შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლები (10)


1-10-2016, 01:03
ნანახია 2 971

***

თითქოს რაღაც მომეშვა. ბედნიერი გავხდი წამებში და მაშინვე შემეცვალა განწყობა. დადვანის ხმას შეუძლია ყველაფერი დამავიწყოს და მაქციოს უბედნიერეს ადამიანად! როგორ მიყვარდა ამას მეთვითონაც ვერ ვხვდებოდი.. ამხელა სიყვარული თუ შემეძლო. ვიზრდებოდი ჩემ სიყვარულთან ერთად და ვგრძნობდი ბევრ რამეს ვსწავლობდი. გადაფასებას ადამიანების, სიტუაციების. ძალიან კარგი იყო. ფაქტობრივად გიორგიმ მასწავლა ბევრი რამ.. ველოდებოდი და დაველოდებოდი იქამდე სანამ მას ბედნიერს არ ვნახავდი და ეს ბედნიერება მის ოჯახში იყო. არვიცი, მე და გიორგი ვიქნებოდით თუ არა მომავალში ერთად და შევქმნიდით ოჯახს თუ არა. დღევანდელი დღით დავიწყე ცხოვრება. რა თქმა უნდა, მინდოდა მასთან ერთად მეცხოვრა, გამეღვიძა, დამეძინა, მეჭამა და საერთოდ მესუნთქა! არ მეგონა თუ შემეძლო ამხელა სიყვარული. როგორ მეშინოდა. ბავშვობაში თავს ვიგიჟებდი მეგობარს როგორ უნდა შევხედო მეთქი, მაგრამ ეგრე აგიხდეს ყველაფერი. ეს ჩემი მეგობარი გახდა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, ჩემი მეორე ნახევარი, ჩემი ყველაფერი, რომელთანაც შემეძლო მელაპარაკა არაფერზე. უკვე აღარ ვფიქრობდი იმ ემოციებზე, რასაც გიორგიმდე იწვევდნენ ბიჭები. ეს უვკე მეათასე ხარისხოვანი იყო, რადგან რეალურად მართლა კარგად ვგრძნობდი ამ ადამიანთან თავს. მერე რა რომ ჩემ გვერდზე არ იყო. სულიერად გვერდზე მყავდა! მისი ხმა რომ გავიგე, თან ხმა რომელსაც ძალიან გაუკვირდა და ძალიან გაუხარდა ჩემი ზარი, ერთიანად დამცხა და დენმა დამარტყა. თურმე, რამხელა ემოციის გამოწვევა შეუძლია ნებისმიერ ნაბიჯს. უმნიშვნელო არაფერი არაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ეს ორ ადამიანს უკავშირდება. ესე ვიყავით მე და დადვანიც. მე ახლა ვიდგამდი ურთიერთობაში ფეხს და ახლა ვსწავლობდი ყველაფერს. გავაკეთებდი იმას, რაც მას ესიამოვნებოდა მიუხედავად იმისა აღემატებოდა თუ არა ჩემ პრინციპებს.

როცა სიყვარულია რა უნდა პრინციპებს საერთოდ?
უბრალოდ, ართულებენ ურთიერთობას და ჩირქს სცხებენ.

დადვანს რომ ველაპარაკე უფრო მარტივი გახდა ყველაფერი. იმ ზარმა ყველაფერი შეცვალა ჩემში, მასში და ორივეში. უფრო გამარტივდა ჩვენი ურთიერთობა, რომელიც აშენების გზაზე იდგა და ყალიბდებოდა. არ ვსაუბრობდით ყოველდღე, მაგრამ ხშირად ვკითხულობდით ერთმანეთს. განვლილი დღეების ამბებს ვუყვებოდით ერთმანეთს. ჩემკენ ბევრი სიახლე იყო, მისკენ-არაფერი. უბრალოდ, იმედი იყო რომ გიორგის მამას მალე გამოუშვებდნენ.

მაკოს დაბადების დღე იყო, ჩემი ჯგუფელის და თავის აგარაკზე იხდიდა. მაკო და მისი შეყვარებული? რამდენიხანია დაასრულეს ურთიერთობა. შეჩვევა იყო სხვა არაფერიო ესე მიპასუხა მაკომ. მეც ბევრი არაფერი ვკითხე. ალბათ, ჩემთვის კითხვები რომ დაეყარათ გიორგიზე გადავხტებოდი თუ მაღალ სართულზე ვიქნებოდი, ან რამე სისულელეს ჩავიდენდი. ზედმეტი შეკითხვები ყოველთვის გამაღიზიანებლად მოქმედებდა ჩემზე.

-აუ, იცი ის ისტორია შენი სატრფო რომ გადმოხტა მესამე სართულიდან?
-არა!-შევიცხადე მე და წარბები შევკარი,-ბავშვობიდანვე არ იყო ეგ ნორმალური, რა..
-ხო,-ჩაეცინა ირაკლის,-ლექტორს ევასებოდა მაგრა. ახალგაზრდა გოგო იყო და აეკიდა. კაი, რა სახით მიყურებ გიორგის არ ევასებოდა,-იცინოდა ირაკლი,-ხოდა, ფუ შენი როგორი აბგონი გამიკეთა! ხოდა, რას ვამბობდი. რასაც აკეთებდა ისიც იგივეს შვებოდა. გიორგის ჭკუაზე დადიოდა, რა. ხოდა, ამან გადავხტები თავი შეეცოდებაო და გადახტა. ეს ჩვენი ლექტორიც გადაყვა და კი იწვა 3 თვე ტრამვატოლოგიურში,-ხარხარებდა ირაკლი, რომელსაც მაკოსთან მივყავდი.
-აუ, რა იდიოტია!-გამეცინა მეც გიორგიზე. კი ვიცოდი, რომ არაადექვატური იყო, მაგრამ ასეთი?-აი, იქ დგას მაკო,-ვუთხარი ირაკლის და მაკოს სახლთან გააჩერა მანქანა.
-მაკუშ, გილოცავ!-ჩავეხუტე ჩემს მეგობარს და საჩუქარიც გადავეცი. კი ვიცოდი, დადვანის ძმაკაცისგან რომ არაფერი იყო გასაკვირი, მაგრამ იკა გადმოვიდა მანქანიდან ხელზე ეამბორა მაკოს და მიულოცა დაბადების დღე.
-ისეთ ლამაზ დღეებს გისურვებ, როგორიც ხარ..-უთხრა და გაუღიმა,-ნენჩო, დარეკე და მოგაკითხავ,-მომმართა მე და წავიდა. მაკო გაშტერებული იდგა. მე კიდევ მეღიმებოდა.. ვგიჟდებოდი იკაზე ისე მიყვარდა! ჩემი და გიორგის მესაიდუმლე, მემატიანე და ყველაფერი იყო აბსოლუტურად. ადამიანი, რომლის იმედი ისე მქონდა მგონი გიორგის ვაჯობდებდი ნდობაში. მაკოც ძალიან მიყვარდა. ჩემი ერთადერთი უნივერსიტეტის მეგობარი იყო.
-რაო, მაკო დაშტერდი?-გამეცინა მე და მხარი გავკარი.
-აუ, გოგო ეს ვინ არის? რა უმოწყალოდ სიმპათიურია,-მითხრა მაკომ და გაიკრიჭა.
-გიორგის ძმაკაცია. ჩვენი მეგობარია, რა.. მოგეწონა?
-ტიპმა რა გააკეთა? შოკში ვარ!-გაიცინა მაკომ და სახლში შევედით.

ვგიჟდებოდი ასეთ სახლებზე! პატარა და მყუდრო იყო, დიდი ეზოთი. ეზო სანათებით იყო განათებული და სახლისგან ცოტა მოშორებით ფაცხა იდგა, სადაც ხალხს მოეყარა თავი. მაკოს ძმა, მისი მეგობრები, ნათესავები მაგიდის გარშემო ისხდნენ და მაკოს ძმის სიმღერას უსმენდნენ, რომელიც დიდი მონდომებით ამღერებდა გიტარას. ხალხში სოფი ამოვიცანი და ამოუცნობი გრძნობა დამეუფლა. რაღაცნაირად იყო.. აი,რატი ხო მეცოდებოდა სოფიც ერთი წამით შემეცოდა, მაგრამ იმდენად ამაყად იჯდა, რომ ვერც შეამჩნევდი დათრგუნვას.

-სოფი, როგორ ხარ?-მივესალმე, როცა დავიგულე მარტო.
-ნენე, კარგად საყვარელო შენ როგორ ხარ?-მხიარულად მიპასუხა და ჩამებრდღვნა. შეჩვეული ვიყავი სოფისგან ასეთ მოსალმეას, ამიტომ არც გამკვირვებია.
-არამიშავს. მარტო ხარ?-მიმოვიხედე გარშემო, იქნებ რატი დამენახა.
-კი, ნენე. დიდიხანია,-გამიღიმა ნაღვლიანად სოფიმ. საოცარი სურვილი გამიჩნდა ამ გოგოს მეგობარი გამხდარიყავი და მომესმინა რატო იყო მარტო. შემეცოდა თუ ინტერესი მკლავდა ვერ ვარჩევდი. არ მინდოდა მეორე ვარიანტი განმეხილა ჩემ გონებაში, რადგან ჩემ თავს აღემატებოდა, მაგრამ ნუ, რაც იყო..!
-ეგ როგორ?-ვკითხე და დაველოდე პასუხს, რომელმაც არ დააყოვნა.
-დავშორდით მე და რატი, ნენე. საფრანგეთში წავიდა..
-ეგ კი გავიგე, მაგრამ რომ დაშორდით არ ვიცოდი.
-ხო, დავშორდით. მიღალატა..-მითხრა სოფიმ და ჭიქიდან მინერალური დალია.
-რა ქნა?-თვალები შუბლზე ამივიდა.
-არა, მიღალატა სხვასთან იწვა კი არა, უბრალოდ, ჩემთვის ღალატი ისიც არის სხვაზე რომ ფიქრობდა. გიჟი გეგონები, მაგრამ რატის სხვა შეუყვარდა. თითქმის ოჯახი გვქონდა, ოცნების კოშკებს ვაშენებდი მასთან ერთად და თავდაყირა დადგა ჩვენი ცხოვრება. ასეა, მარადიული არაფერია,-მოჩვენებითი სიმშვიდით გამიღიმა სოფიმ.
-რას ნიშნავს სხვა უყვარდა?გიღალატა? გავგიჟდი, სოფი! წესიერად ამიხსენი..
-შენ როგორ არ იცოდი მიკვირს. შენ და რატი ხო ძაან მეგობრობდით,-ძალიან ცუდად მომხვდა ეს ყურში. არ ვიცოდი რის თქმას ცდილობდა ამითი,-მეგონა, რატი მოგიყვებოდა ყველაფერს. რა გითხრა, ნენე. სხვა შეუყვარდა, შეიცვალა. ყველაზე ცუდი იცი რა არის? ხორციელი ღალატი ხო, მაგრამ სულიერ ღალატზე დიდი ცოდვა არ არსებობს! შენ გვერდზეა და ფიქრებით სხვასთან არის. აზრი არ ჰქონდა.. დიდხანს ვეცადე შემენარჩუნებინა, მაგრმ აზრი არ ჰქონდა.
-სოფი..-გული ამიჩქარდა.
-არაუშავს, ნენე, ჯანდაბამდეც გზა ჰქონია! უბრალოდ, იმდენად გულნატკენი ვარ კარგად ყოფნას არ ვუსურვებ და ბედნიერად ცხოვრებას იმ გოგოსთან, მაგრამ არც ცუდს ვუსურვებ. მე და ჩემი შვილი ვიყოთ კარგად და რატის რაც უნდა ის უქნია.
-რა თქვი?-თვალები შუბლზე ამივიდა.
-ჰო, შვილს ველოდები. იმ დღეს უნდა მეთქვა ზუსტად რო გაიქცა სახლიდან. ეგ არაფერი, ნენე. ყველაფერს ეშველება სიკვდილის გარდა.
-ის გოგო... იცი ვინ არის?-ძლივს ამოვილუღლუღე.
-ის გოგო ადამიანია, რომელიც ჩვენ შორის ჩადგა.
-იცი, მესამე ზედმეტია, მაგრამ არასდროს არ არის დამნაშავე ორი ადამიანის ურთიერთობაში.
-კი. უბრალოდ, იმ გოგომ ხელი შეუწყო ამ ყველაფერს. იდეალური ურთიერთობა არც გვქონია. რაღაცას მე ვთმობდი, რაღაცას ის თმობდა და ვაბალანსებდით და ვიყავით ბედნიერები. ბოლოს უკვე მხოლოდ ჩემგან იყო კომპრომისი და იცი, რა? ძალიან დავიღალე. ერთხელ მოვდივარ ამ ცხვოვრებაში და ვერავის შევწირავ ნერვებს ჩემი შვილის გარდა!-მიპასუხა სოფიმ. მერე გავაგრძელეთ ლაპარაკი ოღონდ ზოგადად სხვა თემებზე, რაც ალბათ უინტერესო იქნებოდა. ბავშვის სახელი, სქესი და ასე შემდეგ. ამ გოგოს ვუყურებდი და თავს დამნაშავედ ვთვლიდი. ასე ურცხვად რომ ვეჯექი და ვესაუბრებოდი სიყვარულზე, ოჯახზე, შვილზე. უნამუსოდ ვიგრძენი თავი! სოფის ჩემ გამო დაექცა თავზე აწყობილი ურთიერთობა.. თავი დამნაშავედ ვიგრძენი კი არა, ნამდვილად ვიყავი.. მაგრამ ჩემი ბრალი ხომ არ იყო რატიმ სიყვარული რომ ამიხსნა და ჩემ გამოს სოფის დაშორდა? რა შუაში ვიყავი, მაგრამ მაინც ჩემი ბრალი იყო. როგორც მე ვერ გავაკონტროლე ჩემი გრძნობები დადვანის მიმართ, ისე ვერ გააკონტროლა რატიმაც. მაგრამ მაინც ძალიან გული მწყდებოდა, რომ რაღაც წვლილი მათი ურთიერთობის დაშლაში მე მიმიძღვოდა.
-ნენე, იკა რო შემოიპატიჟო?-მიჩურჩულა მაკომ და გამომიყვანა ფიქრებიდან. იკა უკვე მოდიოდა და შესაბამისად, თბილისისკენ მივდიოდით. მაკოს თხოვნით იკაც შემოვიდა. სოფის დანახვაზე მაშინვე გამომხედა და გარშემო მიმოიხედა, მაგრამ თვალებით ვანიშნე, რომ რატი აქ არ იყო და დამშვიდებულიყო. ვუყურებდი იკას და მაკოს და მიხაროდა, რომ ერთმანეთის მიმართ სიმპათიები ჰქონდათ.. მიხაროდა, რომ იკას წარუმატებელი ურთიერთობის მერე რაღაც სიახლე ხდებოდა ამ საკითხში. თან მით უმეტეს ვიცოდი, მაკო კარგი გოგო იყო და თუ ერთად იქნებოდნენ, აუცილებლად, რაღაცით დაგვირგვინდებოდა.


-რა ხდება შენკენ?-დიდი მორიდებით ვკითხე გიორგის.
-ზეგაა პროცესი და ვნახოთ, რა. წესით უნდა დალაგდეს ყველაფერი. რავიცი იმედი ისევ არის.. მომყევი აბა, ირაკლიზე გავიგე გამიჯნურებულა,-სიცილით მითხრა გიორგიმ.
-ისე უყურებდნენ ერთმანეთს, ისე რომ გავგიჟდი! მგონი შენი ძმაკაცი და ჩემი მეგობარი.....-ვუთხარი გიორგის. მსუბუქად ჩაეცინა გიორგის.
-მაგარია, ტო. გამიხარდა. ოღონდ ირაკლი ბედნიერი იყოს, რა..
-იცი, რა კარგი გოგოა მაკო? ძალიან მაგარი ძმა ჰყავს, ოჯახი, მეგობრები. კარგად სწავლობს.. მოკლედ, შეეფერება ირაკლის, რა!
-მიხარია, მართლა. კარგი დრო ატარეთ?
-კი, კარგი იყო. კიდევ რაღაც უნდა მოგიყვე.
-გისმენ,-მშვიდად მიპასუხა გიორგიმ. ვიცოდი ზოგადად რატი ან მის გარშემო თემა, რომელიც ტრიალებდა არ სიამოვნებდა, მაგრამ მინდოდა რომ მეთქვა და მომეყოლა,
-სოფი იყო მაკოს დაბადების დღეზე.
-რა უნდოდა?-მაშინვე მკითხა გიორგიმ და მივხვდი უკვე იძაბებოდა.
-მაკოს მეგობარი აღმოჩნდა. გიორგი, რატის მიუტოვებია და გოგო არის ორსულად. რა სასტიკად მოიქცა, ხვდები?
-ეგ იცი როდის მოიქცა სასტიკად, ნენე?-დაძაბა უკვე გიორგიმ.
-როდის?
-როცა გვერდზე საცოლე ჰყავდა და მერე შენ შემოგხედა. როცა სხვაზე ფიქრები დაიწყო და სხვისას შეეხო, როცა სოფის გვერდზე იყო და შენზე ფიქრობდა!-გაღიზიანებულმა მითხრა.
-რა ჩემი ბრალია?-ხმა ამიკანკალდა.
-შენი ბრალი არაფერია და არც სხვისი. უბრალოდ, არაკაცული საქციელია მეტი არაფერი. არ მჯერა, რომ რატის უყვარდი.
-ეგოისტი ხარ.
-ვიყო ეგოისტი. სულ ერთია ჩემთვის. უბრალოდ, ვნებას არ უნდა აჰყვე და იმ წამიერი გრძნობით არ უნდა იმოქმედო. შენც აგრია და ის გოგოც. და როგორ ფიქრობ ეგ კაცური საქციელია? თუ არ უნდოდა რას დაბრუნდა და შეურიგდა მერე?
-მე ვუთხარი.
-შენ მაგას ისიც უთხარი, რომ არ გინდოდა მაგრამ არ გეშვება თავისი უაზრო ლაპარაკებით.
-შენ რა იცი?
-მე ყველაფერი ვიცი, ნენე. სოფი მართლა შემეცოდა. არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს მიტოვებას ან ცუდად მოქცევას. რა უფლება გვაქვს ვტანჯოთ ერთმანეთი?!
-შენ რო მე მტანჯე?-აღმომხდა. გიორგის ჩაეცინა.
-ეგ საჭირო იყო.
-გამაგიჟებ,რა!-შევიცხადე,-ადამიანური მომენტია, რა.
-რა იყო ამართლებ რატის? ხომ არ გიყვარს შემთხვევით და შეცდომით ხომ არ მოხვდი ჩემთან?
-მაგას სერიოზულად მეუბნები?-ცოტაც და ავტირდებოდი.
-არა, რა თქმა უნდა! მიყვარხარ და გიყვარვარ და მე შენს გრძნობაში ეჭვი არასდროს მეპარება. არასდროს მიგატოვებ. ჩემი სიყვარული არ მომცემს მაგის საშუალებას, ჩემსავით ვერავინ შეგიყვარებს. შეუშვი მაგ შენ თავში.. დიდი დრო დამჭირდა, რომ ეს სიყვარული აღმექვა და დიდი დრო დამჭირდა რეალობაში დასაბრუნებლად, რომ ეს მართლა ხდებოდა. არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ შენ გაშვებას წინ კიდევ სხვა ძალიან კარგი გეგმები მაქვს.
-ოჰ, გიორგი! რატიზე ამბობ ცუდად ლაპარაკობო და არც შენ აკლებ,რა..-გამეცინა და წარმოვიდგინე წარბებშეკრული დადვანი, რომელიც ამ ყველაფერს მეუბნებოდა,-თიკო მეძახის წავედი. გკოცნი.
-ჭკვიანად იყავი და შეუწყვე ხელი ჩემ ძმაკაცს,-მითხრა დადვანმა და ტელეფონი გათიშა.
-დილა მშვიდობისა ჩემო გვრიტებო!-მივესალმე დედას და მამას და კალთაში ჩავუხტი მამას.
-დილა მშვიდობისა, მა.-მსუბუქად მაკოცა მამაჩემმა.-მამი, ცოტახნით მივდივარ და ხო ჭკვიანად მოიქცევი?
-სად მიდიხარ?
-უკრაინაში და ლიტვაში. სულ რაღაც ორი კვირა.
-აუ, მართლა? რას ჩამომიტან?
-რა მაიმუნი ხარ!-გაეცინა მამაჩემს,-გამოგიზიდავ მაღაზიებს!-სიცილ-სიცილით გავაცილეთ ზაზა სახლიდან. მძღოლმა მოაკითხა და წაიყვანა. დასევდიანდა თიკო და გულში გავიფიქრე რა გაუძლებდა ეს დღეები დედაჩემს სანამ მამაჩემი არ იქნებოდა.

ზაზა 22 წლის იყო და თიკო 18-ის რომ დაქორწინდნენ. სულ პატარები იყვნენ. ნელ-ნელა აიშენეს თავისი ბუდე და დღემდე პატარა ბავშვებივით უყვარდათ ერთმანეთი. ზაზა სახლში რომ მოდიოდა თიკოს სახეზე მზე ისახებოდა. პატარა გოგოსავით ხდებოდა. 38-ს ხდებოდა დედაჩემი და კიდევ პატარა გოგოსავით იპრანჭებოდა. დღემდე არ უნახავს მამაჩემს დედაჩემი მოუწესრიგებელი. ყოველთვის ფორმაში იყო თინათინი, თმა, პედიკური, მანიკური. მამაც პატარა ბიჭივით იყო! ხან რა სიუპრიზს უკეთებდა თიკოს ხან-რას. ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ და ერთმანეთით სუნთქავდნენ,იყვნენ ასე შეხმატკბილებულები და გვზრდიდნენ სამ შვილს.
მამაჩემი იურიდიულ ფირმაში მუშაობდა. იყო ერთ-ერთი ძლიერი იურისტი. რომ გითხრათ საქმე არ წაუგიათქო მოგატყუებთ. არ არსებობს პრაქტიკაში ავდოკატების, რომ ყოველთვის მოგებულები იყვნენ. თავის მაქსიმუმს აკეთებდა ყოველთვის. იყო შემოთავაზებები სერიოზული, რომელიც მის კაპიტალს ორჯერ გაზრდიდა, მაგრამ მშვიდი კაცი იყო ზაზა და მშვიდი ცხოვრება არჩია ზედმეტ თავის ტკივილს. თიკო დიასახლისი იყო, მაგრამ განათლებით ხელოვნებათმცოდნე. ასეთი დედა და მამა მყავდა და სიგიჟემდე მიყვარდა ორივე!

ძალიან მალე გავიდა ორი კვირა. ისეთი არაფერი შეცვლილა. ირაკლი და მაკო დაახლოვდნენ და ახლა მე ვიყავი მურმანის ეკლის როლში. ჩემი გოდორა ანდრია გაიზარდა და უკვე მხიარული ბიჭი იყო. რატი საერთოდ არ გამოჩენილა. ნიცამაც არაფერი იცოდა არც რატიზე და არც სოფიზე. გული მწყდებოდა ძალიან, რომ ასე მოხდა მათ ცხოვრებაში და დანაშაულის გრძნობა არ მასვენებდა. გიორგის მამა გამოუშვეს და მალე ჩემი დადვანი ჩემთან იქნებოდა. დადვანამდე კი მამა დამიბრუნდა და დაპირებისამებრ ბევრი, ბევრი რაღაცები ჩამომიტანა.

დრო ძალიან იწელებოდა. გიორგის მამა უკვე 10 დღის გამოსული იყო და ჯერ კიდევ არ ჩამოდიოდა გიორგი.. ორი დღე არ მელაპარაკა გიორგისთან და ჩვეულებრივი ისტერიკა მჭირდა. ირაკლი მეუბნებოდა გადარბენაზეა სულ რომ მალე ჩამოვიდესო. მეც არ ვურეკავდი, რაც მთავარია ირაკლისგან ვიცოდი რომ კარგად იყო და სხვა უკვე აღარაფერი მაინტერესებდა. მთავარია გიორგი კარგად იყო, მამა ჰყავდა გვერდზე და ვიცოდი, რომ ჩამოვიდოდა აღარ დამტოვებდა და ჩვენც გვეშველებოდა. სტაბილურობა აუცილებლად მოგვიკითხავდა და დარჩებოდა ჩვენთან.

უნივერსიტეტიდან გადათიშული მივედი სახლში. 6 საათი ხდებოდა და თბილისურ საცობში ნახევრად მქონდა ფეხი გადგმული. ყურები მტკიოდა მანქანების გაუთავებელი სიგნალებისგან, მძღოლების შეუარცხყოფებისგან და ბედნიერმა შევაღე სახლის კარი, სადაც სიმშვიდე მეგულებოდა. სახლში შესულს სამზარეულოში მოფუსფუსე თიკო დამხვდა.

-რა ხდება, თიკლი?
-სტუმრები მოვლენ საღამოს და ვაკეთებ რაღაცებს. არ გშია?
-კი,დე ძალიან მომშივდა. მარა 6 საათია უკვე...-მობეზრებულმა გადავხედე საათს.
-კაი, რა. ძვალი და ტყავი ხარ დარჩენილი ორი ლუკმა რას გიზამს? აი, თეთრი ხორცი და სალათა ჭამე თუ ძაან გინდა არ მოიმატო ბევრი ამ ერთი ჭამით,-დამცინა თიკომ.
-კაი, რა. ნუ, დამცინი,-ვუთხარი და ქათმის თეთრი ხორცი მოვგლიჯე,-ვინ სტუმრები მოდიან?
-ზაზას კლიენტები იყვნენ. საქმე მოიგო და გაგიჟებულია ზაზა.
-რამ გააგიჟა? პირველად მოიგო?-გამეცინა თიკოზე.
-არა, ძალიან უყვარს ეგ ხალხი და დაპატიჟ,რა. დღეს დილას მითხრა და რა წახვედი მაგის მერე არ გამოვსულვარ,-შემომხედა დაღლილი თვალებით თიკომ.
-მოდი, მოგეხმარები და მაგიდას მაინც გავშლი. რამდენზე გავშალო?
-ჩვენ 3 ვიქნებით და ისინი მგონი 4 იქნებიან.
-მთელი ოჯახია?
-რავიცი, ნენე მე აბა?! დროზე ქენი 7-საათისთვის მოვლენ.

მეც დავდექი და ჩემებურად გავშალე მაგიდა. ხელსახოცებს სხვადასხვა ფორმა მივეცი, თეფშები დავაწყვე და ახლა უკვე თიკოს გამზადებული ცივი კერძები გამოვიტანე. ზაზაც მოვიდა. განსაკუთრებულ ხასიათზე იყო მამა.

-მა, რა ხასიათზე ხარ?
-გადასარევზე, ნენე! ისეთი ხალხი მოვა აქ, ისეთი რომ არ ვიცი! ძალიან მაგრები..
-ვინ არიან ამისთანა,-ჩემთვის ჩავილაპარაკე.
-კაცური კაცები არიან. არაფერი რომ არ ეშლებათ ისეთები,-მითხრა ზაზამ და სიმღერ-სიმღერით გავიდა ოთახიდან. ხშირად იყო მამა ასე განწყობილი, როცა საქმეს იგებდა. ყველა ის ადამიანი უყვარდა, ვისაც ციხეს არჩენდა ამიტომ ძალიან არც გამკვირვებია.

კარებზე ზარი დარეკეს და საათს ავხედე. ზუსტად 7 საათი იყო. გამეღიმა. როგორი პუნქტუალურები იყვნენ და მეც დადებითად განვეწყვე ჩვენი სტუმრების მიმართ.
რა ვქნა მიყვარდა ადამიანების პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა.
-მე გავაღებ,-გავძახე დედას და მამას და კარი გავაღე.

გული გამიჩერდა.
სახეზე ფერები შემეცვალა. საშინლად ამიხურდა სახე.
მუხლები კინაღამ მომეკვეთა, როცა კარში გაღიმებული დადვანი დავინახე.

-რა ხალხი, რა ხალხი!-შეეგება მამაჩემი,-ნენე, ასე უნდა დააყენო სტუმრები?შემოდით!-გამოვიდა მამაჩემი სიტყვით და შემოიპატიჟა სახლში დადვანები. მე გაშტერებული გავიწიე და გიორგის თვალს ვერ ვაშორებდი. არ მჯეროდა, რომ მამამ გამოიყვანა გიორგის მამა და თვით გიორგი დადვანი იდგა ჩემს წინ. ბედი აშკარად ძალიან მეთამაშებოდა, მაგრამ ისე მომწონდა ბედის თამაში!
-ეს ალუბლის ღვეზელი,-თქვა ქალმა, რომელიც გიორგის გვერდზე იდგა. გიორგის დედა იყო.. ძალიან გავდა დადვანი დედამისს. სასიამოვნო ქალი ჩანდა და ძლივს გავიღიმე.
-რატომ შეწუხდით? დიდი მადლობა,-გაიპრანჭა თიკო და დადვანის დანახვაზე წამოიყვირა,-გიორგი! არ მჯერა! როგორ ხარ?-მაშინვე ჩაეხუტა გიორგის.
-თქვენ იცნობთ ერთმანეთს?-ზაზამ გადახედა ჯერ თიკოს და მერე მე.
-კი, როგორ არა! გიორგი ნენეს.....
-მე და გიორგი ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით,-ძლივს ამოვიდგი ხმა და დადვანს გავხედე, რომელსაც სახეზე ღიმილი გადაკვროდა. საოცრად მომინდა ჩავხუტებოდი და გამეჭყლიტა!

ნამდვილად ვიწამე მოულოდნელობების და უფრო მეტად მომინდა ბევრი მოულოდნელობა მქონოდა ცხოვრებაში. ჩემ თავს ნამდვილად ყველაფერი კარგი ხდებოდა მოულოდნელად. ნუ, როცა დადვანის სახელს უკავშირდებოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ საუკეთესო დღეების დასაწყისი იყო ჩვენი დღევანდელი შეხვედრა! ვიცოდი, რომ მე და დადვანი დღევანდელი დღის მერე არ დავშორდებოდით არასდროს და ხელჩაკიდებულები გავიკვლევდით გზას.
ალბათ, ასეც უნდა ყოფილიყო.
რავიცი, მე კი ძალიან მომწონდა ეს ყველაფერი. არც წინააღმდეგი ვიყავი.
და მეტიც..
უფრო მეტი მინდოდა ვიდრე დღეს ხდებოდა.!


***

არვიცი რა გითხრათ! ძალიან მახარებთ. აი, ძალიან!
სასწაულად კარგები ხართ.. იმედი მაქვს მოგეწონებათ!
ისტორია კი მალე რჩება და იმედი მაქვს, დღევანდელი თავი არანაკლებ მოგეწონებათ:)

დიდი მადლობა თქვენ!



№1  offline წევრი An_Gel

აი სად გადაკარგე ეხლა რატი? ან ის სოფი რა ვერ მოაშორე ან შვილი რათ უნდოდათ? :D გამოიყვანე ეხლა ჩემი რატიკო არაკაცი :(((( გიორგი უფრო კაი ტიპი გამოდგა ვიდრე რატი,არადა რა წესია,რატი იყო ნამდვილი ვაჟკაცი! :DDD მე არ მომწონს ის,რომ გიორგიმ,სოფიმ და დანარჩენებმა რატი გამოიყვანეს ცუდი ტიპი. თუ ადამიანი აღარ გიყვარს საცოლე კი არა ცოლიც რომ იყოს უნდა დაშორდე. ძალით ხო ვერ იქნებოდა ამ სოფისთან? და კიდევ ნენე რომ შეუყვარდა რატის,მაშინ სოფისთან დაშორებული იყო,თუმცა რომც არ ყოფილიყვნენ მაინც არაფერი საგანგაშო მაგაში არ იქნებოდა. ადამიანია და ცხოვრება,ვალდებულების გამო არავისთან უნდა იყო.

 


№2  offline წევრი შამხათი

ძალიან კარგი ისტორიაა და ვატყობ, ლოგიკურ დასასრულს ვუახლოვდებით.

 


№3  offline წევრი ელენა ილდანი

papastatekulosi
აი სად გადაკარგე ეხლა რატი? ან ის სოფი რა ვერ მოაშორე ან შვილი რათ უნდოდათ? :D გამოიყვანე ეხლა ჩემი რატიკო არაკაცი :(((( გიორგი უფრო კაი ტიპი გამოდგა ვიდრე რატი,არადა რა წესია,რატი იყო ნამდვილი ვაჟკაცი! :DDD მე არ მომწონს ის,რომ გიორგიმ,სოფიმ და დანარჩენებმა რატი გამოიყვანეს ცუდი ტიპი. თუ ადამიანი აღარ გიყვარს საცოლე კი არა ცოლიც რომ იყოს უნდა დაშორდე. ძალით ხო ვერ იქნებოდა ამ სოფისთან? და კიდევ ნენე რომ შეუყვარდა რატის,მაშინ სოფისთან დაშორებული იყო,თუმცა რომც არ ყოფილიყვნენ მაინც არაფერი საგანგაშო მაგაში არ იქნებოდა. ადამიანია და ცხოვრება,ვალდებულების გამო არავისთან უნდა იყო.



კაი, ნუ მეჩხუბები :დ უბრალოდ, "რატი" ჩემ ცხოვრებაშიც იყო და ჭკუიდან გადამიყვანა:)) თავიდან კარგი იყო და მერე ოოოო:))) ვინ ჩიოდა შეყვარებულის დამალვას:))) და გამოვიყენე მისტერ კატასრტოფა ამ ისტორიაში:)

 


№4 სტუმარი Mariami

Vgijdebi am istoriaze dzaan magari xar icode chemi giorgi da nene ar daashoro da agarc achxubo da im ratisbtavshi qva uxlia :D :D

 


№5  offline წევრი nirvana99

Sad daikarge??(((
Velodebi kovel cutshi vamocmeb saits mxolod am istoriis gamo
Sascauligogoxarrr heart_eyes heart_eyes kissing_heart heart_eyes

Giorgi aris sascauli!!!! Rati tavidanve ar momconda

Gelodebiit dges bowtie

 


№6  offline წევრი შამხათი

ვგიჟდები ამ ისტორიაზე, იმდენად მიყვარს. არც მინდა გავიფიქრო, რომ გაგრძელებას არ აპირებ. იმედია, საპატიო მიზეზი გაქვს, ასე რომ დააგვიანე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent