შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის შიშის სინდრომი (17)


30-09-2016, 20:23
ავტორი Genius))
ნანახია 3 131

და მაინც... იმით დავიწყებ რომ ობოლი ვარ...
თუ ვიყავი?.. ვიპოვე ჩემი ოჯახი , მამა , და-ძმა და ნუთუ კიდევ მქვია ობოლი?...
ვიყავი სრულიად მარტო და უეცრად თავი რაღაცის ნაწილად ვიგრძენი... ვიგრძენი რომ ვიღაცას ვჭირდები , ის რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვიღაც მეძებდა , მეძებდა იმიტომ რომ მისთვის რაღაცას ვნიშნავდი , ვუყვარდი , იმიტომ რომ იცოდა რას განვიცდიდი და უნდოდა ეს ტვირთი ჩემთვის მოეხსნა...
იცით როდესაც გავიგე რომ ის მამაჩემი იყო ზიზღი რატომღაც გამიქრა...
ჰო... აი ესე უბრალოდ გაქრა , მხოლოდ იმ წამებში გავიზარე რომ ისინი არც არასდროს მძულდა , უბრალოდ ამას თავს ვაჯერებდი , სინამდვილეში კი იმდენად მტკიოდა რომ ადვილს გამოსავალს ვეძებდი...
მე ისინი ყოველთვის მჭირდებოდა მაგრამ ამის აღიარება არ მინდოდა...დღეს კი როდესაც მის წინაშე დავდექი უბრალოდ ბედნიერი ვიყავი... მარტო იმიტომ რომ ისინი არსებობდნენ...
************************************************************
სახლიდან ისეთი სისწრაფით წამოვედი რომ მეგონა ვიღაც გზაში გამიტანდა , ცრემლები მთელ სახეს მისველებდა , გამოსახულებაც ბუნდოვანი გახდა ჩემს თვალებში , თავი საშინლად მტკიოდა , თითქოს ვიღაც უხილავი რაღაცას მირტყავდა რადგან უნდოდა მოვეკალი...
ვერ გამეგო გული ნაწილებად დაიშალა თუ უფრო მაგრად შეიკრა?... ყველაფერმა ძალიან დამაბნია , აღარ ვიცოდი ამის შემდეგ ცხოვრება როგორ გაგრძელდებოდა...
მე მხოლოდ ერთ რამეს ვიყავი შეჩვეული : უნდა მეზრუნა საკუთარ თავზე , ახლა კი? ახლა გამოჩნდა ორი ადამიანი რომლებმაც უდიდესი ადგილი დაიკავეს ჩემს გულში...
წარმოდგენაც კი არ მინდოდა როგორ ვიქნებოდი მათ გარეშე , ლიზიკოს და სანდროს მიტოვებას ვერასდროს გავბედავდი...
მაგრამ ლადო?...
***
უეცრად შუა გზაში გავჩერდი , სახლისკენ გავიხედე და ნაღვლიანად გამეღიმა , თავი გავაქნიე და სირბილით წავედი "ოჯახთან"
კარი ღია დამხვდა , რომ შევედი ლადო ბავშვებს რაღაცას უყვებოდა , თუმცა რატომ "რაღაცას" ჩემზე საუბრობდნენ და ისინიც ყურადღებით ისმენდნენ დაკარგული დის ისტორიას... ლიზიკო სიხარულისგან ცქმუტავდა , სანდრო კი ძალიან სერიოზული იყო მაგრამ თვალებზე ეტყობოდა რომ ეს ამბავი უხაროდა... ან ის უხაროდა რომ მისი და მე ვიყავი...
აი ლადო კი ბედნიერებისგან ტიროდა , წუთში ერთხელ ცრემლებს იწმენდდა და მაინც სველი ჰქონდა მთელი სახე , ღიმილი გადაჰფენოდა სახეზე და თითოეულ სიტყვას ბედნიერი ამბობდა , რაც არ უნდა დიდი სევდის მატარებელი ყოფილიყო ეს ისტორია...
ამ სცენის დანახვამ გული გამითბო , გამიღიმა და ცრემლები მოვიწმინდე , ამ წამს ზუსტად ვიცოდი რა მჭირდებოდა , უბრალოდ მინდოდა რომ გამეგო რას ნიშნავდა გყავდეს მშობელი , რას გრძნობენ ამ დროს ბავშვები და იმაშიც დარწყმუნებული ვიყავი რომ ამ ბედნიერებას ორმაგად ვიგრძნობდი , ორმაგად გამიხარდებოდა და შემიყვარდებოდა ეს ყველაფერი....
ორმაგად იმიტომ რომ მე ამას პირველად შევიგრძნობდი...
ორმაგად იმიტომ რომ ჩემი ოცნება ახდებოდა...
ორმაგად იმიტომ რომ მარტო ყოფნა მთელი ცხოვრების განმავლობაში მტკიოდა...
იმდენად ვიყავი ფიქრებში წასული რომ ვერც კი შევამჩნიე მათი მზერა , ლადო ფეხზე იდგა რადგან ვერ გაეგო რისთვის დავბრუნდი მასთან , ბავშვები კი ღიმილით მომშტერებოდნენ...
ლიზიკო ჩემკენ გამოიქცა და მაგრად ჩამეხუტა... მეც ღიმილით მოვხვიე ხელები
-მინდა რომ თქვენთან მეტი დრო გავატარო - ვუთხარი ის სიტყვები რასაც ამდენი ხანი ვალაგებდი და ლადოს თვალებში ჩავხედე , მის რეაქციას დაველოდე
ლადო დაიბნა , გაეღიმა და თავი დახარა , სანდროს გახედა , არ იცოდა რა ეთქვა , მეტიც ალბათ ამ ყველაფერს ვერც იჯერებდა
-იცი როგორ გამიხარდა? ახლა დიდი დაიკო მეყოლება რომელიც დედასავით მომივლის - ლოყაზე მაკოცა ლიზიკომ და გამიღიმა
-მეც ძალიან გამიხარდა რომ გავიგე ჩემი ოჯახის შესახებ - ნაღვლიანმა ჩავილაპარაკე და ლადოს გავხედე
-შეიძლება მოგეხვიო? - მორიდებულად ჩაილაპარაკა მამაჩემმა და ჩემკენ წამოვიდა
დებილივით გავშეშდი , არც არას ვეუბნებოდი რადგან ამაზე არც მიფიქრია , მაგრამ ვერც კის ვამბობდი , ვერც ვბედავდი ამის თქმას , ვიდექი და ვდუმდი , თან მას თვალებში ვუყურებდი...
როდესაც მომიახლოვდა გამიღიმა , თმაზე ხელი ჩამომისვა და გულში ჩამიკრა , მთელი ძალით მეხუტებოდა და ტიროდა...
მთელი სხეული ამიკანკალდა , ცრემლები თავისით მოდიოდა თუმცა სულაც არ მინდოდა ტირილი , მეც მინდოდა მოვხვეოდი მაგრამ ვერ ვბედავდი , ის ტკივილი მაჩერებდა რომელიც ჯერ კიდევ გულში მქონდა მაგრამ მაინც ბედნიერებად ვგრძნობდი თავს რადგან მამაჩემი ჩემ გვერდით იყო , არვიცი რატომ მაგრამ მთელი გულით მჯეროდა რომ მისთვის ძალიან ბევრს ვნიშნავდი...
-აი თურმე ასე ძალიან რატომ გვგავდი - მხიარულად ჩაილაპარაკა სანდრომ და ღიმილით მომიახლოვდა - ახლა ჩვენთან გადმოხვალ ხო? მე ნამდვილად მჭირდები შენ გვერდით - ხელი ჩამკიდა და დივანზე ჩამომსვა , თვითონაც გვერდით დამიჯდა
ლიზიკო კალთაში ჩამიხტა , ხოლო ლადო ბედნიერი ჩვენს წინ დაჯდა
-რა დაემართა მას? - ნაღვლიანად ვიკითხე და დედაჩემის სურათს გავხედე
ის მართლაც ძალიან ლამაზი ქალი იყო , დაახლოებით ჩემი მსგავსი , მაგრამ უფრო მეტად სანდრო გავდა მას , განსხვავებული იერი ჰქონდა , აი როგორც აფრიკელებს მაგრამ ის ქართველი იყო და თოვლივით თეთრი...
-სიმსივნე ჰქონდა , მაშინ გავიგეთ როდესაც ლიზიკოზე იყო ორსულად , შეიძლებოდა გადარჩენილიყო მაგრამ მან... - დადუმდა და ლიზიკოს გახედა - შემდეგ ლიზას გაჩენის დღეს გარდაიცვალა - თავი დახარა
მისი სიტყვები ისე გავიგე როგორც თქვა , ანუ მან სიცოცხლეს და ქალიშვილს შორის ლიზიკო აირჩია და მისი სიცოცხლე არაფრად ჩააგდო , ბავშვი არ მოიშორა და ბოლომდე იბრძოლა... ამის მოსმენის შემდეგ ის გრირად შევრაცხე და კითხვაც კი დამებადა ასეთი ქალი როგორ უნდა შემძულებოდა?.. შეიძლება მომიშორა მაგრამ მაშინ მხოლოდ იმას იფიქრებდა რომ ეს ჩემთვის უკეთესი იყო... თან თხუთმეტი წლის ბავშვი სხვას ვერაფერს გაიაზრებდა...
-შეგიძლიათ მის საფლავზე წამიყვანოთ? - უხერხულად ვკითხე და თავი დავხარე
-რათქმაუნდა - ღიმილით მიპასუხა და ფეხზე წამოდგა
-ჩემს კითხვაზე ჯერ პასუხი არ გაგიცია - ირონიულად ჩაილაპარაკა სანდრომ და გაიცინა
-მე... - დავიბენი , არ ვიცოდი რა მეთქვა - იცი მე და დათი... - სიტყვეს ერთმანეთს ვერ ვაბამდი , რატომღაც უარის თქმა არ შემეძლო
-ის და დათი ერთად ცხოვრობენ - თქვა ჩემ მაგივრად ლიზიკომ , ჩაიკისკისა და წარბები აათამაშა
-შენ შეყვარებული გყავს? - მკითხა დაბნეულმა ლადომ , აი როგორც მემებდა იციან ხოლმე , თავი დავხარე და გამეღიმა
-დაახლოებით - ზუსტად ის ვუთხარი რასაც ჩემი და ვიბლიანის ურთიერთობაზე ვფიქრობდი
-ის ბიჭი თან რომ გახლდა? - ბედნიერმა მკითხა და გამიღიმა
-დიახ - დაუფიქრებლად ვუპასუხე და ლიზიკოს ლოყაზე წავეთამაშე რადგან ჩემს გაწითლებულ ლოყებს დასცინოდა
-ოფიციალურობა არ არის საჭირო - გამიღიმა ლადომ - შეგიძლია ისე მელაპარაკო როგორც რომელიმე შენს მეგობარს - ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში გავიდა
მისი სიტყვები ჩემთვის ცოტა უცნოაური იყო , თვითონაც უნდა მიმხვდარიყო რომ მასთან სხვაგვარად ვერ ვილპარაკებდი , ნუ ჯერ მაინც რადგან ახლა გავიცანი "მამა" რომელიც დაკარგული იყო და მეც ამდენად მხიარული არ ვიყავი რომ ის უკვე მეგობრად მიმეღო...
-იცი დედა ხშირად ლაპარაკობდა ვიღაც გოგონაზე , მაგრამ ჩემთან ერთად არასდროს უთქვია რომ და მყავდა - ლაპარაკი დაიწყო სანდრომ
მე კი ამ დროს უხერხულ სიტუაციაში ვვარდებოდი , უბრალოდ არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა... უნდა გამხარებოდა თუ უნდა მეტირა?
-აი მე კიდევ სულ ვოცნებობდი და მყოლოდა - მხიარულად ჩაილაპარაკა ლიზიკომ და ხელები მომხვია
-დაანებეთ თავი - თავი გააქნია ლადო - ვერ ხვდებით რომ უხერხულობას უქმნით? - წყალი მომაწოდა
-მადლობა - ჭიქა გამოვართვი და დავლიე , ძალიან მესიამოვნა ცივი წყლის შეგრძნება და ორგანიზმი მთლიანად გამიცივდა
-წავიდეთ დედასთან? - მხიარულად ჩაილაპარაკა ლიზიკომ როდესაც ჭამა დაამთავრა და ფეხზე წამოხტა
ლადომ მე გამომხედა , ჩემს პასუხს ელოდა...
გამეღიმა , ფეხზე წამოვდექი და ეს ყველამ დასტურად მიიღო , სახლიდან პირველი მე გავედი და თვალებზე მომდგარი ცრემლები მოვიწმინდე...
უეცრად ლიზიკომ ხელი ჩამკიდა და მისი კბილები გამოაჩინა , მასზე მეც გამეცინა და თავი გავაქნიე...
საერთოდაც ეს ყველაფერი ბედნიერების მომგვრელი იყო...
******************************************************************
დაახლოებით ერთ საათში უკვე დედაჩემი საფლავთან ვიდექი , ალბათ ძალიან უყვარდა ვარდები რადგან ყველაფერი წითელი იყო ვარდის ლამაზი ფურცლებისგან , იქვე პატარა ბავშვის სურათი იდო , სულ ახალდაბადებულის , ახალს სურათს არ გავდა , რატომღაც ჩავთვალე რომ ის მე ვიყავი და ტირილი დავიწყე , უკან მივბრუნდი რადგან მათ ჩემი ცრემლები არ ენახათ და პირზე ხელი ავიფარე...
ლადო საფლავის ქვასთან დაიხარა და მისი მეუღლის სურათს აკოცა , ცრემლები მოიწმინდა და გაუღიმა , ისე გაუღიმა თითქოს მის წინ იდგა და ესაუბრებოდა....
-იცი დღეს შენი ოცნება ასრულდა? - ჩუმად ჩაილაპარაკა და სურათს ხელი ჩამოუსვა - შენი გოგონა თავისი ფეხით მოვიდა ჩვენთან , მაგრამ არ დახვდი და ვერ ნახე , იცი ძალიან გგავს , შენნაირი ხვეული თმა და თვალები აქვს , ზუსტად ისეთია როგორიც შენ მის ასაკში იყავი , ხუთი დღის წინ ცხრამეტი წლის გახდა , ყოველწელს ზეიმობდი მის დაბადებისდღეს ახლა კი მას ტორტს ვეღარ მიუტან - თავი გააქნია ,
მისი სიტყვებმა გამაშეშა , ყველაფერი რასაც ამბობდნენ ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებდა , ჩემს თავს ვსაყვედურობდი რადგან აქამდე არ მიცდია მათი მოძებნა , მხოლოდ ახლა ვაანალიზებდი რომ ბევრი დამიკარგავს , რომ შემეძლო დედასთან მეტირა მაგრამ არ მომინდა ეს , ახლა კი... ახლა ის უნდა დამეტირა მაგრამ ამისთვის ცრემლებიც არ მყოფნიდა...
როდესაც ლადო საფლავს მოშორდა მასთან ახლოს მე მივედი , ცოტახანი სუართს ვუყურებდი და გულში უცნაური გრძნობა მქონდა , ბავშვივით ავკანკალდი და ცრემლები წამომივიდა , იქვე დადებული სანთელი ავიღე და მიწაში ჩავარჭე , ავანთე და ხელებში მოვიქციე რომ არ ჩამქვრალიყო , სანამ არ ჩაქრებოდა აქედან წამსვლელი არ ვიყავი , მეტიც ყოველდღე მოვიდოდი აქ რომ მას დავმშვიდობებოდი , მერე რა რომ საერთოდ არ მინახავს , ჩემთვის ყველაფერი შეცვალა იმ ფრაზის მოსმენამ რომ ის მეძებდა...
ოცი წუთი ესე გაუნძრევლად ვიჯექი საფლავთან და სურათს ვუყურებდი , მისი სილამაზით ვტკბებოდი და ვცდილობდი წარმომედგინა მისი სახე რეალობაში , ვცდილობდი სურათზე ნანახი ჩემს თვალებში ფერად გამოსახულებად მექცია...
-კატო მცივა წავიდეთ რა - უეცრად გონს მომიყვანა ლიზიკოს სიტყვებმა , მას რომ გავხედე სახეზე ფერი აღარ ედო , შეშინებული ფეხზე წამოვდექი და მასთან მივედი...
ის მომეხვია და თავი ჩემს მკლავებში ჩამალა
ლადოს გავხედე , ლიზიკოს ხელი ჩავჭიდე და სასაფლაოდან გავედი...
სანამ იქაურობას დავტოვებდი ბოლოჯერ გავხედე დედაჩემს და გავუღიმე... ისე გავუღიმე თითქოს ჩემ უკან იდგა და ბედნიერი მიყურებდა...
-ჩვენთან წამოხვალ ხო? - მკითხა სანდრომ როდესაც ქუჩაზე გავედით
-არა დათი მელოდება და სახლში უნდა მივედე , მისთვის არც მითქვამს რომ მოვდიოდი - გავუღიმე
-აუ შენთან წამიყვანე რა - მხიარულად ჩაილაპარაკა ლიზიკომ - დათისაც ვნახავ და ვეტყვი რომ ჩემი და ხარ - წარბები აათამაშა
-ლიზიკო! - ხმა გაამკაცრა ლადომ და ბავშვს გახედა
-ლიზიკო მისმინე დღეს სახლი დალაგებული არ მაქვს - გავუღიმე გოგონას - და ხვალ ჩემთან დარჩი გინდა? - თვალი ჩავუკარი და ლადოს ღიმილით გავხედე
ისიც მიღიმოდა
-კარგი - თავი დამიქნია გოგონამ და ხტუნვა-ხტუნვით გაუყვა ქუჩას
-მე წავალ , ნახვამდის - უხერხულად გავუღიმე ლადოს და ერთი ნაბიჯით უკან დავუხიე - ხვალ ლიზიკოს წამოვიყვან კარგი?
-რათქმაუნდა ის შენი დაა - გამიღიმა მან - დროებით ჩემო გოგონა - ხელი დამიქნია და უცებ ჩასწია რადგან ეს სისულელედ მოეჩვენა
************************************************
რატომღაც მომინდა რომ სახლამდე ფეხით მივსულიყავი , ყველაფერზე დაფიქრება მინდოდა , თუმცა რაღაზე უნდა მეფიქრა უკვე ის ნაბიჯი გადავდგი რასაც ჩემგან ყველა ელოდა...
ამდენი ხნია შემდეგ ის მივიღე რაც მინდოდა მაგრამ მაინც მეშინოდა... ახლა მეშინოდა იმის რომ ვიბლიანს დავკარგავდი...
მე სიყვარულის მეშინოდა , რადგან ამ გრძნობაზე არაფერი ვიცოდი , ჩემთვის არც არავის მოუყოლია, არ აუხსნია , არვიცი როგორ უნდა მივხვდე რომ მიყვარს და როგორ უნდა გავაბედნიერო ის...
ვიბლიანზე ფიქრებით დრო ისე გავიდა რომ ვერ შევამჩნიე სახლამდე როგორ მივედი , კარი რომ შევაღე სახლში ჩაბნელებული დამხვდა , ვიბლიანი დივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა , კარი რომ გავაღე ჩემკენ გამოიხედა და გამიღიმა.
მისკენ წავედი და გვერდით მივუჯექი , ხელები წელზე მოვხვიე და თავი მის მხარზე ჩამოვდე , მან ჩემი სურნელი ხარბად შეიყნოსა და საფეთქელთან კოცნით დამაჯილომა , შემდეგ კი ჩემს თმებთან თამაში დაიწყო...
-არაფრის მოყოლა არ გინდა? - ცოტახნის შემდეგ შეპარვით მკითხა და ტელევიზორი გამორთო , სინათლე არ აუნთია მაგრამ ესეც ვგრძნობდი მის მზერას
-ვუთხარი რომ მათთან მეტი დროის გატარება მინდოდა - ჩუმად ჩავილაპარაკე და თვალები დავხუჭე
-ეს ძალიან კარგია - მხიარულად ჩაილაპარაკა ვიბლიანმა და ვიგრძენი როგორ გაეღიმა
-იცი ის კარგი ადამიანია - გამეღიმა - მითხრა რომ მეძებდა , არა მარტო ის დედაჩემიც - წამოვჯექი და თვალეში შევხედე
-დედაშენის გამო ვწუხვარ - ნაღვლიანი ხმით ჩაილაპარაკა და თავი დახარა ვიბლიანმა
-შენ ყველაფერი იცი ხო? - გავუღიმე და სამზარეულოსკენ წავედი რომ ყავა გამეკეთებინა
-კი ვიცი , მოგიყვებოდი მაგრამ მინდოდა რომ მასთან მისულიყავი და თვითონ გაგეგო ყველაფერი - გაეღიმა ვიბლიანს და ხელით მანიშნა მეც მინდაო
-და რატომ გეგონა რომ ეს რამეს შეცვლიდა? - აპარატი ჩავრთე და მას გავხედე
-არ შეცვალა? - გაეღიმა - მე რომ მეთქვა მასზე მაინც გაბრაზებული იქნებოდი მაგრამ თვითონ რომ ნახე , ხომ ხედავ ყველა წყენა გაგიქრა - ამაყად ჩაილაპარაკა
-იცი ძალიან ლამაზი ქალი ყოფილა - დედაჩემის სურათი გამახსენდა და გამეღიმა
-წარმომიდგენია რადგან შენ ულამაზესი ხარ - ჩუმად ჩაილაპარაკა ვიბლიანმა მაგრამ მისი სიტყვები მაინც გავიგე
-ნეტავ მქონოდა შესაძლებლობა მენახა - ყავა ჩამოვასხვი და ისევ დივანთან დავბრუნდი - ტირილი მინდა მაგრამ ვერ ვტირივარ , გული ძალიან მტკივა მაგრამ ამას ვერ გამოვხატავ - თავი გავაქნიე და ყავა მოვსვი , ცრემლი ჩამომივარდა და გულს ვთხოვე ეს ტირილში გადასულიყო
-არც მიკვირს რადგან მას არ იცნობდი - მზერა ამარიდა ვიბლიანმა და ყავა მოსვა
-მერე რა ის დედაჩემია და მაინც უნდა ვტიროდე - ჩემს თავზე გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე
-შენ ბევრი იტირე მათ გამო კატო და აღარ შეგიძლია , მაგრამ გავა დრო და მის გამო ბევრს იტირებ , იმიტომ რომ გაიცნობ , მამაშენისგან გაიცნობ და შეგიყვარდება ყველაფრის მიუხედავად - ხელზე ხელი ჩამკიდა
-ვიცი და ნეტავ ამ ყველაფრის დაჩქარება შემეძლოს - გავუღიმე და გავტრიალდი
-გავა დრო , რადგან უკვე გადადგი ნაბიჯი და მამაშენთან დაახლოება დაიწყე ყველაფერი თავისით მოვა , მთავარია ხუჭუჭ შენ არ დაიხიო უკან - ფინჯანი მაგიდაზე ჩამოდო და ჩემკენ ჩამოიწია , ხელები მომხვია და ტუჩები საფეთქელთან გააჩერა...
-ხვალ ლიზიკოს მოვიყვან კარგი? აქ დარჩება - მხიარულად ჩავილაპარაკე და მუდარის თვალებით გავხედე ვიბლიანს
-მე რას მეკითხები ? მოიყვანე - გაიცინა და თავი გააქნია - ისე მაგარი ბავშვია ეგ , ხასიათებით სულ შენ გგავს
-მერე მაგაზე უკეთესი რა გინდა? ან უკეთესს ვის უნდა გგავდეს? - ირნონიულად ჩავილაპარაკე
-ანუ ვთხოვო ლადოს შენი ხელი? - წარბები აათამაშა ვიბლიანმა და ღიმილით მომაშტერდა
უეცრად გამომეტყველება შემეცვალა , ღიმილის ნასახი სახიდან გამიქრა და სერიოზული სახით გავხედე ვიბლიანს... თვალებში შიშს ამოიკითხავდით , რადგან მართლა ესე იყო , ვერ წარმომედგინა ჩვენი ცხოვრება ერთად , საკუთარი არ წარმომედგინა როგორც ცოლი , როგორც დედა... მეგონა რომ ამ ყველაფერში ცუდი ვიქნებოდი...
-დათი... - ჩუმად ჩავილაპარაკე და მისი ხელები მოვიშორე - მე... მე არვიცი - დაბნეულმა გავხედე
-ვიცი რომ გეშინია ამ ყველაფრის , მაგრამ შენ ვერ კი წარმოგიდგენია რა მაგარი დიასახლისი იქნები , განსაკუთრებით კი დედა - სრული სერიოზულობით მითხრა და გამიღიმა
-მე არვიცი , არამგონია კერგი დედა ვიყო - თავი გავაქნიე
-რატომ კატო? იმიტომ რომ შენ არ გყავდა დედა? არ არის ეგრე! - თავი გააქნია - პირიქით შენ რომ იცი რას ნიშნავს ეს გრძნობა ყველაფერს იზავ რომ ჩვენმა შვილმა ეს არ გაიგოს , შენ ყველაზე მაგარი დედა იქნები და ამის ნურასდროს შეგეშინდება! - ხმა გაამკაცრა
-და დარწმუნებული ხარ რომ ჩემთან ერთად ყოფნა გინდა? - მხრები ავჩეჩე და ინტერესით მივაშტერდი
-რას მეკითხები ხვდები? - გაიცინა - შენთან ერთად ყოფნა რომ არ მინდოდეს მაშინ ამ სახლში საერთოდ არ ვიქნებოდი , თავიდანვე რომ არ მომწონებოდი აქ საერთოდ არ გავჩერდებოდი , უბრალოდ სხვა სახლს მოვძებნიდი , მაგრამ მე მომწონს ესე ცხოვრება , უფრო სწორად კი შენ მომწონხარ , არ მიყვარხარ შენი ხასიათებით და შენი ხუჭუჭა თმით , კატო მე შენთან ერთად მინდა ვიყო რადგან ზუსტად ის ხარ ვისაც ვეძებდი ამდენი ხანი , მეგონა რომ სიყვარული ჩემთვის არ იყო , მაგრამ შენ მასწავლე ეს გრძნობა - გამიღიმა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია - ბედნიერებას ნუ გაურბიხარ!
-რა არის სიყვარული? - მისი სიტყვების შემდეგ ეს კითხვა გამიჩნდა , ღიმილით გავხედე და ხელები მოვხვიე
-რას გრძნობ ჩემს მიმართ ? - საფეთქელთან მაკოცა ვიბლიანმა
-უბრალოდ იმას რომ შენ გარეშე ერთი წამითაც ვერ გავძლებ - მეც ვერ გავიგე რა ვთქვი , მაგრამ ეს მართლა ასე იყო
-მაშინ ეგაა შენთვის სიყვარული - ლოგიკური დასკვნა გამოიტანა ვიბლიანმა და გამიღიმა
-ანუ ჩემთვის სიყვარული შენ ხარ - მხრები ავჩეჩე და გამეცინა
-კი ეგრეა - ჩაილაპარაკა მხიარულად ვიბლიანმა - წამოდი - ხელი ჩამკიდა და საჩქაროდ სახლიდან გამიყვანა
-სად მიგყავარ? - დაბნეულმა ვკითხე
-უბრალოდ გამომყევი - ამის შემდეგ არაფერი უთქვამს..
კიბეებზე საჩქაროდ ჩამარბენინა და მანქანაში ჩამსვა ,რატომღაც ძალიან ბედნიერი იყო და სახეზე ღიმილი გადაჰფენოდა , მე კი დაბნეული ვუყურებდი და თან გული რაღაც ცუდს მიგრძნობდა
მანქანა მთელი სისწრაფით მიჰყავდა , ვერ გამეგო ესე სად ეჩქარებოდა , როდესაც თვალები დავხუჭე მისვლის მოლოდინში ზუსტად მაშინ გაჩერდა მანქანა...
თვალები რომ გავახილე და ჩემი ძველი სამუშაო ადგილი დავინახე კინაღამ გული წამივიდა , შიშისგან გავლურჯდი და ამცივდა , ვიბლიანს დაბნეული თვალებით გავხედე , ის კი უბრალოდ მიღიმოდა
-აქ რა გვინდა ? - ძლივს გადავაბი სიტყვები ერთმანეთს და ბარს გავხედე
-ვიღაცას უნდა გავაცნო შენი თავი - ბედნიერმა ჩაილაპარაკა და მანქანიდან გადავედი - არ გადმოხვალ? - მკითხა სიცილით როდესაც გადმოსვლა დამაგვიანდა
-კი გადმოვალ - ფეხი მანქანიდან შიშით გადავდგი და როდესაც გავსწორდი მანქანას დავეყრდენი
-რა გჭირს? - დაბნეულმა მკითხა ვიბლიანმა - წამოდი რა ახლა არ გახდე ცუდად - ხელი გადამხვია და ბართან მიმიყვანა
-ჯერ გევედრები , რაღაცას მოგიყვები და შემდეგ გამაცანი ვინც გინდა - მუდარის თვალებით გავხედე და შესასვლელთან გავჩერე
-კაი რა ხუჭუჭ , რომ გამოვალთ მერე მომიყევი - თავი გააქნია და მიტრიალდა
-არა დათი , გეხვეწები მომისმინე - ვეცადე გამომეყვანა მაგრამ ამაოდ
-დათი? - აი ყველაფერი მაშინ დამთავრდა როდესაც გავიგე მამუკა ვიბლიანის დაბნეული ხმა
-მამა - მხიარულად გახედა დათიმ - რატომღაც მომინდა რომ გაგეცნო , მაგრამ რატომ შენ ვერ ვხვდები - ირნოიულად ჩაილაპარაკა - ეს გოგო ჩემი ბედნიერებაა - ხელით ჩემკენ ანიშნა და ორივემ მე გამომხედა
მამუკას ჩემს დანახვაზე გაეღიმა და თავი ირონიით გააქნია
-ვინ ჩემი მიმტანი? - ირონიულად ჩაილაპარაკა და დათის რეაქციას დაელოდა
როდესაც ვიბლიანის სახე დავინახე მაშინ პირველად მომინდა რომ მიწა გამსკდარიყო და ჩავეტანე...

**********************************
როგორც ყოველთვის ველოდები თქვენს შეფასებებს...



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

Au imedia ar dashordebien axla ra.sxva kargi iyo dzaan.
--------------------
ლანა

 


№2  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

აუ არ დააშორო რა გთხოოოვ
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№3 სტუმარი Guest Ninaka

Ar gaxado ra banaluri,ar daashoro,ise dzalian kargi da sainteresoa

 


№4  offline წევრი isterichka123

ვაუ კაია გაგრდზელე

 


№5 სტუმარი teo

ai es momenti mindodaa dade ra swrafad axali tavii dzalian mainteresebs shemdeg ra ikneba

 


№6  offline წევრი shakala

ძალიან კარგია <3 დადე მალე

 


№7 სტუმარი ......

dzalian kargi ambavia rasac tqven mogvitxrobt da imedia kargad dasruldeba.... didi molodinit velodebi shemdeg nawils

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent