შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერე ჩემზე (დასასრული)


2-10-2016, 00:29
ავტორი Cicinatela17
ნანახია 1 584

2013 წელი 27 ოქტომბერი
ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა გგონია უკვე ყველაფერი გამოცადე. ყველაფერი ნახე და ცხოვრების გაგრძელებას აზრი აღარ აქვს.
ყველა შეგრძნება გამოიარე და ყველა მომავალში განცდილი, არაფერი იქნება თუ არა განმეორება.
მაშინ აცნობიერებ, რომ მოსიარულე მკვდარი ხარ.
მაშინ აცნობიერებ, რომ სიკვდილზე მეტი არაფერი გინდა.
მე ალექსის საქციელმა ყველა გრძნობა გამომაცალა. აღარაფერი იქნება ახალი ჩემ ცხოვრებაში, რაც კვლავ შემიკრავს სუნთქვას და განმაცდევინებს რაღაც ახალს.
ცხოვრება არაფერია, თუ არა ახალი შეგრძნებები სუნთქვას რომ წაგართმევს ისეთი.
ალექსთან ცხოვრება სწორედ ასეთი იყო. ყოველი დღე რაღაც ახალი და განუმეორებელი.

ყოველთვის ვწერდი ალექსამდე.
ვწერდი ჩემ ოცნებებზე და მომავალზე.
როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება წლების მერე და რას მოველოდი მისგან.
ალექსის გამოჩენის შემდეგ თითქოს ამის აუცლებლობაც გაქრა და აღარასდროს დამიწერია. მეგონა არც არასდროს მივუბრუნდებოდი წერას. რაღა მექნებოდა დასაწერი, მე ხომ ყველა ოცნება და მეტიც კი ამიხდა.
ცხოვრებაც ეს ყოფილა მართლაც. ერთ დღეს უზომოდ ბედნიერი ხარ, მეორე დღეს უბედური. სულ არაფერი- სიკვდილია.
ახლა ჩემს ცხოვრებაში არაფერია და აღარც იქნება.

2013 წლის 1 მარტი
ალექსმა ნახა ორსულობის ტესტი. მე არაფერი მითხრა. მისაღებში ჩემი რამდენიმე მეგობარი და ალექსის დიდი სამეგობრო შეკრებილიყო და ჩემ დაბადებისდღეს ავღნიშნავდით.
ალექსმა დაიგვიანა და ოთახში შევაკითხე.
საწოლზე ჩამომჯდარიყო და უჩვეულო სიხარული ეტყობოდა. გაოგნებაც და რა ეთქვა არ იცოდა.
-ალექს! რამე მოხდა?-მხიარულად მივმართე მე, ფაქტია გახარებული იყო.
-რატო არ მითხარი აქამდე, ელენე?!-ჩემკენ წამოვიდა და ჩამიხუტა. მერე ხელებით სახე დამიჭირა და მაკოცა. ძალიან თბილად.
-რა…აა ვერ ვხდები.
-ელენე! ჩვენს პატარაზე.-ის კვლავ მეფერებოდა სახეზე, მუცელზე.
მუცელზე, რომელიც ცარიელი იყო და მისი ნანატრი ნაყოფი აღარ არსებობდა.
-ტესტი ვნახე. დღეს უნდა გეთქვა? სურპრიზი ჰო ? მაპატიე დაგასწარი. -აჟიტირებული იყო ის.
-ბავშვი არ არსებობს.
-რა სისულელეა.-დასერიოზულდა ის.
-აბორტი გავიკეთე. -მთელი სახე დაეჭიმა.- ჰო იცი შვილი არ მინდა. არ ვარ მზად… არც ვიქნები….-საწოლზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. მე გვერდით მივუჯექი. მეგონა გამიგებდა.
ის წამოდგა, ჩემოდნის ჩალაგება დაიწყო.
-ალექს!
-გადი და დამაცადე ჩალაგება.-მისი ხმა ერთი მოსმენით მშვიდი ჩანდა, მაგრამ საოცარ ბრაზს ვკითხულობდი მე.
ყველა გავუშვი სახლიდან, მე კი კვლავ ოთახში შევედი.
-არ დამტოვო, გევედრები!-ავტირდი.
-ხმას როგორ იღებ?!-სიძულვილი იკითხებოდა მის სახეზე-შენ რა ქალი ხარ?! არ შეგეცოდა მაინც? შენი შვილი იყო. ჩვენი….-დაიჩურჩულა- ჰო იცოდი ვოცნებობდი უკვე…
ჩემოდანი შეკრა და კარისკენ წავიდა, მე ხელზე დავეკიდე.
-რა მეშველება უშენოდ?! გევედრები დარჩი ჩემთან, რათ გვინდა შვილი? ჩვენ ერთმანეთიც გვეყოფა, ალექს გეხვეწები!
-თავი დამანებე, ელენე!
-როგორ გავძლო უშენოდ?-მივაძახე უკვე კიბეებზე ჩამავალს.
-წერე ჩემზე…-გავიგე მისი გაბრაზებული ტონი-ჩემამდეც ჰო ასე იქცეოდი? იოცნებე და წერე.
მე სახლში შევედი და კართან ჩავიკეცე. მთელი ხმით ვტიროდი.
დამტოვა, ისე რომ ჩემზე არც უფიქრია, ახლა თითოეული უმისოდ გატარებული დღე მახსენდება 7 თვის განმავლობაში.
პირველი თვე მხოლოდ ვტიროდი და მისი სურათები გავაკარი ყველგან.
მეორე თვეს პირიქით-ყველა დავწვი და მისი „დავიწყება“ დავიწყე.
მერე ყველაფერი ჩვეულებრივად იყო.
რომ მეგონა მაშინ იყო სიცარიელე ცხოვრებაში, უბრალო ცუდი დღეები ყოფილა.
მისმა ზარმა უდიდესი იმედი ჩამისახა.
მას კი ცოლი მოყავს.
ყველა იმედი გამიქარწყლდა.
არ ვუყვარვარ, თორე ცოლს ვინ ჩივის.
ერთი შეცდომა ვერ მაპატია და ვერ დამინახა ისეთი როგორიც ვარ.
ვერ აღმიქვა.

ახლა სსამზარეულოს იატაკზე ვზივარ, კარადას მიყრდნობილი, ცალ ხელში სიგარეტით, ცალშიც- წითელი ღვინით. ჩემი განუყრელი მეგობრები.
და, რა თქმა უნდა, ვტირი.
ალექსი. ეს სახელი თან ყველაფერია ჩემთვის, თან არაფერი.
ხვალ ქორწილი აქვს….
მე ვდგები.
ვიღებ ფურცელს და კალამს და სიტყვები თავისით იწერება.
ისევ ვოცნებობ ლამაზ ცხოვრებაზე.
ისევ ვწერ ბედნიერ დღეებზე.
ისინი აღარასდროს ახდებია.
ალექსი ჩემთან აღარასდროს იქნება.
მე კი მხოლოდ ოცნება დამრჩა მასზე.
მე ვწერ მასზე.
ვოცნებობ მასზე.
მას ცოლი მოყავს.
აღარ უყვარს ელენე და აღარც არსებობს მისთვის.
გაინტერესებთ ალბათ ვნანობ თუ არა?!
არა, არ ვნანობ.
ცხოვრება ყოველდღიური არჩევანია.
ჩაი თუ ყავა?
წითელი თუ თეთრი?
მე შვილი არ მინდოდა. საკუთარი კომფორტი ვარჩიე სიყვარულს.
ჩვენი სიყვარული ადრეთუგვიან დამთავრდებოდა. მე კი შემრჩებოდა შვილი, რომელიც არასდროს მინდოდა. ის ნახავდა მამას ორ კვირაში ერთხელ რამდნეიმე საათით, ეყოლებოდა დედა, რომლისთვისაც მასზე მნიშვნელოვანი მისი კარიერაა და ვერასდროს მისცემდა სათანადო სიყვარულს. ყოველთვის ეყოლებოდა საყვარელი და გააკრიტიკებდნენ მისი ცხოვრების გამო.
დღეს აღარც ალექსი მყავს და არც შვილი.
ასე მირჩევნია.
ბავშვი ყოველთვის გამახსენებდა ალექსს.

ახლა ის საკურთხეველთან დგას, გვერდს სხვა ქალი უმშვენებს.
ჩემზე ლამაზი ან მახინჯი.
მაგრამ მაინც სხვა.
მე კაფეში ვზივარ, ჩემი სამსახურის წინ. გავყურებ ისევ ყვითელ სივრცეს.
უკვე ნოემბერია.
სიმარტოვეა აქაც. არავინაა გარშემო, მარტო მე.
წინ ჯოლოს ჩაი მიდგას.

As we are floating in the blue
I am softly watching you
Oh boy your eyes betray what burns inside you

Whatever I feel for you
You only seem to care about you
Is there any chance you could see me too?
Cause I love you
Is there anything I could do
Just to get some attention from you?
In the waves I’ve lost every trace of you
Where are you?
სიმღერა თავიდანბოლომდე ეხმიანება ჩემ შინაგან განწყობას და მახსენებს ისევ მას.
ის მხოლოდ თავის თავზე და თავის სურვილებზე ფიქრობდა. მე კი ყოველთვის მისი გავლენის ქვეშ ვიყავი.
ახლას ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც მას სურდა.
არა, ისევ დავიწყე მოწევა და ყველაფერი ისევ ისე უნდ აიყოს, თითქოს ის არც არსებობდა.
ცხოვრება გრძელდება!
30 წლის ასაკში ცოცხლად სიკვდილი?!
ეს დაუშვებელია!
მე ძლიერი ვარ და ამასაც გადავლახავ.
უაზროდ ვუმეორებდი ჩემ თავს.
ხელებს ჭიდროდ ვხვევდი ჭიქას და თან ღაპაღუპით მსდიოდა ცრემლები.

2016 წლის 7 ოქტომბერი

დედაენის პარკში ვსეირნობ, აქ ყველაფერი ყვითელია და ჩემეულ შემოდგომასთან მაახლოვებს.
დიდი შარფი მაქ მოხვეული, საკმაოდ ცივა წელს. სახე ნახევრად მიჩანს და თმა მაქ ჩამოყრილი.
შავად შევიღებე.
თითქოს ამან მიშველა.
წინ ნაცნობი სილუეტი ვიცანი.
ისიც საგრძნობლად შეცვლილიყო. სტილი სულაც აღარ ქონდა ახალგაზრდა ბიჭის, ახლა კაცად ქცეულა.
ხელში 3წლამდე ქერა კულულა გოგონა ეჭირა, რომელსაც რაღაცაზე ელაპარაკებოდა.
ბავშვის ტიტინი მესმოდა.
საკმაოდ ახლოს ვიდექი, გამობრუნებას ვაპირებდი და მისი ხმა გავიგონე.
-ელენე!-ისევ ისე წარმოთქვა მან.
მე სხეული გამეყინა. მძიმედ შევტრიალდი მისკენ.
-ძლივს გიცანი!-გამიღიმა მან და ნაზად მაკოცა ლოყაზე.-გიხდება თმა, მაგრამ ჰო იცი შენ ბროწეულისფერი ხარ !-გამიცინა მან. მე კი სახეზე არაფერი მეტყობოდა, გახევებული ნაკვთებით შევყურებდი მას.
-ეგ ადრე იყო.-ძლივს მოვაბი თავი ორ სიტყვას.-რას შვები შენ ? წლებია არ მინახავხარ. შენია?-ფორმალური კითხვებით ვცდიობდი თავის დაძვრენას და პატარა გოგონას ჩავხედე. მამას გავდა სახეზე, თუმცა ქერა იყო.
-კი. -ყრუდ ამოიძახა მან.
პატარა დაიმორცხვა, ტიტინიც შეწყვიტა და მამას ამოეფარა.
-აქვე ახლოს კაფეა, ჩაი ჰომ არ დაგველია? ელენე ბაღში უნდა მივიყვანო და დავილაპარაკებდით.
სახელმა შემაკრთო, თუმცა სულ ვიცოდი მისი საყვარელი სახელი იყო.
-კარგი!-არაფერი შევიმჩნიე მე.
რამმდენიმე წუთში ისევ ჩვენ ორნი ვისხედით მრგვალ მაგიდასთან, ვსვამდით ჩაის და გავყურებდით სივრცეს.
-მომენატრე!
-არ გინდა ალექს.
-მეგონა ბედნიერი ვიქნებოდი და სხვა შენ თავს დამავიწყებდა, ელენე. მაგრამ ვერაფრით მოვახერხე, გესმის?! მე არ მინდა არცერთი შვილი ვინც შენ დედას არ დაგიძახებს!
-ალექს, ეს შენი არჩევანი იყო. ულამაზესი ქალიშვილი გყავს და ცოლიც ალბათ კარგი ქალია. ეს შენი ცხოვრებაა უჩემოდ.
-ელენე, მიყვარხარ!-უკვე მეორედ მითხრა ეს სიტყვა.
ამჯერად არანაირი ემოცია არ მიგრძვნია.
წამოვდექი, ქურთუკი ავიღე და გასასვლელისკენ დავიძარი. შემდეგ გავჩერდი შევტრიალდი და ვუთხარი უკანასკნელი სიტყვები:
-მე აღარ მიყვარხარ!
მას შემდეგ ალექსი აღარ მინახავს.
გავიგე, ცოლს გაშორდა და საზღვარგარეთ წავიდაო.
მე ჩემი კარიერა ავაწყვე.
ვერასდროს წარმოვიდგნედი, თურმე ესეც შესაძლებელი ყოფილა:
მე ბედნიერი ვარ ალექსის გარეშე.
კაცის გარეშე.
სიყვარულის გარეშე.



№1 სტუმარი mariami

Exla wavikitxe samive tavi da dzalian momewona ^^ kargia ise gaqvs dawerili rom verc elenes da verc aleqsis saqciels ver gaamtyuneb. Dasasrulic zustad isetia rogoric mteli motxroba da es qmnis srulyofilebas :*

 


№2  offline წევრი Mariam Modu

მომეწონა სამივე თავი კარგია <3

 


№3  offline წევრი nawka

წერის ნიჭი უდაოდ გაქვს.ზალიან საინსერტერესოდ გადმოსცემ მოვლენებს და ითრევ მკითხველს შენს სიუჟეტში მაგრამ,ჩემი აზრით არ იყო ეს შენი ნიჭისთვის შესაფერისი მოთხრობა.უნდა მოიფიქრო რაიმე განსხვავებული სიუჟეტი და საკმაოდ პოპულარული გახდები :* წარმატებები მთელი გულით :*

 


№4  offline წევრი Cicinatela17

nawka
წერის ნიჭი უდაოდ გაქვს.ზალიან საინსერტერესოდ გადმოსცემ მოვლენებს და ითრევ მკითხველს შენს სიუჟეტში მაგრამ,ჩემი აზრით არ იყო ეს შენი ნიჭისთვის შესაფერისი მოთხრობა.უნდა მოიფიქრო რაიმე განსხვავებული სიუჟეტი და საკმაოდ პოპულარული გახდები :* წარმატებები მთელი გულით :*


დიდი მადლობა <3 გავითვალისწინებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent