შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ავტორი (1)


2-10-2016, 15:43
ავტორი baqi
ნანახია 1 643

-გამარჯობა, მე ბილი ვარ. მე ნიჭი მაქვს. ბავშვობიდან მეოცნებე ვარ. მიჭირდა ხალხთან კომუნიკაცია. არასოდეს მიყვარდა საუბარი იმ გარემოში, რომელსაც ვერ ვეწყობოდი. მშობლები მეუბნებოდნენ, რომ მეგობრები უნდა შემეძინა და მათსავით დამეწყო გართობა. მე ძალიან ინტელექტუალური ბავშვი ვიყავი. ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი ადამიანი "უფრო ჭკვიანია" ვიდრე სხვები, მაგრამ მე ეს ყველაფერი დასაწყისიდან ვიცოდი. რათქმაუნდა, ჩემი თანატოლებს არ ესმოდათ, ამიტომ ყველასგან გარიყული ვიყავი. ჩემი არც მშობლებს ესმოდათ. მე კი უბრალოდ ისეთი ვინმე მინდოდა მყოლოდა, ვინც დაჯდებოდა და მომისმენდა. შეეცდებოდა ჩემთვის გაეგო. 7 წლის ვიყავი როცა მამამ ლეკვი მომიყვანა. ამან ძალიან გამახარა. მას ები დავარქვი. ები ჩემი საუკეთესო მეგობარი და მსმენელი გახდა. საათობით ველაპარაკებოდი. მას ჩემი მოსმენა არ ბეზრდებოდა. ერთ წვიმიან დღეს გადავწყვიტე მე და ების გაგვესეირნა. ყველაფერი კარგად იყო. დავდიოდით ჩვენი ქუჩის "კვარტლებში". მოულოდნელად ები მოთამაშე ბავშვების ბურთს გაეკიდა, გზის მეორე მზარეს გადარბენა სცადა, ყელსაბამი გასძვრა და მანქანა დაეჯახა. ამ მომენტში პირველად ვისურვე გამეჩერებინა დრო. დიახ. დროის გაჩერება! მინდოდა, ყველაფერი გაჩერებულიყო. გაჩერებულიყო ყოველი ადამიანი, ყოველი მანქანა, აღარ გამეგო ჩიტების ხმა. გზაზე ყველა შუქურას წითელი ფერი ეჩვენებინა და სანამ არ მოვისურვებდი მის შეცვლას, მანამ ასე ყოფილიყო. წვიმის წვეთებიც კი ჰაერში გაშეშებულიყო, რომ შემეძლო მიმესწრო და ები გადამერჩინა, მაგრამ დროის გაჩერება იმ მომენტში ჩემთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. ყველაფრის შემდგომ ამ პარადოქსზე ფიქრი დავიწყე. მივხვდი, რომ დრომ შეიძლება ერთმანეთის თანმიმდევრულად დაკარგოს მისი თვისებები, მიმართულება, დროის ხანგრძლივობა და მის მიერ მოვლენების მიზეზობრივი თანმიმდევრობით განლაგების როლი. მივხვდი, ყველაფერს მივხვდი, მაგრამ დროის გაჩერება მაინც არ გამომდიოდა...
გავიდა წლები. უკვე მესამე კლასში ვიყავი. თანდათან დროზე ფიქრი გამიქარწ**და, ებიც დამავიწყდა. აი სწორედ ის თანმიმდევრობითი განლაგების როლი ამუშავდა დროში და ები დამავიწყდა. მე კვლავ მიჭირდა კომუნიკაცია სხვებთან და კვლავ ყველაფერ კრეატიულისკენ მქონდა მიდრეკილება. ერთხელაც კლასში ახალი მოსწავლე გადმოვიდა. მას ლოლიტა ერქვა. მისმა სილამაზემ თითქოს ასტრალში გამიყვანა. კვლავ მომინდა ამ მომენტით მესიამოვნა და გამეჩერებინა დრო. გასაოცარი ის იყო, რომ ეს შევძელი. ყველაფერი გაჩერდა. საათმა წიკ-წიკი შეწყვიტა, თანაკლასელების ნასროლი დაგორგოლავებული ფურცლები ჰაერში გაშეშდა და ყველაზე მთავარი - მე მომეცა საშუალება ლოლიტასთვის მეყურებინა საათობით. უბრალოდ ამით დავმტკბარიყავი. ცოტა ხნის ყურების შემდეგ მივხვდი, რომ გაჩერებულ დროში გადაადგილებაც შემეძლო. შემეძლო მივსულიყავი ლოლიტამდე, თმა გადამეწია, მოვფერებოდი, მეკოცნა. ფრთხილი სულის შებერვით გამეშიშვლებინა ის ჩემს გონებაში და ასე მეცქირა. ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი ინტერესი ქალებისადმი გაღრმავდა. მივხვდი იმასაც, რომ შემეძლო ნებისმიერ ადგილას შევსულიყავი, თუნდაც, სკოლის დარბაზის გასახდელში, სადაც უფროს კლასელთა ფეხბურთის მხარდამჭერი გოგონების გუნდი იცვლიდა ხოლმე. ჩემი მოზღვავებული ინტერესი იმხელა იყო, რომ შევედი გოგონების გამოსაცვლელში. მომენტალურად მარჯვენა ხელი საფეთქელთან მივიტანე და ამ ყველაფერმა ადამიანის შემეცნებაში კვალი დამიტოვა, რაც იმას ნიშნავს რომ შთაბეჭდილების ქვეშ დავრჩი. ეს იყო ულამაზესი სანახაობა, როდესაც პირველად ვნახე შიშველი მანდილოსნები. გასაოცარი იყო მათი ცქერა. ზოგჯერ მთელ დღეს ვატარებდი მათ ყურებაში. დრო არ მქონდა,მაგრამ ეს პრობლემა არ იყო, რადგან არც არსად მეჩქარებოდა. აქედან გამიჩნდა პირველად სურვილი, რომ ქალის ულამაზესი სხეული სურათზე გადამეტანა. ადამიანს აუცილებლად სჭირდება გამოსახულება იმისთვის, რომ საკუთარი არსებობა დაიჯეროს. ამის გარეშე შეუძლებელია. გადავწყვიტე ფოტოგრაფობა დამეწყო. გადამეღო ულამაზესი სხეულებისთვის, რომლის საშუალებაც მუდმივად მექნებოდა. როდესაც ფოტოგრაფობა გადავწყვიტე, ოჯახის წევრების მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობა შემხვდა, რადგან ფოტოგრაფია მაშინ არც თუ პრესტიჟულ ხელობად მიიჩნეოდა. გავიდა დრო და ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა, რაც ჩემი თაობის დამსახურებაა. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომელსაც მხატვრების გვერდით გამოფენის პატივი ხვდა წილად. ლოლიტა ბავშვობის გატაცება აღმოჩნდა. ყველას გვყავს და გვახსოვს პირველი სიყვარული, ზოგს ბაღში, ზოგს სკოლაში. მაგრამ, რათქმაუნდა, მსგავსი გატაცებები უბრალოდ ტკბილ მოგონებებად რჩება.
ზოგადად მიყვარს სეირნობა, ფოტოების გადაღება და სხვადასხვა ტიპის ხალხის თვალიერება. დროის გაჩერება, მათი გაშიშვლება და ხელოვნების ნიმუშების შექმნა.უჩვეულო დღე იყო, იმით გამორჩეული, რომ როცა გავიღვიძე, დამეუფლა შეგრძნება, თითქოს, ის ადამიანი უნდა გამეცნო, რომელიც გამომაღვიძებდა, დამაბრუნებდა რეალურ სამყაროში. მზე უკვე გადასული იყო, მოსაღამოვდა. ჩვეულ რითმში მივყვებოდი ცხოვრებას, ვსეირნობდი. აქვე ჩემს უბანში ულამაზესი ეკლესიაა, მის წინ ავტობუსის გასაჩერებელი და მოსაცდელი ადგილი. დავინახე, რომ ერთი გოგო იდგა. გარეთ ძლიერი შუქი არ იყო, თუმცა თვალი მომჭრა, დამაბრმავა და მაშინვე ვერ შევნიშნე ამ გოგონას გარეგნული სილამაზე. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, თითქოს ეს სიტუაცია უკვე ვნახე. დამერწმუნებით, რომ თითოეულ ჩვენგანს ჰქონია შეგრძნება, რომ რაღაც მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში პირველად არ ხდება. ხშირად გვითქვამს "აი ეს უკვე მოხდა". სწორედ ამ ფენომენალური მოვლენის წინაშე ვიდექი. როდესაც ჩვენ ვიღებთ მხედველობით ინფორმაციას, ვიცით, რომ ის იმპლუსების მეშვეობით გადაეცემა ტვინის უკანა ნაწილს, სადაც მხედველობის ზონაა. აქ ხდება ჩვენს მიერ აღქმულის დამუშავება. ერთს ვხვდებოდი, რომ იქ მელოდა ის, ვინც მინდოდა. ის, ვინც მომწონდა და ვისაც ჩემს გულისსწორად მივიჩნევდი. მინდოდა მივსულიყავი და უკეთ დამენახა, გამოვლაპარაკებოდი. პირველ გაუბედავ ნაბიჯს, მეორე მოჰყვა. ბოლსდაბოლოს გადავდგი ნაბიჯები და მივუახლოვდი. ის უბრალოდ ანათებდა, თუმცა შუქს არ ასხივებდა. თავისით მიმქრალავდა. მისი თვალები ქუჩის განათების სინათლეს ირეკლავდა. შეიძლება მეჩვენებოდა მაგრამ ეს ულამაზესი თვალები იყო. ნელ-ნელა თვალს ვაჩვევდი. ეს თვალებიც ასეთი მობრიალე აღარ იყო. თითქოს ფეხქვეშ ღრუბელი ჰქონოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალი ნამდვილად არ იყო სამოთხიდან გამოგდებული ევა. იმდენად ჩამძირა მისმა სილამაზემ, მომენტალურად ვიფიქრე, რომ დრო გაჩერდა. აღარ მესმოდა არაფრის ხმა, აღარც მანქანების, აღარც გამვლელების. "ნეტავ რა ჰქვია?" როგორც კი გავიფიქრე მაშინვე გოგონამ თავისი მობრიალე თვალები მე მომანათა. მივხვდი, რომ დრო არ იყო გაჩერებული და მოვინდომე გამეჩერებინა. დაახლოვებით 16 წელი დროს თავისუფლად ვაკონტროლებდი, მაგრამ იმ მომენტში ვერ გავაჩერე, ის უბრალოდ გავანელე. მივხვდი, რომ დროსთან ბრძოლას აზრი არ ჰქონდა და შევეშვი. მთლიანი ყურადღება კვლავ გოგონამ დაიპყრო .ისევ მომინდა გამოვლაპარაკებოდი, მაგრამ ვერ ვბედავდი, თითქოს ჩემი ფიქრები მას ესმოდა, მე კი მისი. კვლავ შევათვალიერე. ბზინვარე შავი თმა ჰონდა მხრებზე ჩამოშლილი. მივხვდი, რომ ინტერესი გაჩნდა მის თავში, ჩემში კი მღელვარებამ იკლო. საბოლოოდ მივედი და ვუთხარი:
- სალამი. - მღელვარება კვლავ დამეტყო. ბავშვობიდან მოყოლებული ჩარჩენილი მქონდა, რომ კომუნიკაცია ხალხთან მიჭირდა, მაგრამ სადღაც მახსოვს ამოვიკითხე- თუ შევძლებთ და საპირისპირო სქესთან 10 წამით რაიმე ნებისმიერს ვისაუბრებთ, რაც თავში მოგვივა, გონება გვეხსნება და დიალოგი დგება. მაგრამ ეს ის შემთხვევა არ გამოდგა. მან პირდაპირ მითხრა:
- გამარჯობა. ალბათ გაგიკვირდათ, ასე რომ მოგაშტერდით.
- დიახ, ვიფიქრე რომ ვიცნობთ ერთმანეთს.
- არა, მაგრამ მე თქვენ გიცნობთ.
- საინტერესოა... საიდან ?!
- ფოტოხელოვნების დიდი თაყვანისმცემელი ვარ. თქვენი ფოტოები ნანახი მაქვს და ძალიან დიდი სიმპატიით ვარ განწყობილი. თქვენ ბილი გქვიათ ხო ? -ჩემში თვითდაჯერებულობა ერთი ორად გაიზარდა. თავში ის აზრი ამომიტივტივდა ისევ, თუ რამ მომიყვანა აქ, ამ ადგილას, ამ დროს. ზოგადად ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი რაღაცისთვის ან ვიღაცისთვის არის შექმნილი, ამიტომ "ჩაბღაუჭების" მომენტი ყველას გვიჩნდება ცხოვრებაში. ვიფიქრე, რომ ეს ის დრო იყო, როცა ჩემი შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა.
- დიახ მე ბილი მქვია, თქვენ?
- მე ნატალია ვარ. -ლამაზ ქალებს, რატომღაც ყოველთვის ლამაზი სახელები ჰქვიათ. ის იყო, რომ ხელი ჩამოვართვი და გამახსენდა ჩემი ნიჭის შესახებ, მომინდა რა მისი გაშიშველბაც. შიშველი ქალები განსაკუთრებით მოსწონთ მამაკაცებს და კოღოებს, მაგრამ ჩემი მცდელობა კვლავ უშედეგო აღმოჩნდა. დრო კვლავ ვერ გავაჩერე. მივხვდი, რომ ამ გოგოსთან რაღაც კავშირი უნდა ჰქონოდა ჩემს დროსთან ჭიდილს. ამიტომ გადავწყვიტე მასთან დიდი ხანი გამეტარებინა... დიალოგი კარგად გაგვიგრძელდა. ის კიარა ბაღშიც გავისეირნეთ, ათას სისულელეზე ვისაუბრეთ. ნუ, როგორც პირველ პაემანზე ხდება საერთო ინტერესები, ჰობი და ა.შ გავაცანით ერთმანეთს. ის მომავალი ექიმი აღმოჩნდა. რადგანაც ასე მარტივად შევძელი მისი "შებმა", ცოტათი ჩემში მისდამი ინტერესმა იკლო, როგორც ქალისამ, და მხოლოდ იმით ვინტერესდებოდი, რატომ არ შემეძლო მასთან დროის გაჩერება. ჩემი აზრით ქალი არ უნდა იყოს გადაშლილი წიგნი და საერთოდ ქალის სილამაზე არაფერია. მამაკაცები ხშირად ეჩვევიან მათ და გარეგნობაც უფასურდება. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს. მას ალბათ მოვწონდი, მაგრამ მე მხოლოდ სხვა მიზნით ვხახულობდი ... რადგან ჩვენი შეხვედრები შედეგს არ მაძლევდა გადავწყვიტე ერთ დღესაც მეთქვა თუ რატომ ვატარებდი მასთან უმეტეს დროს. ჩვენ გვიყვარდა ისეთ ადგილებში წასვლა საიდანაც მთელი ქალაქი ჩანდა. სწორედ ასეთ ადგილას ვიყავით. ქალაქის ბოლოში მანქანის ცხვირზე ვისხედით და ვუყურებდით პეიზაჟს. მაშინ ვუთხარი:
- მე ნიჭი მაქვს.
- რა ნიჭი?-ღიმილიანი სახით მკითხა.
- შემიძლია დროის გაჩერება და მასში გადაადგილება.
- საინტერესოა. -მიპასუხა სრულიად ჩვეულებრივ. გავოგნდი. არც კი გაუკვირდა. არანაირი კითხვა. უბრალოდ "საინტერესოა" და განაგრძო სივრცის ყურება. ვიფიქრე, ჩემს სიტყვებს არასერიზულობა დააკლდა ამიტომ ნათქვამი ხმამაღლა გავიმეორე და თვალებში დაჟინებით ჩავაშტერდი.
-მე ნიჭი მაქვს!
- დამშვიდდი, ეს ვიცი.



№1 სტუმარი Leporela

Woooow...es ragac sxvaaa,sul sxva ganzomileba,momewona dzalian...gamixarda astralic rom axsene <3 mokled gaagrdzele ar dagviano <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent