შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეწყვეტილი ცხოვრება (ნაწილი I)


2-10-2016, 16:52
ავტორი Elli Elli
ნანახია 1 923

თებერვლის სუსხიანი ქარი და გამყინავი წვიმა, ძვლებში რომ აღწევს სიცივე და ახლა უკვე სულთან ერთად სხეულიც იყინება, ერთიანად გათოშილი ვეღარაფერს რომ გრძნობ თუმცა ვერც ეს სიცივე ვერ გავიწყებს იმ იარებს რომლითაც სულია დამახინჯებული, გული კი გული საერთოდ აღარ ძგერს. ხალხისგან დაცარიელებულ ქუჩებში მარტოდმარტო დავბოდიალობ და სად მივდივარ თავადაც არ ვიცი, ვფიქრობ ყველაფერზე და ამ დროს არაფერზე. ხშირად მიფიქრია სუიციდზე, მას ვუყურებ როგორც ხელოვნებას და არა როგორც ცოდვას, ჩემი აზრით, ეს თავად სიკვდილზე გამარჯვებაა, რადგან შენივე სიცოცხლის დასასრულს შენვე წყვეტ, შენზეა დამოკიდებული, როგორ გააკეთებ ამას და რაც უფრო ლამაზად და განსხვავებულად მოახერხებ მეტ კმაყოფილებას იგრძნობ, ყველაზე მარტივი ალბათ გაზის კანფორის გახსნა და დაძინებაა თუმცა საკმაოდ არარომანტიულ და ტრივიალურადად ჟღეს, სხვა უფრო ლამაზი და უჩვეულო ხერხია საჭირო, სადმე წყნარ და მშვიდ გარემოში, ტბასთან ახლოს ყვავილებით დაფარულ მინდორზე, ლამაზ ზაფხულის კაბაში ჩაცმული, სიფრიფანა გოგონა რომელსაც სახეზე ღიმილი დასთამაშებს, იღებს სამართებელს რომელზედაც მზის სხივები ირეკლება და უცინის თითქოს თავისკენ იხმობს, ნაზად ისვამს თეთრ მკლავზე ამობურცულ ლურჯ ვენებზე და აი მხატვრების საყვარელი ფერით (წითლად) იღებება ფიფქივით ქათქათა მაჯები, 5, 10, 15 წუთი პულსი აღარ ისინჯება ირგვლივ კვლავ სამარისებული სიმშვიდეა, უსულო გოგონას სხეული კი იდეალურადაა შერწყმული ამ არაჩვეულებრივ პეიზაჟთან, არ ვიცი შეიძლება ვცდები თუმცა ვთვლი რომ თავად სიკვდილშიცაა რომანტიკა.....
ამ ფიქრებში გართული მანქანის სიგნალმა გამომაფხიზლა, "წინ იყურეთ გოგონა, თავი არავის მოაკვლევინო", ამ შენიშვნაზე გამეღიმა ირონიულად მე ხომ ზუსტად ამას ვეძებდი, სიკვდილი არ მოდიოდა ჩემთან და მე თავად გადავწყვიტე მასთან მისვლა....
ოჯახი თავზე მენგრეოდა და ამ ყველაფერში საკუთარ თავს ვთვლიდი დამნაშავედ, ჩემმა უაზრო სისულელეებმა დამაკარგვინა საკუთარი მამა, არა ფიზიკურად ცოცხალია უბრალოდ როგორც მამა დავკარგე და დავანგრიე მშობლებს შორის ურთიერთობაც, სახლი სადაც მივდიოდი ჰგავდა თავშესაფარს, რომელშიც ადამიანები მოვალეობის გამო ცხოვრობდნენ და არა სიყვარულის და ურთიერთგაგების, რა იქნება ახლა რომ მოვიკლა თავი? იქნებ ამან გააერთიანოს ჩემი „ოჯახი“ ანდა სულაც საბოლოოდ გაწყვიტოს ის უკანასკნელი ძაფიც რაც ჯერ კიდევ აიძულებს ერქვას ოჯახი, ვინ იქნებიან შემდეგ ისინი ერთმანეთისთვის? 12
თვითმკვლელის დედ-მამა თუ თვითმკვლელლის ოჯახი?...
ეს ეჭვები ძვლებს მიღრღნიდა ცოცხლად მჭამდა და მინდოდა ბოლო მომეღო მათთვის.
ერთიანად გალუმპული და გაყინული შევედი სახლში წყალი გადავივლე და ჩავწექი, ხვალ ორშაბათი იყო ისევ იგივე რუტინა განმეორდებოდა, უნივერსიტეტში სტატუსი შემიჩერეს რადგან სწავლის ფული იმ ადამიანს მივეცი ვინც მიყვარდა და ვინც შემდგომში მითხრა რომ ჩემთან ვეღარ დარჩებოდა, რადგან სხვა შეუყვარდა, ბედის ირონიაა არა? მეც გავუშვი არ მჩვევია ადამიანის გამოკიდება, მას არ ვაჩვენებ რომ მისი წასვა ბოლოს მიღებს თუმცა როცა
საკუთარ თავთან მარტო ვრჩები ვიღებ სიგარეტს და ვიწვავ ხელზე, გიჟი გგონივართ? შეიძლება ასეცაა... თუმცა ამით სულიერი ტკივილისგან ყურადღება ფიზიკურ ტკივილზე გადამაქვს, ცოტახნით მაინც და დამიჯერეთ ეს ნამდვილად შვებაა იმ წუთებში. მოკლედ 1100 უნივერსიტეტის ვალი, ამას მივუმატოთ ოჯახური და პირადი პრობლემები ის კი წავიდა და დამიტოვა მხოლოდ სისხლნარევი ცრემლები, თუმცა მაინც არ ვნანობ მე ხომ ასეთი გიჟური სიყვარული მჩვევია, გამიგონია ვისაც სუიციდის მიმართ აქვს მიდრეკილება სეროტონინი (სიყვარულისა და ბედნიერების ჰორმონი) აკლიაო, ამ მხრივაც გამონაკლისი ვარ რადგან პირიქით მოჭარბებული მაქვს ეს ჰორმონი, თუმცა სუიციდს მაინც ჩემებურად ვუყურებ და საკუთარი თავის დასახიჩრებაც კარგად გამომდის რაზეც ჩემი შრამებით სავსე ხელები მეტყველებს.
ამყველაფერს ისიც ემატება, რომ ბოლოდროს ისეთი კითხვები მაწუხებს მგონია ვგიჟდები, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და გარკვევა მინდა ბოლოსდაბოლოს ვინ ვარ და რა მინდა ამ ცხოვებისგან, არაფერი დაშავდება თუ გარკვეულ დროს ამ აუტანელი ქალაქისგან შორს გავატარებ, ქალაქისგან რომელში სუნთქვაც ჭირს, სადაც ბოროტება და შხამია, სადაც ხალხი ზომბებს დამსგავსებიან და უამრავი ნიღბის მატარებლებს საკუთარი რეალური ადამიანური სახე დაუკარგავთ. ამ ფიქრებში გართულს დამათენდა, დილით ისევ შხაპი მივიღე ვერანდაზე გავედი და სიგარეტს მოვუკიდე, ირგვლივ მიმოვიხედე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ჩემი ადგილი აქ არ იყო, ჩემები სახლში არ იყვნენ, წასვლაში ხელს არაფერი მიშლიდა, თუმცა შახლშიც რომ ყოფილიყვნენ არც აშინ შემიშლიდნენ ხელს. სახლში ავედი ზურგჩანთაშ აუცილებელი ნივთები, ტანსაცმელი ჩავყარე მანქანის გასაღები ავიღე და გავედი. სად მივდიოდი თავადაც არ ვიცოდი, თუმცა მხოლოდ ის ფაქტი რომ აქ აღარ ვიქნებოდი არაჩვეულებრივ განწყობაზე მაყენებდა. არც ის ვიცოდი სად მივდიოდი და რამდენი ხნით ან კი დავბრუნდებოდი საერთოდ? იქამდე სანამ ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემოდა და მეც არ ვიპოვნიდი საკუთარ თავს, რომელიც თითქოს ნაწილებად დაგლეჯილიყო და კოსმიური მტვერივით ჰაერში გაფანტულიყო. მეკი ამ ნაწილების სათითოდ შეგროვებას ვცდილობდი, რათა ერთ მთლიანობად ვქცეულიყავი. უკანასკნელად შევხედე ქალაქვს გულის რევის შეგრძნება დამეუფლა,ზიზღით გადავაფურთხე მანქანაშ ჩვჯექი და გზას გავყევი, გზას რომელსაც ყველაფერი უნდა აეხსნა, თუმცა სიურპრიზები სწოორედ ამის შემდეგ დაიწყო.
გეზი სვანეთსკენ ავიღე, მთა სიმშვიდე მარტოობა აი რა მჭრდებოდა ახლა. უამრავი უძილო ღამისა და ფიქრისგან თავი მისკდებოდა, ცოტა დასვენება არ მაწყენდა, გზად პატარა მყუდრო კაფესთან შევჩერდი ყავა დავლიე შემდეგ კი გზა განვაგრძე, თავში უამრავი აზრი მიტრიალებდა, არ ვიცოდი რა მელოდა და საერთოდ რა მინდოდა. გავრბოდი რეალობისგან, რეალობისგან რომელიც მკლავდა და რომელიც ვერ შევცვალე, თითოეული დღე ჯოჯოხეთს ჰგავდა არა უარესი იყო, მეცინება როდესაც ცეცხლში დაწვასა და კუპრებზე საუბრობენ და ჯოჯოხეთს სწორედ მასთან აიგივებენ, ჯოჯოხეთი იყო ჩემი ცხოვრება მხოლოდ ცეცხლისა დ ა კუპრის გარეშე, ამიტომაც ვფიქრობ რომ თვითმკვლელობა შვებაა, თავისუფლებაა მამაცობაა და არა სიმხდალე, უბრალოდ ყოველგვარი მარაზმისა და ტანჯვისგან თავის დაღწევაა, თუმცა ამას ყველა მაინც სხვაგვარად აღიქვამს, ისე კი ზოგადად მასას რომ კითხო ამაზე დიდი ცოდვა არ არსებობს, როგორ?! განა არ შემიძლია ბოლო მოვუღო საკუთარ სიცოცხლეს მაშინ როდესაც მინდა? ესეიგი შენი სიცოცხლე შენ არ გეკუთვნის ასე გამოდის და აქედან გამომიდინარე არც თავისუფალი ხარ, მე კი ასე არ მესმის..... მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს მთავარია მე მსურდა საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა და ეს დანაშაულად კი არა ხელოვნებად მიმაჩნია,საშინელება სიკვდილი კი არა, ის გამოფიტული სიცოცხლეა, რომელსაც ადამიანები სიკვდილამდე ატარებენ რა თქმა უნდა თუ სხვა კუთხით შხედავთ და არა ისე როგორც ყველა. რა მაჩერებდა? ალბათ ჩემი ძმა რომელიც ჯერ მხოლოდ 17ის იყო და არ მინდოდა მისთვის ასეთი ტკივილი მიმეყენებინა, თუმცა თუ ყველაფერი არ შეიცვლება ეგეც ვეღარ შემაჩერებს, ამ ფიქრებშ გართული საშნელმა ქუხილმა გამომაფხიზლა, მაგისტრალს რომ გავცდი საშინელი წვიმა წამოვიდა, ცაზე შავ ღრუბლებს შორის ელვის წვრილი ძაფები გველებივით იკლაკნებოდნენ და გგრგვინავდნენ, სვლა შევანელე თუმცა მანქანა არ გამიჩრებია წინ ისედაც 8 საათიანი მგზავრობა მელოდა და არ მინდოდა წვიმის გამო შევჩერებულიყავი. ჯერ მხოლოდ 2 საათი იყო 10საათზე დანიშნულების ადგილზე ვიქნებოდი და რაიმე სასტუმროს ვნახავდი, სადაც დამსვენებლები არ იქნებოდნენ ახლა ყველაზე ნაკლებად ხალხმრავლობა მჭრდებოდა. სიგარეტს გავუკიდე და ისევ ფიქრებში გავერთე, ბავშვობა მახსენდებოდა, ოჯახი ნამდვილი ოჯახი სიყვარულით მომზირალი მშობლების სახეები, მათთან ერთად ძილი ბედნიერი დღის დასაწყისი, ბედნიერად გატარებული დაბადების დღეები და ახალი წელი, ბაღის ფანჯრიდან ლოდინით აღსავსე თვალებით მომზირალი პატარა ქერა ლულულებიანი გოგონა, რომელსაც სახე უეცრად მზესავით უბრწყინდება და მამიკოს ძახილით კარისკენ გარბის სახშლი მისული კი დედიკოს ეხუტება. როდის და სად გაქრა ის დრო ვერ გავიგე მასთან ერთად გაქრა პატარა კულულებიანი გოგონაც და მას შემდეგ აღარავის უნახავს, სიტყვები მიყვარხარ, მამიკოს გოგო და სიხარული ჩაანაცვლა გაეთრიე სახლიდან, მომშორდიმ და მსგავსმა აუტანელმა ფრაზებმა, და გავჩნდი მე, იარებით სიგარეტითა და უსიცოცხლოდ მომზირალი თვალებით, მტკიოდა და არ ვიმჩნევდი მენგრეოდა ყველაფერი და ვერაფერს ვაკეთებდი მის გადასარჩენად, ჩემი უძლურება მანადგურებდა ბოლოს კი ყველაფერი სულ ერთი გახდა უბრალოდ შევეგუე და მორჩა პროტესტის გრძნობაც ჩაიკლა და ახლა გამოჩნდა სუიციდი გზა ხსნისა........ წვიმის წვეთები საქარე მინას აწყდებოდნენ და სადღაც შუაში ერთმანეთს უერთდებოდნენ, ცა ტიროდა როგორ მშურდა მისი მას შეეძლო ამით თავისი ტკივილი გამოეხატა მე კი ტირილითაც ვეღარ ვტიროდი, ჩემში ჩავკალი ყველა გრძნობა და პანდორას ყუთში გამოვამწყვდიე სულთან ერთად, ისე მეშინოდა მისი გახსნა თითქოს თავის ახდის თანავე მათ ეშმაკები წამართმევდნენ და ვეღარასდროს შევძლებდი უკან დაბრუნებას, ამის გამო ემოციებ დაშრეტილი დავდიოდი და ყოველი გაწვიმებისას მშურდა ცის რადგან მას შეეძლო ყველაფრის გამოხატვა მასშეეძლო აეხსნა როგორ სტკიოდა ან უხაროდა მე კი მე ამის უნარიც არარ შემწევდა ახლაც ცა გრგვინავდა, ოხრავდა ტკივილისგან ყველაფერს იგლეჯდა მე კი მეკი შიგნიდან ვიწვოდი ნაწილებად ვიშლებოდი ძვლები მემტვრეოდა ისე მტკიოდა თუმცა ცრემლები მაინც არსად ჩანდნენ. შებინდებასთან ერთად უფრო ვუახლოვდებოდი თოვლის საფარით დაფარულ სვანეთის ბუმბერაზ მთებს, აქ ზამთარი 6 თვეს გრძელდება შესაბამისად დამსვენებელთა რაოდენობაც ჯერ არც ისე ნაკლები იქნებოდა ამიტომ ისკარიში შედარებით მოწყვეტილ სოფლისკენ გადავწყვიტე წასვლა, საზოგადოებას ვერ გავრიყავდი თუმცა შემეძლო მათგან შედარებით შორს ყოფნა, მგზავრობამ საკმაოდ დამღალა ამას ისიც ემატებოდა რომ თოვლით დაფარულ გზაზე საკმაოდ გამიჭრდა ავტომობილის მართვა, ამ დროის განმავლობაში არცერთი შემოსული ზარი საკუთარმა მშობლებმა ვერც კი შენიშნეს ჩემი სახლშ არ ყოფნა საოცარია, ეს ყველაფერი მკლავდა მანადგურებდა, ერთიანად მაკანკალებდა არა სიცივისგან არამდე ტკივილისგან რომელიც მთეს სხეულში დადიოდა...



№1  offline წევრი Elle025

Gansxvavebulia da momwons..gagrdzele :* imedia shewyvitavs suicidze piqrs..

 


№2  offline წევრი Elli Elli

მადლობა :* მიხარია რომ მოგეწონა, გავაგეძელებ აუცილებლად <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent