
-იცით მინდა რომ წავიდე , რაც მაინტერესებდა გავიგე , რაც იყო იმას ვერ შევცვლი - ფეხზე წამოვდექი
-შენ დაბრუნებას შევძლებ? თუ მე არა შენი და-ძმა მაინც გიყვარდეს - სახეზე ხელი ჩამომისვა და უეცრად ჩამომშორდა - ძველი დროს დაბრუნება რომ შემეძლოს შენი გაშვების უფლებას არ მივცემდი
-მე ჩემი და-ძმა მიყვარს ამაში ევი არ შეგეპაროთ - მოკლედ მოვუჭერი და გავუღიმე
-მამა ჩვენ და გვყავს? - გაისმა სანდროს გაკვირვებული ხმა და ორივემ მისკენ გავიხედეთ
ის დაბნეული იდგა ხოლო ლიზიკო ძალიან გახარებული ამ ფაქტი
-ბოდიშით მეტს ვეღარ გავუძლებ - უთხარი და ტირილი დავიწყე
ბავშვებისთვის ყურადღება არც მიმიქცევია , სახლიდან გავიქეცი...

*********************************************
ველოდები თქვენს შეფასებებს...



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძაან მაგარი თავია.იმედუა აპატიებს და კატოს ათქმევინე რა მამუკასთან რომ მუშაობდა
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი isterichka123

kaia kai gagrdzele momwons

 


№3 სტუმარი Guest Niniiii

Sascauli ikooo male dade shemdegi mlutmenlad veliii gasaocari xar

 


№4  offline მოდერი Behandice

აუ როგორ მეწყინა კატოს დედის ამბავი.
ძლივს იპოვა მშობლები და სიმართლემდე მიაღწია და...დედია ალერსს მაინც ვეღარ გაიგებს..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent