შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ მოკვდები (თავი 3)


2-10-2016, 20:08
ავტორი სატი
ნანახია 2 026

ტყუილი ყველაზე საშინელებაა და ერთდერთი რამ რაც ადამიანს ნდობას აკარგინებს ყველას მიმართ. შეილება მოიტყუო უმნიშვნელოდ და თანაც ხუმრობის მიზნით მაგრამ როცა ამით უკვე ადამიანს გულს ტკენ ამას გამართლება არ აქ. საყვარელი ადამიანისგან კი ეს ყველაზე საწყენია. ამ დროს უყურებ ყველას და ყველაფერს ეჭვის თვალით და გაბოროტებული ხარ. ეს კლავს ადამიანში საუკეთესო თვისებებს. ესეთი რამ ხშირად ხდება და ანადგურებს ადმიანებს.
სანაყინეში იყვნენ საღამოს ლაშა,ნიკა და ანი. ანდროს ელოდებოდნენ. სამივე ყავას სვამდა და და ლაპარაკობდნენ. ხან რაზე და ხან რაზე. ანი ელოდებოდა ანდროს, იცოდა რომ მან ცუდი გაბრაზება იცოდა ადამიანზე. ყავის ჭიქა აიღო და ხელი ისე აუკანკალდა ნახევარი ყავა გადმოესხა ოფიციანტი მოვიდა.
-ბოდიში მე
-არაუშავს-უცებ გაწმინდა და წავიდა.
-ანი რა მოხდა-გაკვირვებული მიაშტერდა დას ნიკა
-არაფერი უბრალოდ გადმომესხა
ამ დროს ანდროც მოვიდა. დაჯდა და ყავა და ნაყინი შეუკვეთა. სიგარეტი ამოიღო და მოწევა დაიწყო. ყველა ჩუმად იყო, ანდრო კი ღიმილით მიჩერებოდა სამივეს გაკვირვებულ და ამავდროულად შეშინებულ მზერას. სიამოვნებდა კიდეც მათი ესეთი სიჩუმე რადგან სხვა დროს ვერცერთს აჩუმებდა. ბოლოს ისევ ანის გამო შეწყდა დუმილი. მას ტელეფონზე დაურეკეს. ალექსი იყო.
-ან სად ხარ გამოგივლი
-ძმეთან ერთად ვარ არ გინდა
-მიდი რა თქვი რო კატოსთან მიმყავხარ
-რა გინდა
-სალაპარაკო მაქვს
-კაი
ანიმ გათიშა.
-ალექსი გამომივლის კატოსთან მივყავარ
-ამ შუა ღამეს?
-ნახევარი საათით. ყველა იქ არის ლაშა გთხოოვ
-ჩვენთვის გეთქვა ნიკა წაგიყვანდა
-მერე უმანქანოდ დარჩებოდით?
-ანდრო რას იტყვი წავიდეს?
-რაც უნდა ის ქნას.
ანი გავიდა. ალექსი დახვდა გარეთ და მოახურა მისი შემოსაცმელი.
-გაიყინები
-რისი თქმა გინდოდა
-ესე პირდაპირ არ ვიცი როგორ გითხრა. მე ხო იცი ნინას დავშორდი
-ხო
-ჩვენ ყოველთვის გვიზიდავდა ერთმანეთთან-ალექსი მისკენ მივიდა და ჩაიკუზა.
-არა-ანი უკან გაიწია ალექსმა ისევ მიიზიდა
-მე შენ ყოველთვის მიყვარდი ახლა როგორც კი დაგინახე შენი დაცვა მომინდა შემიყვარდი ისევ. ავარია რომ მოგივიდა ყოველთვის შენგვერდით ვიჯექი და არ გშორდებოდი გვერდიდან. მიყვარხარ
-მე არ მახსოვხარ
-ექიმმა ეგრე თქვა. ანი გეხევეწები შანსი მომე და დაგიმტკიცებ რომ მიყვარხარ
-არ ვიცი ალექს
-იცი. მიდი რა
-ნინა?
-რა ნინა დავშორდი
-ნინა ჩემი მეგობარია
-როდიდან
-კარგი
ალექსმა აკოცა ანის და მერე ალექსთან წავიდნენ ორივე. შესვლისთანავე ანის რატის და კატოს გაბრაზებული მზერა მოხვდა თვალში. შევიდა შემოსასვლელში და ის იყო სამზარეულოსკენ უნდა გასულიყო რომ რატიმ ბორბალს ჩაავლო ხელი და მისკენ გააგორა.
-რას აკეთებ!-გაბრაზებულმა რატიმ შეხედა ანის
-რას ვაკეთებ
-რას და შე დებილო ალექსთან რა გინდა-კატოც გაცხარებული უყურებდა
-რა გინდათ ვერ გავიგე
-ის ბაბნიკია შენ კიდე ზედმეტად ადვილად ასე ვთქვათ ზედმეტად მგრძნობიარე ხარ
-რას გულისხმობ
-ის გულს გაგიტეხს
-კატო, რატი მადლობა ზრუნვისთვის მაგრამ ალექსს მივცემ შანს გამიტეხს გულს რა ვქნა ჯანდაბაშიც გზა ქონია მარა არც ისე ხშირად მოეწონება ვინმეს ინვალიდი გოგო
-თვითშეფასება დაბალი გაქ ზედმეტად(რატი)
-ხო. თუ ალექსის დონეზე დაეშვი ესე იგი ვაფშე არ გაგაჩნია თვითშეფასება(კატო)
-გეყოთ თვითშეფასებაზე ლაპარაკი.მივიღე თქვენი რჩევები, ვიცი რომ ალექსი ბაბნიკია მარა შანსს მაინც მივცემ
ანი ისვე ალექსთან გავიდა. გადიოდა დღეები და ერთხელაც ალექსის დაბადების დღე იყო. ანი ღამით მივიდა ალექსთან ჩუმად შეიპარა და მის ოთახში შევიდა. საწოლთან მივიდა და ალექს ჯნღრევა დაუწყო უცებ საწოლიდან ალექსი ამოხტა და ანი ხელში აიყვანა და ჩააგდო.
-გილოცავ-ბავშივით დაიწყო ღიმილი ანიმ და აკოცა
-ჩემო ცხოვრება დარჩები დღეს?
-ხო. ვთქვი რო კატოსთან ვიქნები.
-მოდი ჩემთან
ალექსი და ანი დაწვნენ,მთელი ღამე ლაპარაკობდნენ. მეორე დღეს შაბათი იყო დილას. ალექსმა ანი წაიყვანა თერაპიაზე. სპორტზალში შეყვა იქ დიტო დახვდა.
-ანი როგორ ხარ
-კარგად. სანდრო სადაა
-მამაჩემს ვირუსი აქ და მე გავარჯიშებ დღეს
ალექსი რაღაცას უყურებდა ტელეფონში.
-გამარჯობა?-მიმართა დიტომ ალექსს
-ხო, გამარჯობა გავარჯიშოს ამან მე მირეკავენ წავედი ანი
ალექსი წავიდა, ანიმ იმედგაცრუება იგრძნო ეგონა ალექსი გაიბრძოლებდა რომ დიტოს არ ევარჯიშებინა ანი რადგან იეჭვიანა ან რამე ეგეთი. დიტომ შეამჩნია ეს და სცადა ანის გამხნევება.
-დღეს განსაკუთრებით გიხდება ეს ეტლი. შენი თმების ფერს უხდება
-რა შუაში იყო ეხლა ეგ-გაეცინა ანის
-იმ შუაში რო გაგაცინე ვინაა ეს ტიპი
-ჩემი შეყვარებული
-არ ეტყობა
-არის გთხოვ ალექსზე ესე ნუ ილაპარაკებ
-მე მხოლოდ სიმართლევს ვამბობ მაგრამ კარგი. დავიწყოთ, ჯერ მითხარი თავს ცუდად ხო არ გრძნობ რამე სისუსტე?
-არა
-კაი, მამაჩემმა მთხოვა მეთქვა რომ ოპერაცია 12დღეში გაქ
-მოიცა აბა სამი კვირა მქონდა წინ!!
-არა სამწუხაროდ, ესეა.
-არა არ არსებობს მე არ ვარ თანახმა სანდროს უთხარი რომ უარს ვამბობ
-დაწყნარდი რა მნიშნველობა აქ როდის იქნება
-აქვს!
-მშვიდად-დიტო მივიდა და მხარზე ხელი დაადო რო დაეწყნარებინა,მერე მეორე-დაწყნარდი?
-ხო, მაინც არ მინდა
-შშ დავიწყოთ. წამოდექი
-არ შემილია დამეხმარე
-შეგილია
-არ შემილია
-ანი შეგილია ადექი
-დავეცემი
-დაგიჭერ
-რო ვერ?
-რო ვერ ტკივილს მაინც არ იგრძნობ და
-მეშინია
-არ გეშინია მიდი ანი დამიმტკიცე რო მამაცი ხარ
-მე 2წლის ბავშვი არ ვარ რომელსაც აქებენ თითო სიტყვაზე
-კარგი. ხო დიდი ხარ ეხლა ადექი
-ნერვებს მიშლი
-ანი!!!
ანი წამოდგა, ფეხი გაუცურდა და დიტოს ხელებში აღმოჩნდა. ჩახედა დიტოს მუქ ყავისფერ თვალებს რომლებიც საპასუხოდ აჩერდებოდა ანის, ისე ძლიერად ეკავა რომ ვიღაცას ეგონებოდა რომ არ გაექცეს იჭერსო. მერე წამოაყენა.
-გითხარი შეგილია თქო?-დიტომ ბილიკზე დააყენა
-მოიცა რა ხელს არ მომკიდებ?
-არა წინ დაგიდგები მოაჯირს მოკიდე ხელები მე წინ ვიდგები რომ არ დავარდე და მორჩა.
-სანდრო ესე არ აკეთებდა
-ეხლა არაა სანდრო აქ დამიჯერე ვიცი რასაც ვაკეთებ
დიტო წინიდან დადგა, ანიმ მოაჯირს მოკიდა ხელი და წინ წავიდა. შუაში გაჩერდა.
-მტკივა
-რა გტკივა
-ფეხები-ეს თქვა და დაეცა. ამჯერად ვერ დაიკავა დიტომ მაშინვე მივარდა არ წამოაყენა შეილება რამე პირიქით ეტკინებინა მისთვის. საავადმყოფოში იყვნენ ამიტომ იქვე გადაიყვანეს და პალატაში დააწვინეს. ოპერაციის უფრო დაჩქარება უწევდათ. 7დღეში დაუნიშნეს. ანდრო, ლაშა და ნიკა საერთოდ გაგიჟებულები დადიოდნენ აქეთ-იქით, ეგონათ ეს დიტოს ბრალი იყო მაგრამ ექიმმა თქვა რომ ანის ორგანიზმი ზედმეტად სუსტი იყო და ამიტომ დაემართა ესეთი რამ, პატარა დატვირთვაც საზიანო იქნებოდა მისთვის. ეს დღეები მას უნდა გაეტარებინა საავადმყოფოში. ალექსი მხოლოდ საღამოს მოვიდა ანის მიესალმა და ჩამოჯდა სულ 5წუთით.
-კარგად ხარ ხომ? ძაან შემაშინე ჩემო სიცოცხლე
-კარგად ვარ დარჩები?
-არა ხვალ მოვალ ეხლა ჩემები მელოდებიან ხვალ მოვალ და რაღაცეებს მოვიტან გავერთობით
-მადლობა ალექს კაი მიდი აღარ გაგაჩერებ
ალექსი წავიდა. ანის ძმები არაფერს ამბობდნენ ალექსზე რადგან ხედავდნენ რომ ერთადერთი იყო იმ მომენში ვინც ანის ახალისებდა. ამავდროულად ადარდიანებდა კიდეც. ყველანაირად ცდილობდნენ ანის გართობას მაგრამ ხვეწნა მუდარის შემდეგ რომ წასულიყვნენ და დაესვენათ ანისგან ასეც მოიქცნენ რადგან სხვა გზა არ ჰქონდათ. დარჩა ანი მარტო, კარზე კაკუნი გაისმა და შიგნით დიტო შევიდა.
-როგორ ხარ?-ჩვეულებრივი სახის გამომეტყველებით ჰკითხა
-რავი. შენ?
-მეც, რას შვები
-ვწევარ შეეენ?
-ჰმ... ყველამ მიგატოვა შენი ძმები საყვარლები არიან ლამის მცემა უფროსმა
-ანდროს ეგონა შენი ბრალი იყო
-ხო. რაო შენი შეყვარებული სადაა
-აუ რავი, წავიდა ხვალ მოვალო
-აა, ანუ ვერავინ გართობს?
-მეტყობა რამე სიხარულის?
-არა. მოდი რამეს მოგიყვები
-დაჯექი
დიტო შევიდა და ანის ეტლში ჩაჯდა.
-მევასება ეს ეტლი
-რამდენის ხარ
-30
-ნუ მეღადავები
-არ გჯერა? კაი 20ის.
-ეე ლაშას ხელა ხარ. რაზე გაქ სპეციალობა
-თერაპევტი ვარ
-ხო. სულელური კითხვაა
-შენ ვინ გინდა გამოხვიდე
-ნორმალური მშობელი
დიტოს გაეცინა.
-პროფესიით
-პროფესიით არავინ. ინვალიდს არავინ მიმიღებს
-რეებს ბოდავ.
-თუ მიმიღებენ მხოლოდ იმიტომ რომ შევეცოდები
-ოპერაცია რისთვისაა ალბათ
-ოპერაციაზე ან მოვკვდები ან კიდე ისევ ინვალიდი დავრჩები
-რატო ხარ პესიმისტი
-1წელია მეუბნებიან რომ გამოვჯანმრთელდები იმედი კარგი რამ არის როცა ნამდვილად არსებობს რაღაც ისეთი რის გამოც შეილება იბრძოლო მაგრამ ამდენი ბრძოლის მერე იღლები და გინდა რომ უბრალოდ დაისვენო და მომავალი გათვალო იმ მდგომარეობაში რაშიც დარჩები.
-გეხვეწები რა არ გინდა ესეთი ბანალური რაღაცეები
-იცი კიდე რატომ არ მჯერა რომ ოპერაცია არ მიშველის?
-რატომ
-იმიტომ რომ არავინ მითხრა რომ არ მოვკვდები ყველაფერი თქვეს გარდა მაგისა
დიტო ჩაფიქრდა და ანის შეხედა, რომელიც ასე თუ ისე მართალი იყო. სადაც 1წელი არაფერი არ მოხდა იქაც მეორე წელს არ იქნება არაფერი. ეს ოპერაცია უბრალოდ იყო იმისთვის რომ ანის სიცოცხლე ან უფრო შეემოკლებინათ ან გაეხანგრძლივებინათ მისი სიცოცხლე რამოდენიმე წლით მაინც სანამ პარალიზებული გახდებოდა. მერე ისევ ამოიდგა ენა.
-არ მოკვდები
-მაგას იმიტომ ამბობ რომ არ მეშინოდეს
-არა მართლა არ მოკვდები, სიკვდილი არ არსებობს. არსებობს გარდაცვალება
-გთხოვ ნუ დაიწყებ ქადაგებას ეკლესიასაც და ღმერთსაც მივმართე დიდი ხნის განმალობაში და ხო ხედავ.
-ეხლა უკვე მაბრაზებ ზედმეტად პესიმისტი ხარ ცოტა გამხიარულდი შეყვარებული გყავს მოსიყვარულე ოჯახი ექიმი რომელსაც შვილისავით უყვარხარ ეტლი არ არის მიზეზი რის გამოც ესეთი უნდა გახდე. პირიქით შენ სხვანაირი ცხოვრება გაქ განსხვავებული ბევრისგან. დაკმაყოფილდე უნდა იმით რაც გაქ. სიცოცხლე ანი. იმ დღეს შეილება მომკვდარიყავი
-რა მნიშვნელობა აქ ადრე მოვკვდები თუ გვიან
დიტო წამოხტა სიბრაზისგან, ანისთან მივიდა და ოდნავ შეაჯანჯღარა.
-გონზე მოდი ანი, ეს აღარ გაიმეორე-მერე სახე დაუმშვიდდა და ისევ დაჯდა ოღონდ ოდნავ მოშორებით
ანი გაოგნებული აშტერდებოდა დიტოს რომლის სიბრაზე ერთადერთხელ ჰქონდა ნანახი როცა ტელეფონზე ლაპარაკობდა სპორტზალში. უცებ სანდროც შემოვიდა.
-ანი როგორ ხარ როგორც კი გავიგე მოვედი
-არ ვიცი, ცოტა ტკივილს ვგრძნობ ფეხებში ექიმები თქვენ გელოდებოდნენ.
-კარგი ეხლა დამამშვიდებელს მოგცემ და დაგეძინება
-არა არ ვარ დაღლილი იყოს
-ანი, დამიჯერე ესე უკეთესია
ანი გაწითლდა.
-ნემსების მეშინია
-კარგი რა ვენაში ერთი რისი გეშინია-გაეღიმა დიტოს
-არ გეტკინება-სანდრომ შეუყვანა დამამშვიდებელი და გავიდა
-მე დაგტოვებ დაისვენე
-კარგი მადლობა დიტო
-არაფერს
დიტო გატრიალდა და გავიდა. ანის ჩაეძინა მეორე დღეს რომ გაეღვიძა მის ოთახში ბუშტები იყო და ყვავილის თაიგული რომელშიც ბარათი იდო და ეწერა
,,მალე გამოჯანმრთელდი, ვერ მოვახერხე დღეს მოსვლა. ხვალ მოვალ აბა შენ იცი ჩემო ცხოვრება’’-ალექსი
ანის ამავდროულად ესიამოვნა და ეწყინა მისი ასეთი ყურადღება და უყურადღებობა. მიუხედავად ამ ყველაფრისა მას მაინც უყვარდა ალექსი, ბრმად. მოვიდნენ ლაშა და ნიკა. ანდრო ექიმს ელაპარაკებოდა. ნამცხვარი მიუტანეს და ჩამოჯდნენ.
-აბა რას შვები ალექსი არ მოსულა?
-არა-ანი ყველანაირად ცდილობდა გაეღიმა მაგრამ სულ ტყუილად
-ანი ჩვენ მაინც რას გვატყუებ ანდრო ხომ არ ვართ, რა მოხდა
-არ მოდის.
-რატომ
-არ ცალია
-არაუშავს მერე მოვა. არ ინერვიულო ჩვენ ხომ აქ ვართ
-ხო-ძლივს თქვა ანიმ ისე რომ არ ატირებულიყო-დავიღალე შეილება დავიძინო?
დაბნეული სახით შეხედეს ლაშამ და ნიკამ.
-ეხლა არ გაიღვიძე?
-ცუდად მეძინა ღამით
-კარგი-ლაშა და ნიკა გავიდნენ, ანდრომ შეაჩერა.
-სად მიდიხართ
-ანიმ დავიღალეო და იძინებს
-აუ როგორ დაგაბოლათ თქვე შტერებო გამატარეთ!-ანდრო პირდაპირ მიხვდა რაც ანის ჭირდა და შევიდა დაინახა მტირალი ანი რომელსაც ბუშტები სიმწრისგან გაეხეთქა და თაიგული სუ იატაკზე მოეფანტა. ანდრო მივიდა და ჩაეხუტა მისი დაწყნარება სცადა მაგრამ ანი ხელებს იქნევდა და ყველანაირად ცდილობდა გათავისუფლებულიყო მისგან ანდრომ მაინც გაიმარჯვა. ცოტახანში ამდენი ტირილისგან მართლაც ჩაეძინა ანის და შემდეგ ანდროს.
***
დღეები გადიოდა ალექსი არსად ჩანდა ოპერაციამდე ორი დღით ადრე ანიმ მიიღო მისგან მესიჯი.
,,ბოდიში სიხარულო საზღვარგარეთ გავფრინდით მე ჩემი ოჯახი და ნინა, სამწუხაროა რომ ვერ დაგემშვიდობე. გისურვებ ბედნიერებას’’
ანი საერთოდ გაგიჟდა, ტირილის მაგივრად სიბრაზისგან გამწარდა, უნდოდა გაქცეულიყო და მომკვდარიყო. ხელებიდან და გულმკერდიდან აპარატურის მოხსნა დაიწყო, შემდეგ პეპელა მოიხსნა და წამოდგომა დააპირა როცა დიტო შემოვიდა.
-რეებს ჩადიხარ-დიტო მივარდა და დააწვინა. ექთანს დაუძახა.
-არ მინდა დამანებეთ!-ანი კიოდა და იძრობდა აპარატურას მერე დამამშვიდებელი გაუკეთეს და დაწყნარდა, ექთანი გავიდა და დიტო მის გვერდით ჩამოჯდა. ძირს ეგდო ტელეფონი ალექსის მესიჯით დიტომ დაინახა და წაიკითხა მერე მიხვდა ანის ესეთ მდგომარეობის მიზეზს.
-სუ არ გკიდია ეს ყ**?
-არა მიყვარდა ის კი მაბოლებდა. ვიცოდი რომ ჩემნაირის შეყვარება შეუძლებელია. როგორც კი მიხვდა რომ მოვკვდებოდი ხელი აირო ყველაფერზე არ უნდოდა ამის გადატანა
-ანი მერამდენჯერე გაგაფრთხილო ესეთი რამ აზრადაც არ გაივლო მეთქი-კბილებში გამოსცრა დიტომ და ახლა მის ხმაში ნამდვილად არ იგრძნობოდა სითბო.
-ხო... დამავიწყდა აღარ ვიტყვი შენთან
-ჩემთან არა არც აზრად გაივლო.
-რა დაგეტაკა
-არაფერი. შენ არ მოკვდები და ეს უნდა გესმოდეს ჩაიბეჭდე თავში. ესე მალე თან მე ვერ მომიშორებ კიდე დიდიხანი უნდა იარო თერაპიაზე-გაიცინა დიტომ
-სრულადაც არაა სასაცილო-მაინც ვეღარ შეიკავა ანიმ და მანაც გაიცინა
-მაღიარე მე ყოველთვის შემილია შენი გამხიარულება
-ხო.-ისევ მოეღუშა სახე
-კარგი რა დაივიწყე ეს ალექსი.
ამ დროს დიტოს ტელეფონზე დაურეკეს.
-ხო ტასო?... კი ჩემო ცხოვრება მოვდივარ...მეც მიყვარხარ
დიტომ გათიშა.
-ჩემი შეყვარებუი იყო... უნდა წავიდე
-ხო რათქმაუნდა
ამ დროს რატი და კატო შემოვიდნენ.
-ანიიიი-კატო გადაეხვია ისე რომ დიტო გაწია
რატი კი გაბრაზებული მზერით უყურებდა დიტოს
-ნახვამდის ანი
დიტო გავიდა
-ეს ტიპი ვინაა
-რატი რა დაგემართა რა სახე გაქ
-არაფერი. ვინაა თქო
-უიმეე ჩემი ექიმის შვილი რა იყო
-არაფერი. ალექსი რო წავიდა იცი?-გაფითრებული სახით შეხედა კატომ
-ვიცი.
-მერე?
-რა მერე ფეხების გარეშე ხო არ გავეკიდები
-ნუ ხუმრობ ასე-ისევ გაბრაზებულმა უთხრა რატიმ
ანის გაეცინა.
-მოდი აქ რატი
-რა გინდა
-მოდი მოდი
-რატო
-მოდი!
რატი მივიდა და ანი ჩაეხუტა. რატის ანი სიგიჟემდე უყვარდა როგორც მეგობარი და მის გამო საშინლად ნერვიულობდა და მის ოპერაციაზე ხო საერთოდ.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

Gamaputia erti is aleqsi ra
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent