დაწყევლილი (1)
×××××× "სინანული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად. გამოსწორება საერთოდ არაფრის არ შეიძლება. თორემ, ეს რომ შეიძლებოდეს, ყველანი წმინდანები ვიქნებოდით. ცხოვრება არ აპირებდა ჩვენგან სრულყოფილ არდებათა შექმნას. ვინც სრულყოფილია მისი ადგილი მუზეუმშია". ×××××× მანქანის უკანა სავარძელზე ვზივარ, ყურებში ყურსასმენები მაქვს გაყრილი, თუმცა იმდენად დაბალზეა სიმღერებუ, რომ მანქანების სიგნალის ხმა, საბურავების ჭრიალი და ადამიანთა საუბარი ჩემს ყურთასმენას მაინც სწვდება, ამიტომ ხმას ბოლომდე ვუწევ და აღარ მაინტერესებს რა ხდება ემს გარშემო. ფანჯარაში ვიხედები და გარემოს ვათვალიერებ, ვუყურებ თუ როგორ ვიტოვებ ხეებს უკან, ვცდილობ დრო ასე გავიყვანო, თუმცა ვიღლები ხეების თვლით და თვალებს მობეზრებული ვხუჭავ. საათზე მეტია უკვე გზაში ვართ. მამაჩემის სამსახურის გამო, ვინიცის მერამდენედ ვიცვლით საცხოვრებელ ადგილს. ამჯერად კორკში მივდივართ, როგორც ვიცი დიდ, ორ სართულიან კეთილმოწყობილ სახლში ვიცხოვრებთ და მეზობლები არ გვეყოლება, რადგან სადაც ჩვენ ვაპირებთ ცხოვრებას, იმ ტერიტორიაზე მხოლოდ ჩვენი სახლი მდებარეობს. ეს კი იმას ნიშნავს რომ მთელი ზაფხულის მარტო გატარება მომიწევს, თუმცა უნდა ვაღიარო მარტოობა ძალიან მიყვარს, "ჩემს ბუნაგში ჩაკეტვა და ყველაფერზე ფიქრი. როგორც კი ჩავალთ, მყუდრო ოთახს ავარჩევ და ყველაფერს ჩემებურად მოვაწყობ, ბარგსაც ამოვალაგებ თორემ ასე უსაქმურად ყოფნით დავიღალე... როცა უკვე აუტანელი ხდება ასე ჯდომა, ყურსასმენებს ვიხსნი და ვკითხულობ: -კიდევ ბევრი დარჩა? რით ვერ ჩავედით?! -დაახლოებით ათ წუთში მივალთ. ხედავ? უკვე ქალაქშიც შემოვედით - ავტომატურად გამცა მამამ პასუხი. -კარგი - ამოვიბუზღუნე და საათს დავხედე. ათი წუთი დავინიშნე. ჩემი სახელი ყოველთვის მომწონდა - ენია - რაღაცნაირად თბილად ჟღერს, მაგრამ რატომღაც ყველა ენის მეძახის. 17წლის ვარ. გარეგნულად ტრაბახში არ ჩამეთვალოს და საკმაოდ ლამაზი ვარ. მუქი ნარინჯისფერი თმა, ნაცრისფერი თვალები, კურნოსა აპრეხილი ცხვირი, ოდნავ ჭორფლები და წითელი, მრგვალი ტუჩები. ბევრ ბიჭს მოვწონვარ და ბევრი შეყვარებულიც მყავდა, თუმცა მათ მხოლოდ ჩემი სექსუალური სხეული აინტერესებდათ, ახლა მოვრჩები ჩემი თავის ქებას და აი, როგორც იქნა გავიდა ათი წუთი და მივედით. -წავედი მე - ვუთხარი დედ-მამას და ჯერ არ გაჩერებული მანქანიდან ჩამოვხტი. სახლს ცოტახანს შევყურე. გარედან მშვენიერი შესახედაობის იყო. ღია ვარდისფრად შეღებილი კედლები, ხოლო კარებები, ფანჯრები და სახურავი ყავისფერი. სახლისკენ გავიქეცი და კარი შევაღე. ვიწრო დერეფნით შევედი მისაღებში და მიმოვიხედე, ყველგან ყუთები ელაგა, ავეჯს კი გადაფარებული ჰქონდა, მაგრამ ყველაზე თვალშისაცემი დიდი წითელი ჭაღი იყო, რომელიც დარწმუნებული ვარ ღამით ყველაფერს გაანათებდა. შიდა ინტერიერიც თბილ ფერებში იყო გადაწყვეტილი: კრემისფერი, იისფერი, ვარდისფერი, ყვითელი... კიდევ სამზარეულო იყო და ერთი ოთახი. ძალიან ლამაზი, მყუდრო და საყვარელი, მაგრამ მე ზევით მირჩევნია და მეორე სართულზე ავედი მოჩუქურთმებული კიბეებით. ზევით მისაღები და სამი ოთახი იყო. ორი ოთახი ერთმანეთის პირისპირ მდებარეობდა, ერთი კოლიდორის ბოლოში, მესამე კი განცალკევებულად იყო მეორის ბოლოში. აი ეს კი ნამდვილად ჩემი შესაფერისია და განცალკევებული ოთახისკენ დავიძარი. კარი შევაღე თუ არა ბოხი ბარიტონით ნათქვამი "ჯანდაბა" გავიგონე, თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია და შიგნით შევედი. ცხვირი რაღაც სასიამოვნო სურნელმა ამწვა. ღრმად შევისუნთქე და ოთახს თვალი მოვავლე. შავში და ნაცრისფერში. ჩემთვის იყო ზედ გამოჭრილი. ოთახში ციოდა, ამიტომ ფანჯრები გამოვაღე რომ მზის სხივებს ის ოდნავ მაინც გაეთბო. ოთახში ორი საწოლი იდგა, ერთი კედლისკენ და მეორე კარისკენ. ისინი ერთმანეთს მივატყუპე კედლის მხარეს. ხოლო კედელსა და ფანჯარას შორის კარადა იდგა. ფანჯრის წინ სპეციალურად გაკეთებული დივანი იდგა. საწერ მაგიდას ადგილი შევუცვალე, ისევე როგორც ტუმბოს. ოთახს თავისი აბაზანა ჰქონდა, შიგნით შევედი და გაკვირვებული დავრჩი, თაროებზე მამაკაცისთვის საჭირო ყველა ნივთი ეწყო. ვიფიქრე ალბათ ძველ პატრონს დარჩა მეატქი და კარი გამოვიხურე. როდესაც წინ შემოვიხედე სკამი დავინახე ჰაერში მყოფი, რომელიც ჩემსკენ დაიძრა და რომ არ დავხრილიყავი თავს მიმასხმევინებდა სააბაზანოს კარებზე. გაოცებული და შეშინებული ვიყურებოდი როდესაც კარებს მთელი ძალით მიმახეთქეს, თუმცა ჩემს წინ არავინ იყო. ვიფიქრე მომეჩვენა თქო და ქვევით ჩავედი. ასეთი მოლანდებები ბავშობიდან მაწუხებს, ძლიერი ფსიქიკური ტრავმის გამო. -მე ავირჩიე უკვე ჩემი ოთახი. კოლიდორის ბოლოში რომ არის ის. -მიხარია რომ მოგეწონა. აქვე ახლოს არის ზღვა და გაერთობი ხოლმე - მითხრა დედამ. -მშვენკერია, მიყვარს წყალი. - დივანს გადასაფარებელი ავაცალე და შიგნით ჩავესვენე. ცოტახანში ზემოდან ხმაური გავიგლნე, თითქოს ვიღაც რაღაცას ახოხიალებდა, მაგრამ თუ ძალიან არ დააკვირდებოდი ვერაფერს გაიგებდი, ამიტომ ვიფირე ისევ მეჩვენებათქო და ტელევიზორი ჩავრთე. ძველი მაგრამ საინტერესო ფილმი გადიოდა და შევყევი. როდესაც დამთავრდა სამზარეულოში გავედი. უკვე მოსაღამოვებულიყო. -მორჩი ფილმს? - მკითხა მამამ. -კი დამთავრდა... დე მშიაა - ავწუწუნდი. -სალათია მაცივარში და ჭამე. -კარგი. -როგორ მოგეწონა ახალი სახლი? - მკითხა დედამ. -მშვენიერია, დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ სამუდამოდ. - ცორა ირონიულად გამომივიდა, უბრალოდ დავიღალე სულ საცხოვრებელი ადგილის შეცვლით. -ძაანაც ნუ შეეჩვევი. აცლა კი ჭამე. მე და მია საქმეებს მივხედავთ. ჩვენ პირველ სართულზე ვიქნებით. -კარგი. - როცა ჭამას მოვრჩი მაგიდა ავალაგე და ზემოთ ავედი. ოთახში შევედი და ბარგიც ავიტანე. თუმცა ყველაფერი ისე დამხვდა როგორც პირველად ნახვისას. ვიღაცამ ისინი უწინდებურ ადგილას დააბრუნა. თუმცა ვიფიქრე ისინი გონდბაში დავაწყვე როგორც მინდოდა ყოგილიყო ისე და არა რეალობაში თქო. რამით ხომ უნდა გამემართლებინა ეს ყველაფერი თორემ ალბათ გავგიჟდებოდი. ამიტომ ავეჯი ისევ ჩემებურად დავაწყვე, შემდეგ ტანსაცმელი ამოვალაგე და ფარდერობი გავხსენი როდესაც იქ მამაკაცის ტანსაცმელი დამხვდა. ისინი სწრაფად გადმოვყარე და ჩემები შევაწყვე. აბაზანაშიც იგივე გავაკეთე და იმ კაცის ნივთები დიდ შავ პარკში ჩავყარე, შემდეგ კი კარებთან დავდე. ბოლოს კი დაღლილმა გადავივლე, საღამურები ჩავიცვი და დაღლილმა მალევე დავიძინე. თუმცა ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ვიღაც მეხუტებოდა. გამთენიისას თითქოს ნაცნობმა ხმამ გამაღვიძა, ზურგით ვყავდი აკრული და გადაბრუნების საშვალებას არ მაძლევდა. -მისმინე ენია, შენ ამ ოთახიდან სასწრაფოდ გადახვალ! ამ ოთახს არც კი შეხედავ თლრემ ძალიან ინანებ! - ცოტახანს გაჩუმდა - გასაგებია?! -კარგი... ახლა მეძინება... ხვალ ვილაპარაკოთ... - ნახევრად ძილში ვიყავი და თვალები მივხუჭე, ბოლოს კი გავიგე -მეტს არ ვილაპარაკებთ! - და ჩამეძინა. დილით ვფიქრობდი თუ როგორი უცნაური სიზმარი დამესიზმრა, მაგრამ ჩემს სხეულზე შერჩენილ მამაკაცის სურნელს ვერაფრით ვხსნიდი. ბავშვებო ახალი მოთხრობა. საცდელი თავი. რირს გასაგრძელებლად? რას იტყვით? მგონი დიდი თავიც დავწერე და რავი ველი შეფასებებს <33 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.