დროებითი ინტიმი (თავი მესამე)
თავი მესამე დემეტრე თევზაძე. დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვიღაც უროს მირტყავს და ამით სიამოვნებას იღებს. ამას ემატება სახლში გამაყრუებელი მუსიკის ხმა, სავარაუდოდ ნანკას აქვს ჩართული. მიჭირს თვალების გახელა. უცბად წუხანდელი ზარი უცნობისგან მახსენდება, გიჟივით წამოვვარდი და ტელეფონს დავწვდი. ნეტავ სიზმარი არ იყოს ღმერთო, ვფიქრობ ჩემთვის და შემოსულ ზარებს ვამოწმებ. არა ყველაფერი რეალურია. არ დამსიზმრებია. ალბათ გაგიკვირდათ, რომ თხრობას დემეტრესთან დიალოგით არ ვაგრძელებ. რადგან გავარკვიე, რომ ეს ყველაფერი სიზმარი აარ იყო და რეალურად მოხდა მაშინ მოგიყვებით ყველაფერს. როგორც აღმოჩნდა ის უცნობი ადამიანი ვინც მანქანა ასე თუ ისე დამიზიანა, თვით დემეტრე თევზაძე იყო. დემეტრეს გაურკვევია ჩემი ვინაობა და მომიბოდიშა, თურმე ძალიან ეჩქარებოდა და მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო დაიჟინა რომ მანქანის ხარჯებს ავანაზღაურებო, ნაცნობი ხელოსანიც ჰყოლია და დამითქვა შეხვედრან შუადღისთვის. რა თქმა უნდა ძალიან გახარებული და შოკირებული ვიყავი ღამით. თითქმის ნახევრად გამოვიდა ეს საქმე, ახლა ისღა დამრჩენია რამენაირად გავაგრძელო ურთიერთობა. ავდექი, თავი მოვიწესრიგე და წასასვლელად მოვემზადე. - წუხელ რომელ საათზე მოხვედი, მე უკვე მეძინა ეტყობა - ნარნარით გამობრწყინდა ჩემი და თავისი ოთახიდან - არ მოვსულვარ გვიან, მეგობრებთან ერთად ცოტა დავლიეთ უბრალოდ ისეთი დაღლილი ვიყავი და ნასვამი საწოლის გარდა არაფერი მინდოდა. - ვუპასუხე და თან ხმაურიანად ვაკოცე ლოყაზე - რა ხდება სამსახურში, ამ ბოლო დროს ხშირად ვეღარ ვლაპარაკობთ და ძალიან მწყდება გული - ნაღვლიანი თვალებით ამომხედა. გადავწყვიტე ჩემი დისთვის ყველაფერი დეტალურად მომეყოლა, ავთოზეც ვუთხარი და დემეტრეს ზარზეც, შიგადაშიგ ნანკა იძაბებოდა და უკმაყოფილო სახეს იღებდა. - მე მაინც არ მომწონს ეგ საქმე, არა ის არ მიკვირს რომ დაგირეკა თბილისი პატარაა და არაფერია გასაკვირი მაგრამ ასეთ საშარო საქმეს ხელს რომ კიდებ მეშინია რამე არ მოგივიდეს - ხო რავიცი, ტელეფონზე საუბრისას არ ჩანდა ისეთი ტიპი რომ ღირდეს ასე აურიო ცხოვრება, თან რავიცი თინას რაში სჭირდება ამ ბიჭზე სტატია არ ვიცი, მეც ცოტა დავიბენი ზრდილობიანი და წესიერი ბიჭი ჩანს, დიდი ამბავი ეხლა თინეიჯერობაში და ახალგაზრდობაში ყველას გვიმაიმუნია - შენი საქმის შენ იცი მაგრამ ღმერთი ზემოდან უყურება და ადამიანის ასეთ გაწირვას არავის აპატიებს, ეგ შენი თინა რომ რამე იყოს არაფერში არ დაგიდგება გვერდში და ისე გაგწირავს როგორც უცნობს, კაგად დაფიქრდი მოდი და ისე მიიღე გადაწყვეტილება - დამარიგა ჭკუა ჩემმა პატარა ნოსტრადამუსმა. სხვათაშორის ტყუილს არ ამბობდა ნანკა, საკმაოდ ჭკვიანი და გამჭრიახია, მოკლედ ხელახლა უნდა გადავხედო ჩემი ახალი საქმის იდეას. ამასობაში ჩემი წასვლის დროც მოვიდა. დათქმულ ადგილას მივედი, დემეტრე უკვე იქ იყო, სასწრაფო წესით გადმოვიდა მანქანიდან. - გამარჯობა, მიხარია შენი პირადად გაცნობა, ხომ შეიძლება შენობით ვისაუბროთ? - ძალიან საყვარელი ბიჭია, უშუალო და ტაქტიანი. ან უბრალოდ ასეთაც მაჩვენებს თავს - არარის პრობლემა - დაბნეული ვარ მაგრამ როგორმე მოტივაცია უნდა გავაღვიძო. - ახლა ჩემი მეგობარი შენს მანქანას წაიყვანს, ნუ ღელავ ყველაფერი მოგვარებულია. დაახლოებით ორ საათში მზად იქნება, კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდი, თუ უზრდელობაში არ ჩამომართმევ ყავაზე დაგპატიჟებ თან ამით ჩემს საქციელსაც გამოვასწორებ, აქვე ახლოს კარგი ადგილი ვიცი - კიდევ ერთხელ გამიღიმა და მანქანის კარები გამიღო. ღმერთო რა მაგარი ადამიანია, შეუძლებელია რომ ამ როლს ასე კარგად თამაშობდეს დემეტრე, ეს ყველაფერი შინაგანად მოდის. ძალიან მხიარული ბიჭია, მართალია 5 წუთში ერთ ლამაზ მყუდრო კაფეში მივედით მაგრამ გზაში მაინც ცდილობდა რომ არ მომეწყინა. ხშირად იმეორებდა, რომ მანქანის გამო წუხდა. მანქანას ვინღა ჩიოდა. - მომიყევი შენს შესახებ, თითქმის სულ მე ვლაპარაკობ, ბოლოს და ბოლოს ის მაინც მითხარი როგორი გეგონე მანქანა რომ გაგიფუჭე და არც მოვტრიალდი - მკითხა დემეტრემ და მიმტანს ტკბილეულობა და ყავა შეუკვეთა - სიმართლე გითხრა ძალიან გაბრაზებული ვიყავი შენზე - გადავწყვიტე გულწრფელი ვყოფილიყავი მეც, ვინაიდან თვითონაც ასე თამამად და დაუფარავად საუბრობდა - მთელი დღე გაბრაზებული დავდიოდი და ვჩხუბობდი მაგრამ როცა შენ აღმოჩნდი ძალიან გამიკვირდა, მე სხვანაირი ადამიანი მეგონე - ანუ შენ იცი რაღაცები ჩემს შესახებ ხომ მართალია?- ჩანაფიქრს მიმიხვდა - კი, ჟურნალისტი ვარ და მე ხომ ყველაზე და ყველაფერზე უნდა მქონდეს ინფორმაცია - მართლა? რა მაგარია, ჟურნალისტები დიდად გულზე არ მეხატებიან მაგრამ შენ წარმოდგენა შემიცვალე - ისევ გაეღიმა - რატომ კი მაგრამ, რა დავაშავეთ? - არა შენ კონკრეტულად არაფერი დაგიშავებია, უბრალოდ ხშირად ცრუ ინფორმაციებს ავრცელებენ რაც ზედმეტად გამაღიზიანებელია. ანუ ხომ ხვდები ოღონდ თავიანთი სტატუსი აიმაღლონ და მზად არიან ბინძურ მავთულხლართებში შეგითრიონ, შემდეგ ასე ნამუს ჩამორეცხილი დაგტოვონ, საქართველო ამ მხრივ ძალიან ცუდად არის განვითარებული - არა მე მასეთი ნამდვილად არ ვარ, კრიტიკულ სტატიებს არ ვწერ, რასაც მეუბნებიან იმას ვწერ, არ მიყვარს ადამიანებისთვის ცილის წამება თან ტყუილად - არ ვიცი რამდენად სიმართლეს შეესაბამება ეს ნათქვამი, მითუმეტეს როცა დემეტრეზე ასეთი დავალება მაქვს მაგრამ ვცდილობ ყველანაირად გახსნილი ვიყო - ძალიან კარგია, იშვიათად თუ შეხვდები კარგ ადამიანს, მითუმეტეს კარგ ჟურნალისტს. სად სწავლობდი? - მეკითხება და ნამცხვარს გემრიელად ატრიალებს - ნუ, პროფესიულად განვითარებული ვარ, შავი ზღვის უნივერსიტეტი დავამთავრე. ჟურნალისტიკა ყოველთვის მომწონდა. ამჯერად ამერიკის მცოდნეობას ვსწავლობ, თუმცა რაღაც მიზეზების გამო აკადემიური მაქვს აღებული - მეც გავუღიმე და ყავის სმას შევუდექი - მართლა? რა მაგარია, ანუ უცხო ენები გეხერხება, მეც მაქვს გატაცება, ოღონდ არავინ არ იცის, არც ჩემმა მომავალმა საცოლემ, - გაეცინა - იმედია არ გამთქვამ, მე მომწონს წერა და ხანდახან როდესაც მარტო ვარ და თავისუფალი დრო მაქვს, ან ვკითხულობ ან ვწერ, ამჟამად ერთ წიგნზე ვმუშაობ და ძალიან მინდა, რომ გამოვცე. ხომ შეიძლება თინას ეთქვა გაიგე ამ ბიჭზე ყველაფერი კარგიო და სტატია ისე დაწერეო მაგრამ არა, მაინც და მაინც ცუდს ეძებს. - მაგარია, იმედია აუცილებლად გამოსცემ და წავიკითხავ - ნამდვილად გამიხარდა მისი ასეთი დამოკიდებულება თუმცა როგორ უნდა ვათქმევინო მის წარსულზე არ ვიცი. ისიც არ ვიცი კიდევ თუ შევხვდებით - ნუ, რადგან შენ იცი ამ ჰობის შესახებ, პირველ წიგნს შენ გამოგიგზავნი ჩემი ხელმოწერით - ორივეს გაგვეცინა - ისე რა საინტერესოა არავისთან გამჩენია სურვილი, რომ მეთქვა ეს ამბავი, მაგრამ რატომთაც მომინდა რომ შენთვის გამენდო, ალბათ იმიტომ რომ ჟურნალისტური ხედვა გაქვს ზუსტად არ ვიცი - არაუშავს ხანდახან მეც მინდება ხოლმე ვისაუბრო ჩემს დაფარულ მომენტებზე, ვინ არის შენი საყვარელი მწერალი? ან რა ჟანრში წერ? - გულწრფელად დამაინტერესა ამ ადამიანის კარგმა მხარეებმა, იქნებ თინას მოსაზრება შევაცვლევინო - ძალიან მომწონს სტივენ კინგი, თუმცა ჩემი ნამუშევარი სრულიად განსხვავებულია მისი ჟანრისგან, მე უფრო რომანისკენ ვიხრები. ბიოგრაფიის საფუძველზე მინდა ავაგო სასიყვარული ურთიერთობა და შემდეგ მკითხველს განცდები წარმოვუდგინო. შეიძლება მალევე მომბეზრდეს მაგრამ არ ვიცი სიმართლე, რომ გითხრა. აუ რა მაგარია, მომწონს სწორად განვითარებული ხალხი მითუმეტეს ახალგაზრდები. - მართლა მაგარია და იმედია გამოგივა ყველაფერი, საცოლეზე რას მეტყვი? - ვცდილობ შეფარვით პატარ-პატარა დეტალების გაგებას. - არაჩვეულებრივი გოგოა, ნიჭიერი, განათლებული, ლამაზი და რაც მთავარია ერთმანეთი უზომოდ გვიყვარს. - მერე, მას რატომ არ ეუბნები შენი ჰობის შესახებ? - გამიკვირდა - იცი რა არის, მგონია, რომ ზედმეტად უნდა შემოიჭრას ჩემს პირადულში და ქაოსი გამოიწვიოს, მომწონს ის ურთიერთობა რომ პატივის ცემა გვაქვს და ერთმანეთის სიღრმეში ხელებს არ ვაფათურებთ. როგორი ბოჰემური და აზრიანი საუბარი აქვს, ძალიან მომწონს. - შენზე რას მეტყვი? მოგწონს ან გიყვარს ვინმე? სიმართლე ვთქვა მიკვირს, რომ ასე უშუალოდ წამოიწყო ურთიერთობა და ასე დაინტერესდა, თუმცა ალბათ ასეთი ადამიანია. - არა, ხანდხან მგონია, რომ მე და სიყვარული შორს ვართ. ქმარს გაშორებული ვარ და მას შემდეგ აღარც მიცდია ვინმესთან სერიოზული ურთიერთობა წამომეწყო - მეც ვუთხარი ჩემი გულის ნადები - სამწუხაროა, რატომ გაშორდი? - შეიძლება უტაქტოდ მოგეჩვენო, ცუდის თქმასა და ლანძღვას არ ვაპირებ მაგრამ ხომ გაგიგია ადამიანზე რომ ამბობენ, დაბალი ღობეაო? ხოდა ისიც სწორედ ასეთი იყო. ჩვენც გაგიჟებით გვიყვარდა ერთმანეთი მაგრამ მისი მშობლები ზედმეტად ერეოდნენ ჩვენს ურთიერთობაში, თან მაშინ პატრა ვიყავი, 20 წლის, ის კი 27 ის იყო, მშობლებს ვერაფერს ეუბნებოდა, ჩემთან თავი კიტრად მოჰქონდა ამიტომ ეს ყველაფერი რომ ყელში ამომივიდა ავდექი და წამოვედი, ბევრი რამე გადავიტანე მაგრამ ადამიანს თუ შენი საფეხური არ გაგაჩნია და თავი არ გაქვს დამკვიდრებული, თანაც ოჯახში, და შენს სიტყვას არავინ რომ პატივს არ სცემს, რთულია ოჯახის შენარჩუნება. დიდი ხანი ვიყავი დეპრესიაში მაგრამ ამასაც გავუმკლავდი. აშკარად წყენა დაეტყო სახეზე. - ძალიან ცუდია, სამწუხაროდ ბევრია ასეთი ადამიანი. მიხარია, რომ ცდილობ ცხოვრების გაგრძელებას. ძალიან მომწონხარ როგორც პიროვნება და მომავალი მეგობარი - მესიამოვნა რომ მეგობრად მომიხსენია, ანუ შანსი მაქვს მასთან ურთიერთობის და სტატიის დაწერის. - აუცილებლად მოგცემ ინტერვიუს როცა ჩემს ცხოვრებაში რამე მნიშვნელოვანი იქნება, ხომ არ ხარ წინააღმდეგი? ტყუილებს მირჩევნია შენ სიმართლე დაწერო - გაეცინა და მეც გამეცინა - არა რა თქმა უნდა, აუცილებლად შეგაქებ სტატიაშიც. ამასობაში მეგობარმაც დაურეკა, რომ მანქანა მზად იყო. კიდეც ბევრ რამეზე ვისაუბრეთ სანამ დანიშნულების ადგილამდე მივედით. მამამისის შემოქმედებაც განვიხილეთ. მის მცირე და საშუალო ბიზნესსაც შევეხეთ და ერთი დასკვნა გამოვიტანე, რომ დემეტრე მართლა არაჩვეულებრივი ადამიანია. იცის ადამიანების, შრომის, მონაპოვარის, განათლების და ყველაფრის ფასი. დემეტრე სულ რამოდენიმე საათში იქცა ჩემი ლიტერატურული განვითარებისა და მეგობრობის სათავეში. ძალიან მიჭირს, რომ მასზე ცუდი რაღაც უნდა დავწერო. ეს მისი პირადია და არ მინდა ხელები ვაფათურო. არ მინდა დავუნგრიო ის რაც ამდენი წლის მანძილზე თვითონ, თავისი შრომით ააშენა. თინას აუცილებლად დაველაპარაკები, იქნებ აზრი შეიცვლოს. მანქანა მართლაც არაჩვეულებრივ მდგომარეობაში დამხვდა. უღრმესი მადლობა გადავუხადო დემეტრეს, მან კი მაქო და მადიდა, არაჩვეულებრივი მსმენელი და ადამიანი ხარო. ისიც კი გამიმხილა, რომ სურს ჩემთან მეგობრობა და შემპირდა აუცილებლად დაგიკავშირდები და კიდევ ვისაუბროთო. დავემშვიდობე დემეტრეს და სახლში წამოვედი. გაგიკვირდებათ და საცობში არ მოვხვდი. დღეს ძალიან მიმართლებს ვთქვი და გზა განვაგრძე დამშვიდებულმა. ტელეფონზე ისევ უცხო ნომრისგან შემოვიდა ზარი, მანქანა გადავაყენე და მობილურს ვუპასუხე. - როგორ ხარ - ავთოს ცივმა ხმამ თითქოს ბარაბანი გამიყინა. - ჩემი ნომერი საიდან გაქვს? - ვკითხე გაკვირვებულმა - ოქროს თევზი დავიჭირე და ერთი სურვილი ამისრულა - ვიგრძენი როგორც გაეღიმა. - მერე, ერთი სურვილი ჩემზე დახარჯე? - მეც გამეღიმა - მე ისედაც ყველაფერი მაქვს შენს გარდა. ცოტა დამაბნია ამ პასუხმა მაგრამ მაინც მესიამოვნა, ავთოს მიმართ ენით აღუწერელი განცდა მაქვს, არ ვიცი ალბათ მიზიდულობის ძალაა. თავს კომფორტულად ვგრძნობ მასთან. - დღეს შემხვდები? - მონოტონურად გაიმეორა - შეგხვდები. - სად ხარ მითხარი და გამოგივლი - ქუჩაში ვარ, მითხარი სად მოვიდე და მოვალ. - მისამართს მოგწერ მაშინ, ძალიანაც არ დააგვიანო როგორც სჩვევიათ ხოლმე ქალებს - გაეცინა და გათიშა. მანქანა ისევ გაჩერებული მყავდა ესემესის მოლოდინში, რა უცნაურად ვითარდება ურთიერთობა. ავთო ზედმეტად პირდაპირია. იქნებ ერთობა და ასეთი სტილის გართობა მოსწონს? ვფიქრობდი ჩემთვის. მალე ესემესიც მოვიდა და იმ ადგილისკენ დავიძარი, სადაც ის ადამიანი მელოდებოდა, რომელთანაც რაღაცნაირი ქიმიური ბმა მქონდა დამყარებული. ამ თავში მინდოდა მესაუბრა დემეტრეს თვისებებსა და ხასიათზე. ვიფიქრე, რომ დიალოგი ამისთვის კარგი საშუალება იქნებოდა, მადლობა, რომ კითხულობთ. იმედია თქვენს პრეტენზიებსა და შენიშვნებს მალე გამოვასწორებ და უფრო განვითარებულად დავიხვეწები. პ.ს მოვლენები რადიკალურად სხვანაირად განვითარდება, ამიტომ გირჩევთ რომ დარჩეთ მკითხველი, მადლობა ყურადღებისთის. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.